04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

19

სურათი 3.2: ახალი ხაიშის ადგილმდებარეობა

ბოლოდროინდელი პრაქტიკა საქართველოში

საქართველოს შეზღუდული გამოცდილება გაჩნია ექსპროპრიაცია-განსახლების სფეროში. ამგვარი პრაქტიკა

საბჭოთა პერიოდის შემდეგ პრაქტიკულად არც არსებობდა. ჩვენი კვლევისათვის ყველაზე შესაბამისი

გამოცდილება იყო ბრიტიშ პეტროლიუმის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომლის

განხორციელება 2003 წელს დაიწყო. საყოველთო მოლოდინს წარმოადგენდა ის, რომ პროექტის სარგებელი,

განსაკუთრებით დასაქმების კუთხით, გადაფარავდა პოტენციურ ნეგატიურ ზეგავლენას. ამ მიზნით ბრიტიშ

პეტროლიუმმა გადაწყვიტა: ა) მიწის 44 მ-იანი კორიდორის შესყიდვა იმ მაცხოვრებლებისგან, რომელთა

ნაკვეთები განლაგებული იყო ნავთობსადენის მარშრუტის გასწვრივ; ბ) დაზარალებული ოჯახებისა და

ნავთობსადენით გადაკვეთილი (რაც აზარალებდა საერთო მფლობელობის მიწას, ძირითადად საძოვრებს)

სოფლებისათვის სრული კომპენსაციის გადახდა; გ) თემის განვითარების პროექტის განხორციელება და

დაფინანსება. მისი რეალიზების უფლება მიეცა ორგანიზაციას CARE International. პროექტი ითვალისწინებდა

ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებასა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას გარშემომდებარე

საკრებულოებში. თუმცა, ხუდონის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება

ხელისუფლებას (და არა სამშენებლო კომპანიას ან პოტენციურ დონორებს), ბრიტიშ პეტროლიუმის პროექტი

საინტერესო გაკვეთილს წარმოადგენს, რადგან კარგი განზრახვების მიუხედავად, წამოიჭრა რამდენიმე

პრობლემაც. ჩვენთვის საინტერესოა მათგან ოთხი პრობლემატური სფერო:

• დასაქმება: ყველა მხარე ხასიათდებოდა პოტენციური დასაქმების არარეალისტური მოლოდინებით:

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ვარაუდობდა 70 000 ახალი

სამუშაო ადგილის შექმნას 1 . ოფიციალური ინფორმაციით ”თუმცა ნავთობსადგენის მშენებლობამ

დაასაქმა დაახლოებით 6000 ადგილობრივი მოსახლე (ბევრი მათგანი არაკვალიფიცირებული

მუშხელი) და პროექტის ფარგლებში პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულებზე გაიცა საკმაოდ

დიდი კომპენსაცია, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სტაგნაციის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ეკონომიკის

გასაცოცხლებლად” 2 .

1 გაზეთი ჯორჯიან ტაიმს, 2001 წლის 12 თებერვალი

2 ”კონფლიქტების განეიტრალება საქართველოს წალკის რაიონში: მიგრაცია, საერთაშორისო ჩარევა და სახელმწიფოს

როლი”, ჯ. უეტლი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, 2006 წლის დეკემბერი. ანგარიშში მიმოხილულია

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!