khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 20 • მიგრაციის ტალღა: პოტენციური დასაქმების მიმართ არარეალისტურმა მიდგომამ გარკვეულ ადგილებზე მოახდინა პოტენციურად არასტაბილური დემოგრაფიული ეფექტი, წაახალისა რა უკვე მიმდინარე მიგრაციული პროცესები რეგიონებიდან, სადაც მეწყრები და ზვავები იწვევდა მოსახლეობის გადინებას. ამ ჯგუფებში შედიოდა ზემო სვანეთიდან მოდინებული ხალხი, რომლებსაც მიეცათ საშუალება, დასახლებულიყვნენ მათს მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, რომლებიც იქ უკვე ცხოვრობდნენ ეკოლოგიური მიგრანტების სახით; ვინაიდან სამუშაოები ძირითადად მოკლევადიანი იყო, ხოლო რეგიონებიდან ხალხი დიდი რაოდენობით მოდიოდა დასაქმების ძიების მიზნით, საბოლოო შედეგი იყო უმუშევრობის უფრო მაღალი დონე და გაუარესებული სოციალური სიტუაცია. • კომპენსაცია კერძო მიწებისათვის: ამ კომპენსაციის გადახდა მოხდა ცოტა ხნის წინ შეცვლილი კანონის დაცვით, რამაც გამოიწვია დაპირისპირება იმაზე, თუ ვის უნდა მიეღო კომპენსაცია ნავთობსადენით გადაკვეთილი მიწისათვის: კომპენსაცია მიიღეს მხოლოდ მათ, ვინც ოფიციალურად ფლობდა მიწას, უკომპენსაციოდ დარჩნენ ახლად ჩამოსული მიგრანტები, რომელთაც იურიდიული უფლება არ ჰქონდათ. • კომპენსაცია სათემო მიწისათვის: ამ საკითხმა აგრეთვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან კანონში უბრალოდ ნათქვამი იყო, რომ სათემო საძოვარი მიწა სოფლის საკუთრებაა, მაგრამ სოფლის საზღვრების განსაზღვრება იურიდიულად არ იყო ნათლად დადგენილი. იმისათვის, რათ სოფლის დონეზე დაარსებულიყო სათემო ორგანიზაციები და შექმნილიყო წარმომადგენლობის დემოკრატიული მექანიზმი, ბრიტიშ პეტროლიუმმა დაიქირავა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია. თუმცა, შერეული ეთნიკურობის სოფლებში 3 დაპირისპირება ძირითადად ეხებოდა იმ საკითხს, თუ ვინ იყო სასოფლო თემის წევრი და, შესაბამისად, ვის შეეძლო სათემო მიწის კომპენსაციის მიღება. სახელმწიფო და ადგილობრივი ადმინისტრაციები სათანადოდ ვერ უმკლავდებოდნენ ამ დისპუტებს და არ შეეძლოთ მათი დარეგულირება. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ცნობით, ეს მწვავე პრობლემას წარმოადგენს იმ ხალხისათვის, ვისაც ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, მიმართონ სასამართლოს. • მოგებულები და წაგებულები: პროექტის შედეგად გაჩნდნენ მოგებულები და წაგებულები, ვინაიდან რამდენიმე ოჯახმა, ვისი მიწაც ნავთობსადენმა უშუალოდ გადაკვეთ, მიიღო საკმაოდ კარგი კომპენსაცია მიწის ხარისხიდან გამომდინარე, კვადრატულ მეტრზე 2-5 ლარის ($1-3) ოდენობით, ხოლო სხვებმა - უმრავლესობამ, ვისი მიწაც ნავთობსადენს არ გადაუკვეთავს, მიიღო ძალზე ცოტა ან არაფერი. წალკის რაიონში (ქვემო ქართლის რეგიონის დასავლეთი ნაწილი) არსებული პრობლემები, რომლებიც ხასიათდება შერეული ეთნიკური ჯგუფების არსებობითა და მიგრაციის რამდენიმე ტალღით როგორც რაიონში (განსაკუთრებით სვანეთისა და აჭარის ეკომიგრანტები), ისე რაიონიდან (ბერძენთა დიდი მიგრაცია ქვეყნიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებამ, თავის მხრივ, მოიზიდა ბევრი არაადგილობრივი ადამიანი, რამაც გააუარესა სოციალური ფონი. 3 წალკის რეგიონში ბევრმა ქართველმა დაიკავა საბერძნეთში დაბრუნებული ბერძნული წარმოშობის პირების კუთვნილი სახლები. თუმცა, ბევრ მესაკუთრეს არ ჰქონდათ გაყიდული თავისი ქონება და ის იურიდიულად კვლავ ეკუთნოდათ, ხოლო ახალ მფლობელებს არ გააჩნდათ იურიდიული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათს საკუთრების უფლებას. