12.07.2015 Views

საქართველო - ადამიანი უფლებათა ანგარიში 2009 - The Human ...

საქართველო - ადამიანი უფლებათა ანგარიში 2009 - The Human ...

საქართველო - ადამიანი უფლებათა ანგარიში 2009 - The Human ...

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველო - ადამიანი უფლებათა ანგარიში <strong>2009</strong> (ქართული თარგმანი)საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულია აღმასრულებელიშტოს ანგარიშვალდებულება პრეზიდენტის, ერთპალატიანი პალამენტის დადამოუკიდებელი სასამართლო სისტემის წინაშე. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4.6მილიონს შეადგენს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის იანვრის არჩევნებშიხელახლა იქნა არჩეული. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ არჩევნებიაკმაყოფილებდა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)დემოკრატიული არჩევნების მიერ გათვალისწინებული ვალდებულებების დიდნაწილს. თუმცა, ეუთომ, აგრეთვე, აღნიშნა მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცააადამიანის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, ხმების დათვლის, პრეტენზიებისა დასაჩივრების განხილვის პროცესის დარღვევებით წარმართვა. იგივე, და სხვაპრობლემები განმეორდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროსაც,რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის მიხედვით, უთანასწოროპირობებში ჩატარდა და სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.სამოქალაქო ხელისუფლება ზოგადად ეფექტურად აკონტროლებდა სამართალდამცავძალებს.საანგარიშო წლის მანძილზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების დარღვევისფაქტებს შორის აღსანიშნავია მინიმუმ ერთი ადამიანის სიკვდილი, რომელიცსავარაუდოდ გამოწვეული იყო სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილებისგადამეტებით. აგრეთვე პოლიტიკური მოტივით ადამიანის გატაცებისა და მათზეთავდასხმის ფაქტები, ცუდი პირობები ციხეში, პატიმრების, მათ შორისარასრულწლოვანების, მიმართ გამოყენებული ძალადობა, თვითნებურითავისუფლების აღკვეთა და დაკავება, პოლიტიკური სარჩულით დაპატიმრება,დემონსტრაციების დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენება, ქონებისმფლობელებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლა, საპროცესო ნორმებისნაკლოვანებები, მთავრობის ზეწოლა სასამართლო ორგანოებზე, მაღალჩინოსანთაშორის კორუფცია მთავრობაში.სიტყვისა და პრესის თავისუფლება შესუსტდა, და იყო შემთხვევები, როდესაცმთავრობა ჩაერია შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში. მიუხედავად იმისა, რომარასაპარლამენტო ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანხასიათს ატარებდა, აღინიშნებოდა აშკარა უთანასწორობა - პროტესტთანდაკავშირებული ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება ხდებოდაოპერატიულად და სწრაფად, რასაც ვერ ვიტყვით არასაპარლამენტო ოპოზიციისაქტივისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე. იყო შემთხვევებირელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და აგრეთვე ნაკლები პროგრესი შეიმჩნეოდაისეთი რელიგიური პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიცაა საკამათო ეკლესიების


მფლობელობის განსაზღვრა და არა-ქართული ორთოდოქსული რელიგიებისუთანასწორო უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. აგრეთვე აღინიშნებოდა ქალებისადა ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),საზოგადოებრივი დისკრიმინაცია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვან მიღწევებს მიეკუთვნება შეცვლილისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფსსამართლიან სასამართლო პროცესებს და თბილისში შეზღუდული სახით ნაფიცმსაჯულთა სისტემის შემოღებას; საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიცითვალისწინებს პირველად, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარებას.დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულრეგიონებში, სადაც რამდენიმეათასიანი რუსეთის საოკუპაციო ჯარია, ცენტრალურიხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმაოფიციალურად აღიარა ორივე ტერიტორიის დამოუკიდებლობა. რუსეთსა და დე ფაქტოხელისუფლებებს შორის „ორმხრივი“ მოლაპარაკების მიხედვით, რუსეთისმესაზღვრეებმა დაიწყეს ამ ორი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრებისგაკონტროლება მაისში, რითაც შეიზღუდა ადგილობრივი მოსახლეობისგადაადგილება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დარჩა როგორც აფხაზეთში,ისე სამხრეთ ოსეთში, თუმცა ძალადობის შემთხვევებს ორივე ტერიტორიაზე ჰქონდაადგილი. სიცოცხლის ხელყოფა, გატაცება და თვითნებური თავისუფლების აღკვეთა დადაკავება კვლავ სერიოზულ პრობლემებად რჩება. წინამდებარე ანგარიშში მოცემულციფრებში და სხვა სტატისტიკაში არ შედის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისსეპარატისტული რეგიონების მონაცემები, თუ კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირებითსაწინააღმდეგო მითითება არ არის მოცემული.აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა უფლებების შეზღუდვას,უპირველეს ყოვლისა ეს ეხებოდა ეთნიკური ქართველების ხმის მიცემის, პოლიტიკურპროცესებში მონაწილეობის უფლებას და ისეთი ძირითადი უფლებების გამოყენებას,როგორიც არის საკუთრების ფლობა, საქმიანობის რეგისტრაცია და მგზავრობისნებართვა. ეთნიკური ქართველები აგრეთვე განიცდიდნენ აფხაზი და რუსი ძალებისმიერ შევიწროებას, მათ აიძულებდნენ აფხაზურ „ჯარში“ მსახურებას, არ გააჩნდათძირითადი ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად საკმარისი დაფინანსება,იზღუდებოდა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის გამოყენება.2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეიმუშავაპოლიტიკა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის დროს და მის მერე გაძევებულ ეთნიკურქართველებს არ ეძლეოდათ სამხრეთ ოსეთში დაბრუნების ნებართვა თუ ისინი უარს არიტყოდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე და არ მიიღებდნენ „სამხრეთ ოსეთისრესპუბლიკის“ მოქალაქეობას; პრაქტიკულად, ეს უმთავრესად ნიშნავდა რუსული


პასპორტის მიღებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, სხვასაერთაშორისო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ რეგულარულად იქ ჩასვლისშესაძლებლობა, რათა შეეფასებინათ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა ანგაეწიათ ჰუმანიტარული დახმარება.ადამიანის უფლებების დაცვა ნაწილი 1.პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება:ა. დაცვა სიცოცხლის თვითნებური და უკანონო ხელყოფისაგანსაქართველოს მთავრობა და დე ფაქტო ხელისუფლებები ერთმანეთს ადანაშაულებდნენთავდასხმაში, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის თვითნებური დაუკანონო ხელყოფა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებშიმიმდინარე წლის განმავლობაში. როგორც ქართველი, ისევე რუსი ოფიციალურიპირები, მიმართავდნენ ამ ტიპის ურთიერთბრალდებებს. (იხ. ნაწილი 1.ზ).2008 წლის მაისში საპატრულო პოლიციის ოფიცრები, ვახტანგ აბუაშვილი და ლევანჯანიკაშვილი დაედევნენ ავტომობილს, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარითმოძრაობდა თბილისში. ავტომობილის მძღოლმა, გიორგი გამცემლიძემ, მანქანა გააჩერა,გადმოვიდა და გაიქცა. აბუაშვილმა მას იარაღი ესროლა და მოკლა. მისი განცხადებით,მას ეგონა, რომ გამცემლიძე, რომელსაც სინამდვილეში იარაღი არ ჰქონდა,შეიარაღებული იყო. ამ შემთხვევის მოწმეებმა დააფიქსირეს, რომ აბუაშვილმა არგააკეთა შესაბამისი სიტყვიერი გაფრთხილება გასროლამდე. 16 იანვარს, სასამართლომბრალი დასდო აბუაშვილს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა სიცოცხლისხელყოფისთვის, რაც მის დაუდევრობის შედეგი იყო. სახალხო დამცველის აპარატშიგაკეთდა განცხადება, რომ გამოძიება არასათანადოდ წარიმართა და რომ აბუაშვილიუნდა მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.2008 წლის აგვისტოში, შეიარაღებული ძალების წევრი როინ შავაძე წავიდა სამსახურშიხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე. მოგვიანებით მის მეუღლეს დაურეკეს დაშეატყობინეს, რომ იგი არ გამოცხადებულა სამსახურში და რომ დაინახეს, თუ როგორჩასვეს ის მანქანაში ძალით. მეუღლე დაუკავშირდა ადგილობრივ პოლიციას. საღამოს,მან ისევ მიიღო სატელეოფონო ზარი, რომლის შემდეგაც წავიდა სასწრაფოში, სადაც მანმისი მეუღლე გარდაცვლილი იხილა. მას სხეულზე მრავალი დაზიანება და ნატყვიარიაჩნდა. ქობულეთის რაიონული პოლიციის ინსპექტორის, მამუკა თხილიაშვილისგანცხადებით, შავაძის გვამი იპოვეს ქობულეთი-კაკუთის გზატკეცილზე. აჭარისპროკურორმა, ვასილ როინიშვილმა შავაძის ქვრივს აცნობა, რომ მისი მეუღლეგარდაიცვალა პოლიციელის გასროლის შედეგად, როდესაც იგი ცდილობდა მიმალვასიმ ადგილიდან, სადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა. როდესაცშავაძის ქვრივმა განაცხადა, რომ იგი ჩაეძიებოდა მისი მეუღლის გარდაცვალების საქმეს,როგორც ამბობენ, პროკურორი მას დაემუქრა. ზოგიერთი არასამთავრობოორგანიზაციების გადმოცემით, შავაძის მეუღლე არ სცნეს „დაზარალებულად“;


მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონეს ან მის სამართალმემკვიდრეს აქვსუფლება, მოითხოვოს ინფორმაცია და შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. იუსტიციისსამინისტრო არ ეთანხმება შავაძის ქვრივის განცხადებას და თვით აცხადებს, რომგამოძიების მსვლელობისას სასამართლომ მას მიანიჭა სპეციალური დაცვის ზომებისმიღების შესაძლებლობა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2008 წლის აგვისტოშისისხლის სამართლის საქმე გადეცა აჭარის პროკურატურის საგამომძიებლოგანყოფილებას და წლის ბოლოს გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.2006 წელს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თურამდენად კანონიერი იყო სამართალდამცავების მოქმედება თბილისის #5საპყრობილეში მომხდარი ამბოხების დროს, როდესაც შვიდი პატიმარი იქნა მოკლულიდა 22 დაშავებული. ინციდენტის დროს დაიჭრა 2 სპეცრაზმელი. გენერალურიპროკურატურის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებულიინფორმაციით, ინციდენტის გამოძიება წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა. 2008 წელსთბილისის N5 საპყრობილის შენობა დაანგრიეს.2007 წელს ხელისუფლებამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადასცა სისხლისსამართლის საქმე 2006 წელს ვარლამ ფხაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,რომელიც სავარაუდოდ იყო ნაცემი და მოკლული პოლიციის მიერ, ყაჩაღობის ფაქტისგამოძიების დროს. სასამართლომ მკვლელობაში და სამსახურეობრივ დაუდევრობაშიდამნაშავედ სცნო პოლიციის ოფიცერი ივანე კუპატაძე და ხუთი წლით თავისუფლებისაღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ განაჩენი გამოუტანა აგრეთვე სამ სხვა ოფიცერს,რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. დავით მინაშვილს ბრალი დაედოსამსახურებრივ დაუდევრობაში. მას მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დადაეკისრა ჯარიმა 2,000 ლარის (დაახლოებით 1180 აშშ დოლარის) ოდენობით. დანარჩენოფიცრებს, ავალო გაბრიჩიძეს და კახა ბუნიას მიუსაჯეს ორი წლით თავისუფლებისაღკვეთა და იმავე ოდენობის ჯარიმა. მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციოსასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს განაჩენი, მინაშვილის ადვოკატმა დადაზარალებულმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 2008 წელსუზენაესმა სასამართლომ არ განიხილა აპელაცია. 2008 წლის აგვისტოში, # 2საპყრობილეში სასჯელის მოხდისას, მინაშვილმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობისსაქმის გამოძიება წლის ბოლომდე არ დასრულებულა.ყოფილმა პოლიციის ოფიცერმა როლანდ მინაძემ აპელაციაზე შეიტანა მისდაუსწრებლად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დამნაშავედ ცნობისშესახებ. საქმე ეხებოდა ხვიჩა კვირიკაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებულმტკიცებულებების გაყალბებას, უფლებამოსილების გადაჭარბებას და ეჭვმიტანილისუკანონოდ გათავისუფლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანაგადაწყვეტილება 2008 წლის სექტემბერში. 27 მისს, უზენაესმა სასამართლომ უარიგანაცხადა საქმის შემდგომ განხილვაზე.


სისხლის სამართლის საქმე აკაკი ბართაიას, კახაბერ აზარიაშვილის და გიორგიქურდაძის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ 2004 წელს მომხდარი ამირანრობაქიძის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების გაყალბება, წლის ბოლოს კვლავაცმიმდინარეობდა. 1 დეკემბერს, პარლამენტმა არ მიიღო წინადადება პოლიციის მიერჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნისთაობაზე.წლის განმავლობაში, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 25ადამიანი და დაფიქსირდა აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვის არსებობა. მრავალიინციდენტი უკავშირდებოდა საბჭოთა ეპოქის ძველ ასაფეთქებელ მასალებს. მწირიინფორმაციის არსებობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ართულებს ამრეგიონებში მომხდარი ინციდენტების ფაქტების დადასტურებას. ზოგ შემთხვევაშიმედია საშუალებები დაღუპვის ფაქტებს უკავშირებდნენ ნაღმის აფეთქებას,ექსპერტების აზრით ეს ფაქტები დაკავშირებული იყო აუფეთქებელი საარტილერიოჭურვებთან.ბ. გაუჩინარებაწლის მანძილზე ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივად პოლიტიკური მოტივითადამიანების გაუჩინარებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, არასაპარლამენტოოპოზიციური პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ უცნობი თავდამსხმელების მიერ მათირამდენიმე წევრი იქნა გატაცებული და ნაცემი მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო.პირველ აგვისტოს, ამოუცნობი პირები თავს დაესხნენ ცნობილ ჩემპიონს, კარატისტსადა მოჭიდავეს ამირან ბიწაძეს და მის მეგობარს დავით ბენდელიანს. ბიწაძე იყოარასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანისაქართველოს“ (დმეს) წევრი. დმეს-ის გადმოცემით, ბიწაძე და ბენდელიანიავტომანქანით მოძრაობდნენ თბილისში, როდესაც გადააწყდნენ მინიავტობუსს,რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი. მათი თქმით, 15-18 ნიღბიანმა თავდამსხმელმაგადმოაგდეს ისინი მანქანიდან და დაუწყეს ცემა. ბენდელიანი დააგდეს ქუჩაში, ხოლობიწაძე მანქანით წაიყვანეს. დმეს-მა განაცხადა, რომ ბიწაძე მოგვიანებით იპოვესგზატკეცილზე - მას ორი ჭრილობა ჰქონდა ზურგში, რომელიც ნატყვიარს ჰგავდა, დახელი და ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დმეს-მა განაცხადა, რომ ჭრილობები ბიწაძისზურგზე რეზინის ტყვიებით იყო მიყენებული - იმ ტყვიების მსგავსით, რომლებსაცმთავრობა იყენებდა. ბენდელიანმა აღწერა ის ავტომობილი, რომელსაც პოლიციისსპეცრაზმები იყენებენ. დმეს-ი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ თავდასხმის მოტივი ბიწაძისპარტიის წევრობა იყო. გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა დარომლის მინისტრის დაქვემდებარებაშიც არის ყველა პოლიციის დეპარტამენტი, წლისბოლოს კიდევ მიმდინარეობდა.


