04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

20

• მიგრაციის ტალღა: პოტენციური დასაქმების მიმართ არარეალისტურმა მიდგომამ გარკვეულ

ადგილებზე მოახდინა პოტენციურად არასტაბილური დემოგრაფიული ეფექტი, წაახალისა რა უკვე

მიმდინარე მიგრაციული პროცესები რეგიონებიდან, სადაც მეწყრები და ზვავები იწვევდა

მოსახლეობის გადინებას. ამ ჯგუფებში შედიოდა ზემო სვანეთიდან მოდინებული ხალხი, რომლებსაც

მიეცათ საშუალება, დასახლებულიყვნენ მათს მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, რომლებიც იქ

უკვე ცხოვრობდნენ ეკოლოგიური მიგრანტების სახით; ვინაიდან სამუშაოები ძირითადად

მოკლევადიანი იყო, ხოლო რეგიონებიდან ხალხი დიდი რაოდენობით მოდიოდა დასაქმების ძიების

მიზნით, საბოლოო შედეგი იყო უმუშევრობის უფრო მაღალი დონე და გაუარესებული სოციალური

სიტუაცია.

• კომპენსაცია კერძო მიწებისათვის: ამ კომპენსაციის გადახდა მოხდა ცოტა ხნის წინ შეცვლილი კანონის

დაცვით, რამაც გამოიწვია დაპირისპირება იმაზე, თუ ვის უნდა მიეღო კომპენსაცია ნავთობსადენით

გადაკვეთილი მიწისათვის: კომპენსაცია მიიღეს მხოლოდ მათ, ვინც ოფიციალურად ფლობდა მიწას,

უკომპენსაციოდ დარჩნენ ახლად ჩამოსული მიგრანტები, რომელთაც იურიდიული უფლება არ

ჰქონდათ.

• კომპენსაცია სათემო მიწისათვის: ამ საკითხმა აგრეთვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან

კანონში უბრალოდ ნათქვამი იყო, რომ სათემო საძოვარი მიწა სოფლის საკუთრებაა, მაგრამ სოფლის

საზღვრების განსაზღვრება იურიდიულად არ იყო ნათლად დადგენილი. იმისათვის, რათ სოფლის

დონეზე დაარსებულიყო სათემო ორგანიზაციები და შექმნილიყო წარმომადგენლობის

დემოკრატიული მექანიზმი, ბრიტიშ პეტროლიუმმა დაიქირავა მიწის მესაკუთრეთა უფლებების

დაცვის ასოციაცია. თუმცა, შერეული ეთნიკურობის სოფლებში 3 დაპირისპირება ძირითადად

ეხებოდა იმ საკითხს, თუ ვინ იყო სასოფლო თემის წევრი და, შესაბამისად, ვის შეეძლო სათემო მიწის

კომპენსაციის მიღება. სახელმწიფო და ადგილობრივი ადმინისტრაციები სათანადოდ ვერ

უმკლავდებოდნენ ამ დისპუტებს და არ შეეძლოთ მათი დარეგულირება. არასამთავრობო

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ცნობით, ეს მწვავე პრობლემას წარმოადგენს იმ ხალხისათვის,

ვისაც ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, მიმართონ სასამართლოს.

• მოგებულები და წაგებულები: პროექტის შედეგად გაჩნდნენ მოგებულები და წაგებულები, ვინაიდან

რამდენიმე ოჯახმა, ვისი მიწაც ნავთობსადენმა უშუალოდ გადაკვეთ, მიიღო საკმაოდ კარგი

კომპენსაცია მიწის ხარისხიდან გამომდინარე, კვადრატულ მეტრზე 2-5 ლარის ($1-3) ოდენობით,

ხოლო სხვებმა - უმრავლესობამ, ვისი მიწაც ნავთობსადენს არ გადაუკვეთავს, მიიღო ძალზე ცოტა ან

არაფერი.

წალკის რაიონში (ქვემო ქართლის რეგიონის დასავლეთი ნაწილი) არსებული პრობლემები, რომლებიც ხასიათდება

შერეული ეთნიკური ჯგუფების არსებობითა და მიგრაციის რამდენიმე ტალღით როგორც რაიონში (განსაკუთრებით

სვანეთისა და აჭარის ეკომიგრანტები), ისე რაიონიდან (ბერძენთა დიდი მიგრაცია ქვეყნიდან, რომელიც საბჭოთა

კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებამ, თავის მხრივ, მოიზიდა

ბევრი არაადგილობრივი ადამიანი, რამაც გააუარესა სოციალური ფონი.

3 წალკის რეგიონში ბევრმა ქართველმა დაიკავა საბერძნეთში დაბრუნებული ბერძნული წარმოშობის პირების კუთვნილი

სახლები. თუმცა, ბევრ მესაკუთრეს არ ჰქონდათ გაყიდული თავისი ქონება და ის იურიდიულად კვლავ ეკუთნოდათ,

ხოლო ახალ მფლობელებს არ გააჩნდათ იურიდიული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათს საკუთრების

უფლებას.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!