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 21 3.2 მსოფლიო ბანკის პოლიტიკა და პრინციპები გარემოს დაცვისა და განსახლების თემაზე ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოების კვლევების ჩატარებისას გასათვალისწინებელია მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების 10 პოლიტიკას შორის 6, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს ეხება. ეკოლოგიური შეფასება (OP/BP/GP 4.01) ეს არის ის მთავარი პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება ხუდონის პროექტის გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე, გარემოსდაცვით მართვის გეგმაზე, განსახლების სამოქმედო გეგმასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამაზე, როდესაც ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი კლასიფიცირდება A კატეგორიაში. მიზანი პოლიტიკა მოიცავს ზეგავლენას ბუნებრივ გარემოზე (ჰაერი, წყალი, ნიადაგი); ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ფიზიკური კულტურული რესურსები; ქვეყანათაშორისი და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები. მოთხოვნები პოლიტიკა მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პროექტი (რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს ეკოლოგიურ რისკებსა და ზეგავლენას მისი გავრცელების არეალში) იყოს ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიხვეწოს ქმედებათა და სავარაუდო ეკოლოგიურ ზეგავლენათა სათანადო ანალიზის მეშვეობით. კონსულტაცია და ინფორმაციის საჯაროობა რაც შეიძლება ადრე მსესხებელი კონსულტაციას გადის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჯგუფებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტის გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ და ითვალისწინებს მათს მოსაზრებებს. ა კატეგორიის პროექტების შემთხვევაში: მსესხებელი ამ ჯგუფებთან კონსულტაციას გადის სულ ცოტა ორჯერ: (ა) ცოტა ხანში წინასწარი ეკოლოგიური შეფასების შემდეგ, და (ბ) გარემოს შეფასების პროექტის მომზადების შემდეგ. (გ) გაერდა ამისა, მსესხებელი ამ ჯგუფებთან კონსულტაციას გადის პროექტის განხორციელების პერიოდში, რაც აუცილებელია გარემოსთან დაკავშიერებული პრობლემების გადასაწყვეტად. ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო (OP/BP 4.04) ეს პოლიტიკა ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტზე ვრცელდება ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის კუთხით, რაც გამოწვეულია დატბორვით და პოტენციურად სხვა ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობით (სამუშაოები და ეროზია). მიზანი პოლიტიკის სფეროში შედის ნებისმიერი პროექტი, რომელსაც გაჩნია ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს პირდაპირ თუ ირიბად, მნიშვნელოვანი მოდიფიცირების ან დეგრადირების პოტენციალი. მოთხოვნები კონსულტაცია და ინფორმაციის საჯაროობა პოლიტიკა ერთმანეთისგან განასხვავებს კრიტიკულ საცხოვრებელ გარემოსა [ტერიტორია, რომელიც სამართლებრივად დაცულია, ოფიციალურად შემოთავაზებულია დასაცავად ან არ არის დაცული, მაგრამ ცნობილია კონსერვაციის მაღალი ხარისხით] და სხვა ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. გარემოს შეფასების პროცესში უნდა გამოვლინდეს ნებისმიერი კრიტიკული ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო პროექტის ზემოქმედების არეალში. ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა თვი უნდა აარიდოს ნებისმიერი კრიტიკული ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელოვან მოდიფიცირებას ან დეგრადირებას. პოლიტიკით გათვალისწინებელია უარყოფითი ზეგავლენის შემცირების ისეთი მისაღები ზომების აუცილებლობა, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს ზარალს სხვა ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოებში. კონსულტაციისა და ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნები იგივეა, რაც გარემოს შეფასების პოლიტიკაში (OP 4.01). პოლიტიკით გათვალისწინებულია იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია პროექტების დაგეგმვის, დაპროექტებისა და მონიტორინგის დროს. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

