04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

38

4.4 კულტურული მემკვიდრეობა

ინფორმაცია რეგიონში არსებული ისტორიული და არქეოლოგიური ადგილების შესახებ გროვდება არსებული

ლიტერატურის, კულტურულ ტურიზმთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, კვლევებისა და კონსერვაციის

სხვა პროექტების ანგარიშებისა და ამ ხეობის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებთან გასაუბრების

გამოყენებით.

განიხილება აგრეთვე გათხრების არსებული ანგარიშები.

კვლევითი ჯგუფი დაუკავშირდა იუნესკოს (იუნესკოს ოფისებს თბილისსა და პარიზში), რათა განისაზღვროს

იმ ტერიტორიის ფარგლები, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობა (ზემო

სვანეთი).

4.5 სავარაუდო ზემოქმედების წინასწარი აღრიცხვა და რისკის

შემცირების ზომები

წინამდებარე წინასწარ შეფასებაში მიმოიხილება იმ საკითხთა სპექტრი და სიღრმე, რომლებიც მოგვიანებით

დეტალურად უნდა იქნას განხილული გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.

გამოვლენილია კაშხლისა და წყალსაცავის (ძირითადი პროექტი), აგრეთვე ყველა შესაბამისი

ინფრასტრუქტურის (მისასვლელი გზების, გადამცემი ხაზების, კარიერებისა და მიწაყრილების, ა.შ.)

ზეგავლენა გარემოს ზემოთ აღწერილ მგრძნობიარე კომპონენტებზე, როგორც ბიო-ფიზიკურზე, აგრეთვე

სოციო-ეკონომიკურსა და კულტურულზე.

ზემოქმედება ფასდება ყოველი კომპონენტის ეკოლოგიური ფასეულობისა და მგრძნობიარობის დონის (ან

სავარაუდო კონფლიქტის დონის) მიხედვით.

ამ შეფასებაში ჩართულია სავარაუდო (1) მასშტაბი: ლოკალიზებული თუ ფართოდ გავრცელებული ეფექტი;

(2) ხანგრძლივობა: მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიანი ეფექტი; (3) შექცევადობა: დროებითი თუ შეუქცევადი

ეფექტი; და ეკოლოგიური კომპონენტების ღირებულება.

გამოიყენება ზემოქმედების ოთხი დონე: უმნიშვნელო, დაბალი, ზომიერი და მაღალი.

ალტერნატიული ვარიანტები (კაშხლის მდებარეობა, კაშხლის სიმაღლე, წყალსაცავის მოცულობა, კარიერების

მდებარეობა, ა.შ.) განიხილება და შეუდარდება ძირითად პროექტს მათი ეკოლოგიური ზემოქმედების

მიხედვით.

შემოთავაზებულია ზემოქმედების შემცირების ზომების პირველი მონახაზი

(შემასუსტებელი/ამანაზღაურებელი).

გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე გავრცელებული ძირითადი ზემოქმედების ტიპები წარმოდგენილი იქნება

პროექტის ყოველი ეტაპისათვის შემუშავებულ ”ზემოქმედებისა და ზომების ცხრილში” (მშენებლობის,

წყალსაცავის შევსებისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე).

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!