Entrepreneur #1

EntrepreneurGeorgia
from EntrepreneurGeorgia More from this publisher
03.04.2020 Views

რიჩარდ ბრენსონიFINDING MY VIRGINITY12ჯეფ ბეზოსირა ისწავლეს მისგან?32ელონ მასკიმომავლის ადამიანი45ნომრის თემაინოვაცია3000 მეტრზეროგორმივაღწიოთწარმატებას2018ISSN 2587- 5078aprili 2018 #1 7aISSN 2587- 50789 7 7 2 5 8 7 5 0 7 0 0 5

რიჩარდ ბრენსონი

FINDING MY VIRGINITY

12

ჯეფ ბეზოსი

რა ისწავლეს მისგან?

32

ელონ მასკი

მომავლის ადამიანი

45

ნომრის თემა

ინოვაცია

3000 მეტრზე

როგორ

მივაღწიოთ

წარმატებას

2018

ISSN 2587- 5078

aprili 2018 #1 7a

ISSN 2587- 5078

9 7 7 2 5 8 7 5 0 7 0 0 5




სარჩევი aprili 2018

12

რიჩარდ ბრენსონი

წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ

თავგადასავლების მაძიებელ

მილიარდერთან, რომელიც სიცოცხლეს

უყურებს, როგორც სწავლის ერთ დიდი

პროცესს და ასაკის მატების მიუხედავად,

კვლავ არ ასვენებს შეკითხვა, თუ რა

შეუძლია გააკეთოს, რომ უკეთესობისკენ

შეცვალოს ცხოვრება? უფრო მეტი კი

გაიგეთ მისი ახალი ავტობიოგრაფიული

წიგნიდან FINDING MY VIRGINITY.

18

LINKEDIN

რუბრიკა „საოფისე სივრცე“

პროფესიონალთა ყველაზე მსხვილი და

გავლენიანი სოციალური ქსელის ოფისში

შეგახედებთ და თანამშრომლებს მათსავე

სამუშაო გარემოში გაგაცნობთ.

20

როგორ მივაღწიოთ

წარმატებას 2018-ში?

ვინ, თუ არა Entrepreneur-ის

გარეკანის ვარსკვლავებმა, იციან, რა

გზას დაადგება ბიზნესი და რა ახალ

შესაძლებლობებს გვთავაზობს 2018

წელი? და შესაბამისად, რომელ გზას

უნდა მიჰყვეთ თქვენც...

28

„ვისურვებდი, მეტი ადამიანი

დამეთხოვა სამსახურიდან“

Panera Bread-ის დამფუძნებელს

სამი ათეული წელი დასჭირდა იმის

მისახვედრად, რომ „მომსახურე

ლიდერი“ მაშინ უფრო ძლიერია,

როცა თანამშრომელს სწორი გზის

ჩვენებაში ეხმარება, თუნდაც ეს

თანამშრომლის მიერ კომპანიის

დატოვებით დასრულდეს. „ადამიანები,

რომლებიც სამსახურიდან დავითხოვე,

აღნიშნავდნენ, რომ ამ პროცესში

ბევრად მეტი ისწავლეს საკუთარი თავისა

და შესაძლებლობების შესახებ, ვიდრე

მთელი მათი კარიერის განმავლობაში...“

ნომრის თემა: ინოვაცია 3000 მეტრზე

მთაში ველოსიპედით მოგზაურობის სიყვარულით დაწყებული მეგობრობა,

რომელიც ქართულ-შვეიცარიულ სტარტაპში პარტნიორობად გადაიქცა.

გაიცანით ქართველი „შეშლილები“ – ნიკა ალავიძე, მამუკა ნიკოლაძე,

დათო ჭიჭინაძე Entrepreneur-ის პირველი ნომრის მთავარი გმირები.

34

ყდის ფოტო: სოფია კიევსკა, Ability Photo Agency

2 aprili 2018



31

ჯეფ ბეზოსი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი

ადამიანი ამერიკული Entrepreneur-ის

სერიიდან „50 ყველაზე გაბედული

ანტრეპრენერი“. გაიგეთ, რა

ისწავლა მისგან ოთხმა ყოფილმა

თანამშრომელმა, რომლებიც დღეს დიდი

წარმატებით უკვე საკუთარ კომპანიებს

მართავენ.

54 l 74 l 82

ქართული ENTREPRENEUR-ის

კონტრიბუტორები

საავტორო სვეტებით:

ნინა მენთეშაშვილი: ნუ დაუჯერებ მითებს

ლილი (ხატია) ალფაიძე: მიწოდების

თეორია, ანუ „სთორების“ თხრობა

რეზი ბესელაშვილი: როგორ ვმართოთ

ბიზნესი სმარტფონით

56

ლევან ჩიკვაიძე

ინოვაციურობა და ანტრეპრენერული

სულისკვეთება, დიდი ორგანიზაციის

შიგნითაც შეგიძლია გამოავლინო.

გაიცანით ქართველი ინტრაპრენერი,

რომლის სახელსაც სახელმწიფო

საკუთრებაში არსებული „საქართველოს

ფოსტის“ მოდერნიზაცია უკავშირდება.

ფოტო: Getty Images

ელონ მასკი: მომავლის ადამიანი

ის მარსზე პირდაპირი დემოკრატიის დამკვიდრებას გეგმავს! გაიგეთ მეტი მისი

ბავშვობის, ახალგაზრდობის, ოჯახის, პირადი ცხოვრებისა და, რაც მთავარია,

ბიზნესში მისი პირველი ნაბიჯების, ასევე დღევანდელი ბიზნესიმპერიის

შესახებ. გაიგეთ, რა უთხრა Entrepreneur-ის ავტორს, ნინა ზიპკინს

ექსკლუზიურ ინტერვიუში, გარდა იმისა, რომ „ხელოვნური ინტელექტი ატომურ

იარაღზე საშიშია“.

45

4 aprili 2018


www.entrepreneur.ge 5


ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

ქართველი და-ძმის

ბიზნესტანდემი

რთული გზა ეკა და

დათო თუშიშვილების

გააზრებული არჩევანია.

გაიცანით ახალგაზრდა

და-ძმა და გაიგეთ,

როგორ შექმნეს თბილისში

საერთო სამუშაო

სივრცეები Vere Loft და

Terminal, რომლებზეც

დღეს ყველაზე დიდი

მოთხოვნაა, და სადაც,

მათი თქმით, კლიენტებს

არა უბრალოდ ფიზიკურ

საოფისე სივრცეს, არამედ

ახალ გამოცდილებას და

ცხოვრების ახალ სტილს

სთავაზობენ.

60

76

სანდრო ბერიძე

ქართველი ანტრეპრენერის 20

კილოგრამი ყავის იმპორტით დაწყებული

ბიზნესი! თანამედროვე ყავის საწარმო,

რომელიც შეუპოვარი და წარმატებაში

დარწმუნებული მეწარმის დაუღალავი

მუშაობის შედეგად, დღეისათვის ყველა

თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს.

„თუკი დაიჯერებ, რომ ყველაფერი

გამოვა, მართლა გამოვა“ – დაუჯერეთ

სანდროს და დაიჯერეთ თქვენც, რომ

ყველაფერი გამოვა!

84

WELCOME TO GEORGIA –

THE MUSICAL

მიუზიკლი, როგორც ბიზნესი.

ახალგაზრდა წყვილის – ნათია ამირიძისა

და მიხო მაისურაძის ანტრეპრენერული

ექსპერიმენტი საქართველოში, ტურიზმის

ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ

– ცეკვა-თამაშით და სიმღერ-სიმღერით,

სცენაზე და სცენის მიღმა.

94

VREX

„სტარტაპ საქართველოს“

ბენეფიციარების – ნიკოლოზ

გოგოჭურისა და ნიკა როსტომაშვილის

მოგზაურობა კალიფორნიაში და მათი

ქართული ექსპერიმენტი მომავლის

ტექნოლოგიაში.

VRex Box-ის

სამოგზაურო ტურები

ვირტუალური

რეალობის საშუალებით

98

ინოვატორი ანტრეპრენერი XIX

საუკუნის საქართველოდან

„ადგილობრივი სტუდენტები დაიქირავა,

რომლებიც პარიზულ რესტორნებში

დადიოდნენ და „მუხრანულს“

ითხოვდნენ. როდესაც პერსონალისგან

უარს იღებდნენ, რესტორანს ტოვებდნენ.

ასე მოახერხა მეწარმემ საფრანგეთიდან

მოთხოვნის გაზრდა“ – ამ ხერხით დღეს

ალბათ ბევრი სარგებლობს, მაგრამ

ბევრმა არ იცის, რომ ასეთი იდეები

XIX საუკუნის ქართველ ინოვატორ

ანტრეპრენერებს უკვე ჰქონდათ.

ისწავლეთ ივანე მუხრანბატონისგან.

102

სტარტაპერი ქალები

ისრაელში სტარტაპ ეკოსისტემის

შემქმნელსა და აქსელერატორების

გავლენიან მასწავლებელს, ტალ კატრანს

ქართული Entrepreneur „ტექნოპარკში“

მეწარმე ქალთა კვირეულის ფარგლებში

გამართულ ტრენინგზე შეხვდა. აქვე

გავესაუბრეთ წარმატებულ ქართველ

ქალ ანტრეპრენერებს.

6 aprili 2018


www.entrepreneur.ge 7


მთავარი რედაქტორი

გიორგი შარაშიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ალექსანდრე სირაძე

მარკეტინგი და ღონისძიებები

ილონა პატარავა

ქართული სტატიების რედაქტორი

თამთა მარიდაშვილი

უცხოური სტატიების რედაქტორი

ლაშა დოლიძე

რედაქცია

ხატია გელოვანი

ეკა მეგრელიშვილი

თაკო გვაზავა

კონტრიბუტორები

ლილი (ხატია) ალფაიძე

ნინა მენთეშაშვილი

რეზი ბესელაშვილი

Entrepreneur საქართველო

ყოველთვიური ჟურნალი

ISSN 2587- 5078

@2018 საავტორო უფლებები დაცულია

თბილისი 0179

აბაშიძის 34

E R M I N A

თარგმანი

მიხეილ კობალაძე

სტილი

ბაჩო კვირტია

ილუსტრაციები

ნინო ცქვიტაია

დიზაინი

ნინო კუბლაშვილი

ფოტოსესიები

ნიკა გომართელი

ფოტოგრაფი

ლაშა ღუღუნიშვილი

ფოტოსტუდია

Ability Photo Agency

ფოტობანკი

Getty Images

www.entrepreneur.ge

info@entrepreneur.ge

EntrepreneurGeorgia

Entrepreneur Georgia

entrepreneur.ge

Entrepreneur Georgia

ხელმოწერა: subscribe@entrepreneur.ge

რეკლამა: sales@entrepreneur.ge

ENTREPRENEUR MEDIA INC.

EDITOR IN CHIEF Jason Feifer

CEO Ryan Shea, PRESIDENT Bill Shaw

საერთაშორისო ლიცენზირებული გამოცემები:

MEXICO

UNITED

STATES

MENA

SOUTH

AFRICA

GEORGIA

INDIA

CHINA

PHILIPPINES

www.entrepreneur.com/us

www.entrepreneur.com/in

www.entrepreneur.com/me

www.entrepreneuralarabiya.com

www.entrepreneur.com/es

www.cyzone.cn

www.entrepreneur.com.ph

www.entrepreneurmag.co.za

მალე! www.entrepreneur.com/ge

შპს Entrepreneur Georgia წარმოადგენს Entrepreneur Media Inc.-ის ექსკლუზიურ ლიცენზიანტს საქართველოში.

ჟურნალ Entrepreneur-ში ან ვებგვერდზე: www.entrepreneur.ge გამოქვეყნებული მასალის ბეჭდვითი თუ

ელექტრონული ფორმით გამოყენება, წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია!

8 aprili 2018


www.entrepreneur.ge 9


ანტრეპრენერული მოგზაურობა

ახალი აღმოჩენებისთვის იწყება

არ გაქვთ ბიზნესიდეა, მაგრამ საკუთარი საქმის წამოწყებაზე

ფიქრი არ გასვენებთ? თუ პირიქით – უამრავი იდეა გაქვთ,

მაგრამ არ იცით, როგორ აქციოთ თქვენი იდეა რეალურ

ბიზნესად? იქნებ უკვე გადადგით პირველი დამოუკიდებელი

ნაბიჯები ბიზნესში, მაგრამ გსურთ უფრო მაღალ საფეხურზე

ასვლა? ან საერთოდაც, უკვე შემდგარი ანტრეპრენერი ხართ,

მაგრამ ხვდებით, რომ თქვენი წარმატების პარალელურად,

კონკურენციაც იზრდება და საჭიროა უფრო მეტი მუშაობა

განვითარებისთვის?

რა სიტუაციაშიც უნდა იყოთ, ქართული Entrepreneur-ი სწორი

გზის არჩევაში დაგეხმარებათ. თუ რა თქმა უნდა, მენტალურად

მზად ხართ დამოუკიდებელი საქმიანობისთვის, გსურთ თავი

დააღწიოთ კორპორაციულ იერარქიას და საკუთარი თავის

ბოსი თავად გახდეთ, გჯერათ თქვენი იდეის წარმატების, არ

გეშინიათ მარცხის, და ეგუებით ფაქტს, რომ ძალიან, ძალიან

ბევრი მუშაობა მოგიწევთ.

ანტრეპრენერი შესაძლოა ყველა თქვენგანი გახდეს.

შესაძლოა, არ ფლობდეთ სპეციფიკურ ბიზნესგანათლებას,

მაგრამ გქონდეთ უფრო მნიშვნელოვანი – ძლიერი

მისწრაფება, პრინციპულობა, შეუპოვრობა, ადამიანებთან

ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, და რაც

მთავარია – ძალიან გინდოდეთ წარმატების მიღწევა;

შეგეძლოთ, საკუთარი თავი და ცხოვრება თქვენი ჩანაფიქრის

განხორციელებას ბოლომდე მიუძღვნათ!

თუ ასეა, მაშინ თქვენ გელით ძალიან საინტერესო

ანტრეპრენერული მოგზაურობა ახალი, დიდი

აღმოჩენებისთვის. ამ მოგზაურობაში კი, Entrepreneur-ი

მუდმივ თანამგზავრად შეგიძლიათ იგულოთ – მთელ

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჟურნალი უზარმაზარი

საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსით.

შესაძლოა იდეალისტურად ჩანდეს, მაგრამ ჟურნალმა

Entrepreneur-მა უნდა შეძლოს ქართველი მკითხველის

ინტერესის გაღვივება, მათი მოტივირება და ინსპირაცია ახალი

ბიზნესიდეების გასახორციელებლად, მათი წახალისება და

გამხნევება წარმატებული ანტრეპრენერების მაგალითების

გაცნობით, რაც არაერთი ადამიანისთვის გამხდარა

სტიმულისმიმცემი, და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება

ქართველი მკითხველის შემთხვევაშიც.

ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისა და ჟურნალზე

მუშაობის თითქმის ერთწლიანი მუშაობის რთული, მაგრამ

სასიამოვნო პროცესი დასრულდა და დღეს თქვენ წინაშეა

ავტორიტეტულ ამერიკულ ბრენდ Entrepreneur-ის ქართული

ვერსიის #1 ნომერი – ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა

ჯერ კიდევ მცირე ხარვეზებით, თუმცა გაუმჯობესების დიდი

რეზერვით, მაგრამ რაც მთავარია – სულით და გულით

მომზადებული თქვენთვის – მუდმივი განვითარების სურვილის

მქონე ადამიანებისთვის, რომ ახალი ცოდნა, ახალი

ინფორმაცია, ახალი იდეები თქვენამდეც მოვიტანოთ და

საქართველომ მსოფლიო ანტრეპრენერულ რუკაზე საკუთარი

ღირსეული ადგილი სწრაფად დაიმკვიდროს!

ამ ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პირველი ნაბიჯი

უკვე გადადგმულია! მსოფლიოს გარშემო მილიონობით

ანტრეპრენერთა ფავორიტი ამერიკული ჟურნალი

Entrepreneur-ი საქართველოშია!

დანარჩენი კი თქვენზეა, დამწყებო და უკვე შემდგარო

ქართველო ანტრეპრენერებო, ან უბრალოდ, ჯერ

მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე მეოცნებენო. დღეიდან თქვენ

უფრო ადვილად შეძლებთ, დაიწყოთ, განავითაროთ და

გაზარდოთ თქვენი ბიზნესი Entrepreneur-ის დახმარებით და

Entrepreneur-თან ერთად!

Entrepreneur-ი ხომ ყველაზე ხმამაღლა, ყველაზე ხშირად

აჟღერებს ანტრეპრენერის ხმას მსოფლიოს გარშემო.

გილოცავთ!

ეს ხმა უკვე საქართველოშიც ისმის...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

10 aprili 2018


15 25


გარისკე მიზნისთვის

ავტორი: ჯეისონ ფაიფერი

რიჩარდ ბრენსონი თავგადასავლების ცნობილი მაძიებელი, მილიარდერი და წარმატებული მეწარმეა,

რომლის ბრენდი VIRGIN მუდმივად იზრდება. თუმცა, როგორც მისი ახალი ავტობიოგრაფიიდან FINDING

MY VIRGINITY ვგებულობთ, მეწარმეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ფული.

გახსნილი გონება

არავის არაფერი უსწავლია

საკუთარი ნალაპარაკევის

მოსმენიდან

12 aprili 2018


Entrepreneur-ის ამ

ნომერში უხვადაა საუბარი

სხვადასხვა რისკის შესახებ.

თქვენ ცნობილი ხართ,

როგორც ადამიანი, რომელიც

მრავალჯერ რისკავს. თუმცა

ვფიქრობ, რომ ის, რაც

სხვებს თამამ და სარისკო

ნაბიჯად ეჩვენება, თქვენთვის

კარგად აწონ-დაწონილი

და გათვლილი

გადაწყვეტილებაა.

ჩვენ მივდივართ არაერთ

გათვლილ რისკზე, მაგრამ

მათგან არცერთია ისეთი,

რომელმაც შესაძლოა

ყველაფერი გაანადგუროს.

უაღრესად მნიშვნელოვანია,

რომ რისკი დაზღვეული

იყოს. ერთ-ერთი პირველი

გარიგება, რომელიც მე

დავდე, მეორადი „ბოინგ

747“-ის შეძენა იყო. იმ

მომენტში, ხმის ჩაწერის

ბიზნესიდან საჰაერო

გადაზიდვების ბიზნესში

გადავდიოდი და გარიგების

ყველაზე მთავარი პუნქტი

იყო ის, რომ თუ იგი

წარმატებული არ იქნებოდა,

პირველი წლის შემდეგ

„ბოინგ 747“-ს გამყიდველს

უკან დავუბრუნებდი. ეს არ

გააკოტრებდა ჩვენ ხმის

ჩამწერ კომპანიას ან სხვა

ბიზნესებს, რომლებიც იმ

მომენტისთვის გვქონდა

დაწყებული. ამრიგად, მე

მაქვს გამოცდილება იმ

საქმეებიდან, რომლებიც

წარმატებით დასრულდა.

ასევე იმ საქმეებიდანაც,

რომლებმაც ფიასკო

განიცადა. ჩემს ტვინში

არსებული „პატარა

კომპიუტერი“ აანალიზებს

ყველაფერს, რაც მოხდა.

თუმცა, ასაკის მატებასთან

ერთად, მეტი სიფრთხილე

და ყურადღება მმართებს,

რათა არ გავხდე

უფრო კონსერვატიული

გადაწყვეტილებების

მიღებისას, რაც ზოგიერთ

ადამიანს ემართება.

როგორ შეძლებთ იმას,

რომ არ გახდეთ უფრო

კონსერვატიული?

არ ვფიქრობ, რომ ამის

პრობლემა მაქვს. მაგრამ ვიცი

– ბევრ ადამიანს ემართება ეს.

ასაკის მატებასთან ერთად,

ისინი ნაკლებად რისკავენ. ეს

უცნაური და დაუჯერებელიც

კია. 20 და 30 წლის ასაკში,

ადამიანები საჰაერო

ბურთებსა და ნავებში

სხდებიან და უზარმაზარ

რისკს არ ერიდებიან. ამ

დროს მათ მთელი ცხოვრება

წინ აქვთ. 60 და 70 წლის

ასაკში კი, როცა სიცოცხლის

დიდი ნაწილი გავლილი

აქვთ, ისინი ამგვარად აღარ

რისკავენ, მიუხედავად იმისა,

რომ უფრო ნაკლები აქვთ

დასაკარგი. აღმოვაჩინე:

უზარმაზარ სიამოვნებას

ვიღებ აქტიური ცხოვრებისგან

და სწავლისგან. სიცოცხლეს

ვუყურებ, როგორც სწავლის

ერთ დიდ პროცესს. ასევე

ძალიან მიყვარს გამოწვევები.

ალბათ ჩემი ერთ-ერთი

მიზანი სწორედ ის არის,

რომ კოლეგა დირექტორებიც

ჩემნაირად აზროვნებას

შევაჩვიო.

წიგნში ამბობთ: „ჩვენ

გვიყვარს სწრაფად მუშაობა,

იდეების გამოცდა, ნახვა – ეს

იდეები დარჩება თუ არა,

და თუ არ დარჩება, შემდეგ

იდეაზე გადასვლა“. ეს ძალზე

თავისუფალი აზროვნების

მაჩვენებელია. ასე მუშაობთ

თქვენ და თქვენი გუნდის

წევრები?

გადახედეთ კომპანიების

უმეტესობას მსოფლიოში

– ისინი მოქმედებენ

ბიზნესსკოლებში ნასწავლი

წესის შესაბამისად, რომელიც

შემდეგია: „მიხედეთ

თქვენს მთავარ საქმეს და

არ გადაუხვიოთ გვერდით.

დიდი ბრენდების უმეტესობა,

მსოფლიოში ასე იქცევა.

ჩვენ ვიცით, რას აკეთებს

Coca-Cola. ჩვენ ვიცით, რას

აკეთებს Microsoft-ი...“ და

ასე შემდეგ. ძალიან ცოტაა

ისეთი ბრენდი, რომელიც

ყოვლისმომცველია,

რომელიც ცხოვრების წესს

კარნახობს ადამიანებს.

და ეს სამწუხაროა,

რადგანაც ვფიქრობ, რომ

ამ კომპანიებში მომუშავე

ადამიანებს საკუთარი

რესურსების ნაწილი ახალი

კომპანიების შექმნაზე ან ახალ

გამოწვევებზე ფიქრისთვის

რომ დაეთმოთ, ეს მათ დიდ

სიამოვნებას მიანიჭებდა.

მაგრამ ჩვენ ბედნიერი

ვართ, რომ ისინი ამას არ

აკეთებენ. ამის კეთებას ჩვენ

გავაგრძელებთ.

და მაინც – თქვენ გიყვართ

კომპანიების დაარსება და არ

გიყვართ მათთან განშორება.

თქვენს წიგნში არაერთი

მაგალითია იმისა, თუ როგორ

განიცდით კომპანიის გაყიდვას

თუნდაც დიდი ფულის

სანაცვლოდ. თქვენ წერთ:

„ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია,

რომელიც სიამოვნებას არ

მანიჭებს“. ეს მკვეთრად

განსხვავდება ბევრი

მეწარმის აზროვნებისგან,

რომელიც ფიქრობს იმაზე,

რომ მაქსიმალური მოგება

ნახოს და დროულად გავიდეს

ბიზნესიდან.

კომპანია ადამიანთა ჯგუფია

და მისი გაყიდვა ადამიანთა

ჯგუფის გაყიდვას ნიშნავს. თუ

თქვენი კომპანია ადამიანთა

მჭიდროდ შეკრული ჯგუფია,

რომელსაც უყვარს თქვენთვის

მუშაობა, და თუ თქვენ ამ

კომპანიას მიჰყიდით ისეთ

კომპანიას, რომელსაც არ

აქვს მსგავსი კულტურა,

ვფიქრობ, ამით უღალატებთ

ამ ადამიანებს. და რა თქმა

უნდა, ამის კლასიკური

მაგალითია Virgin America,

რომელიც გაიყიდა Alaska

სიცოცხლეს ვუყურებ,

როგორც სწავლის ერთ

დიდ პროცესს

Airlines-ზე და ამის შედეგად

ბევრმა ადამიანმა დაკარგა

სამუშაო ადგილი, რაც ძალიან

ცუდია. დიახ, ამ გარიგებამ

დიდი ფინანსური მოგება

მოიტანა, მაგრამ ბანკში

ცოტათი მეტი ფულის ქონა არ

არის იგივე, რაც დიდებული

ავიაკომპანიის ფლობა,

რომელშიც მშვენიერი

ადამიანები მუშაობენ და

რომლის მომხმარებლები

შენთან ყოველდღე მოდიან

და გეუბნებიან, რომ შექმენი

მსოფლიოში საუკეთესო

ავიახაზები. მე ვიღებ

სიამოვნებას აქედან და არა

იმ დოლარებიდან, რომლებიც

ჩემს საბანკო ანგარიშზეა.

თუ თქვენ Silicon Valley-ში

შეხვდებით ადამიანებს,

რომლებიც ტექნოლოგიის

სფეროში წარმატების

მიღწევის სურვილით იწვიან

www.entrepreneur.ge 13


და ზემოთ ნათქვამს ეტყვით,

მრავალი მათგანი ცარიელი

თვალებით შემოგხედავთ.

როგორ დაარწმუნებდით

მეწარმეს, რომ ბიზნესიდან

მაქსიმალური მოგების მიღება

და გამოსვლა არ არის

ერთადერთი მიზანი?

შემიძლია დაგისახელოთ

20 ადამიანი, რომელმაც

საკუთარი კომპანია გაყიდა

და ძალიან უბედური

ცხოვრებით ცხოვრობს.

მათ ბანკში უზომოდ ბევრი

ფული აქვთ, მაგრამ

საკუთარი შვილი გაყიდეს

და ახლა ზედმეტად დიდ

დროს ატარებენ თავიან

მეორე ნახევრებთან. მათ

დაკარგეს ცხოვრების

ძალიან მნიშვნელოვანი

მიზანი. ეს ალბათ ჩემი

პოზიციის ერთ-ერთი

ახსნა იქნებოდა. მაგრამ

არსებობს მეორე მხარეც:

თუ დამფუძნებლები არა

უბრალოდ გაყიდიან საკუთარ

კომპანიას, რომ დიდი

იახტა შეიძინონ და უფრო

მეტი ხიზილალა მიირთვან,

არამედ გამოიყენებენ

მიღებულ ფულს, რათა 10

ახალი კომპანია შექმნან,

ასეთ შემთვევაში კომპანიის

გაყიდვა მისაღებია. ეს უკვე

მედლის ორივე მხარეა.

მილტონ ფრიდმანის იდეა,

რომ მოგება მნიშვნელოვანია,

მართალია, თუმცა მას უნდა

დაემატებინა, რომ „ასევე

მნიშვნელოვანია ადამიანები,

კულტურა, კომპანიის მართვის

მორალური გზა; ის, თუ

როგორ ურთიერთქმედებ

გარემოსთან, რა

პასუხისმგებლობა გეკისრება

საზოგადოების წინაშე“.

ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ

ყველა კომპანია, იფიქროს

ამგვარად. და თუ ყველა

კომპანია ამგვარად

იფიქრებს, მაშინ მე ვფიქრობ,

რომ ჩვენ შევძლებთ

მსოფლიო პრობლემების

უმრავლესობასთან

გამკლავებას.

თქვენი პასუხი იქამდე დადის,

თუ რა მიზანი ამოძრავებს

ადამიანს ცხოვრებაში. თქვენი

კომენტარები მაფიქრებინებს,

რომ უმთავრესი შეკითხვა,

რომელიც მეწარმეებს უნდა

დავუსვათ, შემდეგია: რა

არის თქვენი მიზანი? რა

გამოძრავებთ ცხოვრებაში?

14 aprili 2018


თბილისი, ჯიქიას ქ. #7

• ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა • ბინები 43 კვ.მ-დან • მშვიდი გარემო

• თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემა • გადახდის მოქნილი პირობები

www.entrepreneur.ge 15

www.seudevelopment.ge /SEUdevelopment 596 70 70 70


დიახ. თქვენ მართალი

ბრძანდებით. ადამიანები

იმდენად ეფლობიან

ყოველდღიურობაში,

რომ აუცილებელი ხდება,

წყნარად დაჯდომა და

დაფიქრება: რატომ ვარ

მოვლენილი დედამიწაზე?

რა შემიძლია გავაკეთო, რომ

უკეთესობისკენ შევცვალო

ცხოვრება?

საკუთარ წიგნში

მოგვითხრობთ 2007

წელს მომხდარ ამბავს,

როცა თქვენი ერთ-ერთი

მატარებელი გადავიდა

რელსებიდან და ქალი

დაიღუპა. თქვენ მაშინვე

მიხვედით შემთხვევის

ადგილას და შეხვდით

დაზარალებულთა ოჯახებს.

წერთ, რომ „დიდი

უბედურების შემდეგ,

ყველაზე მნიშვნელოვანია

ადგილზე სწრაფად

მისვლა, პრობლემისთვის

თვალის გასწორება,

თანაგრძნობის გამოხატვა

და გულწრფელობა“. როცა

ეს წავიკითხე, ვიფიქრე,

რომ მოცემული ქმედება

იყო გამჭრიახი ლიდერობა.

თუმცა ახლა ვფიქრობ

– ეს შესაძლოა იყოს

მიზანდასახული ლიდერობა.

როცა ვიზრდებოდი, თუ

ვინმეზე რაიმე ცუდს ვიტყოდი,

მშობლები სარკის წინ

მაყენებდნენ 10 წუთით

და მეუბნებოდნენ, თუ რა

ცუდი ანარეკლი მქონდა.

მე ყოველთვის ვცდილობ

სხვა ადამიანებში საუკეთესო

დავინახო. ჩვენ უნდა შევაქოთ

სხვები, ვიზრუნოთ მათზე.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ

იქნება ეს ადამიანი. თუ

ვინმე მოგიახლოვდებათ

და სელფის გადაღებას

გთხოვთ, უარი არ უთხრათ.

ამას დიდი დრო და

ენერგია არ სჭირდება.

იგივეა, როცა ვინმე

მატარებლის რელსებიდან

გადასვლის დროს იღუპება.

მნიშვნელოვანია შემთხვევის

ადგილზე მისვლა,

დაღუპულის ნათესავების

გულში ჩაკვრა და მათთვის

ისეთივე სითბოს გაღება,

როგორსაც საკუთარი

ოჯახის წევრების მიმართ

გამოხატავდით. ეს არის სხვა

ადამიანების მოპყრობის

სწორი, ადამიანური გზა.

როცა მათ კარგად ექცევი,

მაშინ სარკეში ჩახედვისასაც

დადებით ანარეკლს

დაინახავთ და ეს, საბოლოო

ჯამში, ბევრად სასიამოვნოა.

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ

თქვენ არ გსურთ უფრო

კონსერვატიული გახდეთ

ასაკის მატებასთან ერთად,

აუცილებელია

გაჩერება,

წყნარად დაჯდომა

და დაფიქრება:

რატომ ვარ

მოვლენილი

დედამიწაზე?

რა შემიძლია

გავაკეთო, რომ

უკეთესობისკენ

შევცვალო

ცხოვრება?

მაგრამ მე მაინტერესებს –

შეიცვალა თქვენი პოზიცია

ასაკთან ერთად? და თუ ხართ

უფრო მეტად ფოკუსირებული

საკუთარი ცხოვრების

მიზანზე?

ვფიქრობ, გარკვეულწილად,

კი. გასული საუკუნის 60-იან

წლებში, პატარა ბიჭი ვიყავი.

გვქონდა ჟურნალი, რომელიც

თავდაპირველად ვიეტნამის

ომის საწინააღმდეგო

კამპანიის გასატარებლად

შევქმენი. ჩვენი წამოწყებების

უმრავლესობა ისე შევქმენით,

რომ არ ვფიქრობდით იმაზე,

თუ როგორ შეგვეძლო

ყველაზე მეტი ფულის შოვნა.

მათ გარკვეული დანიშნულება

აქვთ. როცა ჟურნალი

დავაფუძნე, არასოდეს

მიფიქრია ბიზნესში ჩართვაზე.

მე, უბრალოდ, რედაქტორობა

მინდოდა. მსურდა იმის

კეთება, რასაც შენ აკეთებ.

მინდა გითხრათ, რომ თქვენ

აირჩიეთ გზა, რომელსაც

უფრო მეტი ფული მოაქვს...

დარწმუნებული ვარ, რომ

იგივე საკვები შეგიძლია

გქონდეს, რომელსაც მე

მივირთმევ, და იგივე ლეიბზე

გეძინოს, რომელზეც მე

მძინავს. მეტი ფულის ქონა

უბრალოდ გაძლევს მეტ

პასუხისმგებლობას. როცა

შენს კუნძულს ქარიშხალი

უახლოვდება, დიდი

თავისტკივილი გაქვს.

16 aprili 2018



კელსი გერვეი

ბიზნესის განვითარება,

ტალანტების მართვა

„თავდაპირველად, ჩვენ სტარტაპი

ვიყავით, ახლა კი Microsoft-ის ერთ-ერთი

ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის

მფლობელობაში ვართ. ჩვენ გავიზარდეთ,

თუმცა ერთი რამ, რაც კვლავინდებურად

ძლიერი დარჩა, ორგანიზაციული

კულტურაა. ოფისი სუპერშემოქმედებითია

და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული –

ისევე, როგორც LinkedIn-ი. ჩვენი სივრცე

ასახავს იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ

ერთმანეთთან, როგორ ვატარებთ

დროს და როგორ ვმუშაობთ სხვადასხვა

გარემოში“.

ტონია ლეი

მკვლევარი

მონაცემთა მთავარი

„ყოველთვის არის რაღაც

საინტერესო, ამოსახსნელი ამოცანა,

და ამასთან ერთად, ძალიან ჭკვიანი

და ხელშემწყობი მონაცემთა

მკვლევრების გუნდი, რომელთაც

შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის

ან იდეის ჩამოსაყალიბებლად. ასე

რომ, ამოცანას ინდივიდუალურად

ხსნი, თუმცა დახმარება გარშემო

ხელმისაწვდომია“.

სტივ მურადიანი

აღმასრულებელი, გაყიდვების

მენეჯმენტი

„მე-17 სართული შესანიშნავია.

შენობის თავზე გვაქვს ლაუნჯი,

რომელიც coffee shop-ის

(„ყავახანის“) მსგავსია. თუ გინდა

ოფისს გაერიდო, მაშინ ეს ის

ადგილია, სადაც ყოველთვის

ყურს მოკრავ პირად საუბრებს და

Starbucks-ისთვის დამახასიათებელ

ხმაურს. აქ დიდ დროს ვატარებ –

იმ შეთხვევაში, თუ ჩემს მენეჯერს

ადგილზე არ ვჭირდები“.

ფოტო: ადამ ფრიდბერგი

LinkedIn-ის ოფისში

ავტორი: კრისტინ ჰანტმა

LinkedIn-ის თანამშრომლები მუდმივად საუბრობენ ახალ ნაბიჯებზე. რთულია სხვანაირად

მოიქცე, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პროფესიული ქსელისთვის მუშაობ.

ამას LinkedIn-იც ხელს უწყობს, საკუთარი თანამშრომლების კარიერული ტრაექტორიის

გათვალისწინების გზით. თანამშრომლები ისევე მარტივად იცვლიან დეპარტამენტებს,

როგორც მოძრაობენ კაფეტერიას, სახურავზე არსებულ ტერასასა და კომპანიის

სან-ფრანცისკოს მთავარ ოფისში არსებულ მუსიკალურ ოთახს შორის. გარდა ამისა,

Linkedin-ში დასაქმებულთ გამოყოფილი აქვთ თვეში ერთი დღე, რომელიც შეუძლიათ

გამოიყენონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის, მოხალისეობისთვის

ან დამატებითი კურსის (როგორიცაა კოდირება, გრაფიკული დიზაინი ან მარკეტინგი)

გასავლელად, რათა სავსებით მზად იყვნენ ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯისთვის.

ნიტინ ჯულკა

ჯგუფის

პროდაქტმენეჯერი, მარკეტინგი

„ლანჩს ყოველდღე

მივირთმევთ, შემდეგ კი

შეგვიძლია მეორე სართულზე

ნაყინი დავაგემოვნოთ,

გარეთ გავიდეთ და დავტკბეთ

სახურავიდან გადაშლილი

ხედით. აქვეა მედიტაციისა და

სავარჯიშო ოთახები, ასევე

წყნარი კუთხეები. ამრიგად,

შენობაში არსებობს სივრცე

ნებისმიერი საჭიროებისთვის“.

18 aprili 2018


მიჩოუ ბეჩელორი

პროექტის მენეჯერი, ტალანტების მოზიდვა

„მე LinkedIn-ს 2012 წელს შევურთდი, ხოლო კომპანია ოთხი წლის

შემდეგ იმ მიზეზით დავტოვე, რომ სხვა კონტინენტზე სამხედრო

მისიით მივლინებულ მეუღლესთან ერთად ვყოფილიყავი. სამხედრო

ბაზაზე ყოფნისას, მოხალისედ ვმუშაობდი – ვეხმარებოდი სამხედრო

მოსამსახურეებსა და ჯარისკაცების ცოლებს, რათა მას შემდეგ, რაც

აშშ-ში დაბრუნდებოდნენ, უკეთ გამოეყენებინათ LinkedIn-ი ახალი

შესაძლებლობების მოსაძიებლად. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი მეუღლე

ჩამოვედით, კომპანიაში დაბრუნებაც მოვახერხე. რთულად მოიძებნება

სიტყვები იმის გამოსახატად, თუ რა ღირებულებას ვქმნით ადამიანების

ცხოვრებაში კომპანიის გარეთ.

ჰექტორ პრესიადო

გაყიდვების

განვითარების მენეჯერი

„აქ, LinkedIn-ში გვაქვს კონცეფცია,

რომელსაც ვუწოდებთ „შემდგომ თამაშს“. ეს

ფუნდამენტურად იმას ნიშნავს, რომ როდესაც

შენს ამჟამინდელ როლს ირგებ, უკვე იმაზე

უნდა ფიქრობდე, თუ რისი გაკეთება გსურს

მომავალში. მაშინ, როცა სხვა კომპანიებს

უნდათ თანამშრომლები უწყვეტად ერთ როლში

შეინარჩუნონ, ჩვენთან არსებული კულტურა

წამახალისებელ გარემოს ქმნის საკუთარი

თავის ტრანსფორმაციისთვის“.

სუზი ოუენსი

დირექტორი,

კორპორაციული კომუნიკაცია

იშ ვერდუშკო

ბრენდისა და სოციალური მედიის მარკეტინგი

„ჩვენ ვცდილობთ რევოლუციური მიდგომა გამოვიყენოთ განსხვავებული

ტალანტების მოსაზიდად. ჩვეულებრივი ღია კონკურსის ნაცვლად,

მოვიფიქრეთ თავისუფალი ტალანტ-შოუს საღამო. შეგიძლია მოხვიდე,

იქვეა DJ, ასევე გექნება შესაძლებლობა, ნახევარი საათის განმავლობაში

ხალხს ეკონტაქტო; შემდეგ იწყება მცირე წარმოდგენები მომღერლების,

არტისტებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით. საღამოს მეტ დროს

ვუთმობთ პიროვნული კავშირების შექმნასა და განმტკიცებას. ამით

ვამსხვრევთ დისკომფორტისა და გაუცხოების ბარიერს. ეს საშუალებას

აძლევს მონაწილეებს, მთლიანად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში“.

„იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც

კომპანიაში ვარ, ჩემი როლი დაახლოებით

სამჯერ შეიცვალა. მიყვარს ადაპტაცია

და ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი შანსი

ბევრად მეტის სწავლის საშუალებას გაძლევს.

ზოგადად, კომპანიაში დიდი გადაადგილებაა

– თანამშრომლები დეპარტამენტებს იცვლიან,

გადადიან პროდუქტიდან გაყიდვებში, ან

ბრენდის მარკეტინგიდან PR-ში. ამის ცოდნა

ძალიან მიმზიდველია იმ ფონზე, როცა

შესაძლოა კვლავ გადავწყვიტო კარიერის

შეცვლა“.

www.entrepreneur.ge 19


როგორ

მივაღწიოთ

წარმატებას

2018

ეს 2018 წლის ერთადერთი წინასწარმეტყველებაა,

რომლის ახდენის გარანტიასაც გაძლევთ.

