khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 34 4. დიაგნოსტიკისა და ზეგავლენის წინასწარი შეფასების მეთოდოლოგია 4.1 გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემა (გის) წინამდებარე წინასწარ ფაზაში იგეგმება გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემის შემუშავება ხუდონის პროექტის ეკოლოგიური შეფასების მიზნით, რაც მეტად სასარგებლო იქნება უსაფრთხოების კვლევების შემდგომ ეტაპებზე და საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ თემატური რუკები, სადაც აისახება ბიო- ფიზიკური, სოციოლოგიური და კულტურული გარემოს ძირითადი მახასიათებლები. ამ ეტაპზე სხვადასხვა ადგილას მოპოვებული იქნა არსებული სივრცული მონაცემები საკვლევი ტერიტორიის ბუნებრივი გარემოსა და რესურსების შესახებ: (1) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სივრცული ინფორმაციის ცენტრსა და სატყეო დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურში; (2) საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრში; (3) კერძო ორგანიზაციაში GIS Lab. წინამდებარე ანგარიშში გამოყენებულია სხვადასხვა რუკა: მთელი საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც შეიქმნა ენერგეტიკის სამინისტროს (და სხვა წყაროების) მიერ მოწოდებული ტოპოგრაფიული რუკების (1/50,000) გეო-რეფერირებით. ძირითადი საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები (1/25,000, ეფუძნება 60-იანი წლების ძველ მონაცემებს) მოგვაწოდა ენერგეტიკის სამინისტრომ. ვინაიდან წინასწარ ფაზაში ძნელი იყო საკვლევი ტერიტორიის კონტექსტში გამოსაყენებელი მასშტაბის მონაცემების მოპოვება, უსაფრთხოების კვლევების ამ პირველ ნაწილში ძირითადად წარმოდგენილია რუკების ატლასზე დაფუძნებული ინფორმაცია. შემდეგ ეტაპებზე გის-ის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება ე.ს. კოლენკო-სტაკის მიერ მოწოდებული, მისაღები რეზოლუციის ტოპოგრაფიული რუკები (1/1,000) და საჰაერო ფოტოები. ისინი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მიწის ნაკვეთების დონეზე მცენარეულის საფარისა და სოციალური საკითხების შესწავლის პროცესში. 4.2 ბიო-ფიზიკური გარემო ბუნებრივი გარემოს შემთხვევაში ჩვენი მეთოდიკა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: (1) არსებული მონაცემების სიღრმისეულ იდენტიფიცირებას, რომელიც მოხდება (2) საკვლევი ტერიტორიის წინასწარი კვლევისა და შერჩეულ პუნქტებზე საველე დაკვირვებების გზით; (3) საკვლევი ტერიტორიის გლობალურ აღწერასა და ძირითადი ბიოფიზიკური მახასიათებლების რუკაზე დატანას; (4) ძირითადი საკითხების ანალიზსა და გარემოზე ზეგავლენის ფაქტორების პირველად შეფასებას, აგრეთვე რისკის შემცირების ზომების/მონიტორინგის პროცესის დასახვას. 4.2.1 არსებული ინფორმაციის სიღრმისეული იდენტიფიკაცია გამოვლინდა და გასაანალიზებლად, აგრეთვე არარსებული მონაცემების დასადგენად შეგროვდა არსებული გარემოსდაცვითი მონაცემები, კვლევები და პროექტის გარემოზე სპეციალიზებული დოკუმენტები, კერძოდ: • ფიზიკური მონაცემები (მეტეოროლოგია, გეოლოგია და ნიადაგები, მორფოლოგია, ჰიდროლოგია, სედიმენტოლოგია და მდინარის დინამიკა, მოტივტივე ნივთიერებები, წყლის ხარისხი, სეისმური რისკი, ა.შ.); ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 35 • ბიოლოგიური და ბიომრავალფეროვნებითი მონაცემები საკვლევ ტერიტორიაზე მსოფლიოს გარშემო ეროვნული და საერთაშორისო სტატუსის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სიის შედგენით და ისეთი ადგილების შეტანით, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილები (იხ. ჩანართი 4.1). ჩანართი 4.1: მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების დადგენა იმისათვის, რათა პირველი შეხედვით და წინასწარი შეფასებისათვის დამახასიათებელი სიზუსტით განისაზღვროს ძირითადი საკვლევი ტერიტორიის მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის (ეხება მხოლოდ ხმელეთის ბიომებს), ჩვენ ცალკეული ადგილისათვის შევიმუშავეთ კონსერვაციის პრიორიტეტები მთელს კავკასიის ეკორეგიონში მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების გამოვლენის კონტექსტში. მეთოდი მოიცავს ორ ეტაპს: • განსაზღვრა, შეესაბამება თუ არა ძირითადი საკვლევი ტერიტორია მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების ეროვნულ კრიტერიუმებს; • პრიორიტეტის დონის მინიჭება მნიშვნელოვან ბიომრავალფეროვნების ადგილებზე დაფუძნებული GAP ანალიზის 4 გზით. ხუდონის პროექტის შემთხვევაში პროცედურა მოიცავს ეროვნულ დონეს ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის ეროვნული კრიტერიუმების გამოყენებით. ქვემოთ მოცემულია ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება სახეობა-ადგილის კომბინაციებისათვის სახეობაზე დაფუძნებული რისკის კატეგორიის მინიჭებისას: სახეობაზე დაფუძნებული რისკის კატეგორია ექსტრემალური მაღალი საშუალო დაბალი გლობალური საფრთხე / სტატუსი გადაშენების პირას მყოფი (CR) გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი (EN) სარისკო (VU) საფრთხის ქვეშ მყოფი (NT), პრობლემატური (LC) მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების გამოვლენის პროცესში გამოიყენება ორი კრიტერიუმი, რომლებიც უტოლდება კონსერვაციის სისტემატური დაგეგმვის ორ მთავარ საზომს: სარისკო და შეუცვლელი. ამ კრიტერიუმებით მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ადგილების შერჩევა ხდება იმგვარ სახეობათა არსებობის შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს კონსერვაციას რაიონის დონეზე. 4.2.2 დეტალური ინტერვიუები პირველი მისიის ფარგლებში გასაუბრება ჩაუტარდა გარმოსდაცვით საკითხებზე პასუხისმგებელ ან გარემოსდაცვითი მონაცემების მფლობელ სხვადასხვა ჯგუფს. ამ პირთა სია მოცემულია დანართში 4.2: წინასწარი ფაზის და კერძოდ, პროექტის მიღების მისიის დროს გარემოსდაცვითი ექსპერტები გაესაუბრნენ ზემოთ აღნიშნულ მთავარ სუბიექტებს, რათა წარმოდგენა შეექმნათ პროექტის ეკოლოგიური სურათის შესახებ და შეეგროვებინათ გარემოსდაცვითი მონაცემები საკვლევი ტერიტორიის შესახებ (ძირითადად მარეგულირებელი წესები და ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემები). 4.2.3 საკვლევი ტერიტორიის წინასწარი მიმოხილვა მომდევნო საველე დაკვირვებების გზით ჩატარდა საკვლევი ტერიტორიის წინასწარი მიმოხილვა (2007 წლის მარტი-აპრილი), რომელმაც მოიცვა შემდეგი საკითხები: 4 ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ადგილების იდენტიფიცირებისა და მათზე დაფუძნებული GAP ანალიზის პროცედურა აღწერილია ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებში ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ (Langhammer et al. პრესაში) ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

