04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

39

5. საკვლევი ტერიტორიის განსაზღვრა

5.1 საკვლევი ტერიტორია

ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტის წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების ფარგლებში

საკვლევი ტერიტორია მოიცავს ყველა იმ ტერიტორიას, რომელზეც პროექტს შეუძლია პოტენციური

ზეგავლენის მოხდენა ან რომლის შესწავლა აუცილებელია პროექტის ზემოქმედების უკეთ გასაგებად.

საკვლევი ტერიტორია მოიცავს:

• მთელ წყალგამყოფს მომავალი წყალსაცავის ზემოთ, ვინაიდან სწორედ ის განაპირობებს წყლის

მიწოდებას, წყლის ხარისხს, დანალექი და მოტივტივე მასალების ჩამოტანას მომავალ წყალსაცავში;

• მომავალი წყალსაცავის ტერიტორიასა და მის შემოგარენს: ენგურისა და მისი შენაკადების ხეობებს,

სოფელ ხაიშს;

• ჰიდროელექტრო სადგურის პროექტის ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ანუ კაშხლისა და

დამხმარე ინფრასტრუქტურის განლაგების ადგილს: მშენებლობის ადგილს, მუშათა დასახლებებს,

მისასვლელ გზებს, საშენი მასალების კარიერებსა და ა.შ.;

• მდინარის სისტემებს ხუდონის პროექტის ადგილის ქვემოთ, ანუ (1) ენგურის მდინარეს ხუდონის

კაშხლის ადგილსა და ენგურის წყალსაცავს შორის; (2) ენგურის წყალსაცავს; (3) მდინარე ენგურის

ქვედა ნაწილს ენგურის კაშხლიდან შავ ზღვამდე; (4) აფხაზეთის მდინარეთა სისტემას ენგურის

ჰიდროელექტრო სადგურის ქვემოთ (ერისწყლის წყალგამყოფს). ბოლო სამი ელემენტის

გათვალისწიენბა აუცილებელია, ვინაიდან ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის განხორციელებამ

შეიძლება შეცვალოს ენგურის კაშხლის ჰიდრავლიკური მართვა.

საკვლევი ტერიტორიის ეკოლოგიური და სოციალური ფონის ანალიზი მოხდება ორ დონეზე:

• ფართო მიმდებარე ტერიტორია, ანუ მთელი საკვლევი ტერიტორია, რომლის ნაწილებზეც

ჰიდროელექტრო სადგურის პროექტმა შეიძლება იქონიოს ირიბი ზეგავლენა;

• ცენტრალური ნაწილი, სადაც შესაძლებელია პროექტმა მოახდინოს პირდაპირი და ძლიერი

ზემოქმედება, ანუ წყალსაცავის განლაგება და სოფელ ხაიშის დატბორვა, გზებისა და სხვა

ნაგებობების მშენებლობით განპირობებული ფერდობების ეროზია, პროექტის სხვა ზემოქმედება

მომზადების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე.

პირველი - ცენტრალური ნაწილი, რომელიც გამოსახულია სურათზე 5-1 მიესადაგა ალტერნატივათა

გარემოსდაცვით შეფასებას ორი მიმართულებით: მდინარე ნენსკრას დინების ზედა მიმართულებით და

მდინარე ენგურის დინების ზედა მიმართულებით (იხ. სურათი 10-1).

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!