წლევანდელი წელი გამჭრიახი,

წინდახედული ანტრეპრენერებისთვის ახალი

შესაძლებლობებით სავსე იქნება. და მაინც – რა

გელით? 2017 წლის ENTREPRENEUR-ის გარეკანის

ვარსკვლავები მოგითხრობენ თავიანთი

მოლოდინის შესახებ, თუ რა გზას დაადგება

ბიზნესი, და რა გზას უნდა მიჰყვეთ თქვენც.

20 aprili 2018


რეკრუტინგი

მაქსიმალური კომფორტი

კომპანიებმა დეველოპერთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად

არაერთ გზას მიმართეს – მოიმარაგეს ტკბილეული, უფასო ლატეები,

მასაჟის აბონემენტი. თუკი დეველოპერებს ჰკითხავთ, ერთადერთი, რაც

აკლიათ, მშვიდი სამუშაო გარემოა. ადგილი, სადაც კარს მოიხურავ

და ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა თუ ექსპერიმენტირებაში

გადაეშვები. თუ ანტრეპრენერი ხართ, ბენეფიტებით Google-ს, ან

Facebook-ს ვერასოდეს აჯობებთ, მაგრამ თუ თანამშრომელთათვის

(და განსაკუთრებით – დეველოპერებისთვის) ისეთ გარემოს

უზრუნველყოფთ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ, მეტი

შანსია, ნიჭიერი თანამშრომლები და უკეთესი შედეგები დაიმსახუროთ.

წინ გადაიდგა ნაბიჯი ტექნოლოგიური განვითარების გავლენის

გათვალისწინებითაც. თუკი კომპანიებს სურთ, ტექნიკური სფეროს

ტალანტები მოიზიდონ, ზოგიერთ სოციალურ, მორალურ და ეთიკურ

საკითხზე საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებენ. – ანილ დაში, უფროსი

აღმასრულებელი ოფიცერი, Fog Creek Software.

ბიზნესის ღირებულების განმსაზღვრელ

ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა, აუცილებელია

მონაცემთა დამუშავების მეთოდით მისი გაზომვა

შეძლოთ.

მაგალითად, პოპკორნი, როგორც გასაზომი

კატეგორია, უნდა გამოიყენოთ. ხელოვნური

ინტელექტის ალგორითმები შეერთებული

შტატების მასშტაბით, პოპკორნის მწარმოებელ

450 კომპანიას და მათ მონაცემებს ბრენდის

მუშაობაში მომხმარებლის ჩართულობის

დახმარებით ზომავენ. რამდენად ხშირად

და სწრაფად ერთვება მომხმარებელი მასზე

საუბარში? შესაძლებელია მათი ემოციური

დამოკიდებულების, ეპითეტების დათვლა,

რომელთაც ადამიანები კონკრეტულ

პროდუქტზე საუბრისას ირჩევენ? ალგორითმის

არსებობის მიზანი კი, საბოლოო ჯამში,

პროგნოზია – გაიზრდება თუ არა კონკრეტული

კომპანია უფრო სწრაფად, ვიდრე მისი

კონკურენტები? მანქანური სწავლება ხომ

ბევრად ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე

უბრალოდ, გამოცნობანას თამაში. – რორი

იკინი, თანადამფუძნებელი და ოპერაციათა

უფროსი ოფიცერი, CircleUp.

MARKETING

ბრენდინგი

ინდი ბრენდები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ

უკვე მრავალ სფეროში გამოცდილი კომპანიები მოგებას

ახალგამოჩეკილ კოლეგებს უნაწილებენ. ამის მაგალითი ბოლო დროს

შეერთებულ შტატებში მომრავლებული გაუფილტრავი ლუდის სახარში

ქარხნებია. მარკეტინგული და დისტრიბუციის ხარჯების, ელექტრონული

კომერციისა და სავაჭრო ადგილის ფასის შემცირებით, გარემო პატარა

ბრენდებს ხელს უწყობს, რომ დამსახურებული ადგილი დაიკავონ.

მანქანური სწავლების დამსახურებით, შეგვიძლია ბრენდების ხარისხი

გავზომოთ. ინვესტორთათვის კარგა ხანია ბრენდის განვითარება

მარკეტინგი

ნუ ისაუბრებთ მოგებაზე

დიდი შანსია, რომ ბიზნესიდეის

გასახორციელებლად ფინანსები მეგობრებისგან

და ოჯახისგან სესხის სახით მიიღეთ, წამოიწყეთ

საქმე, პირველი სამი წლის განმავლობაში

ბევრი ფულიც დაკარგეთ, შემდეგ კი

მოგებაც მოიპოვეთ, ბიზნესი გაყიდეთ, ანდა

ფართო მასებზე გაქვთ უკვე წვდომა. ასეთია

ბიზნესმენის გზა. წარმოიდგინეთ, Amazon-ს,

არსებობის განმავლობაში, არცერთი ცენტი

მოგება არ მიუღია, თუმცა კაპიტალიზაციით,

მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამ ფაქტმა

ბიზნესის გაგება სრულად შეცვალა. ამჟამად

წარმატებისკენ მიმავალი გზა ასე გამოიყურება:

რაც შეიძლება მეტი კაპიტალი რაც შეიძლება

www.entrepreneur.ge 21


იაფად დააგროვეთ და სწრაფად აღმოჩნდით ლიდერის პოზიციაზე.

ნებისმიერ სფეროში ლიდერობისთვის დიდი შეჯიბრებაა გაჩაღებული.

მოგების გასაზრდელად ბრძოლა არ ღირს. მთავარია, წლიდან წლამდე

შემოსავალი, ბრენდის ცნობადობა და ლიდერობისკენ მიმავალი

პოზიცია მატულობდეს.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბრენდის შექმნისას, მთავარი არა

ოპერაციები ან მონაცემები, არამედ მოსათხრობი ისტორიებია.

მნიშვნელოვანია მიმზიდველ პროდუქტად ჩამოყალიბება და არა

დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. დღესდღეობით, შეუძლებელია იყო

კარგი აღმასრულებელი დირექტორი და გაკლდეს კომუნიკაციის, ან

ამბის გადმოცემის უნარი.

რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრად უკეთესი პროდუქტი შექმნათ,

ვიდრე კონკურენტებს აქვთ. შემდეგ კი, კაპიტალის დასაგროვებლად

უნდა გამოიყენოთ ყველა არხი მისი გავრცელებისთვის. ასევე

მარკეტინგული მეთოდები სწრაფი განვითარებისთვის. გარდა ამისა,

აუცილებელია დიდ ქალაქში გადაინაცვლოთ. ეკონომიკური ზრდის 2/3

ხომ დიდ ქალაქებზეა.

იმისათვის, რომ მეწარმე გახდეთ, დაუღალავი, ყოვლისმომცველი

თვითგანვითარების სურვილით უნდა იყოთ შეპყრობილი. ზოგი ამ

მდგომარეობაში თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგიც – ნაკლებად,

თუმცა საბოლოოდ, ყველაფრის დასწავლა შეიძლება. ბევრი იმის

გაკეთებაზე ვერც იოცნებებდა, რასაც თქვენ აკეთებთ. ასეთი ადამიანები

სხვებისთვის მუშაობენ. თქვენი საქმე კი თქვენსავე ბრენდის ისტორიის

თხრობაა. – სკოტ გელოუეი, მარკეტინგის პროფესორი, ნიუ-იორკის

სტერნის ბიზნესსკოლა, დამფუძნებელი, L2.

სრულიად მისაღებია, თუკი ეს ბრენდის იმიჯს

წაადგება. სოციალური ქსელის ტონალობის

ირონიულისკენ ცვლილება, ბევრ სხვადასხვა

შეთხვევაში, წარმატებული სტრატეგიაა. ჩემი

საყვარელი მაგალითია MoonPie.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხის გაცემამდე

კარგად გაერკვეთ. დააკვირდით, ვინ გწერთ

და რატომ, ვის ესაუბრებით და რატომ უნდა

აღელვებდეს მათ თქვენი ამბავი.

თუკი მცირე ბიზნესი გაქვთ, საკუთარ თავზეც

ნაკლები აიღეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ

Facebook, Twitter, Snapchat, Instagram,

Youtube, Pinterest და Tumblr არსებობს, არ

ნიშნავს, რომ ყოველი მათგანის გამოყენება

აუცილებელია. – ემი ბრაუნი, სოციალური

მედიის სტრატეგოსი.

chat

message

სოციალური მედია

ბრენდები გათამამდნენ

გასულ წელს Wendy’s-ის ბევრი Viral-ური ტვიტის ავტორი სწორედ

მე ვიყავი. მაგალითად, ერთ-ერთ კომენტარში „ტროლი“ დაეჭვდა

კომპანიის მტკიცებაზე, რომ იგი ბურგერში მხოლოდ ახალ, და

არა გაყინულ საქონლის ხორცს იყენებდა. „გინდათ თქვათ, რომ

უმი ხორცი ლანჩის ვაგონით მოგაქვთ? Wendy’s-მა უპასუხა: „სად

ინახავთ იმ ცივ პროდუქტს, რომელიც გაყინული არ არის?“ სულაც

არ მგონია, რომ გამოსავალი ჩვენი მომხმარებლების მოსაზრების

ქარცეცხლში გატარებაა. ამ სტრატეგიასა და მომხმარებლის

უხამსი მიმებით ქილიკს შორის, არსებობს მრავალი მეთოდი უხეში

მოძულე პერსონის მისაჩუმებლად. თუმცა, თუკი საქმე მართლაც უხეშ

მოძულეს ეხება და არა უბრალოდ, სერვისით უკმაყოფილო კლიენტს.

დროდადრო, ოფიციალური გვერდის მხრიდან ასეთი გამოხმაურება

დიზაინი /

შეფუთვა

ამანათის გახსნა გარდაუვალია

მომხმარებელზე ორიენტირებული სტარტაპები

სოკოებივით მომრავლდნენ. მათ, როგორც

წესი, საკუთარი სივრცე არ აქვთ და

ელექტრონულ გაყიდვებზე ორიენტირდებიან.

ამ შემთხვევაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი

მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე

ორიენტირებაა.

ყუთები შეფუთვის აუცილებელი ნაწილია. მისი

გახნის პროცესი გვსურს ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ.

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი,

სპეციფიკურ შეფუთვას, გადაზიდვის პროცესის

გამო ფლობს. ამ მიზეზით, მას მრავალი

შეზღუდვა აქვს. შეფუთვა გოფრირებულია,

ამიტომ ფორმებით თამაში შეუძლებელია.

კომპანიები ყუთში არაერთ დამატებით ნივთს

ათავსებენ, რათა ამანათის გახსნის პროცესი,

რომელიც წუთი გრძელდება, საინტერესო იყოს.

დიზაინერებს კი სთხოვენ, გაითვალისწინონ:

რას ამბობს შეფუთვა პროდუქციაზე? აქვს თუ

არა ლოგო? რას ხედავ გახსნისთანავე? რა

22 aprili 2018


მასალითაა პროდუქტი შეფუთული? მიაქვს

თუ არა მომხმარებლამდე ბრენდის მესიჯი?

როდესაც საფარ ქაღალდს აცლი, რას ხედავ

მთავარ პროდუქტამდე – არსებობს თუ არა

სტიკერი? შტამპი? იგი დიზაინის შექმნის

სრულიად ახლებური პროცესია. – ნატაშა იენი,

პარტნიორი, Pentagram.

ფინანსების

მოძიება

ფინანსები გაფანტულია

სამუშაო

ადგილი

დაეხმარეთ თანამშრომლებს

სრულყოფილების მიღწევაში

უფროს აღმასრულებელ ოფიცერთაგან

ხშირად მოისმენთ, რომ ისინი ორგანიზაციის

შიგნით კომუნიკაციის განმტკიცებაზე

მუდმივად მუშაობენ – ეხმარებიან გუნდს,

საჭირო ინფორმაცია რაც შეიძლება

მარტივად მოიპოვონ, ადვილად მიაწვდინონ

ხმა გადაწვეტილების მიმღებ პირებს,

განვითარდნენ, როგორც ორგანიზაცია და

ასე შემდეგ. შესაძლოა სახალისო საკითხადაც

მოგეჩვენოთ, თუმცა დღესდღეობით ეს

თემა ბიზნესის ფუნდამენტური გამოწვევაა.

სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება უახლოესი

წლების განმავლობაში – ორგანიზაციაში

უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია

ვრცელდება. MacKinsey-ს კვლევამ

გამოავლინა, რომ თანამშრომლები

სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად,

დროის 20 პროცენტს ინფორმაციის მოძიებასა

და კოლეგებთან დაკავშირებას ანდომებენ.

ხელოვნური ინტელექტის უპირატესობების

სამუშაო პროცესში ჩართვა და გარკვეული

პროცესების ავტომატიზაცია, ბევრი

საჩოთირო საქმის არიდებას უწყობს ხელს. ამ

შემთხვევაში, შემოქმედებითი სამუშაოსთვის,

რომელიც ჩვენი შესასრულებელია,

ბევრად მეტი დრო დაგვრჩება. – კალ

ჰენდერსონი, თანადამფუძნებელი და

განვითარების დირექტორი, Slack.

საკუთარი კომპანიის დაარსება ისეთი იაფი არასოდეს

ყოფილა, როგორიც ახლაა. თუმცა არც კონკურენცია

ყოფილა აქამდე ასეთი დიდი. სულ რამდენიმე წლის წინ,

Silicon Valley-ზე სტარტაპის მოხვედრა მათ წარმატებას

უდრიდა. ეკოსისტემა შეიცვალა – ცოდნა და კაპიტალი

დეცენტრალიზებულია. ეს კი, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს

ინვესტორი მოიზიდონ – იმის მიუხედავად, თუ სად არის თავად

ბიზნესი განთავსებული. 2018 წლის მთავარი ამბავი ასე ჟღერს

– მუდმივი ცვლილებების წელი დაიწყო.

ნაწილობრივ, ეს ტექნოლოგიური განვითარების

დამსახურებაცაა. დღესდღეობით, 10 წლის კენიელ

გოგონას ჯიბეში იმაზე უკეთესი ბიბლიოთეკა აქვს, ვიდრე

10 წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის სადოქტორო

კურსის სტუდენტს. გულშემატკივართა დაფინანსების

პლატფორმები, კრიპტოვალუტის განვითარება, გლობალური

სტარტაპპროგრამები... დამფუძნებლებს მსოფლიოს

ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ დაუკავშირდნენ

ინვესტორებს, კორპორაციებს, სხვა მეწარმეებს, რათა

მათი რესურსები, რჩევა, ან ინვესტიცია გამოიყენონ.

რაც ყველაზე მეტად შეიცვალა, ეს ინვესტორებია –

ჩრდილში ყოფნას მიჩვეული მფარველი ანგელოზებიდან

დაწყებული, მძიმეწონიანი კაპიტალისტური ორგანიზაციებით

დამთავრებული. ისინი აცნობიერებენ, რომ სტარტაპები

შესაძლოა შორს წავიდნენ და სურთ თავბრუდამხვევი

შესაძლებლობები თავადაც აღმოაჩინონ. უკვე არსებობს

ქალაქები, რომლებიც ლოკალურ სტარტაპ ეკოსისტემას

ქმნიან; ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც ისტორიის

ნაწილი ხდებიან. მეწარმეებს, რომელთაც სურთ ამ

ყველაფრისგან ხეირი თავადაც ნახონ, მხოლოდ ინტერნეტში

შესვლა, ან შინიდან გამოსვლა სჭირდებათ.

დაამყარეთ კომუნიკაცია სტარტაპერებთან ადგილზე, ანდა

სამყაროს სხვა კუთხეში. გამოიყენეთ ახალი საშუალებები,

რათა ღირებული ახალი კომპანიები შექმნათ. შემდეგ კი

ადექით და საკუთარი თავი ინვესტორებს წარუდგინეთ.

შესაძლოა, ამით სხვა ქალაქში გადაფრენის ხარჯებს თავი ვერ

აარიდოთ, თუმცა ინვესტორები უცხოქალაქელებს სიხარულით

მიიღებენ. – რაიან ბერდი, გლობალური სტარტაპების

მენეჯერი, G-Startup Worldwide.

www.entrepreneur.ge 23


პოდკასტები

ხარვეზები გასწორების მოლოდინში

როგორი იქნება 2018 წელი პოდკასტებისთვის? მიიჩნევენ, რომ

პოდკასტირების ინდუსტრიის პოპულარობა სტაბილურ აღმასვლას

გააგრძელებს, რაც ახალ პოდკასტკომპანიებსა და ამ სფეროში

საკუთარი წვლილის შეტანის მსურველ ანტრეპრენერებს/ბიზნესმენებს

განვითარების საშუალებას მისცემს.

რა თქმა უნდა, მიმზიდველია ისეთი წარმატებული კომპანიების

გვერდით დგომა, როგორებიცაა Gimlet Media, Midroll,

HowStuffWorks. სწორედ მათ უტოლდება Anchor.

ბრენდმა საკუთარი თავი YouTube-ის აუდიოვარიანტადაც კი

წარმოაჩინა. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, მრავალი არცთუ

მიმზიდველი, მეორადი ხარვეზების გამოსწორება ინოვაციებსა და

რევოლუციასაც კი საჭიროებს. მაგალითად, სარეკლამო დროის

გაყიდვა და რეიტინგის გამოთვლა, რომელიც პოდკასტების

ინდუსტრიაში ჯერ კიდევ „პრეისტორიული“ მეთოდებით ხორციელდება.

ასე რომ, სფეროს ზრუნვა და სიყვარული არ აწყენდა. – ნიკ ქუა,

გამომცემელი და რედაქტორი, Hot Pod newsletter.

თუ კომპანიას ციფრულ სამყაროში გადარჩენა

სურს, მომხმარებლის დადებითი გამოცდილება

უნდა დააგროვოს, რათა პოზიცია შეინარჩუნოს.

მე სტენფორდის უნივერსიტეტში პროდუქციის

დიზაინის კურსს ვკითხულობ. ჩემი სტუდენტები

ტიპური „მილენიალები“ არიან – ისინი ციფრულ

სამყაროში გაიზარდნენ და მოლოდინი

აქვთ, რომ მომხმარებლის გამოცდილება

იქ დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც

ყოველდღიურ ნივთებთან მიმართებაში აქვთ.

რა თქმა უნდა, მომხმარებლის გამოცდილება

ძალიან სუბიექტურია. თუკი მხოლოდ

მომხმარებელთა უბრალო ჩართულობის

მოტივი არ გამოძრავებთ, თქვენი პროდუქტი

გამოსაყენებლად სასურველი და მარტივი უნდა

იყოს. ამის გასააზრებლად, წარმოიდგინეთ

კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა 5-10

წლის წინ: ეს იყო უხეში, ნაკლებმეგობრული

პროგრამა, რომელიც მომხმარებლის ინტერესს

საერთოდ არ ითვალისწინებდა. – ელი ვულერი,

დიზაინის სპეციალობის დირექტორი, InVision.

თხრობა

ახალი პლატფორმები ახალ

ისტორიებს ქმნიან

მომხმარებლის

გამოცდილება

მისი ინგორირება თქვენვე დაგაზარალებთ

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, თუკი ჯერი დიდი კომპანიის,

მაგალითად, უძრავი ქონების სააგენტოს აპლიკაციაზე მიდგებოდა,

სულაც არ იყო საჭირო მაღალი დონის პროდუქტთან გქონოდათ საქმე.

2018 წელს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძველი მიდგომა აღარ

ამართლებს.

საკუთარი აუდიტორიის გაგება

მნიშვნელოვანია. ასე იყო ყოველთვის და ასე

იქნება მომავალშიც. იგივე ხდება თხრობის

შემთხვევაშიც, თუმცა ტექნოლოგია ელვის

სისწრაფით ვითარდება და 2018 წელი

ბიზნესმენებისთვის ბრენდის იდეის გადმოცემის

კუთხით, საკმაოდ საინტერესო პერიოდი

აღმოჩნდება.

ყველაფერი იმ ახალი პლატფორმების

გაჩენითაცაა გამოწვეული, რომელთაც ერთი

სული აქვთ, მომხმარებლები საინტერესო

ინფორმაციით მოამარაგონ. წელს

მომხმარებელი იმასაც გააცნობიერებს, თუ

როგორაა გაფართოებული ჩვენი თვალსაწიერი

24 aprili 2018


და როგორ ცვლის ეს ფაქტი გართობის ინდუსტრიას.

დარწმუნებულები ვართ, მომაჯადოებელი ვირტუალური რეალობის

შემცველი პროდუქტი, საბოლოოდ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

უამრავ მომხმარებელს მოხიბლავს. თავდაპირველად, ისეთი

ვენიუებიდან, როგორებიცაა Void და VRX, შემდეგ კი ადგილობრივი

ბაზრიდან. მნიშვნელობა მოემატება ღონისძიებებს, რომლებზეც

ადამიანები შეკრებასა და ისტორიების გაზიარებას შეძლებენ.

დაბოლოს: უნდა აღინიშნოს ვიდეოს მნიშვნელობა. ბიზნესმენებისთვის

მისი დანიშნულება სოციალური ქსელისთვის და ვიდეოსერვისებისთვის

უმაღლესი ხარისხის ორიგინალური კონტენტის შექმნაა. ამ საკითხში

დიდი მნიშვნელობა ვიდეოს ზომას ენიჭება – იქმნება როგორც გრძელი

ქრონომეტრაჟის, ასევე მოკლე ჩანაწერები.

კინოსამყაროც დიდ ცვლილებებს განიცდის და იმასაც ვამჩნევთ,

თუ როგორ ვითარდება მილიარდიანი ბიზნესი PVOD Windowing.

პრემიუმკლასის ეს კონტენტი, საწყისი ეტაპის შემდეგ, ყველასთვის

ხელმისაწვდომი გახდება, ეს კი მთლიანად შეცვლის პროდიუსინგის,

მარკეტინგისა და მიწოდების ფორმას. მოკლედ რომ ვთქვათ,

საუკეთესო დროა სთორითელერი გახდეთ. – კლინტ კისკერი,

პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, Madison Wells Media.

მთავარ საკითხებზე ფოკუსირებას შეძლებს.

მაგალითად, იზრუნებს, რომ მომხმარებლის

გამოცდილება ინდივიდუალური და დადებითი

იყოს. კომპანიები და საცალო მოვაჭრეები

ხშირად გვეკითხებიან: საიდან ვიცით, რომ

შესაფერის პროდუქციას ვყიდით? როგორ

გავაგზავნოთ სწორი ელ.წერილი სწორ დროსა

და სწორ ადამიანთან სწორი შეტყობინებით?

პროცესების გამარტივება მნიშვნელოვანია.

ზოგიერთი კომპანია მობილურ გადახდებს

აწესებს და სალაროსთან პირადობის

დამადასტურებელი საბუთის წარდგენაც

იშვიათად თუა საჭირო.

ამის საპირისპიროდ, ალბათ ყველა

აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როდესაც Check

out-ს 17 წუთის განმავლობაში ელოდებოდით –

ეს ნეგატიური გამოცდილებაა და ბევრ ადამიანს

კომპანიის მომსახურებაზე მომავალში უარსაც

ათქმევინებს.

დაბოლოს: როგორც ხედავთ, სოციალური

მედია ელექტრონული ვაჭრობის განვითარებაში

უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ,

გასაყიდი ნივთების კოლაჟს პირდაპირ

Instagram-ზეც კი შეხვდებით. – ჰანა აბაზა,

მარკეტინგის უფროსი, Shopify Plus.

ელექტრონული

კომერცია

ავტომატიზაცია ყველაფერს ცვლის

საცალო მოვაჭრეთათვის ელექტრონული კომერციის ავტომატიზაციამ

ყველაფერი შეცვალა, კომპანიებმა ტექნოლოგიური განვითარებით

უამრავი სარგებელი მიიღეს.

თქვენ ნებისმიერი რამის ავტომატიზაცია შეგიძლიათ. მაგალითად,

ავიღოთ თაღლითობა. ელექტრონული კომერციის საიტზე, შეგიძლიათ

დანერგოთ წესი: თუკი შეკვეთა მონიშნულია, როგორც საშუალო

რისკის მქონე, ელ.წერილი მაშინვე ფინანსურ დეპარტამენტში

გადამისამართდება. მაღალი რისკის შეკვეთის შემთხვევაში,

შეგეძლებათ შეკვეთა ავტომატურად შეაჩეროთ. ეს ყველაფერი

მარკეტინგის ავტომატიზაციას ჰგავს, თუმცა მასზე ბევრად

მნიშვნელოვანი მოვლენაა.

როცა ადამიანებს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების

მიღება აღარ მოუწევთ, მათ ნაცვლად კი პროცესის ავტომატიზაცია

დაიწყება, მთავარი, რასაც მოიგებთ, დრო იქნება. სწორედ

ამიტომაა ავტომატიზაცია ასეთი მნიშვნელოვანი – პერსონალი

საცალო

ვაჭრობა

ნუ დაინდობთ შესყიდვებს

ყოველ საცალო მოვაჭრეს შესყიდვათა გუნდი

ჰყავს – სწორედ ეს გუნდი წყვეტს, რა გაიყიდება

მათ მაღაზიაში. დროთა განმავლობაში,

შემსყიდველთა გუნდების რაოდენობა,

საცალო მოვაჭრეებთან ერთად, მცირდება.

კომპანიები, თანხის დაზოგვის მიზნით, კადრებს

ათავისუფლებენ. 2018 წელს ასეთი ჯგუფის

რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. საცალო

მოვაჭრეს, რომელსაც გასულ წელს თითოეულ

www.entrepreneur.ge 25


კატეგორიაზე 20 შესყიდვა ჰქონდა, ამჯერად

10 ექნება.

თუმცა, მათ პარალელურად, ზოგი ბიზნესმენი

შესყიდვების გუნდს საკუთარ პროდუქტს

სთავაზობს. ამ ფაქტს კი, საბოლოოდ

ინტერესთა კონფლიქტამდე მივყავართ.

მეწარმეთა წარმატება მომზადებაზეა

დამოკიდებული. დღეებმა, როდესაც

პოტენციურ პარტნიორებს „უბრალოდ

შეხვედრაზე“ ეპატიჟებოდით, ჩაიარა.

ახლა მთავარია თანმიმდევრულობა და

მიზანსწრაფულობა. დეტალურად უნდა

ახსნათ, როგორ აპირებთ შესყიდვების

გუნდთან და მათ კომპანიასთან

თანამშრომლობას, რა ღირებულებები გაქვთ;

მოუყვეთ, თუ რატომ ხართ ამ ინდუსტრიაში

პერსპექტიული. საკმარისია კარგად

მომზადება, და შესყიდვათა სამსახურიც

მიხვდება, რომ თქვენთან გატარებული

დრო დაკარგული სულაც არ არის. – რიკ

რომელი, დამფუძნებელი, პარტნიორი,

RetailXelerator, Sprosty Network.

მცირე

ბიზნესი

ტალანტების ომი იწყება

2018 წელს ყველა ბიზნესში ჩართულს ოპტიმისტურად ვუყურებთ. გასულ

წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 52

პროცენტი ამერიკის ეკონომიკის ზრდას წინასწარმეტყველებდა. დაახლოებით

21 პროცენტით მეტს, ვიდრე 2016 წელს. გაიზარდა ასევე ინვესტიციების

რაოდენობა. დაგროვებული კაპიტალის 60 პროცენტი გასულ 6 თვეზე მოდის.

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო მონაცემებია, – აცხადებს

დამოუკიდებელი ბიზნესის ნაციონალური აკადემია.

ფაქტია, თქვენი ტალანტის გამოსავლენად, ახლა საუკეთესო პერიოდი დგას,

თუმცა შრომის ბაზარი შეზღუდულია. ასე რომ, მეწარმეებს, პროდუქტის ან

სერვისის შეთავაზებისას, მაქსიმალურად დაფიქრება მოეთხოვებათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას სთავაზობენ ისინი ახალ თანამშრომლებს.

მათ ხომ აინტერესებთ, როგორ დაეხმარება კომპანია მომავლის დაგეგმვაში?

კეთილდღეობის უზრუნველყოფაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მხოლოდ დიდმა

კომპანიებმა არ უნდა გასცენ. მათზე თქვენც უნდა იფიქროთ. – შარონ მილერი,

მცირე ბიზნესის განყოფილების უფროსი, Bank of America.

26 aprili 2018


Rvinos qmnis xareba!

8000 weli uwyveti tradicia

WWW.WINERYKHAREBA.COM

www.entrepreneur.ge 27


„ვისურვებდი, მეტი ადამიანი დამეთხოვა სამსახურიდან“

ავტორი: რონ შაიჩმა

Panera Bread-ის დამფუძნებელს,

ბიზნესის მართვის იდეალური რეცეპტის

მისაგნებად, სამი ათეული წელი

დასჭირდა. ახლა, მას შემდეგ, რაც

იანვარში კომპანიის აღმასრულებელი

დირექტორის თანამდებობიდან გადადგა,

წარსულის გამოცდილებას იხსენებს

და გვიზიარებს საკუთარ შეხედულებას

იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა

სხვანაირად.

26 წლის განმავლობაში, საჯარო

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი

ვიყავი. ეს იმაზე მეტი დროა, ვიდრე ის,

რაც კალ რიპკენ უმცროსი ბეისბოლს

თამაშობდა. მე არ ვიყავი ერთადერთი,

ვინც Panera-ს დიდხანს შემორჩა

– ბევრი ჩემი კოლეგაც მსგავსად

მოიქცა. ერთ-ერთი მათგანი, უფროსი

აღმასრულებელი იყო, რომელიც

ჩემთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის

განმავლობაში იზრდებოდა. სამსახურმა

იგი სწრაფად გაზარდა და სრულებით

გამოაცალა ენერგია. ეს თავადაც იცოდა,

მაგრამ ჩემთვის თქმას ვერ ბედავდა

და კვლავ აგრძელებდა სამსახურში

სიარულს. წლების განმავლობაში,

მას ძალას ვატანდი და ველოდი,

საბოლოოდ თავად როდის გადადგამდა

რაიმე ნაბიჯს, თუმცა ჩემი ინიციატივით

სამსახურიდან არ გამითავისუფლებია.

ახლა, როცა ამ ამბავს ვიხსენებ,

ვხვდები, რატომ. ზედმეტად

ვცდილობდი, ვყოფილიყავი მზრუნველი

ლიდერი, თუმცა რაც რეალურად

უნდა გამეკეთებინა, მისი და ბევრი

მსგავსი თანამშრომლის სამსახურიდან

გათავისუფლება იყო.

ჩემნაირი მმართველები ეყრდნობიან

მოდელს, რომელსაც „მომსახურე

ლიდერს“ ვუწოდებ. ამ მიდგომის

არსი ისაა, რომ ლიდერი ცდილობს

ემსახუროს თავის გუნდს და აქცენტს

მათ კეთილდღეობაზე ამახვილებს.

ჩემს გუნდს ოჯახად აღვიქვამდი,

ხოლო ადამიანებს, რომლებიც

იქ მუშაობდნენ და კომპანიის

მშენებლობაში მონაწილეობას

იღებდნენ – ფენომენალურად

მივიჩნევდი. ბევრის თქმა შეიძლება

ამ მოდელის სასარგებლოდ, თუმცა

არსებობს ნაკლოვანებებიც, რომლის

გაცნობიერებისთვის წლები დამჭირდა.

მაშინ, როდესაც ჩვენი ბიზნესი უფრო

რთული გახდა და მეტი გამოწვევა

გაჩნდა, ბევრი თანამშრომელი ვეღარ

ახერხებდა განვითარების ტემპს

აჰყოლოდა. იმის ნაცვლად, რომ მათ

შევწინააღმდეგებოდი, ვპოულობდი

სიტუაციის გამოსწორების გზებს.

დროდადრო მზად ვიყავი, საქმე მათ

ნაცვლად მეკეთებინა, რაც, თავის მხრივ,

ორგანიზაციას ვნებდა.

რატომ დამჭირდა ამდენი ხანი

ამ ადამიანების სამსახურიდან

გასათავისუფლებლად? გამოცდილება

მაშინ მოდის, როდესაც თავით კედელს

ეჯახები. თანაც, გულწრფელად,

რომ გითხრათ, კარიერის ბოლო 10

წლის განმავლობაში, ჩემი, როგორც

ლიდერის, როლი გავითავისე. ახლა

ვხედავ ჩემს შეცდომას. მაშინ ვერ

ვაცნობიერებდი, რომ ლიდერს არ

შეუძლია გაუმკლავდეს გუნდის წევრის

ყველა სიგიჟეს. თუ თანამშრომელი

არ არის პროდუქტიული, ლიდერს

აქვს უფლება და ვალდებულება, იგი

სამსახურიდან დაითხოვოს.

ზოგადად, გავიაზრე, რომ „მომსახურე

ლიდერის“ არსი არ გახლავთ, იყოს

სასიამოვნო ნებისმიერ ფასად. არამედ,

სწორედ ისაა, რომ ნებისმიერ ფასად

მზად იყოს დახმარებისთვის. ლიდერი

„დაუნდობელი“ გულწრფელობითაც

უნდა გამოირჩეოდეს – რისი გაკეთებაც

შესაძლებელია კეთილგანწყობისა

და სიყვარულის გზით. „მოხდეს

რაც მოსახდენია“ და გახსოვდეს

– გულწრფელობა ყოველთვის

სასარგებლოა. როდესაც ვინმეს

მიუთითებ მის მიერ შესრულებულ ცუდ

სამუშაოზე, ამ გზით პასუხისმგებლობას

აკისრებ. შედეგად, შესაძლოა ამ

ადამიანებმა გააუმჯობესონ მუშაობა ან

დატოვონ კომპანია. ამ შემთხვევაში,

თანამშრომლები თავად იღებენ

პასუხისმგებლობას იმის მიუხედავად, თუ

როგორია შედეგი.

მოდი, ისიც ნათლად ვთქვათ, რომ ამ

გზით ბევრ თანამშრომელს დაკარგავთ,

მაგრამ არა უშავს.

მიუღწეველის მიღწევა თეორიულად

შეუძლებელია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ,

რომ შეუძლებელი არაფერია. ზოგი

ლიდერი ფიქრობს, რომ გაწვრთნის

დაქირავებულს, რათა გახდეს

დამქირავებლისთვის სასურველი

ან თანდათანობითი განვითარებით

შესძენს სასურველ თვისებებს. ეს

უბრალოდ არ ხდება. ადამიანები

არიან ისეთები, როგორებიც არიან.

ლიდერის პასუხისმგებლობა არ არის,

წარმატებულად აქციოს პიროვნება,

არამედ მისი ამოცანაა მიმართულება

მისცეს ორგანიზაციის განვითარებას

და გუნდის წევრებს გაუზიაროს

მათ ხელთ არსებული ერთობლივი

ზრდის შესაძლებლობა. მმართველი

ქმნის სივრცეს, რომელიც გაძლევს

საშუალებას, კარგად შეასრულო

შენი საქმე. შემდეგ, თითოეული

თანამშრომელი თავად ირჩევს საკუთარ

გზას და განაგებს კარიერას.

ამრიგად, დავუბრუნდეთ თემას იმ

დიდი სტაჟის მქონე აღმასრულებლის

შესახებ, რომელიც საკუთარმა

სამსახურმა ზედმეტად გადაღალა.

ორი წლის ცუდი მუშაობის შემდეგ,

საბოლოოდ შევეწინააღმდეგე.

ერთობლივად შევთანხმდით, რომ

კომპანია უნდა დაეტოვებინა. რაც უფრო

ჩამოვყალიბდი, როგორც ლიდერი,

მსგავსი გამოცდილება უფრო მეტი

დამიგროვდა – გულწრფელი საუბრები,

რომელიც კომპანიის დატოვებით

სრულდებოდა. თანამშრომლები

ხშირად გამოხატავდნენ მადლიერებას.

ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან

დავითხოვე, აღნიშნავდნენ, რომ ამ

პროცესში ბევრად მეტი ისწავლეს

საკუთარი თავისა და შესაძლებლობების

შესახებ, ვიდრე მთელი კარიერის

განმავლობაში. ამის გამო, თავს

კარგად ვგრძნობ. ეს იმას ნიშნავს, რომ

წარმატებით შევასრულე „მომსახურე

ლიდერის“ როლი.

28 aprili 2018


რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია GLOBAL BENEFITS GEORGIA მსოფლიოს წამყვანი საერთაშირისო

სადაზღვევო კომპანიის GLOBAL BENEFITS GROUP-ის მიერ დაფუძნებული, მისი ჯგუფის წევრი და ოფიციალური

რეგიონული წარმომადგენელია.

GLOBAL BENEFITS GEORGIA დაზღვევისა და გადაზღვევის სრულ მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს

სთავაზობს საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის ექსკლუზიურ პროდუქტებს, მსოფლიო დაფარვითა და მომსახურების

განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით.

GLOBAL BENEFITS GEORGIA-ს დაზღვეულებს წვდომა აქვთ 10 000-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო

დაწესებულებებთან მსოფლიო მასშტაბით; მათ შორისაა ისეთი რეიტინგული სამედიცინო ცენტრები, როგორებიცაა

HELIOS INTERNATIONAL გერმანიაში, CONFRATERNITAT PRIVATKLINIK JOSEFSTADT ავსტრიაში, ICHILOV

SOURASKI HOSPITAL ისრაელში და ACIBADEM INTERNATIONAL თურქეთში.

საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევასთან ერთად, GLOBAL BENEFITS GEORGIA ქართველ და უცხოელ

მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტს, რომელიც ითვალისწინებს

ფულად კომპენსაციას (20 000, 50 000 და 100 000 €) 7 კრიტიკული მდგომარეობიდან (ავთვისებიანი სიმსივნე,

ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და

ძირითადი ორგანოს გადანერგვა) ერთ–ერთის დიაგნოსტირებისას. ფულადი კომპენსაციის მიზნობრიობის განსაზღვრა

მთლიანად დაზღვეულის პრეროგატივაა.

კომპანიისა და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ

ვებგვერდს: WWW.BENEFITS.GE ან დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს, ტელ: 032 2 500 001

www.entrepreneur.ge 29


126-წლიანი ისტორიის ღირსეული გაგრძელება –

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

126-წლიანი ისტორია გრძელდება – ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი

ფილიალი აბულაძის 34 ნომერში, 28 მარტს გაიხსნა. ცერემონიას „PSP ჯგუფის“

დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და

მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის დღიდან, კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს. კლინიკა აღჭურვილია

უახლესი ტექნიკით და ქირურგიული აპარატურით. სრული ოფთალმოლოგიური სერვისი

ხელმისაწვდომია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა

ულტრათანამედროვე სერვისს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის

ფაკოემულსიფიკაცია, ბადურისა და გლაუკომის ქირურგია და მრავალი სხვა.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, 2011 წლიდან მოყოლებული,

“ნიუ ჰოსპიტალსში” ფუნქციონირებს და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას

სთავაზობს, აქვს 24-საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების სერვისი.

კლინიკებში ტარდება მრავალდარგობრივი, ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური

მომსახურება. ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი თვალის დაავადებებისა და

პათოლოგიების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში ლიდერია.

2018 წლის ბოლომდე, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს

მასშტაბით დამატებით 4 ფილიალს გახსნის. კლინიკები თბილისის სხვადასხვა უბანსა

და საქართველოს სხვადასხვა რაიონში იქნება განთავსებული.

30 aprili 2018

გიორგი რამიშვილი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი


რისკი

როცა არასდროს ჩერდები

და არასდროს ხარ

პროგნოზირებადი

ჯეფ ბეზოსი

დამფუძნებელი და

აღმასრულებელი

დირექტორი / AMAZON

ყველაზე

გაბედული

მეწარმეები

ავტორი: ჯეი. ჯეი. მაქქარვი

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ი 23 წლის წინ წამოიწყო, როგორც

წიგნების ონლაინმაღაზია. დღეს იგი მსოფლიოს უმსხვილესი

საცალო მოვაჭრეა. გარდა ონლაინმაღაზიისა, Amazon-ი

ფლობს ფილმების გადამღებ სტუდიას, რომელსაც

„ოსკარისა“ და „ემის“ კონკურსების გამარჯვებული ფილმები

აქვს შექმნილი. Amazon-ის ხელმომწერთა სერვისის –

Amazon Prime-ის წევრთა რაოდენობამ 2017 წელს

80 მილიონ ადამიანს მიაღწია (2016 წელს ეს რიცხვი

58 მილიონი იყო). ყოველივე ამან, ბეზოსი მსოფლიოში

ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანად აქცია. მისი ნიჭი, დაინახოს

შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ და ამ

შესაძლებლობების სარეალიზაციოდ სხვებზე სწრაფად

იმოქმედოს, საკმარისი იქნებოდა იმის სათქმელად, რომ

იგი გაბედული მეწარმეა. თუმცა, ამასთან ერთად, ბეზოსმა

თავი სრულიად მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავების

ექსპერტადაც გამოავლინა.

