04.04.2015 Views

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

khudoni - preliminary environmental and social screening

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

10

3.1.3 გარემოსდაცვითი ინსტიტუციონალური საფუძველი

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ძირითადად ცენტრალიზებულია.

პარლამენტი წარმოადგენს კანონების მიმღებ ძირითად ორგანოს, ხოლო გარემოსდაცვით საკითხებში მთავარი

სუბიექტია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს მთავარ უწყებას, რომელიც

პასუხისმგებელია გარემოსდაცვით პოლიტიკასა და მართვაში გადაწყვეტილებათა მიღება-განხორციელებაზე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, მას

ექვემდებარებიან მინისტრის მოადგილეები, რამდენიმე დეპარტამენტი და საქვეუწყებო

დაწესებულება, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2.

ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი პასუხისმგებელია ინვესტორთა მიერ წარმოდგენილი

პროექტების ეკოლოგიურ შეფასებაზე, ზოგადად ეკოლოგიური შეფასებების მომზადებაზე,

დასკვნების ფორმულირებასა და გამოქვეყნებაზე.

საქვეუწყებო დაწესებულება ეკოლოგიურ ინსპექციას ევალება გარემოსდაცვითი ნებართვების

მოთხოვნათა შესრულების აღსრულება.

ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის განხორციელებაში პოტენციურად ჩართული სხვა დარგობრივი

სამინისტროები და/ან დაწესებულებებია:

o ენერგეტიკის სამინისტრო (პროექტზე პასუხისმგებელი დეა წინამდებარე კვლევის პარტნიორი

ორგანიზაცია);

o კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

o სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

o შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო;

o ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ურბანულ დაგეგმარებასა და მშენებლობაზე

პასუხისმგებელი დაწესებულება);

o ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

o იუსტიციის სამინისტრო (მიწის მართვაზე პასუხისმგებელი დაწესებულება).

3.1.4 გარემოსდაცვითი კანონმდებლობა

ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა, საქართველოს რესპუბლიკა გეგმავს

თანამედროვე კანონმდებლობის შექმნას, რომელიც ჩაანაცვლებს ძველ საბჭოურ კანონებს. ბოლო წლების

განმავლობაში ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების პროცესმა მნიშვნელოვანი წინსვლა

განიცადა.

კანონი გარემოს დაცვის შესახებ (1996) ანუ გარემოს დაცვის აქტი არეგულირებს გარემოს დაცვასა და

ბუნებრივი რესურსების გამოყენებას. ის მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის გარემოსდაცვით

სტანდარტებს, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირებას,

გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემას, აგრეთვე გარემოსდაცვითი ინფორმაციის სახელმწიფო რეესტრის

წარმოებასა და მონიტორინგს.

ეს ჩარჩო-კანონია, რომელშიც შესულია ამ სფეროში არსებული სხვა რამდენიმე კანონი, რომელთა შორის

აღსანიშნავია კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ და კანონი სახელმწიფო ეკოლოგიური

ინსპექციის შესახებ, აგრეთვე დებულებები გარემოზე ზეგავლენის შეფასების თაობაზე.

ხუდონი - წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასება - საბოლოო ანგარიში

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!