04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

15

შენიშვნა: 2002 წელს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა ქართული

კანონმდებლობა და რეგულირების წესები მიიჩნია ზედმეტად ზოგადად (CNEE, 2002). მათში არ არის

გათვალისწინებული სათანადო კონსულტაცია პროექტით მოცულ ჯგუფებთან და/ან საზოგადოებასთან არც

გარემოზე ზეგავლენის შეფასების მომზადების ეტაპზე და არც გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეტიც,

ხშირად არც ინვესტორი და არც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტრო ამ ზოგად დებულებებს

სათანადოდ არ აღასრულებს.

საჯარო მონაწილეობა გარემოზე ზეგავლენის შეფასების მომზადების პროცესში შემოიფარგლება

ინფორმაციის მიწოდებითა და კონსულტაციით. ჩვეულებრივ საზოგადოებას არ აქვს იმის საშუალება, რომ

ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროექტზე (განპირობებულია დაგეგმილი და

განსახილველი პროექტის შესახებ მწირი ცოდნით, გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შესახებ

ცოდნის ნაკლებობით, ინფორმაციის არასაკმარისი ოდენობით მიწოდებით).

3.1.5.2 ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა

დაცული ტერიტორიები

საქართველოს კანონის თანახმად დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ (1996, 2003 წლის

ცვლილებებით), საქართველოს დაცული ტერიტორიები კლასიფიცირებულია ექვს, ბუნებისა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შესაბამის კატეგორიად.

ცხრილი 3-1: საქართველოს დაცული ტერიტორიების კლასიფიკაცია

დაცული ტერიტორიის ტიპი მმართველობის ტიპი და ნებადართული საქმიანობა IUCN კატეგორია

სახელმწიფო ნაკრძალი მკაცრი დაცვა I

ეროვნული პარკი ეკოსისტემის კონსერვაცია; რეკრეაცია II

ბუნების ძეგლი ბუნებრივი მახასიათებლების დაცვა III

აღკვეთილი დაცვა აქტიური მართვის საშუალებით IV

დაცული ლანდშაფტი ეკოსისტემის კონსერვაცია; რეკრეაცია V

მრავალმხრივი გამოყენების

ტერიტორია

ბუნებრივი ეკოსისტემის მდგრადი გამოყენება

VI

გარდა ამისა, კანონში გათვალისწინებულია დაცული ტერიტორიების შექმნა საერთაშორისო მოდელების

მიხედვით, ასეთებია რამსარის ტერიტორიები, ბიოსფეროს ნაკრძალები და მსოფლიო მემკვიდრეობის

ტერიტორიები.

ტყის მართვა

საქართველოში ტყეები იმართება ტყის კოდექსში გათვალისწინებულ დებულებებზე დაყრდნობით.

საქართველოს ტყის კოდექსში (1999 წელი) დასახულია ზოგადი საორიენტაციო ჩარჩოები ცენტრალური

დაგეგმარებიდან უფრო საბაზრო მიდგომებზე გადასვლის მიზნით. ეს შეეხება როგორც ინსტიტუციონალურ,

აგრეთვე პოლიტიკის რეფორმებს, ახალი საორგანიზაციო, მმართველობითი და დაფინანსების წესების

სამართლებრივ უზრუნველყოფას ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად მისაღებ პირობებში.

კოდექსში გათვალისწინებულია კერძო და საჯარო ჯგუფებისათვის სახელმწიფო ტყეების მართვის

გრძელვადიანი უფლებების გადაცემის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ნებადართულია ტყის ფლობის

სხვადასხვა ფორმა - სახელმწიფო, თემის, საეკლესიო და კერძო (მუხლი 9), რაც უნდა განისაზღვროს

საქართველოს კანონით საქართველოს ტყეების პრივატიზების შესახებ, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

ტყის კოდექსში მოცემულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სატყეო

დეპარტამენტს შორის მარეგულირებელ და საზედამხედველო ფუნქციათა განაწილების გაუმჯობესებული

მოდელი. დეპარტამენტს აღარ ეხება მოსავლის აღება პირდაპირი კომერციული მიზნებით, მისი ფუნქციები

ახლა მხოლოდ კონტროლსა და მართვას მოიცავს.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!