2017 წლის ივნისში ბეზოსმა ორგანული სურსათით მოვაჭრე

ქსელი Whole Foods 13.4 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა

და უმალ შეამცირა პროდუქციაზე გასაყიდი ფასები (თუმცა

მისი გეგმების სრული მასშტაბი ჯერაც არაა ბოლომდე

ცნობილი). მის მიერ 2013 წელს შეძენილმა Washington

Post-ის ჭკვიანურმა მართვამ მედიაბიზნესის მოწონება

და შური დაიმსახურა. Washington Post-ის რეკლამიდან

მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად ორნიშნა რიცხვებით

იზრდება. ასევე გაიზარდა გაზეთის ონლაინმკითხველთა

რაოდენობა და 2017 წელს თვეში 90 მილიონს გადააჭარბა.

ამჟამად Washington Post-ი ქმნის ტექნოლოგიას,

რომლის გამოყენებისთვისაც სხვა მედიაკომპანიები მას

ფულს გადაუხდიან (ასეთი ტექნოლოგიის მაგალითებია

Zeus, რომელიც ახდენს რეკლამის მომხმარებლამდე

უსწრაფესად მიწოდებას; Heliograf, რომელიც გახლავთ

Post-ის ავტომატური თხრობის სისტემა; და Clavis, რომელიც

შინაარსის სარეკომენდაციო მექანიზმია. ერთი სიტყვით,

ბეზოსი უბრალოდ კი არ ყიდულობს კომპანიას, არამედ

იყენებს მას, რათა შეცვალოს ინდუსტრია.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ვრცელდება ბეზოსის

ზემოქმედება Amazon-ის კედლებს მიღმა, Amazon-ის

ოთხ ყოფილ თანამშრომელს, რომლებიც ამჟამად თავიანთ

დამოუკიდებელ კომპანიებს ხელმძღვანელობენ, ვთხოვეთ

გაეხსენებინათ ის ძვირფასი გაკვეთილები, რომლებიც

ყველაზე გაბედული ადამიანისგან მიიღეს.

www.entrepreneur.ge 31


გაკვეთილი 1 /

არ იდარდოთ

ფულზე

Amazon-ში ჩემი მუშაობის პირველ წელს, პასუხისმგებელი

ვიყავი „სივრცის მართვაზე“, რაც ჩვენს საწყობებში ფართის

გამოყენების ზედამხედველობას ნიშნავდა. შეცდომა დავუშვი

და ზედმეტი პროდუქცია ზედა თაროებზე განვათავსე. როცა

შეკვეთები მოვიდა, საწყობის თანამშრომლებს უჭირდათ

ნივთების სიმაღლიდან დროულად ჩამოტანა შეკვეთების

დასაკმაყოფილებლად. ეს უზარმაზარი შეცდომა იყო და ჯეფს

ფულის დაზოგვის გეგმა შევთავაზე (შეკვეთების მინიმალური

რაოდენობის გაუქმების გზით). ჩემი თავით ამაყი ვიყავი –

ვფიქრობდი, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვე. მან

შემომხედა და მითხრა: „შეჩერდი. არ იდარდო ფულზე.

გადატვირთე ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად. არცერთი

შეკვეთა არ გამოგრჩეს. დაითვალე, ეს რა დაგვიჯდება

და ყველაფერი იღონე, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ

განმეორდეს“. ფულზე არ ვიდარდო? კომპანიების უმეტესობა

ამბობს, რომ მომხმარებელი ყველაზე მთავარია მათთვის,

მაგრამ ისინი იქცევიან ისე, როგორც მხოლოდ კომპანიის

ინტერესებს ჭირდება. ჯეფისთვის მომხმარებელი მართლაც

ყველაზე მნიშვნელოვანია“. – ნადია შურაბურა,

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Hointer.

გაკვეთილი 2 /

დაივიწყეთ შედეგი და აქცენტი თქვენ მიერ

გაწეულ შრომაზე გაამახვილეთ

„საინტერესოა, როგორ ურთიერთქმედებს ჯეფ ბეზოსი უოლ

სტრიტთან. იგი ამბობს: „მე არ მაინტერესებს შემოსავალი და

მოგება. თუ თქვენ გინდათ, პასუხი მომთხოვოთ შემოსავალსა

და მოგებაზე, მაშინ ნუ შეიძენთ Amazon-ის აქციებს“.

ამის ნაცვლად, იგი აქცენტს შრომაზე ამახვილებს – იმაზე,

თუ როგორ ინტეგრირდება ახალი ინიციატივები Amazon

Prime-თან; ასევე ამერიკელ ოჯახთა რაოდენობაზე,

რომლებსაც იგი ემსახურება; საწყობებზე, რომელიც მან

ააშენა. თვალი გადაავლეთ რელიგიურ ტექსტებსა და

მითებს – მრავალ მათგანში მოთხრობილია მებრძოლებზე,

რომლებიც მოვალეობას ასრულებდნენ და შედეგზე არ

ნაღვლობდნენ. ძალზე ძლიერი კონცეფციაა, იყო შენი

თამაშის ბატონ-პატრონი, მართავდე მის მსვლელობას და არ

იდარდო იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. გასული წლის

განმავლობაში, გაყიდვებთან დაკავშირებით დაახლოებით

50 აღმასრულებელ დირექტორს ვესაუბრე და ჩემთვის

დასაფიქრებელია, თუ როგორი მონდომებით ზრუნავენ

ისინი ზრდაზე, შემოსავალსა და მოგებაზე, და ნაკლებად

ფიქრობენ იმ ინვესტიციაზე, რომელიც ჩამოთვლილი

მიზნების მისაღწევადაა საჭირო“. – გურუ ჰარიჰარანი,

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი,

Boomerang Commerce.

32 aprili 2018


ის რაც ოთხმა

მეწარმემ ისწავლა

ჯეფ ბეზოსთან

მუშაობის დროს

გაკვეთილი 3 /

იყავი ლიდერი და არ უბრალოდ

გადაწყვეტილების მიმღები

„2003 წელს გახლდით ადამიანთა იმ მცირე ჯგუფის წევრი,

რომელსაც Amazon-ის ვებსერვისების შექმნის შანსი მიეცა.

მე დამევალა მომეფიქრებინა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო

ვებსერვისებიდან შემოსავლის მიღება. მუშაობის დაწყებიდან

დაახლოებით ერთი წლის თავზე, ჩემს გუნდს ჰქონდა

მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამის შექმნის იდეა.

დაინიშნა შეხვედრა ჯეფთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი

იდეა არ იყო კარგი Amazon-ისთვის. ჩემი მოკრძალებული

ხასიათის მიუხედავად, გავბედე და ვკითხე: „შეგიძლიათ

გვითხრათ, რატომ?“ მას სულ თავისუფლად შეეძლო

ჩემთვის არ ეპასუხა, მაგრამ ბეზოსი ასე არ მოიქცა. მან

დიდი მოთმინებით დეტალურად აგვიხსნა, თუ რატომ არ იყო

ჩვენი იდეა კარგი Amazon-ისთვის, თუმცა კარგი იქნებოდა

სხვა ბიზნესებისთვის, რომლებიც იმ დროს ნერგავდნენ

ლოიალურობის პროგრამებს. მე ამ ეპიზოდიდან ორი დიდი

გაკვეთილი ვისწავლე: ერთი გახლდათ ის ნათელი აზროვნება,

რომელიც ჯეფმა გამოამჟღავნა. მისი ლოგიკა იმდენად მყარი

და ნათელი იყო, რომ მაიძულა სხვანაირად მეფიქრა. მას

შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ ასეთივე ნათელი აზროვნებით

მივუდგე პრობლემებს. მეორე გახლდათ ის, რომ ამ ეპიზოდმა

ჩემში გააძლიერა მისი, როგორც ლიდერის, აღქმა, ვინაიდან

მან გამოიყენა მომენტი, ჩემთვის რაღაცის ასახსნელად და

სასწავლებლად“. – ვიკას გუფთა, თანადამფუძნებელი და

აღმასრულებელი დირექტორი, Wonder Workshop.

გაკვეთილი 4 /

ასაკის მატების მიუხედავად, ეცადე

იპოვო ბავშვად დარჩენის გზა

„მოკლედ რომ დავახასიათო, თუ რას ნიშნავს, გყავდეს ჯეფ

ბეზოსი კომპანიის ლიდერად, ამას ასე ჩამოვაყალიბებდი:

„იფიქრე მასშტაბურად“. Amazon-ის შიდა სლოგანი შემდეგი

ფრაზა იყო: „იმუშავე ბევრი, მიიღე სიამოვნება, შექმენი

ისტორია“. წამოაყენე დიდი იდეები, მაგრამ დეტალურად

გათვალე მათი მიღწევის გზები. მთავარია შეძლო ის, რომ

ყველა მომხმარებლის საჭიროებებზე იყოს ორიენტირებული.

ამის მიღწევა შესაძლებელია სამუშაო ძალის ისეთ პატარა

ჯგუფებად დაყოფით, რომლებიც მომხმარებელთან ახლოს

იქნებიან. Amazon-ის ვებსერვისების ადრეულ ეტაპზე,

ჩვენი გუნდები სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებზე

ზრუნავდნენ. ჩემი გუნდი მუშაობდა იმ კლიენტებზე,

რომლებსაც სურდათ გადახდების მიღება, ხოლო სხვა

გუნდები მუშაობდნენ იმ კლიენტებზე, რომლებსაც უნდოდათ

სასაწყობე ფართი. აზრი, რომ პატარა გუნდებად მუშაობა

ამყარებდა მჭიდრო კავშირს მომხმარებელთან, აქტუალური

იყო უფრო მასშტაბური ისეთი გუნდის ფარგლებშიც კი,

როგორიც Amazon-ის ქსელური მომსახურებაა. ღრუბლოვან

საკომუნიკაციო პლატფორმა Twilio-ში ჩვენ ამ მიდგომას

„მომხმარებლის ფეხსაცმელების მორგება“ დავარქვით.

ჩვენს ოფისებში, ყველგან, სადაც უნდა შეხვიდეთ, ჩვენსავე

მომხმარებლების მიერ გამოგზავნილ ფეხსაცმელებს

წააწყდებით, რომლებიც მუდმივად გვახსენებს წარმატების

მიღწევის ფორმულას“. – ჯეფ ლოუსონი, დამფუძნებელი და

აღმასრულებელი დირექტორი, Twilio.

www.entrepreneur.ge 33


ფოტო: სოფია კიევსკა, Ability Photo Agency

34 aprili 2018


www.entrepreneur.ge 35


ინოვაცია 3000 მეტრზე

ავტორები: გიორგი შარაშიძე, თამთა მარიდაშვილი

სამი ადამიანის პატარა ნაბიჯით დაწყებული საქმე, რომელიც ძალიან საინტერესო ანტრეპრენერულ

მოგზაურობად გადაიქცა. ეს ამბავი ქართულ ENTREPRENEUR-ს მხედველობიდან არ გამოჰპარვია და

პირველსავე ნომრის მთავარ თემად თანამედროვე ქართველი „შეშლილების“ ამბიციური პროექტის

შესახებ მასალას გთავაზობთ, როგორც ინსპირაციას მათთვის, ვისაც სიმაღლის შიშის გადალახვა

სურს. ეს ხუმრობით, თუმცა არც მთლად ხუმრობით, რადგან როცა გაქვს დიდი იდეები, ხარ მოქნილი

და ბევრს მუშაობ, ნებისმიერ სიმაღლეზე ახვალ – პირდაპირი თუ ირიბი გაგებით...

პროექტ „ალტიჰატ 3.14“-ის შესახებ

კომპანია „ალტიტუდას“ მიერ

2015 წელს წამოწყებული სამთო

და რეკრეაციული ტურიზმის

ხელშემწყობი პირველი პროექტი,

ხორციელდება ზღვის დონიდან 3000

მეტრ სიმაღლეზე და გულისხმობს

ყაზბეგის მთაზე სრულფასოვანი

ინფრასტრუქტურის მოწყობასა და

ეკომეგობრული გარემოს შექმნას.

პროექტის ფარგლებში, შენდება

სამთო ქოხი. ახალ სააკლიმატიზაციო

პუნქტზე უზრუნველყოფილი იქნება

ასევე საბანაკო ტერიტორია, კაფე,

სამაშველო სამსახური, პროფესიონალი

გიდის მომსახურება და სრულყოფილი

სამთო აღჭურვილობა.

პროექტის ღირებულება: $500,000

სახელმწიფოსგან შეძენილი მიწის

ნაკვეთი: 5,000 კვ.მ

180 კვ.მ-ის მოწყობილი რკინა-

ბეტონის საძირკველი (1 მ³ ბეტონის

საშუალო ღირებულება: 1 000 ევრო)

ვერტმფრენის როტაცია

დღემდე სამშენებლო მასალების

ტრანსპორტირებისთვის: 200

სტუმრების ტევადობა: სამთო ქოხში

– 30, საბანაკე ტერიტორიაზე – 40

საგანგებო სიტუაციებისთვის

შექმნილი ვერტმფრენის დასაჯდომი

მოედანი

პროექტის დასრულების სავარაუდო

თარიღი: ივლისი, 2018

ამ სოციალური პროექტისა და

ბიზნესწამოწყების მიღმა დგას

სამთო ტურიზმის განვითარებით

დაინტერესებული სამი ქართველი

ანტრეპრენერი:

ნიკოლოზ ალავიძე – ბანკირი,

20-წლიანი საბანკო მიმართულების

სფეროში საქმიანობის გამოცდილებით;

რამდენიმე სოციალური პროექტის

„ენჯელ ინვესტორი“ და პარტნიორი,

ასევე ველომოყვარული.

დავით ჭიჭინაძე – ინჟინერი და

მშენებელი. აქტიურადაა ჩართული

საქართველოში სამთო-სამაშველო

სამსახურის განვითარებაში. საქმიანობს

სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის

თანამშრომლობის ოფისში და

პასუხისმგებელია კლიმატის ცვლილების

36 aprili 2018


მიმართ ადაპტაციისა და ბუნებრივი

კატასტროფების ინტეგრირებული

მართვის მიმართულებაზე.

მამუკა ნიკოლაძე – გასული

საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში

საქართველოში ჩამოაყალიბა და

უძღვებოდა სამთო-სამაშველო

სამსახურს. პროფესიონალი მაშველი,

გეოლოგი და სპელეოლოგი, GIS

სერტიფიცირებული სპეციალისტი.

იგი ასევე წარმატებული მეწარმე

და ენთუზიასტია სამთო ტურიზმის

განვითარების სფეროში. აქტიურად

მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით

ექსტრემალური და საფეხმავლო

მარშრუტების ზონირებასა და

დაგეგმვაში.

პატარა ნაბიჯით

დაწყებული დიდი საქმე

„ალტიჰატის“ პროექტის იდეა 2015

წელს ჭაუხებში დაიბადა, სადაც ნიკა,

დათო და მამუკა, ოჯახის წევრებთან

და სხვა მეგობრებთან ერთად,

სალაშქროდ იმყოფებოდნენ. იქ მათ

მძიმე სანიტარული პირობები დახვდათ.

საქართველოს ულამაზესი ბუნება

ნაგავსაყრელადაა ქცეული. მაღალ

მთებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს

ფეკალური ნარჩენიც ემატება, რადგან

იმ სიმაღლეზე ის ბაქტერიები ვერ

ცოცხლობენ, რომლებიც ხელს უწყობს

ნარჩენების ნეშომპალად ქცევას.

კომპანია „ალტიტუდას“ მიზნები

კომპანიის მიზანია საქართველოში

სამთო და რეკრეაციული ტურიზმის

მიმართულების განვითარება, ასევე

არსებული ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება. კერძოდ:

ნარჩენების მართვის სისტემის

შექმნა და სისტემური დანერგვა ალპურ

სიმაღლეებზე, გარემოზე ადამიანური

ზემოქმედების შემცირების მიზნით;

მთაში უსაფრთხოების ნორმების

გაუმჯობესება და რისკის შემცირება;

ამ გარემოებით გამოწვეული

გულისტკივილი მხოლოდ მორიგ,

სამშობლოს სიყვარულით დამწვარ

სადღეგრძელოში რომ არ ჩაეკლათ,

გადაწყვიტეს კონკრეტული ნაბიჯები

გადაედგათ და ყველაზე რთულ,

დაბინძურების რისკის მქონე ადგილებში

ბიოსაპირფარეშოები განელაგებინათ.

ამისათვის მათ შეარჩიეს ყაზბეგის

მყინვარწვერისკენ მიმავალი გზა.

დღევანდელი მდგომარეობით, ამ გზაზე

ერთადერთი მოქმედი ინფრასტრუქტურა

ყოფილი მეტეოროლოგიური

სადგური, იგივე „ბეთლემის ქოხია“,

რომელიც 3670 მეტრ სიმაღლეზე

დგას. სიმაღლიდან გამომდინარე,

ადამიანთა უმეტესობისთვის არსებულ

ახალი ტურისტული მიმართულებების

განვითარების ხელშეწყობა

(„ბერდვოჩინგი“, „სკი-ტურინგი“ და

ა.შ.);

ადგილობრივი მოსახლეობისთვის

ახალი შესაძლებლობების შექმნა მათი

ჩართულობის გაზრდითა და დასაქმების

ახალი არხების შეთავაზებით;

წარმატებულ საერთაშორისო

თუ ადგილობრივ გამოცდილებაზე

დაყრდნობით, საქართველოში ალპური

ქოხების ქსელის შექმნა (გეგმაშია

კიდევ ერთი პროექტი ყაზბეგში, ასევე

მთიან აჭარასა და სვანეთში).

თავშესაფართან მიღწევა ერთ დღეში

შეუძლებელია, რის გამოც ჩერდებიან და

კარავს შლიან 3000 მეტრ სიმაღლეზე

მდებარე ადგილზე, ე.წ. „საბეწრეზე“.

დამბანაკებელ ტურისტთა რაოდენობა

აქ საკმაოდ დიდია, რადგან

თურმე, როგორც „ალტიჰატის“

დამფუძნებლებმა აგვიხსნეს,

ყაზბეგის მთა განსაკუთრებულია

იმით, რომ სიმაღლის მიუხედავად,

მოყვარული მთამსვლელისთვისაც

კი ხელმისაწვდომია. მთავარია, ეს

უკანასკნელი ფიზიკურ მზადყოფნაში

და სათანადოდ აღჭურვილი იყოს, და

ჰყავდეს პროფესიონალი მეგზური.

შესაბამისად, მაღალია დაბინძურების

მასშტაბიც. ადამიანის ნაკვალევი

www.entrepreneur.ge 37


ენციკლოპედია!

ერთი ფანჯრის

პრინციპი

პრინციპი,

რომელიც

უზრუნველყოფს

კლიენტის

საჭიროებებისა

თუ სურვილების

დაკმაყოფილებას

კომპლექსურად

მხოლოდ ერთი

მიმართვის

საფუძველზე.

ენციკლოპედია!

სოციალური

ანტრეპრენერშიპი

Social

Entrepreneurship

ბიზნესმოდელი,

რომელიც

მიმართულია

გარკვეული

სოციალური

პრობლემის

მოგვარებისკენ.

შემოსავლის

მიღება აქაც

საკვანძო

მნიშვნელობისაა,

თუმცა მისი

მთავარი

დანიშნულება

ფინანსური

მდგრადობის

უზრუნველყოფაა,

რომელიც, თავის

მხრივ, საჭიროა

სოციალური

პრობლემის

მოგვარებისთვის.

იქ არტეფაქტებად რჩება და „თანამედროვე

ხელოვნების ანტი-გალერეის“ ჩამოყალიბებაში

წვლილი შეაქვს. ეს ხუმრობით, თუმცა

„ალტიჰატის“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ

დაბინძურების მასშტაბები დიდია და სავალალო

იქნებოდა, თუ ამ პრობლემის დროული და

სისტემური მოგვარება არ მოხდებოდა, მზარდი

ტურისტული ნაკადების ფონზე.

ყველაფერი ამ პრობლემის აღმოფხვრით

დაიწყო, თუმცა გზად სხვა მრავალ გამოწვევასაც

შეეჯახნენ, რომლის წინაშე დღეს ქართული სამთო

ტურიზმი დგას. საბოლოოდ კი, ამ სამი ადამიანის

პატარა ნაბიჯით დაწყებული საქმე ძალიან

საინტერესო ანტრეპრენერულ მოგზაურობად

გადაიქცა. მათ დააარსეს კომპანია „ალტიტუდა“,

ჩამოაყალიბეს კონკრეტული მიზნები და ყაზბეგში

პირველ საპილოტე პროექტ „ალტიჰატის“

განხორციელებას შეუდგნენ.

„ალტიჰატის“ შეთავაზება

და შემოსავლის

პოტენციური წყაროები

პროექტ „ალტიჰატ 3.14“-ის ფარგლებში,

შემოსავლის ძირითადი წყარო ღამის გასათევი

სამთო ქოხი, საბანაკე ტერიტორია და რესტორანი

იქნება. გარდა ამისა, 3000 მეტრ სიმაღლეზე

სტუმარს შესაძლებლობა ექნება იქირავოს

სრული აღჭურვილობა ალპინისტური და აქტიური

სპორტისთვის (ველოსიპედი, თხილამური,

სპეციალური ტანისამოსი, სამთო აღჭურვილობა

და ა.შ.). ამ აღჭურვილობის მომწოდებლები

ადგილობრივი სტარტაპები არიან, ხოლო

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის მთაზე ატანას

„ალტიჰატი“ უზრუნველყოფს.

სოციალური

ანტრეპრენერშიპი

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ

ინიციატივას, რომელსაც პროექტი „ალტიჰატ

3.14“ ჰქვია, შეიძლება ვუწოდოთ

სოციალური ანტერპრენერშიპი.

ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე,

გუნდი მიმართულია ისეთი კეთილმოწყობილი

სააკლიმატიზაციო პუნქტის შექმნისკენ, რომელიც

გარემოსთვის მავნე არ იქნება.

გარდა ამისა, გუნდისთვის არანაკლები

მნიშვნელობისაა მთის ვიზიტორთა უსაფრთხოების

საკითხი. 3000 მეტრ სიმაღლეზე, თავშესაფრის

მოწყობასთან ერთად, კომპანია გეგმავს

ადგილზევე განათავსოს პროფესიონალი სამთო

მაშველები/გიდები, რისი საშუალებაც აქამდე

ფაქტობრივად არ არსებობდა.

„ვიღაცას თუ გაუჭირდა, დღეს დაახლოებით ორი

დღეა საჭირო, რომ მიაკითხონ. ორ დღეში კი,

ადამიანი ან გადარჩება, ან არა“, – ამბობს მამუკა

ნიკოლაძე.

ამასთანავე, პროექტის მიზანია, შექმნას სამუშაო

ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სამიზნე აუდიტორია

პროექტის ფარგლებში არსებული

ინფრასტრუქტურა და სერვისები, უპირველესად,

განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობისთვის,

ვინაიდან პროექტის ავტორთა სურვილია, მეტი

თანამოქალაქე ჩაერთოს აქტიურ დასვენებაში და

რეკრეაციული „უიქენდ-ტურიზმი“ განვითარდეს.

შემდეგ არიან მოლაშქრეები და პროფესიონალი

ალპინისტები – როგორც ქვეყნის შიგნით,

ასევე საზღვარგარეთიდან. გარდა ამისა,

პროექტის ხელმძღვანელებს ახალი ტურისტული

მიმართულებების, როგორებიცაა „სკიტურინგი“,

„ბერდვოჩინგი“ და სხვ. განვითარების

ხელშეწყობა ამოძრავებთ.

მათი კონცეფცია ითვალისწინებს

„ერთი ფანჯრის პრინციპს“, განსაკუთრებით

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის – იქნება ეს

პროფესიონალი თუ მოყვარული ალპინისტი,

„სკი-ტურერი“ ან „ბერდვოჩერი“.

ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მათ

ქვეყანაშივე, ვებგვერდზე ოთახის რეზერვაციისას,

დაჯავშნონ სრული ალპინისტური და აქტიური

სპორტისთვის საჭირო აღჭურვილობის

კომპლექტი. ეს ყველაფერი მათ ადგილზე

– 3 000 მეტრ სიმაღლეზე დახვდებათ, რაც

საშუალებას მისცემთ ზედმეტი ბარგის ტარებას

თავი აარიდონ, მაქსიმალურად შეღავათიანად/

კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში,

დალაშქრონ 5 000 მეტრი სიმაღლე და შემდეგ

3 000 მეტრიდან დაეშვან სამთო ველოსიპედით.

შუალედში კი დატკბნენ უმაღლესი ხარისხის

მუსიკით, ისიამოვნონ ბიბლიოთეკით 3 000

მეტრზე და/ან თავი გაირთონ უცხო ადამიანებთან

ურთიერთობით, სხვადასხვა სამაგიდო თამაშით;

ყოველივე ამის პარალელურად, დააგემოვნონ

ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები

ზღვის დონიდან 3 000 მეტრ სიმაღლეზე.

დახარჯული თანხიდან კი, ვიზიტორებს ზუსტად

ეცოდინებათ, რომ კავკასიონზე, მონახულების

თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ

ადგილზე სოციალური მიზნების მიღწევაში

38 aprili 2018


მამუკა ნიკოლაძე

მაშველი,

გეოლოგი,

ველომოყვარული

www.entrepreneur.ge 39


დავით ჭიჭინაძე

ინჟინერი,

მშენებელი,

ველომოყვარული

40 aprili 2018


ნიკოლოზ ალავიძე

ბანკირი,

„ენჯელ ინვესტორი“,

ველომოყვარული

www.entrepreneur.ge 41


საკუთარი წვლილი შეაქვთ. კერძოდ კი, არაპირდაპირი გზით

აფინანსებენ ნარჩენების მართვის სისტემის შექმნასა და დიდ

სიმაღლეზე უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებას; ასევე

ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ვერტმფრენით აწყობილი საქმე

პროექტის ავტორებს აქვთ განაცხადი, რომ რეალურად

ინოვაციურ და ახალ მიდგომას ქმნიან 3000 მეტრ სიმაღლეზე.

საქართველოში და კავკასიონზე ასეთი სერვისი ჯერ არ

არსებობს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ პროექტის

დასაწყისში მათ ან არასერიოზულად აღიქვამდნენ, ან

„შეშლილებად“ მოიხსენიებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც

სტეფანწმინდადან ვერტმფრენით სამშენებლო მასალა აიტანეს,

რისთვისაც 200 როტაცია დასჭირდათ, ყველა დარწმუნდა მათ

შესაძლებლობებში. გაჩნდა მეტი ინტერესიც.

პროექტის უნიკალურობა ისიც გახლავთ, რომ სამთო

ქოხიც ვერტმფრენის საშუალებით უნდა დამონტაჟდეს,

რისი პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს. სამთო

ქოხი წინასწარ მზადდება ხისგან, ულტრათანამედროვე

ტექნოლოგიების გამოყენებით, შვეიცარიის ქალაქ ვილში.

ქოხის ჩამოტანა დაშლილ მდგომარეობაში, ოთხი სატვირთო

ავტომობილით განხორციელდება, ხოლო ნაწილებს

ვერტმფრენის მეშვეობით ადგილზე აიტანენ. წინასწარ

დამზადებული ქოხის ნაწილები სამშენებლო პროცესს

გაამარტივებს და უფრო სწრაფს გახდის. პროექტის

დასრულებას ივლისისთვის გეგმავენ.

ბიუჯეტი

პროექტის ღირებულება შეადგენს 500 000 ამერიკულ

დოლარს. დამფუძნებლებმა პროექტი პირადი დანაზოგებით

დაიწყეს, შემდგომ ეტაპზე ახალი პარტნიორები დაიმატეს,

ხოლო საბოლოო ეტაპზე, „თიბისი ბანკის“ კრედიტის

მოშველიება გახდა საჭირო. როგორც ნიკოლოზ ალავიძე

აღნიშნავს, ვინაიდან მათ სოციალური მიზნები აქვთ და

არ არიან ორიენტირებულნი მხოლოდ მოგების მიღებაზე,

ინვესტორთა მოზიდვა არ აღმოჩნდა მარტივი. სამაგიეროდ,

დიდი მოხალისეობრივი მხარდაჭერა მოიპოვეს გამოცდილი

შვეიცარიელი და იტალიელი პროფესიონალების მხრიდან.

სამკაციან გუნდს 2016 წელს შეუერთდა შვეიცარიელი

პარტნიორი – მარტინა რამინგი, რომელმაც უამრავი კონტაქტი

შესძინა პროექტს შვეიცარიიდან. 2018 წელს კი გუნდს დაემატა

იტალიელი წყვილი მოქმედი სამთო-მაშველი – მიქელე რიგი

და საბრინა დაპორი, ასევე დამფუძნებლების მეგობარი და

გულშემატკივარი – გიორგი ქეშელაშვილი.

შემდეგი გაჩერება

„ალტიჰატის“ წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიას

მთელი საქართველოს მასშტაბით, ალპური ქოხების ქსელის

შექმნა სურს.

42 aprili 2018


www.entrepreneur.ge 43


44 aprili 2018


მომავლის

ადამიანი

ავტორი: თაკო გვაზავა


ქართულ Entrepreneur-ს აქვს პატივი,

პირველი ნომრის მთავარ გმირად

წარმოგიდგინოთ თანამედროვე სამყაროს

უდიდესი გამომგონებელი, მაგნატი,

ფილანტროპი, ყველაზე წარმატებული

ანტრეპრენერი და უბრალოდ, ადამიანი,

რომელმაც დედამიწის საზღვრები გაარღვია –

ელონ მასკი.

ელექტრომანქანების უდიდესი კომპანია

TESLA-ს, კოსმოსური SpaceX–ის, მზის

ენერგიის უმსხვილესი კომპანია Solar

City-ს დამფუძნებლის და აღმასრულებელი

დირექტორის – ელონ მასკის ქონება 2018

წლის თებერვლის მონაცემებით, 20.8

მილიარდ დოლარს უტოლდება. მასკი

Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 53-ე

ადგილს იკავებს.

რთულია ატარებდე მსოფლიო სუპერგმირის

სტატუსს და ამავდროულად, თავს

მარტოსულად გრძნობდე, გაიარო საკმაოდ

მძიმე ბავშვობა და კაცობრიობის საუკეთესო

მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო.

ბავშვობა – სიმძიმე,

ჩაგვრა, პირველი

გამოგონება

მასკი 1971 წლის 28 ივნისს, სამხრეთ

აფრიკაში დაიბადა. ცნობილი მილიარდერის

დედა, კანადელი დიეტოლოგი და

მოქმედი მოდელი – მაი მასკია, ხოლო

მამა, ეროლ მასკი – სამხრეთაფრიკელი

ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, პილოტი

და მეზღვაურია. ელონს უმცროსი ძმა –

ქიმბალი, ასევე და – ტოსკა ჰყავს. როცა

მშობლები დაშორდნენ, პატარა ელონი სულ

რაღაც 9 წლის იყო და ძირითად დროს

მამასთან ატარებდა. სხვათა შორის, საკუთარი

სურვილით (თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა,

რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე

არასწორი გადაწყვეტილება იყო), უკვე

ზრდასრულმა მასკმა მამასთან ყოველგვარი

კავშირი გაწყვიტა.

ელონს ბავშვობიდან

ძალიან უყვარდა კითხვა.

სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა

კომპიუტერული სისტემებით დაინტერესდა,

თავად შეისწავლა პროგრამირება და

12 წლის ასაკში, 1984 წელს შექმნა

კომპიუტერული თამაში, სახელად

„ბლასთარი“, რომლის კოდიც 500

დოლარად გაყიდა.

გთავაზობთ Entrepreneur-ის

ერთ-ერთი ავტორის, ნინა

ზიპკინის მიერ მომზადებულ

მასალას – SXSW

ფესტივალზე გამართული

დიალოგ-ინტერვიუს ნაწილს.

ელონ, როგორ ახერხებთ

ისეთი ბიზნესის წარმატებით

მართვას, რომლის

პროდუქცია ხშირად ასაფრენ

ფლატფორმებზე ფეთქდება?

ვერ გეტყვით. მე ბიზნესგეგმაც

კი არასოდეს მაქვს.

კოსმოსზე ორიენტირებული

ბიზნესმენი ხართ. რა არის

თქვენი შთაგონების წყარო?

მაშინ, როცა არსებობს

საშუალებები, რომ ტვირთმა

და ადამიანებმა იმოძრაონ

მარსსა და დედამიწას, ასევე

მთვარესა და დედამიწას

შორის, მზის სისტემის სხვა

ადგილებში, ვფიქრობ, ეს

სწორედ ის სფეროა, სადაც

სამეწარმეო რესურსების

ყველაზე დიდი ნაწილი

უნდა იყოს მიმართული.

კაცობრიობა ამას საჭიროებს,

რადგან ჩვენ იქ ინდუსტრიის

მთლიანი ბაზა უნდა

ავაშენოთ – ყველაფერი, რაც

ცივილიზაციის არსებობას

შეუწყობს ხელს.

რისი გეშინიათ?

მე მართლაც ძალიან ახლო

ზღვარზე ვარ ხელოვნურ

ინტელექტთან და ეს უზომოდ

მაშინებს, რადგან მას

ბევრად მეტი შესაძლებლობა

აქვს, ვიდრე ადამიანთა

დიდ ნაწილს შეუძლია

წარმოიდგინოს. მისი

განვითარების მაჩვენებელი

კი, ექსპონენციულია.

ჩვენ აუცილებლად უნდა

მივაკვლიოთ გზას, რომელიც

ციფრული სუპერინტელექტის

კაცობრიობასთან

ჰარმონიზებას მოგვცემს.

მე ვფიქრობ, რომ ეს

ერთადერთი უდიდესი და

მწვავე კრიზისია, რომლის

წინაშეც ჩვენ ვდგავართ.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები

– ხელოვნური ინტელექტი

ატომურ იარაღზე საშიშია.

როგორ შეიძლება

განვითარდეს ადამიანური

ცივილიზაცია მომავალში?

პატარა ელონს ერთი უცნაურობა

ახასიათებდა. მშობლებმა შენიშნეს, რომ

საუბრის დროს ბავშვი ხშირად იყურებოდა

სადღაც შორს, სივრცეში, თითქოს

გარესამყაროს ეთიშებოდა. ამიტომ გაუჩნდათ

ეჭვი, რომ ბავშვს სმენის პრობლემა ჰქონდა.

ექიმებმა მასკს ადენოიდები ამოაჭრეს,

მაგრამ ვითარება კვლავ უცვლელი დარჩა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ

ფანტაზიორობდა. ელონის დედამ, მაიმ,

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ასე იცის,

ჩაიძირება ფიქრებში და შემდეგ ნათლად

ხედავ, რომ ის სულ სხვა სამყაროშია

გადასული. ახლა უკვე ვაცდი, რომ დარჩეს

მარტო თავის ფიქრებთან, რადგან ვიცი –

ასეთ დროს ახალი რაკეტის დიზაინზე ან

რაიმე მსგავსზე ფიქრობს“.

ცნობილი მილიარდერი სკოლის პერიოდში

ხშირად იყო თანატოლების მხრიდან

უკიდურესი ჩაგვრისა და ძალადობის

მსხვერპლი. ერთხელ საავადმყოფოშიც კი

მოხვდა მას შემდეგ, რაც სკოლელმა ბიჭებმა

კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი გონების

დაკარგვამდე უმოწყალოდ სცემეს. ბავშვობაში

გამუდმებულ ფიზიკურ ძალადობას უკვალოდ

არ ჩაუვლია – 41 წლის ასაკში მასკს

გულის სარქველების გადაადგილების გამო

ოპერაციის გაკეთება მოუწია. „ბავშვობაში

ძალიან მცემეს და ჩემი გულის სარქველები

ერთმანეთს დაშორდა. რაც ასაკი მემატება,

სულ უფრო მიჭირს სუნთქვა. დროა, ამ

საკითხს საფუძვლიანად მივხედო“, – დაწერა

Twitter-ის საკუთარ გვერდზე ელონმა 2013

წლის 25 მარტს, ოპერაციის წინ.

ამგვარად, პატარა ელონს ბავშვობიდან

საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა

ადამიანებთან ურთიერთობაში, და ვინ

იცის, იქნებ სწორედ ეს გარემოება იქცა

მის უმთავრეს მოტივაციად, გამხდარიყო

თანამედროვე გმირი, რომელიც კაცობრიობას

ძალადობრივი გარემოსა და ნეგატივისგან

სრულიად განსხვავებულ, ძალიან

სასარგებლო მომავალს შეუქმნიდა.

ოჯახი – ელონის

ერთ-ერთი მთავარი

ცხოვრებისეული

კომფორტი

ელონ მასკის ოჯახზე საუბარი აუცილებლად

მისი დედის – უმშვენიერესი მაის შესახებ

თხრობით უნდა დავიწყოთ, რომელმაც

სამყაროს უდიდესი მეწარმეები გაზარდა.

46 aprili 2018


უმშვენიერესი, თავდაჯერებული ქალი

მოკლედ შეჭრილი, თეთრი თმით,

საუცხოო კანით და მბრწყინავი ლურჯი

თვალებით, ამჟამად 69 წლისაა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიმ სამი შვილი

– მსოფლიოს უდიდესი ინვენტორი

ელონი, ანტრეპრენერი ტექნიკისა და

საკვები პროდუქციის დარგში ქიმბალი

და ცნობილი კინორეჟისორი ტოსკა

გაზარდა. არასოდეს შემოფარგლულა

მხოლოდ დედობით, წლების

განმავლობაში იგი საკუთარ ბიზნესს

– დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგიას

წარმატებით უძღვებოდა და დღემდე

მოქმედი მოდელია, ჯამში 54 წლის

სტაჟით. იმ ეპოქაში, როცა მშობლებისა

და შვილების ერთმანეთზე მიჯაჭულობა

განსაკუთრებით აქტუალური იყო,

მაი მუდმივად ახერხებდა ჰქონოდა

ენთუზიაზმი, შეენარჩუნებინა პიროვნული

დამოუკიდებლობა შვილებისთვის

და რასაკვირველია, საკუთარი

თავისთვის. დღეს, როცა მსოფლიო

სამოდელო ბაზარზე ასაკიანი მოდელები

განსაკუთრებით პოპულარულები არიან,

მაის პროფესიული წარმატება მხოლოდ

მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და თუ

ერთხელ მაინც შეხედავთ მის მომხიბლავ

გარეგნობას, მარტივად ამოიცნობთ

სხვადასხვა სარეკლამო რგოლიდან და

ვიდეოებიდან.

ელონის უმცროსი ძმა – ქიმბალი,

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე

ცნობილი მეწარმე და რესტორატორია,

რომელიც რესტორნების ქსელს

კოლორადოს, ჩიკაგოს, მემფისისა და

ინდიანაპოლისის მასშტაბით ფლობს.

ქიმბალი ამჟამად SpaceX-ისა და

Tesla-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, და

Tesla-ს ერთ-ერთი აქციონერიცაა.

რაც შეეხება ტოსკა მასკს, ელონის

უმცროს, სიმპათიურ, ქერათმიან დას,

ის საკმაოდ ცნობილი კინორეჟისორია

და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით

ორიენტირებულია ისეთი ფილმებისა

და კინოროლების შექმნაზე, რომლებიც

ქალების მებრძოლ, ძლიერ ხასიათს

განსაკუთრებით გამოკვეთს და

ქალებისთვის ინსპირაციად იქცევა.

„ჩემს ფილმებში წყვილები კარგად

აანალიზებენ, რომ კომპრომისი და

სწორი კომუნიკაცია ქმნის ჯანსაღ

ურთიერთობებს. ჩემი პერსონაჟები

ზუსტად პოულობენ სიტყვებს, რომელიც

მათი ურთიერთობის გაძლიერებას

შეწყობს ხელს“, – ამბობს ტოსკა.