გაუჩინარებებს და გატაცებებს ადგილი ჰქონდა წლის განმავლობაში აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, თუმცა ამ რეგიონებიდან, რომელიცსაქართველოს მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება, რთულია სარწმუნოინფორმაციის მოპოვება. იყო შემთხვევები, როდესაც აღმოჩნდა, რომ გაუჩინარებულიადამიანები რუსების ან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყვნენდაკავებულნი (იხ. ნაწილი 1.დ.).13 აგვისტოს, ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გადმოსცეს ინფორმაციასეპარატისტული აფხაზეთის ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულგალის რაიონში ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე რამდენიმე ადამიანისგატაცების შესახებ რუსი და აფხაზი ძალების მიერ, რომლებიც წაიყვანეს დედაქალაქში,სოხუმში. ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის ცნობით, რომელიც მათგამტაცებლებისგან მიიღეს, ეს ადამიანები დააპატიმრეს, რადგან მათ უარი განაცხადესრუსული პასპორტების მიღებაზე.7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამოუცნობმა პირებმა ძალითაიყვანეს ხუთი მწყემსი სოფელ კოშკადან, რომელიც საქართველოს ტერიტორიასმიეკუთვნება და გადაიყვანეს ადმინისტრაციული საზღვრის იქეთ, სეპარატისტულსამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით მწყემსები უვნებლად დააბრუნეს. მათისიტყვებით, მათთვის უთქვამთ, რომ მათი გატაცების მიზეზი იყო სეპარატისტულსამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლა.2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის განმავლობაში გაუჩინარებებისა და გატაცებებისშესახებ ინფორმაციისთვის, იხილეთ ნაწილი 1. ზ.გ. წამება და სხვა სასტიკი, დამამცირებებლი და არაადამიანური მოპყრობა ან დასჯაკონსტიტუციით და კანონით იკრძალება ამგვარი ქმედებები; თუმცა მაინცაღინიშნებოდა ასეთი პრაქტიკის გამოყენება ოფიციალური პირების მიერ.„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანახმად, 12 მაისს სამართალდამცავმა პირებმასასტიკად სცემეს ნუგზარ ოთანაძე. იგი დააკავეს კობა ოთანაძესთან ნათესაურიკავშირის გამო, რომელსაც ბრალად ედებოდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხისმოწყობა (იხ. ნაწილი 1. დ. და 1. ზ.). შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულანუგზარ ოთანაძე დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევაში. სასამართლოსგადაწყვეტილებით, იგი მოათავსეს წინასწარი პატიმრობის საკანში ორი თვით.„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა,სავარაუდოდ ცემისას მოსტეხეს მას ხელი და მან გონება დაკარგა. სახალხო დამცველმაც


აღნიშნა ეს ინციდენტი და მიმართა პროკურატურას მოთხოვნით, რათა მას აღეძრასისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით, რაც პროკურატურამდააკმაყოფილა. წლის ბოლოს გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.7 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს ქუთაისის #2 საპყრობილედა მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, 12 არასრულწლოვანთან დაკავშირებით წინა დღესმომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმააღნიშნეს, რომ 6 ივლისს, დაახლოებით დილის 2 საათზე, ამოუცნობი ნიღბიანიოფიციალური პირები, რომლებიც მათი აღწერით სპეცრაზმიდან იყვნენ, შევიდნენარასრულწლოვანთა საკნების ტერიტორიაზე და მოსთხოვეს პატიმრებს გარეთგამოსვლა. სამ საკანში განთავსებული არასრულწლოვნები დერეფანში გაიყვანეს,ხელები კედელზე დააწყობინეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.არასრულწლოვნებს სცემდნენ გაშლილი ხელით, სველი პირსახოცით და ბოქლომით.პატიმრებმა თქვეს, რომ განძრევის შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ თავზე დაშარდვითდა გაუპატიურებით. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით,არასრულწლოვნებმა გაატარეს ხუთი საათი კედელზე ხელებდაწყობილებმა. როგორციუწყებიან, ოფიცრები მათ აიძულებდნენ პოლიციის ქუდის დახურვას, ე.წ. „ჩესტის“აღებას და სიტყვების წარმოთქმას: „ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“. პატიმრებმაგანაცხადეს, რომ ოფიცრები განსაკუთრებით გაუსწორდნენ #102 საკანში მყოფთ; ერთმამათგანმა, ლ.ლ. -მ დაკარგა გონება და გული წაუვიდა.არასრულწლოვნები აგრეთვე ყვებოდნენ, რომ ისინი აიძულეს, დერეფანშიგამოსულიყვნენ, სადაც საპყრობილის თანამშრომლები და ოფიცრები მათ სცემდნენ დააფურთხებდნენ და შემდეგ ისინი კარანტინის კორპუსში გადაიყვანეს. სახალხოდამცველის აპარატის ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისწარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არავინ დაშავებულა ამ ინციდენტის დროს.თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არასრულწლოვნების ვიზუალურიდათვალიერებისას შენიშნეს სხვადასხვა სახისა და ზომის სხეულის დაზიანებები.იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 7 ივლისს დაწყებული გამოძიების დასკვნისთანახმად, არასრულწლოვანებმა დაარბიეს საკნები და უბიძგეს სხვაარასრულწლოვანებს არეულობა წამოეწყოთ, რომელიც რამოდენიმე საათსგრძელდებოდა სანამ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულიდახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისოპერატიულმა ჯგუფმა არ დაამყარა კონტროლი. . ამ მოვლენებისას თერთმეტმაარასრულწლოვანმა პატიმარმა მიიღო მცირე დაზიანებები. 16 ივლისს, პროკურატურამდაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება საპყრობილის თანამშრომლების მიერგადამეტებული ძალის გამოყენების საქმეზე, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდა.არასრულწლოვანები გადაიყვანეს თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა # 5საპყრობილეში.


სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფისმიერ მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებებში შეურაცხყოფისმიყენების შემთხვევები კვლავ იშვიათად ფიქსირდება ხშირი, არაგეგმიური დაგამოუცხადებელი შემოწმებების გამო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2007 წლისბოლოს დროებითი დაკავების ადგილებში ცუდი მოპყრობის ფაქტები თითქმის აღარაღინიშნებოდა. თუმცა პოლიციის განყოფილებებში დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტიფიზიკური ძალადობის შესახებ.2008 წლის ივნისში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ადამიანის წამებისშემთხვევები ქვეყანაში იშვიათი გახდა და რომ სახეზეა კანონების გაუმჯობესების,საჩივრების საჯაროდ განხილვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენმიმართული მცდლობები. (სასჯელის ვადა ადამიანის წამებისთვის 5 წლიდან 15წლამდე თავისუფლების აღკვეთით გაიზარდა 2008 წელს). ამ ცვლილებებისმიუხედავად, ეჭვმიტანილების დაშინება კვლავ პრობლემად რჩება. წლის პირველნახევარში, სახალხო დამცველის სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავთამხრიდან წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ცემის სავარაუდოდ სამიშემთხვევადაფიქსირდა.გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სახალხო დამცველისსამსახურში შემოვიდა 12 საჩივარი პოლიციის მხრიდან საპროტესტო აქციისაქტივისტების არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. იუსტიციისსამინისტროს თანახმად, წლის განმავლობაში წამების ბრალდებებთან დაკავშირებით 17საქმეზე დაიწყო გამოძიება, 6 საქმე ეხებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველმოპყრობას, ერთი საქმე უკავშირდებოდა იძულებითი ჩვენების მიცემას და ერთიცწინასწარგანზრახულად ჯანმრთელობის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევას.წამების ბრალდების ფაქტთან დაკავშირებით ხუთ საჩივარზე შეწყდა საქმისმსვლელობა საკმარისი საფუძვლის არარსებობის გამო, და ერთი საქმე გადაეცასასამართლოს, სისხლის სამართლის გამოძიებისთვის. ბრალდებულს გამოუტანესგანაჩენი. ორი საჩივარი არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გადავიდა სისხლისსამართლის სასამართლო წარმოებაში. და ორივე შემთხვევაში იქნა ბრალი წაყენებული.ორივე იძულებით ჩვენების მიცემისა და განზრახ მიყენებული მცირე დაზიანებისფაქტთან დაკავშირებული საქმე შეწყდა საკმარისი საფუძვლის არარსებობის გამო. 2008წელს დაიწყო 39 გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომელთა მიერგანხორციელებული წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შემოტანილისაჩივრების საფუძველზე. რვა საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო 2007 წელს. აქედან, 23გამოძიება შეწყდა საფუძვლის არ არსებობის გამო, ორი საქმე გადავიდა სისხლისსამართლის სასამართლო წარმოებაში, ხუთი ადამიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი.ხუთი დამნაშავედ ცნობილი პირიდან, ერთს მიესაჯა პირობითი თავისუფლებისაღკვეთა ხუთი წლით და 10, 214, 80 ლარიანი ჯარიმა (დაახლოებით 5,920 აშშ დოლარი),ერთს მიასაჯა 18 წლით, ხოლო სამს კი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.


არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაზარალებულები ხშირად თავს იკავებენფიზიკური შეურაცხყოფის და წამების ფაქტების გაცხადებისგან, რადგან ეშინიათ, რომპოლიცია მათ და მათ ოჯახებს სამაგიეროს გადაუხდის. არასამთავრო ორგანიზაციებიკვლავაც ამტკიცებდნენ, რომ ახლო კავშირები გენერალურ პროკურატურასა დაპოლიციას შორის ხელს უშლით პოლიციის დარღვევებზე რეაგირებაში დააცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმისა დადამოუკიდებლობის დაბალი დონის გამო არ ხდება შესაბამისი რეაგირება წამებისბრალდებებზე. შედეგად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ,განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები კვლავაცმიმართავენ წამებას და არასათანადო მოპყრობას, ხოლო მათი გამოაშკარავებისა დადასჯის საშუალება ძალზე დაბალია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე მიაჩნიათ,რომ სამართალდამცავი ოფიცრებისთვის შესაბამისი ტრენინგების ნაკლებობა, ისევე,როგორც დაბალი გათვითცნობიერების დონე მოქალაქეთა დამცავი მექანიზმებითუზრუნველყოფის შესახებ, აფერხებს მდგომარეობის გამოსწორებას.სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ არდაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც პოლიციის ოფიცრებს არასწორად ჰქონოდათჩატარებული დაკავებულის რეგისტრაცია პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, რასაცადრე მიმართავდნენ პოლიციის თანამშრომლები წამების დამალვის მიზნით. ყველასამართალდამცავ ოფიცერს და პროკურატურის წარმომადგენელს, გარდა შინაგანსაქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანაყოფების, სპეციალური ოპერატიულიდეპარტამენტის, საკონსტიტუციო უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დატერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლებისა, ევალებოდათპატიმრებთან და დაკავებულებთან შეხვედრისას საიდენტიფიკაციო სამკერდე ბარათისტარება. სპეციალური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე დაშვებული იყო გამონაკლისი,ანონიმურობის დაცვის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომამგვარად შეუძლებელი ხდება ამ დანაყოფების მიერ ჩადენილი დარღვევებისგამოვლენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.2008 წელს სახალხო დამცველის სამსახურმა დააფიქსირა 112 შემთხვევა, როდესაცდაკავებული სხეულის დაზიანებებით მიიყვანეს წინასწარი პატიმრობისდაწესებულებაში. მათგან რვა ადამიანი აცხადებდა, რომ მათ პოლიციამ მიაყენადაზიანება. სამი დაკავებული აცხადებდა, რომ პოლიციამ მიმართა მათზე ზეწოლას.სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2008 წელს მათთან შემოვიდა 132საჩივარი პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ არასათანადო, როგორც სიტყვიერიისე ფიზიკური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით.2008 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ სცნეს მათიზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების წამებისა და ღირსების შემლახველიმოპყრობის გამო. 2008 წლის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან იყო ცნობები 2008წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან ცეცხლისგანურჩევლად და დამიზნების გარეშე გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის


სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. <strong>2009</strong> წლის 27 ნოემბერსპრეზიდენტმა შეიტანა ცვლილებები უწყებათაშორისი საბჭოს დაარსებისბრძანებულებაში, მისცა რა საბჭოს საშულება მიეღო სისტემატიური უახლესიინფორმაცია/განახლებები , რათა უზრუნველეყო სამოქმედო გეგმის განხორციელებისმონიტორინგი და საბჭოს ჰქონოდა შესაძლებლობა შეექმნა სამუშაო ჯგუფები გეგმაშიდასახული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.ახალი ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატსუნდა ეწარმოებინა დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებისფაქტებთან დაკავშირებული მონიტორინგი. 16 ივლისს, პარლამენტმა შეიტანაცვლილება კანონში „სახალხო დამცველის შესახებ“, რომლის თანახმადაც სახალხოდამცველს ეზრდება პასუხისმგებლობა საპყრობილეების, დახურული ტიპისსტრუქტურების მონიტორინგზე სხვა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ამროლში სახალხო დამცველის აპარატი შეასრულებს „ეროვნული პრევენციისმექანიზმის“ ფუნქციას, როგორც ეს მოითხოვება გაერთიანებული ერების წამებისწინააღმდეგ კონვენციის დამატებითი ოქმის მიერ და ანგარიშვალდებული იქნებაგაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან უღირსი მოპყრობისა და დასჯისპრევენციის ქვეკომიტეტის წინაშე. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს მუშაობასრათა შეიტანოს შემდგომი ცვლილებები, რაც მისი მონიტორინგის ჯგუფსუფლებამოსილს გახდის გამოიყენოს ჩამწერი საშუალებები ისეთი მტკიცებულებებისდოკუმენტაციის შესაქმნელად, რომლის მეშვეობით მონიტორინგის პროცესშიდაფიქსირდება დაკავებულთათვის მიყენებული დაზიანებები. პირობები ციხეებსა დადაკავების ცენტრებშიბევრ ციხესა და წინასწარი დაკავების სტრუქტურებში ზოგადად ცუდი პირობები იყოდა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. სახალხო დამცველის აპარატი,ეუთო, ევროპის წამების პრევენციისა და არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობისა დადასჯის კომიტეტი და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის <strong>Human</strong> RightsWatch (HRW), კვლავ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ თუმცა ახლად აშენებულიდაწესებულებები აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, არსებული შენობანაგებობების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა არაჰუმანური და სიცოცხლისათვისსაშიში პირობების, გადატვირთულობის, არასათანადო სამედიცინო მომსახურები გამო.ციხეებისა და წინასწარი დაკავების ადგილების უმეტესობა არ აკმაყოფილებდაშესაბამის სანიტარული პირობების ნორმებს. პრობაციისა და იურიდიული დახმარებისსაკითხთა სამინისტროს მონაცემებით, წლის განმავლობაში ციხეებში გარდაიცვალა 92მსჯავრდებული; იგივე მონაცემებით 2008 წელს 94 და 2007 წელს 98 გარდაცვლილი იყო.სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ისინი ხშირად მიმართავდნენ ციხისხელმძღვანელობას პატიმრებისათვის სავალდებულო სამედიცინო დახმარებისუზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების მონიტორები, მათ შორისსახალხო დამცველი, ადასტურებდნენ რომ ცალკეული პატიმრები შიმშილობასაცხადებდნენ ცუდი პირობებისა და დარღვევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.


2006 წელს დამოუკიდებელი ტელევიზიის - TV-202-ის დამფუძნებელმა, შალვარამიშვილმა, შეიტანა საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში (ECHR),სადაც გაასაჩივრა მისი დაპატიმრების კანონიერება და პატიმრობის პირობებში მისდამიმოპყრობა. პატიმრობაში ყოფნის დროს იგი გადაიყვანეს ჩვეულებრივი კამერიდანპატარა, სადამსჯელო იზოლატორში, სადაც, მისი თქმით, არც ვენტილაცია და არცსანიტარული პირობები არ იყო დაცული. 2007 წლის 27 იანვარს, ევროპის ადამიანისუფლებების სასამართლომ დააკისრა მთავრობას რამიშვილისთვის 6,000 ევროს (8,580აშშ დოლარი) გადახდა მორალური ზიანისა და 7,347 ევრო (10, 540 აშშ დოლარი) მათმიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. ევროპის ადამიანის უფლებებისსასამართლო მის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ „არაადამიანური და უღირსიპირობები, რომელშიც დაკავებული იმყოფებოდა სადამსჯელო იზოლატორშითბილისის #5 საპყრობილეში“ წარმოადგენს რამიშვილის უფლებების დარღვევას. 26აგვისტოს, რამიშვილი გაანთავისუფლეს ოთხწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ.ბევრი საპყრობილე არ იყო აღჭურვილი სამედიცინო დახმარების პუნქტით დამედიკამენტებით. იუსტიციისა და პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთასამინისტროების შერწყმის შემდეგ 2008 წელს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიგადავიდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთასამინისტროში. იმ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისგანყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სასჯელაღსრულების სისტემისდაწესებულებების მონიტორინგზე გადავიდა პრობაციის და იურიდიული დახმარებისსაკითხთა სამინისტროს ახალ გენერალური ინსპექციაში, სადაც ასევე გაიხსნაჯანდაცვის ახალი განყოფილება. პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთასამინისტროში შემუშავდა ახალი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გეგმასასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისთვის, რომლის თანახმადაც სამოქალაქო დასასჯელაღსრულებითი ჯანდაცვის სისტემები უნდა გაერთიანდნენ, უნდაგაუმჯობესდეს მომსახურების დონე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში,აუმაღლდეს კვალიფიკაცია მედპერსონალს, მოხდეს სისტემის კომპიუტერიზაცია დადააკმაყოფილოს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტები. 25 ივნისს, პრობაციის დაიურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად გამოუშვეს დადგენილება, სადაცდასახულია ჩ ჰეპატიტით ინფიცირებული პატიმრების მკურნალობის სტრატეგია.პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანახმად, იანვრისმდგომარეობით კერძო სადაზღვევო კომპანია ციხეების სამედიცინო მომსახურებას აღარუზრუნველყოფდა მათი არასათანადო მომსახურების დონის გამო. იანვარშიჯანმრთელობის დაცვის დეპარტმენტს დაეკისრა ვალდებულება ყველასასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ყველა ჯანმრთელობის დაცვისსამსახურების მონიტორინგზე. სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ექიმთაგანაწილება სისტემის შიგნით არათანაბარი და დისპროპორციული იყო. გარდაპატიმრების სამედიცინო მომსახურების დაწესებულებისა, არც ერთ


სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ ჰყავდათ ფსიქიატრი. სასჯელაღსრულებითდაწესებულებებში დაქირავებული იყო სულ 172 მედდა, რომელთა 38% მუშაობდაციხის ცენტრალურ საავადმყოფოში.პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, წლისბოლოსთვის პატიმართა რაოდენობა მთლიანად შეადგენდა 21,239 პირს; იგივემონაცემებით 2008 წელს ეს ციფრი უდრიდა 18,528-ს. კანონი განსაზღვრავს სამიკატგორიის სასჯელაღსრულების დაწესებულებას: ზოგადს, მკაცრი რეჟიმის და ციხეს.პატიმრების განაწილება ზემოთ აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ხდებოდა მათმიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით. დანაშაულის პირველად ჩამდენებსათავსებდნენ ჩვეულებრივი რეჟიმის დაწესებულებაში, ხოლო რეციდივისტებსა დაუფრო მძიმე დამნაშავეებს კი ამწესებდნენ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ანსაპყრობილეში.კანონით თითოეულ პატიმარზე განსაზღვრულია 6.7 მ2 ფართი ზოგადი და მკაცრირეჟიმის დაწესებულებებში; 8.2 მ2 - ციხეებში; 9.7 მ2 - ქალთა კოლონიაში; 8.2 მ2 -არასრულწლოვანთათვის; 9.7 მ2 - სამედიცინო დაწესებულებებში. სახალხო დამცველისაპარატის განცხადების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ექვსი დაწესებულებაგადატვირთული იყო. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთასამინისტროს მონაცემებით, 12 "მკაცრი რეჟიმის" დაწესებულებიდან ოთხი,არასრულწლოვანთა სასწავლო დაწესებულების და პატიმრების სამედიცინოდაწესებულების ჩათვლით, წლის განმავლობაში გადატვირთული იყო. სამინისტრომაგრეთვე აღნიშნა, რომ წლის მანძილზე, რვა ციხიდან ოთხი გადატვირთული იყო.საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან ციხის პირობების მონიტორინგს,მიუთითებენ, რომ ქვეყანაში არსებული მოთხოვნები ციხეებში ფართისგადანაწილებასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პატიმრების ვადამდელი გათავისუფლებითციხეებში პატიმართა რაოდენების შემცირებას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებისმიხედვით წლის განმავლობაში 990 პატიმარი იქნა შეწყალებული (848 გაათავისუფლესდა 142 პატიმარს შეუმცირეს სასჯელის მოხდის ვადა); 2008 წელს 2, 804 პატიმარი იქნაშეწყალებული.2008 წლის აპრილში, ხელისუფლებამ დახურა თბილისის #5-ე საპყრობილე, რომელიცშემდგომ დაანგრიეს. მეხუთე საპყრობილე განთქმული იყო ცუდი პირობებითა დაუკიდურესადგადატვირთულობით.პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან შექმნილისამუშაოს მაკონტროლებელი ქვედანაყოფი აგრძელებდა მეთვალყურეობასსასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ ქცევის კოდექსის დაცვაზე, რომელიცშეიქმნა ევროპული მოდელის მიხედვით. პრობაციისა და იურიდიული დახმარებისსაკითხთა სამინისტროს მონაცემებით, აღინიშნა 263 დისციპლინარული დარღვევის


