(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

(2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ... (2012 წლის 1 აგვისტო - 28 სექტემბერი).pdf - საერთაშორისო ...

transparency.ge
from transparency.ge More from this publisher

1.4.2. კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეოგადაღების უფლების შეზღუდვასაქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლისთანახმად, „ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლისმიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში." <strong>2012</strong> წლის24 სექტემბერს ცესკომ მიიღო დადგენილება N42/<strong>2012</strong> „ზოგიერთი საარჩევნოპროცედურის განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც არსებითად შეზღუდა კენჭისყრისშენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლება ფოტოვიდეოგადაღების წარმოებაზე.პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს არ ჰქონდა უფლება ასეთი დადგენილებაგამოეცა. საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს პირდაპირ დათქმას, რომსაქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს უფლება განსაზღვროს არჩევნებისდღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების ფოტოვიდეოგადაღებისუფლება. საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა,საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონფოტოვიდეოგადაღება.“ ამ ნორმით პირდაპირაა განსაზღვრული ფოტოვიდეოგადაღებაზეუფლებამოსილ პირთა წრე და გადაღების წესი. საარჩევნო კოდექსი არსად არითვალისწინებს ამ წესის დასაზუსტებლად ნორმატიული აქტის გამოცემის შესაძლებლობას.გარდა იმისა, რომ ცესკო არ იყო უფლებამოსილი მიეღო ხსენებული დადგენილება, თავადდადგენილების რიგი ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს,კერძოდ, კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის, რომელიც კენჭისყრის შენობაში ყოფნისუფლების ყველა პირს აძლევს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას. ფოტოვიდეოგადაღებაუნდა წარმოებდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს კენჭისყრის კაბინაში გადაღება და არშეეშალოს ხელი საარჩევნო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისია თვლის, რომპირი ხელს უშლის საარჩევნო პროცესს ფოტოვიდეოგადაღებით, საარჩევნო კოდექსის მე-8მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე კომისიას შეუძლია იმსჯელოს კოლეგიურად დაგააძევოს ხელშემშლელი პირი. ნორმატიული აქტით ამ საკითხის დარეგულირებაიმგვარად, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა ვერ შეძლოსდარღვევის დაუყოვნებლივ დაფიქსირება წარმოადგენს როგორც საარჩევნო კოდექსის,ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, რომლითაც უზრუნველყოფილიაინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება. ცესკოს დადგენილება #42/<strong>2012</strong>,რომლითაც იზღუდება ინფორმაციის მიღება-გავრცელების უფლება კენჭისყრის დღეს, არისროგორც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, ასევესაქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის დარღვევა, რითაც ხელი შეეშლება არჩევნებისსამართლიან, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. მიზანი,რომლისთვისაც დადგენილება იქნა მიღებული - ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა,არანაირ კავშირში არ არის დადგენილებით მოცემულ საშუალებასთან, რამდენადაცკენჭისყრის კაბინის გადაღება კანონით ისედაც აკრძალულია და ამისათვის სათანადოსანქციები სისხლის სამართლის კოდექსითაც არის მოცემული.ცესკოს ეს დადგენილება ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მძიმე დარტყმასაყენებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. კერძოდ, დადგენილება გულისხმობსთავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან გადაღების წესს, საიდანაცუნდა ჩანდეს საარჩევნო პროცესი, თუმცა ადგილის გამოყოფა მთლიანად თავმჯდომარისგადასაწყვეტია. „მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეოგადასაღებადუნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.“თავად 3 მეტრის დაშორებით ფოტოვიდეოგადაღება, შესაძლოა, არ იყოს პრობლემისშემცველი (რადგან ტექნიკური საშუალებებით კადრის მოახლოება შესაძლებელია), რომარა სპეციალურად განსაზღვრული ადგილი, რაც შეიცავს საფრთხეს, რომ ამ ადგილიდანდა მანძილიდან დარღვევის დაფიქსირება და მტკიცებულების სახით ფოტო ან ვიდეოფირზე8


ასახვა შეიძლება რთული გახდეს. ამასთანავე, დადგენილება უთითებს, რომ მანძილი 3მეტრი - მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ თავმჯდომარის მიერ შერჩეული ადგილიშესაძლოა უფრო შორს იყოს, რის გამოც, მტკიცებულების ასახვა შეუძლებელი გახდება.დადგენილებით მოცემული აკრძალვები ეხება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებისმქონე ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიასაშუალებებს და დამკვირვებლებს. აღსანიშნავია,რომ დამკვირვებლისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება მტკიცებულებების მოპოვება.დარღვევის დაფიქსირებისას დამკვირვებელს სჭირდება ფოტოვიდეომასალის გადაღება,რათა მისი არგუმენტები გამყარებული იყოს მტკიცებულებით. იმ შემთხვევაში, თუდამრღვევი პირი თავად კომისიის თავმჯდომარე აღმოჩნდა, ცხადია, დამკვირვებელი ვერმოახერხებს მტკიცებულების დაფიქსირებას.კანონთან არსებით წინააღმდეგობაშია დადგენილების დებულებაც, რომლის თანახმადაც,„იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერითგადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღებისწარმოების უფლებას“. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება გულისხმობს კენჭისყრისშენობაში ნებისმიერ დროს შესვლის, გამოსვლის და სხვა სახის გადაადგილებას.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების გამო ფოტოგადაღების წარმოების უფლებისშეზღუდვა ან, მით უმეტეს, ჩამორთმევა, რამდენადაც ფოტოვიდეოგადაღების უფლებასაარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით მინიჭებული უფლებაა ამ პირთათვის.ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დადგენილება მიღებულ იქნაარჩევნებამდე 7 დღით ადრე. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია ითვალისწინებდა მოთხოვნას, რომ არ მოხდესსაარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე. განსაკუთრებით,თუ ეს ეხება არჩევნების ჩატარების წესს, კენჭისყრის პროცედურებს და ა.შ. რამდენადაც,შეუძლებელი ხდება ამ რეგულაციების სათანადო გაცნობა და კანონწინააღმდეგობისშემთხვევაში მასზე დავა.ფოტოვიდეოგადაღების უფლების შემზღუდველი დადგენილების ამ სახით და არჩევნებამდეასე მცირე პერიოდში მიღება არის მარეგულირებელი რესურსის გამოყენების ერთ-ერთითვალსაჩინო მაგალითი.1.5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაერთგვაროვანი მიდგომებიისევე როგორც 1 აგვისტომდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამართლიანიგადაწყვეტილებებით წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოირჩეოდა, რაც ასევე წარმოადგენსსამართლებრივი რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას.1.5.1. საარჩევნო რეკლამის თანხების წინასწარ გადახდის ვალდებულების შემოღება<strong>2012</strong> წლის 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსცა № 137/37 ბრძანება,რომელიც ავალდებულებდა საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევო რეკლამისათვისსაეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვას წინასწარი ანგარიშსწორებით.ამ ბრძანებით საარჩევნო სუბიექტებსა და რეკლამის მიმწოდებლებს დაუწესდათდამატებითი შეზღუდვა, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”საქართველოს ორგანული კანონით არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ბრძანება იყოკანონშეუსაბამო და არათანაზომიერი კანონით დადგენილი საჯარო პოლიტიკური მიზნისმისაღწევად.ა. კანონშეუსაბამობა„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისმიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა შეიძლება მხოლოდ9


საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ორგანოს მიერ აქტის გამოცემარომელიც იწვევს პირის უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდკანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით (კანონიერებისპრინციპი).„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის32 2 მუხლი და 34 1 -ე მუხლის პირველი პუნქტი საერთოდ არ აძლევს სახელმწიფო აუდიტისსამსახურს უფლებამოსილებას დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს პოლიტიკურ სუბიექტებსადა სარეკლამო მომსახურების მიმწოდებლებს.კანონის 34 1 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურსანიჭებს უფლებამოსილებას „უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა”,თუმცა ამ დებულებაში მინიშნებაც კი არ არის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისუფლებამოსილების თაობაზე.შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანება არ იყო კანონიერი, რადგანაც მან შესაბამისისაკანონმდებლო საფუძვლის გარეშე შეზღუდა, როგორც თავისუფალ მეწარმეობის, ასევეპოლიტიკური საქმიანობის უფლება.ბ. თანაზომიერების პრინციპითანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული შემზღუდველიზომა მხოლოდ იმ ინტენსივობითა და ხარისხით იქნეს გამოყენებული, რაც აუცილებელიაკონკრეტული საჯარო მიზნის მისაღწევად. დაუშვებელია საჯარო მიზნის მიღწევაგანხორციელდეს უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. 9ზემოთ ხსენებული დამატებითი შეზღუდვის დაწესება პარტიების დაფინანსებისგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთოდ არ იყო აუცილებელი. სახელმწიფოაუდიტის სამსახურს თავისუფლად შეეძლო გამოეთხოვა სარეკლამო მომსახურებისმიწოდებაზე დადებული ხელშეკრულებები და იქ მოცემული გადახდის პირობებისგათვალისწინებით ძალიან მარტივად დაედგინა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი და ამგზით უზრუნველეყო პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა.ბიზნესის, მათ შორის, სარეკლამო ბიზნესის წარმოებისას გადახდის ვადებიუმნიშვნელოვანესია. ხშირად კონკრეტული პოტენციური გარიგებისა თუ მთლიანადკონკრეტული ბიზნესის წარმატება ზუსტად იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეუძლიამიმწოდებელს ხელშეკრულების მეორე მხარეს გადაუვადოს მიწოდებული საქონლისა თუმომსახურების საფასურის გადახდა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური რეკლამისთვისსაფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნას მედიასაშუალებები შესაძლოა სერიოზულადეზარალებინა.რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ისედაცგართულებული დაფინანსების პირობებში ამ გვარი შეზღუდვის შემოღებით კიდევ უფროგაძნელდა საარჩევნო კამპანიის წარმოება.1.5.2. სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 -ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია.<strong>2012</strong> წლის 17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ გამოქვეყნებულიგანცხადების თანახმად, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი კონსერვატიულიპარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ. კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის9საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს <strong>2012</strong> წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზედანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.10


თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით გადასცა 7000 ლარი, რომელიც წინასწარ მოძებნილექვს ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა თანხა თვალთმაქცური გარიგებისგზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ამასთანდაკავშირებით ეს პირები დააკავეს, რომელთაც „ბრალი წარედგინებათ სისხლისსამართლის კოდექსის (სსკ) 164 1 -ე მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავისარიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის 10 .“27 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანინაციონალური მოძრაობისათვის" შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესშიმიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულების შემთხვევაში გამოიკვეთა თვალთმაქცურიგარიგების დადების ნიშნები და საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა,რადგან აუდიტის სამსახურის აზრით ამგვარი გარიგების დადება სსკ-ს 164 1 -ე მუხლითგათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენდა.სსკ-ს 164 1 მუხლი ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, რასაც მისი სათაურიც - „ამომრჩევლისმოსყიდვა“ - ადასტურებს. იგი გულისხმობს საარჩევნო მიზნით, ფულის ან სხვა რაიმექონების/უპირატესობის გადაცემა/დაპირებას, ან ასეთის მიღებას, ანდა კანონითდადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგებისდადებას.შესაბამისად, აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადება - კანონით დადგენილიშეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადება - ამ ნორმისმოქმედების ფარგლებში არ აქცევს ყველა თვალთმაქცურ გარიგებას, არამედ იგი მხოლოდამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით დადებულ თვალთმაქცურ გარიგებებზე ვრცელდება.სსკ-ს 164 1 მუხლის წმინდა გრამატიკული (ნორმის გაგება უშუალოდ მისი შინაარსიდანგამომდინარე) განმარტებაც კი საკმარისია, დადგინდეს, რომ მისი მოქმედების სფერომხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვაა და არა პარტიისთვის შემოწირულების გაკეთება,თუნდაც თვალთმაქცური ან ნებისმიერი სხვა გარიგების მეშვეობით. თუმცა, აღნიშნულინორმის ინტერპრეტაციის ნებისმიერი მეთოდით გაგება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს,რომ ამ მუხლის დებულებები (მათ შორის ის რაც ბოლო წინადადებაშია ჩამოყალიბებული)მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება:● ობიექტურ-ტელეოლოგიური ანუ ნორმის განმარტება მისი მიზნიდან გამომდინარე - 164 1მუხლის მიზანია პრევენცია მოახდინოს და დასჯადი გახადოს, როგორც ამომრჩევლისპირდაპირი მოქრთამვა, როდესაც პირი ხმის მიცემის სანაცვლოდ პირდაპირ სთავაზობსამომრჩეველს ქონებრივ სიკეთეს, ასევე თვალთმაქცური თუ მოჩვენებითი გარიგებისდადების მეშვეობით ამომრჩევლის ფულადი თუ სხვა ქონებრივი სიკეთითგადმობირების შემთხვევები და ამით უზრუნველყოს ქრთამისაგან თავისუფალი,თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. შესაბამისად, იგი ვერ გავრცელდებაყველა კანონის გვერდის ავლის მიზნით დადებულ თვალთმაქცურ თუ მოჩვენებითგარიგებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნისაგან ქონების დაცვისმიზნით, აღნიშნული ქონების გასხვისების თვალთმაქცური გარიგებაც კი ამომრჩევლისმოსყიდვად ჩაითვლება და 164 1 მუხლით დაისჯება, რაც უდავოდ იურიდიულინონსენსია.ამ მუხლის მიზნისა და მოქმედების საზღვრების დასადგენად უნდა გამოვიდეთ მუხლისსათაურიდან - „ამომრჩევლის მოსყიდვა”. იმ შემთხვევაში თუ კანონის მიზანი იყოარამარტო ამომრჩევლის მოსყიდვის, არამედ უკანონო შემოწირულებისკრიმინალიზაცია, მაშინ ნორმის სათაურში ან ტექსტში უკანონო შემოწირულებაციქნებოდა ნახსენები.10http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=344711


● ისტორიული განმარტება: ა) კანონმდებლის ნების მიხედვით ანუ ნორმის განმარტებისას იმმოსამზადებელი სამუშაოს გათვალისწინება, რომელიც წინ უძღოდა მის მიღებას (იგივეTravaux préparatoires); და ბ) ნორმის განმარტება სამართალშეფარდების არსებულიპრაქტიკის გათვალისწინებით:ა) <strong>2012</strong> წლის მაისში 164 1 მუხლში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტშიდისკუსიისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს აღნიშნული მუხლის,ვიწრო მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის კონტექსტში განმარტებისაუცილებლობაზე. 11 აქედან გამომდინარე, 164 1 მუხლი ვერ გავრცელდებაშემოწირელობის განხორციელების შემთხვევებზე;ბ) მართალია ქართული კანონმდებლობით სასამართლო პრეცენდენტებს არ გააჩნიაკანონის ძალა, თუმცა სამართალშეფარდების არსებული პრაქტიკა შეიძლებაგამოყენებულ იქნეს კანონის ნორმების ინტერპრეტაციის წყაროდ.<strong>2012</strong> წლის 17 ივლისამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი კანონის გვერდის ავლითშემოწირულების განხორციელებისთვის სხვადასხვა პირთა წინააღმდეგ სანქციებისდაწესებას, 12 მაგრამ ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათაკანონმდებლობის საფუძველზე ხდებოდა და არა სისხლის სამართლის კოდექსისსაფუძველზე. შესაბამისად, სამართლის შეფარდების არსებული პრაქტიკისგათვალისწინებით, კონსერვატიული პარტიის წევრებისა და „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის” შემომწირველის მიმართაც მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა უნდაგამოყენებულიყო.● სისტემური ან კონტექსტუალური: ნორმის ტექსტის განმარტება საკანონმდებლოსისტემიდან გამომდინარე ან სხვა საკანონმდებლო დოკუმენტებთან თუ ნორმებთანმიმართებაში - უკანონო შემოწირულების განხორციელება კანონის გვერდის ავლითთვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადებით, ასევე სხვა პირის მეშვეობით, საკმაოდამომწურავად არის დარეგულირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისშესახებ” საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად ამგვარი ქმედებაწარმოადგენს არა სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ ადმინისტრაციულსამართალდარღვევას. ეს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ექსკლუზიურ საგნობრივკომპეტენციას განეკუთვნება და არა სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოების.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დავუშვებთ კიდეც, რომ კოალიცია„ქართული ოცნების“ წევრებმა ან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველმაპირმა მართლაც დადეს თვალთმაქცური გარიგება, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასსკ-ს 164 1 -ე მუხლით დაუშვებელია, ვინაიდან მათ განახორციელეს არა ამომრჩევლისმოსყიდვა, არამედ პარტიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ანუ შემოწირულება.შსს-სა და აუდიტის სამსახურის განცხადებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდანგამომდინარე საქმე გვაქვს საქართველოს „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“11http://netgazeti.ge/GE/105/law/10822/12კონსერვატიული პარტიის წევრების დაკავებამდე ერთი კვირით ადრე გამოცემული თბილისის საქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.12 დადგენილებით, აუდიტის სამსახურისადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დააჯარიმა დავით ბაციკაძე, ზაალგოგსაძე, გივი რამაზაშვილი და სხვები. რადგან, დადგენილების მიხედვით მათ „მოქალაქეთაპოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლითგანახორციელეს შემოწირულობები. აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ13.07.12 დადგენილებით ძალაში დატოვა; ასევე 12.03.12 აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ქართუბანკმა კანონის გვერდის ავლით განახორციელა ფინანსური ტრანზაქცია “ქართული ოცნებისთვის”შემოწირულობის განხორციელების მიზნით და იგი დაჯარიმდა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით.12