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება,

თუ აღვნიშნავთ, რომ ტოსკას პირველი

ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი

მისი უფროსი ძმა – ელონი იყო.

მასკების ოჯახი საკმაოდ მეგობრული

და შეკრულია, და დღესასწაულებზე,

როგორც წესი, რესტორატორი ქიმბალი

დიდი სიამოვნებით იღებს ხოლმე ოჯახის

ოცდაათივე წევრის ერთად თავმოყრის

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

პირადი ცხოვრება

– მერყევი და

რომანტიკოსი მასკი

ელონი პირველ ცოლს – კანადელ

მწერალ ჯასტინ უილსონს ონტარიოში,

Queen’s University-ში სწავლის

დროს შეხვდა. როგორც ჯასტინი

იხსენებს, ელონი პირველ პაემანზე

ხელში ორი ცალი შოკოლადის ნაყინით

შეხვდა, ხშირად ჩუქნიდა ვარდებს და

ყოველთვის სიამოვნებით უთმობდა

საკუთარ საკრედიტო ბარათს, რათა

ჯასტინს იმდენი წიგნი ეყიდა, რამდენსაც

მოისურვებდა. წყვილი 2000 წელს

დაქორწინდა.

მასკის პირველი შვილი – ნევადა

ალექსანდერ მასკი, სამწუხაროდ

მოულოდნელად, 10 კვირის ასაკში

გარდაიცვალა. მოგვიანებით, წყვილს

ხუთი შვილი ეყოლა ინ-ვიტრო

განაყოფიერების გზით. შემდეგ, 2004

წელს ტყუპები, რომელთაც 2006 წელს

სამი ტყუპისცალი მოჰყვა.

ცნობილ ანტრეპრენერს ძალიან დიდ

სიამოვნებას ანიჭებს შვილებთან

ურთიერთობა. ერთ-ერთ ინტერვიუში

საკუთარი შვილი „ცხოვრების მთავარ

სიყვარულად“ მოიხსენია.

ელონისა და ჯასტინის ოჯახი 2008

წელს დაინგრა. გაყრის შემდეგ, ისინი

თანაბრად მეურვეობენ ხუთივე შვილს.

უკვე 2008 წლიდან მაგნატმა ინგლისელ

მსახიობ თალულა რაილისთან დაიწყო

შეხვედრები. 2010 წელს წყვილი

დაქორწინდა, თუმცა 2012 წელს

მასკმა განაცხადა, რომ თალულასთან

4-წლიან ურთიერთობას ასრულებდა

და საკმაოდ სენტიმენტალური

სტატუსიც მიუძღვნა Twitter-ზე. რაც

www.entrepreneur.ge 47


48 aprili 2018


რა თქმა უნდა, იმას არ

ვწინასწარმეტყველებ, რომ

ბნელ ხანაში გადავდივართ.

უბრალოდ, არსებობს

ალბათობა, რომ ასე მოხდეს.

მაგალითად, თუ დაიწყო

მესამე მსოფლიო ომი. ასეთ

შემთხვევაში, დარწმუნებულნი

უნდა ვიყოთ, რომ სადღაც

კიდევ არსებობს ადამიანური

ცივილიზაციის საწყისები,

რომელიც ამ ცივილიზაციას

დაგვიბრუნებს.

თქვენს წარმოდგენაში,

როგორია ქალაქი მარსზე?

მე ვფიქრობ, ეს იქნება

სახელმწიფოს გარკვეული

ფორმა – პირდაპირი

დემოკრატიის სახის, როცა

ხმას აძლევ გარკვეულ

საკითხებს პირდაპირ,

წარმომადგენლობითი

მთავრობის გვერდის ავლით.

არის საკითხები, რომელზეც

რეკომენდაციები მექნება.

მაგალითად, კანონები

იყოს მოკლე. გრძელი

კანონები თითქოს საეჭვოდ

გამოიყურება.

მიზნები, რომელთა

შესრულება ერთი შეხედვით

შეუძლებელია. რას ნიშნავს

ისინი ადამიანისთვის?

ამ სამყაროში ბევრი

ნეგატიური მოვლენაა,

ბევრი პრობლემაა,

რომელიც გადაჭრას

საჭიროებს. არსებობს

მოვლენები, რომლებიც

უმწეობას გვაგრძნობინებს

და სასოწარკვეთილებამდე

მივყავართ. მაგრამ ცხოვრება

არ არის მხოლოდ ამგვარი

პრობლემების გადაჭრა.

შეუძლებელია მხოლოდ ამაზე

ზრუნავდეს ადამიანი. ყველას

სჭირდება ინსპირაცია – ის,

რაც დილით გაღვიძებას

სასიამოვნოს გახდის და

კაცობრიობის ნაწილად

გაგრძნობინებს თავს.

უნდა გასაკვირი იყოს, პრინციპული და

მიზანსწრაფული მეწარმე, ცოტა დაბნეული,

მერყევი, თუმცა რომანტიკოსი პარტნიორია.

ამას ისიც ადასტურებს, რომ 2013 წელს

მეორედ დაქორწინდა რაილიზე, 2014 წლის

დეკემბერში კი ურთიერთობა კვლავ გაყრაზე

განცხადებით დაასრულა. წყვილის დაშორების

სასამართლო პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა

და მათი ურთიერთობა ოფიციალურად 2016

წლის ბოლოს დასრულდა.

ძალზე გახმაურებული იყო მასკის რომანი

ჰოლივუდელ ლამაზმან ემბერ ჰარდტთან

2016 წელს, თუმცა წყვილი ერთი წლის

შემდეგ ერთმანეთისგან რადიკალურად

აცდენილი ცხოვრების გრაფიკის გამო

დაშორდა. „მე ის მართლა მიყვარდა, ამიტომ

უზომოდ მტკივნეული დაშორება იყო“, –

გაენდო მასკი ჟურნალ „როლინგ სთოუნს“.

მასკი ქალების გულმხურვალე და

სტაბილური პარტნიორია, რომელიც ამბობს,

რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის

აუცილებლად სჭირდება გვერდით ადამიანი,

რომელიც ეყვარება. „თუ შეყვარებული არ

ვარ, არ მყავს გრძელვადიანი, სტაბილური

პარტნიორი, თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ“,

– ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. „ვერასოდეს

ვიქნები ბედნიერი საყვარელი ადამიანის

გარეშე. დასაძინებლად მარტო წასვლა

მკლავს. მე კარგად ვიცი ეს შეგრძნება – ვიყო

მარტო დიდ სახლში, ჰოლში მხოლოდ ჩემი

ნაბიჯების ექო ისმოდეს და არავის ედოს თავი

ბალიშზე ჩემ გვერდით... ეს საშინელებაა...“

ახალგაზრდობა

17 წლის ელონმა ონტარიოში, Queen’s

University-ში დაიწყო სწავლა, საიდანაც

პირდაპირ პენსილვანიის უნივერსიტეტში

აღმოჩნდა და ფიზიკის მეცნიერებაში

ბაკალავრის ხარისხი აიღო. შემდეგ იყო

უორთონის ბიზნესსკოლაში სწავლის

პერიოდი, რომელიც ეკონომიკურ

მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხის აღებით

დაგვირგვინდა.

პენსილვანიაში სწავლის პერიოდში,

ელონმა თავის ჯგუფელ ბიჭთან ერთად

ათოთახიანი სახლი იქირავა, რომელსაც

არაოფიციალურად ღამის კლუბად

იყენებდა. წვეულებების დროს არასოდეს

სვამდა ალკოჰოლს, რათა ფხიზლად

გაეკონტროლებინა სიტუაცია. ასეთ დროს

მასკი დღეში 8 ქილა დიეტურ Coca-Cola

და რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევდა.

შინ გამართულ წვეულებებზე თითო

www.entrepreneur.ge 49


სტუმრისგან იგი 5 დოლარს იღებდა

და მოგროვებულ თანხას ბინის ქირად

და უნივერსიტეტისკენ გზის ფულად

მოიხმარდა. „ვიღაც აუცილებლად უნდა

დარჩენილიყო ფხიზლად ამ წვეულებების

დროს“, – იხსენებს მასკი, – „მე ხომ

მხოლოდ ერთი ღამის წვეულებით

კოლეჯის გზის თანხას და ბინის მთელი

თვის ქირას გამოვიმუშავებდი. ადეო

– ჩემი ჯგუფელი, ბინის მოვლასა და

მოწყობაზე იყო პასუხისმგებელი, მე

კი წვეულებებს ვაკონტროლებდი. ასე

გავინაწილეთ საქმე“.

1995 წელს 24 წლის მასკმა გამოცდები

სტენფორდში ჩააბარა, თუმცა

უნივერსიტეტი იმპულსურმა მომავალმა

მაგნატმა ზუსტად 2 დღეში მიატოვა,

რადგან გადაწყვიტა თავი მიეძღვნა

იმ საქმიანობისთვის, რომელიც

განსაკუთრებით იტაცებდა – ინტერნეტ და

განახლებადი ენერგიის ბიზნესისათვის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

პირველი ნაბიჯები

ბიზნესში

ელონ მასკისა და მისი ძმის – ქიმბალის

პირველი ბიზნესი ZIP2 ვებპროგრამულ

უზრუნველყოფას მოიცავდა. ფინანსური

სახსრები ელონმა კერძო ინვესტორისგან

მოიზიდა, რომელიც დათანხმდა

დაეფინანსებინა ახალგაზრდა და

ნიჭიერი ყმაწვილების სტარტაპი. ეს

ყველაფერი 1995 წელს დაიწყო.

ძალიან მალე მასკმა კონტრაქტები

ისეთ მედიაგიგანტებთან გააფორმა,

როგორებიც არიან The New York

Times, Chicago Tribune და დაარწმუნა

დირექტორთა საბჭო Сity search-თან

გაერთიანების სისწორეში. საბოლოოდ,

კომპანია გაიყიდა, საიდანაც ელონმა

ამონაგების 7% – 22 მლნ დოლარი

მიიღო.

ZIP2–ს სულ მალე მოჰყვა ონლაინ

ფინანსური სერვისების პროვაიდერი

X.COM, რომელიც მალე გაერთიანდა

ყველასთვის კარგად ნაცნობ ფულადი

გადარიცხვების კოპანია PayPal-თან

და საბოლოოდ კომპანიის სახელიც

PayPal გახდა. გარკვეული პერიოდის

გასვლის შემდეგ, ელონს ურთიერთობა

დაეძაბა კომპანიის საბჭოს სხვა

წევრებთან, რამაც აღმასრულებელი

დირექტორის სტატუსი დააკარგვინა,

თუმცა საბჭოს წევრობას კვლავ

ინარჩუნებდა. უკმაყოფილების მიზეზი

მასკის ინიციატივა გახდა – PayPal-ის

ინფრასტრუქტურა Unix-ის სისტემიდან

Microsoft windows-ზე გადაეყვანათ.

საბოლოოდ, კომპანია 1,5 მილიარდ

დოლარად Ebay-მ იყიდა, საიდანაც

ელონს, როგორც ერთ–ერთ უმსხვილეს

მეწილეს, 165 მილიონი დოლარი ერგო.

სხვათა შორის, სულ ახლახან,

2017 წელს მასკმა დომენი x.com

PayPal-ისგან დაუზუსტებელ თანხად

შეიძინა იმ მიზეზით, რომ „მას

განსკუთრებული სენტიმენტალური

ღირებულება“ აქვს მისთვის.

SPACEX – დედამიწის

საზღვრების გარღვევა

SpaceX, იგივე Space Exploration

Technologies Corp ელონ მასკმა 2002

წელს დააარსა, რომლის ამბიციური

მიზნები კოსმოსური ტრანსპორტირების

ხარჯების შემცირება და არც მეტი არც

ნაკლები – მარსის კოლონიზაციაა.

SpaceX ავითარებს და აწარმოებს

კოსმოსურ ხომალდებს და

განსაკუთრებით ფოკუსირებულია

სარაკეტო ტექნოლოგიების მაქსიმალურ

გაუმჯობესებაზე.

ასე შეიქმნა კომპანიის პირველი ორი

ხომალდის გამშვები – Falcon 1 და

Falcon 9, და პირველი კოსმოსური

ხომალდი, სახელად Dragon.

2008 წლის სექტემბერში Falcon 1

პირველი კერძოდ დაფინანსებული

თხევადსაწვავიანი მოწყობილობა

იყო, რომელმაც სატელიტი დედამიწის

ორბიტაზე დასვა, ხოლო 2012

წლისთვის SpaceX-ის Dragon-ი

კომერციული კომპანიის მიერ შექმნილ

პირველ ხომალდად აღიარეს, რომელიც

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

მოხვდა.

2008 წელს SpaceX-თან 1.6

მილიარდიანი კონტრაქტი თავად

NASA-მ გააფორმა, რომლის

მიხედვით, Falcon 1-ს და Dragon-ს

შეერთებული შტატების კოსმოსური

შატლი უნდა ჩაენაცვლებინა და 12

გაფრენა განეხორციელებინა კოსმოსურ

სადგურზე.

სულ ახლახან, 2018 წლის 6

50 aprili 2018


თებერვალს, SpaceX-მა საკმაოდ

ეპატაჟური პერფორმანსი შესთავაზა

მსოფლიოს და კოსმოსში წარმატებით

გაუშვა ჩვენი დროის ყველაზე მძლავრი

რაკეტა – Falcon Heavy, რომელმაც

თვით ელონის პირადი Tesla Roadster

გაიყოლა. მანქანა სათვალთვალო

კამერებითაა აღჭურვილი და მის

საჭესთან ჩაფხუტიანი მანეკენია

მოკალათებული. „შატლის მთავარი

ტვირთი ჩემი შუაღამის ალუბლისფერი

Tesla Roadster-ია, რომელშიც დევიდ

ბოუის Space Oddity გაიჟღერებს.

დანიშნულების ადგილი – მარსის

ორბიტაა. იგი მილიარდობით წელს

გაატარებს მარსზე, თუ რა თქმა უნდა,

აფრენისთანავე არ აფეთქდა“, – ასეთ

სტატუსს „ტვიტავს“ მასკი შატლის

აფრენის წინ.

მასკის გეგმები კოსმოსთან მიმართებაში

წარმოუდგენლად ამბიციური და

თამამია. 2011 წლის ერთ-ერთ

ინტერვიუში ელონმა აღნიშნა, რომ

10-20 წელიწადში მარსზე ადამიანებს

გაგზავნის, ხოლო 2040 წლისთვის

მარსზე 80 000-იანი მოსახლეობით

კოლონიას ჩამოაყალიბებს. მისივე

აზრით, ვინაიდან მარსზე ატმოსფეროში

ჟანგბადის ნაკლებობაა, ყველანაირი

ტრანსპორტი ელექტრონული

იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ

მარსზე ცივა, მისი ღერძის დათბობა

კაცობრიობას მისცემს საშუალებას,

პლანეტა დაიპყროს. დღეს ჩვენ ორი

ფუნდამენტური არჩევანი გვაქვს:

დავრჩეთ სამუდამოდ დედამიწაზე, რაც

საბოლოოდ ადამიანების გადაშენებას

გამოიწვევს, ან ავირჩიოთ მეორე გზა –

გადავიქცეთ სივრცეში გადაადგილებად

ცივილიზაციად, მულტიპლანეტარულ

არსებებად. ალბათ დამეთანხმებით, რომ

მეორე გზა სწორი არჩევანია“, – ამბობს

ადამიანი, რომელმაც კაცობრიობას

ყველაზე თამამი მომავალი შესთავაზა.

„მინდა მარსზე მოვკვდე, ოღონდ არა

მასთან შეჯახებით“, – მასკის ცნობილი

სიტყვები მსოფლიომ მაშინვე აიტაცა და

ვინ იცის, იქნებ ელონმა ეს საკრალური

სურვილიც იმ უამრავი მიზნებივით

ზედმიწევნით აიხდინოს, რომლებიც

აქამდე დაუსახავს და წარმატებით

განუხორციელებია.

TESLA

ახლა კი ვისაუბროთ მასკის იმ ბიზნესზე,

რომელსაც ვერცერთი ავტომოყვარული

და ბუნებისდამცველი გულგრილად

გვერდს ვერ აუქცევს – მსოფლიო

საავტომობილო სივრცეში ყველაზე

მსხვილ ელექტრომანქანების ბრენდ

Tesla-ზე. რეალობა მოითხოვს

აღვნიშნოთ, რომ კომპანია მასკის

არსებობს მოვლენები, რომლებიც უმწეობას

გვაგრძნობინებს და სასოწარკვეთილებამდე

მივყავართ. მაგრამ ცხოვრება არ არის

მხოლოდ ამგვარი პრობლემების გადაჭრა

დაარსებული სულაც არ გახლავთ და

იგი 2003 წელს მარტინ ებერჰარდმა

და მარკ თარპენინგმა დააარსეს,

რომელთაც კომპანიას სახელი ძალიან

ცნობილი ელექტროინჟინერისა

და ფიზიკოსის – ნიკოლა ტესლას

პატივსაცემად უწოდეს. ელონი კომპანიას

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის

სტატუსით 2004 წელს შეუერთდა,

მაშინვე აქტიურად ჩაერთო საქმეში და

Roadster-ის დიზაინის გადახედვასა და

ჩამოყალიბებაში დეტალურად მიიღო

მონაწილეობა. მასკის ხელი კომპანიას

ძალიან მალევე დაეტყო. 2008 წლის

კრიზისის დროს, ელონი კომპანიის

აღმასრულებელი ხელმძღვანელი

გახდა, კომპანიაში უმსხვილესი

ინვესტიცია განახორციელა და გამოუშვა

თავისი საყვარელი Tesla Roadster-ი,

რომელიც 31 ქვეყანაში გაიყიდა. მას

მოჰყვა 4-კარიანი სედანის, Model

S-ის გამოშვება, რომელიც Tesla-ს

ყველაზე კარგი გაყიდვების მაჩვენებელი

მოდელი იყო 2015-2016 წლებში და

რომლის გაყიდვებმა მხოლოდ 2017

წლის მეოთხე კვარტალში 200 000-ს

მიაღწია. შემდეგ იყო Model X მინივენი

და Crossover SUV. უნიკალური Tesla

Model 3 კომპანიამ 2017 წელს შექმნა

და მასობრივ გაყიდვაში გაუშვა.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით,

კომპანიას უკვე გაყიდული აქვს

300 000 მანქანა. მასკის პირადი

ინიციატივით, კომპანიამ შექმნა

ელექტრომანქანებისთვის აუცილებელი

მთავარი კომპონენტების წარმოების

ხაზი, რაც სხვა ავტომწარმოებლებს

შესაძლებლობას მისცემს, დაზოგონ

ფინანსური რესურსები ამ ნაწილების

საკუთარი სახსრებით წარმოებაში და

ბევრად ეკონომიურად განახორციელონ

საქმიანობა. რამდენიმე ძალიან

ცნობილმა მედიასაშუალებამ ამ

ღონისძიებისა და განსაკუთრებული

დამსახურებისთვის, ელონ მასკი ჰენრი

ფორდსაც კი შეადარა.

აღსანიშნავია, რომ ელონმა ყველანაირი

ზომები მიიღო იმისათვის, რათა

ელექტრომანქანების მოხმარების

სპექტრის შეზღუდვები მაქსიმალურად

გაეფართოვებინა და ამისათვის

Tesla-ს დამმუხტავი სადგურების ქსელი

მაქსიმალურად გააფართოვა.

SOLARCITY

მზის ენერგიის სერვისებზე

ორიენტირებული SolarCity, გონიერი

მილიარდერის მიერ მიწოდებული

საწყისი კონცეფციისა და ფინანსური

რესურსების წყალობით, ელონის

ბიძაშვილებმა ჩამოაყალიბეს, რომელიც

2016 წელს Tesla-მ შეიძინა და ახლა

იგი მთლიანად მის შვილობილ კომპანიას

წარმოადგენს. Tesla-ს და SolarCity-ს

დაფინანსების მთავარ მოტივაციად

ელონმა გლობალური დათბობის

წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

ორივე კომპანია გაერთიანებული

ძალებით შეუდგა მუშაობას

იმისათვის, რომ ელექტრომანქანების

ბატარეები სახურავზე არსებული მზის

ენერგიის კიდევ უფრო ეფექტურად

გამოსაყენებლად მიემართათ

ენერგოქსელში. პროგრამა

საექსპლუატაციოდ 2013 წლიდან

გადაეცა.

2016 წელს კომპანიას ფინანსური

პრობლემები შეექმნა, რის გამო

www.entrepreneur.ge 51


ადამიანი. მას არ გააჩნია თვისებები,

რომლებიც ამერიკაზე დადებითად

აისახება“. თუმცა, მოგვიანებით მაინც

დათანხმდა ტრამპის მრჩეველთა

კომიტეტის წევრობას, არგუმენტით

– „რაც უფრო მეტი ადამიანის ხმას

მოისმენს პრეზიდენტი, მით უკეთესი“.

ელონი თავს ჭეშმარიტ პროამერიკელად

მიიჩნევს. „ამერიკა, უდავოდ ყველაზე

დიდი სახელმწიფოა, რასაც კი ოდესმე

დედამიწაზე უარსებია. ის ყველაზე დიდი

ძალაა და ჩემი აზრით, მსოფლიოში

ვერ დამყარდებოდა დემოკრატია,

რომ არ ყოფილიყო ამერიკა. თუმცა,

რასაკვირველია, ის არ არის იდეალური

ქვეყანა. ამერიკას ბევრი შეცდომებიც

დაუშვია“.

მაგნატს და ფილანტროპს, რომელსაც

მთელი თავისი ცხოვრებისეული

მიღწევები უსაზღვროდ დიდი შრომითა

და ნიჭით აქვს მოპოვებული, არ სწამს,

რომ ადამიანის ბედში და სამყაროს

ბრუნვაში ზებუნებრივი ძალებია

ჩართული. „როცა ამ თემაზე ვფიქრობ,

ბევრი უპასუხო შეკითხვა მიგროვდება.

ჩემი აზრით, ფიზიკის ფუნდამენტური

პრინციპები სრულად ხსნის სამყაროს

არსს“.

მმართველებს შრომითი რესურსების

შეკვეცა მოუწიათ – 2015 წლის

მონაცემებით, 15 273 ადამიანიდან,

თანამშრომელთა რიცხვი 12 243-მდე

დაეცა. ამ გზით კომპანიამ ნაღდი ფულის

შენარჩუნება მოახერხა. 2016 წელი

ერთადერთი შემთხვევა იყო SolarCity-ს

ისტორიაში, როცა კომპანიამ

თანამშრომლები დაითხოვა.

იცნობდეთ ელონ მასკს

ალბათ თქვენთვის საინტერესო

იქნება მილიარდერის პოლიტიკური

შეხედულებებიც – ის ხომ ამერიკის

მომავლის შექმნაში პირდაპირ

მონაწილეობას იღებს.

მასკი საკუთარ თავს „ნახევრად

დემოკრატს და ნახევრად

რესპუბლიკელს უწოდებს“. „სადღაც

შუაში ვარ, სოციალურად ლიბერალი

და ფისკალურად კონსერვატორი“, –

აღნიშნა მან ერთხელ. ელონი დონალდ

ტრამპის საპრეზიდენტო მრჩეველთა

კომიტეტის წევრი იყო, რომელიც

მას შემდეგ დატოვა, რაც ტრამპმა

აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების

შეთანხმებიდან გამოიყვანა.

საპრეზიდენტო არჩევნების

პერიოდში მასკი ღიად აკრიტიკებდა

პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს:

„კარგად ვგრძნობ, რომ ის არ არის

ამ თანამდებობისთვის შესაფერისი

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მასკი

ეკრანული Tony Stark-ის რეალური

სახეა. სწორედ ჩვენი სტატიის გმირია

რობერტ დაუნი უმცროსის ყველაზე

გახმაურებული პერსონაჟის ინსპირაცია

ფილმში „რკინის კაცი“. ფილმებთან

ელონის კავშირი ამით არ ამოიწურება

– იგი ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ საკულტო

ავტომანქანას ფლობს. 1977 წლის

„ბონდიანაში“ გადაღებულ მანქანაში,

აუქციონზე, მან 866 000 დოლარი

გადაიხადა.

როცა წარმატების მიზეზებზე ეკითხებიან,

უპირველეს ყოვლისა, გაგიკვირდებათ

და ადამიანის სისუფთავეს, პირად

ჰიგიენას ასახელებს. „ჩემი დილა

ადრე ადგომით, ახალი დღისთვის

მადლიერების გამოხატვით,

მედიტაციით... და აუცილებლად შხაპის

მიღებით იწყება“, – აღნიშნავს იგი.

ელონი რისკიანი, ძალიან მშრომელი

და უკიდურესად მომთხოვნი ადამიანია.

„მასთან მუშაობას კომფორტულ

გამოცდილებას ვერ ვუწოდებ“, –

52 aprili 2018


აღნიშნავს დოლი საინი, SpaceX-ი

ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი

ხელმძღვანელი, – „არასოდესაა

კმაყოფილი საკუთარი თავით და

გარშემომყოფი ადამიანების მუშაობით.

ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს

საკუთარი თავისგან – ისევე, როგორც

მასთან მომუშავე ხალხისგან. ასე რომ,

სახიფათო მტერია და ეშინია, რომ

მისმა გაძლიერებამ ადამიანთა მოდგმის

გადაშენებამდე არ მიიყვანოს სამყარო.

მასკს – მომავლის ადამიანს,

დაგეგმილი აქვს სამყარო კოსმოსური

ინტერნეტით უზრუნველყოს. Space

X-იბრძვის ნებართვის ასაღებად, რომ

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხელოვნური

ინტელექტი ატომურ იარაღზე საშიშია

ადამიანს ამსგავსებენ. ესენია სტივ

ჯობსი, ტონი სტარკი და მამამისი –

ეროლ მასკი.

ის კვირაში ორჯერ ვარჯიშობს, 85-100

საათი მუშაობს, სძინავს 6 საათი და

ყოველ დილით, 7 საათზე იღვიძებს.

ასეთია მასკის – მსოფლიოში ყველაზე

დიდი ინოვატორის, კაცობრიობის

მომავალზე ორიენტირებული მაგნატისა

და მარტოსული ბიზნესმენის ცხოვრება.

როცა მუშაობ ელონ მასკთან, უნდა

შეეგუო იმ დისკომფორტს, რომელსაც

ის ქმნის, მაგრამ სწორედ ასეთ სამუშაო

გარემოში გაქვს საშუალება გაიზარდო

ისე, როგორც არსად, არავისთან, რაც

ოფლის ყოველი დაღვრილი წვეთის

ფასად ნამდვილად ღირს“.

ელონი ხშირად საუბრობს ხელოვნურ

ინტელექტზე და ახლო მომავალში

მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი

ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთი ყველაზე

სატელიტურად მოამარაგოს მსოფლიო

ინტერნეტით.

ცოტა ხნის წინ, ელონმა – მსოფლიოს

ერთ–ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა,

70 მილიონი დოლარის ღირებულის

სასახლეები იყიდა ლოს-ანჯელესის

ყველაზე პრესტიჟულ, ვარსკვლავურ

უბან Bel Air-ში და ამჟამად სამხრეთ

კალიფორნიის სამეზობლოში 5 ასეთ

სასახლეს ფლობს.

მასკს ეჯავრება, როცა 3 კონკრეტულ

სულ ახლახან, მარტის შუა რიცხვებში,

ელონი ტექსასში SXSW ფესტივალს

დაესწრო თავის ძმასთან, ქიმბელთან

ერთად, სადაც საკმაოდ საინტერესო

დიალოგი შედგა ფესტივალის წამყვან

ჯონათან ნოლანსა და მასკს შორის.

ინტერვიუს ბოლოს კი, ელონმა და

ქიმბელმა, რომლებიც ტექსასელი

კოვბოის ქუდებსა და ჩექმებში იყვნენ

გამოწყობილნი, სიამოვნებით შეასრულეს

ცნობილი ქანთრი – My little Buttercup,

რითაც დამსწრე საზოგადოება ძალიან

გაახალისეს.

mza CiTili

„მზა ჩითილი“

კომპანია „მზა ჩითილი“ აწარმოებს

ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს.

ჩვენ ვართ პირველი კომპანია

საქართველოში, რომელიც ამზადებს

როგორც ჩვეულებრივ, ასევე დამყნობილ

ჩითილებს. ამისათვის ვიყენებთ უახლეს

იტალიურ ტექნოლოგიებსა და რობოტებს

(დანადგარებს).

WG Techno

„მზა ჩითილი“ დაფუძნდა კომპანია

WG Techno (წყლისა და გაზის

ტექნოლოგიები)-ს მიერ, რომელიც

არის თანამედროვე სარწყავი

სისტემების პირველი და ყველაზე დიდი

მიმწოდებელი. ამასთანავე, კომპანია

თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის

მილებს, რომლებიც ადგილობრივი

ბაზრის გარდა, გადის ექსპორტზე

მეზობელ ქვეყნებში.

WgTechno-მ მიიღო ISO 9001: 2015

სერტიფიკატი PE მილების წარმოებაში,

ასევე სარწყავი სისტემის დიზაინის

შექმნაში, გაყიდვებსა და ინსტალაციაში.

ჩვენი ფილიალები:

თბილისი, რაფაელ აგლაძის ქ. 37 – 0322 30 98 90;

გორი, ცხინვალის გზატკეცილი N:4 – 599 63 60 30;

წნორი, აღმაშენებლის ქ. 47 – 555 41 87 06;

მარნეული, რუსთაველის ქ. 70 – 0322 18 08 40;

info@mzachitili.com

fb.com/mzachitili

fb.com/wgtechno

www.mzachitili.ge

www.farmershop.ge

www.entrepreneur.ge 53


ნუ დაუჯერებ მითებს!

მითი თუ რეალობა

ნინა მენთეშაშვილი

ავტორი: ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი,

მარკეტერი და

ლექტორი. კომპანია

AlterSocks-ის

თანა -დამფუძნებელი

ძალიან ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორები

არიან წარმატებული ანტრეპრენერები, თანაც ეს მითები

იმდენად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე, რომ ერთი

შეხედვით შესაძლოა მართალიც ეგონოს ადამიანს. ბევრი

თქვენგანის წარმოდგენაში ცნობილი ანტრეპრენერები

თითქოს განსაკუთრებული ნიჭით და ძალებით დაჯილდოებული

სუპერგმირებივით არიან, რომლებიც ჩვეულებრივი

მოკვდავებისგან განსხვავებულ უნარებს და წარმატებული

ბიზნესის შექმნის საიდუმლო ფორმულას ფლობენ.

ამგვარი მითები და წარმოდგენები, თქვენს მისწრაფებას,

რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც გახდებით წარმატებული

ანტრეპრენერი, თითქოს აფერხებს და გადაულახავ

წინაღობებს უქმნის; „ჩვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი ვართ

და ის ანტრეპრენერული „სუპერძალები“ არ გვაქვს, რაც

წარმატებული ბიზნესის შექმნას სჭირდება“, – ფიქრობთ თქვენ

და ეს ფიქრი კიდევ უფრო გაშორებთ საკუთარ სურვილსა და

მიზანს, რომ წამოიწყოთ თქვენი ბიზნესი.

მოდი, დავამსხვრიოთ ეს მითები ანტრეპრენერების შესახებ,

რათა ვეღარასოდეს შეგაშინონ და გადაგეღობონ მცდარი

სტერეოტიპები თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშ, ასე:

54 aprili 2018


მითი

#1

ანტრეპრენერად უნდა დაიბადო

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის

გარკვეულ თანდაყოლილ უნარებზე, განსაკუთრებულ ნიჭსა

და ხასიათის თვისებებზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა

იგი წარმატებული ანტრეპრენერი. სკოლებსა და უმაღლეს

სასწავლებლებში არ ისწავლებოდა მეწარმეობა, რადგან

არსებობდა შეხედულება, რომ ანტრეპრენერობას ვერ ისწავლი

– ანტრეპრენერად უნდა დაიბადო. დღესდღეობით ეს მიდგომა

შეიცვალა, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანს

შეუძლია ისწავლოს და გამოიმუშავოს ანტრეპრენერობისთვის

საჭირო უნარ-ჩვევები. სწორედ ამიტომ, ევროპისა და ამერიკის

წამყვანმა უნივერსიტეტებმა და ტრენინგცენტრებმა, ახლახან კი

უკვე ქართულმა ბიზნესსკოლებმაც, პროგრამაში მეწარმეობის

საგანი შეიტანეს, რომელზეც დასწრების მსურველ სტუდენტთა

რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

მითი

#2

ანტრეპრენერები ხშირად გაუმართლებლად რისკავენ

ანტრეპრენერობა ასოცირდება გარისკვასთან, არასტაბილურ

ფინანსურ შემოსავალსა და ქაოსურ სამუშაო გარემოსთან.

დიახ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სტაბილურ სამსახურზე

უარს ამბობს და საკუთარ ბიზნესს იწყებს, ნამდვილად რისკავს,

თუმცა ეს რისკი გონიერ მეწარმეებს ყოველთვის კარგად აქვთ

წინასწარ დათვლილი და შეფასებული. კარგი ანტრეპრენერი

არასოდეს მიდის ექსტრემალურ ან გაუმართლებელ რისკზე,

პირიქით – როგორც წესი, მათი გადაწყვეტილება ახალი

ბიზნესის წამოწყებისა, ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი

ანალიზისა და სიღრმისეული გათვლების შედეგია.

არასტაბილური და ქაოსური სამუშაო გარემოც მხოლოდ

საწყის ეტაპზე ახასიათებთ სტარტაპკომპანიებს. მას შემდეგ,

რაც ბიზნესმოდელი და კომპანიის საოპერაციო სტრუქტურა

დაიხვეწება, ყველაფერი მწყობრში დგება და კომპანია ჯანსაღ

სამუშაო გარემოში აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

მითი

#3

ანტრეპრენერები აუცილებლად ახალგაზრდები არიან

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ სტარტაპერობა და

ანტრეპრენერობა მხოლოდ ახალგაზრდა ხალხის საქმეა, რის

გამოც 40-50 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ,

რომ მათთვის შეუფერებელი იქნება ცხოვრების ამ ეტაპზე

ახალი საქმიანობის წამოწყება, ამიტომ სტარტაპკომპანიის

შექმნისგან თავს იკავებენ. სინამდვილეში კი, მსოფლიოში

ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სწორედ ასაკიანი

ადამიანები ხშირად ახალგაზრდა მეწარმეებზე მეტად

წარმატებულებიც კი ხდებიან, რადგან მათ უფრო დიდი

ცხოვრებისეული და სამუშაო გამოცდილება აქვთ, რომელიც

ყოველმხრივ ეხმარებათ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი

იმისა, თუ როგორ შეიძლება ასაკიანმა ადამიანმა წამოიწყოს

წარმატებული ბიზნესი, არის ამერიკელი ანტრეპრენერი

კოლონელ სანდერსი, რომელმაც ერთ-ერთი უდიდესი სწრაფი

კვების ქსელი KFC 62 წლის ასაკში დააარსა.

მითი

#4

ანტრეპრენერებს არ სჭირდებათ განათლების მიღება

ამ მითის დაბადებასა და გავრცელებას იმ ფაქტმა შეუწყო

ხელი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულმა რამდენიმე

ანტრეპრენერმა, მაგალითად ბილ გეითსმა, სტივ ჯობსმა,

მაიკლ დელიმ და მარკ ცუკერბერგმა, უნივერსიტეტში

გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მალევე შეწყვიტეს სწავლა

სხვადასხვა მიზეზთა გამო და ამის მიუხედავად, უდიდეს

წარმატებას მიაღწიეს. თუმცა მაინც არ ღირს ამ ადამიანების

და მათი ცხოვრებისეული ისტორიების განზოგადება, რადგან

მათ იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვით, როგორც წესი,

ადამიანებს პირიქით – ძალიან ეხმარებათ განათლება

წარმატების მიღწევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა

ეს ცოდნა მიღებული აქვთ ბიზნესისადმინისტრირების,

მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროებში.

მითი

#5

ანტრეპრენერობას ძალიან ბევრი ფული სჭირდება

ბიზნესის დაწყება ბევრისთვის ძალიან დიდ თანხასთან

ასოცირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კომპანიის

შესაქმნელად, უდიდესი ინვესტიციის დაბანდებაა საჭირო.

გარკვეული საწყისი კაპიტალის გარეშე, რა თქმა უნდა,

ვერცერთი მეწარმე ვერ წამოიწყებს ბიზნესს, თუმცა სხვადასხვა

კომპანიის საინვესტიციო მასშტაბები ძალიან განსხვავდება

ერთმანეთისგან და ყველაფერი თქვენს ბიზნესიდეაზეა

დამოკიდებული. შესაძლოა ისეთი იდეა გქონდეთ და იმგვარი

ბიზნესმოდელი შეარჩიოთ, რომ სულაც არ დაჯდეს მისი

განხორციელება ასტრონომიული თანხა. იმაზე ფიქრსა და

ლოდინს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ძალიან დიდი ფულის

მფლობელები გახდებით, რომელსაც ბიზნესში დააბანდებთ,

სჯობს დაიწყოთ იქიდან, სადაც ამჟამად ხართ და რამდენის

საშუალებასაც არსებული ფინანსური მდგომარეობა გაძლევთ.

დღესდღეობით წარმატებულმა ბევრმა მულტიმილიონიანმა

კომპანიამ, წლების წინ ავტოფარეხში გახსნილი ოფისითა

და პატარა ფილიალით დაიწყო საქმიანობა, ხოლო შემდეგ,

წლების განმავლობაში, ნელ-ნელა განვითარდნენ და

გაიზარდნენ.

***

ზემოთ ჩამოთვლილი მითებისა და მსგავსი მცდარი

მოსაზრებების გაგონებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ

ყველას შეუძლია გახდეს ანტრეპრენერი და წარმატებასაც

მიაღწიოს. აქ ასაკი, იღბლიანობა და მსგავსი ფაქტორები

გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. წარმატებული კომპანიის

შესაქმნელად, „სუპერძალები“ ნამდვილად საჭიროა, თუმცა

ისინი ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში აღმოაჩინოს

და განავითაროს, ვისაც ანტრეპრენერული მოწოდება და

საკუთარი ბიზნესის შექმნის ჟინი აქვს. ნუ დაუჯერებთ მითებს

და გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიზნესის დასაწყებად ყველაზე

საჭირო „სუპერძალები“ გამბედაობა, მონდომება, შრომა და

თქვენი საქმის სიყვარულია!

www.entrepreneur.ge 55


56 aprili 2018


ლევან ჩიკვაიძის ინტრაპრენერული პორტრეტი

ავტორი: ნინო ედილაშვილი

როცა დიდ ორგანიზაციაშიც ახერხებ,

შეინარჩუნო ანტრეპრენერული

სულისკვეთება, იყო მუდმივად

ინოვაციური და კორპორაციულ

რუტინას არ მისცე საშუალება,

შეგზღუდოს ახალი პროდუქტებისა

და მომსახურების დანერგვაში, არც

გონივრული რისკების საკუთარ

თავზე აღებაში – ორგანიზაციის

მომავალი განვითარების

სასარგებლოდ!.. წაიკითხეთ ლევან

ჩიკვაიძის ინტრაპრენერული

პორტრეტი ქართულ

ENTREPRENEUR-ში ანტრეპრენერებისა

და ინტრაპრენერებისათვის, და არა

მხოლოდ მათთვის...

თუკი რაიმეს შექმნის ან შეცვლის სურვილი

გაქვს, უპირველესად, საკუთარი თავის მართვა

უნდა შეძლო. იყავი მომთხოვნი შენი თავის

მიმართ. სირთულეების გავლა გიწევს? არ

გაჩერდე.

ენციკლოპედია!

ინტრაპრენერი

პერსონა,

რომელიც დიდი

ორგანიზაციის

შიგნით ბიზნესის

რეორგანიზაციის

და სწრაფი

განვითარების,

ახალი, ინოვაციური

პროდუქტებისა

და მომსახურების

დანერგვაზე

მუშაობს და

საკუთარი ბიზნესის

დაწყების ნაცვლად,

ანტრეპრენერული

სულისკვეთებით

კარიერას დიდ

ორგანიზაციაში

აგრძელებს.

