04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

22

ტყეები (OP/BP 4.36)

ეს პოლიტიკა ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტზე ვრცელდება იმ სავარაუდო სატყეო ზონების კუთხით,

რომლებიც დაიტბორება, აგრეთვე ტყით დაფარულ ნაპირებზე მეწყრისა და ეროზიის პოტენციური გამომწვევი ფაქტორის

არსებობის თვალსაზრისით.

მიზანი

ამ პოლიტიკის მიზნები ძირითადად მოიცავს ტყეების სასიცოცხლო ადგილობრივი და

გლობალური ეკოლოგიური ფუნქციებისა და ხარისხის დაცვას.

მოთხოვნები

იმ შემთხვევებში, სადაც ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ტყეების აღდგენა და

მცენარეული საფარის გაშენება, ბანკი მსესხებლებს ეხმარება ტყის აღდგენისაკენ

მიმართული ქმედებების გატარებაში, რომელთ მიზანია ბიომრავალფეროვნებისა და

ეკოსისტემის ფუნქციონირების შენარჩუნება ან გაძლიერება.

კონსულტაცია და

ინფორმაციის საჯაროობა

კონსულტაციისა და ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნები იგივეა, რაც გარემოს

შეფასების პოლიტიკაში (OP 4.01). გარდა ამისა, პოლიტიკაში გათვალისწინებულია

კონსულტაციები სატყეო ზონაში წარმოდგენილ კერძო სექტორთან და დაინტერესებულ

ჯგუფებთან, თუ ასეთი არსებობს.

კულტურული მემკვიდრეობა (OPN 11.03, ცვლილებებით OP 4.11)

ეს პოლიტიკა ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტზე ვრცელდება იმ საკითხებში, რომლებიც მოიცავს ზემო

სვანეთის საერთაშორისო დონეზე კულტურული მემკვიდრეობის რეგიონად აღიარებას (იუნესკოს კლასიფიკაციით),

კერძოდ კი ენგურის ხეობის შუასაუკუნეების ხანის სოფლებისა და საცხოვრებელი კოშკების არსებობას.

მიზანი

პოლიტიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზეგავლენა ობიექტებზე, ადგილებსა და

შენობებზე, შენობათა ჯგუფებზე, ბუნებრივ მახასიათებლებსა და ლანდშაფტზე,

რომელთაც გააჩნია არქეოლოგიური, სპელეოლოგიური, ისტორიული, არქიტექტურული,

რელიგიური, ესთეტიური ან სხვა კულტურული მნიშვნელობა და შეიძლება

მდებარეობდეს მიწის ზემოთ, მიწის ქვეშ ან წყალქვეშ. მათი კულტურული მნიშვნელობა

შეიძლება იყოს ადგილობრივი, რეგიონული ან ეროვნული მასშტაბის ან საერთაშორისო

დონისა.

მოთხოვნები

პოლიტიკით გათვალისწინებულია იმ კულტურული რესურსების გამოკვლევა და

აღრიცხვა, რომლებიც პოტენციურად ექცევა პროექტის ზემოქმედების ქვეშ; აგრეთვე ის

ქმედებები, რომლებიც შეამცირებს პოტენციურ უარყოფით ზეგავლენას, მათ შორის

რისკის შემცირების ზომები, პროექტის განხორციელებისას აღმოჩენილი მატერიალური

კულტურული რესურსების დაცვის ღონისძიებები, აგრეთვე ნებისმიერი ზომები,

რომლებიც მიმართულია მართვის გეგმის განხორციელებისა და საქმიანობის პროგრესის

მონიტორინგის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ.

კონსულტაცია და

ინფორმაციის საჯაროობა

კონსულტაციისა და ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნები იგივეა, რაც გარემოს

შეფასების პოლიტიკაში (OP 4.01). გარდა ამისა, პოლიტიკაში გათვალისწინებულია

კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და

საუნივერსიტეტო დეპარტამენტებთან.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!