ორგანული კანონის დარღვევასთან. კერძოდ, აღნიშნული კანონის 26 1 -ე მუხლის მე–4პუნქტის მიხედვით „ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდებანებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებულიშეზღუდვებისათვის თავის არიდება, მათ შორის, მოჩვენებით და თვალთმაქცურგარიგებებზე.“ ხოლო კანონის 33 1 -ე მუხლის მიხედვით, ყველა ამგვარი გარიგება ბათილიადა იწვევს დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით კანონის 34 2 -ემუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.შესაბამისად, თუ ამ მუხლს ისე განვმარტავთ, როგორც კონსერვატიული პარტიისა და„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველების შემთხვევაში განმარტესსახელმწიფო სტრუქტურებმა, თვალთმაქცური გარიგებით განხორციელებული პარტიისსასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება, როგორც ადმინისტრაციული წესით, ასევესისხლის სამართლებრივად დასჯადი გამოდის.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „არავის არ შეიძლებაგანმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.” კონსტიტუციისმსგავსად განმეორებით მსჯავრდებას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენციის 13 მე-7 ოქმის მე-4 (1) მუხლი: „დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირისხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციისფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნაგამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლისსამართლის პროცესის შესაბამისად.” 14აღნიშნული მუხლების ინტერპრეტაციის კუთხით არსებობს ორი მიდგომა, პირველისმიხედვით იგი უნდა გავრცელდეს, როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქმეებზე. რაც გულისხმობს, რომ თუ პირი არამართლზომიერიქმედების განხორციელებისთვის დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, მას იგივექმედებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით აღარუნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.მეორე მიდგომის თანახმად ზემოაღნიშნული მუხლები მხოლოდ სისხლის სამართლებრივსაქმეებზე ვრცელდება. ეს კი გულისხმოსმობს, რომ თუ პირი არამართლზომიერი ქმედებისგანხორციელებისთვის დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით მას შეიძლებაადმინისტრაციული წესითაც დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ მისი ქმედება ასევეწარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ეს არ ჩაითვლებაკონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის დარღვევად.თუ სსკ-ს 164 1 -ე მუხლს, გავავრცელებთ, როგორც სისხლის ისე ადმინისტრაციულისამართალდარღვევის საქმეებზე, გამოდის, რომ უკანონო შემოწირულებისგანსახორციელებლად თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დამდებ სსკ-ს 164 1 -ემუხლით მსჯავდებულ პირს ვერ დაეკისრება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისშესახებ” ორგანული კანონის 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. ეს კიიმას ნიშნავს, რომ კანონის 26 1 -ე მუხლის მე–4 პუნქტი, 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტი და 33 1 -ემუხლი აბსურდული ნორმებია და მათ არსებობას, არანაირი აზრი არ აქვს.ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ავირჩევთ მეორე მიდგომას და კონსტიტუციისა და კონვენციებისზემოთ აღნიშნულ მუხლებს უშუალოდ მათი ტექსტის შინაარსიდან გამომდინარეგანვმარტავთ, რაც ნიშნავს, რომ ორმაგი მსჯავრდების აკრძალვა მხოლოდ სისხლის13ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. მიღებულიევროპის საბჭოს მიერ 1950წ.14ევროპული კონვენციის მსგავსად, ორმაგ მსჯავრდებას კრძალავს “საერთაშორისო პაქტის სამოქალაქოდა პოლიტიკური უფლებების შესახებ” (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966წ.) მე-14 (7)მუხლიც.13


სამართალს ეხება. ამ შემთხვევაში, თუ პირი ერთი ქმედებით ჩაიდენს, როგორც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობითგათვალისწინებულ სამართალდარღვევას, პროკურატურა ვალდებული იქნება სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ამ პირზე, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო - დააკისროსპირს ადმინისტრაციული სანქცია.თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადმინისტრაციულიორგანო ეროვნულ კანონმდებლობას არ დაარღვევს და უკანონო შემოწირულობისგანსახორციელებლად თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დამდებ სსკ-ს 164 1 -ემუხლით მსჯავდებულ პირს, ასევე დააკისრებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისშესახებ” კანონის 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას - რაც არისშემოწირულების ხუთმაგი ოდენობა, მაშინ დაიღვევა ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენცია. რადგან აღნიშნული კონვენციის სისტემაში სისხლის სამართლებრივ სანქციადდაკვალიფიცირდება პირის დაჯარიმება შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით. ეს კიგამოიწვევს კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 (1) მუხლით აკრძალულ ორმაგ დასჯას.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემას გააჩნია ავტონომიურიკრიტერიუმები კონკრეტული საქმის სისხლის თუ ადმინისტრაციული სამართლისთვისმიკუთვნების თაობაზე, რომელმაც დასაბამი აიღო „ენგელის საქმიდან“. 15 არსებობს სამიალტერნატიული ე.წ. „ენგელის კრიტერიუმი”:●●●კონკრეტული შემთხვევის კვალიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით;კონკრეტული ქმედების (სამართალდარღვევის) ხასიათი;სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხარისხი და სიმკაცრე.შესაბამისად თუ აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით, კონკრეტული შემთხვევაჩაითვლება, რომ არის სისხლის სამართლებრივი ხასიათის, ევროპის ადმიანის უფლებათასასამართლო აღნიშნულ შემთხვევაზე გაავრცელებს სისხლის სამართლებრივი საქმისთვისდადგენილ მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს, მათ შორის კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 (1)მუხლით გათვალისწინებულ ორმაგი დასჯის აკრძალვას.ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობითპირის დაჯარიმება წარმოადგენს ენგელსის მესამე კრიტერიუმით განსახილველ საკითხს.მე-3 კრიტერიუმის დადგენისას ყურადღება ექცევა სანქციის თვისებებს 16 :ა) არის თუ არა სანქცია საზოგადოებრივი ხასიათის, ანუ შესაძლებელია თუ არა მისისუბიექტი საზოგადოების ყველა წევრი აღმოჩნდეს, თუ მხოლოდ პირთა ვიწრო წრეზეაგათვლილი;ბ) სანქციის მიზანი, მხოლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა თუ პირის სამაგალითოდასჯა, რომელსაც სხვა სამართალდარღვევათა პრევენციის ფუნქციაც აქვს (სისხლისსამართლებრივი სასჯელის განსაკუთრებული თვისება).აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით სისხლის სამართლებრივად დაკვალიფიცირდაშვედეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციები, რომლისოდენობა ვადა გადაცილებული გადასახადის 40%-ს შეადგენდა. 17კანონის 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - შემოწირულობისხუთმაგი ოდენობა (500%), სრულად აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს.15Case of Engel and others v. the Netherlands, Application no. 5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72;Judgment of 8 June 1976.16Case of Janosevic v. Sweden, Application no. 34619/97, Judgment of 23 July 200217იქვე14


შესაბამისად, ევროპული კონვენციის მიზნებისათვის აღნიშნული ჯარიმა, თავისი სიმკაცრითსისხლის სამართლებრივი ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადმინისტრაციულიორგანო მოიქცევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უკანონოშემოწირულობის განსახორციელებლად თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დამდებსსკ-ს 164 1 -ე მუხლით მსჯავდებულ პირს დააკისრებს 34 2 -ე მუხლის მე-7 პუნქტითგათვალისიწნებულ სანქციას, ეს ევროპის კონვენციის მიზნებისათვის განხილულ იქნება,როგორც ორმაგი მსჯავრდება, რაც კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 (1) მუხლის დარღვევაა დაევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მაღალიალბათობით, ქვეყანა წააგებს საქმეს.გარდა ამისა, გაუგებარია რატომ ისჯება თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებითგანხორციელებული უკანონო შემოწირულება სისხლის სამართლებრივი წესით, ხოლოპირდაპირ განხორციელებული უკანონო შემოწირულობა მხოლოდ ადმინისტრაციულიწესით, ვინაიდან ორივე შემთხვევაში შედეგიცა და მიზანიც ერთი და იგივეა.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სსკ-ს 164 1 -ე მუხლი უნდაგანიმარტოს ვიწროდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს, რაცამომრჩევლის მოსყიდვას შეეხება.1.5.3. უსაფუძვლო დაჯარიმებები8 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსხურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და კახიკალაძემ <strong>2012</strong> წლის განმავლობაში საკუთარი ანგარიშებიდან გაიტანეს რამდენიმემილიონი ლარი დანიშნულების მიუთითებლად 18 და მოუწოდეს მათ დაებრუნებინათ თანხა.ვინაიდან ორივე პირმა უარი თქვა თანხის დაბრუნებაზე, 9 და 10 აგვისტოს მათ დაეკისრათჯარიმები.აღსანიშნავია, რომ დარღვევების პრევენცია ნამდვილად უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტისსამსახურის ფუნქცია და პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიღწევააუცილებელია, თუმცა, საკუთარი ქმედებების განხორციელებისას ნებისმიერი სახელმწიფოორგანო უნდა ეყრდნობოდეს მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს და არა ვარაუდებს.მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი ანკახი კალაძე მათ კუთვნილ თანხებს უკანონოდ ხარჯავდნენ, ეს იყო მხოლოდ სახელმწიფოაუდიტის სამსახურის ვარაუდი. ამასთანავე, დაუშვებელია, სამართალდარღვევის ჩადენაზემტკიცების ტვირთი ეკისრებოდეს ჩამდენს და არა სახელმწიფო უწყებას, რომელსაცმიაჩნია, რომ სახეზეა კანონდარღვევა. მტკიცებულებათა შეფასება კი უნდა მოხდესყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევით 19 . ასევე უნდა აღინიშნოს, რომდაუშვებელია სამართალდარღვევად ცნო ფაქტი, რომელიც ჯერ არ ჩადენილა.სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასეთი ქმედება კანონდარღვევად უკვე მეორედ სცნო 20 ,რაც აბსოლუტურად სცდება სამართლის ჩარჩოებს.18http://sao.ge/?action=news_f&npid=249&lang=geo19საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (შემდგომში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსი). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი N161. 15.12.1984წ.საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები N6, 29.06.1973. მუხლი 237.20იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“.<strong>2012</strong>წ. http://transparency.ge/post/report/new-ti-georgia-report-pre-election-environment-geo15


