04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

51

6.1.3 გეოლოგია

რეგიონული გეოლოგია

საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება ევრაზიის ფილისა და ჩრდილოეთით მოძრავი არაბეთის ფილის

შეჯახების ზონას კავკასიაში. აქტიური ტექტონიკური მახასიათებლებია: (1) ჩრდილო-დასავლეთის

მიმართულების ნაწევები, რომელთაგან ყველაზე დიდი მიმართულია აფხაზეთის სანაპიროდან (სოხუმი და

ოჩამჩირე) დიდი კავკასიონის ქედისკენ და (2) დიდი კავკასიონის ღერძის (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

სამხრეთ-დასავლეთისკენ) პარალელური ნასხლეტები. დედამიწის ქერქი მთელს ამ ტერიტორიაზე

დაყოფილია მრავალ ტექტონურ ბლოკად.

საკვლევი ტერიტორიის სტრატიგრაფია

• გაფართოებული საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება ცენტრალური დიდი კავკასიონის ნაკეცთა

სისტემას. ის წარმოადგენს სხვადასხვა ასაკის, დროთა განმავლობაში დანაოჭებული და დაბზარული

დანალექი, მეტამორფული და ვულკანური ქანების რთულ მონაცვლეობას.

გეოლოგია კაშხლის მიდამოებში

ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე ზედაპირზე ამოსული ქანები (თიხა-ფიქლები, ქვიშნარი, ვულკანური და

ტუფური ქანები) ძირითადად მიეკუთვნება შუა იურულ (ბაიოსის) ხანას და მცირე ოდენობით - ქვედა

იურულ ხანას. კაშხლის ძირში ჩანს უფრო ძველი შრეები, მაგ. ლეიასის ხანის ფიქლები.

მდინარე ენგურთან, ტობარის ზემოთ და მდინარე თხეიშთან, ხაიშის ზემოთ ნანახია ენგურის გაქვავებული

ქანების ფილები, დიაბაზი და პორფირი.

ენგურისა და ნენსკრას ხეობები და მათი შერთვის ადგილი შევსებულია მეოთხეული ხანის დანალექი ქანებით

(ლოდებით, რიყის ქვებით და ქვიშით).

ფუნდამენტის მარცხენა მხარეს განვითარებულია დიდი, 10-20 მ სიგანის ნაწევი, რომელიც კვეთს კიდეც

კაშხლის ფუნდამენტს. ეს ნაწევი ქმნის ტექტონურ ზღვას პორფირულ ვულკანურ ქანებსა (ზედა ნაწილი) და

ტუფურ ქანებს (ქვედა ნაწილი) შორის. ფუნდამენტის მარცხენა მხარის ზედა ნაწილში ჩანს მდინარის

პალეოარხის არსებობა.

6.1.4 ნიადაგები

გაფართოებულ საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ნიადაგები (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი 6.6) შედგება

შემდეგი ელემენტებისგან:

(1) პრიმიტიული ნიადაგის ფრაგმენტები დიდი კავკასიონის ქედზე (მყინვარები); (2) მთის ტყის

მურა ნიადაგები ზედა და ცენტრალური ხეობის უმეტეს ნაწილებში; (3) კირნარევი შავმიწები

ზოგიერთ ადგილას, რაც დაკავშირებულია კიროვან გეოლოგიურ ფონთან; (4) ალუვიალური

ნიადაგები მდინარის კალაპოტის გაყოლებაზე, მსხვილი საბადოებით სანაპირო დაბლობში; (5)

წითელმიწა ნიადაგები და კოლხეთის დაბლობში ჭანჭროვანი ნიადაგები.

ნიადაგები ცენტრალურ საკვლევ ტერიტორიაზე, ანუ მომავალში დასატბორი არეალის ფერდობები და

მიმდებარე მიწები ძირითადად წარმოადგენს მთისა და ტყის შავმიწას, არც ისე ღრმად წასული ნიადაგების

რიგს, თიხოვან მიწას. ნიადაგი აქა იქ ძლიერ ეროზიას განიცდის, განვითარებულია დანალექ და გამოფიტულ,

გარეთ გამოსულ ქანებზე. მდინარის გაყოლებაზე გვხვდება ალევიური ნალექები.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!