04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

17

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის

ექსპროპრიაციის გარდაუვალობასა და იმ სუბიექტს (ორგანიზაცია ან პირი, იგივე ექსპროპრიატორი),

რომელსაც ექნება ექსპროპრიაციის განხორციელების უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებას ექსპროპრიაციის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება

განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებას ან საჯარო/კერძო დაწესებულებას, რომელსაც ექნება ექსპროპრიაციის

განხორციელების უფლებამოსილება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით აგრეთვე დგინდება ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული კერძო

საკუთრების დეტალური აღწერა და მესაკუთრისათვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდის ინსტრუქციები.

ექსპროპრიატორმა ქონების ყველა მესაკუთრეს უნდა შეატყობინოს გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის

ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფოს მასშტაბისა და

ადგილობრივ გაზეთებში და მოიცავდეს პროექტის მოკლე აღწერას, მისი განხორციელების ორიენტირებს,

ტერიტორიასა და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული კერძო ქონების მითითებას.

ქონების ყველა მესაკუთრეს აგრეთვე უნდა ეცნობოს სასამართლოში საკითხის განხილვის შესახებ და

სასამართლოს სხდომის თარიღი.

ექსპროპრიატორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მესაკუთრისგან ქონება მიიღოს

ვაჭრობის/მოლაპარაკების გზით. ექსპროპრიატორმა მესაკუთრესთან უნდა მოილაპარაკოს კომპენსაციის

პირობების შესახებ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქირაობს დამოუკიდებელ ექსპერტს

(ექსპერტებს), რათა ქონების ღირებულება შეფასდეს ბაზარზე არსებული ფასებით. მესაკუთრეს უფლება აქვს,

საკუთარი ხარჯით დაიქირაოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტი (ექსპერტები).

მოლაპარაკებათა დაწყებამდე ექსპროპრიატორი მესაკუთრეს წერილობითი ფორმით წარუდგენს

კომპენსაციის პირობებსა და გათვლებს. საკომპენსაციოდ შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ფასი არ უნდა

ჩამოუვარდებოდეს საექსპროპრიაციო ქონების ჯამურ ღირებულებას. სხვა ქონების გადაცემა კომპენსაციის

სახით დასაშვებია მხოლოდ საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრის თანხმობით.

ექსპროპრიატორს ეკრძალება მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას მესაკუთრეზე ზეწოლა.

შეთვაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ქონებას (მისი მცირე მნიშვნელობის მიუხედავად),

რომელიც დაკავშირებულია ძირითად ქონებასთან ან გამოუსადეგარია მის გარეშე.

სასოფლოსამეურნეო მიწების ღირებულების დადგენისას მხედველობაში მიღებული უნდა იყოს მოსავლის

ღირებულებაც. ეს უკანასკნელი გამოითვლება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რისი მიღებაც მოსავლისგან

შეეძლო მესაკუთრეს მიმდინარე წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიწაზე კულტურები დაითესა

სასოფლოსამეურნეო მიწის ღირებულების დადგენის შმდეგ, მოსავლის ღირებულება გათვალისწინებული

აღარ იქნება.

ექსპროპრიატორის მიერ დაქირავებულ ექსპერტს უფლება აქვს, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს შესაბამისი

კვლევა და/ან მესაკუთრის თანხმობით აიღოს სინჯები.

ექსპროპრიაციის დაწყებამდე ექსპროპრიატორი მესაკუთრეს გადასცემს წერილობით დოკუმენტს, რომელიც

უნდა მოიცავდეს:

• ქონების ექსპროპრიაციის აბსოლუტური სახელმწიფო მნიშვნელობის დასაბუთებას პრეზიდენტის

შესაბამისი ბრძანებულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებით;

• აღნიშნული ქონების აბსოლუტური სახელმწიფო მნიშვნელობით გამოყენების დასაბუთებას;

• საექსპროპრიაციო ქონების განლაგების დეტალურ აღწერასა და ღირებულებას; საკომპენსაციო თანხის

ოდენობას ან საკომპენსაციოდ შეთავაზებული სხვა ქონების დეტალურ აღწერასა და საბაზრო ფასს.

თუ ექსპროპრიატორი და მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ ქონების საბაზრო ფასსა და კომპენსაციის ოდენობაზე,

ორივე მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!