1.5.4. შერჩევითი რეაგირებები სამართალდარღვევაზეჩვენს წინა ანგარიშში საუბარი გვქონდა ქმედებებზე, რომლებიც სახელმწიფო აუდიტისსამსახურმა არასრულყოფილად განიხილა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტიშეაფასა, როგორც უკანონო შემოწირულება 21 . 31 ივლისს ანალოგიური შემთხვევა მოხდაკახეთში, როდესაც პოლიტიკურმა გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ამომრჩევლებს სადღესასწაულო სუფრით უმასპინძლა 22 . აღნიშნული ფაქტის გამოძიებასსახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თვეზე მეტი მოანდომა და კვლავ გაუგებარიგადაწყვეტილება მიიღო. ამ სახელმწიფო ორგანომ ამ შემთხვევაშიც ვერ დაინახაამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ შემოწირულებისშესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადების დარღვევისთვის დააჯარიმა 5000 ლარით 23 .თუმცა სრულიად გაუგებარია რატომ იქნა მიჩნეული ეს ფაქტი, როგორც შემოწირულებისგანხორცილება და არა - ამომრჩევლის მოსყიდვა.1.5.5. უკანონო შემოწირულების ფაქტის უგულებელყოფამასმედიაში საკმაო გამოხმაურება მოჰყვა 18 აგვისტოს გიგა ნასარიძის განცხადებას 24 ,სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ სახელით ნებისმიერმსურველ პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა პოლიტიკური შინაარსის ვიდეოკლიპებისუსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნული შემოთავაზებას დათანხმდა „ერთიანმა ნაციონალურმამოძრაობამ“ და ვიდეორგოლები საკუთარ სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა 25 . ამქმედებით ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმამოძრაობამ“ დაარღვიეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულიკანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურპარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან. 26 ამ ფაქტთანდაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა სახელმწიფოაუდიტის სამსახურს და მოითხოვა გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ „მოქალაქეთაპოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომებისგატარება, რაც მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებასგულისხმობს 27 .სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საჩივრის შეტანის შემდეგ გიგა ნასარიძემ განაცხადა,რომ შემოწირულება განხორციელდა არა იურიდიული პირის - „საქართველო არ იყიდებას“მიერ, არამედ ფიზიკური პირების - გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ,მიუხედავად იმისა რომ მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესპიკერი დაპარტიის ვებგვერდი ადასტურებდა, რომ მათ შემოწირულება იურიდიული პირისგანმიიღეს. <strong>28</strong>ამის მიუხედავად, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწირულება მართლაცფიზიკურმა პირებმა განახორციელეს, თუმცა მათი განცხადებით აღნიშნული შემოწირულებანასარიძე და ლექვინაძისგან მიღებული აქვს ასევე ორგანიზაციას „საქართველო არ21http://transparency.ge/post/report/new-ti-georgia-report-pre-election-environment-geo22http://ick.ge/ka/articles/11778-<strong>2012</strong>-07-31-19-49-23.html23http://sao.ge/?action=news_f&npid=261&lang=geo24http://goo.gl/c4I3525http://goo.gl/JVco726ამ ფაქტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ადრეც გააკეთა განცხადებაhttp://transparency.ge/blog/sakartvelo-ar-iqideba-s-da-mmartveli-partiis-ukanono-garigeba27http://goo.gl/ECulD<strong>28</strong>http://www.itv.ge/?m=16&CID=24<strong>28</strong>616


იყიდებას“ 29 და რადგან ამ ორგანიზაციამ მიღებული შემოწირულების დეკლარირება არმოახდინა 5 დღის ვადაში იგი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით 30 .1.6. უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო წლის 1 ივლისსიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისპრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით მოქმედებს ეროვნულ უშიშროებისსაბჭოსთან. აღსანიშნავია, რომ კომისია არსებობდა 2008 და 2010 წლის არჩევნებზეც,თუმცა საკანონმდებლო ჩანაწერი მისი შემქნის ვალდებულებით არ გვხვდებოდა.აღნიშნული ცვლილება მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ კომისიის საქმიანობაიყოს აქტიური, გამჭვირვალე და თანამშრომლობისაკენ მიმართული. განსაკუთრებითმნიშვნელოვანია კომისიის როლი კანონდარღვევათა პრევენციაში, რისთვისაც არაერთხელგაკეთდა განცხადებები და რეკომენდაციები სათანადო სახელმწიფო თუ ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოების მისამართით 31 . კომისიის რეკომენდაციით და უშუალოჩარევით არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა და მოხდა დროული რეაგირება 32 .თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უწყებათაშორისი კომისია, როგორც წესი, არ მოქმედებსპროაქტიულად და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს რეაგირებას თუკი მას ვინმე დარღვევისშესახებ მიაწოდებს ინფორმაციას. კომისია ხშირად ასევე ერიდება სამართალდარღვევისფაქტის დაფიქსირებას და ზოგადი განცხადებით შემოიფარგლება. მაგალითად, 10სექტემბერს კომისიამ განცხადება გააკეთა საბიუჯეტო რესურსებით დამზადებული ბეჭდურიმასალის აგიტაციის მიზნებისათვის გამოყენებაზე და განაცხადა 33 , „კომისიისთვის ცნობილიგახდა, რომ გარკვეული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უწყებრივ ვებგვერდებსმმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის გაშუქებისა და პარტიული სიმბოლიკისგანთავსების მიზნით იყენებენ. კომისიაში ასევე შემოვიდა შეტყობინება, რომ სახელმწიფოდაწესებულებაში განთავსებულ უწყებრივ რეკლამაში ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტიფიგურირებდა.“ კომისიამ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებს, შეესწავლათ საკუთარი სახსრებით დამზადებული ბეჭდური მასალები დააღეკვეთათ კანონდარღვევა და შეახსენა, რომ ასეთი ქმედება ადმინისტრაციულირესურსების გამოყენებაა. ასეთი ქმედება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლისმე-4 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო რესურსის პარტიული მიზნით გამოყენებაა და შესაბამისსანქციასაც ითვალისწინებს. უწყებათაშორის კომისიას არ გადაუმოწმებია მისთვის ცნობილიინფორმაცია და მის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, არც შესაბამის ორგანოებსმოეთხოვათ სათანადო რეაგირების მოხდენა, მაშინ როდესაც უწყებათაშორისი კომისიისუფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ პრევენციული ღონისძიების სახითრეკომენდაციის გაწევით, არამედ მოიცავს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისიუწყებებისათვის გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნითმიმართვასაც.29აღნიშნული ვიდეოკლიპები ამ ორგანიზაციის სახელით უკვე გადიოდა რამდენიმე ტელეარხზე და,რადგან ვიდეოკლიპის შემქმნელად ნასარიძე და ლექვინაძე დასახელდა „საქართველო არ იყიდება“ ყველაშემთხვევაში შემოწირულობის მიმღები გამოდიოდა, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისშესახებ“ კანონის 26 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირია.30http://goo.gl/vjYHO31http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=619932http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=6204; http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=621133http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=620717


2. სასამართლოსა და ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო ქმედებებიწინასაარჩევნო პერიოდში მიკერძოებული ქმედებებით არამხოლოდ აღმასრულებელიხელისუფლების ცენტრალური ორგანოები გამოირჩეოდნენ. რამდენიმე მსგავს შემთხვევასადგილო ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლებისდონეზეც.2.1. ამომჩეველთან შეხვედრისთვის ტერიტორიის გამოყოფაზე უარის თქმა6 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ რუსთავის თვითმმართველობასმიმართა თხოვნით, გამოეყო ადგილი 19 აგვისტოს შეკრების ჩასატარებლად. რუსთავისმერიამ „ქართული ოცნების“ მიერ მითითებულ სამ სხვადასხვა ადგილზე უარი თქვასხვადასხვა საბაბით, მათ შორის, ქ. რუსთავში, შარტავას მოედანზე აქციის გამართვაზეუარი დაასაბუთა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით.საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ითვალისწინებს უარისმხოლოდ ორ საფუძველს: „ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნისსაწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას; ბ) სხვააქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივითვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზედა იმავე დროს. 34 “ სხვა ყველა შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა იღებსგაფრთხილებას და ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების უსაფრთხოება 35 . გაფრთხილებისვალდებულება კი სწორედ იმ მიზნიდან გამომდინარეობს, რომ თვითმმართველობამუზრუნველყოს ტრანსპორტისათვის ალტერნატიული სამოძრაო მარშრუტი და თავიდანაიცილოს მოძრაობის შეფერხება. ამ საფუძვლით უარის თქმა კი, ცალსახად, კანონისდარღვევა და მისი გაუმართლებელი ინტერპრეტაცია იყო.2.2. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე სასამართლოს რეაგირებასაქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისწესების დარღვევისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზესამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ ცესკო, ასევე ცესკოსა და შესაბამისი საოლქოსაარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები. სამართალდარღვევებზე საქმისწარმოება კი ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისშესაბამისად.9 აგვისტოს www.humanrights.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია 36 , რომლის თანახმადაც,რუსთავის თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის,მინდია აფციაურის სამუშაო კაბინეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციომასალა იყო გამოკრული. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართადა მოითხოვა მინდია აფციაურის 1 000 ლარით დაჯარიმება, თუმცა სარჩელი არდაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, „სასამართლომ დაადგინა, რომ მინდიააფციაურის სამუშაო ოთახში ნამდვილად იყო გამოფენილი ჩარჩოში ჩასმულიფოტოილუსტრაცია წარწერით „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ციფრი ხუთი დამიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. სასამართლომ განმარტა, რომ „ნაციონალური34საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“. N763. 12.06.1997. საქართველოსპარლამენტის უწყებანი N33, 31.07.1997. მუხლი 10.35საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტი.36http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15348&lang=geo18


