04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

12

ii. 2005 წელი, მთავრობის დადგენილება (#215) ისტორიულ და კულტურულ

ძეგლებზე სამუშაოთა ჩატარების ნებართვის გაცემის წესისა და ლიცენზირების

პირობების შესახებ.

3.1.4.2 გარემოსდაცვითი სტანდარტები

გარემოსდაცვითი სტანდარტები შექმნილია გარემოში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნების

უზრუნველსაყოფად. გარემოს დაცვის აქტის 29-ე მუხლში ჩამოთვლილია გარემოს ხარისხის სტანდარტები,

აგრეთვე მავნე ნივთიერებების ემისიის მაქსიმალური დასაშვები დონე და მიკრო ორგანიზმებით

დაბინძურების სტანდარტები (თუმცა, არა რაოდენობრივად). მათი განსაზღვრა მოხდება ხუთწლიანი ციკლით

”გარემოს მდგომარეობის ხარისხის სტანდარტების განსაზღვრის წესში”, რომელიც შეიმუშავა და დაამტკიცა

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით. უახლესი ბრძანებულებაა 2003 წლის 24 თებერვლის

#38/ნ.

3.1.5 გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი

პროცედურები და დებულებები საქართველოში

3.1.5.1 გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა საქართველოში

გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ რეგულირდება

კანონით ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კანონით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ და

კანონით სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის შესახებ.

ამ კანონების თანახმად, ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი შედის იმ პროექტთა კლასში,

რომელთათვისაც სავალდებულოა ეკოლოგიური შემოწმებისა და შეფასების ჩატარება (”10 000 მ2 ან მეტი

მოცულობის წყალსაცავების მშენებლობა”; ”კაშხლების, ნავმისადგომების,დოკების, წყალსაცავების

მშენებლობა”).

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!