შემთხვევა ოფიცრების მიერ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წლისმანძილზე, აქედან თხუთმეტი ოფიცერი გაათავისუფლეს სამსახურეობრივიმოვალეობიდან. 2008 წელს 179 მსგავს დარღვევას ჰქონდა ადგილი და 10 დაითხოვესსამსახურიდან, ხოლო 169 თანამშრომელმა მიიღო მსუბუქი სასჯელი. სასჯელისსახეებია: შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური და გაფრთხილება.წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ და დონორმა ორგანიზაციებმა ჩაატარესსულ ცოტა 20 სემინარი და მოსამზადებელი კურსი 1252 მონაწილესთვის, ხოლო 2008წელს ჩატარდა 12 სემინარი, რომელშიც 738 ადამიანი მონაწილეობდა. აღნიშნულიტრეინინგები და სემინარები ძირითადად ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებებისდაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მცირეწლოვანთა სამართალზე, ტრეფიკინგსადა ოჯახურ ძალადობაზე. აგრეთვე ჩატარდა პროფესიული ტრეინინგი ახალი სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსის განხორციელების საკითხებში მომზადების მიზნით.2008 წლის ნოემბრის თვემდე, ადგილობრივ მონიტორინგის საბჭოებს დაევალათ რვასასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მუშაობა, სადაც მეთვალყურეობა უნდაგაეწიათ დაწესებულებაში საერთო მდგომარეობისათვის, შეემუშავებინათრეკომენდაციები და წარმოედგინათ კვარტალური ანგარიშები. საბჭოს წევრებისშერჩევა ხდებოდა მუშაობის სურვილის, კვალიფიკაციისა და რეპუტაციისსაფუძველზე, ხოლო მათ კანდიდატურებს იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა.ზოგიერთმა დამკვირვებლებმა ეჭვი შეიტანეს მათ ობიექტურობაში, ხოლოარასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი, საბჭოების ნახევარზე მეტიმხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და აღარ ფუქციონირებდა იმის გამო, რომ წევრთავადები ამოიწურა და მათი ჩანაცვლება არ მომხდარა. ამასთანავე, საბჭოს წევრებსსირთულეები ჰქონდათ ციხეებში შესვლის საშვებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც2008 წლის ნოემბერში მათი მანდატი ამოიწურა, საბჭოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება.მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხებისახალი სამინისტრო და 2 თებერვალს დაინიშნა ახალი მინისტრი, მონიტორინგისსაბჭოების მუშაობა აღარ განახლებულა. ხოლო საბჭოების მაგივრად იმუშავებსსახალხო დამცველის აპარატთან დაარსებული ახალი ეროვნული პრევენციისმექანიზმი.წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) სასჯელაღსრულებისდაწესებულებებში არსებული პირობებისა და იქ მყოფი მსჯარვდებულების მოპყრობისმონიტორინგის მიზნით თავისუფლად შედიოდა თავისუფლების აღკვეთისდაწესებულებებში ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტოხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების ჩათვლით. წჯსკ აგრეთვე უწევდადახმარებას ჯანმრთელობის პროგრამებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში. პირობებიორ სეპარატისტულ რეგიონში არსებულ ციხეებში ქრონიკულად არ შეესაბამებოდასტანდარტებს, თუმცა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გადატვირთულობაპრობლემას არ წარმოადგენდა.


ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ჩასული იყო აფხაზეთში 27 აპრილიდან 4მაისამდე. 23 დეკემბრის ანგარიში მათი ვიზიტის შესახებ შეიცავს რამდენიმერეკომენდაციას დრანდის ციხესთან დაკავშირებით, რომელიც ერთადერთიდაწესებულებაა აფხაზეთში მსჯავრდებულთათვის. მათი რეკომენდაციით, საჭიროაზომების მიღება პატიმრების ურთიერთდაშინების აღსაკვეთად, აგრეთვე საჭიროაჰიგიენის ნივთებით და სასმელი წყლით რეგულარულად მომარაგება, საკნებშიფანჯრის რაფების დაყენება და ელექტროგაყვანილობის სასწრაფოდ წესრიგში მოყვანა.დ. თვითნებური დაპატიმრება ან დაკავებაკონსტიტუცია და კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებასა და დაკავებას; თუმცა,მთავრობა ზოგჯერ ამ აკრძალვას არ ასრულებს. წლის განმავლობაში თვითნებურიდაპატიმრებისა და დაკავების შემთხვევების რაოდენობამ იმატა. პოლიციისა დაუსაფრთხოების აპარატის როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესპასუხისგმებლობას წარმოადგენს კანონიერების უზრუნველყოფა. შიდა არეულობებისპირობებში მთავრობას შეუძლია მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სამხედროსტრუქტურას. სამინისტრო აკონტროლებს პოლიციას, რომელიც იყოფა ფუნქციონალურდეპარტამენტებად და ცალკეულ, დამოუკიდებლად დაფინანსებული დაცვისპოლიციის დეპარტამენტებად, რომელიც უზრუნველყოფს როგორცინფრასტრუქტურის ობიექტების, ასევე, კერძო ბიზნესის უსაფრთხოებასა და დაცვას.9 ოქტომბერს მიღებული და დამტკიცებული იქნა ახალი სისხლის სამართლისსაპროცესო კოდექსი. გეგმის მიხედვით, მასში შემავალი დებულებების უმეტესობაკანონიერ ძალას შეიძენს 2010 წლის 1 ოქტომბერს. ახალი კოდექსი ხელს უწყობსპოლიციის ძალების ანგარიშვალდებულებას და პროფესიონალიზმს, კრძალავს რაუკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების ან ისეთი მტკიცებულებების გამოყენებას,რომლებიც კანონიერად იქნა მოპოვებული, მაგრამ იგი მომდინარეობს პოლიციის მიერთავდაპირველად ჩადენილი უკანონო ქმედებისგან (იხ. ნაწილი 1. ე.).კანონი, რომლის საფუძველზე დაარსდა საგამომძიებლო სამსახური ფინანსთასამინისტროსთან, 1 დეკემბერს შევიდა ძალაში. მანამდე სპეციალური საგამოძიებოჯგუფი, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც „ფინანსური პოლიცია“, ფინანსთასამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკუთვნოდა და არსებითად ასრულებდა იმროლსა და პასუხისმგებლობას რაც ამ ახალ სამსახურს ეკისრება. ახალი სამსახურიუშუალოდ ექვემდებარება ფინანსთა მინისტრს.პოლიციაში კორუფციის შემთხვევები ნაკლებად აღინიშნებოდა საპატრულო პოლიციისსფეროში. რეფორმების შედეგად, პოლიციის ოფიცრებს შედარებით მაღალიხელფასები აქვთ, რაც წამახალისებელი მიზეზია იმისათვის, რომ თავი შეიკავონთანამდებობის ბოროტად გამოყენებისაგან და არ გამოსძალონ მოსახლეობას ფული, ანარ შელახონ დაკავებულების ღირსება შეურაცხმყოფელი მოპყრობით.


არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს აპრილიდანივლისამდე, არსებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართგადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევებს ჰქონდა ადგილი (იხ. ნაწილი 2. ბ.), დაუმეტეს შემთხვევაში ასეთი ბრალდებები გამოუძიებელი დარჩა წლის ბოლომდე.2007 წელს სახალხო დამცველის აპარატიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდანშემოსული ბრალდებები იმის შესახებ, რომ პოლიციის მიერ ხდებოდამტკიცებულებების ჩადება, დაკავებულების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენება,არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სამსახურეობრივი უფლებამოსილებისბოროტად გამოყენება და გადაჭარბება, წლის ბოლომდე არ იყო გამოძიებული. წლისგანმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტები აცხადებდნენ, რომპოლიციის წარმომადგენლებს ისინი მიზანში ჰყავდათ ამოღებული (იხ. ნაწილი 1.ე.) .შინაგან საქმეთა სამინისტროს გადმოცემით, წლის განმავლობაში მათმა გენერელურიინსპექციის სამსახურმა დააწესა დისციპლინარული სასჯელი, როგორიცაა საყვედური,თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა, რაც სულ 566 შემთხვევაშიიქნა გამოყენებული. სამინისტრო ასევე იუწყებოდა, რომ წლის მანძილზე 29 პოლიციისოფიცერი დააკავეს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის აღინიშნაქრთამიის აღება (7), ნარკოტიკების გამოყენება (5), თაღლითობა (8), იარაღის უკანონდტარება (5) და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება (4). გენერელური ინსპექციისსამსახურმა დააკისრა ორი საყვედური პირად საქმეში შეტანით და ერთი სასტიკისაყვედური და გაანთავისუფლა ექვსი ოფიცერი ფიზიკური და სიტყვიერიშეურაცხყოფის მიყენებისთვის.2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დააპატიმრეს ლაშახორგვიანი, გოჩა მილდიანი და ხვიჩა მილდიანი. ცნობების მიხედვით, მათ ჩაუდესნარკოტიკები და უკანონოდ დააკავეს, ხორგვიანი კი აწამეს. დაპატიმრება მოხდა შსს-სსპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის - ირაკლი კოდუას ბრძანებით.გოჩა და ხვიჩა მილდიანები ერთი თვის შემდეგ გამოუშვეს. ხორგვიანი გამოუშვეს 5,000ლარის (დაახლოებით 2,960 აშშ დოლარი) გადახდის შემდეგ, ორ თვეში. შინაგან საქმთასამინისტროს წინააღმდეგ საჩივარი არ იყო შემოტანილი და წლის ბოლომდე ამ საქმისგაგრძელებას ადგილი არ ჰქონია.ხელისუფლებამ დააპატიმრა და ადმინისტრაციული წესით დასაჯა პოლიციისოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ანსიკვდილთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებში; შინაგან საქმეთა სამინისტროსთანახმად, ასეთი 838 შემთხვევა დაფიქსირდა წლის მანძილზე. გენერალურიპროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება რეგულარულადაქვეყნებს ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულისაქმეების, სასამართლო პროცესების და გამოძიების სტატუსის შესახებ. თუმცა,არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ მომხდარი დანაშაულისრაოდენობა კვლავ აღემატება პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეთა რაოდენობას


და ის ფაქტი, რომ გამოძიებას არ აქვს სისტემატიური ხასიათი და რომ ყველა დამნაშავესათანადოდ არ ისჯება, ხელს უწყობს დაუსჯელობის კულტურის გაღვივებას.ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ამტკიცებენ,რომ ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები არ აფიქსირებდნენ ცუდი მოპყრობისფაქტებს, საპასუხო შურისძიების შიშის ან სასამართლო სისტემის მიმართუნდობლობის გამო.გენერალური პროკურატურა პასუხისმგებელი იყო წამებასთან ან არასათანადომოპყრობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების სისხლის სამართლებრივგამოძიებაზე. პროკურორებს ევალებოდათ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულიგამოყენების გამოძიება იმ შემთხვევებში, როდესაც ეჭვმიტანილებს დაპატიმრებისდროს სხეულის დაზიანებები უფიქსირდებოდათ. კანონის მიხედვით, პროკურატურავალდებულია დაიწყოს გამოძიება, როგორც კი მიიღებს შეტყობინებას შესაძლოდარღვევის შესახებ, თუნდაც ანონიმური წყაროდან. თუ გამოძიების შედეგად,პროკურორი დაასკვნის, რომ ბრალდება არ არის დასაბუთებული, ამ გადაწყვეტილებისგასაჩივრება შეიძლება პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში. ნებისმიერ პირს,რომელსაც არასათანადოდ მოეპყრნენ, შეეძლო დამნაშავის წინააღმდეგ სამოქალაქოწესით საქმის აღძვრა. ზოგიერთ შემთხვევაში გენერალური პროკურატურა აგრძელებსგამოძიებას გაურკვევლად, ყოველგვარი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. უმეტესშემთხვევებში პროკურატურა ირწმუნება, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებამიზანშეწონილი იყო.2006 წლის პოლიციის ქცევის კოდექსი პოლიციის ოფიცრებს აკისრებს ვალდებულებას,პატივისცემით მიუდგნენ ადამიანის უფლებებს და გამოიყენონ ძალა მხოლოდ მაშინ,როდესაც ეს აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად; შინანგანსაქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა პასუხს აგებენ კოდექსისაღსრულებაზე. გენერალური ინსპექციის სამსახური იძიებს პოლიციის ოფიცრების მიერსავარაუდოდ ჩადენილ დარღვევებს, იღებს მოქალაქეთა საჩივრებს სამინისტროს ცხელიხაზით, სახალხო დამცველისაგან ან სამინისტროს ადამიანის უფლებების მთავარიქვედანაყოფიდან და სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტიდან. დარღვევებიშეიძლება გადამისამართდეს პოლიციის ოფიცრის ზედამხედველთან, რომელსაც ასევეშეუძლია დაიწყოს გამოძიება. არსებობს შვიდი კატეგორიის დისციპლინარული ზომა:გაფრთხილება, საყვედური, მკაცრი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნისჩამორთმევა, დაქვეითება, დაქვეითება ერთი საფეხურით ან სამსახურიდანგათავისუფლება. თუ პოლიციის ოფიცერი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლისდანაშაულში, პოლიციელი დროებით თავისუფლდება მოვალეობის შესრულებისგან.ხოლო, თუ ბრალდება დამტკიცდა, გამოძიების მასალები გადაეცემა გენერალურპროკურატურას, სადაც საქმეზე უკვე აღიძრება სისხლის სამართლებრივი გამოძიება.წლის განმავლობაში, პოლიციის აკადემიამ საპატრულო პოლიციის ძირითად სასწავლო


კურსში შეიტანა ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამა და ჩაატარა დამატებითისპეციალიზირებული სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისეთსაერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საბჭო. პოლიციისაკადემიის პროგრამით, მომზადებას გადის 2,047 საპატრულო პოლიციელი, რაიონისინსპექტორი და პოლიციის უმცროსი ოფიცერი. პროგრამაში შეტანილია სასწავლოკურსი ძალის გამოყენების სამართლებრივ ასპექტებზე, ტაქტიკური ტრენინგიკრიტიკულ სიტუაციებში მოლაპარაკების უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რათაძალა გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა; ისწავლება აგრეთვეპოლიციელის ეთიკა და როლური თამაშები თეორიული მასალის საილუსტრაციოდ.შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნაა, ყველა ოფიცრის პერიოდულად გადამზადებაძალის გამოყენებისა და ადამიანის უფლებების სფეროში. წლის განმავლობაშიგადამზადება გაიარა 854 ოფიცერმა.წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობის ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა,რომ როდესაც მათ ავიწროებენ, გამოძახებული პოლიციის ოფიცრები საკმარისად არრეაგირებენ (იხ. ნაწილი 2.გ.).კონსტანტინე ჭრელაშვილის განცხადებით, 2004 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლებმა აწამეს იგი, რათა იძულებული გაეხადათ დაეწერა აღიარებითიჩვენება. 2006-ში ბრალდებული ოფიციალური პირები - ბ. ხვისტანი, კ. სოფრომაძე დაჯ. ჯანხოთელი დამნაშავეებად სცნეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. 2008 წელსჭრელაშვილმა შეიტანა სამოქალაქო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროსწინააღმდეგ, სადაც განმცხადებელი ითხოვდა კომპენსაციას დამნაშავის მხრიდანდაზარალებულის სასარგებლოდ. 2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომგამოიტანა განაჩენი ჭრელაშვილის სასარგებლოდ და მას გადაუხადეს 9, 000 ლარი (5,325 აშშ დოლარი).დაპატიმრების პროცედურა და მოპყრობა დაკავების პერიოდშიახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლა დაგეგმილია 2010 წელს. ამკოდექსში უკეთ არის განსაზღვრული უფლებები და დაპატიმრებულთა დაცვისპროცესი; აგრეთვე ის ზომები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო პროცესებისდაჩქარებას, რითაც პოტენციურად მცირდება დაკავების ხანგრძლივობა (იხ. ნაწილი1.ე.). ახალი სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, რომ ბრალდებულისწინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და დაპატიმრებულსბრალი უნდა წაუყენონ დაპატიმრებიდან 48 საათის განმავლობაში. დაპატიმრებისასბრალდებულს უნდა განემარტოს მისი კანონიერი უფლებები და დაპატიმრებისშემდგომ, უფლებების გაცნობამდე განცხადების გაკეთება დაუშვებელი დაგამორიცხულია და იგი არ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმისმტკიცებულებებში.


