04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

14

საჯარო ინფორმაცია და საზოგადოების მონაწილეობა

საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების

მონაწილეობის სამართლებრივ საფუძველს და საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებას, მიიღოს

დროული და ზუსტი ინფორმაცია.

გარდა ამისა, საქართველოს რატიფიცირებული აქვს კონვენცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებში

სამართლიანობის ხელმისაწვდომობის შესახებ (აარჰუსი, 1998).

პრინციპები

საჯარო ინფორმაციისა და საჯარო მონაწილეობის პრინციპები ქართულ კანონმდებლობაში ნათლად არის

ჩამოყალიბებული:

• საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლის 24 აგვისტო) ადგენს, რომ “ადამიანს უფლება აქვს მიიღოს

სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს

მდგომარეობის შესახებ” (მუხლი 37, პარ. 5).

• საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ (1996 წლის 10 დეკემბერი), I თავში (ზოგადი

დებულებები) მოტანილია ორი პრინციპი: (1) "გადაწყვეტილების მიღების პროცესში

საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი"; ” საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს; (2) "ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

პრინციპი" - ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია

საზოგადოებრიობისათვის. ”

ეს ვალდებულებები აგრეთვე მოხსენიებულია გარემოს დაცვის აქტში, სხვა კანონებში,

განსაკუთრებით კი კანონში სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის შესახებ მოცემულია

საზოგადოების მონაწილეობის დეტალური პროცედურა.

• საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ (მიღებულია 1996

წლის 15 ოქტომბერს, ცვლილებები შევიდა 2005 წელს) იძლევა ინფორმაციის საჯაროობისა და

მონაწილეობის მარეგულირებელ საფუძველს.

• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე შეიცავს ამგვარ პრინციპებს. ის

ცალსახად ადგენს ”ინფორმაციის თავისუფლებას” (მე-3 ნაწილი) და ავალდებულებს სამთავრობო

უწყებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა სათანადო ინფორმაცია.

პროცესი

როგორც ინვესტორმა, აგრეთვე ადმინისტრაციამ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მომზადების აგრეთვე

გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მხრიდან გამოთქმული

თვალსაზრისი და შენიშვნები. ქვემოთ ჩამოთვლილია ყოველი დაინტერესებული ჯგუფის (ინვესტორი,

ადმინიასტრაცია და საზოგადოების წარმომადგენლები) მოვალეობა და როლი:

ინვესტორი მოვალეა, უზრუნველყოს საჯარო მონაწილეობა გარემოზე ზეგავლენის შეფასებისათვის საჯარო

ფორუმის ჩატარებისა და საზოგადოებისათვის შესაბამისი დასკვნითი ანგარიშის გაცნობის გზით.

ეს პროცესი აღწერილია ჩანართში 3.1.

ინვესტორს უფლება აქვს, არ გასცეს ინფორმაცია, როდესაც: (1) მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს

ოფიციალურ, სამრეწველო ან კომერციულ საიდუმლოებას; (2) გარემოზე ზეგავლენის შეფასებასთან

დაკავშირებული სათანადო კვლევა ჯერ არ დასრულებულა, ინფორმაცია არ დახვეწილა და არ აღწერს

რეალურ სიტუაციას.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!