34

4. დიაგნოსტიკისა და ზეგავლენის წინასწარი

შეფასების მეთოდოლოგია

4.1 გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემა (გის)

წინამდებარე წინასწარ ფაზაში იგეგმება გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემის შემუშავება ხუდონის

პროექტის ეკოლოგიური შეფასების მიზნით, რაც მეტად სასარგებლო იქნება უსაფრთხოების კვლევების

შემდგომ ეტაპებზე და საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ თემატური რუკები, სადაც აისახება ბიო-

ფიზიკური, სოციოლოგიური და კულტურული გარემოს ძირითადი მახასიათებლები.

ამ ეტაპზე სხვადასხვა ადგილას მოპოვებული იქნა არსებული სივრცული მონაცემები საკვლევი ტერიტორიის

ბუნებრივი გარემოსა და რესურსების შესახებ: (1) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს

სივრცული ინფორმაციის ცენტრსა და სატყეო დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურში; (2)

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრში; (3) კერძო ორგანიზაციაში GIS Lab.

წინამდებარე ანგარიშში გამოყენებულია სხვადასხვა რუკა:

მთელი საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც შეიქმნა ენერგეტიკის სამინისტროს (და

სხვა წყაროების) მიერ მოწოდებული ტოპოგრაფიული რუკების (1/50,000) გეო-რეფერირებით.

ძირითადი საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები (1/25,000, ეფუძნება 60-იანი წლების ძველ

მონაცემებს) მოგვაწოდა ენერგეტიკის სამინისტრომ.

ვინაიდან წინასწარ ფაზაში ძნელი იყო საკვლევი ტერიტორიის კონტექსტში გამოსაყენებელი მასშტაბის

მონაცემების მოპოვება, უსაფრთხოების კვლევების ამ პირველ ნაწილში ძირითადად წარმოდგენილია

რუკების ატლასზე დაფუძნებული ინფორმაცია.

შემდეგ ეტაპებზე გის-ის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება ე.ს. კოლენკო-სტაკის მიერ მოწოდებული,

მისაღები რეზოლუციის ტოპოგრაფიული რუკები (1/1,000) და საჰაერო ფოტოები. ისინი განსაკუთრებით

სასარგებლო იქნება მიწის ნაკვეთების დონეზე მცენარეულის საფარისა და სოციალური საკითხების

შესწავლის პროცესში.

4.2 ბიო-ფიზიკური გარემო

ბუნებრივი გარემოს შემთხვევაში ჩვენი მეთოდიკა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: (1) არსებული მონაცემების

სიღრმისეულ იდენტიფიცირებას, რომელიც მოხდება (2) საკვლევი ტერიტორიის წინასწარი კვლევისა და

შერჩეულ პუნქტებზე საველე დაკვირვებების გზით; (3) საკვლევი ტერიტორიის გლობალურ აღწერასა და

ძირითადი ბიოფიზიკური მახასიათებლების რუკაზე დატანას; (4) ძირითადი საკითხების ანალიზსა და

გარემოზე ზეგავლენის ფაქტორების პირველად შეფასებას, აგრეთვე რისკის შემცირების

ზომების/მონიტორინგის პროცესის დასახვას.

4.2.1 არსებული ინფორმაციის სიღრმისეული იდენტიფიკაცია

გამოვლინდა და გასაანალიზებლად, აგრეთვე არარსებული მონაცემების დასადგენად შეგროვდა არსებული

გარემოსდაცვითი მონაცემები, კვლევები და პროექტის გარემოზე სპეციალიზებული დოკუმენტები, კერძოდ:

• ფიზიკური მონაცემები (მეტეოროლოგია, გეოლოგია და ნიადაგები, მორფოლოგია, ჰიდროლოგია,

სედიმენტოლოგია და მდინარის დინამიკა, მოტივტივე ნივთიერებები, წყლის ხარისხი, სეისმური

რისკი, ა.შ.);

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!