არსებული კოდექსის მიხედვით, პოლიციას, გამომძიებლებს და პროკურორებსშეუძლიათ დააპატიმრონ ადამიანი ეჭვის არსებობის საფუძველზე პატიმრობისორდერის გარეშე (ახალი სისხლის სამართლის კოდექსით სამართალდამცავებს უფლებააქვთ ორდერის გარეშე დაპატიმრებისა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში). კანონშიაღნიშნულია, რომ დაკავებული უნდა წარსდგეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშედაკავებიდან 72 საათის განმავლობაში. თუ პირის მიმართ ამ ვადაში ბრალდება არიქნება წაყენებული, პირი უნდა გათავისუფლდეს. გენერალური პროკურატურაერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია იქონიოს პირდაპირი ურთიერთობასასამართლოებთან. წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, 72 საათზე მეტი დროითბრალის წაყენების გარეშე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. წლისგანმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში არ დაფიქსირებულა ზემოთაღნიშნულივადის დარღვევის რაიმე შემთხვევა.წლის განმავლობაში, იყო შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავმა ოფიცრებმაჩაუდეს პირს ნარკოტიკული ნივთიერება ან იარაღი დაპატიმრების და სისხლისსამართლის საქმის აღძვრის მიზნით, და ბევრ შემთხვევაში ეს ხდებოდა პოლიტიკურიმოტივით. ხშირი იყო შემთხვევები მხოლოდ პოლიციის ოფიცრის ჩვენებისსაფუძველზე ბრალის წაყენებისა, აგრეთვე როდესაც სასამართლო მედიცინისა დაბალისტიკური მონაცემები საქმეში წარმოდგენილ პოლიციის ჩვენებას ჩვეულებრივ არადასტურებდნენ; პოლიცია ხშირად აწარმოებდა გამოძიებას ორდერის გარეშე; რადგანეს დამატებითი მტკიცებულება არ იყო კანონით განსაზღვრული, განსაკუთრებითპოლიტიკური მოტივით ბრალდების შემთხვევაში, დამკვირვებლებში ამ ფაქტმაგარკვეული შეშფოთება გამოიწვია (იხ. ნაწილი 1.ე.).წლის განმავლობაში დაფიქსირდა ხელისუფლების მიერ პირის დაკავების შემთხვევებიმხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი დანაშაულში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები იყვნენ,თუმცა არ არსებობდა მათი დანაშაულთან კავშირის დამადასტურებელიმტკიცებულება.სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, 20 მაისსდილის საათებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს კობაოთანაძის 11 ნათესავი. კობა ოთანაძეს ბრალი ედებოდა მუხროვანის ამბოხის მოწყობაში(იხ. ნაწილი 1. ზ. და 1. გ. ) . ოჯახის წევრთა შორის იყვნენ ოთანაძის ძმები, ჯიმშერ დანუგზარ ოთანაძეები, აგრეთვე ჯიმშერის მეუღლე, გულო ზარიძე და ჯიმშერისვაჟიშვილი, გიორგი ოთანაძე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოახდინეს მათიდაკავების ფაქტის ოფიციალური რეგისტრაცია და სახალხო დამცველმა ვერ დაადგინამათი ადგილსამყოფელი. ისინი გაათავისუფლეს 21 საათის შემდეგ, მას მერე, რაც კობაოთანაძე დააპატიმრეს. 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომზოგიერთი ოჯახის წევრი დაკავებული იყო "ეჭვმიტანილის" ან "მოწმის" სტატუსით.ნუგზარ ოთანაძის მიმართ წაყენებული იქნა ბრალდება დაპატიმრების დროსწინააღმდეგობის გაწევის მიზეზით (იხ. ნაწილი 1.გ.) , მაგრამ წლის ბოლომდე სხვა


რაიმე ოფიციალური ბრალეულობა არ წაუყენებიათ მისთვის ან სხვა დაკავებულიოჯახის წევრებისთვის და არც მათთვის, ვინც პასუხისმგებელი იყო მათ დაკავებაზე.2007 წელს კანონში შევიდა ცვლილება და მინიმალური ასაკი 14 წლის ნაცვლადდადგინდა 12 წელი, როდესაც მცირეწლოვანი პასუხს აგებს ისეთი მძიმედანაშაულებების გამო, როგორიცაა გაუპატიურება და პირველი ხარისხის მკვლელობა.<strong>Human</strong> Rights Watch და სხვა ორგანიზაციები კრიტიკით შეხვდნენ აღნიშნულცვლილებას. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2008 წლის ივლისიდანმცირეწლოვანს, რომელიც ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, შეუფარდებენ ჯარიმას იმდრომდე, სანამ სახელმწიფო გახსნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმცირეწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებას.დაკავებულს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ადვოკატი და მის გარეშე არგააკეთოს რაიმე განცხადება. ხელმოკლე ბრალდებულებს უფლება აქვთ ისარგებლონსახაზინო ადვოკატის მომსახურებით. პროცესზე პასუხისმგებელი სამინსტრო,ბრალდებულის თხოვნით, ნიშნავს ადვოკატს. თუ ბრალდებულმა მოითხოვა ადვოკატიდაკავების შემდეგ, ადვოკატთან დაკავშირება და მისი მოწვევა ევალება საქმეზეპასუხისმგებელ გამომძიებელს ან პროკურორს. კანონის მიხედვით, სისხლისსამართლის საქმეში ყველა ბრალდებულ პირებს ადვოკატი ემსახურება უფასოდ.2007 წელს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიოპრეს-კონფერენციაზე გაკეთა განცხადება მისი ოპოზიციაში გადასვლის შესახებ დაბრალი დასდო პრეზიდენტ სააკაშვილს რამდენიმე სერიოზულ დანაშაულში, მათშორის ცნობილი ბიზნესმენის - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში.იმავე თვის ბოლოს პოლიციამ დააპატიმრა ოქრუაშვილი და დაადანაშაულაკორუფციაში. ოპოზიციის ლიდერები გამოთქვამდნენ წუხილს, რომ ოქრუაშვილისდაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივით და მიზნად ისახავდა პოლიტიკურიოპოზიციის დაშინებას და რომ ეს იყო მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებებისმორიგი დარღვევა. ოქრუაშვილი გაათავისუფლეს გირაოთი აღიარებითი ვიდეო-ჩვენების მიცემის შემდეგ, სადაც მან აღიარა რამდენიმე ბრალდება და უარყო მის მიერსააკაშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები. ოქრუაშვილმა დატოვა ქვეყანადა საზღვარგარეთ მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა, რომ მისი აღიარებითი ჩვენება,ბრალდების უარყოფა და ქვეყნიდან წასვლა იძულების ქვეშ მოხდა. 2007 წელსოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში და მოგვიანებით იგი დაბრუნდა საფრანგეთში,ანუ ევროპის იმ ქვეყანაში სადაც იგი პირველად ჩავიდა. 2008 წლის მარტში თბილისშიშედგა ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად, სადაც იგიცნეს დამნაშავედ მსხვილი გამოძალვის ბრალდებით და მიუსაჯეს 11 წლითთავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის აპრილში მას საფრანგეთში პოლიტიკურითავშესაფარი მისცეს. 2008 წლის სექტემბერში საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წლისგანმავლობაში ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ


პარტიასთან დაახლოებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს აპატიმრებდნენპარტიასთან კავშირის გამო.ადამინის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომაგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მთავრობამ დააკავა 60- 100 სამხედროპირი. ზოგი ამ ფაქტს ხსნიდა იმ მიზეზით, რომ დაკავებულები არ გამოცხადდნენ ომისდროს თავიანთ ქვედანაყოფებში. სხვები ამტკიცებენ, რომ დაკავება ხდებოდანარკოტიკების გამოყენების ან სხვა ბრალდებების გამო. პრესის განცხადებითსამხედროებს აპატიმრებდნენ მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკული გამონათქვამებისგამო. ბევრი იქნა გაშვებული თავდებით ან შეწყალებით. არასამთავრობოორგანიზაციებს არ გააჩნიათ მონცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაციადარჩენილი პატიმრობაში წლის ბოლოსთვის. დაცვის ადვოკატს უფლება აქვსყოველგვარი დაბრკოლების, მეთვალყურის ან რაიმე არამიზანშეწონილი აკრძალვისგარეშე შეხვდეს ბრალდებულს; თუმცა ზოგი ადვოკატი გამოთქვამს ეჭვს, რომპოლიციის განყოფილებაში არსებული აუდიო და ვიდეო აპარატურა, რომელიც უნდაგამოიყენებოდეს სამართალდამცავების ან პოლიციელის მიერ ეჭვმიტანილთადაკითხვის ჩასაწერად, ზოგჯერ გამოიყენებოდა არა დანიშნულებისამებრ, არამედადვოკატის და კლიენტის საუბრების ჩასაწერად მათი გაკონტროლებისმიზნით.პოლიციის ოფიცრებმა უნდა აცნობონ დაკავებულთა ოჯახის წევრებს მათიადგილსამყოფელი დაკავებიდან 5 საათში და საქმის მასალებში უნდა დააფიქსირონშეტყობინების დეტალები. მონიტორინგის სამსახურები რეგულარულად ამოწმებდნენამ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებებში ვიზიტების დროს.პოლიცია აგრეთვე ვალდებულია დაკავებულს ზეპირად გააცნოს მათი უფლებები დაგადასცეს ოფიცრის და დაკავებულის მიერ ხელმოწერილი დაკავების და ჩხრეკის ოქმისასლები, დაკავებულის მიერ მისი უფლებების გაცნობის ფაქტის დასტურად. სახალხოდამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხშირშემთხვევაში პოლიცია სრულად არ აცნობს დაკავებულებს მათ უფლებებს, ხოლო თუაცნობს, დაკავებულებს ხშირად უძნელდებათ მათი შინაარსის გაგება.სისხლის სამართლის მიმდინარე საპროცესო კოდესის მიხედვით, პრევენციულღონისძიებებში შედის: წინასწარი დაკავება, გირაო და პირადი თავდებობა,არასრულწლოვანთა მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება; სამხედრო მოსამსახურეთახელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება. ახალი სისხლის სამართლისსაპროცესო კოდექსი აფართოებს ამ ჩამონათვალს და შეაქვს მეტი ალტერნატივებიდაკავების პროცედურაში, მაგალითად: სავალდებულოა სასამართლოში გამოცხადებაგამოძახების საფუძველზე ან გარკვეულ მითითებულ დროზე; იკრძალება რაიმესაქმიანობით ან პროფესიით დაკავება; სავალდებულოა სასამართლოში, პოლიციაში ანსხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან პერიოდულად ანგარიშისჩაბარება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა;ელექტრონული მონიტორინგი; სავალდებულოა გარკვეულ ადგილზე ყოფნა;


აკრძალულია გარკვეულ ადგილებში მისვლა ან გარკვეული ადგილების დატოვება;აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრა;სავალდებულოა პასპორტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩაბარება.2007 წლიდან სასამართლოები ცდილობენ მიმართონ გირაოს წინასწარი პატიმრობისმაგივრად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მძიმე ეკონომიკურიმდგომარეობის გამო, ზოგიერთ ბრალდებულს არ შეეძლო გირაოს გადახდა, იმშემთხვევაშიც კი როდესაც ეს უფლება სასამართლოს მიერაა მინიჭებული და ამის გამოსაბოლოო ჯამში ხვდება წინასწარ პატიმრობაში. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებისთანახმად, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გირაო შეუფარდეს 4, 727შემთხვევაში, თავდებით გამოშვება შეუფარდეს 2,031 შემთხვევაში, წინასწარიპატიმრობა შეეფარდა 6, 957 შემთხვევაში, მეთვალყურეობის ქვეშ გამოშვება 174შემთხვევაში და სხვა სახის თავისუფლების აღკვეთა 35 შემთხვევაში. დასაშვებიააგრეთვე გირაოს უძრავი ქონებით გადახდა.მრავალჯერადი გამოკითხვის შედეგად, სასამართლო ხელისუფლებამ სამივეინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის დააწესა ვადა 12.6 თვე. პირველიინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრების პროცესი არ უნდა აღემატებოდესსამიდან ხუთ თვეს. სასამართლოები მკაცრად იცავდნენ კონსტიტუციის მოთხოვნას,რომლის მიხედვით წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს დაწინასწარი გამოძიება უნდა დასრულდეს ადამიანის დაკავებიდან 72 საათში. გეგმიურისასამართლო პროცესების გაჭიანურების ერთერთი მიზეზია საქმის მოსმენაზეპროკურორებისა და ადვოკატების დროულად არ გამოცხადება. პროკურორებიც დაადვოკატებიც მიმართავდნენ ამ ტაქტიკას მაშინ, როდესაც არ იყვნენ მომზადებულებისაქმის წარმოებისთვის დანიშნულ დღეს. ახალი სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსი შეიცავს სანქციებს, რომელიც სასამართლოს შეუძლია დაუწესოს ადვოკატებსდისციპლინის დარღვევისთვის. ამ პუნქტის ძალაში შესვლა დაგეგმილია 2010 წლის 10ოქტომბრიდან. როგორც ქვემოთ განვიხილავთ, მოსამართლეთა ფართო მასშტაბისპროფესიული მომზადების პროგრამამ გამოიწვია ზოგიერთ შემთხვევაშისასამართლოში გამოუცხადებლობა, რამაც თავის მხრივ შეაყოვნა გასაჩივრებებისგანხილვები.განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელის ვადის მოხდა იწყება დაუყოვნებლივ,განუსაზღვრელად იმისა, მიმდინარეობს თუ არა გასაჩივრების პროცესი. გასაჩივრებისვადა მაქსიმუმ სამი თვეა სააპელაციო სასამართლოში და მაქსიმუმ ექვსი თვე უზენაესსასამართლოში. თუ გასაჩივრების ყველა ეტაპი ამოწურულია, პატიმრის დაკავებაშესაძლებელია მაქსიმუმ 18 თვის მანძილზე. პირველი ინსტანციის სასამართლოშიპროცესის დაწყებიდან განაჩენის გამოტანამდე ვადობრივი შეზღუდვები არ არისდაწესებული.წლის განმავლობაში ადამიანების დაკავების მრავალი შემთხვევა იყო აფხაზეთის დასამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ამ პირების მიერ ადმინისტრაციული


საზღვრის "არალეგალურად" გადაკვეთის ბრალდებით. რუსმა მესაზღვრეებმა,რომლებმაც მაისში დაიწყეს საზღვრის ადმინისტრირება ბევრჯერ მოახდინეს დაკავება,იცავდნენ რა დე ფაქტო ხლისუფლებების მიერ დაწესებულ საზღვრის გადაკვეთისწესებს, მაგრამ შემდეგ ისინი ჩვეულებრივ პატიმრობაში გადასცემდნენ დე ფაქტოხელისუფლებას დაკავებულ პირებს. უმეტეს შემთხვევაში ამ პირებს უშვებდნენრამოდენიმე საათში ან დღეში; ზოგ შემთხვევაში უფრო დიდხანს ტოვებდნენ;ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს რამოდენიმე პირიადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორისქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის მიზეზით. ასეთ პირებს ხშირად ჰქონდათ ხოლმერუსული პასპორტები, რომელშიც არ იყო აღნიშნული საქართველოში შემოსვლისუფლება.თებერვალში იკა ბიგვავა, ოტობაიას მცხოვრები აფხაზეთში დააკავეს აფხაზეთის დეფაქტო ძალებმა. როგორც ამბობენ, მას რამოდენიმე თანასოფლელი დაეხმარაგაქცეულიყო ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით აფხაზეთში. ევროკავშირისმონიტორინგის მისიისა და საქართველოში გაეროს დამკვირვებლების მისიისთანახმად, მეორე დღეს სულ ცოტა 20 და შესაძლოა 40 სოფლის მცხოვრები, ბავშვებისჩათვლით დააკავეს და გზა გადუკეტეს მათი საცხოვრებელი ადგილისკენ აფხაზმაძალებმა, რომლებიც მოითხოვდნენ რომ ან დაებრუნებინათ ბიგვავა ან მას უკან წაეღობრალდებები მის მიმართ უღირს მოპყრობასთან დაკავშირებით სანამ იგი აფხაზეთშიიყო დაკავებული. დაკავებულები ერთი დღის განმავლობაში გაათავისუფლეს.აგვისტოს თვეში ექვსი პიროვნება დააკავეს ახალგორის რაიონში, სამხრეთ ოსეთში დაბრალი დასდეს ხე-ტყის კონტრაბანდით გატანაში. ევროკავშირის მონიტორინგისმისიის ცნობით, ეს ბრალდება შემდგომ შეუმსუბუქეს და შეუცვალეს საზღვრის"უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით, რომელიც შემდეგ ისევ უკან შეცვალესკონტრაბანდით. ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს კომისარის მცდელობისმიუხედავად მოლაპარაკება ეწარმოებინა მათ გათავისუფლებაზე, ისინი დატოვესპატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშიწლის ბოლომდე. ოქტომბერში, 16 ადამიანი დააკავეს რუსეთის მესაზღვრეებმა ხეებისჩეხვის დროს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომრუსი ოფიციალური პირები, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისწარმომადგენლები, ქართული მხარის ოფიციალური პირები და ევროკავშირისმონიტორინგის მისია ყველა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ინციდენტი მოხდა საზღვრიდანახლო მანძილზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ესადამიანები პატიმრობაში დატოვეს ოთხი დღით საზღვრის "უკანონოდ" გადაკვეთისბრალდებით.ამნისტია


სისხლის სამართლის კოდექსის 77 მუხლის თანახმად პარლამენტი აცხადებს ამნისტიასიმ პირების მიმართ, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტი აძლევს რეკომენდაციას;ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობისგან, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულს ეხსნება ბრალეულობა ანუმცირდება სასჯელი. ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნასნასამართლობა. ამის საპირისპიროდ, 78-ე მუხლის მიხედვით, შეწყალებასახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომიმოხდისგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოსუფრო მსუბუქი სასჯელით; ამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნასნასამართლობა. მთავრობის ამ დებულებების ინტერპრეტაციაში მოსჩანს გარკვეულიშეუსაბამობა მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით.წლის განმავლობაში პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსსტატისტიკის თანახმად, არსებობდა პრეზიდენტის სამი ბრძანება, რომელთასაფუძველზე სულ 687 მსჯავრდებული იქნა შეწყალებული. კანონი აძლევსპრეზიდენტს უფლებას ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიწყალოსპატიმარი, საპარლამენტო კომიტეტის გვერდის ავლით. 12 მარტს, პრეზიდენტისშეწყალების სამი ბრძანებიდან ერთ-ერთის მიხედვით, პატიმრობის სასჯელის ვადაგაუნახევრდა ოთხ ადამიანს, რომლებიც დამნაშავეებად სცნეს სანდრო გირგვლიანისმკვლელობაში 2006 წელს. ეს ოთხი ადამიანი იმ 45 მსჯავრდებულს შორის იყო,რომლებმაც ამ ტრანშით მიიღეს შეწყალება. დანაშაულის ჩადენის დროს, ეს ოთხიპიროვნება - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილბიბილური მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათ მიესაჯათ რვა და შვიდიწლით თავისუფლების აღკვეთა 2006 წელს გირგვლიანისთვის დაზიანებების მიყენებისგამო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პარლამენტის ოპოზიციის ორი წევრი გადადგაშეწყალების საპარლამენტო კომისიიდან პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო კომისიისგვერდის ავლით შეწყალების ბრძანების გაცემის გამო. რადგანაც ამ ოთხ პიროვნებასუკვე მოხდილი ჰქონდათ სასჯელის თითქმის ნახევარი, 6 სექტემბერს ისინიგაათავისუფლეს დანარჩენ 384 მსჯავრდებულთან ერთად, რომელთაც პატიმრობაშეუცვალესპრობაციით.ე. სამართლიანი საჯარო სასამართლო პროცესის უარყოფაკანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა, არსებობსუამრავი განცხადება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აგრძელებსზეწოლას სასამართლოებზე. სახალხო დამცველის წლის პირველი ნახევრის ანგარიშისთანახმად, სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში სასამართლოები სათანადოდარ ახორციელებდნენ სამართლიან სასამართლო პროცესის უფლებას ადამიანისუფლებების ევროპის კონვენციის თანახმად. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილიგადაწყვეტილებათა უმეტესობა ეხებოდა ამ უფლების დარღვევას. ბევრი