გაუმართავი, გამოუსადეგარი ინფრასტრუქტურა,

არაკვალიფიციური კადრები... სახელმწიფოს

კუთვნილებაში არსებული „საქართველოს

ფოსტისთვის“ გენერალურ დირექტორად ლევან

ჩიკვაიძის დანიშვნა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მან დაამტკიცა, რომ სწორი გადაწყვეტილებების

მიღების გზით, არაკლასიკური ტიპის ბიზნესის

(რომელიც ვალდებულია უნივერსალური

საფოსტო მომსახურება მიაწოდოს საქართველოს

მოსახლეობას) განვითარებაც კი შესაძლებელია

მოკლე ვადაში. ლევანი გუნდთან ერთად იზიარებს

კომპანიის ყველა წარმატებას, და ფიქრობს, რომ

ყველაფერი მენეჯმენტისა და კვალიფიციური

კადრების დამსახურებაა.

მის ამბიციურ გეგმაში გზა კომპანიის სრული

კომერციალიზაციისა და პრივატიზებისკენ

მიდის. გზა – სახელმწიფო კომპანიიდან, კერძო

საერთაშორისო დონის ბიზნესისკენ.

www.entrepreneur.ge 57


„ჩემი განვლილი პროფესიული გზა

ძალიან ჰგავს „საქართველოს ფოსტის“

მიერ განვლილ გზას. პირველი 9 წელი

საჯარო სამსახურებში ვმუშაობდი:

1990-იანი წლები, განადგურებული

ეროვნული ინფრასტრუქტურა, მძიმე

გადაწყვეტილებები, ბუნდოვანი

პერსპექტივა. შემდგომი 7 წელი

კერძო კომპანიებში გადავინაცვლე:

სწრაფი გადაწყვეტილებები, უსაზღვრო

პერსპექტივები... სწორედ ასეთია

„საქართველოს ფოსტის“ უახლესი

ისტორია: სახელმწიფო საკუთრებაში

არსებული კომპანიის განვითარების

უსაზღვრო პერსპექტივით (კომპანია

დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია)“.

ჩიკვაიძისეული

მართვის სტილი

ლევანის მართვის სტილი სრულ

ნდობაზეა დამყარებული. იგი ენდობა

ერთი მიზნის მიღწევისკენ დაუღალავად

მშრომელ ერთიან გუნდს. ამბობს, რომ

მკაცრი დირექტორი არ არის. „ჩემი

მოვალეობაა თანამშრომლებს შევუქმნა

სამუშაო გარემო და მოტივაცია. ისეთი,

რომ მათ მიეცეთ საშუალება საკუთარი

შესაძლებლობების რეალიზაციისა“,

თუმცა ასევე ამატებს: „ასეთი

შესაძლებლობის არ ან ვერ გამოყენების

შემთხვევაში, „მკაცრი“, ხშირ

შემთხვევაში, მძიმე გადაწყვეტილებები

მიიღება და ეს საჭიროა სწრაფი

წინსვლისთვის. თუმცა, უპირველეს

ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ

ვარ მომთხოვნი. ბავშვობიდან არა,

ზრდასრულ ასაკში ჩამომიყალიბდა ეს

დამოკიდებულება, როცა სამყაროზე

შეხედულებები დავალაგე“.

მართვის სტილი კი აშშ-ში მიღებული

გამოცდილებით ჩამოუყალიბდა.

საქართველოში ამერიკულ კომპანიასთან

მუშაობის ორწლიანი გამოცდილების

შემდეგ, ლევანი ამერიკის შეერთებულ

შტატებში, უკვე მსხვილი ამერიკული

კომპანიის სათაო ოფისში აღმოჩნდა.

რამდენიმეწლიანი ცხოვრების დროს,

მან ამერიკაში რამდენიმეჯერ შეიცვალა

პოზიციაც და კომპანიაც. მიაჩნია,

რომ ამერიკა „შესაძლებლობების

გამჟღავნებისა და სურვილების

დაკმაყოფილების“ საუკეთესო შანსს

იძლევა.

„მე ამერიკულ ბიზნესგარემოს დიდ

პატივს ვცემ. ეს არის ატმოსფერო,

სადაც საკუთარი შესაძლებლობების

გამომჟღავნება და რეალიზება შეგიძლია.

ალბათ, საქართველოშიც ადამიანთა დიდ

უმრავლესობას უნდა, რომ ასეთი გარემო

იყოს. ქართული კანონმდებლობა

ამას ხელს უწყობს, დანარჩენი კი

მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაზე და

შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

მე ბოლომდე დავიხარჯები ასეთი

გარემოს შესაქმნელად“, – ამბობს

ლევანი.

წარმატებისკენ

გადადგმული პირველი

ნაბიჯები

2012 წლის შემოდგომაზე,

„საქართველოს ფოსტაში“ მისულ

ჩიკვაიძეს სავალალო მდგომარეობა

დახვდა. განადგურებული

ინფრასტრუქტურა, გაუმართავი

საოპერაციო ქსელი და დაბალი

კვალიფიკაციის კადრები საფოსტო

ვალდებულების მინიმალურ დონეზე

შესრულებასაც კი შეუძლებელს ხდიდა.

ზომები სასწრაფოდ იყო მისაღები.

დრო არ ითმენდა. ლევან ჩიკვაიძემ

ყველაზე უკეთ იცოდა, საიდან უნდა

დაეწყო. მან გადაწყვიტა, უპირველესად

კვალიფიციური კადრები მოეზიდა.

„მენეჯმენტი სრულად შევცვალე,

დავაკომპლექტე ისეთი ადამიანებით,

რომელთა შორის ზოგიერთის

მისწრაფება ჩემსასაც კი აჭარბებდა.

დღეს მე მეამაყება და მიხარია, რომ

მათთან ერთად მიწევს მუშაობა“.

ლევანს და მის გუნდს კომპანიის მიერ

მომსახურების გაწევის პარალელურად,

მოუწია ეზრუნა საოპერაციო და

ლოგისტიკური სქემების შექმნაზე.

გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა,

განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა

სერვისცენტრები, დაინერგა მოგებაზე

ორიენტირებული პროდუქტები, საიდანაც

მიღებული შემოსავლით, ჩამოშლილი

ინფრასტრუქტურის განახლება იქნებოდა

შესაძლებელი. შემდეგი ნაბიჯი უკვე

საოპერაციო ნაწილის გამართვა

და საერთაშორისო სტანდარტთან

დაახლოება იყო.

რეალობადქცეული

ჩანაფიქრი

უნივერსალური საფოსტო მომსახურების

პრინციპებიდან გამომდინარე,

თითოეული მოქალაქის უფლება,

შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო

მომსახურება, ჩიკვაიძის გუნდმა

მალევე რეალობად აქცია. შეიქმნა

ტექნოლოგიურად განვითარებული,

მომხმარებელზე ორიენტირებული,

ხარისხზე აქცენტირებული სანდო

კომპანია. მომხმარებელმა ახლა

იცის, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ

წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ

დროს, „საქართველოს ფოსტა“

გზავნილს ყველაზე საიმედოდ და

სწრაფად მიიტანს. შედეგი ციფრებში

მალევე აისახა. გამოკითხვებმა

აჩვენა, რომ უკვე 2014-2015 წლებში

„საქართველოს ფოსტას“, წინა

წლებთან შედარებით, 80%-ით მეტი

მომხმარებელი ენდობოდა, ხოლო

2017 წელს გზავნილების საერთო

რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

„ყოველთვის უნდა ჰკითხო საკუთარ

თავს, რისი მიღწევის სურვილი გაქვს

და რამდენად დიდია ეს სურვილი,

რათა მიზნის მიღწევაში დაგეხმაროს.

ვფიქრობ, ადამიანის შესაძლებლობები

უსაზღვროა. მთავარია, სურვილი

იყოს დიდი“, – ამბობს გენერალური

„ფოსტმასტერი”.

ამჟამად „საქართველოს ფოსტა“ მთელი

ქვეყნის მასშტაბით 82 სერვისცენტრითაა

წარმოდგენილი. იგეგმება რამდენიმე

ახალი ცენტრის დამატება და

არსებულების განახლება/გაფართოება.

კომპანია ასევე გეგმავს ელექტრონული

პლატფორმის ახალი პროექტის

შეთავაზებას მომხმარებლისთვის. თუმცა,

პრიორიტეტი საფოსტო ტრანზიტისა და

ლოგისტიკური ქსელის განვითარებაა.

ამისათვის, თბილისის საერთაშორისო

აეროპორტის ტერიტორიაზე

გზავნილების დახარისხების ახალი,

თანამედროვე ცენტრი აშენდება.

ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს

საქართველოს, გახდეს კავკასიის

რეგიონული ჰაბი საერთაშორისო

გზავნილების მიმართულებით.

კომპანიამ დანერგა მომხმარებელზე

ორიენტირებული არაერთი პროდუქტი.

მათ შორის, სულ ახლახან – „მალეო“,

58 aprili 2018


ლევან ჩიკვაიძე:

ცხოვრებაზე ადამიანური შეხედულებები ორნაირია: ერთია ის, როცა ელოდები, როდის დადგება შენთვის სასურველი

დრო, რომელიც, სამწუხაროდ, შესაძლოა არასოდეს დადგეს, და მეორეა, როცა საკუთარ თავში ეძებ მიზნის მიღწევის

საშუალებებს. მე საკუთარ თავში ვეძებ...

რომლის საშუალებით, მომხმარებელს

შეუძლია იყიდოს სასურველი ნივთი

გლობალურ ონლაინმაღაზიებში და

შენაძენი საქართველოს ნებისმიერ

რეგიონში მიიღოს.

გარდამტეხი მომენტი

კომპანიისთვის

„ჯიუტი ვარ, მიჭირს გადაწყვეტილების

შეცვლა“. სწორედ სიჯიუტემ მიაღებინა

გადაწყვეტილება 2016 წელს

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“

მმართველ ორგანოებში საქართველოს

კანდიდატურა პირველად წარედგინა.

მართალია, კვლევებით დასტურდებოდა

მომხმარებლის გაზრდილი კმაყოფილება

და საფოსტო გზავნილების ზრდაც ამაზე

მიუთითებდა, თუმცა საერთაშორისო

სტანდარტის მენეჯერს თავისი კომპანიის

საერთაშორისო აღიარება სჭირდებოდა.

სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის,

მენეჯმენტისთვის, ფოსტის 3000-მდე

თანამშრომლისთვის და ფოსტის ყველა

მომხმარებლისთვის. მსოფლიოს

192 ქვეყნის დელეგაციიდან 108-მ

საქართველოს მხარი დაუჭირა. ეს იყო

მსოფლიო აღიარება. გამარჯვებამ

დაამტკიცა, რომ წარმატებისკენ სწრაფვა

და დაუღალავი შრომა ნამდვილად

ფასდება.

გზა გლობალური

ბიზნესის სრულფასოვან

მოთამაშემდე

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული

კომპანიიდან, გლობალური ბიზნესის

სრულფასოვან მოთამაშემდე. ახლა

ამ გზას გავდივართ“, – სიამოვნებით

მიხსნის ლევან ჩიკვაიძე და ფიქრობს,

რომ დღეს, ბიზნესი, როგორც

არასდროს, თავისუფალია და ამისი

ერთ-ერთი მაგალითი მისი კომპანიაა.

იმ ფონზე, რომ სახელმწიფომ

„საქართველოს ფოსტას“ არ

მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები,

კომპანია თავისუფალ ბაზარზე სხვა

კონკურენტებთან ერთად მუშაობს და

წამყვან პოზიციას ფლობს. „ჩვენ ეს

შევძელით,“ – ამბობს ლევანი სიამაყით

და ამატებს: „სწორი მენეჯმენტის

წყალობით“.

თავისუფალი ბიზნესგარემო ლევანისთვის

ბაზარზე კერძო სუბიექტების

დამოუკიდებელ მონაწილეობას ნიშნავს,

რაც თავისთავად, ინოვატორული ნიჭის

გამჟღავნებას უწყობს ხელს, ინოვაცია კი

მსოფლიოს მომავალია. მიაჩნია, რომ

სწორედ ასეთი შეხედულებების გამო

ანდეს მას კომპანიის ფეხზე დაყენება.

„შედეგად, უნდა მივიღოთ ძლიერი

ეროვნული საფოსტო ოპერატორი“.

საფოსტო მომსახურების ბაზრის

ლიბერალიზაციის ვადა, რომელიც

ევროპული მხარის მიერ არის

განსაზღვრული, საქართველოსთვის

2019 წელს სრულდება. რეფორმების

დასრულებას სწორედ ამ დროისთვის

გეგმავს „საქართველოს ფოსტის“

გენერალური დირექტორი. „რაც

სწრაფად, მით უკეთესი“, – ამბობს

ინტრაპრენერი, რომელიც მუდმივად

მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

***

საუბარს ჩავლილი მატარებლის გუგუნი

გვაწყვეტინებს. ფოსტის მთავარი

ოფისი, თითქოს სიმბოლურად, ქალაქის

ცენტრალურ, ყველაზე ხმაურიან და

დატვირთულ ადგილას – ვაგზლის

მოედანზე მდებარეობს.

„ფიქრობთ, რომ ეს (ფოსტის

წარმატება) ყველაზე დიდი მიღწევაა

ჩემს ცხოვრებაში?“ – გამომცდელად

მეკითხება და აგრძელებს: „არა,

ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს.

შესაძლებლობების დიდი არეალი

იშლება მომავალში“.

www.entrepreneur.ge 59


ქართველი და-ძმის

ბიზნესტანდემი

ავტორი: გიორგი შარაშიძე, თამთა მარიდაშვილი

„საუკეთესო გზა, იწინასწარმეტყველო

მომავალი, არის ის, რომ თავად

შექმნა იგი“, – პიტერ დრუკერი

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

60 aprili 2018


www.entrepreneur.ge 61


საერთო სამუშაო სივრცე –

რომელმაც მსოფლიოში ახალი

სამუშაო კულტურა დაამკვიდრა

მას შემდეგ, რაც ამერიკაში საერთო

სამუშაო სივრცის იდეა პირველად

გაჩნდა, სამუშაო გარემო ბევრისთვის

რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე

ადამიანები (რომელთაც არ უწევთ

დამქირავებელი ორგანიზაციის ოფისში

ყოფნა ან არიან თვითდასაქმებულები,

სტუდენტები და ა.შ.) სახლის გარემოსგან

თავის დასაღწევად კაფეში მიდიოდნენ

სამუშაოდ, დღეს ეგრეთ წოდებული

„საერთო სამუშაო სივრცე“ მათთვის

მეორე სახლიც კი გახდა.

საერთო სამუშაო სივრცე,

სახელწოდებიდანაც ნათელია, რომ

არ არის ინდივიდუალური ოფისი,

რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ

ხარჯიანია. აქ ნებისმიერ მსურველს,

ვინც იხდის სერვისის საფასურს,

შეუძლია ისარგებლოს ერთიანი

სივრცით. როგორც წესი, სივრცე

მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს

სთავაზობს როგორც სამუშაოდ, ასევე

განტვირთვისთვის.

თუმცა, საერთო სამუშაო სივრცე

იმაზე ბევრად მეტი ღირებულების

მატარებელია, ვიდრე ეს ერთი

შეხედვით წარმოგიდგენიათ. საერთო

სამუშაო სივრცე არც მხოლოდ

კეთილმოწყობილი ფიზიკური გარემოა

და არც უბრალოდ ინდივიდუალური

ოფისის იაფი ალტერნატივა. იქ, სადაც

საერთო სამუშაო სივრცეა, გარკვეული

თემია, კავშირებია, ახალი იდეებია.

აქ სხვადასხვა თუ ერთი პროფესიის

ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს,

რომლებიც დიდი ალბათობით სხვაგან

ვერ შეხვდებოდნენ. ეს ადამიანები

სწავლობენ ერთმანეთისგან, უზიარებენ

იდეებს და ხშირად ახალ საქმესაც

ერთობლივად იწყებენ.

ათწლეულზე მეტია, რაც საერთო

სამუშაო სივრცეები საზღვარგარეთ

არსებობს და წარმატებით მუშაობს.

თუ ტრადიციულ მომხმარებელთა

სეგმენტს გადავხედავთ, ძირითადად

აქ ვხვდებით ახალ დაფუძნებულ ან/და

მცირე ზომის კომპანიებს, სტუდენტებს,

IT-სპეციალისტებს, ვებდეველოპერებს,

გრაფიკულ და ინტერიერის დიზაინერებს,

არქიტექტორებს, ფოტოგრაფებს,

ჟურნალისტებს და სხვ.

ამ ტიპის სამუშაო გარემოს, ბოლო სამი

წელია, საქართველოშიც ვხვდებით.

ქვეყანაში საერთო სამუშაო სივრცეების

დანერგვა, ალბათ, გარკვეულწილად,

სტარტაპების რიცხვის მატებამაც

განაპირობა. თბილისში პირველი

საერთო სამუშაო სივრცის გახსნის

მცდელობა CospoT-ის სახელს

უკავშირდება. თუმცა, არაცენტრალურ

ლოკაციაზე მდებარე ეს საერთო

სამუშაო სივრცე ერთ წელიწადში

დაიკეტა. შემდეგ, ბაზარზე ნელ-ნელა

გაჩნდა როგორც საერთაშორისო,

ასევე ადგილობრივი ბრენდები: Vere

Loft, Generator 9.8, Technopark,

Tbilisi Impact Hub, Regus, UG

Startup Factory და სხვა. მართალია,

ეს ყველა სივრცე საერთო კონცეფციას

ემსახურება, მაგრამ მათ შორის

მნიშვნელოვანი განსხვავებები შეიმჩნევა.

უფრო კონკრეტულად – მაშინ, როცა

Generator 9.8-ა სოციალური კაფეს

ფუნქციასაც ითავსებს, Vere Loft-ი

და ახლა უკვე Terminal-ი მსოფლიო

სტანდარტის მქონე, წმინდა ერთიანი

სამუშაო სივრცის მაგალითია.

Vere Loft-მა და Terminal-მა იმითაც

დაგვაინტერესა, რომ ერთი იშვიათი და

წარმატებული ტანდემის მაგალითია.

გვინახავს ძმები მარგველაშვილების,

ძმები ფხაკაძეების საქმიანი

ტანდემი, მაგრამ რთულია, გაიხსენო

ქართველი და-ძმის მიერ ბიზნესის

ერთობლივად წამოწყების შემთხვევა.

Enterpreneur-მაც დიდხანს არ

დააყოვნა და პირდაპირ Vere Loft-ისა

და Terminal-ის დამფუძნებლებს – ეკა

და დათო თუშიშვილებს ეწვია და მათ

მიერ განვლილ გზასა და სამომავლო

გეგმებზე ესაუბრა.

VERE LOFT – როგორ გაჩნდა იდეა?

ამ ახალგაზრდა და-ძმის ქართულ

ბაზარზე საქმიანობა იდეალური

მაგალითია იმისა, თუ რამდენად

სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს

ქვეყნისთვის საზღვარგარეთ მიღებული

განათლება თუ პროფესიული

გამოცდილება. მათ წარმატებით იმუშავეს

ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი,

ინგლისი, შვეიცარია, ჩეხეთი. ერთ-ერთ

მათგანს ისეთ მსხვილ კომპანიაშიც კი

უმუშავია, რომელსაც საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი ფინანსური

რესურსები აქვს.

დათო: „დიდ კომპანიაში მუშაობა

ძალიან გამომადგა. მე ვნახე, თუ

როგორ მუშაობს სტრუქტურა შიგნიდან.

თუმცა იმასაც მივხვდი, რომ მე კი

ვმუშაობდი 24 საათი, მაგრამ ფულს

ისინი „აკეთებდნენ“. მივხვდი – თუ

მინდა, წარმატებას რეალურად მივაღწიო

ცხოვრებაში, თვითონ უნდა შევქმნა

რაღაც ახალი“.

ხოლო ეკასთვის ინსპირაციის წყარო

ჟურნალში Forbes Woman წაკითხული

ორი მეწარმე ქალის ისტორია გახდა.

ამ ისტორიებმა იგი დაარწმუნდა, რომ

თუ სხვა აბსოლუტურად ჩვეულებრივმა

ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ

სტიმული, მიზანი და შრომისმოყვარეობა,

წარმატებული მეწარმე ქალის სახელის

დამკვიდრება შეძლეს, ეს მისთვისაც

შესაძლებელი იქნებოდა.

შთაგონებულმა და-ძმამ ქართულ

ბიზნესგარემოში ერთობლივი საქმიანობა

გადაწყვიტა და დააარსეს ჰოლდინგი

სახელწოდებით, Tushiconcept,

რომლის ერთ-ერთი პირველი პროექტია

Vere Loft.

ალბათ დაგებადებათ შეკითხვა, რატომ

დაბრუნდნენ საქართველოში, როცა

მსგავსი ტიპის პროფესიონალებს

ანტრეპრენერული გზის გავლა

საზღვარგარეთაც თავისუფლად

შეეძლოთ. საქმე იმაშია, რომ

ზაფხულობით ახლობლების

მოსანახულებლად ჩამოსული და-ძმა

ხედავდა, რომ გარკვეული ტიპის

ბაზრები ფაქტობრივად აუთვისებელი

იყო. ყველაზე მეტად უკვირდათ ის,

რომ თითოეულ უბანში მომსახურების

ობიექტების შეზღუდული ასორტიმენტი

ხვდებოდათ – იყო ეს ლომბარდი, ბანკი,

რესტორანი თუ სხვა. მეტიც – ერთხელ

თვითონვე დადგნენ პრობლემის წინაშე:

როდესაც სამუშაო სივრცე დასჭირდათ,

აღმოაჩინეს, რომ 6 თვეზე მცირე ხნით,

ოფისის დაქირავება თბილისში ჭირდა.

გარდა ამისა, ვერც ისეთი საერთო

სამუშაო სივრცე იპოვეს, რომლის

მსგავსსაც უცხოეთში სწავლისას თუ

მუშაობისას სტუმრობდნენ ხოლმე.

62 aprili 2018


აქედან გამომდინარე იფიქრეს, რომ მათ

გარდა სხვებსაც, მათ შორის ფიზიკურ პირებს

თუ სტარტაპებს, ანალოგიური პრობლემა

ექნებოდათ.

ამას ემატებოდა ისიც, რომ იმ შეზღუდული

ფინანსური რესურსით, რომელიც მათ ჰქონდათ,

აქ უფრო შეეძლოთ დიდი და კარგი პროექტი

შეექმნათ, ვიდრე რუსეთში ან ლონდონში, სადაც

ბაზარი უკვე ისედაც გაჯერებული იყო.

როცა მამა ჩვეულებრივი ინვესტორია

ვინაიდან და-ძმის დანაზოგი ბიზნესის

წამოწყებისთვის საკმარისი არ იყო, მათ

ინვესტიციის მიღების მიზნით მამას მიმართეს,

მაგრამ არა როგორც ოჯახის წევრს, არამედ

როგორც პოტენციურ ინვესტორს. როგორც

Entrepreneur-თან საუბრისას გაირკვა, მამას

5 სხვადასხვა ბიზნესგეგმა წარუდგინეს.

მათთვის მოულოდნელად, მიღებული

ბიზნესწინადადებებიდან მამამ სწორედ საერთო

სამუშაო სივრცის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი,

მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით,

ფინანსურად არცთუ მომგებიანი ბიზნესი იყო.

თუმცა, როგორც ეკა და დათო თუშიშვილები

ხსნიან, პროექტის მთავარი კრიტერიუმი

ინოვაცია და საქართველოს განვითარება იყო.

დათო: „რომ არა საოჯახო ინვესტიცია,

ალბათ უფრო რისკიან და მასშტაბურ პროექტს

წამოვიწყებდით“.

იდეაზე მუშაობის დაწყებიდან, Vere Loft-ის

გახსნას ერთი წელი დასჭირდა. გახსნიდან უკვე

ერთ წელიწადში, კომპანიამ შეძლო

Breakeven -ზე გასვლა.

ანტრეპრენერობისთვის აუცილებელ თვისებებზე

საუბრისას, ეკა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია

იფიქრო განსხვავებულად, იყო შრომისმოყვარე,

მომთმენი და გქონდეს რწმენა, რომ ყველაფერი

გამოგივა.

ეკა: „იმდენი ადამიანია, რომელიც გეუბნება –

ვერ გააკეთებ, არ ღირს ამად, დროს კარგავ,

ფულს კარგავ... გვქონდა დღეები, როცა

ლოფტში საერთოდ არავინ შემოდიოდა, მაგრამ

ვიცოდით – დრო და მოთმინება იყო საჭირო“.

მართლაც, გავიდა დრო და ნათელი გახდა, რომ

ბიზნესმა გაამართლა. მანამდე თუ მხოლოდ

ინდივიდუალურად შემოდიოდნენ, ახლა

ჯგუფებიც დაინტერესდნენ. თუ ადრე ძირითადად

ერთდღიანი/მოკლე პაკეტები იყიდებოდა,

დღეს 6-თვიან, ერთწლიან სერვისს იღებენ,

ენციკლოპედია!

ბიზნესგეგმა

წერილობითი

დოკუმენტი,

რომელიც აღწერს

ბიზნესის იდეას,

მიმოიხილავს

ბაზარს,

კონკურენციას,

გაყიდვებისა და

მარკეტინგის

სტრატეგიის

თავისებურებებს

და შეიცავს

პროგნოზს მოგება/

ზარალის შესახებ

მინიმუმ სამწლიან

პერიოდზე. ბიზნეს

გეგმა ბიზნესის

ერთგვარი

რუკაა, რომელიც

აღწერს, თუ რა

მიმართულებით

უნდა განვითარდეს

ბიზნესი

მომავალში.

სასურველია,

ბიზნესგეგმა

შეიცავდეს

ინფორმაციას

კომპანიის

დამფუძნებლებისა

და მენეჯმენტის

შესახებ.

ენციკლოპედია!

Breakeven

როდესაც ბიზნესის

შემოსავლები

ხარჯების ტოლია.

შესაბამისად,

კომპანიას არც

მოგება აქვს, არც

ზარალი.

რაც ფინანსური პროგნოზირების საშუალებას

იძლევა. წარმატების ნიშანი იყო ისიც, რომ უკვე

Google-ის ტრენდებშიც შეიმჩნეოდა თბილისში

საერთო სამუშაო სივრცისადმი დაინტერესება.

მალე, Yellow Pages-ზეც გაჩნდა ერთიანი

სამუშაო სივრცის კატეგორია და შესაბამისი

კომპანიების ჩამონათვალი. ნათელი იყო, რომ

Vere Loft-ის დაარსებით, მათ საქართველოში

ერთგვარი ახალი სამუშაო კულტურა

დაამკვიდრეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, Vere Loft-ში

ერთწლიანი სტატისტიკა ასეთია:

გაიყიდა: სხვადასახვა ტიპის 1700 აბონემენტი

პროფესია: დაახლოებით 57 პროფესიის

ადამიანი

წარმომავლობა: 42 ქვეყნის წარმომადგენელი

საშუალო ასაკი: 30-33 წელი

სქესი: ძირითადად, მამაკაცები

მომხმარებელთა 28%: საქართველოში

მცხოვრები უცხოელები

დაბრუნებული მომხმარებელი: 1-თვიანი პაკეტის

მომხმარებელთა 70%

თუმცა იყო მოულოდნელობები!

თუ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე,

და-ძმა მომხმარებლებად უმეტესად 18-23

წლამდე სტუდენტებს მოელოდა, Vere Loft-ში

საშუალო წლოვანება 30-35 წელი დაფიქსირდა.

დამფუძნებლებისთვის სიურპრიზი იყო ასევე ის,

რომ Vere Loft-ის წევრების პროფესია უფრო

მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

განსაკუთრებული გაკვირვება კი და-ძმაში მაინც

შეხვედრების ოთახისადმი წარმოშობილმა

მოთხოვნამ გამოიწვია. დიდი კომპანიები,

მათ შორის ბანკებიც, რომლებსაც სივრცეც

აქვთ და საჭირო ინფრასტრუქტურაც, მათთან

ქირაობენ შეხვედრების ოთახს. მაგალითად,

თუ ადამიანური რესურსების მენეჯერს

კანდიდატებთან აქვს გასაუბრება, ურჩევნია

ორივე მხარისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე

გაესაუბროს.

იყო სირთულეებიც...

საქართველოში ჩამოსულ და-ძმას ძალიან

გაუჭირდა გამკლავებოდა დედლაინების მიმართ

ქართულ დამოკიდებულებას.

ასევე, ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელსაც ეკა

საქართველოში წააწყდა, არაპროფესიონალი

კადრის საკითხია. სანამ სასურველ კადრს

www.entrepreneur.ge 63


ჩემში ყოველთვის

არსებობდა

ქალი ანტრეპრენერი

იპოვის, იგი ნებისმიერ საქმეს თავად

ითავსებს – იქნება ეს მიმტანობა თუ სხვა.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას

უთმობს პერსონალის ტრენინგებს და მათ

განვითარებაზე ზრუნვას. ეკას აზრით,

ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის,

როცა კადრი პროექტის განხორციელების

პირველივე ეტაპიდანაა ჩართული,

რადგან ამ დროს მას სამუშაოსა

და ორგანიზაციისადმი სრულიად

განსხვავებული დამოკიდებულება

უვითარდება. მისთვის თანამშრომელი

მთავარი სიმდიდრეა ბიზნესში.

შეკითხვაზე, თუ რისი შიში აქვთ ქართულ

ბიზნესგარემოში, დათო ყურადღებას

სავალუტო კურსის ცვალებადობაზე

ამახვილებს. და-ძმას სესხი დოლარში

აქვს აღებული, ხოლო მომსახურებას

ლარში ყიდის. ლარის გაუფასურება კი

სესხს აძვირებს.

დათოს აზრით, ასევე სირთულეს

წარმოადგენს ქართული მოსახლეობის

დაბალი მსყიდველუნარიანობა.

იგი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა

პროდუქტისა თუ სერვისის შერჩევისას

ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში

ხარისხს უყურებენ, ჩვენთან მთავარი

განმსაზღვრელი ფასია. ქართველ ხალხს

არ აქვს საშუალება ფული გადაიხადოს

ხარისხში. თუმცა, მისივე თქმით, ეს

ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება.

ახალი პროექტი – როცა წარმატება

გიბიძგებს, არ გაჩერდე

სირთულეებისა თუ სიურპრიზების

მიუხედავად, წარმატებულმა

ბიზნეს-ტანდემმა ეკას და დათოს ახალი

პროექტის დაწყებისკენ უბიძგა. ბევრიც

არ დააყოვნეს და უკვე ამა წლის

მარტში, ამჯერად მულტიფუნქციურ

სივრცეში გაჭრეს წითელი ლენტი,

სადაც სხვადასხვა პროფესიის, სქესის,

ეროვნებისა და იდენტობის ადამიანებს

თუ ადამიანთა ჯგუფებს ელიან, ახალი და

საინტერესო პროფესიული მოგზაურობის

დასაწყებად. სივრცის სახელწოდებაც

შესაბამისია – Terminal.

Vere Loft-მა და-ძმას ძალიან ღირებული

გამოცდილება შესძინა, რაც Terminal-ის

უკეთ დაგეგმვასა და ორგანიზებაში

დაეხმარათ.

64 aprili 2018


უფრო კონკრეტულად კი, Vere Loft-ში

მიღებული გამოცდილებით, Terminal-ში

4 ძირითადი ცვლილება დანერგეს:

1. სივრცის მაქსიმალური მორგება

მოთხოვნასთან: „ვერე ლოფტში“

მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა,

რომ ადამიანთა ჯგუფებისგან (მაგ.

მცირე ფირმა, რომელსაც რამდენიმე

თანამშრომელი ჰყავს) შედარებით

იზოლირებულ ე.წ. ბოქს-ოფისებზე

იყო მოთხოვნა. აქედან გამომდინარე,

დაამატეს ბოქს-ოფისები, რომელთაც

Gate-ები დაარქვეს. ასევე, გაზარდეს

საკონფერენციო დარბაზების

სივრცე, რომლებიც ახლა უკვე გარე

მომხმარებლებისთვისაცაა განკუთვნილი.

ახალი გამოცდილება,

ახალი ცხოვრების

სტილი

2. ხარჯების ოპტიმიზაცია: დახარჯული

ინვესტიცია კვადრატულ მეტრზე

Terminal-ში 215 ლარით ნაკლებია

Vere Loft-თან შედარებით, რაც,

გარდა ფართის მოცულობის გაზრდის

ხარჯზე გაკეთებული ეკონომიისა,

დამფუძნებლების მიერ ხარჯის მეტი

კონტროლისა და პრაქტიკული

გამოცდილების შედეგად მოხერხდა.

ასევე, Vere Loft-მა თუ ერთი წლის

შემდეგ შეძლო Breakeven-ზე გასვლა,

Terminal-ი, პესიმისტური სცენარითაც

კი, 3 თვეში დაფარავს ყოველთვიურ

საოპერაციო ხარჯებს.

3. დირექტორის საწყის ეტაპზე

შერჩევა: ტერმინალის შემთხვევაში,

მიიღეს გადაწყვეტილება, საწყისი

ეტაპიდანვე მოეხდინათ საოპერაციო

და მარკეტინგული საკითხების

დელეგირება პროექტის დანიშნულ

დირექტორზე, რაც არ მომხდარა Vere

Loft-ის შემთხვევაში და როგორც დათო

ამბობს, „გამზადებულზე მიიყვანეს“

დირექტორი, რაც დიდი შეცდომა იყო და

არ გაამართლა.

4. ბენეფიტები: ტერმინალი უფრო

მეტ აქცენტს ამახვილებს გარემოზე

და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც

Terminal-ის მომხმარებლები მიიღებენ

აქ მუშაობისას, მათივე მაქსიმალური

პროდუქტიულობისთვის. Terminal-ში

მომხმარებლებს შესთავაზებენ იოგას

კლასებს, ფილმის ჩვენებებს, ივენთებს,

ფასდაკლებებს სხვა ობიექტებზე

და ა.შ. როგორც დათო ამბობს,

გადამწყვეტი იქნება „არა ფასი, არამედ

ბენეფიტები“.

www.entrepreneur.ge 65


ენციკლოპედია!

ბიზნესის

დივერსიფიკაცია

სტრატეგია,

რომელიც

ითვალისწინებს

კომპანიის

არსებული

პორტფელისთვის

ახალი

პროდუქტებისა

და მომსახურების

დამატებას

შემოსავლების

ახალი წყაროების

გაჩენისა და

ახალი ბაზრების

ათვისების მიზნით.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებში და-ძმა საერთო სამუშაო

სივრცის ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტად

გაფართოებას გეგმავს. კერძოდ კი, ყოველ წელს

ერთი ობიექტის დამატებას, რაც შესაძლებელს

გახდის სერვისის ფასის ან/და შეთავაზებული

პაკეტის მიხედვით სეგმენტაციას. ისინი აქტიურად

სწავლობენ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს,

რათა სეგმენტაცია კლიენტების მოთხოვნიდან

გამომდინარე გააკეთონ. რეგიონებში

გაფართოებას ამჟამად ჰოლდინგი არ გეგმავს,

თუმცა გამორიცხული არ არის სეზონური საერთო

სამუშაო სივრცეების მოწყობა.

დათო: „ინდუსტრიაში ლიდერები ვართ და გვინდა

შევინარჩუნოთ ეს სტატუსი. გვსურს

მომხმარებელს ის მესიჯი მივაწოდოთ, რომ

ჩვენ მათ არა ფიზიკურ სივრცეს, არამედ ახალ

გამოცდილებას, ახალი ცხოვრების სტილს

ვთავაზობთ“.

თუმცა, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ,

მხოლოდ ერთ ინდუსტრიაში დარჩენას არ

გეგმავენ და ბიზნესის დივერსიფიკაციას არ

გამორიცხავენ

დათო: „საქართველოში, ნებისმიერ ინდუსტრიაში

რომ შეხვიდე, არის სივრცე, სადაც შეგიძლია

იყო ინოვატორი და აჯობო მოთამაშეს – გნებავთ

ხარისხით, გნებავთ მიდგომით, თუ ტექნოლოგიური

ცვლილებით“.

ასე რომ, შესაძლოა Tushiconcept-ი მომავალში

რადიკალურად განსხვავებულ სფეროში ვიხილოთ.

ეკა: „მატარებელი რელსებზე მამამ დადგა და

ჩვენ გვინდა Tushiconcept-ის ბევრი ვაგონი

შევქმნათ, სხვადასხვა სფეროს ბიზნესები

დავამატოთ და ყოველივე ეს, ერთ დიდ

მატარებლად იქცეს“.

TERMINAL-ის

ღირებულებათა

პირამიდა

განტვირთვის მრავალფეროვანი საშუალებები (იოგას კლასები,

ფილმის ჩვენებები, ივენთები) და ახალი ადამიანების უკეთ გაცნობის

შესაძლებლობა

მრავალფეროვანი სამუშაო სივრცე (ინდივიდუალური თუ ჯგუფური

მაგიდები, ბოქსოფისები, შეხვედრების ოთახები, საკონფერენციო

დარბაზები)

განტვირთვის საშუალებები (კაფეტერია, დივანი)

და ახალი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა

კომფორტული სამუშაო გარემო

(სასიამოვნო ინტერიერი)

იაფი ფიზიკური სივრცე

როდის უნდა გადაინაცვლო ღირებულებათა

პირამიდის უფრო მაღალ საფეხურზე? როცა უფრო

მაღალი ღირებულების შეთავაზებით, დამატებითი

(ზღვრული) შემოსავალი მეტია ამ შეთავაზებით

გამოწვეულ დამატებით (ზღვრულ) დანახარჯებზე.

თუმცა გამოწვევა არის ის, რომ ზღვრული

შემოსავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია –

მაშინ, როცა ზღვრული დანახარჯის დათვლა

მარტივი გახლავთ. ამ გამოწვევის ერთ-ერთი

გამკლავების გზა შეიძლება იყოს პოტენციური

მომხმარებლების გამოკითხვა, თუ რამდენს

გადაიხდიდნენ დამატებით სერვისებში. სერვისების

ეტაპობრივად დამატება კი დაგეხმარებათ ამ

გამოკითხვის ვალიდურობის შეფასებაში.

66 aprili 2018


3 რამ, რაც ვისწავლეთ:

როგორ უნდა აღმოაჩინო, რომ

შენში ანტრეპრენერული სულია?

ხვდები, რომ სადაც მუშაობ, ძირითადად

შენ აკეთებ ღირებულ საქმეს, ხოლო

მფლობელი „აკეთებს“ ფულს? გაქვს

საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა?

ქმნი ახალს? მაშინ შენში არის

პოტენციალი, გახდე ანტრეპრენერი!

მოექეცი თანამშრომლებს ისე,

როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ!

აგრძნობინე მათ, რომ საერთო საქმეს

აკეთებთ. ამისათვის, საწყისი ეტაპიდანვე

ჩართე გადაწყვეტილებების მიღების

პროცესში. აგრძნობინე, რომ იმაზე

უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს ერთი

შეხედვით ჩანს; რომ ორგანიზაციის

წარმატება, მათი წარმატებაც არის.

წარმატების შემთხვევაში, ფინანსური

წახალისებაც არ დაგავიწყდეთ! შედეგად,

ისინი უფრო მაღალი პასუხისმგებლობით

მოეკიდებიან საქმეს.

იყავი ორიენტირებული მაღალი

ღირებულების შექმნაზე!

მაღალი ღირებულების შექმნაზე

ორიენტაცია ბიზნესის გრძელვადიანი

წარმატების საწინდარია. Vere

Loft-ისა და Terminal-ის შემთხვევაში,

ეს ღირებულება პროდუქტიულობის

გაზრდაა. რა თქმა უნდა, ყველას

სურს და ენდომება, ჰქონდეს მაღალი

პროდუქტიულობა, და ამაში ფულის

გადასახდელადაც მზად იქნებიან, თუ

გაზრდილი პროდუქტიულობით მიღებული

სარგებელი იმაზე მაღალი იქნება,

ვიდრე სერვისზე დახარჯული თანხა.

www.entrepreneur.ge 67


68 aprili 2018


E R M I N A

www.entrepreneur.ge 69


ბიზნესგანათლება

#1 პრიორიტეტად!

10 000-ზე მეტი გადამზადებული

ბიზნესი და 12 000-ზე მეტი

ბენეფიციარი სტარტაპერი -

ასეთია თიბისი ბანკის მიერ ბიზნესის

მხარდასაჭერად განხორციელებული

პროექტების შედეგი. ბიზნსეგანათლება

და სტარტაპერების მხარდაჭერა ბანკის

სოციალური პასუხისმგებლობის და

ლოიალობის ზრდისკენ მიმართული

სტრატეგიის ნაწილია.

