khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening khudoni - preliminary environmental and social screening

04.04.2015 Views

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 16 არსებობს სახელმწიფო ტყეების ფონდი, რომელიც იმართება რეესტრის სისტემით, რაც მოიცავს სახელმწიფო ტყეების ფონდის მონიტორინგს, საკადასტრო და სატყეო ინვენტარიზაციას/აღრიცხვას (მუხლები 23-25) მართვის ათწლიანი გეგმების მიხედვით. საქართველოს ტყის კოდექსი და ტყის დაცვა სახელმწიფო ტყეების ფონდი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: (1) ტერიტორიები, რომლებიც უკვე კლასიფიცირდება, როგორც ”დაცული ტერიტორია” (ზოგიერთს ეს კატეგორია მინიჭებული აქვს 1999 წლამდე) და იმართება დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მიერ (მუხლები 14-15), და (2) ”სახელმწიფო სამეურნეო ტყეები”, რომელთაც, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, კოდექსი უწესებს 3 საგანგებო დაცვის რეჟიმს: ”საკურორტო ზონა”, ”მწვანე ზონა” და ”ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეები” (მუხლი 20). ამ კატეგორიათა მინიჭება ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შეტანილი თხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს მეტყევეობისა და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ რეგულირებისა და მართვის წესებს (მუხლი 43). ნიადაგის დაცვისა და წყლის რესურსების რეგულირების თვალსაზრისით ხის მოჭრა იკრძალება ტყეთა შემდეგ კატეგორიებში: • სანაპირო ტყეები; • ტყის საზღვრიდან 300 მ რადიუსში მდებარე ტყეები (ე.წ. სუბალპური ზონები); • 100 ჰა ფართობის ტყეები ღია ადგილებში; • ტყეები ზვავებისა და ადიდებული წყლის მოძრაობის კალაპოტიდან 200 მ რადიუსში; • ტყეები, სადაც დომინირებს რელიქტური, ენდემური, ძვირფასი ხის სახეობები ან სასარგებლო (მაგ. თაფლის, სათესლე) სახეობები; • ტყეები >35 0 დაქანების ფერდობებზე; • კურორტებიდან ან მინერალური წყაროებიდან 1 კმ რადიუსში მდებარე ტყეები (ეს მანძილი შემოფარგლულია აუზის საზღვრით); • ნაპირის დამცავი ტყეები მდინარეებიდან, ტბებიდან, წყალსაცავებიდან და არხებიდან 300 მ რადიუსში; • ტყეები კლდეებიდან, რიყიდან, მეწყერსაშიში ზონებიდან და კარსტებიდან 100 მ რადიუსში; • ტყეები რკინიგზებიდან და საავტომობილო გზებიდან 100 მ რადიუსში. 3.1.5.3 აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის საქართველოში მოქმედი პროცედურა ექსპროპრიაციის საქართველოში მოქმედი პროცედურა პროცედურა ეყრდნობა საქართველოს კანონს აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის პროცედურის შესახებ (მიღებულია 1999 წლის 23 ივლისს, ცვლილებები შევიდა 2006 წლის 12 დეკემბერს). ექსპროპრიაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი მოიცავს სამუშოებს, რომელთათვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს ქონების ექსპროპრიაცია (კანონის მოთხოვნების შესაბამისად): • გზის და/ან საჩქაროსნო გზის მშენებლობა; • ელექტროგადამცემი და/ან სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის მოწყობა; • სატელეფონო ხაზების გაყვანა; • საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და/ან ობიექტების მშენებლობა; • სამთო ობიექტების დამუშავება. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 17 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობასა და იმ სუბიექტს (ორგანიზაცია ან პირი, იგივე ექსპროპრიატორი), რომელსაც ექნება ექსპროპრიაციის განხორციელების უფლებამოსილება. გადაწყვეტილებას ექსპროპრიაციის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებას ან საჯარო/კერძო დაწესებულებას, რომელსაც ექნება ექსპროპრიაციის განხორციელების უფლებამოსილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით აგრეთვე დგინდება ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული კერძო საკუთრების დეტალური აღწერა და მესაკუთრისათვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდის ინსტრუქციები. ექსპროპრიატორმა ქონების ყველა მესაკუთრეს უნდა შეატყობინოს გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფოს მასშტაბისა და ადგილობრივ გაზეთებში და მოიცავდეს პროექტის მოკლე აღწერას, მისი განხორციელების ორიენტირებს, ტერიტორიასა და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული კერძო ქონების მითითებას. ქონების ყველა მესაკუთრეს აგრეთვე უნდა ეცნობოს სასამართლოში საკითხის განხილვის შესახებ და სასამართლოს სხდომის თარიღი. ექსპროპრიატორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მესაკუთრისგან ქონება მიიღოს ვაჭრობის/მოლაპარაკების გზით. ექსპროპრიატორმა მესაკუთრესთან უნდა მოილაპარაკოს კომპენსაციის პირობების შესახებ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქირაობს დამოუკიდებელ ექსპერტს (ექსპერტებს), რათა ქონების ღირებულება შეფასდეს ბაზარზე არსებული ფასებით. მესაკუთრეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით დაიქირაოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტი (ექსპერტები). მოლაპარაკებათა დაწყებამდე ექსპროპრიატორი მესაკუთრეს წერილობითი ფორმით წარუდგენს კომპენსაციის პირობებსა და გათვლებს. საკომპენსაციოდ შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ფასი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს საექსპროპრიაციო ქონების ჯამურ ღირებულებას. სხვა ქონების გადაცემა კომპენსაციის სახით დასაშვებია მხოლოდ საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრის თანხმობით. ექსპროპრიატორს ეკრძალება მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას მესაკუთრეზე ზეწოლა. შეთვაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ქონებას (მისი მცირე მნიშვნელობის მიუხედავად), რომელიც დაკავშირებულია ძირითად ქონებასთან ან გამოუსადეგარია მის გარეშე. სასოფლოსამეურნეო მიწების ღირებულების დადგენისას მხედველობაში მიღებული უნდა იყოს მოსავლის ღირებულებაც. ეს უკანასკნელი გამოითვლება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რისი მიღებაც მოსავლისგან შეეძლო მესაკუთრეს მიმდინარე წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიწაზე კულტურები დაითესა სასოფლოსამეურნეო მიწის ღირებულების დადგენის შმდეგ, მოსავლის ღირებულება გათვალისწინებული აღარ იქნება. ექსპროპრიატორის მიერ დაქირავებულ ექსპერტს უფლება აქვს, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს შესაბამისი კვლევა და/ან მესაკუთრის თანხმობით აიღოს სინჯები. ექსპროპრიაციის დაწყებამდე ექსპროპრიატორი მესაკუთრეს გადასცემს წერილობით დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს: • ქონების ექსპროპრიაციის აბსოლუტური სახელმწიფო მნიშვნელობის დასაბუთებას პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებით; • აღნიშნული ქონების აბსოლუტური სახელმწიფო მნიშვნელობით გამოყენების დასაბუთებას; • საექსპროპრიაციო ქონების განლაგების დეტალურ აღწერასა და ღირებულებას; საკომპენსაციო თანხის ოდენობას ან საკომპენსაციოდ შეთავაზებული სხვა ქონების დეტალურ აღწერასა და საბაზრო ფასს. თუ ექსპროპრიატორი და მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ ქონების საბაზრო ფასსა და კომპენსაციის ოდენობაზე, ორივე მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