არასამთავრობო აცხადებს, რომ სასამართლოები მხოლოდ ბეჭედს უსვამენპროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღმასრულებელ ხელისუფლებასზედმეტი ზეგავლენა აქვს სასამართლოებზე. ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამასევე გამოხატა შეშფოთება, რომ ახლად დანიშნულ მოსამართლეებს აკლიათგამოცდილება და არ არიან სათანადოდ მომზადებულნი დამოუკიდებლადმუშაობისთვის. საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო ხელისუფლებას უყურებს,როგორც ყველაზე კორუფციულ ინსტიტუტს ქვეყანაში.არსებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მოსამართლეებს შეუძლიათმოწმეთა დაკითხვა, რასაც შედეგად მოყვება ის, რომ სასამართლო წარმართავსგამოძიებას. შედეგად, მოსამართლეებს უყურებენ როგორც დამხმარეებს სასამართლოპროცესის წარმართვაში და მათი ამგვარი აღქმის გამო სასმართლოხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგი დაბალია საზოგადოებაში. სისხლისსამართლის კოდექსის ძალაში შესვლა, რომელიც იგეგმება 2010 წელს, სრულიად ახალროლს აკისრებს მოსამართლეებს-ისინი უნდა იყვნენ ობიექტური არბიტრები დაგადაწყვეტილების მიმღებები, რომელთაც არაფერი ესაქმებათ საქმის გამოძიებასა დადაცვასთან.პირველი ინსტაციის სასამართლოებში შეუვსებელი ვაკანსიების გამო გეგმიურისასამართლო პროცესები დაგვიანებით ტარდებოდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომგამოუშვა სულ მთლიანად 33 ახალი მოსამართლე წლის განმავლობაში. ახალი 14-თვიანი მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ყველა სასმართლო უწყების კანდიდატმაუნდა გაიაროს, გავლენას ახდენს ახალი მოსამართლეების დამატების ასეთ ტემპზე.მოსამართლეები ათ-წლიანი ვადით ინიშნებიან. ექსპერტების აზრით, ვადის ასეთიშეზღუდვა ხელს უშლის მოსამართლეებს დამოუკიდებლობაში.ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციამ დაადგინა, რომ 1999 წლის სამი ადამიანისსასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანი, რადგან უზენაესი სასამართლოს სისხლისსამართლის კოლეგია არ წარმოადგენდა „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოს“,რადგან იგი შედგებოდა ერთი პროფესიონალი მოსამართლის და ორი მსაჯულისგან,რომლებსაც არ გააჩნდათ კანონიერი კომპეტენცია მოსამართლის ფუნქციისშესასრულებლად. ქვეყანაში გაუქმდა მსაჯულთა ინსტიტუტი 2005 წელს. 2008 წელსადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ქვეყნის მიერკონვენციით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ერთშემთხვევაში. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა ერთი დარღვევა ქვეყანაში, რომელიცეხებოდა პროცესის ხანგრძლიობას.იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წლის პირველი 11 თვისგანმავლობაში მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 18,048 ადამიანისწინააღმდეგ, საიდანაც 15,415 ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. ზოგიერთიარასამთავრობო ორგანიზაცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები


აცხადებენ, რომ ოპოზიციის აქტივისტებთან დაკავშირებული საქმეებზე სასამართლომუმეტესად მთავრობის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. 2006 წელსკონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო,მოსამართლეების მაკონტროლებელი ორგანო, წლის მანძილზე მოქმედებდა როგორცდამოუკიდებელი უწყება და მის წევრთა უმეტესობა წარმოადგენდა სასამართლოსისტემას. 2007 წელს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სასამართლოების შესახებკანონში, რომლის საფუძველზე მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაციადა იუსტიციის მინისტრის, აღმასრულებელი შტოს ბოლო წარმომადგენლის, საბჭოსწევრობიდან მოხსნა. სასამართლო სისტემის 8 წარმომადგენელი, რომლებიც შეარჩიამოსამართლეთა კონფერენციამ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ,წარმოადგენენ 15 წევრისგან შემდგარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას.დამატებით ორი წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი. პარლამენტისიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ამჟამად მმართველი პარტიის წევრი -თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2008 წელს ივლისშიშეტანილი ცვლილების მიხედვით პარლამენტის მიერ არჩეული სამი წევრიდან ერთისაპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ეს თანამდებობაწლის განმავლობაში დაიკავა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ნიკოლოზლალიაშვილმა. კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, მოსამართლეების დანიშვნისან გათავისუფლების უფლებმოსილება პრეზიდენტისაგან გადაეცა იუსტიციისუმაღლეს საბჭოს, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა საბჭოსთავმჯდომარე, რათა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უფრო გამჭვირვალეგამხდარიყო. წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიმოუწოდებდნენ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დისციპლინარულიპროცესის მეტი გამჭვირვალეობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური,წერილობითი გამოცდების მეშვეობით შეიქნმა კვალიფიციური, პოტენციურიკანდიდატების ბაზა და მათი სახელები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებულისაზოგადოებრივი გამოძახილის მისაღებად, მოსამართლეთა დანიშნვის პროცესი მაინცვერ გახდა საკმარისად გამჭვირვალე. ზეპირი გასაუბრებები იმართებოდა დახურულკარს მიღმა და საზოგადოებამ არაფერი იცოდა თუ რა კრიტერიუმებით ხდებოდაშერჩევა.წლის განმავლობაში უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთადდაიწყო 14-თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა ახალიმოსამართლეებისთვის. პროგრამის შედეგად უნდა მომხდარიყო ყველაზეკომპეტენტური და მაღალი აკადემიური მოსწრების კანდიდატების შერჩევა, რაც ხელსშეუწყობდა არაკვალიფიციური სასამართლო მოხელეთა დანიშვნის აღმოფხვრას.ახალი მოსამზადებელი პროგრამა ითვალისწინებდა გამოცდების ჩატარებას დამონაწილეთა მიღწევების შეფასებას ობიექტური კრიტერიუმებით საუკეთესოკანდიდატებისშესარჩევად.2007 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, მხარეთა შორის კომუნიკაციის შესახებ,


რომელიც პროკურორებს, ბრალდებულებს, გამომძიებლებს და ყველა დაინტერესებულმესამე მხარეს უკრძალავს სასამართლო დარბაზს მიღმა მოსამართლესთან კონტაქტს,პროცესზე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით. კანონმა, რომელიც ძალაში შევიდა 2007წლის აგვისტოში, გააბათილა საბჭოთა დროების კანონი, რომელიც ითვალისწინებდამოსამართლეების დასჯას სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით,„არასწორი გადაწყვეტილებების“ მიღების გამო; მრავალ ექსპერტს მიაჩნია, რომმთავრობას შეუძლია ამ დებულებების საშუალებით შეზღუდოს სასამართლოსდამოუკიდებლობა. კანონი მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა სასამართლოსთავმჯდომარეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობონ სასამართლო დარბაზს მიღმამხარეებთან ნებისმიერი კომუნიკაციის შესახებ; თავმჯდომარემ 14 დღის ვადაში უნდაგანიხილოს ინფორმაცია და უფლება აქვს დააკისროს 2,000 ლარის ოდენობის ჯარიმა(დაახლოებით 1,180 აშშ დოლარი) ან საქმე განსახილველად გადასცეს იუსტიციისსაბჭოს მდივანს. ამის შემდეგ საბჭოს მდივანს აქვს ერთი თვე ამ ანგარიშისგანსახილველად და დისციპლინარული ზომის შეფარდების მიზნით შესაბამისიმარეგულირებელი ორგანოსათვის გადასაცემად, როგორიცაა მაგალითად,პროკურორების შემთხვევაში გენერალურ პროკურატურას, ადვოკატის შემთხვევაში -საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ან გამომძიებლების შემთხვევაში - შესაბამისიუწყებების უფროსს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გაასაჩივროსმარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილება, არ დააკისროს დისციპლინარულისანქცია გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების მიხედვით.სასამართლო ხელისუფლების თანახმად, წლის განმავლობაში არ ყოფილა მიღებულირაიმე დისციპლინარული ზომები სასამართლო დარბაზს მიღმა მხარეთა შორისკომუნიკაცასთან დაკავშირებით. 2008 წელს ადგილი ჰქონდა ოთხი დარღვევის ფაქტს,რომელიც ეცნობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აქედან სამ შემთხვევაში საჯაროსამსახურის წარმომადგენლები არ ყოფილან გარეული.2008 წლის სექტემბერში ზესტაფონის რაიონულმა მოსამართლემ მიიღო სატელეფონოზარი პიროვნებისაგან, რომელმაც თავისი თავი იუსტიციის მინისტრად წარადგინა დასთხოვა, რომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის, მისიმეგობრის სასარგებლოდ გამოეტანა. მოსამართლემ ამის შესახებ აცნობა სასამართლოსთავმჯდომარეს, რომელმაც ეს შეტყობინება სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა.იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ ამოიცნო პირი, რომელმაც დარეკა და2008 წლის ოქტომბერში მას შეუფარდეს ჯარიმა 2, 000 ლარის (1,180 აშშ დოლარი)ოდენობით.გენერალურ პროკურატურას ევალება პროკურორების მიერ 2006 წელს მიღებულიეთიკის კოდექსის დარღვევაზე დისციპლინარული ზომების მიღება. გენერალურიპროკურატურა აწარმოებს ასეთი ფაქტების გამოძიებას და გენერალურ პროკურორსწარუდგენს ამ ინფორმაციას დისციპლინარული სანქციის რეკომენდაციასთან ერთად.კოდექსი აქტიურად ხორციელდებოდა წლის პირველ ნახევარში, როდესაც 201პროკურორის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა დისციპლინარული სანქცია, შენიშვნით


დაწყებული და მკაცრი საყვედურით დამთავრებული. დისციპლინარულ დარღვევებშიშედიოდა ბრალმდბელის მიერ ზედამხედველობის გაწევა და ეთიკის ნორმებისდარღვევები, და სისხლის სამართლის დარღვევები დაკავშირებული იყო ოფიციალურიძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან. წლის განმავლობაში მთავარიპროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა აღძრა დისციპლინარულისაქმე 55 პროკურორის წინააღმდეგ. დისციპლინარული სანქცია განხორციელდა 42პროკურორის მიმართ, ხუთი პროკურორი დაისაჯა ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო,და დანარჩენ ორს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა სასამართლოსგადაწყვეტილების საფუძველზე. შვიდი საქმე ჯერ კიდევ წარმოებაში იყო წლისბოლოს.12 დეკემბერს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს პროკურორი, რომელსაც ბრალიდასდეს 2, 000 ლარის (1, 180 აშშ დოლარი) ოდენობით ქრთამის აღებაში, რათაბრალდებულისთვის სასურველი სასჯელი შეეფარდებინათ. აგრეთვე დაკავებულ იქნადაცვის ადვოკატი, რომელიც გარეული იყო ამ ინციდენტში. ეს ბრალდება მიუთითებსქრთამის აღების იმ შემთხვევაზე, როდესაც ადვოკატმა მისი კლიენტის დაცვაშიაღებული ჰონორარიდან რაღაც ნაწილი გადაუხადა პროკურორს, რათა მას მათსასარგებლოდ გამოეტანა გადაწყვეტილება. ბრალდებებიდან გამომდინარეგაურკვეველია პროკურორმა გამოსძალა ფული ადვოკატს, თუ ადვოკატმა თვითშესთავაზა მას ქრთამი. ეს საქმე წარმოებაში იყო წლის ბოლოსაც; პროკურორისდანაშაულში მხილების შემთხვევაში მას შეუფარდებდნენ ცხრა წლით თავისუფლებისაღკვეთას.ახალი სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა შევიდესძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს, უზრუნველყოფილია სამართალწარმოების ნორმებიდა თავისუფალი სასამართლო. საპარლამენტო კომიტეტებმა, სხვადასხვა სამუშაოჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოდექსი დაწვრილებით განიხილეს დაგადასინჯეს.ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი მიდგომა მდგომარეობსსამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპების კანონიერი საფუძვლებისჩამოყალიბებაში: სასამართლო სხდომები და პროცესები დააბალანსებენ სახელმწიფოინტერესებსა და ბრალდებულის უფლებებს, სადაც მოსამართლე იქნება ნეიტრალურიდა მიუკერძოებელი მაგისტრატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანისასამართლო პროცესის მიმდინარეობა.არსებული სისხლის სამართლის კოდექსი საშუალებას აძლევს მოსამართლეებსდაკითხონ მოწმეები, რაც სასამართლოს აძლევს საშუალებას წარმართოს გამოძიება.შედეგად, მოსამართლეებს უყურებენ როგორც დამხმარეებს სასამართლო პროცესისწარმართვაში. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი სრულიად ახალ როლს აკისრებსმოსამართლეს - ისინი უნდა იყვნენ ობიექტური არბიტრები და გადაწყვეტილების


მიმღებები, რომელთაც არაფერი ესაქმებათ საქმის გამოძიებასა და დაცვასთან.ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს განსასჯელთა სასამართლოგანხილვამდე გათავისუფლების შესაძლებლობის უპირატესობას მათი წინასწარიდაკავების მაგივრად; აგრეთვე უფრო გარკვეულ ვადებს და ბრალდებულის დაცვას,რომელიც უზრუნველყოფს პირობების განხილვას, გადაწყვეტილებას, და სასამართლოსმიერ საპროცესო გარიგების დამტკიცებას; გაუმჯობესებულ გირაოს პირობებს და სხვამექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის ყველა პროცესუალურიგარნტიებით აღჭურვას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ციხეში ბრალდებულთარიცხვის შემცირებას სასამართლო პროცესის მოლოდინში.ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უზრდის გამოძიებასა და დაცვას შესაძლებლობასისარგებლონ თანაბარი უფლებებით მტკიცებულებების მოპოვებასა და მათწარდგენაში. სასამართლო გამოძიება იძულებულია გაუმჟღავნოს ყველა მტკიცებულებაბრალდებულს ხუთი დღით ადრე წინასწარი სასამართლო მოსმენის დაწყებამდე.ახალი სისხლის სამართლის კოდექსი აგრეთვე ზრდის მართლმსაჯულებისშესრულების პროცედურის გარანტიებს. ეს უკანასკნელი მოიცავს დაკავებულისა დაბრალდებულისთვის მკაფიოდ განსაზღვრული უფლებების გაცნობას დაპატიმრებისას;სწრაფ, სამართლიან და შეუფერხებელ სასამართლო პროცესს; უდანაშაულობისპრეზუმფციის დაცვას ბრალის წაყენებამდე; გარანტიას, რომ მოსამართლე თავსშეიკავებს მისი საკუთარი გამოძიების წარმოებისგან და მხოლოდ განიხილავს მხარეთამიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზე დამტკიცდებაპიროვნების დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა. ახალი სისხლის სამართლის კოდექსიიცავს პრივილეგიას თვითდადანაშაულების წინააღმდეგ და დაცვას აძლევს საკმარისდროს და საშუალებას შეისწავლოს ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.წინასწარი გამოძიების პერიოდში მოწმეთა საკუთარი სურვილით და არა იძულებითდაკითხვის თაობაზე დებულების კანონიერ ძალაში შესვლა არ არის დაგეგმილი 2012წლამდე. საქმის გამოძიება შემოიფარგლება სარჩელის ხანდაზმულობით. საიდუმლოგამოძიების წარმოება შესაძლებელი იქნება პროკურორის გადაწყვეტილებისსაფუძველზე ხოლო სატელეფონო მოსმენები, ვიდეო ჩანაწერები და ინფორმაციისხელში ჩაგდების სხვა გზებისთვის საჭიროა მოსამართლის წინასწარი თანხმობა.პროკურორებს შეუძლიათ მოიპოვონ მტკიცებულებები გადაუდებელი გარემოებებისარსებობისას სასამართლოს სანქციის გარეშე (ანუ ის რაც უნდა განადგურდეს ანრომელიც ყალბია, ა.შ.), მაგრამ მათ მხოლოდ 12 საათის განმავლობაში შეუძლიათორდერის გარეშე იქონიონ მოპოვებული მტკიცებულებები და შემდეგ უნდა მივიდნენსასამართლოში და დაუსაბუთონ სასამართლოს გადაუდებელი გარემოებებისსაფუძველი. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2010 წლისოქტომბრიდან შემოღებული იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თბილისის საქალაქოსასამართლოში მხოლოდ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა მკვლელობა დამამძიმებელიგარემოებებით. მოსამართლე მხარეებთან ერთად შეარჩევს 100 პოტენციურ ნაფიცმსაჯულს და შემდეგ მოხდება მათი გაცხრილვა. სასამართლო პროცესს გახსნიანმხარეები, რასაც მოყვება პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, მსაჯულებს აქვთ