რა გჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად?

იდეა, რომლისაც გჯერათ, თანხა, რომელსაც

დააბანდებთ და ცოდნა, რომელსაც

გამოიყენებთ. იდეების გენერირება თქვენით

შეგიძლიათ. ფინანსური და ინტელექტუალური

მხარდაჭერა კი, საწყის ეტაპზე ყველა ტიპის

ბიზნესს სჭირდება.

„გვსურს ქვეყანაში ბიზნესის მხარდამჭერი

საუკეთესო კომპანია ვიყოთ და ჩვენს არსებულ

თუ პოტენციურ კლიენტებს ხელი შევუწყოთ

არა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით, არამედ,

განათლების კუთხითაც“, - ამბობს თიბისი

ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე,

ნიკა ქურდიანი.

ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები,

კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და

აგროფორუმები და მათში მონაწილეობა

ყველა მსურველისთვის სრულიად უფასოა.

2014 წელს დაწყებული ბიზნესგანათლების

პროგრამის ფარგლებში, გადამზადების კურსი

10 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. 2018 წლის

პირველ კვარტალში კი, გადამზადებულების

რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა. ამავე წელს

ბიზნესგანათლების პროგრამას 10 მიმართულება

და 13 ტრენერი დაემატა. უახლოეს მომავალში კი,

ემოციური გაყიდვების, სასტუმროს მენეჯმენტის,

ემოციური ინტელექტისა და ფინანსური ანალიზის

კურსები ამოქმედდება.

„თიბისი პირველი ბანკი იყო, რომელმაც

ბიზნესგანათლების მხარდაჭერის პროექტები

პრიორიტეტად დაისახა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის

ნაწილიცაა და ამავე დროს, კომპანიის იმიჯსა და

მომხმარებლის ლოიალობაზეც აისახება. გვსურს,

როდესაც ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერს

ახსენებენ, პირველად სწორედ თიბისი

გაახსენდეთ“.


ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის

ფარგლებში, ჭავჭავაძის 11-ში მდებარე თიბისის

ტრენინგცენტრის გაფართოება იგეგმება.

ტრენინგებსა და მასტერკლასებზე დასწრება

ნებისმიერ მსურველს მრავალჯერადად და

უფასოდ შეუძლია. თემატიკა მრავალფეროვანია

– პროექტის ბიუჯეტირებიდან და საგადასახდო

კანონმდებლობიდან დაწყებული, სოციალური

მედიამარკეტინგითა და ადამიანური რესურსების

მართვით დამთავრებული. ლექტორები ის

პროფესიონალები არიან, ვის ლექციებზეც

ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მაგალითად,

ლევან ლეფსვერიძე – სარეკლამო სააგენტო

Leavingstone-ის დამფუძნებელი და კანის

ფესტივალის არაერთი ჯილდოს მფლობელი.

ინდივიდუალური კონსულტაცია ბაზარზე

ძვირადღირებული, თიბისი ბანკის მიერ კი

კლიენტებისთვის უსასყიდლოდ შეთავაზებული

კიდევ ერთი სერვისია. დაინტერესებულ

პირს თავად შეუძლია შეარჩიოს საინტერესო

მიმართულება, სააპლიკაციო გვერდი შეავსოს და

პროფესიული კონსულტაცია მიიღოს. სფეროს

ექსპერტი ყოველ ბიზნესს ინდივიდუალურად

განიხილავს და თითოეულ მსურველს შესაბამის

რჩევას მისცემს.

თიბისი ბანკმა არასაბანკო სერვისები

ერთ პლატფორმაში www.tbcbusiness.ge

გააერთიანა, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ

ონლაინსემინარებს, ჩამოტვირთოთ

ბიზნესლიტერატურა, გაიაროთ ონლაინკურსები და

გაეცნოთ ბიზნესთან დაკავშირებულ საინტერესო

სიახლეებს.

თიბისი ბანკი რეგიონებშიც ჩავიდა.

თელავში, დედოფლისწყაროსა და

საგარეჯოში, ფერმერებისთვის უკვე ჩატარდა

აგროფორუმები. დაინტერესებულმა პირებმა

სტარტაპ აგროპროექტების, მეცხოველეობის,

რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-

სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და

უპირატესობების, ასევე მათთვის საინტერესო

სხვა საკითხების შესახებ კვალიფიციური

ინფორმაცია ექსპერტებისგან მიიღეს. დადებითი

გამოხმაურებებისა და დაინტერესებული

ფერმერების სიმრავლის გამო, აგროფორუმები

სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

„გვსურს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით

წელს უფრო აქტიურები ვიყოთ. გუნდში ძლიერი

სპეციალისტები გვყავს და ვფიქრობთ, თიბისი

აგროსექტორისთვისაც საუკეთესო მხარდამჭერი

ბანკი გახდება.“

განახლებული ტრენინგ ცენტრი


ლევან

ლეფსვერიძე

სარეკლამო სააგენტო

Leavingstone-ის

დამფუძნებელი.

ანდრო

დგებუაძე

კომპანია Alive-ის

დამფუძნებელი.

კავკასიის უნივერსიტეტის

ლექტორი

მარიამ ქოიავა

IFRS-ის ექსპერტი, ACCA-ს

წევრი, ჰარვარდის ბიზნეს

სკოლის HBX CORE პროგრამის

კურსდამთავრებული,

Savvy Consulting-ის

მმართველი პარტნიორი

გელა

მღებრიშვილი

საკონსულტაციო კომპანია

Nexia TA-ის მმართველი

პარტნიორი

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, ერთი წლის წინ

დაწყებული „სტარტაპერი“ იმ ადამიანების

ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, რომელთა

იდეებსაც განვითარების პოტენციალი აქვთ.

ფინანსური განათლების მიმართულება პროგრამა

„სტარტაპერსაც“ დაემატა და ტრენინგებითა

და მასტერკლასებით სარგებლობა ახლა უკვე

დამწყებ ბიზნესებსაც შეუძლიათ.

„ვამატებთ მასტერკლასების ფორმატს.

მოდერატორი და მასპინძელი ანდრო დგებუაძე

იქნება. შევეცდებით, ბიზნესური და არაბიზნესური

თემები დავაკავშიროთ. ამ ფორმატის ფარგლებში,

კონკრეტული სფეროს სპეციალისტებს

მოვიწვევთ: ცნობილ რეჟისორებს, სპორტსმენებს

და მათი საქმიანობის სტარტაპერობასთან

გავლებულ პარალელებს მოვისმენთ. ამით

სტარტაპერების ინსპირაციასა და მოტივაციას

გავაძლიერებთ.“

სტარტაპერების მხარდაჭერა და ბიზნესგანათლების

პროგრამა ნიკა ქურდიანის აზრით, პირდაპირ

თანხვედრაშია თიბისის ხედვასთან.

„თიბისი ქმნის შესაძლებლობებს როგორც ადამიანებისთვის,

ისე ბიზნესისთვის. როცა იდეას მოისმენ, აიტაცებ, მის ავტორს

განათლებას მისცემ და მხარს დაუჭერ, გრძნობ, რომ მნიშვნელოვან

საქმეს აკეთებ, ეს საქმე კი ქვეყანას წაადგება.“



მიწოდების

თეორია,

"სთორების"

თხრობა

და ოსკარ

უაილდის

"ბედნიერი

უფლისწული"

ხდებოდა თავის

ქალაქში. თუმცა, როცა

მაღალზე შემოსვეს,

ძვირფასი ქვები

ჩაუდგეს თვალებად

და ოქროთი შემოსეს,

დაინახა, თუ როგორ

უჭირდათ ადამიანებს.

მდიდრები კი მხოლოდ

დროსტარებითა და

სხვათა დამცირებით

იყვნენ დაკავებულნი.

რადგან ის ქანდაკებაა,

ამიტომ მერცხალს

დახმარებას სთხოვს,

შემოაცალოს

ძვირფასეულობა და

გაჭირვებულ ხალხს

დაურიგოს.

უაილდის ამ ზღაპარში,

ამ ერთ დიდ ამბავში

კიდევ რამდენიმე

პატარ-პატარა ამბავია გაშლილი.

ერთ-ერთია მეგობრობა და ერთგულება.

ზამთარი მოვა და ბოლო სიკეთის

გაკეთების შემდეგ, მერცხალი გაყინული

დაეცემა უფლისწულის ქანდაკების

ქვეშ. უფლისწულს კი ტყვიის გული

გადმოუვარდება და ისიც მერცხალთან

ერთად გაგორდება.

„მომიტანეთ ორი უძვირფასესი რამ

მთელი ქალაქიდან“, – უთხრა ღმერთმა

თავის ანგელოზს.

ანგელოზმა კი მას ტყვიის გული და

მკვდარი ჩიტი მიართვა.

ასე სრულდება ოსკარ უაილდის ზღაპარი

„ბედნიერი უფლისწული“.

მაგრამ ეს არ არის დასასრული –

„ანტერპრენერისთვის“ დასაწყისია, რომ

უფრო ფართოდ გაახილოს თვალები და

დაინახოს, რა სურს მომხმარებელს.

„ბედნიერი უფლისწული“ მთლად

ზღაპარიც არ არის. მთელი

ფილოსოფიაა ამბის თხრობის შესახებ.

ავტორს რამდენიმე მიმართულება აქვს

გაშლილი: ადამიანთა ბედნიერება და

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის

სპეციალისტი, ლექტორი.

„კატიანი და მეგობრების“

დამფუძნებელი.

ზღაპრების ორი წიგნის

ავტორი.

უბედურება; სიკეთის კეთება/საკუთარის

დათმობა; ნამდვილი მეგობრობის არსი

და ღმერთის არჩევანი.

თბილი ქვეყნებისკენ გადამფრენი

მერცხალი უცხო ქალაქში ხვდება და

უფლისწულის ქანდაკებას ესაუბრება.

ვიდრე ქანდაკებად გადაიქცეოდა,

იგი რეალურად ვერ ხედავდა, რა

ეს დიდი მეგობრობის „ამბავია“, როცა

მერცხალი ვერ შეძლებს უფლისწულის

მიტოვებას და მეტიც – საკუთარ თავს

გაწირავს, რათა მეგობრის ჩანაფიქრს

ბოლომდე ემსახუროს. ასეთი მეგობრობა

სამაგალითოა. ასეთ მეგობრობაზე

საუბრობს ოსკარ უაილდი. ასეთი

მეგობრის ყოლაა სანატრელი, რომელიც

ყველას არ შეუძლია.

ბოლოს კი, როცა ქალაქის თავი,

გნებავთ, ქალაქის მერი, ქანდაკებასა და

მერცხალს ურნაში მოისვრის, ღმერთი

ანგელოზებს დაავალებს, ორი ძვირფასი

„რამის“ მოტანას. ანგელოზები მას

გაყინულ მერცხალს და უფლისწულის

გულს მიართმევენ.

ამბის თხრობას ჩვენ ყოველდღიურ

ცხოვრებაში ვიყენებთ. მაშინ, როცა

ოჯახში ვსაუბრობთ, როცა მეგობრებს

ვხვდებით, როცა შვილებს ვესაუბრებით,

ჩვენი ვერბალური კომუნიკაცია

ყოველდღიურად სწორედ პატარ-პატარა

ამბებისგან შედგება.

74 aprili 2018


ამბის თხრობა ხელოვნებაა,

რომელიც ადამიანთა ემოციებზე

აისახება და გავლენას ახდენს მათ

გადაწყვეტილებებზე. მისი მთავარი

ფუნქციაა ადამიანთა ყურადღების

მიპყრობა პირველსავე წუთებიდან;

დაინტერესება ამბის გაგრძელების

პროცესში, სიმპათიის გამოწვევა

მთავარი გმირის მიმართ და ბოლოს –

ადამიანთა დაფიქრება. ეს ერთგვარი

ემოციების მართვის ხელოვნებაა,

რადგან ადამიანები თანამედროვე

რეკლამებისგან გამიჯნულად

მოქმედებენ.

ამბის თხრობა, იგივე სთორითელინგი,

მარკეტინგში გამოიყენება

მომხმარებელთა „გულების

დასაპყრობად“; მომსახურებისა

თუ პროდუქციის სწორი

პოზიციონირებისთვის, გაყიდვების

სტიმულირებისთვის და სხვ.

ჩვენ, ადამიანებს, თანამედროვე

სამყაროში ამბები მოგვწონს, ამბები

გვიზიდავს, ამბები განსაზღვრავენ

ჩვენს ქმედებას, ამბებს შეუძლია

გაგვამხიარულოს, „რაღაცის

გაკეთებისკენ“ გვიბიძგოს; ამბებით

გვექმნება შთაბეჭდილება და ეს ამბები

უკეთ გვამახსოვრდება.

მაიკლ დევისის კვლევების თანახმად,

ნაამბობი ისტორიებიდან ინფორმაციის

65-75%-ს, ხოლო სტატისტიკური

ინფორმაციის მხოლოდ 5-10%-ს

ვიმახსოვრებთ.

საკუთარი აუდიტორიის განსაზღვრა

და მათი გაგება ყოველთვის

აუცილებელი იყო და იქნება. ამბის

თხრობის მნიშვნელობა არასოდეს

შეიცვლება, მაგრამ ტექნოლოგიები

და მომხმარებელთა ქცევა ყოველთვის

ცვალებადია – ისევე, როგორც

ადამიანთა სურვილები, ოცნებები,

მისწრაფებები, და 2018 წელი იქნება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ

ანტერპრენერებისთვის, ვინც ბიზნესს

აწარმოებს და მას ამბების თხრობას

უკავშირებს, ან კიდევ თავად ამ

ბიზნესის შესახებ ამბებით მოუთხრობს

საზოგადოებას.

საინტერესო ამბავი საოცარი სისწრაფით

ვრცელდება და ეს ანტერპრენერის

ჩაურევლად ხდება. ადამიანები თავად

ერთვებიან ამბების გავრცელების ჯაჭვურ

სისტემაში. ე.წ. ლაივ ივენთების შექმნა

მიბმულია სთორითელინგთან, რადგან ამ

დროს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც

ამბების მოსმენა აინტერესებთ, ერთად

იკრიბებიან, განიხილავენ, მსჯელობენ,

ისმენენ.

ყველაფერი მიწოდების თეორიას

ეყრდნობა.

თანამედროვე ადამიანისთვის ემოციების

გამომწვევი მცირე სიუჟეტები, გნებავთ

„სთორები“, ხდება გასაღები საკუთარი

გრძნობების გახსნისა, რომელიც

შესაძლოა მიძინებული იყოს გონების

ათასმეერთე უჯრაში.

ხშირად რთულია გადაწყვეტილების

მიღება. მით უფრო მაშინ, როცა

აუცილებლად მისაღებია. სწორედ

ამ დროს ჩვენ ვეძებთ პასუხებს

წიგნებში, ინტერნეტში, თუმცა

ყველაზე „ახლობლური“ მაინც ამბად

მონათხრობი ისტორიაა, რომელიც

გვარწმუნებს გადაწყვეტილების

სისწორეში.

მთელი არსი სთორითელინგისა

არის ის, რომ მომხმარებელმა

მარტივად გაიგოს, რისი თქმა

გსურს. სიმარტივე მნიშვნელოვანია

აღქმისთვის, რადგან ამბავი ტვინის

მარჯვენა სფეროს მიეწოდება და

იქ მუშავდება სიმბოლოების სახით.

ამიტომ „სთორითელინგი“ მშვენიერი

ინსტრუმენტია კეთილგანწყობის

მოსაპოვებლად.

„სთორითელინგს“ იყენებენ

ჟურნალისტები, მწერლები,

კოპირაიტერები, ჩვენ –

ანტრეპრენერები. ამ ნაამბობში

მხატვრული ღირებულებები უნდა

არსებობდეს და სწორედ ამ დროს, ჩვენ

წარმოვიდგენთ ნაამბობს ფრაგმენტებად,

რომლებიც კიდევ გვიხსნიან წარმოსახვის

უჯრებს და ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ

მონათხრობის შესაბამის სურათებს...

წარმოდგენილი სურათები პირდაპირ

კავშირშია გაყიდვებთან. პროდუქტზე

დიდი მოთხოვნაა სწორედ მაშინ,

როცა მყიდველი „იწვის“ წყურვილით,

რომ რაც შეიძლება მალე იყიდოს

და დაისაკუთროს იგი, მისი გახდეს.

მომხმარებლის „მოწყურება“

შესაძლებელია სწორი ისტორიის

მიწოდებით. საინტერესო ისტორიები

სწორედ ამიტომ იქმნება, რომ მათ

შეძლონ მომხმარებლის გონებასა და

გულში წვდომა.

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია

მოგიყვეთ: როცა „გადმოვაგდე ვაზას“

ლეგენდას ვაკეთებდი, გადავწყვიტე,

იგი რამდენიმე ნაწილად დამეყო.

ჩემი მთლიანი ამბავი პატარ-პატარა

„სთორებად“ დავყავი. თითოეულ

მათგანს საკუთარი ვიზუალი მიჰყვებოდა

და ყოველგვარი რეკლამირების გარეშე

ჩაითრია აუდიტორია.

ჩემს ამბავს, ხმაურის შექმნისა და

ინტერესის გამოწვევის მიზანი ედო

საფუძვლად და ეს მიზანი მიღწეულ იქნა.

ახლა, ვინც „კატიანი და მეგობრების“

შესახებ ფლობს ინფორმაციას, იცის,

რომ „გადმოვაგდე ვაზას“ ლეგენდა

ჩვენი შექმნილია.

ნებისმიერი ამბავი საჭიროებს

იდეას. იდეა კი უნდა ემსახურებოდეს

კონკრეტულ მიზანს. მიზნის მისაღწევად,

ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ამოცანები,

ბოლოს კი ვაანალიზებთ და ვაფასებთ.

კარგი ამბის დასაწერად, თქვენ

გჭირდებათ შესავალი, კვანძის გახსნა,

კონფლიქტი, განვითარება, კვანძის

შეკვრა და დასასრული.

ნებისმიერი დრამატურგი ამ სცენარს

იყენებს საკუთარი ამბის შესაქმნელად.

„სთორითელინგში“ უნდა ჩართოთ

იუმორი, შესაძლებელია თვითირონიაც –

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის,

ან რა ტიპის პროდუქტისთვის ქმნით

ამბავს. მთავარია, პირველსავე წუთში

შეძლოთ მსმენელის დაინტერესება.

ამბავი უნდა იყოს გულწრფელი და

მარტივი.

ამბავი, რომელსაც პროდუქტის

სტიმულირებისთვის ქმნით, უნდა

იყოს მოკლე და გასაგები. იგი უნდა

შეიგრძნოს მსენელმა და მისთვის

უნდა გახდეს ბიძგის მიმცემი, რათა

იმოქმედოს, იყიდოს, გასინჯოს და კვლავ

დაგიბრუნდეთ უკან.

მომავალში, როცა ოფიციალურად

დავსაქმდები (სასურველ სამსახურს

თუკი ვიპოვი) და ჩემი ხელმძღვანელი

მეტყვის, – მომიტანე მარკეტინგული

კომუნიკაციისთვის საჭირო ორი

ძვირფასი ინსტრუმენტი, – მე მას ლამაზ

ამბავს და ოსკარ უაილდის ზღაპარს –

„ბედნიერ უფლისწულს“ მივუტან.

www.entrepreneur.ge 75


მოთმინებითა შენითა

მოიპოვე მოგება შენი

ავტორი: ხატია გელოვანი

„მასწავლებელი არ მყოლია“, – ამბობს სანდრო ბერიძე და

ქართულ ENTREPRENEUR-თან მის მიერ გავლილ გზას დეტალებში

იხსენებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საკუთარი

საქმის სიყვარულით, თავდადებით, მოთმინებითა და მუდმივი

განვითარების სურვილით, ყველა წინააღმდეგობის გადალახვაა

შესაძლებელი. „თუ არ შეგეშლება, ვერ გაიგებ, რა შეცვალო“, –

სანდროს ეს ფრაზა ბევრ დამწყებ ანტრეპრენერს დააფიქრებს,

რომ შეცდომისა და მარცხის გარეშე წარმატება არ არსებობს.

მთავარია, ვისწავლოთ ჩვენსავე შეცდომებზე, არ დავნებდეთ და

ყველა წინააღმდეგობაში, პრობლემის ნაცვლად, შესაძლებლობა

დავინახოთ.

კარტახენადან ტვირთის ჩამოსატანად

დიდი სიძნელეები გადალახა. გადამზიდ

კომპანიებს მასთან თანამშრომლობა

ქალაქში არსებული კრიმინალური

სიტუაციის გამო არ სურდათ... თუმცა,

ერთი მათგანი, რომელიც სახიფათო

დაჯგუფებებს და დაყაჩაღების საფრთხეს

არ შეუშინდა, მაინც გამონახა და ყავის

მარცვლები საქართველოში ჩამოიტანა.

ასეთი რთული შემთხვევა სანდრო

ბერიძის ცხოვრებაში პირველი არ

არის – სადაც „კარიდან არ უშვებენ“,

„ფანჯრიდან შედის“, მიზანს ყოველთვის

აღწევს. ასე აღმოჩნდა ბიზნესშიც.

მუშაობის დაწყება არაერთხელ სცადა,

თუმცა გული ყოველთვის საკუთარი

საქმისკენ მიუწევდა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების

ბოლოს გადაწყვიტა, ყავის იმპორტი

დაეწყო. სარისკო ნაბიჯი ბევრმა არ

მოუწონა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია.

საწყისი კაპიტალი 8 000 დოლარი იყო,

აქედან 5 000 – ნასესხები. „საკუთარი

მანქანა გავყიდე, მაგრამ მაინც არ

მყოფნიდა. შემდეგ თანხა მეგობარს

ვთხოვე – უარი მივიღე. ყავის შემოტანით

ბიზნესს ვერ ააწყობო, ასე მითხრა.

50%-იან წილს ვთავაზობდი, მაგრამ არ

აინტერესებდა. მისდა სამწუხაროდ, დღეს

ნანობს“, – გვიყვება BB Company-ს

დამფუძნებელი სანდრო ბერიძე.

კომპანია ყოველწლიურად

ვითარდებოდა და სანდრო ბერიძის

მიზანი, იტალიაში გასინჯული

უგემრიელესი „ესპრესო“

საქართველოში შემოეტანა, რეალური

ხდებოდა.

თავდაპირველად, რამდენიმე

კილოგრამი ყავა ჩამოიტანა და

კანტიკუნტად გაფანტულ კაფე-ბარებს

ჩამოუარა უმაღლესი ხარისხის

პროდუქციის შეთავაზებით. ფასი მაღალი

იყო, კაფე-ბარების შემოსავალი –

დაბალი. თუმცა, წუთითაც არ უფიქრია,

ხარისხის ხარჯზე ფასი შეემცირებინა.

„ან კარგად უნდა გამეკეთებინა, ანდა ამ

საქმეზე ხელი ჩამექნია. მეორე ადგილზე

ყოფნა არ შემიძლია. მინდა, საუკეთესო

ვიყო. თავიდანვე უმაღლესი ხარისხის

დანერგვა დავიწყე. ვყიდი იმას, რაც

მეც მომწონს. რაც არ მოგწონს, იმას

როგორ გაყიდი?“ მოკლედ, ხარისხი

პრიორიტეტია. ყოველთვის!

BB Company ოფიციალურად

2002 წელს დაარსდა. პირველი

იმპორტირებული პროდუქტი 20

კილოგრამამდე ყავა იყო. ასევე, ყავის

აპარატები. ხსნადი ყავის მომზადებაში

გამოწრთობილ კაფე-ბარებს არ

ესმოდათ, რატომ უნდა შეეძინათ

ძვირადღირებული ესპრესო და მის

მოსამზადებლად საჭირო აპარატები.

თუმცა, როგორც სანდრო ბერიძე ამბობს,

მისი პროფესია სწორი კომუნიკაციაა.

„კომპანია პირველსავე დღიდან

მომგებიანი იყო. რა თქმა უნდა,

გარკვეულ შემთხვევებში ვაგებდით

კიდეც, მაგრამ ყოველწლიურად

კომპანიის მოგება იზრდებოდა“, –

ამბობს სანდრო ბერიძე.

76 aprili 2018


ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

HORECA -ს წარმომადგენელთა დარწმუნების

შემდეგ, ჯერი illy-ზე – ყავის მწარმოებელ ცნობილ

იტალიურ კომპანიაზე, მიდგა. მათ თანხმობას,

პატარა ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტი

განეხორციელებინათ, წლები დასჭირდა.

კომპანიის დამფუძნებელი წარმომადგენლებს

თავად შეხვდა და დაარწმუნა, რომ

„საქართველოში ხარისხი ფასობს“ და მათ მიერ

წარმოებულ ყავასაც აუცილებლად დააფასებდნენ.

შედეგად, ბერიძე illy-სთან დღემდე

თანამშრომლობს. გაყიდვის მაჩვენებლებში კი

ყოველწლიური ზრდა აქვს.

ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა

პარტნიორ კომპანიათა რიცხვი – BB Company-ს

სამზარეულოს ინვენტარის სრული პაკეტი,

სერვისი და ყავა HORECA-ს არაერთი

წარმომადგენლისთვის შემოაქვს და ბაზარზე

ლიდერის პოზიციას იკავებს. წარმატების

ერთ-ერთი საიდუმლოც ეს გახლავთ – პარტნიორი

კომპანიები მხოლოდ BB Companys-სთან

თანამშრომლობენ და ბევრ მომწოდებელთან

კომუნიკაცია აღარ უწევთ. „სჯობს საქმე

ერთ ადამიანთან გქონდეს და ყველაფერს

ერთი ელ.წერილით აგვარებდე, ვიდრე 10

კომპანიასთან გიწევდეს დეტალების გარკვევა“.

მუშაობის განმავლობაში, სანდრო ბერიძე არაერთ

სირთულეს გადააწყდა. „კაპუჩინოს“ პრობლემა

კი, მისი პრინციპის თანახმად, რომ ყველა

დაბრკოლება მხოლოდ წინსვლისთვის უნდა

გამოიყენო, დიდი წარმატების მიზეზად იქცა.

ენციკლოპედია!

HORECA

კვებისა და

ქეითერინგის

ინდუსტრიის

აბრევიატურა,

რომელიც

აერთიანებს

სასტუმროებს,

რესტორნებსა და

კაფეებს – Hotel,

Restaurant, Café.

www.entrepreneur.ge 77


თითოეული პროცესი, მოყვანიდან

დაფასოებამდე, ზეპირად ვიცი.

როგორც ბავშვს, ისე მინდოდა საფქვავი

მოწყობილობებით თამაში. თუკი

დაიჯერებ, რომ ყველაფერი გამოვა,

მართლა გამოვა

წარმოება მთლიანად ავტომატიზებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიების

დახმარებით, „მონდოს“ მოხალვის,

დაფქვის ან დაფასოების პროცესში

შეცდომის დაშვება, თითქმის

გამორიცხულია

„კაპუჩინოს” ტრადიციული გემოს

მიღება შეუძლებელი იყო. ეჭვი ხან

აპარატის ხარისხზე მიიტანეს, ხანაც

ყავის დაფქვის მეთოდებზე. დიდი ხნის

კვლევისა და ექსპერიმენტირების შემდეგ

კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რძის

„დამსახურება“ გახლდათ... „აპარატიც

შევცვალეთ, ყავაც, ფილტრებიც, და

შედეგი მაინც იგივე მივიღეთ. მერე

მივხვდით, რომ საქმე რძეში იყო“.

სანდრო ბერიძეს უკან არ დაუხევია!

5-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ,

საქართველოში ისეთი შემცველობის

რძის შემოტანა დაიწყო, რომელიც

იდეალური „კაპუჩინოს“ შესაქმნელადაა

საჭირო. „მოვნახეთ ყველაზე

დიდი კომპანია იტალიაში. ძალიან

გაუკვირდათ, როდესაც ამ პროდუქტის

მოყიდვა ვთხოვეთ. ექსპორტზე

საერთოდ არ მუშაობდნენ. ისევ ჩემი

კომუნიკაციის უნარი გამოვიყენე – რძის

შესაძენად 5 თვე ვრეკავდი. საბოლოოდ,

საქართველოში ჩამოვიდნენ. ფასი მათ

ადგილობრივ ბაზარზე 3-ჯერ ძვირი იყო,

ვიდრე ქართული რძისა საქართველოში.

ბოლოს მაინც დავარწმუნე,

კონტრაქტი გავაფორმეთ და დღეს

ამ რძეს სასტუმროებზე, კაფეებსა

და რესტორნებზე, დაახლოებით 20

ტონამდე ვყიდი“.

ყავის საკუთარი საწარმოს გახსნის იდეა

წლების წინ გაუჩნდა. მას მერე, რაც

ერთ-ერთ მომწოდებელთან კამათი

მოუვიდა, ისიც გააცნობიერა, რომ

ნებისმიერ მათგანთან ურთიერთობის

გაფუჭების შემთხვევაში, შემცვლელის

პოვნა დიდ დროსა და ენერგიას

წაიღებდა, წარმატებულ ბიზნესს კი

საფრთხეს შეუქმნიდა. „დავინახე, რომ

მომწოდებელს ერთ თვეში შეუძლია

შეცვალოს სიტუაცია ბაზარზე. ის წყვეტს

ჩემს ბედს“.

ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად,

დაახლოებით 5 წლის წინ ახალი იდეის

დამუშავება დაიწყო.

„ყველა კონტრაქტის დარღვევა

შესაძლებელია. ეს კი, ჩემი

კომპანიისთვის, რომელიც

ყოველწლიურად 25 პროცენტით

იზრდება, დიდი საფრთხეა. ვიფიქრე,

ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემი

საწარმო შემექმნა. მინდოდა, მყიდველის

შემდეგ, გამყიდველიც მე გავმხდარიყავი,

პრიორიტეტები თავად დამედგინა”.

თუმცა, დამოუკიდებლობამდე ჯერ კიდევ

დიდი გზა იყო გასავლელი.

უპირველესად, შეისწავლა, როგორ

მუშაობს ყავის საწარმო. თითქმის

ყველა დიდ წარმოებას თავად ეწვია –

ნაწილთან პროდუქციას იძენდა, რათა

პროცესისთვის თვალის შევლების

საშუალება ჰქონოდა. ინფორმაციის

მოპოვება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ

გეგმა მაინც განახორციელა.

„თითოეული პროცესი, მოყვანიდან

დაფასოებამდე, ზეპირად ვიცი.

როგორც ბავშვს, ისე მინდოდა საფქვავი

მოწყობილობებით თამაში. თუკი

დაიჯერებ, რომ ყველაფერი გამოვა,

მართლა გამოვა“.

და ფაქტია, რომ გამოვიდა!

როდესაც საქმე ინვესტიციაზე მიდგა,

საკუთარი რესურსების გამოყენების

შემდეგ, საბანკო სექტორს მიმართა.

თუმცა, პროექტი წლიდან წლამდე

იზრდებოდა და მეტ ბიუჯეტს

საჭიროებდა. ასე აღმოაჩინა სანდრო

ბერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს სააგენტო

„აწარმოე საქართველოში“. სააგენტომ

ბიზნესს დახმარება მილიონი დოლარით

გაუწია. საშეღავათო პირობების პირველი

ეტაპი 18 თვე გრძელდება – „მონდო“

სესხის ძირს არ ფარავს, 2 წლის

განმავლობაში კი მხოლოდ 1 პროცენტს

იხდის. „მონდოს“ დამფუძნებელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოსში“

ტოკიოსა და ჰონკონგში გამართულ

გამოფენებში მონაწილეობის

მისაღებად დახმარების გამოც

უმადლის. წარმოების ტექნოლოგიის

გასავითარებლად, კომპანიამ 60 ათასი

ევროს გრანტი EBRD-სგანაც (ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების

ბანკი) მიიღო.

საწარმოს კაპიტალმა 4 მილიონ

დოლარს გადააჭარბა. წარმოება

თავიდან პატარა როსტერით, 300

კვადრატული მეტრიდან დაიწყო და 5

000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ

ბიზნესად გადაიქცა.

საჭირო აღჭურვილობა საქართველოში

78 aprili 2018


დაფინანსების მოპოვებიდან მალევე ჩამოიტანეს.

პარალელურად, იქმნებოდა ბრენდი,

მიმდინარეობდა ყავის არომატზე მუშაობა –

ტექნოლოგები იტალიიდან და ნიდერლანდებიდან

ჩამოვიდნენ.

„ცუდი ყავა არ არსებობს. არსებობს ცუდად

შერეული ჯიშები. ხარისხი 3 თვისებით

ისაზღვრება: არომატით – დასხმის დროს,

გემოთი – როდესაც მიირთმევთ და შეგრძნებით –

რომელიც შემდეგ გრჩებათ“.

„მონდომ“ სრულფასოვანი ფუნქციონირება 2017

წლის გაზაფხულზე დაიწყო.

სანდრო ბერიძემ წელიწადნახევარი პოტენციური

პარტნიორების მოძიებას მოახმარა. მოიარა

ქვეყნები, გაეცნო მათ წარმოებებს, შეისწავლა

აპარატურა, დაესწრო ტრენინგებს, ყველაფერში

თავად გათვითცნობიერდა – „მასწავლებელი არ

მყოლია“. შეცდომებიც ბლომად დაუშვა – ყოფილა

შემთხვევა, როცა დანადგარი არასწორად უყიდია.

თუმცა, „თუ არ შეგეშლება, ვერ გაიგებ, რა

შეცვალო“.

ყავას „მონდო“ დაარქვეს – სიტყვა იტალიურად

„მსოფლიოს“ ნიშნავს. სანდრო ბერიძის

მიზანი, ქართულ ბაზარზე პრემიუმხარისხის

ყავის წარმოება და მისი ფარგლებს გარეთ

გატანაა. 3 ქვეყანაში „მონდოს“ ექსპორტი უკვე

განხორციელდა – თურქეთში, აზერბაიჯანსა და

რუსეთში ბრენდი მაღაზიების დახლებზეა.

სანდრო ბერიძის კიდევ ერთი გეგმა წარმოებაში

ქართული დეტალების გამოყენებაა – ყავა

იმპორტულია, სამაგიეროდ, შესაფუთი მასალები

საქართველოში იწარმოება. კომპანიის

მესვეურები, საბოლოო ჯამში, 2 მიმართულებით

მუშაობაზე შეჯერდნენ: წარმოებული ყავის ერთი

ნაწილი იტალიური მეთოდოლოგიით დამზადდება,

მეორე ნახევარი კი – დანარჩენ მსოფლიოში

გამოცდილი მეთოდებით.

„მონდოს“ დამსახურებით, მომხმარებელს

საშუალება აქვს ახალი ტრენდი ყავის წარმოებაში

საქართველოშიც დააგემოვნოს. ეგრეთ

წოდებული Drip Coffee ახალდაფქვილი ყავისა

და ადუღებული წყლის ნელი შერევით მიიღება.

საცალო ბაზარზე უკვე შეგიძლიათ ამ ტიპის ყავის

პაკეტების შეძენა.

Drip Coffee-ს დამზადებისთვის აუცილებელია

ნატურალურ პირობებში ხელით მოკრეფილი ყავის

მარცვლის გამოყენება. ყავის ჯიშები, რომლებიც

Drip Coffee-სთვის გამოიყენება, სპეციალურ

ფერდობებზე მოდის, ხელით იკრიფება და დიდი

წარმოებებისთვის არ გამოიყენება – მოსავალი

ძალიან მცირე რაოდენობისაა.

წარმოების მცირე ისტორიაში ერთ-ერთი დიდი

მიღწევა ISO 22000-ის მოპოვებაა. ურთულესი

პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასერტიფიკატო მოთხოვნების შესრულებაში,

„მონდოს“ ხელი შეუწყო პროექტმა „აწარმოე

საქართველოში“ და წარმოებისთვის მილიონი

დოლარის გარდა, 10 ათასი ლარი გამოყო.

ISO-ს სტანდარტზე საწარმოს მორგებასა და

სასერტიფიკატო მოთხოვნების უკლებლივ

გათვალისწინებაზე პასუხისმგებელი, კომპანიის

აღმასრულებელი დირექტორი, ნოდარ კომახიძეა.

„საძირკველის ჩაყრის მომენტიდან, საწარმოს

მთელი სტრუქტურა ISO-ს მოთხოვნებს უნდა

მოერგოს. წარმოებული პროდუქციისა და

ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია

მენეჯმენტის მიმართულება: საბუთებთან

მუშაობა, ლოგისტიკა, ექსპორტი, დოკუმენტაცია,

ლაბორატორიული კვლევები. ყოველდღიურად,

უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და

პროცესი არასოდეს სრულდება“, – ამბობს

ნოდარ კომახიძე. ISO 22000 იმის დასტურია,

რომ საწარმო უმაღლეს დონეზე მუშაობს და

ყველანაირ ბაზარზე გზა ხსნილი აქვს.

BB Company-ში 65-მდე ადამიანია დასაქმებული.

წარმოება მთლიანად ავტომატიზებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,

„მონდოს“ მოხალვის, დაფქვის ან დაფასოების

პროცესში შეცდომის დაშვება, თითქმის

გამორიცხულია.

HORECA-ში BB Company ბაზრის 10 პროცენტს

ფლობს, საცალო ბაზარზე კი, „ჯერჯერობით

სუსტად ვართ, რადგან ახალი პროდუქტია.

მარკეტების გარკვეული ნაწილი, შესასვლელად

დიდ თანხას ითხოვენ – რეტრობონუსებში,

მარკეტინგულ ხარჯებში. დამწყები კომპანიისთვის

ასეთი ბიუჯეტის გამოყოფა შეუძლებელია“,

– ამბობს სანდრო ბერიძე და არ გეგონოთ,

რომ ნებდება. პირიქით – ყოველი გამოწვევა

განვითარების ახალი შანსია. ამ პრინციპით,

ონლაინპლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც

ყავის საცალო გაყიდვაზე იქნება ორიენტირებული.

„მარკეტებს რომ პირობები გაემარტივებინათ,

ეს გეგმა თავში საერთოდ არ მომივიდოდა.

ერთ დღეს ავდექი, დავითვალე და გავარკვიე,

რა თანხა დამჭირდებოდა პროდუქციის ყველა

მარკეტში შესატანად. შთამბეჭდავი ციფრი მივიღე.

გადავწყვიტე, მთელი თანხის 10 პროცენტი ისეთი

რამის შესაქმნელად გამომეყენებინა, რომელიც

საშუალებას მომცემდა, ყავა ფასნამატით

არ გამეყიდა. ასე დისტრიბუციის, ქეშბექის,

რეგულაციების თანხის გახარჯვას ავცდებოდით

ISO

ენციკლოპედია!

International

Organization for

Standardization

სტანდარტიზაციის

საერთაშორისო

ორგანიზაცია,

რომელიც ხარისხის

მენეჯმენტის

სისტემის მიმართ

სტანდარტს

ადგენს და მათი

დაკმაყოფილების

შემთხვევაში,

შესაბამის

სერტიფიკატს

გასცემს, რაც

ადასტურებს,

რომ პროდუქტი

და მომსახურება

უსაფრთხო,

სანდო და მაღალი

ხარისხისაა.

www.entrepreneur.ge 79


სანდრო ბერიძე

საწყისი კაპიტალი 8 000 დოლარი

იყო, აქედან 5 000 – ნასესხები.

„საკუთარი მანქანა გავყიდე, მაგრამ

მაინც არ მყოფნიდა. შემდეგ თანხა

მეგობარს ვთხოვე – უარი მივიღე.

ყავის შემოტანით ბიზნესს ვერ

ააწყობო, ასე მითხრა. 50%-იან

წილს ვთავაზობდი, მაგრამ არ

აინტერესებდა. მისდა სამწუხაროდ,

დღეს ნანობს

ენციკლოპედია!

ლოგისტიკა

კოორდინირებული

პროცესი,

რომელიც ტვირთის

ერთი წერტილიდან

მეორეში

უსაფრთხო,

სწრაფი და იაფი

გადაზიდვის

მენეჯმენტს

უზრუნველყოფს

და მომხმარებელსაც კომფორტულ სერვისს

შევთავაზებთ. ჯერ თბილისის, ხოლო შემდეგ

საქართველოს მასშტაბით ვიმუშავებთ, ბოლოს კი,

ქვეყნის საზღვრებსაც გავცდებით“.

