04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

18

ექსპროპრიატორის განცხადება უნდა მოიცავდეს:

• საექსპროპრიაციო კერძო ქონების დეტალურ აღწერილობას;

• ქონების ექსპროპრიაციის აბსოლუტური სახელმწიფო მნიშვნელობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს;

• პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

• სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპროპრიაციის შესახებ.

სასამართლოს უფლება აქვს, ქონების ღირებულების დასადგენად დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი

(ექსპერტები). ექსპროპრიატორს ეკისრება სასამართლოსთან დაკავშირებული მათ შორის, ქონების შეფასების

ხარჯები.

რეგიონში წარსულში არსებული სოციალური გამოცდილება (1989-1992)

ენგური

1960-იან წლებში აშენდა ენგურის კაშხალი, რომლის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს.

ამ პროექტის ფარგლებში დაიტბორა პატარა სოფელი, ხოლო რამდენიმე ოჯახი განსახლდა თავდაპირველი

საცხოვრებელი ადგილიდან წყალაღმა.

მოსახლეობა აღნიშნავს იმ სიძნელეებს, რაც თან ახლავს სასოფლოსამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობას,

დატბორვით, აგრეთვე სასაფლაო ადგილების დაკარგვით გამოწვეულ პრობლემებს.

ხუდონი

ხუდონის კაშხლის მშენებლობის გამო, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, აუცილებელი გახდა,

გადასახლებულიყო 275 ოჯახი, რაც მთელ იმ დასახლებას შეადგენდა, რომელიც კაშხლის მშენებლობის

საწყისი ეტაპის ადგილას მდებარეობდა. ოჯახების გადასახლება მოხდა 1992 წელს სამუშაოთა შეწყვეტიდან

სულ ცოტა ხნით ადრე. გადასახლებულ ხალხს მეტწილად შეადგენდნენ სახელმწიფო მოხელეები, რაც

საბჭოთა პრაქტიკას შეესაბამებოდა.

მოსახლეობის განსახლება მოხდა თბილისიდან სამხრეთით 45 კმ-ში, ქვემო ქართლის რეგიონში,

თეთრიწყაროს რაიონში მდებარე დასახლებაში ”ხაიში” (სიმარტივისათვის ქვემოთ მას ახალ ხაიშად

მოვიხსენიებთ).

მოსახლეობას დაურიგდა სახლები და კარგი ხარისხის სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთები, თუმცა,

თითქმის უდაბნო ადგილას, სადაც არ არსებობდა საირიგაციო ინფრასტრუქტურა.

განსახლებულები აგრეთვე უზრუნველყვეს ფინანსური კომპენსაციით, თუმცა, ადგილზე მოპოვებული

ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ ბანკში შენახული თანხები დაიკარგა.

ოჯახების უმეტესობამ გადაწყვიტა გადასახლება, თუმცა სვანეთში ნათესავები ჰყავდათ; მოგვიანებით ბევრი

ადამიანი დაუბრუნდა თავდაპირველ სახლკარს ან შეინარჩუნა ქონება აგარაკების სახით. ახალი ხაიშის

გამგებლის ცნობით ამჟამად ქვემო ქართლში ცხოვრობს 130 ოჯახი (600-მდე ადამიანი), მათგან 30

რეგულარულად ბრუნდება სვანეთში მდებარე სოფელში ზაფხულობით და თეთრიწყაროს რაიონში ზამთარში

ჩადის.

მეტად განსხვავებულ გარემო პირობებთან ადაპტაცია ზოგიერთი უხუცესისათვის, როგორც ყველაზე

დაუცველი ჯგუფისათვის, ფატალური აღმოჩნდა.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!