წინასწარი მსჯელობის უფლება თუკი მათ დასჭირდებათ სასამართლოსგან საქმესთანდაკავშირებული კანონის დაზუსტება და გამოითქმება საბოლოო მოსაზრებები. ნაფიცმამსაჯულებმა სამი საათის განმავლობაში უნდა მიაღწიონ ერთსულოვან ვერდიქტს.ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, თუშესაძლო ვერდიქტი მუდმივი პატიმრობა იქნება. სხვა სასჯელის შემთხვევაშივერდიქტი გამოაქვთ ექვსი საათის განმავლობაში, სულ ცოტა 9/10 ხმის უმრავლესობით.თუ ნაფიცი მსაჯულები ვერ მოახერხებენ ვერდიქტის გამოტანას 12 საათისგანმავლობაში მსჯელობის შემდეგ, მაშინ სასამართლო პროცესი არასრულფასოვნადგამოცხადდება.ახალი სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულს შეუძლია,მოითხოვოს მისიწინასწარი გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენების უკან წაღება ძირითადისასამართლო პროცესის დროს ყოველგვარი ახსნა-განმარტების მოთხოვნის გარეშე,რომელიც მის მიმართ არ გამოიწვევს წინასწარ განწყობას ან პოლიციის მხრივ რაიმესამართალდარღვევას. თუ ბრალდებული არ შეეცდება მისი აღიარებითი ჩვენების უკანწაღებას, მას მსჯავრი არ დაედება მხოლოდ საკუთარ აღიარებაზე დაყრდნობით;საჭიროა სხვა განმამტკიცებელი ჩვენება დამატებით ბრალდებულის მიერ აღიარებასთანერთად სასამართლო განხილვამდე, სანამ მსჯავრი დაედება. კიდევ, წინამსჯავრდებების გამოყენება განსასჯელის წინააღმდეგ არ დაიშვება სასამართლოპროცესზე. ახალი სტანდარტი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივმა დევნამაჩვენოს "მაღალი ალბათობა" დანაშაულის არსებობისა სასამართლოს პროცესის წინასტადიაზე. თუ პროკურორს არ შეუძლია ბრალდების დამტკიცება, მაშინ სასამართლომუნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა და გაათავისუფლოს დაკავებულიგანსასჯელი. სასამართლოებმა უნდა ასწავლონ ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალეულობაუნდა დადგინდეს მაღალი სტანდარტით, ანუ, როდესაც ყველა ფაქტი საფუძვლიანეჭვებს ეყრდნობა. სასამართლოებმა აგრეთვე უნდა გაათვითცნონიერონ ნაფიციმსაჯულები იმის თაობაზე, რომ განსასჯელი ითვლება უდანაშაულოდ და მხოლოდპროკურორი იღებს მტკიცებულების ტვირთს რომ დაამტკიცოს ბრალეულობასაფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით.ახალ სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ დამატებით გარანტიებია ჩადებულისწრაფი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად მკაცრი დროის ჩარჩოებისდაწესების საშუალებით: სასამართლო პროცესის წინა მოსმენა უნდა შედგეს 60 დღეშიგანსასჯელის დაკავებიდან. თუ წინასაპროცესო მოსმენა არ დაიწყება ამ 60 დღისმანძილზე, განსასჯელი უნდა გათავისუფლდეს. მთავარი სასამართლო პროცესიდაიწყება 14 დღეში წინასასამართლო მოსმენიდან. მთლიანად განსასჯელის დაკავებისვადა შემცირდა ცხრა თვემდე, რომლის განმავლობაშიც სასამართლო პროცესი უნდადაიწყოს. ამ ვადების გადაწევა ნებადართულია განსასჯელის მოთხოვნით. მაგალითად,პროკურორს შეუძლია მხოლოდ ერთხელ გადაიტანოს წინასამართლო მოსმენა, მაშინროდესაც დაცვის მხარეს ასეთი შეზღუდვა არ აქვს, თუ მას სჭირდება დამატებითი დროპროცესისთვის მოსამზადებლად. მსგავსად ამისა, ცხრა თვიანი ლიმიტი


მსჯავრდებულის დაკავებაზე შეიძლება გაგრძელდეს, თუ განსასჯელს სჭირდება დროპროცესისთვის მოსამზადებლად, მაშინ როდესაც პროკურორს ასეთი საშუალება არეძლევა. ეს დებულებები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ პროკურატურასაქმეები სრულად გამოიძიოს და მოემზადოს პროცესისთვის მკაცრ და ვიწრო დროისჩარჩოში (74 დღეში), სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე უნდა შეწყდეს, თუ არიქნება დაცული მოცემული დროის ჩარჩოები.არსებული კანონით, განსასჯელებმა უნდა დაადასტურონ სასამართლოში ნებისმიერიმათი განცხადება გაკეთებული წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას სანამ მას არ მიიღებენმტკიცებულებად. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით ამ დებულებას ნაკლებიგავლენა აქვს იმის გამო, რომ განსასჯელებს ეშინოდათ, რომ თუ მათი ჩვენება არიქნებოდა დამტკიცებული სასამართლოთი, მათ სამაგიეროს გადაუხდიდნენ ან მათ არიცოდნენ კანონი.კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით იმ მოწმეთა დადაზარალებულთა მიმართ, რომლებიც შეეცდებიან სასამართლოს შეცდომაში შეყვანასურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემით. არასამთვრობოები თვლიან, რომ ამკანონის გამო მოწმეები უფრო დაუცველნი არიან პროკურატურის ზეწოლისაგან,რადგან ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, რომ უარყონ პროკურორისათვისწინასწარი გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება. პროკურორებმა მხარიდაუჭირეს ამ კანონს, რადგან მათი აზრით მოწმეებს ნაკლებად ექნებათ პირველადიჩვენების შეცვლის სურვილი, მიუხედავად ზეწოლისა ბრალდებულის ან მისითანამზრახეველების მხრიდან. კანონი არ სჯის ბრალდებულს ფიცის ქვეშ ყალბიჩვენების მიცემისათვის. მოწმეები კანონის თანახმად ვალდებული არიან მისცენჩვენება. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს იმისსაშიშროება, რომ მოხდება მოწმის ნათესავების მხრიდან თვითმამხილებელი ჩვენებისმიცემა.სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, წამებაც და მტკიცებულების გამოძალვაცწარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. წლის განმავლობაში გენერალურმაპროკურატურამ გამოსცა სახელმძღვანელო ინსტრუქციები პროკურორებისთვისწამების გამოძიების შესახებ, რათა გაემარტივებინა გამოძიების და ბრალის წაყენებისპროცესი წამების საქმეებზე. ინსტრუქციების მიხედვით პროკურორებს ეკრძალებათსაპროცესო გარიგებების დადება, თუ ადამიანს ზემოთ აღნიშნულ დანაშაულში ედებაბრალი.ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირებს, რომლებსაცდანაშაულის შედეგად მიაყენეს ფიზიკური ან მორალური ზიანი, ან რომლებმაცგანიცადეს საკუთრების დაზიანება, უფლება აქვთ შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი დამოითხოვონ კომპენსაცია. ფიზიკური დაზიანების კომპენსაცია ფარავს დაკრძალვის,


მკურნალობის, პროტეზის, მედიკამენტების, დაზღვევის, ფინანსური დახმარების დაპენსიის ხარჯებს. მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაცია ფულადი სახითგაიცემა. კომპენსაციის მოთხოვნის ზოგადი წესი და დანაშაულის შედეგად ზიანისგამოსწორება სამოქალაქო დევნის მეშვეობით თანაბრად ვრცელდება ყველადანაშაულზე, მათ შორის წამებაზე, მტკიცებულების გამოძალვაზე და უკანონოდაკავებაზე.იუსტიიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს სამიარუსიან სასამართლო სისტემას,რომელშიც შედის რაიონული (ქალაქის) სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოებიდა უზენაესი სასამართლო. რაიონული (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენრუტინულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს.უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საბოლოო აპელირების ინსტანციას. წლისგანმავლობაში უმაღლესმა საბჭომ შემოიღო ახალი სისტემა ჩამოყალიბდა სამაგისტროსასამართლოები და გაერთიანდა რაიონული (ქალაქის) სასამართლოები. ამ გზითსასამართლოებს შეუმსუბუქდათ დატვირთვა და სამუშაო უფრო თანაბრადგადანაწილდა სხვადასხვა სასამართლოებს შორის.წლის განმავლობაში მოსამართლეების თვიური ხელფასები ყველა დონეზეიზრდებოდა, რამაც შეამცირა კორუფციის მოტივაცია. სასამართლო სისტემაშიხელფასები იყო 4,400 ლარი (2,600 აშშ დოლარი) უზენაესი სასამართლოსმოსამართლეებისთვის, 2,500 ლარი (1,480 აშშ დოლარი) სააპელაციო სასამართლოსმოსამართლეებისთვის, და 2,300 ლარი (1,360 აშშ დოლარი) უფრო დაბალი ინსტანციისმოსამართლეებისთვის.2007 წელს მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო მოსამართლეების ეთიკის კოდექსი,სადაც განსაზღვრულია სასამართლო ეთიკის წესები, რომლის მიზანია სასამართლოსისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პატიოსნების გაძლიერება.წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარულმაკოლეგიამ განიხილა 44 დისციპლინარული საქმე 32 მოსამართლის წინააღმდეგ, 19ახალი საქმე და 2008 წლიდან გადმოსული 25 საქმე. კოლეგიამ აღიარა დარღვევები დადისციპლინარული სანქცია განახორციელა 10 მოსამართლის მიმართ. აქედან ერთიშემთხვევა წარმოადგენდა ეთიკის ნორმის დარღვევას.კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს სამთავრობო განშტოებებს შორის დავებსდა გამოაქვს გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებზე; ეს იყოუმთავრესად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დემონსტრირება.კონსტიტუციური განხილვის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ კონსტიტუციურსასამართლოს. სასამართლო საკმაოდ ვიწროდ განიხილავდა საკუთარ ფუნქციასადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების განხილვის ფარგლებში დათანხმდებოდა მხოლოდ იმ საქმეების წარმოებაზე, რომლებიც ეხებოდა ადამიანისუფლებების კანონის კონკრეტული მუხლების დარღვევას.


სასამართლოპროცესიმოპასუხეს/ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო სასამართლო პროცესი,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხეება ეროვნული უსაფრთხოების, პირადიცხოვრების ან მცირეწლოვანის ინტერესების დაცვას. წლის განმავლობაში სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს,თუმცა შეტანილი იყო სხვა ცვლილებები, რომელთა მიხედვით ბრალდებულს მიენიჭაუფრო ფართო უფლებები.ბრალდებულს უფლება აქვს დაესწროს მის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლოპროცესს და მიიღოს ადვოკატის კონსულტაცია; 2007 წლის ივნისში პარლამენტმადააწესა სისტემა, რომლის მიხედვით, უპოვარ ბრალდებულებს მიეცათ უფასოადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. თბილისსა და საქართველოსსხვა 11 ქალაქში ფუნქციონირებდა იურიდიული დახმარების სამსახური, რომელშიც 178თანამშრომელი მუშაობდა. <strong>2009</strong> წლის სახელმწიფო ბიუჯეტიფან გამოყოფილი იყო 2. 9მილიონი ლარი (1.71 მილიონი აშშ დოლარი) იურიდიული დახმარებისმომსახურებაზე. თავდპირველად იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციისსამინისტროს ექვემდებარებოდა, რომელიც შემდეგ გადაეცა ახლად შექმნილპრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამნისტროს, პროკურატურისსამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ 2008 წელს. იანვრისთვის მდგომარეობით, უფასო ოურიდიული მომსახურების მიღების უფლება ჰქონდათმონაცემთა ბაზაში შესული სციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს.აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, ბევრი ბრალდებული ვერ სარგებლობდაიურიდიული კონსულტაციით სისხლის სამართლის წინასწარი სასამართლო პროცესისდროს, როდესაც მიიღებოდა გადაწყვეტილება დაპატიმრებასა და გირაოს შეფარდებისთაობაზე.იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის დაეფექტურობის უზრუნველსაყოფად, საანგარიშო წელს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბაზედამხედველი ორგანო, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციები,პარლამენტის წევრი და პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარებისსამინისტრო. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლებამისი ზედამხედველი ორგანოს თანხმობის გარეშე. ამის მიუხედავად, იურიდიულსფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ იურიდიულიდახმარების სამსახურის მიკუთვნება პრობაციისა და იურიდიული დახმარებისსაკითხთა სამინისტროსთვის ვერ შეუწყობდა ხელს დამოუკიდებლობას. წლიურბიუჯეტთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახური შეიძლება რომ დაფინანსდესსხვა სამსახურებიდან მიღებული გრანტებით და ფულადი შემოწირულობებით. თუმცა,იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათი ბიუჯეტის 97%, ანუ 2.9 მილიონი ლარი(1.71 მილიონი აშშ დოლარი) სახლემწიფოს მიერ ფინანსდებოდა.ბრადებულს უფლება აქვს შეკითხვები დაუსვას და დაუპირისპირდეს მათ წინააღმდეგგამოსულ მოწმეებს და ასევე საკუთარი სახელით წარმოადგინოს ნივთმტკიცებულებებიდა მოწმეები სასამართლო პროცესზე. კანონის თანახმად ბრალდებულებისა და მათიადვოკატებისთვის ხელმისაწვდომია ბრალდების მხარის მიერ მათ საქმეზემოპოვებულ მტკიცებულებები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე და მათ შრუძლიათსაკუთარი ხარჯით გადაიღონ საჭირო ასლები. კანონის თანახმად, ბრალდებულთამიმართ გამოიყენება უდანაშაულობის პრეზუმფცია და აქვთ გასაჩივრების უფლება.კანონის თანახმად, სასამართლო მოსმენის ან პროცესის დასრულებიდან 5 დღის ვადაშისხდომის მდივანმა უნდა მოამზადოს სასამართლოს სხდომის სრული სტენოგრაფიულიჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის მდივანი და მოსამართლე. მხარეებსშეუძლიათ გაეცნონ ოქმს მხოლოდ აღნიშნული პირების მიერ მისი ხელის მოწერისშემდეგ. მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოში შეიტანონ კომენტარები ოქმის ტექტისფორმულირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცემამხარეებს იგივე ხუთი დღის განმავლობაში მარტივი საქმეების შემთხვევაში, ხოლორთულ საქმეებზე 14 დღის განმავლობაში.2007 წლიდან, შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის დარღვევაში ეჭვმიტანილიპირების გასამართლება დაუსწრებლად, თუUამის მიზეზია სასამართლოსათვის თავისარიდება. იმავე კანონის მიხედვით, დაუსწრებლად გასამართლებულ პირებს უფლებააქვთ გაასაჩივრონ განაჩენი დაპატიმრებიდან ან ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში,რაც იძლევა ახალი პროცესის გამართვის გარანტიას. ადამიანის უფლებებისარასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად უდგებიან პირის დაუსწრებლადგასამართლების კანონს, რადგანაც ეს ყველა ტიპის დანაშაულზე ვრცელდება; მთავრობამხარს უჭერდა სასამართლო პროცესის დროულად გამართვას და მტკიცებულებებისადა მოწმეების წარმოდგენას დანაშაულებრივი ქმედების წარმატებით გამოძიებისმიზნით, რათა არ წაეხალისებინათ სამართლებრივი დევნისთვის თავის არიდებისპრეცედენტი.ადვოკატს და ბრალდებულს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასასამართლომოსმენაში; თუმცა, მათი დასწრება არ არის სავალდებულო. ადვოკატისწინასასამართლო მოსმენაზე დაუსწრებლობა არ წარმოადგენს მოსმენის გადადებისსაფუძველს. მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი აღმკვეთიღონისძიების თაობაზე მოსმენის გარეშე.კანონის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ საპროცესო გარიგებაშედგა ძალადობის, მუქარის, სიცრუის ან უკანონო დაპირებების გამოყენების გარეშე დარომ მსჯავრდებულს ჰქონდა იურიდიული დახმარების მიღების საშუალება. ახალი


სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პროკურორებს უფლბა აქვთ გააფორმონსაპროცესო გარიგება ბრალდებულთან და ადვოკატს შეუძლია აწარმოოს ესგანხილვები. პროკურორებს ევალებათ მიაწოდონ ინფორმაცია დაზარალებულსსაპროცესო გარიგების პირობების შესახებ. დაზარალებულმა შესაძლოა მოითხოვოს,რომ მთავარმა პროკურორმა განიხილოს საპროცესო გარიგება. საპროცესო გარიგებისრაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა მას მერე, რაც იგი დაინერგა 2004 წელს.იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში საპროცესოგარიგება გამოყენებული იყო 10,400 შემთხვევაში, ანუ 58.9%, ხოლო ეს მონაცემები 2008წელს შეადგენდა 52%-ს, (10,608).საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა (მათ შორის შეთავაზებული სასჯელი)შეიცავდა ფულად ჯარიმებს პატიმრობის ვადასთან ან სასჯელთან ერთად. ფულადიჯარიმის შემთხვევაში, სწორად და მიზანშეწონილად შეფარდებული საპროცესოშეთანხმებებიც კი ხშირად აღიქმებოდა, როგორც ბრალდებულისთვის შესაძლებლობაეყიდა მისი თავისუფლება, თუნდაც იმ ფასად რა ფასსაც პროკურორი დააწესებდა.ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო აიძულებდაბრალდებულებს საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას.ბოლო წლების მანძილზე ზოგიერთი საპროცესო შეთანხმებაში ფარულადიგულისხმებოდა, რომ ბრალდებული არ მისდევდა საჩივრებს, სამართალდამცავებისმხრიდან მის მიმართ მისი შეურცხოფისა და უღირსი მოპყრობის გამო. წლისგანმავლობაში გენერალურმა პროკურორმა გამოუშვა ინსტრუქციები წამებისგამოძიებაზე, სადაც განსაკუთრებით იყო აღნიშნული საპროცესო გარიგებებისარასწორად გამოყენება.ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა დაპატიმრებულიპირი საბოლოოდ მსჯავრდებულია თუ არა, სახელმწიფომ თავის ბიუჯეტიდან ყველაშემთხვევაში სრულად უნდა აუნაზღაუროს ის ზარალი, რაც მას უკანონო ანდაუსაბუთებელი დაპატიმრების გამო მიადგა.2008 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლისშედეგად გენერალური პროკურატურა შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს.გაერთიანებულ უწყებას სათავეში ჩაუდგა იუსტიციის მინისტრი. ადამიანისუფლებების დაცვის აქტივისტებმა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ შერწყმა არაძლევს პროკუტარურას საკმარის დამოუკიდებლობას იუსტიციის სამინისტროსაგან დაარ იძლევა გენერალური პროკურორის დანიშვნაზე პირდაპირი საპარლამენტო კენჭისყრის საშუალებას.ამ შერწყმის ნაწილია სისხლის სამართალის ინსტრუქციები, რომელიც გახდაკონფიდენციალური და პოტენციურად სირთულეს წარმოადგენს იურისტებისათვის,როდესაც ისინი ცდილობენ სისხლის სამართლებრივ საქმეებში პროცედურული


