04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

45

6. ბუნებრივი გარემოს დიაგნოსტიკა

ამ თავში მოცემულია საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი გარემოს წინასწარი შეფასების ეტაპზე

აღწერილი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კომპონენტები: (1) ფიზიკური გარემო (ანუ კლიმატი, რელიეფი,

გეოლოგია, ნიადაგები, ჰიდროგრაფია, ჰიდროლოგია, წყლის ხარისხი, მყარი ნივთიერებების გადატანა

დინებით); (2) ბიოლოგიური გარემო (მცენარეული საფარი, ხმელეთის და წყლის ფაუნა,

ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა, დაცული ტერიტორიები); (3) ლანდშაფტი; (4) ბუნებრივი რესურსები

(ჰიდრო რესურსები, სატყეო რესურსები, წიაღისეული, სათევზაო და სანადირო რესურსები); და (5) ბუნებრივი

რისკები და დაბინძურება.

6.1 ფიზიკური გარემო

6.1.1 კლიმატი

6.1.1.1 ადგილობრივი კლიმატი

ზოგადი მახასიათებლები. დასავლეთ საქართველოს დაბლობ შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე (კოლხეთის

დაბლობი) ხასიათდება ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით. დიდი კავკასიონის ქმნის ბუნებრივ ბარიერს

ჩრდილოეთიდან გადმოადგილებული ცივი ჰაერის მასების გზაზე და აიძულებს შავი ზღვიდან მომდინარე

ტენიანი ჰაერის მასებს, გადაადგილდეს ზემოთ, რაც იწვევს ინტენსიურ ნალექებს. ამის საპირისპიროდ,

აღმოსავლეთ საქართველო გაცილებით მშრალია.

კლიმატი საგრძნობლად ვარირებს ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რაც მთელს სივრცეში ზღვიდან

მწვერვალებამდე, მხოლოდ ასეული კილომეტრის მანძილზე ქმნის კლიმატური სარტყლების სპექტრს.

ენგურის ზედა წყალგამყოფი ხასიათდება გრილი და ტენიანი ზაფხულებითა და თოვლიანი, გრძელი

ზამთრებით. ყველაზე მაღალ მთებში გვხვდება მუდმივი ყინვებიც.

ტემპერატურა. კოლხეთის დაბლობი საქართველოს ერთერთი ყველაზე თბილი ადგილია, საშუალო წლიური

ტემპერატურით 12-15°C. საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმი მოდის ივლისზე (22-24°C), ხოლო მინიმუმი -

იანვარზე (5-7°C). აბსოლუტური მინიმუმი დაახლოებით -16°C უდრის.

საშუალო წლიური ტემპერატურა (სურათი 6.1) იკლებს სიმაღლის მატებასთან ერთად და დაბლობის მთიან

ნაწილში მერყეობს 6-10°C ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 2-4°C ფარგლებში. აბსოლუტური

მინიმუმი ტემპერატურაში, შესაბამისად, უტოლდება -30 - -35°C. ზემო სვანეთის ხეობის სამხრეთი ფერდობი

საკვლევი ტერიტორიის ყველაზე ცივი ადგილია, აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 2°C-ზე ნაკლებია.

ნალექები. სანაპირო ზოლზე, ანაკლიასთან და ენგურის ხეობის ცენტრალურ ნაწილში, ლახანამდე წლიური

ნალექები მერყეობს 1,400-1,800მმ ფარგლებში (სურათი 6.2).

ზუგდიდში ნალექების დონე დაახლოებით 1,877 მმ-ია წელიწადში (1929-88 წწ.) და ხასიათდება წლის

განმავლობაში თანაბარი განაწილების ტენდენციით, წვიმის განსაკუთრებული ინტენსივობით ზაფხულისა და

შემოდგომის თვეებში (სურათი 6.3). ნალექების საშუალო დონე მაქსიმუმს აღწევს ივნისში (182 მმ) და

თანდათნობით იკლებს მაისის მინიმუმამდე (111 მმ). დროგამოშვებით სუბტროპიკული ანტიციკლონები

იწვევს გვალვასაც.

წვიმის ინტენსივობა იმატებს სიმაღლის მატებასთნ ერთდ და კოძალისა და ლაჯლა-ლეხელის მწვერვალებზე

2800 მმ აღწევს (სამომავლო წყალსაცავის ორივე მხარეს), ხოლო დიდი კავკასიონის უმაღლეს წერტილებში -

3,200 მმ აღემატება.

სამაგიეროდ, საკვლევ ტერიტორიაზე ყველაზე მშრალი ადგილია ზემო ენგურის ხეობა, სადაც ნალექები

მერყეობს 1,000-1,200 მმ ფარგლებში.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!