21

3.2 მსოფლიო ბანკის პოლიტიკა და პრინციპები გარემოს

დაცვისა და განსახლების თემაზე

ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოების კვლევების ჩატარებისას გასათვალისწინებელია

მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების 10 პოლიტიკას შორის 6, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს ეხება.

ეკოლოგიური შეფასება (OP/BP/GP 4.01)

ეს არის ის მთავარი პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება ხუდონის პროექტის გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე,

გარემოსდაცვით მართვის გეგმაზე, განსახლების სამოქმედო გეგმასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამაზე,

როდესაც ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი კლასიფიცირდება A კატეგორიაში.

მიზანი

პოლიტიკა მოიცავს ზეგავლენას ბუნებრივ გარემოზე (ჰაერი, წყალი, ნიადაგი); ადამიანის

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ფიზიკური კულტურული რესურსები; ქვეყანათაშორისი

და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები.

მოთხოვნები

პოლიტიკა მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პროექტი (რომელიც სავარაუდოდ

გამოიწვევს ეკოლოგიურ რისკებსა და ზეგავლენას მისი გავრცელების არეალში) იყოს

ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი

დაიხვეწოს ქმედებათა და სავარაუდო ეკოლოგიურ ზეგავლენათა სათანადო ანალიზის

მეშვეობით.

კონსულტაცია და

ინფორმაციის საჯაროობა

რაც შეიძლება ადრე მსესხებელი კონსულტაციას გადის პროექტის ზემოქმედების ქვეშ

მყოფ ჯგუფებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტის

გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ და ითვალისწინებს მათს მოსაზრებებს.

ა კატეგორიის პროექტების შემთხვევაში: მსესხებელი ამ ჯგუფებთან კონსულტაციას

გადის სულ ცოტა ორჯერ: (ა) ცოტა ხანში წინასწარი ეკოლოგიური შეფასების შემდეგ, და

(ბ) გარემოს შეფასების პროექტის მომზადების შემდეგ. (გ) გაერდა ამისა, მსესხებელი ამ

ჯგუფებთან კონსულტაციას გადის პროექტის განხორციელების პერიოდში, რაც

აუცილებელია გარემოსთან დაკავშიერებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო (OP/BP 4.04)

ეს პოლიტიკა ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტზე ვრცელდება ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის

კუთხით, რაც გამოწვეულია დატბორვით და პოტენციურად სხვა ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობით

(სამუშაოები და ეროზია).

მიზანი

პოლიტიკის სფეროში შედის ნებისმიერი პროექტი, რომელსაც გაჩნია ბუნებრივი

საცხოვრებელი გარემოს პირდაპირ თუ ირიბად, მნიშვნელოვანი მოდიფიცირების ან

დეგრადირების პოტენციალი.

მოთხოვნები

კონსულტაცია და

ინფორმაციის საჯაროობა

პოლიტიკა ერთმანეთისგან განასხვავებს კრიტიკულ საცხოვრებელ გარემოსა [ტერიტორია,

რომელიც სამართლებრივად დაცულია, ოფიციალურად შემოთავაზებულია დასაცავად ან

არ არის დაცული, მაგრამ ცნობილია კონსერვაციის მაღალი ხარისხით] და სხვა ბუნებრივ

საცხოვრებელ გარემოს. გარემოს შეფასების პროცესში უნდა გამოვლინდეს ნებისმიერი

კრიტიკული ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო პროექტის ზემოქმედების არეალში.

ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა თვი უნდა აარიდოს ნებისმიერი კრიტიკული

ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელოვან მოდიფიცირებას ან დეგრადირებას.

პოლიტიკით გათვალისწინებელია უარყოფითი ზეგავლენის შემცირების ისეთი მისაღები

ზომების აუცილებლობა, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს ზარალს სხვა ბუნებრივ

საცხოვრებელ გარემოებში.

კონსულტაციისა და ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნები იგივეა, რაც გარემოს

შეფასების პოლიტიკაში (OP 4.01). პოლიტიკით გათვალისწინებულია იმის

აუცილებლობა, რომ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია პროექტების

დაგეგმვის, დაპროექტებისა და მონიტორინგის დროს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!