„მონდო“ ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტს

ყიდის. HORECA-სა და საცალო ბაზრისთვის,

ბრენდი, როგორც დაფქვილ ყავას, ისე მარცვალს

აფასოებს. მომდევნო თვეში, HORECA-სთვის

„მონდო“ დამატებით 8 დასახელების ყავას

გამოუშვებს, რომელთაგან 6 საცალო ბაზრისთვის

უკვე არსებობს. მარცვლები სამხრეთ ამერიკიდან,

აფრიკის ქვეყნებიდან შემოდის და დამუშავების

რთულ პროცესს გაივლის – ჯერ უმი მარცვლების

დასაწყობება ხორციელდება, შემდეგ კი იხალება

და იფქვება.

მომწოდებლებთან კომუნიკაცია საკმაოდ რთული

პროცესია. რთულად დასარეგულირებელია

ფასიც, რომელიც მუდმივად იცვლება. ბევრი

ცდის შემდეგ, ლოგისტიკის საკითხები

მაქსიმალურადაა ავტომატიზებული. დადებულია

კონტრაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და

წარმოებას სირთულეები არც იმ შემთხვევაში

შეექმნება, თუკი კონკრეტულ მომწოდებელს

რომელიღაც სახეობის ყავა გამოელევა – მისი

ჩანაცვლება პრობლემას აღარ წარმოადგენს.

სანდრო ბერიძის უახლოეს გეგმებში ყავის

ასოციაციის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ

საქართველოში ყავის სხვა მწარმოებლებთან

ურთიერთობა ამ ეტაპზე საერთოდ არ აქვს,

„მონდოს“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ

დროთა განმავლობაში კომუნიკაცია შედგება.

უახლოეს გეგმებში, ყავის მოყვარულთათვის

კლუბის შექმნაც მოიაზრება. ეს იქნება ადგილი,

სადაც ადამიანები ყავის შესახებ ინფორმაციას

მიიღებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ.

ასევე, სურს ფესტივალის მოწყობა სხვადასხვა

კომპანიის, ქალაქის თუ ქვეყნის ბარისტებისთვის.

„მსოფლიოს 85% ყავას მიირთმევს და 85-ივემ

ყავის შესახებ ძალიან ცოტა თუ იცის. იმდენად

დიდი ცოდნა დამიგროვდა ამ საკითხზე, რომ არ

მინდა, უბრალოდ გავანიავო“.

80 aprili 2018


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს სააგენტო

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი

პირველი სახელმწიფო უწყებაა ქვეყანაში,

რომელიც ორიენტირებულია კერძო

სექტორის, კონკრეტულად ‒ მიკრო, მცირე

და საშუალო კომპანიების განვითარებაზე.

დინამიკური ეკონომიკური განვითარების

უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს

სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების

სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს

(ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და

ინვესტიციებს. სააგენტოს მიზანია სამეწარმეო

გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის

განვითარება, საქართველოს საინვესტიციო

კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის

ხელშეწყობა.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“

მიმართულების მიზანია საქართველოში

მეწარმეობის განვითარება, მეწარმის

მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა

და არსებული საწარმოს გაფართოების ან

გადაიარაღების ხელშეწყობა.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“

მიმართულების მიზანია საქართველოს

საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია,

ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის

გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული

პროდუქტების ექსპორტის მოცულობის მატება

და საქართველოს საექსპორტო ბაზრების

დივერსიფიცირება.

„აწარმოე საქართველოში ‒ ინვესტიციის“

მიმართულების მიზანია საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა,

ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული

მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ

მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და

საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს

„ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება

დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა

ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან

ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

www.entrepreneur.ge 81


როგორ ვმართოთ

ბიზნესი

სმარტფონით

ავტორი: რეზი ბესელაშვილი

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი,

მარკეტინგის

სპეციალისტი და

ლექტორი, გრაფიკული

დიზაინერი. კომპანია

AlterSocks-ის

თანა -დამფუძნებელი

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ყველანაირი ტექნიკა.

დღემდე მახსოვს, საათობით როგორ ვიჯექი ჩემს ორკასეტიან

მაგნიტოფონთან და რადიოდან სიმღერებს ვიწერდი, როგორ

მიყიდეს პირველი სათამაშო კომპიუტერი „დენდი“. მახსოვს

დღე, როდესაც პირველად ვნახე მობილური ტელეფონი –

„მეგაკომის“ ქსელში ჩართული უშველებელი „ერიქსონი“;

13-14 წლის ასაკში, როგორი გამაოგნებელი და დაუჯერებელი

იყო პირველად მოსმენილი პოლიფონიური მელოდია

მობილურში; ცოტა მოგვიანებით – მობილური ტელეფონი

MP3 ფაილების წაკითხვის ფუნქციით, ფოტოკამერით,

ვიდეოკამერით, ინტერნეტით, ოპერაციული სისტემით,

3D-თამაშებით, პროგრამებით და ა.შ. თანამედროვე ტექნიკის,

განსაკუთრებით კი მობილური და კომპიუტერული ტექნიკის

სიყვარულის გამო, ჩემი კარიერის დიდი ნაწილი, სწორედ

ჭკვიანი ტექნიკის საცალო გაყიდვების მარკეტინგის სფეროში

გავატარე.

უკვე თითქმის 2 წელია, რაც მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი

ბიზნესი გვაქვს. მაშინ, როდესაც საქართველოში სტარტაპების

ბუმი იწყებოდა, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ჩვენი

გამოცდილება, უნარები, და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო.

2 წლის თავზე, 7 ფილიალი, პარტნიორები საზღვარგარეთ

და 20-მდე თანამშრომელი გვყავს. პატარა კომპანიაში,

შეზღუდული რესურსების გამო, რა თქმა უნდა, რთულია ყველა

საქმეს ინდივიდუალური თანამშრომელი მიუჩინო. დღემდე,

კომპანიის მარკეტინგს, სოციალური ქსელების მართვას,

თანამშრომლების მენეჯმენტს და მათთან კომუნიკაციას,

მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან თუ პარტნიორებთან

ურთიერთობას, კვლავ ჩვენით ვაწარმოებთ. ჩემთვის ეს

ყველაფერი თითქმის წარმოუდგენელია სმარტფონის გარეშე.

ინტერნეტის და ე.წ. „ჭკვიანი ტელეფონის“ საშუალებით,

შემიძლია მშვიდად გავემგზავრო საზღვარგარეთ და ვმართო

ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის

მხოლოდ რამდენიმე პროგრამა (App) მჭირდება ხოლმე.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს გაგიზიაროთ

საჭირო და სასარგებლო პროგრამები, რომლებიც ბიზნესის

სამართავად გამოგადგებათ.

82 aprili 2018


FACEBOOK PAGE MANAGER

კომპანიის Facebook-გვერდის სამართავად შექმნილი

დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომლის საშუალებით

შესაძლებელია კომპანიის გვერდზე ფოტო, ვიდეო თუ

ტექსტური ინფორმაციის გამოქვეყნება, პირდაპირი

ვიდეოჩართვები, გვერდის სტატისტიკური ანალიტიკის ზოგადი

მიმოხილვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კომენტარებზე

პასუხი, გვერდის პარამეტრების შეცვლა და ა.შ.

FACEBOOK ADS MANAGER

წლიდან წლამდე უფრო რთულდება Facebook-გვერდის

აუდიტორიასთან ე.წ. „ბუნებრივი წვდომა – Organic Reach“.

ახალი ალგორითმისა და მიდგომების გამო, Facebook-

გვერდების კონტენტს ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი

ენიჭება მომხმარებლების ნიუს ფიდში (News feed), რის

გამოც სულ უფრო აქტუალური ხდება Facebook-ზე ფასიანი

(Paid ads, paid promotion) განთავსება. Ads Manager

დამოუკიდებელი პროგრამაა Facebook-ის სივრცეში

რეკლამების განსათავსებელად, სტატისტიკის ანალიზისთვის,

სამიზნე აუდიტორიების შესაქმნელად და სამართავად. რა

თქმა უნდა, იგი არ არის ისეთივე სრულყოფილი, როგორიც

Ads Manager-ის ბრაუზერის ვერსია, თუმცა ხშირად ძალიან

მეხმარება საქმეში.

INSTAGRAM

მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ს ბიზნესის სამართავი

დამოუკიდებელი აპლიკაცია არ აქვს, შესაძლებელია

პროგრამაში იქონიოთ როგორც პირადი, ასევე ბიზნესანგარიში

(Business Account) და საჭიროებისამებრ გადართოთ.

აქედანაც ხდება პოსტების თუ Story-ს გაზიარება,

კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხი, მცირე ანალიტიკა.

Instagram-ის აპლიკაცია შესანიშნავია ფოტოების

დამუშავების თვალსაზრისითაც – შესაძლებელია ფოტოს მოჭრა

(Crop), სიმკვეთრე-კონტრასტის შეცვლა, ფერების მომატება,

ჩრდილების ამონათება და ა.შ.

SNAPSEED

ეს არის, ჩემი აზრით, ფოტოების დასამუშავებელი ერთ-ერთი

საუკეთესო პროგრამა სმარტფონებისთვის. აპლიკაციაში

თავმოყრილია უამრავი ეფექტი თუ ხელსაწყო, რომ

მობილურით ან DSLR კამერით გადაღებული ფოტოები დაჭრა,

დაამუშავო, წაშალო არასასურველი დეტალი, გამოასწორო

სიმკვეთრე, შეცვალო დინამიკური დიაპაზონი და ა.შ.

პროგრამაში თავმოყრილია 30-ზე მეტი სასწავლო ვიდეო თუ

კურსი ე.წ. Tutorials, სხვადასხვა ეფექტის შესასწავლად.

GOOGLE CALENDAR

გარდა იმისა, რომ მრავალფუნქციური კალენდარია,

ასევე ძალიან კარგი „ორგანაიზერიცაა“. პროგრამაში

შესაძლებელია შეხვედრების, მნიშვნელოვანი საქმეების

ჩანიშვნა, შეხსენების ფუნქციით. კალენდარში შესაძლოა

ზარების, გასაგზავნი ელ.ფოსტის, ფრენისა და სხვა

მოვლენების შენახვა.

GOOGLE DRIVE

Google-ის „ღრუბლოვანი“ მეხსიერების ძალიან სასარგებლო

და მრავალფუნქციური პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს

App-ი ბევრ სმარტფონს მოყვება, მომხმარებელთა უმეტესობა

მის შესაძლებლობებს სრულად არ იყენებს. Google Drive-ი

ერთ ანგარიშზე გამოყოფს 15გბ-მდე მეხსიერებას მისი

„ღრუბლოვანი“ მეხსიერების სივრცეში, სადაც შესაძლებელია

ფაილების ატვირთვა, შენახვა, მათი გაზიარება და

გაზიარებული ფაილების გადმოწერა. რაც მთავარია, Google

Drive საკუთარ თავში მოიცავს Google docs-ს, Sheets-ს და

Slide-ს (Microsoft Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის

შემცვლელ მობილურ აპლიკაციებს), რომელთა დახმარებით

შესაძლებელია Microsoft Office-ის ფაილების გახსნა,

რედაქტირება, შექმნა და ა.შ.

RS.GE

Rs.ge-ს მობილური ვერსია – მიუხედავად იმისა, რომ

შემოსავლების სამსახურის მობილურ აპლიკაციას ძალიან

შეზღუდული ფუნქციონალი აქვს, მაინც შესაძლებელია

მიღებული/გაცემული ზედნადებებისა და ფაქტურების,

სალარო აპარატების, საბაჟო და სხვა ოპერაციების შესახებ

ინფორმაციის მიღება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში

Rs.ge-ს ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერის ფუნქციაც

დაემატება.

EVERNOTE

ერთი-ერთი საუკეთესო და მრავალფუნქციური ორგანაიზერი.

ამ App-ის საშუალებით, შესაძლებელია ფოტო, ვიდეო, აუდიო

ჩანაწერების შენახვა, დოკუმენტების კამერის საშუალებით

დასკანირება, Check-list-ების შექმნა, ძიება და მრავალი სხვა.

GOOGLE ANALYTICS

Google Analytics-ის მობილური აპლიკაცია, გაძლევთ

ნებისმიერ საჭირო, ძალიან დეტალურ ინფორმაციას (ვინ

შემოვიდა, საიდან შემოვიდა, როგორ მოგვაგნო, რამდენი ხანი

დაჰყო ვებგვერდზე და ა.შ.) თქვენი კომპანიის ვებგვერდის

ვიზიტორებისა და იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც

ვებგვერდის საშუალებით პროდუქტი ან სერვისი შეიძინეს.

ინფორმაციის დამუშავებით და გაანალიზებით, შეძლებთ

მარკეტინგული ბიუჯეტისა და რესურსების უფრო ეფექტურად

გამოყენებას.

***

გარდა ჩამოთვლილისა, Facebook-ის აპლიკაცია იძლევა

საშუალებას, რომ შექმნათ თანამშრომლების ჯგუფები, ასევე

ჯგუფური სასაუბროები (Group conversations). როგორც

წესი, უცხოელ პარტნიორებთან საკონტაქტოდ Whatsapp,

Telegram ან Viber გამოდგება. სამივე პროგრამით

შესაძლებელია ტექსტური შეტყობინების, ფაილების

გაგზავნა, ასევე ხმოვანი და ვიდეოზარების განხორციელება.

ელ.ფოსტისთვის, როგორც ჩაშენებული MailApp-ის, ასევე

Gmail-ის მობილური აპლიკაციაც გამოდგება, რომელშიც

Gmail-ის ანგარიშის გარდა, კომპანიის დომენზე გაწერილი

ელ.ფოსტის ანგარიშის დაყენებაც შესაძლებელია. დიდი ზომის

ფაილების გასაგზავნად, იდეალურია როგორც Google Drive,

ასევე WeTransfer-ის მობილური ვერსიაც.

www.entrepreneur.ge 83


84 aprili 2018


www.entrepreneur.ge 85


მიუზიკლი, როგორც ბიზნესი

ავტორები: გიორგი შარაშიძე, თამთა მარიდაშვილი, ეკა მეგრელიშვილი

როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ქართულ კონსერვატიულ თეატრალურ

ინდუსტრიაში გაჩნდა კერძო ინიციატივა კერძო კაპიტალით, რომელიც, ერთი მხრივ,

ინარჩუნებს მაღალ შემოქმედებით სტანდარტს, ხოლო მეორე მხრივ გათვლილია არა მხოლოდ

თვითდაფინანსებაზე, არამედ ინვესტიციის დაბრუნებასა და მოგებაზე! შექმნა თუ არა ახალგაზრდა

წყვილმა – ნათია ამირიძემ და მიხო მაისურაძემ, დადებითი მაგალითი სხვა ანტრეპრენერებისთვის?

რა არის მათი მთავარი მოტივაცია, რამაც საერთაშორისო კომპანიაში წარმატებულ კარიერაზე უარი

ათქმევინა და მთელი პირადი დანაზოგის საკმაოდ სარისკო თეატრალურ ექსპერიმენტში ინვესტირება

გააბედინა? ქართული ENTREPRENEUR-ი ოჯახური ბიზნესის მორიგ მაგალითს გთავაზობთ. მოქმედება

ამჯერად თეატრის სცენაზე ვითარდება.

პროექტის შესახებ

მათთვის, ვისაც ჯერ არ გსმენიათ,

საუბარია საქართველოს საპრეზენტაციო

ინგლისურენოვან სპექტაკლზე Welcome

To Georgia – The Musical, რომელმაც

სულ ახლახან გადაინაცვლა ქართულ

სცენაზე.

ეს არის მიუზიკლის ფორმატით

გადმოცემული წარმოდგენა ქართულ

ტრადიციებზე, ადათ-წესებზე,

ღვინისა და სუფრის კულტურაზე,

რომლის ფარგლებშიც, მუსიკისა

და დრამის თეატრის ნიჭიერი

მსახიობები მაყურებელს ნაციონალურ

კოსტიუმებში შესრულებულ

20-მდე მუსიკალურ და საცეკვაო

ნომერთან ერთად, ინტერაქციულ

გამოცდილებასაც სთავაზობენ.

ძირითადად, სპექტაკლი განკუთვნილია

ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის,

ასევე საქართველოში მცხოვრები

უცხოელებისთვის. თუმცა, როგორც

პროექტის ავტორები აცხადებენ, „ეს

არის გადასარევი, სასიამოვნო საღამო

ქართველებისთვისაც“.

პროექტის სულისჩამდგმელები

გახლავთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

– ნათია ამირიძე და მიხო მაისურაძე.

პროექტის შემოქმედებით მხარესა

და კომუნიკაციებს ნათია მართავს,

ფინანსურ და ტექნიკურ მხარეს – მიხო.

გარდა ამისა, პროექტში ჩართულია

12 ტექნიკური პერსონალი და ერთი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი,

რომელიც ტურისტულ კომპანიებთან

მუშაობს. სპექტაკლში ვასო აბაშიძის

სახელობის მუსიკისა და დრამის

თეატრის 18 მსახიობი თამაშობს.

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი

არჩილ სოლოღაშვილია, მუსიკალური

ხელმძღვანელი - რუსუდან მორჩილაძე,

კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე,

მთავარ როლებს ეკა დემეტრაძე, ლევან

კახელი, ლაშა რამიშვილი და მარინა

ჯოხაძე ასრულებენ.

რა გახდა უნიკალური ტურისტული

პროდუქტის შექმნის საფუძველი?

როგორც ნათიას, ასევე მიხოს

შემთხვევაშიც, მიუზიკლის Welcome

To Georgia – The Musical შექმნამდე

იყო რამდენიმეწლიანი წარმატებული

კარიერა კომპანია RedBull-ში, სადაც

ნათია კომუნიკაციების მენეჯერის, მიხო

კი კავკასიის რეგიონის მასშტაბით

კულტურის მარკეტინგის მენეჯერის

პოზიციებზე მუშაობდნენ. ქართული

Entrepreneur შეეცადა გაეგო, რა

იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა,

რის გამოც ამ ორმა, თავის საქმეში

პროფესიონალმა ადამიანმა, სტაბილურ,

86 aprili 2018


კომფორტულ სამსახურზე უარი თქვა და ამ ახალი

პროექტის წამოწყებით, რისკიან ანტრეპრენერულ

გზას დაადგა.

პროექტზე ფიქრი მისმა მთავარმა ავტორმა

– ნათია ამირიძემ, ჯერ კიდევ RedBull-ში

მუშაობისას დაიწყო. როგორც სხვა

ინოვაციური პროექტების შემთხვევაში

ხდება ხოლმე, სპექტაკლ Welcome To

Georgia-ს შექმნის იდეაც ბაზარზე არსებული

სიცარიელის აღმოჩენის შედეგად გაჩნდა. უფრო

კონკრეტულად კი, ნათიას ხშირად უწევდა

RedBull-ის ეგიდით გამართული სხვადასხვა

ღონისძიებებისთვის უცხოელების ჩამოყვანა.

თუმცა, მათთვის ადგილობრივი კულტურის

გაცნობა არც ისე მარტივი საქმე იყო. ვინაიდან

ქართული ანსამბლები საკმაოდ იშვიათად

მართავენ კონცერტებს, ერთადერთი გამოსავალი

სტუმრების ქართული ცეკვისა და სიმღერის

ანსამბლების რეპეტიციებზე წაყვანა იყო...

იყო უცხოური ანალოგების გავლენაც...

როგორც მიუზიკლის ავტორები აღნიშნავენ, ამ

შემოქმედებით პროექტზე გარკვეული ზეგავლენა

მოახდინა სხვა ქვეყნებში ნანახმა, კულტურისადმი

მიძღვნილმა მსგავსი ტიპის სპექტაკლებმაც.

dadgmis ena

auditoria

(maT Soris, arasamizne)

auditoriis

cvalebadoba

tradiciuli

Teatraluri dadgma

qarTuli

3 mln. 700 000

(saqarTvelos mosaxleoba)

dabali

(saqarTvelos mosaxleoba wlidan wlamde naklebad

icvleba)

თავს ბოლომდე დამოუკიდებელად არ გრძნობდა,

რადგან კომპანიის გაიდლაინებით უწევდა

ხელმძღვანელობა.

ნათია: „რედბულში ჩემი სამსახური კრეატივით

იყო სავსე. ყველაფერი მნიშვნელოვანი გახლდათ:

იდეები, პროდაქშენები, ურთიერთობები

საინტერესო ადამიანებთან, სპორტსმენებთან,

დიჯეებთან, მოცეკვავეებთან. თუმცა, 4-5 წლის

შემდეგ ვიგრძენი, რომ მიწევდა ჩემი იდეების

ჩარჩოში მოქცევა და მივხვდი – ამ ჩარჩოებისგან

თავის დასაღწევად, დამოუკიდებელი პროექტი

უნდა გამეკეთებინა. მიუზიკლის იდეა რომ მქონდა,

მიხოს გავუზიარე და გადავწყვიტეთ, ერთად

დაგვეწყო ეს პროექტი“.

ხარისხი გრძელვადიანი

წარმატების საწინდარია!

სპექტაკლი Welcome To Georgia ახალგაზრდა

წყვილის სრულიად დამოუკიდებელი, კერძო

ინიციატივაა, რომლის დაფინანსებაც თავიდან

ბოლომდე მათი მხრიდან მოხდა და რომელზედაც

ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

პროექტში ნათიას და მიხოს ერთობლივი

ინვესტიცია ხუთნიშნა ციფრს უკავშირდება,

საიდანაც, როგორც მოსალოდნელი იყო,

inglisuri

7 mln. 500 000

(2017 wlis monacemebiT,

saerTaSoriso vizitorebis raodenoba)

maRali

ენციკლოპედია!

ინოვაცია

არსებულის

ახლით შეცვლა ან

სრულიად ახალი,

უფრო ეფექტური,

მომხმარებლისთვის

მიმზიდველი

პროდუქტისა და/

ან მომსახურების

დანერგვა ბაზარზე.

ენციკლოპედია!

ინვესტიცია

ფული ან სხვა

მატერიალური

ღირებულების

მქონე კაპიტალი,

რომელიც

მიიმართება

მოგებაზე

ორიენტირებული

ბიზნესპროექტების

დასაფინანსებლად.

interesi Semecneba /garToba Semecneba /garToba/

axali kulturis gacnoba

მიხო: „რამდენიმე ქვეყანაში არსებობს მსგავსი

წარმოდგენა. ყველა მათგანი ცდილობს აჩვენოს

ის, რაც ეამაყება. რა თქმა უნდა, ქართული

სიმღერა და ცეკვა არის ის, რაც ალბათ

ქართველების უმეტესობას ეამაყება“.

როცა ამ ყველაფერს თავისუფლების

წყურვილიც ერთვის...

ნათიასთვის RedBull-ში მუშაობა იყო ძალიან

საინტერესო. RedBull „აფრთიანებდა“ მას, თუმცა

ძირითადი თანხა სპექტაკლის დადგმისთვის

გადახდილ ჰონორარებზე, დეკორაციების,

კოსტიუმებისა და აპარატურის შესყიდვაზე

დაიხარჯა.

მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ პროექტის

წარმატების შანსი ბევრად მეტი იყო, ვიდრე

წარუმატებლობის, თუ ფინანსებს არ დაზოგავდნენ

და მაღალი ხარისხის სპექტაკლს შესთავაზებდნენ

მაყურებელს.

www.entrepreneur.ge 87


ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

ნათია: „გვინდოდა გვქონოდა ყველაზე

ხარისხიანი კოსტიუმები, ხმის აპარატურა,

დეკორაცია, და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში,

გამოვიდა ძალიან მაღალი დონის პროდუქტი“.

მაღალი ხარისხი ხომ იმის გარანტიაა, რომ ბევრ

სეზონს გასტანს.

ნათიას და მიხოს კი სწორედ გრძელვადიან

პერსპექტივაზე აქვთ ბიზნესგათვლა.

საქართველოში ტურისტების ნაკადი წლიდან

წლამდე იზრდება, და თუ სპექტაკლი სახელს

გაითქვამს, მაყურებლები დიდი ალბათობით არც

გრძელვადიან პერსპექტივაში მოაკლდებათ.

88 aprili 2018


როგორც ქართულ Entrepreneur-თან საუბრისას

აღნიშნავენ, ნათიას და მიხოს წამოწყებას,

ძირითადად, დიდი მოწონება და გამხნევება

მოჰყვა მეგობრების მხრიდან. თუმცა იყო

შემთხვევებიც, როცა წყვილს რომელიღაც

სხვა, ნაკლებ სარისკო ბიზნესის დაწყებისკენ

მოუწოდებდნენ.

ნათია: „ვისაც ბიზნესში გამოცდილება ჰქონდა, ის

გვეუბნებოდა, რომ სჯობდა ამ ფულით რესტორანი

გაგვეხსნა. ჩვენ კი ვუხსნიდით, რომ ეს არ

გვაინტერესებდა. ბევრისთვის, ბიზნესი, რომელიც

საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას,

ხელოვნებას, თეატრს უკავშირდება, შესაძლოა არ

იყოს გასაგები. ჩვენ კი ეს ძალიან მოგვწონს“.

www.entrepreneur.ge 89


90 aprili 2018


www.entrepreneur.ge 91


ენციკლოპედია!

Product

Placement

რეკლამის

არატრადიციული

ტექნიკა, რომელიც

ძირითადად

ფილმებსა და

სატელევიზიო

შოუებში დამკვეთი

კომპანიის

პროდუქტის ან

მომსახურების

სცენარში

ინტეგრირებისთვის

გამოიყენება.

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა

პროექტის პოპულარიზაციაზე მუშაობა ნათიამ

სპექტაკლის სეზონის გახსნამდე დაიწყო.

მიზანმიმართულად მოეწყო სამი დახურული

საპრემიერო წარმოდგენა, რომლებსაც

საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების,

სახელმწიფო სტრუქტურების, ტურისტული

კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის

ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები

ესწრებოდნენ. აღნიშნულმა ჩვენებებმა,

სპექტაკლის რეკლამასთან ერთად, გუნდს

შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვანი უკუკავშირი

მიეღო სამიზნე აუდიტორიის მხრიდან. რაც

ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ დაამყარეს

კონტაქტები და დაიწყეს თანამშრომლობა

ორგანიზაციებთან, მათ შორის ტურისტულ

სააგენტოებთან და სასტუმროებთან, რომლებიც

მათსავით ტურისტების მოზიდვით არიან

დაინტერესებულნი.

ახალ პროდუქტს, როგორიც არის ეს

სპექტაკლი, შეუძლია მნიშვნელოვნად დაზოგოს

ფინანსები პრომოუშენზე ბრენდულ ტურისტულ

სააგენტოებთან თანამშრომლობით. ტურისტული

სააგენტოები, თავის მხრივ, იხეირებენ

ტურისტებისთვის უფრო მრავალფეროვანი და

ხარისხიანი პაკეტების შეთავაზებით.

შემოსავლის არსებული და

მოსალოდნელი წყაროები

ამ ეტაპზე პროექტის შემოსავლის წყაროს

სპექტაკლის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული

თანხა წარმოადგენს. ვინაიდან თითოეული

ჩვენების გამართვა 6000 ლარი ჯდება, მუსიკისა

და დრამის თეატრი კი მხოლოდ 130 მაყურებელს

იტევს, მინიმალური შემოსავლის მისაღებად,

წყვილს 60, 70, 80-ლარიანი ბილეთების

დაწესება მოუხდა. თუმცა, მუსიკისა და დრამის

თეატრი წლის ბოლოს ახალ – 400-ადგილიან

დარბაზში გადადის, რაც ბილეთის ფასის

შემცირების შესაძლებლობას მოიტანს და

შემოსავლებს გაზრდის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის

ფინანსური წარმატება არაა დამოკიდებული

მხოლოდ ბილეთებზე. ვინაიდან Welcome

To Georgia – The Musical ქართული

კულტურის, ღვინისა თუ სუფრის ტრადიციების

საპრეზენტაციო სპექტაკლია, არის მოლოდინი,

რომ მალე შემოსავლის სხვა წყაროებიც გაჩნდება.

განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ ღვინისა

და ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელი

კომპანიები – როგორც სასპონსორო

შეთავაზებებით, ისე Product Placement -ით.

შესაძლოა შემოსავლიანი აღმოჩნდეს ანტრაქტისას

სუვენირებისა და Welcome To Georgia-ს

ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაცია.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ,

სპონსორობის მხრივ დიდი პოტენციალია.

ინტერესი უკვე არსებობს და მიმდინარეობს

მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით

სასპონსორო ურთიერთობები არ დაწყებულა

და არც თავად ჩქარობენ, რადგან ურჩევნიათ

მომავალი პარტნიორები ჯერ პროდუქტის მაღალ

ხარისხსა და მასზე არსებულ მოთხოვნაში

დაარწმუნონ.

სამომავლო გეგმები

დასაწყისისთვის სპექტაკლის ჩვენება გათვლილია

კვირაში ერთხელ, თუმცა წყვილი გეგმავს მისი

სიხშირის გაზრდას მოთხოვნის შესაბამისად. ასევე

საუბარია, რომ იქნება ორკვირიანი საზაფხულო

გასტროლი ბათუმში. გარდა ამისა, პროექტის

ორგანიზატორები საქართველოს საპრეზენტაციო

წარმოდგენის გატანას სხვა ქვეყნებშიც აპირებენ

– იქნება ეს დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ

კვირეულებზე და ა.შ.

ამასთანავე, გვპირდებიან, რომ სპექტაკლს

ექნება განვითარება. მიხოს საბოლოო მიზანია,

სპექტაკლი მაქსიმალურად მიუახლოვდეს მაღალი

დონის საერთაშორისო მიუზიკლებს ტექნიკური

კუთხით, რის შესაძლებლობასაც, როგორც იგი

აცხადებს, დღესდღეობით ქართული თეატრების

ტექნიკური აღჭურვილობა არ იძლევა.

დაბოლოს: როგორც ქართულ Entrepreneur-თან

საუბრისას ნათიამ აღნიშნა, შესაძლოა მისი

ანტრეპრენერული საქმიანობა მხოლოდ

კულტურული პროექტებით არ შემოიფარგლოს.

ნათია: „მეგონა, რომ ადრენალინს მხოლოდ

გიჟურ, ექსტრემალურ ღონისძიებებზე ვიღებდი,

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიზნესის წარმოებაც

ძალიან დიდ ადრენალინს გაძლევს და 24

საათი ამაზე ფიქრი სხვა განზომილებაა. ალბათ

გამიჭირდება მომავალში წყნარ სამსახურში

მუშაობა, სადაც ყველაფერი გარანტირებულად,

ნერვიულობის გარეშეა, დაგეგმილადაა“.

92 aprili 2018


dasasruli

www.entrepreneur.ge 93


მომავლის ტექნოლოგიის ქართული ექსპერიმენტი

ავტორები: თამარ ივანიაძე, თამთა მარიდაშვილი

„ჩვენ გვიყვარს ექსპერიმენტები“, – ამ სიტყვებს VREX IMMERSIVE-ის დამფუძნებლები ყველაზე ხშირად

იმეორებენ. სწორედ ექსპერიმენტებმა მიიყვანა ნიკოლოზ გოგოჭური და ნიკა როსტომაშვილი

ვირტუალური რეალობისა (VR) და ტურიზმის კვეთამდე. ვიდრე VREX-ი ამ კავშირამდე მივიდოდა,

ვირტუალური რეალობა განათლების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებებში

მოსინჯეს, თუმცა ბოლოს ტურიზმის ინდუსტრიაზე შეაჩერეს არჩევანი.

ენციკლოპედია

ვირტუალური

რეალობა (VR)

ციფრული,

ვიზუალური

ინფორმაციის

გადაცემის

ახალი მეთოდი,

რომელიც გაძლევს

საშუალებას არა

მხოლოდ დაინახო,

არამედ შეიგრძნო.

ვირტუალურ

რეალობას არ

უყურებ როგორც

ვიდეოს, არამედ

მოქმედი პირი ხარ

მასში. ვირტუალურ

სამყაროში

შესასვლელად

საგანგებო ჩაფხუტი

უნდა დაიხურო,

რომელიც

პორტატული

ეკრანია თვალების

წინ. იგი გიჩვენებს

სამგანზომილებიან

გამოსახულებას და

კომბინირებულია

სენსორებთან,

რომლებიც თავის

მოძრაობას

აფიქსირებენ.

VR-ტექნოლოგია ნიკოლოზ გოგოჭურმა და ნიკა

როსტომაშვილმა პირველად, 2013 წელს ნახეს.

ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა VR-ჩაფხუტები

ოფიციალურად არ იყიდებოდა. „როდესაც

ვნახეთ, ვიფიქრეთ, რომ ესაა მომავლის

ტექნოლოგია და დავიწყეთ ფიქრი, ჩვენ როგორ

შეიძლებოდა აგვეწყო ფეხი მომავლისთვის.

მაშინ, როცა დეველოპერების დიდი ნაწილი

ამ ტექნოლოგიას გასართობ ბიზნესში იყენებს,

როგორიცაა თამაშები, ატრაქციონები და ა.შ. ჩვენ

გადავწყვიტეთ, ბმა ბიზნესის სხვა სფეროებთან

გვეცადა და ამით რაღაც ახალი შეგვექმნა“.

და აი, მაშინ დაიწყო ექსპერიმენტების წყება.

თავიდან უძრავი ქონების ბიზნესისთვის შეუდგნენ

მუშაობას – სახლების მაკეტებს ქმნიდნენ, შემდეგ

განათლებაში VR-ტექნოლოგიის გამოყენება

სცადეს; კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატების

მოდელირების, ასევე სამეცნიერო მიმართულებითაც

ჰქონდათ მცდელობები, საბოლოოდ კი ტურიზმზე

შეჩერდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ VR-

ტექნოლოგიის ყველაზე დიდი საჭიროება სწორედ

ტურიზმის სფეროშია. შესაბამისად, დიდია ბიზნესის

განვითარების პოტენციალი.

აბა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ სამოგზაუროდ

წასვლამდე. ვიღებთ ინტერნეტში ჩართულ

ნებისმიერ დივაისს და ვათვალიერებთ

ტურისტული დანიშნულების ფოტოებს, ვეძებთ

ღირსშესანიშნაობებს, რომელმაც შესაძლოა

დაგვაინტერესოს; ვჯავშნით სასტუმროს, ვეძებთ

რესტორნებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ

ყველაფერის VR-ტექნოლოგიით დათვალიერების

საშუალება გვაქვს. თქმაც არ უნდა, რომ

არჩევანიც გაგვიმარტივდება და ძიების პროცესიც

უფრო შთამბეჭდავი და სახალისო გახდება.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ VR-ტექნოლოგია

გახდა ისეთივე აუცილებელი ნივთი, როგორიც

ფოტოკამერა, ყურსასმენი ან ვიდეოთვალია

და შესაბამისად, ყველამ შეიძინა. ტურისტული

სფეროს ნებისმიერი ბიზნესი დაინტერესდება,

რომ VR-ვიდეოები გადაიღოს და რომელიღაც

პლატფორმაზე ატვირთოს, რისი საშუალებითაც

მომხმარებელს მოიზიდავს.

რა შექმნა VREX-მა?

VRex-მა შექმნა პროდუქტების სრულყოფილი

პაკეტი, რომლის საშუალებით შეძლებდა

მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა სამოგზაურო

ტურები ვირტუალური რეალობის საშუალებით:

ტურისტული ადგილების ამსახველი

360-გრადუსიანი ვიდეოები. აღნიშნულ ვიდეოებს

2014 წლიდან იღებენ და უკვე 100-ზე მეტი VR-

ტურისტული ტური აქვთ შექმნილი;

ინოვაციური სამგზავრო ჩანთა, რომელშიც

განთავსებულია ყველა საჭირო მოწყობილობა

ტურისტული ვირტუალური რეალობის

აპლიკაციის საუკეთესო ფორმითა და ხარისხით

სადემონსტრაციოდ: სტენდი, ჩაფხუტი,

სპეციალური კომპიუტერი და სენსორული

ეკრანი. ჩანთის ინოვაციურობა ის გახლავთ, რომ

კომპაქტურია, ადვილად გადასაადგილებელია,

და ამავდროულად, მარტივად გადაკეთდება

საჩვენებელ სტენდად. სტენდები კი აქტიურად

გამოიყენება ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა/

გამოფენებზე.

VREX-მა ასევე შექმნა შემდეგი პროდუქტები:

პროგრამული უზრუნველყოფა,

რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს,

განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, ვისაც

აქვს 360-გრადუსიანი კამერა და იღებს

360-გრადუსიან ვიდეოს, შეუძლია ააწყოს/

დააკავშიროს ვიდეოები და შექმნას სრულყოფილი

ტური ისევე, როგორც ამას VRex დღეს აკეთებს;

VRex-პლატფორმა, სადაც შესაძლებელია

ნახსენები პროგრამული უზრუნველყოფის

გამოყენებით შექმნილი 360-გრადუსიანი

ვიდეოების ატვირთვა და მათი ნებისმიერ

სხვა პლატფორმასთან დაკავშირებული

მოწყობილობით გაშვება ინტერაქტიული ვიდეოს

ფორმატში.

იმ შემთხვევაში, თუ VR მასობრივი მოხმარების

ტექნოლოგია გახდება, მაშინ პროგრამული

94 aprili 2018


ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

სამოგზაურო ტურები

ვირტუალური

რეალობის

საშუალებით –

360-გრადუსიანი

ვიდეოები,

რომლებსაც

სპეციალურ

ჩაფხუტში უყურებ,

სივრცის არა მარტო

კარგად აღქმის,

არამედ შეგრძნების

შესაძლებლობასაც

იძლევა

უზრუნველყოფა და VRex-პლატფორმა

ტურისტული ბიზნესის ყველა რგოლის

წარმომადგენლისთვის საჭირო შეიქნება. სწორედ

ამიტომ ფიქრობენ VRex-ის დამფუძნებლები,

რომ VR მომავლის ტექნოლოგიაა, და თუ

პირველი ხარ, ვინც ამას მიხვდები, მაშინ

ჩათვალე, რომ „ვარსკვლავებს ეთამაშები“.

ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკა როსტომაშვილის

ექსპერიმენტი კი ნამდვილად ერთ-ერთი

პირველთაგანია.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვობიდან

21-ე საუკუნის სტარტაპერობამდე

ნიკოლოზ გოგოჭური: „ღრმა ბავშვობიდან

მორგებული ვართ ლიმონებიდან ლიმონათის

გაკეთებას. კოჭობანას ვთამაშობდით, როცა

სათამაშოები არ გვქონდა. „კალაშნიკოვის“

ტყვიებით ვთამაშობდით ამ კოჭობანას,

როცა კოჭები არ გვქონდა. ჩვენი

ისტორიის გათვალისწინებით, ვინაიდან

უკიდურესი გაჭირვების პერიოდში გვიწევდა

გამომგონებლობა, მივიღეთ ის, რომ ჩემთვის და

ნიკასთვის არ გახლდათ რთული გამოგვეგონებინა

რაღაც ახალი. და აი, მოვახერხეთ, რომ

ვირტუალური რეალობა ბიზნესისთვის პრაქტიკულ

ინსტრუმენტად გადაგვექცია“.

ინოვაციური იდეა ნამდვილად არ დარჩა

უყურადღებოდ. VRex-ი 2016 წელს „სტარტაპ

საქართველოს” მაღალტექნოლოგიური

ბიზნესიდეის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

მაშინ კომპანიამ სახელმწიფოსგან 100 000

ლარის გრანტი მიიღო. ცოტა ხნის წინ კი,

სტარტაპმა საკუთარი პროდუქტი 50 საუკეთესოს

შორის, კალიფორნიაში, Silicon Valley-ის

ინვესტორების წინაშე წარადგინა. ღონისძიებაში

მონაწილეობის მისაღებად, VRex-ი Google-ის

ანალიტიკოსებმა 7000 კონკურსანტიდან

შეარჩიეს.

VRex-ი ერთადერთი არ გახლდათ Silicon

Valley-იში, რომელმაც ტურიზმი და ვირტუალური

რეალობა დააკავშირა. ეს არ იყო მთავარი,

რითაც მათ ყურადღება მიიქციეს.

ნიკა როსტომაშვილი: „კალიფორნიაში

ყველაზე მეტად იმით მოვახდინეთ ეფექტი,

რომ მოვახერხეთ გადაგველახა დილემა,

რომელიც დღეს ვირტუალურ რეალობაში

არსებობს. დილემა, თუ როგორ ვიშოვოთ ფული

ვირტუალური რეალობის გამოყენებით. ჩვენ

ვაჩვენეთ, სად და როგორ იშოვება ფული, და ეს

ტურიზმის ინდუსტრიაა“.