მოძრაობა-დემოკრატები“ არ წარმოადგენს მიმდინარე საარჩევნო პროცესის მონაწილესუბიექტს. იგი არ არის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული და წარმოადგენსსხვა სუბიექტს, რომელიც მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2004წელს ერთ პარტიად გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალიდემოკრატები“ და ასეთი ფორმით მიიღეს მონაწილეობა 2004 წლის საპარლამენტოარჩევნებში. აღნიშნული საარჩევნო ბლოკი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.შესაბამისად, მხოლოდ ციფრი ხუთიანის არსებობა ამ პლაკატზე არ გულისხმობს, რომმინდია აფციაურს მიმდინარე არჩევნებში 5 ნომრით დარეგისტრირებული საარჩევნოსუბიექტის სააგიტაციო მასალა ჰქონდა გამოკრული და ეწეოდა წინასაარჩევნო კამპანიასამისათვის აკრძალულ ადგილას 37 “.გარდა იმისა, რომ სასამართლო წარმოებისას ყურადღების გამახვილება მოხდა მხოლოდიმ ერთ სააგიტაციო მასალაზე, რომელიც 2004 წლის არჩევნებისთვის იყო დამზადებულიდა სასამართლომ უგულებელყო მეორე სააგიტაციო მასალა, თავად სასამართლოსმიდგომა უნდა შეფასდეს როგორც ცალმხრივი და მიკერძოებული. საქართველოსსაარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია საჯარო მოხელის მიერ აგიტაციის გაწევაუშუალო სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ხოლო ამ აგიტაციისათვის რა მეთოდსგამოიყენებს მოხელე, კანონის მიზნებისათვის უმნიშვნელოა. მასალა, რომელზეცპოლიტიკური თანამდებობის პირები არიან გამოსახული და მითითებულია საარჩევნოსუბიექტის ერთი რეკვიზი მაინც (ამ შემთხვევაში, ნომერი), საკმარისია სააგიტაციოდგამოყენებისათვის, ხოლო ასეთი მასალის სამუშაო კაბინეტში განთავსებით, სწორედსამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ხდება აგიტაცია. ამასთანავე, 2004 წლიდანდღემდე 5 ნომრის ქვეშ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სახელი ფიგურირებს, თუმცაყოველი მათგანის წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობაა“, შესაბამისად, სუბიექტის რიგითი ნომერი ცალსახად ასოცირდება პოლიტიკურპარტიასთან და შესაბამისად, მის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტთან.3. საკანონმდებლო პრობლემებისაარჩევნო მიზნით სამართლებრივი რესურსის გამოყენება არაა მხოლოდ სამართლისნორმების მიკერძოებულად განმარტება, არამედ თავად ისეთი ნორმების შექმნაცაა,რომელიც ერთ პოლიტიკურ გუნდს სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშიჩააყენებს. ამ მხრივ რამდენიმე საკანონმდებლო პრობლემა არის აღსანიშნავი.3.1. საარჩევნო აგიტაცია სახელმწიფო ღონისძიებების დროსარჩევნების დანიშვნის დღიდან არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაცპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ სახელმწიფო ღონისძიებებში,რა დროსაც აქტიურ საარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ. მაგალითად, ბოლნისში დასაქმებისსახელმწიფო მინისტრის ვიზიტისას, როდესაც იგი ეცნობოდა დასაქმების მაძიებელთაანკეტირების პროცესს, მასთან ერთად იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიკობა ნაყოფია 38 . ასეთი ტიპის აქტივობები აღიქმება პარტიულ ღონისძიებებადამომრჩევლისათვის, რაც ამ რესურსის საარჩევო მიზნით გამოყენებას უსვამს ხაზს.მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო ღონისძიებებზე საარჩევნო აგიტაცია არ იკრძალება, იგითავისი არსით მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ-ერთი სახეა,რამდენადაც ხდება პოლიტიკური გაერთიანებისა და ხელისუფლების აღრევა, რაც37http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15462&lang=geo38http://employment.gov.ge/index.php/ge/news/bolnisi19


დაუშვებელია ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის თანახმად 39 .საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა, ამ ტიპის რესურსებიგამოყენებულ იქნეს ისე, რომ კანონდარღვევა არ დადგეს სახეზე. აღნიშნულ საკითხზეყურადღებას არაერთხელ ამახვილებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მისიგათვალისწინება საარჩევნო კოდექსში არ მოხდა 40 .3.2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის პირთა ფართო წრესაქართველოს საარჩევნო კოდექსი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობას,ჰყავდეთ წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებში 41 , რომლებიც სარგებლობენდამკვირვებლის უფლებებით და რიგ შემთხვევებში დამატებითი ბენეფიციებით.მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციათა მოთხოვნისა 42 , კანონით არასაკმარისადააგანსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც არ შეუძლია იყოს წარმომადგენელი. 2010 წლისარჩევნებზე ერთ-ერთ ოლქში თავად სუბიექტი იყო დანიშნული წარმომადგენლად, ამჟამადკი, რამდენიმე ოლქში პოლიტიკური თანამდებობის პირებიც გვევლინებიან ამ პოზიციაზე 43 .აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს იმყოფებოდესსაარჩევნო უბანზე, რაც საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია ნების თავისუფალიგამოხატვისათვის. კანონმდებლობაში სათანადო აკრძალვის არარსებობა ხშირად იქნაგამოყენებული მმართველი გუნდის მიერ, რაც სამართლებრივი რესურსის გამოყენებისერთ-ერთი მაგალითია.3.3. საბიუჯეტო თანხების გამოყენებაზე რეაგირების შესაძლებლობის ბუნდოვანებასაქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „არჩევნებისდანიშვნის დღიდან არჩვნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტებისგანხორციეება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ადგილობრივბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდეგათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმიური ტრანსფერების ზრდა, რომლებიცარჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში.“ პრობლემურია ამავე პუნქტის მეორეწინადადება, რომელიც ასეთი დარღვევის აღკვეთას და რეაგირების საშუალებასითვალისწინებს. „ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლიამიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.“ სამწუხაროდ, საარჩევნოკოდექსი არ ითვალისწინებს, ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირი. საარჩევნოკოდექსის 77-ე და 78-ე მუხლები დეტალურად ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულამათუიმ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი, მიმართოს სასამართლოს ანსაარჩევნო ადმინისტრაციას და დარღვევის ჩადენიდან რა ვადებში უნდა მოხდესშესაბამისი რეაგირება. კოდექსი ასეთ პროცედურებს არ ითვალისწინებს საბიუჯეტოთანხების გამოყენების შემთხვევაში. 2011 წლის დეკემბრამდე მოქმედი საარჩევნოკოდექსი ითვალისწინებდა ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციისათვის მიმართვისშესაძლებლობას, რომელიც უფლებამოსილ პირს დააკისრებდა სანქციას.საარჩევნო კოდექსის დღევანდელი რედაქციიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, უკეთესირეგულაციაა და რეაგირების მექანიზმია მოცემული საბიუჯეტო სახსრების გამოყენების39http://www.osce.org/odihr/elections/1430440http://esshengekheba.ge/?menuid=9&lang=1&id=45641საარჩევნო კოდექსი. მუხლი 42.42არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.2011წ. http://www.isfed.ge/<strong>pdf</strong>/Joint_Recomendations_UEC.<strong>pdf</strong>43http://goo.gl/9hk8420


შემთხვევაში, თუმცა რეალურად, კანონში კონკრეტული წესის განუსაზღვრელობის გამო,ვრცელდება ზოგადი წესი, რაც გულისხმობს ნორმატიული აქტის (რამდენადაც ბიუჯეტშიცვლილება ნორმატიული აქტია) სასამართლოში აქტის მიერ ზიანის გამოწვევიდან 3 თვისვადაში გასაჩივრებას და სასამართლო განხილვას, რაც შეიძლება 5 თვემდე გაგრძელდეს.ამასთანავე, აუცილებელია სასამართლოში დადასტურდეს ზიანის დადგომის ფაქტიმოსარჩელისადმი, რაც, შესაძლებელია, დამატებითი ბარიერი გახდეს და სასამართლოსშეუძლია უარი თქვას საქმის განხილვაზე თუ ვერ დაადგენს პირდაპირ და უშუალო ზიანსმოსარჩელისადმი.კანონში განუსაზღვრელი, არაგანჭვრეტადი რეგულაციის არსებობა, რომელიც თითქმისშეუძლებელს ხდის ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე დროულ,ხისტ და ეფექტურ რეაგირებას, შეიძლება ჩავთვალოთ სერიოზულ პრობლემად დასამართლებრივი რესურსის არამიზნობრივ გამოყენებად.21