ასპექტების წამოწევას, რადგან ეს ინფორმაცია, ზოგადი პრინციპებიც კი, არ არისგაზიარებული, როგორც საჯარო ინფორმაცია. ახალი სისხლის სამართლის კოდექსისმიხედვითაც კი, სამართალდამცავი ორგანოების შიდა მოხმარების ინსტრუქციებისმხოლოდ ნაწილია საჯარო.პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულებიზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოორგანიზაციები, როგორიცაა პარიზში დაფუძნებული ადამიანის უფლებებისფედერაცია, აცხადებდნენ, რომ მთავრობას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები დადაკავებულები, თუმცა მათი რაოდენობა არ იყო დაზუსტებული. დაახლოებითიგაანგარიშებით ეს რიცხვი ნულიდან და ათეულებამდე და ხანდახან ასობითაც კისახელდებოდა. ერთ შემთხვევაში ათასებიც კი ითქვა. ახალ სახალხო დამცველს არდაუსახელებია არც ერთი პოლიტპატიმარი ან დაკავებული წლის პირველი ნახევრისანგარიშში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომპოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ ქვეყანაში.2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა ხუთი პოლიტიკურიპატიმარი დაასახელა: მერაბ რატიშვილი, იოსებ ჯანდიერი, ილია წურწუმია, ჯონიჯიქია და დიმიტრი გოდაბრელიძე. მათ ბრალად დაედოთ 2007 წელს მთავრობისწინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობა.პროკურატურის განცხადების მისხედვით, რატიშვილი და ჯიქია დააპატიმრესნარკოტიკული ნივთიერების შენახვის გამო. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნოდა მიუსაჯა ცხრა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში. წურწუმიადააპატიმრეს პოლიციის ოფიცრისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, რადგან ისხელს უშლიდა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მცდელობას. იგი დამნაშავედსცნეს და მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. გოდაბრელიძე დააპატიმრესუკანონო საქმიანობის მიზეზით, როდესაც იგი მუშაობდა მარნეულის რაიონის სოფლისმეურნეობის დეპარტამენტში 2003 წელს. იუსტიციის სამინისტროს მიხედვით,გოდაბრელიძე დამნაშავედ სცნეს სახელისუფლებო უწყების შეურაცხყოფისთვის დაოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისთვის. მას მიესაჯა ხუთი წლითთავისუფლების აღკვეთა ციხეში და დაჯარიმდა 10, 000 ლარით (5, 920 აშშ დოლარი).გოდაბრელიძე გაათავისუფლეს 2008 წელს. ჯანდიერი დააპატიმრეს ნარკოტიკებისფლობის გამო და მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში, ხოლო 2008წელს შეიწყალეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეაღიძრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდა მტკიცებულებასთანდაკავშირებულ სტანდარტებს.2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოვიდა, სახალხოდამცველმა დაასახელა მაია თოფურია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. თოფურია


დაკავშირებული იყო ყოფილ იგორ გიორგაძესთან, ყოფილ სახელმწიფო უშიშროებისმინისტრთან, რომელიც ადრე დადანაშაულებული იყო მაშინდელი პრეზიდენტის,ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობაში. გიორგაძის ოთხი თანამზრახველი,მათ შორის მაია თოფურია დაადანაშაულეს ღალატში 2007 წელს; ეს ბრალდებებიგადაეცა სააპელაციოდ 2008 წელს. აღნიშნული საქმე წარმოებაშია ადამიანის უფლებათადაცვის ევროპის სასამართლოში 2007 წლიდან.კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპისსასამართლოში, რომელიც ასევე 2007 წლიდან მიმდინარეობს, ეხება ყოფილისახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის ღალატშიდადანაშაულებას. ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, ბათიაშვილიგაათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალებით 2008 წელს.2007 წელს, ოპოზიციამ შეადგინა 42 ადამიანის სია, რომლებიც მათ პოლიტიკურპატიმრებად მიაჩნდათ და წარუდგინა იგი მთავრობას. 2008 წელს 34 ადამიანიგაათავისუფლეს.ექსპერტების აზრით, გაზაფხულზე ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებისდაწყებიდან, სასამართლო საქმეების უმეტესობას, როგორც ამბობენ, პოლიტიკურისარჩული ედო საფუძვლად. ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეებიეხებოდა იარაღის და/ან ნარკოტიკების ფლობას. ამ საქმეების უმრავლესობასთანდაკავშირებით აღინიშნა პროცედურული დარღვევები (იხ. ნაწილი 1.დ.).12 აგვისტოს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაწარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 48 აქტივისტის სია სხვადასხვაოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც მათ მიაჩნდათ რომ დაპატიმრებულნი იყვნენშეთითხნილი ბრალდებებით აპრილი-ივლისის საპროტესტო აქციების დროს.ბრალდებები ძირითადად უკავშირდებოდა ნარკოტიკებისა და იარაღის ფლობას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ბრალდებებზე და მოლაპარაკებაარასაპარლამენტო ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, 10 ადამიანი გაათავისუფლეს 12აგვისტოს, პირველი მოლაპარაკების შედეგად, ცხრა ადამიანი გაათავისუფლეს 16ნოემბერს, 23 ნოემბერს გაათავისუფლეს შვიდი ადამიანი პრეზიდენტის შეწყალებისშედეგად. მრავალი მათგანი გამოუშვეს გირაოთი ან მოკლევადიანი სასჯელის შემდეგ.წლის ბოლოს, გაურკვეველი იყო ამ 48 ადამიანიდან რამდენი გაათავისუფლეს. 16აგვისტოს, ამ სიიდან ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ორ აქტივისტს გორისსაქალაქო სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ციხეში. დავით გუდაძესმიუსაჯეს ოთხწლიანი პატიმრობა ხელყუმბარების ტარებისა და შენახვის გამო. თამაზტლაშაძეს მიუსაჯეს სამი წელი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის გამო.მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივორგანიზაციებს უფლება მისცა მოენახულებინათ ეგრეთწოდებული პოლიტიკური


პატიმრები და რამდენიმე ორგანიზაციამ ისარგებლა ამ უფლებით წლის განმავლობაში.სამოქალაქო იურიდიული პროცედურები და სამართლებრივი დაცვაკონსტიტუცია ითვალისწინებს სამოქალაქო საკითხების დამოუკიდებელ დამიუკერძოებელ სასამართლო განხილვას, თუმცა გამოთქმული იყო გარკვეული ეჭვებიმოსამართლეთა პროფესიონალიზმთან და განაჩენის გამჭვირვალობასთანდაკავშირებით. კანონით და კონსტიტუციით, პირი, რომელსაც მიადგება ზარალითვითნებური დაკავების ან სხვა უკანონო ან თვითნებური ქმედების შედეგად,უფლებამოსილია შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.2006 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დე-ფაქტო სასამართლოებს უკრძალავს აფხაზეთიდან 1992-93 წლებამდე, აღნიშნულპერიოდში ან მას შემდეგ წასული ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების თაობაზეშემოტანილი სარჩელების განხილვას, რაც ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით იძულებითგადაადგილებული პირებისათვის აფხაზეთში არსებული საკუთრების ჩამორთმევას.გადაწყვეტილების თანახმად, ეთნიკური ქართველების საკუთრებასთან დაკავშირებითწარსულში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ან განხილვის პროცესში მყოფისაქმეები ბათილად იქნა ცნობილი. არსებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლოები არ ცდილობდნენ ფაქტების დადგენას ან სამართლიანობისდამყარებას და მოქმედებდნენ პროკურორების და სამართალდამცავი უწყებებისმითითებების შესაბამისად. დამნაშავეები ქრთამს აძლევდნენ პოლიციელებს,პროკურორებს სასჯელის თავის არიდების მიზნით.ვ. თვითნებური ჩარევა პირად ცხოვრებაში, საოჯახო საკითხებში, კორესპონდენციაშიკანონი კრძალავს ამგვარ ქმედებებს სასამართლო ნებართვის ან კანონიერი საჭიროებისგარეშე და პოლიციას უკრძალავს ორდერის გარეშე ბინის ჩხრეკის, ფარული ოპერაციისჩატარებას ან თვალყურის დევნებას. თუმცა აღნიშნულ აკრძალვები ხშირად არ იყოდაცული.წლის განმავლობაში ზოგიერთმა ოპოზიციური პარტიის აქტივისტმა შეშფოთებაგამოთქვა იმის გამო, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენები იმზომამდე, რომ მათ შეწყვიტეს მობილური ტელეფონების გამოყენება. ზოგიოპოზიციონერი აქტივისტის წინააღმდეგ წაყენებული იქნა ბრალდებები ვიდეო და/ანაუდიო თვალთვალის და მოსმენის საფუძველზე, რამაც არასამთავრობოორგანიზაციების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება მიიპყრო,განსაკუთრებით როდესაც 23 მარტს, ოპოზიციის ცხრა აქტივისტი დააპატიმრესიარაღის უკანონო შესყიდვის გამო. თუმცა, ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროშიმომუშავე პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლები იუწყებოდნენ, რომმათ არ უგრძვნიათ რაიმე თვალთვალი სახელმწიფოს მხრიდან და თავისუფლადახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას.


არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც აცხადებენ, რომ პოლიცია აგრძელებს კერძოსატელეფონო საუბრების მოსმენას სასამართლო ნებართვის გარეშე; პოლიცია ხშირშემთხვევაში ორდერს იღებს მხოლოდ ჩხრეკის ან მოსმენის ფაქტის შემდგომ.არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მოქალაქეთა უმეტესობისათვის უცნობია,რომ მათ უფლება აქვთ მოითხოვონ მათი სახლების ჩხრეკის გადავადება ერთი საათით,რათა მოიწვიონ ორი ობიექტური მოწმე, რომლებიც დაესწრებიან ჩხრეკას.ხელისუფლების განცხადებით, დაცვის პოლიცია და საგადასახადო უწყებებიშედიოდნენ სახლებში და ოფისებში კანონიერი სანქციის გარეშე. არასამთავრობოორგანიზაციები და ოპოზიციის ზოგი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომსაგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები კომპანიებისა და ინდივიდუალურიპირების ჩხრეკას აწარმოებდნენ გამიზნულად, პოლიტიკური მოტივით; დაკისრებულჯარიმებს ისინი აფასებდნენ, როგორც „კანონიერ გამოძალვას“ მთავრობის მიერ. ასეთიშემთხვევების არსებობას აღნიშნავდნენ კომპანიები და სხვადასხვა პოლიტიკურისპექტრის წარმომადგენლები.არსებობდა გარკვეული პრობლემები საპროცესო მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით საკუთრების უფლების სფეროში.არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ თუმცა მთავრობამ გადადგა უფროკონკრეტული ნაბიჯები იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად წლისგანმავლობაში, მაგრამ ეს გაკეთდა საკუთრების უფლების ხარჯზე. არასამთავრობოორგანიზაციები მიუთითებდნენ იმ ფაქტებზე, რომ კონფლიქტის ზონიდან იძულებითგადაადგილებული პირები უკანონოდ იკავებდნენ სხვის საკუთრებაში მყოფ შენობებსდა ისინი იძულებულნი ხდებოდნენ მიეყიდათ მათი საკუთრება მთავრობისთვისსაბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად, რათა სწრაფად გადაეჭრათ მრავალიწლის განმავლობაში არსებული საკუთრების პრობლემები.2007 წელს, <strong>Human</strong> Rights Watch-ის თანახნმად, თბილისში და მეზობელ ქალაქშირესტორნების მფლობელებისაგან შემოდიოდა საჩივრები მასზედ, რომ მთავრობააიძულებდა მათ ქონების გადაცემას სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარით, იმისგამო, რომ თითქოს და ეს ქონება შეძენილი იყო კორუფციული გარიგებების შედეგადშევარდნაძის პერიოდში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამ ქონებაზე იჯარის ვადა ანამოწურული იყო ან გაურკვეველი იყო, ანდა გაყალბებული გარიგებების ანკორუფციასთან დაკავშირებული ქრთამის შედეგად იყო გაფორმებული. ადგილობრივიდა საერთაშორისო დამკვირვებლები გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმასთანდაკავშირებით, რომ მთავრობა არასაკმარისად იცავდა პროცესუალურ ნორმებს დაკანონის უზენაესობას. სახალხო დამცველმა აღნიშნა ეს პრობლემა 2008 წლისდეკემბერში, პარლამენტში გამოსვლისას. ახალ სახალხო დამცველს არ შეუტანია რაიმეახალი ცნობები აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით მის ბოლო ანგარიშში,რომელიც წლის მეორე ნახვარს ეხებოდა.


ზ. გადამეტებული ძალის გამოყენება და სხვა სახის დარღვევები შიდა კონფლიქტისზონებში5 მაისს მუხროვანის ბაზაზე სამხედრო დანაყოფის ბატალიონის ხელმძღვანელობამწამოიწყო ამბოხი მთავრობის წინააღმდეგ. დანაყოფის დიდი უმრავლესობა, 500 წევრი,არ იყო ჩართული და არც არაფერი იცოდა შეთქმულების შესახებ და ისინიმშვიდობიანად ჩაბარდნენ იმავე დღეს. სამნი, რომლებიც მოიაზრებოდნენ, როგორცორგანიზატორები, გაიქცნენ. 21 მაისს ეს სამი ადამიანი პოლიციასთანურთიერთსროლის დროს დაიჭირეს თბილისი გარეუბანში. სროლისას პოლიციამმოკლა გია კრიაშვილი და დაჭრა ორი დანარჩენი, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე,რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომსამმა ადამიანმა შეიარღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რომელიციძულებული იყო იარაღის ძალა გამოეყენებინა. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ძალის გამოყენება მათიდაპატიმრებისას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აგრეთვე გაამახვილეს ყურადღებამათ დაკავებასთან დაკავშირებით. 24 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოშიდაიწყო სასამართლო მოსმენები 41 ადამიანის საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაცბრალად ედებოდათ ამბოხში მონაწილეობა. უმრავლესობას ელოდა 27 წლითთავისუფლების აღკვეთა. საბოლოო განაჩენი წლის ბოლოს არ იყო გამოტანილი.აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში სეპარატისტული კონფლიქტები ისევგადაუჭრელი დარჩა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულიკონფლიქტის დროს კიდევ უფრო გამწვავდა.30 სექტემბერს გამოვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისოდამოუკიდებელი მისიის კომისიის ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ,რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც "ტალიავინის ანგარიში". ამ უკანასკნელშიშემდეგი დასკვნებია გაკეთებული: შეუძლებელი იყო მთელი პასუხისმგებლობისრომელიმე ერთი მხარისთვის დაკისრება; ღია სამხედრო მოქმედება დაიწყო როდესაცსაქართველოს მხარემ ცეცხლი გაუხსნა ცხინვალს; როდესაც საქართველოს მხარემშეტევა განახორციელა, რუსული ჯარის ნაწილები უკვე სამხრეთ ოსეთშიიმყოფებოდნენ; საქართველოს მიერ ძალის გამოყენება კონფლიქტის პირველ ფაზაშიგაუმართლებელი იყო; რუსეთის მიერ ძალის გამოყენება სამხრეთ ოსეთის მიღმატერიტორიაზე გაუმართლებელი იყო; საქართველოს განზრახვა სამხრეთ ოსეთისთვისგენოციდის მოწყობაზე ვერ დამტკიცდა; და განხორციელდა ეთნიკური წმენდაქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ძალების ან არარეგულარულიშეიარაღებული ჯგუფების მიერ. ტალიავინის ანგარიში აგრეთვე ასკვნის, რომკონფლიქტის ყველა მხარემ - საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისძალებმა - "დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ადამიანის უფლებები".სამხრეთ ოსეთის არარეგულარულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა და სხვებმა ჩაიდინეს


"მრავალი" ასეთი დარღვევა. მთავარ დარღვევად დასკვნაში აღნიშნულია როგორცრუსეთის ასევე საქართველოს მხრიდან ცეცხლის განურჩევლად და დამიზნების გარეშეგახსნა, მოროდიორობა და ეთნიკურად ქართული სოფლების განადგურება, უღირსიმოპყრობა, გაუპატიურება, თავდასხმა, მძევლად აყვანა, თვითნებური დაპატიმრებებისამხრეთ ოსების მიერ; რუსულმა ძალებმა ვერ მოახერხეს ამ დარღვევების აღკვეთამათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-მა ყურადღებაგაამახვილა ამგვარ დარღვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობაზე.<strong>2009</strong> წლის ანგარიშში, ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო მიუთითებს, რომმათ მიიღეს 3, 000 საჩივარი 2008 წელს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.სასამართლოში აგრეთვე შევიდა საქართველოს მიერ აღძრული მთავრობათაშორისისაქმე რუსეთის წინააღმდეგ.აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ძალადობის შემთხვევებს, განსაკუთრებით ეთნიკურადქართულ რეგიონში, გალში, და აგრეთვე სამხრეთ ოსეთშიც.2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მთავრობამ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები; 2008 წლის სექტემბერში რუსეთისმთავრობამ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომელიცითვალისწინებდა ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების არსებობას. 2008 წლისაგვისტოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას,რომელიც ფორმალურად აუქმებდა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებს საქართველოში.ადრინდელი შეთანხმებების თანახმად თანამეგრობის ქვეყნების სამშვიდობო ძალებსშეეძლოთ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა. 2008წლის აგვისტოში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აფხაზეთი დასამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. წლისბოლოს მხოლოდ სამმა ქვეყანამ სცნო რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიები.ადამიანის უფლებების შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მწირი ინფორმაცია იყოამ რეგიონებში შესვლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.საქართველოში გაეროს დამკვირვებლების მისიის მანდატი თავდაპირველადგაგრძელებული იყო 15 თებერვლამდე, მაგრამ, 15 ივნისს, ეს 15 წლიანი მანდატი შეწყდარუსეთის მხრიდან უშიშროების საბჭოში ვეტოს დადების შედეგად. გაეროსლტოლვილთა უმაღალესი კომისრის (UNHCR) ოფისი დარჩა აფხაზეთში. 2007 წელსაფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა ნებართვა მიეცა გაეროს ადამიანისუფლებების ოფიცერს და სამ სამოქალაქო პოლიციელს გალის სექტორის შტაბბინაშიგანთავსებულიყვნენ; თუმცა, ამ მანდატსაც გაუვიდა ვადა 15 ივნისს გაეროსდამკვირვებლების მისიის მანდატთან ერთად. მოლაპარაკებები გაეროს ადამიანისუფლებების ოფიცერის აფხაზეთში ყოფნის ნებართვის განახლებაზე წლის ბოლოს ჯერარ იყო დასრულებული.


