04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

36

• ალუვიალური ხეობისა და მდინარის კალაპოტის მორფოლოგია და ლანდშაფტი: ხეობის მონაკვეთის

ფორმა და ნიადაგი, ნაპირებისა და მდინარის კალაპოტის ხასიათი, დანალექების ხასიათი,

ალუვიალური ჭაობების არსებობა და ხასიათი, დინების მახასიათებლები და დინების მიახლოებითი

მოცულობა;

• მდინარის ნაპირებსა და კალაპოტზე მიმდინარე საქმიანობა: ადამიანების საქმიანობა, საძოვრები,

სათევზაო მეურნეობები, სახერხი მეურნეობები;

• ინვესტიციები (წყლის ამოღება და ჩაშვება, ხიდები და ფონები, ზღურბლები, სარწყავი ადგილები,

ა.შ.);

• მცენარეული საფარის ხასიათი (მთავარი საცხოვრებელი გარემო და ვეგეტაციის ჯგუფები, მოცულობა,

დეგრადაციის ხარისხი, თუ ასეთი არსებობს);

• ტერიტორიაზე არსებული მაკრო-ფაუნის წინასწარი შეფასება.

დაკვირვებები აღრიცხულია დოკუმენტურად მრავალი დანომრილი ფოტოს საშუალებით (იხ. ქვემოთ

მოცემული ალბომები).

4.3 სოციო-ეკონომიკური გარემო

როგორც ეს აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში, წინასწარი სოციალური შეფასების მეთოდად

გამოყენებული იყო სწრაფი წარმომადგენლობითი შეფასების ტექნიკა 5 .

მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ ოჯახების, ადამიანებისა და ქონების გამოვლენა, რომლებიც მოექცევიან

პროექტის ზემოქმედების ქვეშ; განსახლების სავარაუდო ვარიანტების პირველადი შეფასება და საყოველთაო

აღწერისათვის მზადება, რომელიც გაფართოებული სოციალური შეფასებისას ჩატარდება. ამისათვის საჭიროა

დამატებითი მონაწილე ჯგუფების გამოვლენა და მათთან გასაუბრება, აგრეთვე შეფასების იმ

ინსტრუმენტების (კითხვარები) წინასწარი გამოცდა, რომლებიც გამოყენებული იქნება მოსახლეობისა და

მათი ქონების მომავალი აღწერის პროცესში.

წინასწარი კვლევები საშუალებას იძლევა, შემუშავდეს კომუნიკაციის სტრატეგიის მონახაზი.

4.3.1 სწრაფი წარმომადგენლობითი შეფასება

დამატებითი მონაწილე მხარეები იდენტიფიცირდება ”თოვლის გუნდის” მეთოდით: (1) გამოვლინდება

ფოკუსური მონაწილე ან მონაწილეთა ჯგუფი; (2) თითოეულ მონაწილეს სთხოვენ, დაასახელოს სხვა

რამდენიმე ან ყველა მონაწილე; (3) ყველა დასახელებული მონაწილე (რომლებიც არ იყვნენ თავდაპირველ

სიაში) აღირიცხება. მათაც ეკითხებიან სხვა მონაწილეების შესახებ. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ახალ

მონაწილეთა გამოვლენა არ შეწყდება.

იდენტიფიცირებულ მონაწილეთაგან მიღებული ინფორმაცია გროვდება ორი მეთოდით: (1) დეტალური

ინტერვიუები და (2) განხილვები ფოკუს ჯგუფში. ამ შეფასების დროს გამოკითხულ პირთა სია მოცემულია

დანართში 4.2.

4.3.1.1 დეტალური ინტერვიუები

ინდივიდუალურ მონაწილეებთან ტარდება დეტალური ინტერვიუები წინასწარ შემუშავებული

რეკომენდაციების საფუძველზე. დეტალური გასაუბრება საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ამ პირთა აღქმა,

თვალსაზრისი, ფაქტები და პროგნოზები, აგრეთვე მათი რეაქციები პირველად დასკვნებსა და გადაწყვეტის

პოტენციურ გზებზე. ინტერვიუები ტარდება თბილისში, ზუგდიდში, მესტიასა და სამიზნე ტერიტორიაზე.

ინტერვიუები იწერება ფირზე და დასრულების შემდეგ მზადდება მათი სრული ტრანსკრიპცია. მოპოვებული

მონაცემები ექვემდებარება ანალიზს და მუშავდება ანგარიშის სამუშაო ვარიანტი.

5 ეს ტექნიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს, რომელთაგან შეირჩევა პროექტის კონტექსტისათვის ყველაზე შესაბამისი

მეთოდების შერჩევა. ტექნიკა ხორციელდება ინტერვიუებისა და განხილვების, რუკების შედგენის, რანჟირებისა და

ტენდენციის ანალიზის გზით. სწრაფ წარმომადგენლობით შეფასებაში გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტებია

საშუალოდ სტრუქტურიზებული გასაუბრება, განხილვები ფოკუს ჯგუფებთან, პრეფერენციების რანჟირება, რუკების

შედგენა და მოდელირება, აგრეთვე სეზონური და ისტორიული დიაგრამების შედგენა.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!