II.პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაწინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით კი სექტემბრის ბოლოს, პოლიტიკური ნიშნითზეწოლის ფაქტების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებსსაარჩევნო გარემოს და უკიდურესად ზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ გაერთიანებებსშორის. 19 სექტემბრის შემდეგ გახშირდა „ქართული ოცნების” აქტივისტებისადმინისტრაციული წესით დაკავებები, ფიზიკური ანგარიშსწორებები და მუქარები, რამაცსაგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც გაურკვეველიმიზეზებით დააპატიმრეს სამოქალაქო აქტივისტები და ერთი სტუდენტი.1. დაკავება/დაპატიმრებაწინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მხარდამჭერებისა დამათი ახლობლების დაკავების და დაპატიმრების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რასაცპოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება,რომ განხორციელებული დაკავებები არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს 44 .ასავე საგულისხმოა, რომ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში „ქართული ოცნების”ათეულობით აქტივისტი და კოალიციასთან დაკავშირებული პირი დააპატიმრეს.დაკავებულთა ზუსტი ციფრის დასახელება საკმაოდ რთულია, რადგანაც ასეთი ფაქტებისგანსაკუთრებული გახშირების გამო, შეუძლებელია მათი გადამოწმება და დანამდვილებითრამის თქმა. „ქართული ოცნება” ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური მოტივითდაკავების 60-მდე შემთხვევაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანის,გიგა ბოკერიას თქმით, სულ დაახლოებით 30 ადამიანია ადმინისტრიციული წესითდაკავებული 45 . მოკლე დროის პერიოდში ასეთი სახის საეჭვო დაკავებები წარმოშობსვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირებისმიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება. აღნიშნული შემთხვევებიდანრამდენიმე განსაკუთრებით ყურადსაღებია.21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვისდაკავებულ იქნა ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილი დაკონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულსამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 46 წაუყენა. ფაცაციასა და მესხიასშეეფარდათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამოქალაქოაქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქნენ დაკავებულნი. მათ 10 დღიანიადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოში განვითარებული მოვლენებისფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდებისსაპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს.ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყომოტივირებული.44რაც ასევე „ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-5მუხლის მოთხოვნაცაა, მიუხედავად დაკავების სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულიხასიათისა.45http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=621346სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურისამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ანმოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.22


23 სექტემბერს ასევე დაკავებული იქნა მესტიის საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების”წარმომადგენელი კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი. იგი დააკავეს ცესკოს წარმომადგენლის,არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე, რომლის განცხადებითაც, 20 სექტემბერსჟორჟოლიანმა იჩხუბა და ხელი შეუშალა კომისიის მუშაობას. თუმცა კომისიის სხდომისოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილვევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილიჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ადმინისტრაციულიდაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარისოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ჟორჟლიანს ზუგდიდისრაიონულმა სასამართლომ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამშემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას,საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის,კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგისდამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას (საარჩევნო კოდექსი, მე–8 მუხლის მე–15 და მე–18 პუნქტები). შესაბამისად, მიუღებელია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრომაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნოკოდექსი.21 წლის სტუდენტი, ალექსანდრე ცაგარელი 24 სექტემბერს ღამით ივანე ჯავახიშვილისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგდააკავეს. თვითმხილველების თქმით, ცაგარელის დაკავებაში სპეცრაზმის სამი მანქანამონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ცაგარელი აჩერებდა ტაქსს, როდესაც მოხდა მისიაყვანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცაგარელის ადვოკატისშუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის და ქუჩის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულივიდეომასალის გახსნის შესახებ და მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.23 სექტემბერს დაკავებული იქნა „ქართული ოცნების” გორის რაიონის კოორდინატორიზვიად საბანაძე, ასევე გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი. მათი დაკავების მიზეზისაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილისსიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრეთავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითწაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგიჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ 47 .22 აგვისტოს ბოლნისში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნოე ახაშვილი დააკავეს 48 .პოლიციას დაკავების მიზეზისა და ბრალდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.ასევე უცნობია „ქართული ოცნების“ წყალტუბოელი აქტივისტების გიორგი ბაბუნაშვილის დაბექა გიორხელიძის დაკავების მიზეზი, რომლებიც 6 სექტემბერს, ქუთაისში, ბერაივანიშვილის კონცეტრის დასრულების შემდეგ დააკავეს 49 .ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით „საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველომ” გააკეთა განცხადება 50 , სადაც მოუწოდა საქართველოსხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ საქართველოში დღეს არსებულივითარება და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიიღონ მსგავსიტიპის ზომები.47http://police.ge/index.php?m=222&newsid=352548http://info9.ge/?l=G&m=1000&id=304349http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=57650http://transparency.ge/post/general-announcement/gantskhadeba-dakavebebis-shesakheb23


გარდა ამისა, აღნიშნულ ტენდენციასთან დაკავშირებით გავლენიანმა ორგანიზაციამHuman Rights Watch-მა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ „მთავრობამ უნდა მიიღოს ზომებითითოეული დაკავებულის საპროცესო უფლებების დასაცავად და უზრუნველყოს, რომთითოეული საქმე, მიუხედავად მისი კრიმინალური თუ ადმინისტრაციული ხასიათისა,გარჩეულ იყოს კანონიერი სასამართლო პროცესის პირობებში. თითოეულ დაკავებულსაქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი საქმის გარჩევა და საკუთარი უფლებების პატივისცემადაკავების პერიოდში" 51 , ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვისუწყებათაშორისმა კომისიამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ იმ შემთხვევებში,სადაც ეს შესაძლებელია და რაციონალურია, სასჯელის შედარებით მსუბუქი ზომა,მაგალითად ჯარიმა, იქნეს გამოყენებული 52 .2. ფიზიკური ანგარიშსწორებაწინასაარჩევნო პერიოდში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობისგამო ადამიანების მიმართ ფიზკური ანგარიშსწორების ბევრი ფაქტიც დაფიქსირდა. ამშემთხვევეაშიც ამ ტიპის ზეწოლის ფაქტებმა განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა, რაცკიდევ უფრო ამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს. ამ ტიპის ინციდენტების ზუსტ რაოდენობაზესაუბარი აქაც რთულია იგივე მიზეზით, ანუ მოკლედ დროის განმავლობაში იმდენიშემთხვევა დაფიქსირდა, რომ შეუძლებელი იყო მათი გადამოწმება.24 ოქტომბერს გარდაბანში „ქართული ოცნების” აქტივისტს, ბუბა დვალს უცნობი პირებისაცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს 53 .24 ოქტომბერს გორში „ქართული ოცნების” აქტივისტები გიორგი კახაშვილი და ტარიელსუჯაშვილი ათამდე ნიღბიანმა პირმა ხელკეტებით სცემა.23 სექტემბერს წნორში „ქართული ოცნების” მაისურის ტარებისთვის სცემეს კოალიციისაქტივისტი გელა დარჩიაშვილი 54 .23 სექტემბერს „ქართული ოცნების” კასპის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელიილია ნონიაშვილი ჯიპის მარკის ავტომანქანით გაიტაცეს და სცემეს 55 . ილია ნანობაშვილისგანცხადებით, უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ,,ქართულიოცნების” მაისურის ტარების გამო მიაყენეს. პოლიციამ იგი მოწმის სტატუსით დაკითხა.<strong>2012</strong> წლის 9 სექტემბერს „ქართული ოცნების” თელავის აქციის შემდეგ ანგელი ბოჩაშვილსდა ხიზირ ქუშაშვილს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს თეთრი ნაბადი აჩუქეს 30-დეადამიანი დაესხა თავს 56 .საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების” აქტივისტებზე ფიზიკური ზეწოლისთვისარცერთი პირი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.3. პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების კამპანია დაძაბულ ვითარებაშიმიმდინარეობს და საკმაოდ ხშირია მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები.რეგიონებში წინასაარჩევნო აქტივობების უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩატარებაშიგანსაკუთრებული როლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრია, ამიტომ მისი პოლიტიკურ51http://www.hrw.org/news/<strong>2012</strong>/09/26/georgia-misuse-administrative-detention-violates-rights52http://www.nsc.gov.ge/geo/news.php?id=621353http://goo.gl/Qo4Hb54http://info9.ge/?l=E&m=1000&id=550155http://qartli.ge/web/783756http://www.youtube.com/watch?v=E563_PlkTpY&feature=player_embedded24


დაპირისპირებებში მონაწილეობა სრულიად მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენს წინაანგარიშში მრავლად დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც პარტიულდაპირისპირებებს უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიაღვივებდნენ და ორგანიზებას უწევდნენ. წინასაარჩევნო პერიოდში მსგავს ქმედებებსკვლავ ჰქონდა ადგილი. როგორც წესი, „ქართული ოცნების” წარმომადგენლებისრეგიონებში ვიზიტს თან ახლდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წარმომადგენლებთან დაპირისპირებები, რომლებშიც ყველაზე აქტიურ როლს სწორედადგილობრივი ხელისუფლების მოხელეები ასრულებდნენ.25-26 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთში ჩავიდა დაწინასაარჩევნო შეხვედრები გამართა ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში,ლადოგეხსა და დედოფლისწყაროში. ყველა მუნიციპალიტეტში შეხვედრისას დაფიქსირდახელის შეშლის ფაქტები, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული 57 .კერძოდ:25 სექტემბერს ყვარელსა და გურჯაანში შეხვედრებისას „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ აქტივისტები ივანიშვილს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ყვარელშიმმართველი პარტიის აქტივისტები შეხვედრის მიმდინარეობისას სიგნალებით დახმამაღალი შეძახილებით გადაადგილდებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კიყვარლის გასასვლელში ბიძინა ივანიშვილის ესკორტს ე.წ „სირცხვილის კორიდორი“მოუწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად ყვარელში იმყოფებოდასოფელ მთისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მალხაზ კალაიჯიშვილი 58 .გურჯაანში ბიძინა ივანიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები,რომელთა შორის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მრავლად იყვნენ სკოლისმოსაწავლეები, დიდების მემორიალთან დახვდნენ სხვადასხვა ტიპის საპროტესტოტრანსფარანტებით. შეხვედრის მიმდინარეობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტები სცენიდან დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით იდგნენ და ხმამაღლაყვიროდნენ: „მოღალატე, წადი“, „საქართველო პინგვინების გარეშე,“ „მიშა, მიშა“.განსაკუთრებით აქტიურობდნენ გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგისიბაშვილის შვილი თორნიკე სიბაშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დავითფურცელაძის შვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ოთარიმერლიშვილი და თემურ ბუწაშვილი. მათ ივანიშვილს „სირცხვილის კორიდორი”გურჯაანშიც მოუწყეს 59 . მსგავსი მეთოდები და იქნა გამოყენებული 26 სექტემბერსსიღნაღში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულწინასაარჩევნო შეხვედრებისასაც.პარტიებს შორის კონფრონტაციის შემთხვევები აგვისტოშიც მრავლად იყო.4 აგვისტოს აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულზე ჩასულ„ქართული ოცნების” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის ინციდენტიმოხდა 60 . პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს ბეშუმს კოალიციის ლიდერი ბიძინაივანიშვილი ესტუმრა. ოპოზიციის წევრებს კურორტის შესასვლელი მანქანებით ჩახერგილიდახვდათ და მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ისინი ალყაში მოაქციეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.6 აგვისტოს ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეში „ქართული ოცნების"წარმომადგენლის დავით ქევხიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრას „ერთიანი57http://ick.ge/ka/articles/12523-1-n-6.html58იქვე59იქვე60http://www.youtube.com/watch?v=HbYs7wtGVwc&feature=player_embedded25


ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მაისურებში გამოწყობილი პირები ხელსუშლიდნენ 61 .10 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლიტრიპოლსკის დუშეთში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს 62 . შეხვედრისჩაშლაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ირმაჯანგირაშვილი და მარინა მთიულიშვილი, სოფელ ოძისის რწმუნებულის მეუღლე, ოძისისსაჯარო სკოლის დირექტორი სოფიო გაბრიელაშვილი, დუშეთის სკოლა პანსიონისდირექტორი დარეჯან თომაძე, სპორტული სკოლის დირექტორი ნიკო ჯიქურაული, სოფელმჭადიჯვრის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მედეა არათანაშვილი, გამგებლის ბესიკშაღაშვილის დედა მაგული შაღაშვილი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შალვაინაშვილის სიდედრი ლუდა დუდაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნოშტაბის წევრი თინა საღირაშვილი.19 აგვისტოს „ქართული ოცნების” რუსთავში გასამართ აქციასთან დაკავშირებითრაიონიდან ავტოტრანსპორტი არ მოძრაობდა 63 . თეთრიწყაროს რაიონის ავტოსადგურისთანამშრომლების განცხადებით მათ ადგილობრიცი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანმიიღეს გაფრთხილება რომ დილიდან მთელი დღის განმავლობაში არც ერთიმიკროავტრობუსი თბილისის და რუსთავის მიმართულებით არ გაეშვათ. ასევე, მოსახლებისგანცხადებით, 64 მამასახლისებს დაევალათა სადარბაზოს კოორდინატორების დახმარებითმოსახლეობის გაფრთხილება, რათა არავინ გამოსულიყო კოალიციის შეხვედრაზე<strong>2012</strong> წლის 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმამუკა არეშიძეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობასთან შეხვედრაზეერთ-ერთმა მცხოვრებმა მას გაურკვეველი საგანი ესროლა 65 . ,,ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებიც ამავედროს გამგეობის წევრები არიან და რომლებსაც მმართველი პარტიის ადგილობრივიკოორდინატორი ნიკო ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა, შეხვედრა შეხლა-შემოხლაშიგადაიზარდა.„ქართული ოცნების” მხრიდან პარტიის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობდა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. 23 სექტემბერს მმართველი პარტიის პრესსპიკერმაჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის”მხარდამჭერების შევიწროვების რამდენიმე ფაქტი იყო მოყვანილი 66 . განსაკუთრებითაღსანიშნავია, ლაგოდეხში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,ლუკა კურტანიძის შემთხვევა; გავრცელდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, საიდანაც ჩანს,რომ კურტანიძე მმართველი პარტიის მხარდამჭერ ორ საჯარო მოხელეს ემუქრება დამათგან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს 67 .4. სამსახურიდან გათავისუფლებასავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება 2011 წლისოქტომბრიდან <strong>2012</strong> წლის აგვისტომდე ზეწოლის ყველაზე გავრცელებული კატეგორია იყო.თუმცა 1 აგვისტოდან ასეთი შემთხვევები გაცილებით ნაკლებად გვხვდება.61http://info9.ge/?l=G&m=1000&id=225162http://www.youtube.com/watch?v=1B7nBDst59A&feature=player_embedded63http://www.netgazeti.ge/GE/105/News/12224/64http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=329&mid=365http://info9.ge/?l=G&m=1000&id=479966http://goo.gl/Bahlj67http://www.youtube.com/watch?v=O3GeNOjWmEk26


5 აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესტიის განყოფილების ყოფილითანამშრომლები, დავით და რაულ ჩართოლანები, სამსახურიდან დათხოვნას 68 მათი სიძის,მამუკა გირგვლიანის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრებას უკავშირებდნენ.17 აგვისტოს ადიგენის საავადმყოფოს „უნიმედი სამცხესა” და სასწრაფო სამედიცინოსამსახურის ექიმს ინა კაპანაძეს, რომელიც „ქართული ოცნების წევრია” შეწყვეტილიშრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს 69 . მისი განცხადებით, იგი მოსახლეობასთან„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას დაესწრო, რის შემდეგაც საავადმყოფოსმენეჯერმა ლალი ბალახაშვილმა განუცხადა რომ უნდა დაეტოვებინა სამსახურისადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაის” გენერალური დირექტორის ეკა შავგულიძისდავალებით.<strong>2012</strong> წლის 6 სექტემბერს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის N25 საუბნო საარჩევნოკომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლედი ნათაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს იგისაჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. 7068http://info9.ge/?l=G&m=1000&id=222669http://sknews.ge/index.php?newsid=451#.UGBfnLIgcwv70http://www.icmm.ge/ka/site/news/244227


III.სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებითგამოყენებასახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენება ადმინისტრაციულირესურსების არამიზნობრივი გამოყენების ერთ-ერთი სახეა და გულისხმობს წინასაარჩევნოღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებისთვის სახელისუფლებო სტრუქტურების საოფისეტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობების, დაქვემდებარებული საჯარომოხელეების და სახელმწიფოს თანხებით დაფინანსებული სხვა მატერიალური დაადამიანური რესურსების გამოყენებას. თუმცა, ეს არ არის მკაცრად განსაზღვრულიდეფინიცია და ინსტიტუციური რესურსების უკანონო გამოყენებამ შესაძლოა უფრო ფართოშინაარსიც შეიძინოს.წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო მიზნითგამოყენების რამდენიმე საგულისხმო ტენდენცია გამოვლინდა.1. საჯარო სამსახურებში გამოყენებული სააგიტაციო მასალასააგიტაციო მასალის გამოყენების წესებს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი არეგულირებს.აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს სააგიტაციო პლაკატების გამოყენების რეჟიმს დაგანსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალს, სადაც აკრძალულია პლაკატებისგანთავსება. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ხშირი იყო ადგილობრივითვითმმართველობის შენობებზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ფაქტები, რაც ზემოთაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით აკრძალულია.13 აგვისტოს გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური განვითარებისსამსახურის სპეციალისტის მარინე ჩითინაშვილის სამუშაო კაბინეტში დაფიქსირდა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატები 71 .15 აგვისტოს მსგავსი ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისსოფელ სუფსის ტერიტორიულ ორგანოს შენობაშიც, სადაც სოფლის რწმუნებულს სამუშაოკაბინეტში სააგიტაციო პლაკატები ჰქონდა გაკრული 72 .16 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოსრწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახების კედლებზე დაფიქსირდა „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები, საარჩევნო ნომერი შენობის მეორესართულზე და ფანჯრებზე 73 .აღნიშნულ ფაქტებზე მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაცგანახორციელა კანონის შესაბამისი მოკვლევა და კანონდმრღვევთა მიმართ შედგაადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები, რაც გადაეგზავნა სასამართლოს 74 .იდენტურ დარღვევას ქონდა ადგილი რუსთავში 75 , სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისსამსახურის უფროსის, მინდია აფციაური მხრიდან, რომელსაც საკუთარ სამუშაო კაბინეტში„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერები ეკიდა. აღნიშნულ ფაქტი დაწვრილებითმიმოხილულ იქნა მეორე თავში.71http://www.youtube.com/watch?v=AU9tuJIHFQ072http://tv9.ge/?m=6&id=472573http://ick.ge/ka/articles/11955-5-.html74http://cesko.ge/files/<strong>2012</strong>/Report_on_Complaints_01_08_<strong>2012</strong>_-_17_09_<strong>2012</strong>_GEO_Z.<strong>pdf</strong>; 69-ე, 70-ე და 84-ეგვერდები.75http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15348&lang=geo<strong>28</strong>


