04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

48

კლიმატის ცვლილება ენგურის კაშხლის წყალსაცავის გამო. 90-იანი წლების ბოლოს ჰიდრომეტეოროლოგიის

ინსტიტუტმა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივ

კლიმატზე ენგურის წყალსაცავის მშენებლობის ზეგავლენის კვლევა. ის ეფძუნებოდა მესტიაში/ბეთოში,

ხაიშში, ჯვარსა და ზუგდიდში ადრე არსებული მეტეოროლოგიური სადგურების მიერ და ტბის მიდამოებში

მიმდინარე გაზომვებით მოპოვებული მონაცემების ანალიზს.

შედეგები შემდეგია (Begalishvili, pers. com.):

• უმნიშვნელო სტატისტიკური განსხვავება კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ტენიანობა,

ნალექების დონე, ა.შ.) დროით შკალაში კაშხლის მშენებლობამდე და მის შემდეგ. თუ კაშხალი რაიმე

ზეგავლენას ახდენს ტენიანობაზე, ის უმნიშვნელოა შავი ზღვის ზემოქმედებასთან შედარებით.

• 4 სადგურის (ჯვარი და ზუგდიდი კაშხლის ქვემოთ; მესტია/ბეთო და ხაიში კაშხლის ზემოთ) კარგი

კორელაცია. ზამთარსა თუ ზაფხულში წყალსაცავის მასშტაბური ზემოქმედება არ შეინიშნება. თუმცა,

ზაფხულში წყალსაცავის მშენებლობის შემდეგ კლიმატურმა განსხვავებებმა ჯვარსა და ხაიშს შორის

იკლო, რაც ხეობის ამ ნაწილში იწვევს ჰომოგენური პირობების წარმოქმნას.

• საშუალო ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა წყალსაცავის ზემოთ (გაზომილია წყლის

დონიდან 2 მ სიმაღლეზე) და მის უშუალო სიახლოვეს, თუმცა, ხეობაში განსხვავება უმნიშვნელოა,

როგორც ტბის ზემოთ, ასევე მის ქვემოთ.

ამ სამეცნიერო შედეგების მიხედვით ენგურის წყალსაცავის მშენებლობის შედეგად ადგილობრივი კლიმატის

მნიშვნელოვანი ცვლილება სახეზეა მხოლოდ წყალსაცავის ზემოთ, ნაპირიდან 1-2 კმ დაშორებით. ხეობის

ზედა ნაწილში კლიმატური ცვლილება არ დაფიქსირებულა.

6.1.2 რელიეფი

6.1.2.1 გაფართოებული საკვლევი ტერიტორია

ენგურის წყალგამყოფი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით არის მიმართული,

გადაჭიმულია დაახლოებით 200 კმ მანძილზე და მოიცავს 4,062 კმ2 ფართობს, დიდი კავკასიონის ქედიდან

შავი ზღვის სანაპირომდე.

წყალგამყოფი მიეკუთვნება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, ხეობის ქვემო მხარის აფხაზეთში

მოხვედრილი მცირე ნაწილის გამოკლებით. ის მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით იმავე სიმაღლეზე,

როგორც ჩრდილოეთ საბერძნეთი და ჩრდილოეთ ესპანეთი.

მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ენგურის წყალგამყოფი შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად,

თითოეული დაახლოებით 70 კმ სიგრძის: ზედა, ცენტრალური და ქვედა ხეობები.

ზედა ხეობა: სოფელ ლახანის ზემოთ ხეობა მიმართულია დასავლეთისკენ. მას ესაზღვრება 3,500 მ მეტი

სიმაღლის ორი მთაგრეხილი: დიდი კავკასიონის ქედი ჩრდილოეთით, უმაღლესი წერტილით შხარაზე (5,068

მ) და სვანეთის ქედი სამხრეთით, უმაღლესი წერტილით ლაჯლა-ლეხელზე (4,008 მ).

ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1,000-3,500 მ სიმაღლეზე. ფერდობები ციცაბოა,

ეროზიის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით. მთავარი ხეობის ფსკერი საკმაოდ ფართოა და მჭიდროდ არის

მოცული სვანური დასახლებებითა და სასოფლოსამეურნეო სავარგულებით.

ენგურის შენაკადების ხეობები, ძირითადად მიმართული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, გაცილებით უფრო

პატარა და ვიწროა. მათგან გამონაკლისს წარმოადგენს მესტიის ხეობა.

ცენტრალური ხეობა: ლახანის ქვემოთ ხეობის მიმართულება იცვლება და გადადის სამხრეთიდან

დასავლეთისაკენ. ცენტრალური ხეობა, რომელიც დაახლოებით 70 კმ-ია და ლახანიდან ჯვრამდეა

გადაჭიმული, გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე ზედა, ფერდობები კი - ძალიან ციცაბო.

ხეობა გარშემორტყმულია მთებით - დასავლეთით აფხაზეთის ქედით და აღმოსავლეთით სვანეთის მთებით,

რომლებიც დიდი კავკასიონის ქედზე უფრო დაბალია და 2,000-3,000 მ სიმაღლეს აღწევს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!