კალიფორნიაში ვიზიტის შედეგად, VRex-მა

რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი დაამყარა.

მათ შორის, ვენჩურულ კაპიტალისტებთან და

ფონდებთან, რომლებთანაც ახლა აქტიური

მოლაპარაკება მიმდინარეობს სტარტაპის

ინვესტირებასთან დაკავშირებით.

VRex-ი, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ,

ექსპერიმენტია და მასში შრომისა და

ენციკლოპედია

ვენჩურული

კაპიტალისტი

კერძო ინვესტორი

ან ინვესტორთა

ჯგუფი, რომელიც

მართავს

საინვესტიციო

კაპიტალს და

უზრუნველყოფს

სტარტაპებს

საწყისი კაპიტალით

ან მცირე და

საშუალო ბიზნესს

გაფართოებისთვის

საჭირო ფინანსური

რესურსით,

აქციებისა და

სწრაფი მოგების

სანაცვლოდ.

www.entrepreneur.ge 95


ენციკლოპედია

ენჯელ

ინვესტორი

კერძო პირი,

რომელიც აქციების

სანაცვლოდ,

საკუთარ ფულად

რესურსს

აბანდებს მისთვის

საინტერესო

ბიზნესში და

საკუთარი

ანტრეპრენერული

გამოცდილებითა

და კონტაქტებით,

საქმეს

განვითარებაში

ეხმარება.

VRex Box-ის

კონცეფციის

დიზაინერი:

გიორგი თედორაძე

რესურსების დაბანდება ამბიციამ და 21-ე

საუკუნის საჭიროებებმა გადააწყვეტინათ. ასევე

მნიშვნელოვანი იყო პატრიოტული სულისკვეთება.

ნიკოლოზ გოგოჭური ამბობს, რომ საქართველოს

აქვს შესაძლებლობა, გახდეს მოწინავე ამ

სფეროში მინიმუმ ჩვენი რეგიონის მასშტაბით.

„ჩვენ გვჯერა, რომ ვაკეთებთ ძალიან დროულ,

სწორ საქმეს, სწორ ადგილას. 21-ე საუკუნეში

ვერ გადაგვარჩენს სხვა ვერანაირი ინდუსტრია,

გარდა ტექნოლოგიებისა. ფაქტია, საქართველო

ამ კუთხით ჩამორჩა, და იმისათვის, რომ

მსოფლიოს დაეწიო, ერთადერთი შანსია „ფსონი

ჩამოხვიდე“ ტექნოლოგიურ და ზოგადად,

ცოდნაზე დაფუძნებულ ანტრეპრენერშიპზე,

იმიტომ, რომ ეს სწრაფად გაძლევს ასმაგ და

ათასმაგ მოგებას. როდესაც ამას გავიაზრებთ,

ბიზნესი დაინტერესდება და ინვესტიციებს სწორედ

ტექნოლოგიებში ჩადებს“, – ამბობს ნიკოლოზ

გოგოჭური.

მთავარი გამოწვევა ტექნოლოგიური

სტარტაპისთვის საქართველოში

საჭიროებები ერთია, მაგრამ მეორეა, თუ

რამდენად გაძლევს საშუალებას არსებული

ბიზნესგარემო, უპასუხო საჭიროებებს.

ქართული სტარტაპგარემოს მთავარი გამოწვევა

სტარტაპეკოსისტემის არარსებობა, და

შესაბამისად, სტარტაპში ინვესტირებასთან

დაკავშირებული კულტურის არარსებობაა.

როგორც ნიკა ამბობს, საქართველოში ენჯელ

ინვესტორები არ არიან. არადა, განვითარებულ

სამყაროში, სტარტაპის დაფინანსების ძირითადი

წყარო ენჯელ ინვესტორია. საქართველოში

ინვესტორი მოკლევადიან შედეგზეა

ორიენტირებული და ამით ეზოპეს იგავის გმირს

ემსგავსება, რომელიც ოქროს კვერცხისმდებელ

ბატს გაფატრავს იმ იმედით, რომ ოქროს დიდ

რაოდენობას ბატის სხეულში იპოვის.

„დაფინანსების სანაცვლოდ, საქართველოში

ცდილობენ სტარტაპის 50-70% სასწრაფოდ

წაიღონ. აშშ-ში კი, საწყის ეტაპზე, თითქმის

გამორიცხულია, ინვესტორმა შენგან 10%-ზე მეტი

წაიღოს. იგი ხვდება, რომ ასეთ შემთხვევაში, შენ

ვეღარ განავითარებ ამ კომპანიას გრძელვადიან

პერსპექტივაში“, – ამბობს ნიკა როსტომაშვილი.

შემოსავლების არსებული და

პოტენციური წყაროები

სანამ ქართველი ინვესტორების ცნობიერება

ამაღლდებოდეს, VRex აქტიურად მუშაობს

ნიკოლოზ როსტომაშვილი

მოვახერხეთ, რომ ვირტუალური

რეალობა ბიზნესისთვის პრაქტიკულ

ინსტრუმენტად გადაგვექცია

შემოსავლების თვითგენერირებაზე. შემოსავლების

უმეტესი ნაწილი კი, R&D-სთვის გამოიყენება.

ჯერჯერობით, სტარტაპი B2G ფორმატში

მუშაობს. მათ პროდუქტს ის სახელმწიფო უწყებები

ქირაობენ, რომლებიც საქართველოში ტურიზმის

პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი.

ნიკა როსტომაშვილი: „მაგალითად,

საერთაშორისო გამოფენებზე, ტურიზმის

ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ვირტუალური

რეალობის საშუალებით საქართველოს, როგორც

ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას

ახორციელებს“.

ასევე აღსანიშნავია, რომ კულტურული

მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

დაკვეთით, VRex-ის მიერ მსოფლიოში

ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური ტურიზმის

VR-გადაწყვეტილება შეიქმნა – უფლისციხეში

დაიდგა VR-სტენდი, რომლის საშუალებით შშმ

პირებს ძეგლის დათვალიერება შეუძლიათ.

VRex-თან ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო

უწყებები თანამშრომლობენ, თუმცა, კომპანია

კერძო სექტორის მიმართულებითაც გეგმავს

ურთიერთობების გაძლიერებას.

96 aprili 2018


ენციკლოპედია

R&D

(Research and

Development)

მეცნიერული

გამოკვლევები,

რომლებიც წინ

უძღვის ინოვაციურ

ნოუჰაუსა და

ტექნოლოგიას,

არსებული

პროდუქტისა და

მომსახურების

გაუმჯობესებას და/

ან სრულიად ახლის

დანერგვას.

ენციკლოპედია

B2G (Business to

Government)

ბიზნესმოდელი,

რომლის

ფარგლებში,

კერძო ბიზნესის

პროდუქტს და/

ან მომსახურებას

სამთავრობო

დაწესებულებები

საკუთარი

პროექტების

გასახორციელებლად

იძენენ.

ნიკოლოზ გოგოჭური

ჩვენ ვაჩვენეთ, სად და

როგორ იშოვება ფული, და

ეს ტურიზმის ინდუსტრიაა

ნიკა როსტომაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია

ღვინის კომპანიებთან აქვთ და გარკვეულ

შეთანხმებასაც მიაღწიეს. უახლოეს მომავალში,

დახლზე, სადაც ქართული ღვინო იყიდება,

შესაძლოა, VR-ჩაფხუტიც გაჩნდეს. ღვინის

მომხმარებლები შეძლებენ იმოგზაურონ მარანში,

სადაც შემოთავაზებული ღვინო დაიწურა. ასევე

გაეცნობიან ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ

ტრადიციულ მეთოდს. ნიკას და ნიკოლოზს

სჯერათ, რომ უცხოელები, ამგვარი გამოცდილების

მიღების შემდეგ, უფრო დაინტერესდებიან

ქართული ღვინის შეძენით.

ახლო მომავლის გეგმები

მომავალი ერთი წლის განმავლობაში,

სტარტაპი ტურისტულ კომპანიებთან

თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროდუქტის

საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენას

დაისახავს მიზნად. შემდეგი აქტივობა VRex-ს

ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილი აქვს და

ბერლინის ITB-გამოფენისთვის ემზადება,

სადაც საქართველოს საუკეთესო ტურისტულ

ადგილებს დაინტერესებული ადამიანები VRex-ის

ვირტუალური ჩაფხუტის საშუალებით იხილავენ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების

სააგენტოს მისიაა, საქართველოში ინოვაციებისა

და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო

ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის

კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა

და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება

ეკონომიკის ყველა დარგში,ინოვაციებისა და

მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის

ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის

მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის

განვითარება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სააგენტო

გეგმავს განახორციელოს საკუთარი

ინფრასტრუქტურული მასშტაბირება ინოვაციებისა

და ტექნოლოგიების გასავითარებლად,

უზრუნველყოს მძლავრი ინოვაციების

კომერციალიზაციის მექანიზმების ფორმირება

ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების

განვითარების პრიორიტეტების მიხედვით;

ხელი შეუწყოს სარისკო კაპიტალის წილის,

ასევე კერძო კომპანიების თანამონაწილეობის

ზრდას გამოყენებით კვლევებში და ინოვაციების

კომერციალიზაციის პროცესში; ჩამოაყალიბოს

კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო

ეფექტური მექანიზმები, მათ შორის – დისტანციური

სწავლების ინსტრუმენტების აქტიური გამდიდრების

გზით.

სააგენტო, მისიის ეფექტური შესრულების მიზნით,

პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს

ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის

განვითარებაში ინვესტირებას, რაც გამოიხატება

ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და

სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში.

ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციებისა

და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის

მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე,

ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი

მაჩვენებლის მიღწევაზე; კონკურენტუნარიანობის

განვითარებისთვის, ხარისხიანი და შრომითი

ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ

შორის ტრენერებისთვის, ხშირ ჩატარებაზე,

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების

მასტიმულირებელი საკანონმდებლო პაკეტების

ინიცირებასა და ფინანსირების მექანიზმების

ხელმისაწვდომობაზე.

www.entrepreneur.ge 97


ივანე მუხრანბატონი

ინოვატორი

ანტრეპრენერი XIX

საუკუნის საქართველოდან

ავტორი: ხატია გელოვანი

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური

აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს. ივანე

მუხრანბატონის* ოცნება, ევროპული ღვინის წარმოება დაეწყო

და ევროპაში გაეტანა, თავდაპირველად ყველას მხოლოდ

ოცნება ეგონა, მაგრამ მაინც მოახერხა დაემტკიცებინა, რომ

შეუძლებელი არაფერია.

სახელგანთქმული მეღვინეობის ისტორია 1861 წელს დაიწყო.

ქართველი ანტრეპრენერის მიერ საუკუნენახევრის წინ

ჩაყრილი საფუძველი იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ დღესაც

წარმატებით გრძელდება – უკვე თანამედროვე ქართველი

ანტრეპრენერების მიერ. სწორედ მათი დამსახურებით,

შატო მუხრანი არა მხოლოდ ღირსეულად აგრძელებს დიდ

ტრადიციას, არამედ ახალ სიმაღლეზე აჰყავს ძირძველი

ქართული ბრენდი.

მე-19 საუკუნის ბოლო. სოფელი მუხრანი, თბილისიდან 40

კილომეტრში, სადაც გენერალ-ლეიტენანტი, სარდალი,

ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი, ივანე

მუხრანბატონი 25 ათას დესეტინა** მიწას ფლობდა.

საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ, ინოვატორი მეწარმე

მეღვინეობის იდეით იყო შეპყრობილი. 1861 წელს მან

სასოფლო-სამეურნეო კომპანია „ელისაბედი“ დააარსა და

დიდი ბიზნესგეგმის განხორციელებას მიჰყო ხელი.

ივანე მუხრანბატონის იმდროინდელი იდეები, 21-ე საუკუნეში

მარსის კოლონიზაციის სურვილისა არ იყოს, ბევრისთვის

გაუგებარი, წარმოუდგენელი და შეუძლებელი ჩანდა.

თუმცა, წლების შრომამ შედეგი გამოიღო – რამდენიმე

ათწლეულის განმავლობაში, მეურნეობისა და ღვინის

წარმოების ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებამ, გენერალ-

ლეიტენანტს საოცნებო ჯილდო – Exposition Universelle

Internationale-ის ოქროს მედალი და ევროპაში აღიარება

მოუტანა.

თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო.

განათლებულ და ინოვაციების მოყვარულ ივანეს ყოველთვის

ისეთი საქმის კეთება უყვარდა, რომელიც სხვისგან

გამოარჩევდა. 1860-იანი წლების დასაწყისში, მუხრანბატონმა

მეურნეობას მიჰყო ხელი. მის მამულებში მოყვანილ

კარტოფილს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე დიდი

მოწონება და ვერცხლის მედალი ხვდა წილად, მომდევნო

წელს აღიარება მემამულის ღვინოსაც ერგო.

„წარმოდგენილი ღვინოები ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისგან

ძველი, დაწმენდილი მიგვაჩნია შესანიშნავ საქმედ და მოსურნე

ვართ, რომ ამისთანა მაგალითები გამრავლდეს მომავალში“,

– წერდა ივანე ოქრომჭედლიშვილი, მეცნიერი და საზოგადო

მოღვაწე.

მომდევნო წლებში აღიარება მუხრანბატონის მიწაზე

მოყვანილმა ხორბალმაც ჰპოვა...

ივანე ამას არ სჯერდებოდა, მეტი და მეტი სურდა... მისი

იდეაფიქსი ფრანგულ ბაზარზე ქართული ღვინის წარმატების

მოპოვება იყო და ამ მიზნის მისაღწევად, ძალას არ იშურებდა.

იზრდებოდა მისი მამულები.

1874 წლისთვის მუხრანში არსებული 176,5 დესეტინა მიწიდან

50 დესეტინა მას ეკუთვნოდა. შთამბეჭდავი იყო დუშეთის

მაზრაში არსებული მიწების რაოდენობაც. მიწა ჰქონდა

გორში, თბილისსა და თელავში, დასავლეთ საქართველოში

– მთლიანობაში 25 704 დესეტინა. აქედან ვენახები 110

ჰექტარზე იყო გადაჭიმული.

98 aprili 2018


არაფერი გახლდათ უცნაური იმაში,

რომ მევენახეობისთვის მუხრანბატონი

შიდა ქართლში არსებულ მიწა-წყალს

მოიაზრებდა – გეგმაში ევროპული

ღვინის დამზადება იყო, ჰავა და

მიწა კი გეგმისთვის სრულიად

შესაფერისი. ამასობაში, საქართველოში

კაპიტალიზმის ჩანასახები ვითარდებოდა

– თბილისი-ბაქოსა და თბილისი-ბათუმის

სარკინიგზო ხაზების გაყვანა,

გრძელვადიან პერსპექტივაში, ივანეს

წისქვილზე (გეგმაზე) ასხამდა წყალს.

ევროპიდან დაბრუნებული მემამულის

მთავარი მიზანი საკუთარი მიწა-წყლის

დასავლური წესით მოწყობა იყო.

ივანემ ფრანგ აგრონომთან, ქუთაისის

სამეურნეო სკოლის დირექტორ ოდენთან

ერთად, ინოვაციური ტექნოლოგიების

საქართველოში შემოტანა დაიწყო.

ოდენმა ქუთაისში, მუხრანბატონის

მამულებზე ჭარხლის სპირტის დამზადება

დაიწყო, შექმნა ლუდის ქარხანა,

გააჩაღა მეცხოველეობა. მეურნეობაში

საფრანგეთიდან ჩამოტანილი

მანქანა-იარაღები გამოიყენებოდა. ივანე

ფრანგ მემამულეს აკვირდებოდა და

გეგმის განხორციელებისკენ მიმავალ

გზაზე წინ მიიწევდა.

საქმიანობის წარმართვისთვის ივანეს

მუშახელი და ევროპიდან მოწვეული

საქმის საუკეთესო ექსპერტები

ესაჭიროებოდა, ეს კი დიდ ფულს

მოითხოვდა. საკუთარი წარმოების

შესაქმნელად, ფინანსები არ ჰყოფნიდა.

ვალად აღებულ უზარმაზარ თანხებს კი,

ჭკვიანური მენეჯმენტის დახმარებით,

მარტივად ისტუმრებდა.

მუხრანბატონს ბევრი სიახლე სწყუროდა.

მემამულის ინიციატივით, მიწებზე

ამერიკული „შუმანისა“ და ინგლისური

„რანსონის“ გუთნებს, „მასკ-კორპენის“

სათიბებს, „ალენის“ ცხენის ფორცხებსა

და წისქვილს იყენებდნენ. მეწარმე

ამ მეთოდით მიწის დასამუშავებლად

ადამიანურ რესურსს ამცირებდა,

შესაბამისად, მცირდებოდა მუშების

ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხაც.

„თავადი მუხრანსკის მაშინების

სარდაფში, ერთი ბორბალი ატრიალებს

სამს მაშინას, სალეწსა, სანიავებელსა

და წისქვილსა, რომელთაგან ერთი

პირველი დგას ერთად და მესამე

საკუთარ ოთახში, ღონე ბორბლისა

ისეა გამოანგარიშებული, რომ სამთავ

შეუძლიათ ერთად მუშაობა“, – წერდნენ

გაზეთებში.

ივანეს მეურნეობამ სახელი მთელ

იმპერიაში გაითქვა.

მუხრანბატონი დიდ ყურადღებას

უთმობდა მესაქონლეობის განვითარებას.

შემოჰყავდა სხვადასხვა ჯიში. 1885

წლისთვის მის მამულში 147 ძროხა,

68 უღელი მუშა საქონელი, 62 ცხენი,

7 500 ცხვარი და 7 683 საპროდუქტო

საქონელი იყო. რაოდენობა

ყოველწლიურად მატულობდა,

შესაბამისად, იზრდებოდა რძის, ხორცის,

კარაქის, არაჟნისა და სხვა პროდუქტის

გამომუშავება.

მუხრანბატონი მიწას დასამუშავებლად

გლეხებს აძლევდა. მათთვის იჯარის

წესები ბევრად მსუბუქი იყო, ვიდრე

სხვა მემამულეებთან. თავად აქტიურად

იყო ჩართული მოიჯარეებთან

ურთიერთობაში. დაქირავებულთა შორის

გლეხები და ხიზნები იყვნენ – მათი

ანაზღაურება მაღალი იყო. პირველი

ხუთი წლის განმავლობაში ისინი

გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ.

შესაბამისად, მუხრანბატონთან მუშაობის

მსურველთა რიცხვი იზრდებოდა – მათ

შორის ქართველები, სომხები, ბერძნები

იყვნენ.

1878 წელს თავადი მუხრანბატონის

ცხოვრებაში დიდი ხნის ნაოცნებარი დღე

დადგა – მამულში ულტრათანამედროვე

ტექნოლოგიით აღჭურვილი, ტიპური

კაპიტალისტური წარმოება ამოქმედდა.

საფრანგეთიდან სპეციალისტები

მოიწვია, დაიხმარა ცნობილი ქართველი

მეღვინე, ზაქარია ჯორჯაძე, და

დაახლოებით მილიონ 200 ათასი

ლიტრი ტევადობის ქარხანა ააგო,

რომელშიც ღვინოს ევროპული წესით

აყენებდა.

ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად,

ივანემ მიზანს მიაღწია. მომდევნო

www.entrepreneur.ge 99


10 წლის განმავლობაში, მის მეღვინეობას მასშტაბითა და

ხარისხით ამიერკავკასიაში ტოლს ვერავინ უდებდა. ღვინის

კვლევის შედეგები ქიმიური ლაბორატორიებიდან ყოველ ჯერზე

უმაღლესი შედეგებით ბრუნდებოდა. წარმოება იზრდებოდა.

მუხრანბატონზე წერდა არაერთი ცნობილი მოღვაწე, მათ

შორის – იონა მეუნარგია, ვერმეშევი.

1887 წელს კომპანიის მოგება 233 700 მანეთი იყო. ვენახები

მუხრანში, საზედგინოში, დამპალოში, ძალისაში, ყურისუბანში,

საფურცლეში, ოკამში, ნაქულბაქევში, ვეძისში, ნიჩბისსა და

ხანდაკაში მდებარეობდა.

განსაკუთრებით დიდ დროს ვენახის მოვლა-პატრონობას

უთმობდნენ. მუხრანბატონი მაღალი კლასის სპეციალისტებს

ქირაობდა და მათ ანაზღაურებაში ფინანსებს არ ზოგავდა.

მემამულე მოსავალს გვიან შემოდგომაზე იღებდა. ღვინის

საოცარ არომატსაც სწორედ ამ ფაქტორს მიაწერდნენ. ივანეს

ქარხანასთანვე მდებარეობდა სახელოსნო და საზეინკლო,

რომელიც ქართველი, რუსი და უკრაინელი სპეციალისტებით

იყო დაკომპლექტებული. დიდ ყურადღებას აქცევდა

ჰიგიენის ნორმების დაცვას – თითოეული კასრი საგანგებო

საშუალებებით ირეცხებოდა.

ივანე მუხრანბატონის სახელს უკავშირდება მეღვინეობა-

მევენახეობის ახალი თაობის გასაზრდელად დაარსებული

სკოლა, რომელიც ყოველწლიურად 10 მოსწავლეს

იღებდა. ისინი სამწლიან კურსს გადიოდნენ და მეურნეობის

ხარჯზე ადგილზევე ცხოვრობდნენ. მეპატრონე თითოეული

რგოლის მუშაობას თავად აკონტროლებდა და ხარჯების

მიზანშეწონილობასაც თვითონვე წყვეტდა.

ივანე მუხრანბატონი ღვინის სახეობებს ახარისხებდა –

არსებობდა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ღვინო

შესაბამისი ფასებით. ივანეს დიდი მცდელობის შემდეგ,

თანამედროვე, გიგოლა ბედიანიშვილს წერდა: „ბატონები

ვიდრე ვაზს ფოთოლი არ დასცვოდა, არ დაკრეფდნენ. ზოგჯერ

ბატონის ვენახში ყურძენი ისეთი ცივი იყო, რომ ვენახებში

ცეცხლი გვენთო და ზედ გაყინულ ხელებს ვითბობდით“.

იმ პერიოდში საქართველოში მუხის ფიცრის ნაკლებობის

გამო, კასრების დეფიციტი იყო. მეწარმემ კი გამონახა გზა

და კასრების პრობლემა მოაგვარა – მუხრანბატონმა 50 000

კასრი ყირიმში შეუკვეთა.

ივანე დიდ ყურადღებას აქცევდა ყურძნის გადახარისხებას

– ნაყოფის ხარისხი მოგვიანებით ღვინის ხარისხს

განაპირობებდა. დაწურვის ტექნოლოგიაც სპეციფიკური იყო

– სპეციალური მოწყობილობა ყურძნის ყუნწებს აცალკევებდა,

შემდეგ კი ისე ჭყლეტდა, რომ წიპწა არ გასრესილიყო –

„მუხრანულს“, სწორედ ამ მეთოდების დახმარებით, მწკლარტე

გემო არასოდეს გადაჰკრავდა.

ივანე მუხრანბატონი მუდმივად ზრუნავდა წარმოების

გაფართოებაზე – აშენებდა და აფართოებდა სარდაფებს,

აწყობდა ვენტილაციისა და განათების სისტემას.

ელექტროენერგიას საკუთარი მცირე ჰესებისგან იღებდა.

პროდუქტის ტრანსპორტირების საკითხიც გადაიჭრა –

ღვინო ქსნის სადგურიდან, საქართველოს გარდა, რუსეთში,

პოლონეთსა და საფრანგეთშიც კი იყიდებოდა. მუხრანბატონმა

რუსეთში საკუთარი სარდაფი გახსნა, რათა ღვინო, ბოთლების

გარდა, კასრებითაც გაეგზავნა.

ქართული პროდუქცია პოპულარობას იხვეჭდა პოლონეთშიც.

ღვინის, არყისა და სპირტის პარალელურად, ივანე ცქრიალა

ღვინის წარმოებასაც ეწეოდა. ყოველწლიურად, მეურნეობა

20-30 ათას ბოთლს ასხამდა. „შამპანურის“ ტექნოლოგიებს,

მუხრანის გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებში იყენებდნენ,

თუმცა დასაძველებელი მარანი მხოლოდ მუხრანბატონს

ჰქონდა.

მემამულის პრიორიტეტი ბრენდის განვითარება იყო – იგი

პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე ყოველდღიურად

ზრუნავდა.

ივანე მუხრანბატონის ოცნება 1889 წელს ახდა! პარიზში,

ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Exposition Universelle

Internationale „მუხრანულმა“ ოქროს მედალი მოიპოვა.

100 aprili 2018


ამავე წელს, საფრანგეთის მთავრობამ ივანეს „სოფლის

მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის“ (Officier du

mériteagricole) წოდება მიანიჭა.

თუმცა, ივანესთვის ეს საკმარისი არ იყო.

ბევრი ფიქრის შემდეგ, მუხრანბატონმა ადგილობრივი

სტუდენტები დაიქირავა, რომლებიც პარიზულ რესტორნებში

დადიოდნენ და „მუხრანულს“ ითხოვდნენ. როდესაც

პერსონალისგან უარს იღებდნენ, რესტორანს ტოვებდნენ. ასე

მოახერხა მეწარმემ საფრანგეთიდან მოთხოვნის გაზრდა.

1889 წელს პარიზის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე,

„მუხრანულმა“ უდიდეს წარმატებას მიაღწია – ბრენდი ოქროს

მედლით დააჯილდოვეს.

ამ დღის შემდეგ „მუხრანული“ პეტერბურგის საიმპერატორო

კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა და ბოთლზე

საიმპერატორო გერბის გამოსახვის უფლება მიიღო. საპატიო

„მუხრანულის“ ახალი სიცოცხლე

1875 წელს წარმოების შექმნის პარალელურად, ივანემ

სასახლის – მეურნეობის გულის, მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოები 12 წელიწადში დასრულდა. უზარმაზარი მამული

ქართული ელიტის თავშეყრის ადგილად იქცა.

პომპეზურ სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე,

აკაკი წერეთელი, არტურ ლაისტი, პლატონ იოსელიანი,

გიგო გაბაშვილი და სხვები. სასახლის გვირაბები ქარხანას

უკავშირდებოდა. წელიწადის ნებისმიერ დროს, გვირაბებში

ტემპერატურა სტაბილურად +15 გრადუსია, სარდაფები კი 60

ათას კასრ ღვინოს იტევს.

იმპერიის ნგრევასთან ერთად, მიწასთან გასწორდა

ისტორიული შენობა და მიმდებარე მამულები. წლების

განმავლობაში, მუხრანბატონთა სამოსახლო ნადგურდებოდა.

პროცესს წერტილი 2002 წელს დაესვა, როდესაც ფრედერიკ

სტუმრებს კარზე სწორედ მუხრანბატონის სასმელებით

უმასპინძლდებოდნენ.

საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმე ივანემ

ნიკო ნიკოლაძეს მიანდო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის

მეურნეობის კონგრესზე „მუხრანულით“ არაერთი მემამულე

და მეღვინე აღფრთოვანდა, მათ რუსეთის იმპერიაში დიდი

კაპიტალის დაბანდება ომის დაწყების შიშით ვერ გაბედეს.

მუხრანბატონის საქმე წლების განმავლობაში წინ მიიწევდა,

თუმცა 1890-იანებში წარმოებამ დიდი დარტყმა განიცადა –

ევროპულ და ამერიკულ ჯიშებს მოყოლილი ვაზის დაავადება

მასიურად აფუჭებდა და ანადგურებდა მოსავალს. შედეგად,

1894 წელს პეტერბურგში, ღვინისა და ვენახის საერთაშორისო

გამოფენაზე, „მუხრანულმა“ უჩვეულოდ დაბალი ხარისხის –

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მუხრანბატონი 1895 წელს საკუთარ მამულში გარდაიცვალა.

ამასობაში ინოვატორი ქართველი მეწარმის მეურნეობა

მუშაობას ინერციით აგრძელებდა, დროთა განმავლობაში კი

უკან-უკან წავიდა. ძველი დიდება „მუხრანულს“ მხარს აღარ

უმაგრებდა.

პოულსენი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „შატო

მუხრანის“ აღდგენის გრძელ პროცესში ჩაერთნენ –

ადგილმამულს გარდასული დიდება დაუბრუნეს და 2007 წლის

შემდეგ, შატო მუხრანის ღვინის დაყენება მხოლოდ მუხრანის

ვენახებში მოყვანილი ყურძნით დაიწყეს.

დღესდღეობით, „შატო მუხრანი“ ქართული ღვინის სახეობებსა

და ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. ნაწარმის ექსპორტი

არაერთ ქვეყანაში ხორციელდება. მამული ერთ-ერთი

ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ტურისტული

ჯგუფები ყოველდღიურად სტუმრობენ.

ივანე მუხრანბატონის საქმე გრძელდება – მამულები და

მეღვინეობა აღდგენილია, „შატო მუხრანი“ კი მე-19 საუკუნის

სახელგანთქმული წარმოების გზის ღირსეული გამგრძელებელი

გახლავთ.

განმარტებები:

* სტატიაში გამოყენებულია მასალები ისტორიკოს აკაკი

გელაშვილის წიგნიდან „მუხრანის გაცოცხლებული ლეგენდა“

**დესეტინა – მიწის ძველებური საზომი ერთეული. 1 დესეტინა

= 1,09 ჰექტარი

www.entrepreneur.ge 101


გაკვეთილი პირველი სტარტაპერი ქალებისთვის

და არა მარტო ქალებისთვის - ყოველი მარცხი

წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია

ავტორი: ხატია გელოვანი

თუკი გსურთ, საკუთარ ბიზნესს უძღვებოდეთ, მოგიწევთ შეეგუოთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე

არაერთხელ წაიბორძიკებთ. თუმცა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უანგარო რჩევას არ

დაიშურებენ. ქართველი სტარტაპერი ქალებისთვის ტალ კატრანმა „ტექნოპარკში“ ტრენინგი ჩაატარა.

ქართულ ENTREPRENEUR-ს მასთან პირადად შეხვედრის შანსი, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვია

„ენჯელ ინვესტორი“ არც

ღვთისგან მოვლენილი

საჩუქარია და არც მისტიკური

არსება სკანდინავიური

მითოლოგიიდან. ეს არის

ადამიანი, რომელიც

სტარტაპებს პირველი

ნაბიჯების გადადგმაში

ეხმარება და ფინანსურ

ვალდებულებებს

ნაწილობრივ, ან მთლიანად

უფარავს.

ტალ კატრანს, ამ სტატუსის

გარდა, კიდევ რამდენიმე

შეგვიძლია მივანიჭოთ ‒ ის

გახლავთ ისრაელში სტარტაპ

ეკოსისტემის შემქმნელი,

აქსელერატორების

გავლენიანი მასწავლებელი,

Fem Tech-ის (Female

Technology) ავტორი,

აქტიურად მონაწილეობს

ქალთა მხარდამჭერ

პროგრამებში მთელი

მსოფლიოს მასშტაბით.

ტალ კატრანთან შეხვედრა

„ტექნოპარკში“ მეწარმე

ქალთა რიგით მეოთხე

კონფერენციის ფარგლებში

გაიმართა. მომხსენებელთა

შორის იყვნენ უკვე

განხორციელებული იდეების

ავტორები თუ საკუთარ

სფეროში წარმატებული

ქალები. მათ შორის: სალომე

ვახტანგაძე ‒ პროგრამისტი,

რომელმაც Google-ში 5

წელიწადზე მეტი გაატარა,

ასევე ნაჯა ორაშვილი ‒ კლუბ

Bassiani-ს დამფუძნებელი.

რა გამოწვევები აქვთ ქალებს,

როდესაც საკუთარი ბიზნესის

წამოწყებას ცდილობენ?

რას ნიშნავს, იყო ქალი და

პროგრამისტი? როგორ

უნდა დაძლიოთ სამყაროში

არსებული სტერეოტიპები

და არ დათმოთ საკუთარი

მოწოდება, ოცნებები და

გეგმები მხოლოდ იმიტომ,

რომ ქალი ხართ?

„ვფიქრობ, ტექნოლოგიური

კუთხით, საქართველოში

განათლების პრობლემა

გვაქვს. პროექტ Women

Techmakers-ის ეგიდით,

შარშან ჩატარებულ

ღონისძიებაზე ერთმა

გოგონამ გვითხრა: „რა

კარგია, ახლა შემიძლია

დედაჩემს ავუხსნა, რომ

კომპიუტერთან ჯდომისას არ

ვთამაშობ“. ეს პრობლემა

აქტუალურია ‒ ბევრს დღემდე

არ ესმის, რომ ქალები

ტექნოლოგიებშიც ვმუშაობთ,

ჩვენ შეგვიძლია რაიმე

ახალი შევქმნათ, ცხოვრება

უკეთესობისკენ შევცვალოთ“,

‒ ამბობს სალომე ვახტანგაძე.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში

მაგისტრის ხარისხის მიღების

შემდეგ, სალომემ მუშაობა

Google-ში გააგრძელა. 5

წლის განმავლობაში, საძიებო

სისტემის სტრუქტურასა და

პროექტ Google Ideas-ზე

მუშაობდა. საქართველოში

დაბრუნებისთანავე,

Google–ის პროექტ

Women Techmakers-ის

განხორციელება

დაიწყო. თანამედროვე

ტექნოლოგიებით

დაინტერესებული გოგონები,

ყოველწლიურად, 4

დღის განმავლობაში,

ტექნოლოგიურ სფეროში

წარმატებული ქალების

გამოსვლებს ისმენენ და

მენტორებთან ერთად

პროექტებს ახორციელებენ.

„როცა 12 წლის ხარ,

შესაძლოა წლების შემდეგ

საკუთარი თავი ბავშვებისა

და ოჯახის გარემოცვაშიც

წარმოიდგინო, თუმცა

შესაძლებელია იყო

ორსული და საკუთარ

სტარტაპს მართავდე.

აღფრთოვანებული ვარ,

როდესაც ასეთ ქალებს

ვხედავ“, ‒ ამბობს ტალ

კატრანი. იგი მსოფლიოს

გარშემო მოგზაურობს.

ეხმარება დამწყებ

ანტრეპრენერებს წარმატების

მიღწევაში, არ ენანება

მათთვის გამოყოფილი

არცერთი წუთი და წლების

შრომა ასე უფასდება ‒

მის რჩევას ათასობით

სტარტაპერი ითვალისწინებს.

„თუკი იკითხავთ, როგორ

დაახასიათებენ ტიპურ

ანტრეპრენერს, გეტყვიან,

რომ ისინი კრეატიულები

არიან, ყოველ პრობლემასა

და გამოწვევაში კი ახალ

შესაძლებლობას ხედავენ.

მათ სურთ წინაღობებს

განსხვავებული კუთხით

შეხედონ და მოგვარების

ორიგინალური გზები

მოძებნონ. უფრო დიდ და

ნათელ სურათს ხედავენ.

იციან, როგორ გამოიყენონ

სიტუაცია სათავისოდ“, ‒

ამბობს ტალ კატრანი.

სურათის განსხვავებულად

აღქმაში იგი ათასობით

სტარტაპერს ეხმარება. მათ

რიცხვს უკვე ქართველი

ანტრეპრენერი ქალები

შეემატნენ.

„ქალები უფრო სოციალურები

არიან, თუმცა, ჩემი

დაკვირვებით, გარისკვა

არ უყვართ, არც წაგებას

აღიარებენ. ყველაფრის

მიღება 100 პროცენტით

სურთ. მათ კარგად იციან,

რომ სტარტაპისთვის თავის

მიძღვნის გარეშე არაფერი

102 aprili 2018


გამოვა ‒ მუშაობ არა 8-იდან

4-მდე, არამედ 8-იდან

8-მდე, არ გაქვს ფინანსები,

შენი გუნდი კი თავადვე უნდა

მართო“.

„ტექნოპარკის“ სტუმრები,

მოქმედი სტარტაპერები,

ან საკუთარი საქმის

წამოსაწყებად მოწოდებული

ქალები, თითოეული სპიკერის

ისტორიას გაეცნენ. რამდენად

საკმარისია წარმატებული

ქალების ნახვა და მათი

მოსმენა მოტივაციისთვის?

– ამას ვერ გეტყვით. რაც

დაზუსტებით შეგვიძლია

ვთქვათ, ისაა, რომ სტარტაპზე

მუშაობის დაწყებისას,

მოტივაციასთან ერთად,

მოთმინება და გამბედაობა

დიდი დოზით დაგჭირდებათ.

სტატისტიკა მკაცრია.

„სტატისტიკურად,

სტარტაპბიზნესის ჩავარდნის

შანსი 96 პროცენტია.

გამოდის, რომ თუ წარმატების

შანსი 4 პროცენტი გაქვთ

და მაინც რისკავთ,

განსაკუთრებული ადამიანი

ხართ. ამ შემთხვევაში, თქვენი

საქმით და იმ გზით უნდა

ისიამოვნოთ, რომელიც არ

იცით, სად მიგიყვანთ. და

თუ არაფერი გამოგივიდათ,

მთავარია გაიგოთ, რომ

წაგება უმთავრესი, საკვანძო

მოვლენაა წარმატებისკენ

მიმავალ გზაზე“.

აქსელერაცია

დამწყები ბიზნესისთვის

ინტელექტუალურ,

საგანმანათლებლო და

მენტორულ მხარდაჭერას

მოიაზრებს. ტალ კატრანი 10

აქსელერატორი პროგრამის

ავტორია. მან კარგად იცის,

რა გზას გადის იდეა, სანამ

ბიზნესსაქმიანობად იქცევა.

„უნდა გაარკვიოთ, არსებობს

თუ არა მოთხოვნა თქვენს

იდეაზე და რა მდგომარეობაა

ბაზარზე. დასაწყისში უამრავ

პრობლემას შეეჩეხებით და

თითოეული ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა

მოაგვაროთ. მთავარია,

გქონდეთ ბიზნესგეგმა. უნდა

იცოდეთ, როგორ იშოვოთ

ფული“.

მეწარმე ქალთა კვირეულის

ფარგლებში, ტალ კატრანმა

არაერთი სტარტაპერის

შეკითხვას უპასუხა. შეიტყო

მათი პროექტებისა და

იდეების შესახებ. „ზოგადად,

ქალების მჯერა. მჯერა

იმის, რასაც აკეთებენ. ვიცი,

რამხელა ენერგია სჭირდება

მათ ბიზნესსაქმიანობას.

წარმატების მისაღწევად,

უპირველესად, აუცილებელია

გადაწყვეტილების მიღება,

რომ იდეას განახორციელებთ,

შემდეგ კი ამ სფეროში

გამოცდილი ადამიანის

დახმარება და გაძღოლა.

მე სწორედ ამ მიზნით

ჩამოვედი“.

www.entrepreneur.ge 103


რიჩარდ ბრენსონი

FINDING MY VIRGINITY

12

ჯეფ ბეზოსი

რა ისწავლეს მისგან?

32

ელონ მასკი

მომავლის ადამიანი

45

ნომრის თემა

ინოვაცია

3000 მეტრზე

როგორ

მივაღწიოთ

წარმატებას

2018

ISSN 2587- 5078

aprili 2018 #1

ISSN 2587- 5078

9 7 7 2 5 8 7 5 0 7 0 0 5

9 7 7 2 5 8 7 5 0 7 0 0 5

7a

გამოიწერე ქართული

დაზოგე

29%

საუკეთესო ფასი

ერთწლიანი ხელმოწერა ადგილზე მიტანით (11 ნომერი)*

55A (1 ნომერი 5A)

*ჟურნალის ფასი საცალო ქსელში 7A

ერთწლიანი ხელმოწერა პაკეტზე “მოდი, წაიღე” (11 ნომერი)**

33A (1 ნომერი 3A)

**თბილისი 0179, აბაშიძის 34

E R M I N A

დაზოგე

57%

ხელმოწერის გაუქმების შემთხვევაში, დარჩენილი ნომრების თანხა სრულად ანაზღაურდება!

ჟურნალის გამოსაწერად, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული კლიენტები დაგვიკავშირდით

subscribe@entrepreneur.ge

ან დაგვირეკეთ

599 134510 / 599 885403

104 aprili 2018


#ThisIsYourTime

TISSOT CHEMIN DES TOURELLES

AUTOMATIC.

POWERMATIC 80 MOVEMENT WITH

UP TO 80 HOURS OF POWER RESERVE.

TISSOTWATCHES.COM

tissot, innovators by tradition


Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!