2. საჯარო მოხელეების უკანონო მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაშისაანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საჯარო სამსახურშიდასაქმებული ადამიანები უკანონოდ მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო აგიტაციაში.„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, 8 სექტემბერს თელავში „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ ყრილობას შსს-ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსდა სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ, კერძოდ, გურჯაანის პოლიციისთანამშრომლები ლევან მაისურაძე, პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი, შსს-ისკახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ბეჟანიშვილი დასამხედრო პოლიციის თანამშრომელი მამუკა სოლოღაშვილი. ისინი სამოქალაქო ფორმაშიიყვნენ და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ 76 .საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა დააგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვისსამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვისსპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნული წესიდან ერთადერთი გამონაკლისიაპოლიციის ყოფნა მსგავსი შეხვედრების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.ასეთი ქმედება ასევე იკრძალება საქართველოს კონსტიტუციით, „პოლიციის შესახებ“კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.იგივე ნორმები დაირღვა 19 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში,სადაც პოლიციის თანამაშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკიანიმაისურებით გადაადგილდებოდნენ, რაც მოსახლეობისთვის პოლიტიკურ აგიტაციადაღიქმება 77 .საარჩევნო კოდექსის დარღვევას ქონდა ადგილი საჯარო მოხელის მხრიდან 3 აგვისტოსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სადაც სოფლის რწმუნებული ვაჟამახარაძე სამუშაო საათებში თავად არიგებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”სააგიტაციო მასალას, რაც კოდექსის თანახმად უკანონო აგიტაციაა და კოდექსისდარღვევად ითვლება 78 .სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონოდ გამოყენებად მიიჩნია ცენტრალურმა საარჩევნოკომისიამ თელავში დაფიქსირებული ფაქტი, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მაისურებში ჩაცმული ადამიანები მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილდახმარებას ურიგებდნენ, რითიც ეწეოდნენ პროპაგანდას კონკრეტული პოლიტიკურიპარტიის სასარგებლოდ 79 . აღსანიშნავია, რომ ცესკომ ამ შემთხვევაში თელავისმუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააჯარიმა, რადგან პროდუქტის დარიგება მისიორგანიზებით ხორციელდებოდა და შესაბამისად მის მიერ მოხდა სამსახურებრივადდამოკიდებული პირების აგიტაციაში უკანონოდ ჩაბმა 80 .საჯარო მოსამსახურეების მსგავსი უკანონო ქმედებები ბუდნოვანს ხდის ზღვარსსახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ამომრჩევლისათვის რთული გასარჩევიხდება პარტიული ღონისძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტისგან,რითაც ასევე ირღვევა ეუთოს 1990 წელს შემუშავებული კოპენჰაგენის კონფერენციისდოკუმენტი, რაც ავალდებულებს ქვეყანას, რომ პარტია არ უნდა იყოს აღრეული76http://ick.ge/ka/articles/12306-----photos.html77http://goo.gl/QlZNb78http://goo.gl/3SHCM79http://ick.ge/ka/articles/12170-------photos-video.html80http://cesko.ge/files/<strong>2012</strong>/Report_on_Complaints_01.08.<strong>2012</strong>_-_20.09.<strong>2012</strong>_GEO.<strong>pdf</strong>; 89-ე გვერდი.29


სახელმწიფოსთან და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს დაპოლიტიკურ პარტიის მკაფიო გამიჯვნა.3. სახელმწიფო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო რესურსების საარჩევნო მიზნითგამოყენებასახელმწიფო ინსტიტუციური რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენების ერთ-ერთი ყველაზეგავრცელებული ტიპია ადგილობრივი თუ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულიპროექტების პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა:<strong>2012</strong> წლის 30 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერდაფიქსირდა საქართველოს სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს”(metisargebeli.ge) ვებგვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამოვიდეოკლიპის არსებობის ფაქტი 81 .აღნიშნული ფაქტი არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველინაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლებისდაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვასახის ტექნიკის გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ანსაწინააღმდეგოდ ითვლება ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებად და 88-ემუხლის მიხედვით ექვემდებარება დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნულიდარღვევის შესახებ 30 აგვისტოს მიმართა 82 ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იმავე დღესტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავიდა სიუჟეტი 83 ,სადაც ნათლად ჩანს სამთავრობო პროგრამის ვებგვერდზე განთავსებული პოლიტიკურირეკლამა.4 სექტემბერს ცესკოდან მივიღეთ პასუხი 84 , სადაც აცხადებენ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულინტერნეტ ბმულიდან შეუძლებელია რაიმე სახის ინფორმაციის მიღება და დამატებითიინფორმაცია არის საჭირო.როგორც გაირკვა, ჩვენს მიერ ცესკოსთვის ზემოთ აღნიშნული წერილის გაგზავნის შემდეგჩვენთვის უცნობი მიზეზით ვებგვერდმა www.metisargebeli.ge ფუნქციონირება შეწყვიტა დაშესაბამისად შეუძლებელი გახდა მასზე ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა ჩვენ მიერგადაღებული ე.წ. „სქრინშოთი“ და ტელეკომპანია „მაესტროს” სიუჟეტი ნათლადადასტურებს 30 აგვისტოს მდგომარეობით სამთავრობო პროგრამის ვებგვერდზე „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის არსებობის ფაქტს.აღნიშნული ფაქტი არ გახლდათ სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების პარტიულიმიზნებით გამოყენების ერთადერთი შემთხვევა. სექტემბრის პირველ ნახევარშისასამართლომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზეადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო შესაბამისი პასუხისმგებელი პირი 14ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან, რომელთა ინტერნეტ ვებ-გვერდებზე განთავსებული იყო მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“მაჟორიტარი კანდიდატების სურათები, საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“, საარჩევნო81http://transparency.ge/files/images/metisargebeli-screenshot.png82http://transparency.ge/files/docs/letter-to-cec.<strong>pdf</strong>83http://www.youtube.com/watch?v=mkGAL9WvtHo&feature=player_embedded#!84http://goo.gl/Aj3Xx30


პროგრამა და საარჩევნო სააგიტაციო მასალა. ასევე ცალკეულ შემთხვევებში ვებგვერდებისმეშვეობით ხორციელდებოდა ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია 85 .„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულანგარიშში, რომელიც ასევე წინასაარჩევნო გარემოს ეხებოდა 86 აღნიშნული იყო მრავალიფაქტი, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეგიონებში გამართულ შეხვედრებზედასასწრებად ხდებოდა საჯარო მოსამსახურეთა მასობრივი მობილიზება, რაშიც ჩართულიიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული რესურსები.მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი 24 სექტემბერს გურჯაანში 87 , სადაც ასევე შეხვედრისაუდიტორიის ძირითად ნაწილს საჯარო მოსამსახურეები შეადგენდენ და მათიუმრავლესობა აცხადებდა, რომ მათი მგზავრობა საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდა.თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოსახლეობასხვდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როგორც „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ თავმჯდომარე და არა როგორც სახელმწიფოს პრეზიდენტი, შესაბამისადშეხვედრის ორგანიზებისთვის გამოყენებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრებიპარტიის სასარგებლოდ გამოყენებულ ადმინისტრაციულ რესურსებად უნდა ჩაითვალოს,შესაბამისად ირღვევა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლი და ასევე იკვეთება 49-ე მუხლისდარღვევის ნიშნებიც, რაც გულისხმობს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ანსხვაგვარად დამოკიდებული პირების პარტიულ აგიტაციაში ჩაბმას.85http://cesko.ge/files/<strong>2012</strong>/Report_on_Complaints_01.08.<strong>2012</strong>_-_20.09.<strong>2012</strong>_GEO.<strong>pdf</strong>; 91-ე გვერდი86„წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ http://transparency.ge/post/report/new-ti-georgia-report-pre-electionenvironment-geo87http://www.youtube.com/watch?v=yCCqKActc1g31


IV.ამომრჩევლის მოსყიდვასახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარდა, წინასაარჩევნოპროცესების მონიტორინგისას საყურადღებო საკითხია, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებისგამოვლენა. ამომრჩევლის მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლისდეფინიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 -ე მუხლში დასაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 47-ე მუხლშიამოცემული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:„საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის,ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვარაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობითასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნითმოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება ისჯება თავისუფლების აღკვეთითვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“ 88ამომრჩევლის მოსყიდვა გავლენას ახდენს მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებასა დანების თავისუფალი გამოხატვის პროცესზე ამდენად, ამ საკითხს სახელმწიფოსმარეგულირებელი ორგანოები და პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებულ ყურადღებასუნდა უთმობდნენ.საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, რომლებშიც ამომრჩევლისმოსყიდვის ნიშნები იკვეთებოდა.ამა წლის 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელაინფორმაცია დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის 89 , ზურაბ ოტიაშვილის მიერამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით. 25 აგვისტოს დუშეთისმუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული„ვაჟაობა“. აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივმაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნულს თავადოტიაშვილი 90 და მოწმეებიც ადასტურებენ 91 .ამა წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთის საარჩევნო ოლქში იქნება არა ზურაბოტიაშვილი, არამედ ნინო ხუციშვილი, თუმცა, ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს 25აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე, საიდანაც ნათლადიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 -ე მუხლის შემადგენლობა - საარჩევნომიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ პირისათვის ფულის გადაცემა, რაც დანაშაულსწარმოადგენს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.მსგავსი დარღვევა იკვეთება 12 აგვისტოს დიდგორობის 92 დღესასწაულთან დაკავშირებულ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც პარტიისხარჯით მასიური სადღესასწაულო სუფრა გაიშალა რომელსაც ესწრებოდნენ, როგორცპარტიის აქტივისტები ისე რიგითი მოქალაქეებიც. აღნიშნულ ქმედებას საარჩევნოკოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი შეესაბამება - „საარჩევნო88საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. 164 1 -ე მუხლი.89http://www.youtube.com/watch?v=9LGnAfNJNZU90http://goo.gl/zxvyF91http://maestro.ge/?address=uc&id=34482&page=392http://tv9.ge/?m=6&id=465432


სუბიექტების... მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის...საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათიღირებულებისა), ...საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციომასალისა) მიწოდება ან გავრცელება...” აკრძალულია და ითვლება ამომრჩევლისმოსყიდვად.33

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!