16

არსებობს სახელმწიფო ტყეების ფონდი, რომელიც იმართება რეესტრის სისტემით, რაც მოიცავს სახელმწიფო

ტყეების ფონდის მონიტორინგს, საკადასტრო და სატყეო ინვენტარიზაციას/აღრიცხვას (მუხლები 23-25)

მართვის ათწლიანი გეგმების მიხედვით.

საქართველოს ტყის კოდექსი და ტყის დაცვა

სახელმწიფო ტყეების ფონდი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: (1) ტერიტორიები, რომლებიც უკვე

კლასიფიცირდება, როგორც ”დაცული ტერიტორია” (ზოგიერთს ეს კატეგორია მინიჭებული აქვს 1999

წლამდე) და იმართება დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მიერ (მუხლები 14-15), და (2) ”სახელმწიფო

სამეურნეო ტყეები”, რომელთაც, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, კოდექსი უწესებს 3 საგანგებო დაცვის

რეჟიმს: ”საკურორტო ზონა”, ”მწვანე ზონა” და ”ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეები” (მუხლი

20).

ამ კატეგორიათა მინიჭება ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შეტანილი

თხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს მეტყევეობისა და დაცული ტერიტორიების

დეპარტამენტის მიერ მომზადებულ რეგულირებისა და მართვის წესებს (მუხლი 43).

ნიადაგის დაცვისა და წყლის რესურსების რეგულირების თვალსაზრისით ხის მოჭრა იკრძალება ტყეთა

შემდეგ კატეგორიებში:

• სანაპირო ტყეები;

• ტყის საზღვრიდან 300 მ რადიუსში მდებარე ტყეები (ე.წ. სუბალპური ზონები);

• 100 ჰა ფართობის ტყეები ღია ადგილებში;

• ტყეები ზვავებისა და ადიდებული წყლის მოძრაობის კალაპოტიდან 200 მ რადიუსში;

• ტყეები, სადაც დომინირებს რელიქტური, ენდემური, ძვირფასი ხის სახეობები ან სასარგებლო (მაგ.

თაფლის, სათესლე) სახეობები;

• ტყეები >35 0 დაქანების ფერდობებზე;

• კურორტებიდან ან მინერალური წყაროებიდან 1 კმ რადიუსში მდებარე ტყეები (ეს მანძილი

შემოფარგლულია აუზის საზღვრით);

• ნაპირის დამცავი ტყეები მდინარეებიდან, ტბებიდან, წყალსაცავებიდან და არხებიდან 300 მ

რადიუსში;

• ტყეები კლდეებიდან, რიყიდან, მეწყერსაშიში ზონებიდან და კარსტებიდან 100 მ რადიუსში;

• ტყეები რკინიგზებიდან და საავტომობილო გზებიდან 100 მ რადიუსში.

3.1.5.3 აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის კერძო საკუთრების

ექსპროპრიაციის საქართველოში მოქმედი პროცედურა

ექსპროპრიაციის საქართველოში მოქმედი პროცედურა

პროცედურა ეყრდნობა საქართველოს კანონს აბსოლუტური სახელმწიფო აუცილებლობისათვის კერძო

საკუთრების ექსპროპრიაციის პროცედურის შესახებ (მიღებულია 1999 წლის 23 ივლისს, ცვლილებები შევიდა

2006 წლის 12 დეკემბერს).

ექსპროპრიაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების

საფუძველზე.

ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი მოიცავს სამუშოებს, რომელთათვისაც შესაძლოა საჭირო

გახდეს ქონების ექსპროპრიაცია (კანონის მოთხოვნების შესაბამისად):

• გზის და/ან საჩქაროსნო გზის მშენებლობა;

• ელექტროგადამცემი და/ან სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის მოწყობა;

• სატელეფონო ხაზების გაყვანა;

• საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და/ან ობიექტების მშენებლობა;

• სამთო ობიექტების დამუშავება.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!