ეუთოს სამხედრო მონიტორინგის მისიის მანდატი სამხრეთ ოსეთში გაგრძელდაივნისის ბოლომდე, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა ახალი მანდატის მიღებასთანდაკავშირებით საყოველთაო თანხმობაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მისია 17წლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა. მოლაპარაკების შემდგომმა მცდელობებმა ეუთოსსამხრეთ ოსეთში და საქართველოს დანარჩენ ნაწილში ყოფნის თაობაზე წლისბოლოსთვის კვლავ წარუმატებელი იყო.აფხაზეთის გალის რეგიონში, სადაც ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, კვლავაცდაძაბული მდგომარეობაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, გატაცებების,თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობაში გარდაცვალების ფაქტების არსებობისგამო. დაფიქსირებული იყო რუსული და აფხაზური დე ფაქტო ძალების, კრიმინალურიბანდების მიერ, მოროდიორობისა და ძარცვის უამრავი შემთხვევა, განსაკუთრებითმოსავლის აღების პერიოდში, როდესაც ადგილობრივ ფერმერებს სძალავდნენთავიანთი შრომით მიღებულ შემოსავალს. პრობლემები დე-ფაქტო ხელისუფლებისსისხლის სამართლის დაცვის სისტემაში, განსაკუთრებით მიკერძოებული გამოძიება დასასამართლო, ქმნის დაუსჯელობის სინდრომს. დე-ფაქტო სამართალდამცავების მიერჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს თვითნებურ დაპატიმრებას დადაკავებას და ასევე, დაკავებულების ცუდად მოპყრობას. დე-ფაქტოსამართალდამცავები იშვიათად ატარებენ ფორმას ან საინდეტიფიკაციო ნიშნებს, რაცმათ დაუსჯელად მოქმედების საშუალებას აძლევს. რუსულმა სამხედრო ძალებმა დადე-ფაქტო სამხედრო შენაერთებმა შეუზღუდეს საერთაშორისო დამკვირვებლებსაფხაზეთში ჩასვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საჩივრების გამოძიებისშესაძლებლობა.2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სამხრეთ ოსეთისსეპარატისტები კლავდნენ ადამიანებს, მოროდიორობდნენ, სისტემატურად თავსესხმოდნენ ქართულ სოფლებს და არ უშვებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებსსამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორაზე რათა თავისი თვალით ენახათ მომხდარიმოვლენები და ეწარმოებინათ დარღვევების გამოძიება.გატაცებაწლის განმავლობაში დაძაბულობა ორივე სეპარატისტული რეგიონის ადმინიტრაციულსაზღვარზე მაღალი იყო და განუწყვეტლად მოდიოდა ცნობები გატაცებების შესახებ.22 ივლისს მედიის საშუალებით გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზეთში დააკავეს ერთიავტობუსი 27 ადამიანით და ერთი მინი ავტობუსი რომლებმაც გადაკვეთეს სასაზღვროზოლი. როგორც იუწყებოდნენმ ზოგიერთ მათგანს აძალებდნენ აფხაზეთის„პასპორტის“ მიღებას და 11 მათგანს ჯარში სამსახურს. 7 თებერვალს, ხუთმაშეიარაღებულმა პირმა, რომლებიც ეუთომ დაადგინა, რომ იყვნენ ოსები, გააჩერესმანქანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ მაგისტრალზე, ორჭოსანის სამხრეთით,სამხრეთ ოსეთის გარე ტერიტორიაზე, გაიტაცეს მძღოლი, მალხაზ ბეუკლიშვილი დაგადაიყვანეს სამხრეთ ოსეთში. ცნობების მიხედვით გამტაცებლებმა მოითხოვეს


გამოსასყიდი 6273.64 ლარის ოდენობით, ანუ 50.000 აშშ დოლარი. ევროკავშირისმონიტორინგის მისიისა და ეუთოს მოლაპარაკების შედეგად იგი გაათავისუფლესმეორე დღეს.27 თებერვალს, ოთხი ეთნიკური ქართველი, რომელიც მგზავრობდა სამხრეთ ოსეთისადმინიდტრაციული საზღვრის შიდა ტერიტორიაზე, სოფელ წნელისის მახლობლად,შეიპყრო ექვსმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მისი თქმით, ოსები იყვნენ. ორიმათგანი მალევე გამოუშვეს; მათ განაცხადეს, რომ გამტაცებლები იყვნენ ოსიწარმოშობის პირები და რომ მათ მოითხოვეს გამოსასყიდი - 6, 000 ევრო (8, 175.57 აშშდოლარი) დანარჩენი ორის, დავიტ კაპანაძის და დემურ ჩიღლაძის გათავისუფლებაში.მეორე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ეს ორიადამიანი დააპატიმრეს საზღვრის "უკანონო" გადაკვეთისთვის და 2008 წლის აგვისტოსომში მონაწილეობისთვის. ეუთომ აღნიშნა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნა არაფერკავშირში არ არის ოფიციალურ "დაპატიმრებასთან". ეს ადამიანები კვლავ პატიმრობაშიიყვნენ სამხრეთ ოსეთში წლის ბოლომდე.4 ნოემბერს, ოთხი ქართველი ბიჭი დააკავეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტოხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის გამო დათითქოს მათ ჰქონდათ ხელყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები. თუმცა მათდე ფაქტო ხელისუფლებამ მიუსაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ციხეში, ორიმათგანი გამოუშვეს 3 დეკემბერს ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული მოლაპარაკებებისშედეგად, და დანარჩენი ორი საბოლოოდ 19 დეკემბერს გაათავისუფლეს, კიდევ ერთქართველ არასრულწლოვანთან ერთად, რომელიც ივლისის შემდეგ იმყოფებოდაპატიმრობაში.2007 წელს ეთნიკური ქართველის, აფხაზების მიერ კონტროლირებადი გალის რაიონისდე-ფაქტო არჩევნების კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცების საქმე, კვლავგაუხსნელი დარჩა. საქართველოს მთავრობა უარყოფდა აფხაზეთის ბრალდებას იმისშესახებ, რომ ის დაკავშირებული იყო ამ გაუჩინარებასთან და ორივე მხარე შეთანხმდაერთობლივ გამოძიებაზე, გაეროსთან ერთად, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დახურვის გამო, გაერომ ვერ შესძლოგამოძიების შემდგომ გაგრძელება. აგვისტოს თვეში ინციდენტების პრვენციისა დარეაგირების მექანიზმის ფარგლებში 11 შეხვედრა შედგა გალში, რომელსაცესწრებოდნენ საქართველოს, რუსეთის, და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებისწარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ წამოიჭრა სიგუას გაუჩინარების თემა.მთავრობა და დაკარგული ადამიანების საკითხებზე მომუშავე აფხაზეთის კომისიააცხადებდა, რომ 1992-93 წლის აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგულია დაახლოებით2,000 ქართველი და აფხაზი. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისგანცხადებით, 1991 და 2004 წლის კონფლიქტების შემდეგ დაიკარგა 116 ადამიანი.წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განაგრძობდა შესაბამისი უწყებებისდახმარებას მიეწოდებინათ ოჯახებისათვის ინფორმაცია დაკარგული ადამინების


ადგილსამყოფელის შესახებ. 1992-93 წლებში ადამიანების უმეტესობის დაკარგვაუკავშირდებოდა აფხაზეთის რეგიონს. წლის განმავლობაში, წითელი ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-93 წლებში გარდაცვლილებისექსგუმაცია არ მომხდარა.აგვისტოს კონფლიქტის დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მიიღო 1,100-ზე მეტი თხოვნა, სადაც ოჯახის წევრები და ხელისუფლება ითხოვდნენ დახმარებასადამიანების პოვნაში. წლის ბოლოსთვის, 1,000 განცხადება დაიხურა. აგვისტოსკონფლიქტის შემდეგ ადამიანების მოტაცება გამოსასყიდის მისაღებად კიდევ უფროგახშირდა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა აფხაზეთში, გალის რაიონში ეთნიკურქართველებს. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებულებს უმეტესად სწრაფად დაოპერატიულად აბრუნებდნენ, ზოგიერთი იყო ნაცემი, ადგილი ჰქონდა ადამიანებისგარდაცვალებასაც. 2008 წლის დეკემბერში დაკარგული მოხუცებული ქალბატონისსხეული იპოვეს ტყეში მისი სოფლის მახლობლად, ნაბაკევში; ადგილობრივმამკვიდრებმა განაცხადეს, რომ იგი აფხაზმა მამაკაცებმა გაიტაცეს და გამოსასყიდსითხოვდნენ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ რამოდენიმე ადამიანისამხრეთ ოსეთიდან გაუჩინარდა საქართველოში პატირობის დროს, მათ შორის იყვნენა.ი. ხაჩიროვი, ს.რ . ფილიევი და ა.დ. ხუგაროვი, რომლებიც, მათი თქმით დააკავეს 2008წლის ოქტომბერში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომმათ ჰქონდათ მტკიცებულება, მათ შორის მოწმეების მონაყოლი, რომ ეს სამი ადამიანიდაკავებული ჰყავდათ საქართველოში; ისინი ცდილობდნენ ეძებნათ დახმარებაგარედან საქმის გამოძიებაში და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ჩაერთო საქმეში.წლის ბოლოსთვის ეს საქმეები არ იყო გახსნილი. არასრულწლოვანი ჯარისკაცებიაფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლებას ხშირად ძალით მიჰყავდა მცირეწლოვანი ბიჭებისახლებიდან და მათ აიძულებდა აფხაზეთის მილიციაში ემსახურათ. ზოგიერთიმშობლის განცხადებით, მათი ვაჟები 18 წლის ასაკს მიღწეულები არ იყვნენ, რაც ჯარშისამსახურის მინიმალურ ასაკს შეადგენს. მაშინ, როდესაც აფხაზეთის მილიციაშიწაყვანილი ეთნიკური ქართველების რიცხვი მცირე იყო, სამხედრო სამსახურში გაწვევაწარმოადგენდა პოლიტიკური მანიპულირების ხერხს, რომელსაც დე-ფაქტოხელისუფლება იყენებდა ეთნიკური ქართველების საკონტროლოდ და ახალგაზრდაქართველების გალის რაიონში დაბრუნებისა და დარჩენის თავიდან ასაცილებლად.კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა დარღვევებირუსმა მესაზღვრეებმა ორი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლებადაიწყეს მაისში და ისინი უკრძალავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლადგადაადგილებას.


დეკემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკრიტიკა მთავრობა,სამხრეთ ოსეთიდან ხუთი ადამიანის აყვანის გამო, რომლებიც ოთხი თვისგანმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და გაათავისუფლეს მას მერე რაც გაცვალესტყვეებში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენმოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანტყვეების გაცვლის თაობაზე ივლისის თვეში, რის შედეგადაც მათ სასამართლოსგამოაშვებინეს ხუთი ოსი პიროვნება, ხოლო შემდეგ შეიტყვეს, რომ დე ფაქტოხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები. როგორც იუწყებიან, მათ დატივეს ეს ხუთიადამიანი პატიმრობაში სანამ ახალი მოლაპარაკება არ შედგა გაცვლის თაობაზედეკემბერში, რა დროსაც ისინი გაათავისუფლეს. HRW-ის განცხადებით, რუსეთთანაგვისტოს კონფლიქტის დროს და მას შემდეგ პერიოდში ოსმა ჯარისკაცებმა განზრახმოკლეს ცხრა ეთნიკურად ქართველი ქალი და ორი გააუპატიურეს. მთავრობამ ასევეგანაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს ბევრი მოქალაქე. იმისგამო, რომ გაუპატიურება სოციალურად ტაბუდადებულ თემად ითვლება, ამის შესახებმხოლოდ რამდენიმე განაცხადება გაკეთდა დაზარალებულების მხრიდან.გაუპატიურების ფაქტების გამოძიება რთულდებოდა ქაოტური მდგომარეობის გამო დაიმ მიზეზითაც, რომ აღნიშნული შემთხვევების ადგილზე პოლიცია ნაკლებადიმყოფებოდა; ეს მეტწილად შეეხებოდა გამშვები პუნქტის მეორე მხარეს, სადაცსაქართველოს ხელისუფლება ვერ შედიოდა.ivil.ge-ს ვებ გვერდის მიხედვით, 2008 წელს „სტუდია მონიტორმა“ გააკეთადოკუმენტური გამოძიება, სადაც ასახული 2008 წლის მაისის აფხაზეთისადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ხურჩაზე თავდასხმა, სადაც ნაჩვენებია, რომარჩევნების დღეს, მიუხედავად მთავრობის მტკიცებულებისა, თავდასხმა ქართველებისმიერ იყო განხორციელებული. გაეროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა,რომ ყუმბარები გასროლილი იყო საქართველოს კოტროლის ქვეშ მყოფი ცეცხლისშეწყვეტის ზოლიდან. წინასწარი ანგარიშის მიხედვით, დამნაშავეებისიდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაგრამ დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები,კერძოდ - აღნიშნული მოვლენა ისეა გადაღებული, რომ შთაბეჭდილება იქმნება,თითქოს მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული და არა ჩაწერილი განვითარებისპროცესში. დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთში და მის გარეთ, HRW-ისმკლევარებმა და სხვა თვითმხილველებმა დააფიქსირეს სამხრეთ ოსეთის მილიციისმიერ ჩადენილი ძარცვა და ეთნიკურად ქართული სოფლების გადაბუგვა. HRW-ისმიხედვით, არსებობს სატელიტური ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნგრევაცხინვალის ირგვლივ ხუთ სოფელში: თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთიდა ქურთა - გამოწვეულია განგებ გაჩენილი ხანძრით. ნგრევა იყო მასიური დამიზანმიმართული. 2008 წლის აგვისტოში HRW-ს მკვლევარები გაესაუბრნენ ოსეთისმილიციის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ მათი


კოლეგები განგებ უკიდებდნენ ცეცხლს სახლებს, რათა იძულებით გადაადგილებულეთნიკურ ქართველებს დასაბრუნებელი ადგილი აღარ ჰქონოდათ.2008 წლის აგვისტოში, რუსული ონ-ლაინ ახალი ამბების სააგენტო რეგნუმ-მა მოიყვანაედუარდ კოკოითის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის ციტირება, რომელმაც თქვა,რომ კეხვისა და თამარაშენის ქართული ანკლავები „ლიკვიდირებული“ იყო სამხედროოპერაციებისშედეგად.HRW-ის განცხადებით, აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველმასამხედროებმა სცემეს და აბუჩად აიგდეს 32 ოსი ტყვედან სულ ცოტა 5.HRW-ის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებული სხვადარღვევები მოიცავს სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 159 ეთნიკური ქართველისთვითნებურ დაკავებას (ზოგჯერ რუსეთის ძალებთან ერთად), ერთ-ერთი დაკავებულისმკვლელობას, ოთხი ქართველი ტყვეს წამებას, სამი ადამიანის სიკვდილით დასჯას,თითქმის ყველა მათგანისადმი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაასეთივე პატიმრობის პირობებს.მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, პირები, რომელიც დააკავა საქართველოსმხარემ კონფლიქტის დროს, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროსდაქვემდებარებაში მყოფ შენობებში (ვაზიანის სამხედრო ბაზა), იუსტიციისსამინისტრო (ციხე # 8 და ციხის საავადმყოფო) და შინაგან საქმეთა სამინისტრო(დროებითი დაკავების კამერები). წჯსკ-ს მიენიჭა იქ შესვლის შეუზღუდავი უფლებადა მათ მოინახულეს ხუთიდან ორი ტყვე და უსაფრთხოების 12 თანამშრომელი,რომელიც საქართველოს მხარემ დააკავა აგვისტოს კონფლიქტის დროს. წჯსკ-მ შეაფასამათი დაკავების პირობები და დაეხმარა მათ დაემყარებინათ კონტაქტი ოჯახებთანრუსეთის ფედერაციასა ან სამხრეთ ოსეთში.ნაწილი 2. სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა:ა. სიტყვისა და პრესის თავისუფლებაკონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას; თუმცა,არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობა ზღუდავს სიტყვისა დაპრესის თავისუფლებას.ზოგადად, ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას ღიად და პირად საუბრებში,ანგარიშწორების შიშის გარეშე. თუმცა, რამდენიმე ადამიანმა უცხოელ მონიტორებსგანუცხადა, რომ ისინი ერიდებიან დელიკატურ თემებზე საუბარს ტელეფონით, რადგანეშინიათ, რომ მთავრობა ისმენს საუბრებს. ოპოზიციისა და ხელისუფლებისწარმომადგენლები რეგულარულად ჩნდებოდნენ ერთსა და იმავე შოუებში, რაც


პლურალისტული აზრების გამოხატვას უწყობდა ხელს, თუმცა ჩვეულებრივ, ამგამოსვლებს დებატების ხასიათი არ ჰქონია. არასამთავრობო ორგანიზაციამ„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოსმედიის შესახებ, რომელიც ასკვნიდა, რომ „სამი ძირითადი არხი არ უშვებს ეთერშიშოუებს, რომლებიც შექმნიდნენ პლატფორმას ფაქტებზე დაფუძნებულ დაინფორმაციული ხასიათის დებატებისთვის ადმინისტრაციის წევრებს, მმართველინაციონალური მოძრაობის პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის“.წლის განმავლობაში არასამთავრობოები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები დაჟურნალისტები ადანაშაულებდნენ მთავრობის ოფიციალურ პირებს და ოპოზიციონერპოლიტიკოსებს იმაში, რომ ისინი ზეგავლენას ახდენდნენ სარედაქციო და პროგრამულგადაწყვეტილებებზე ახალი ამბების რედაქტორებთან და აღმასრულებლებთანთავიანთი პირადი კავშირების მეშვეობით. აგრეთვე, რომ ისინი ზეგავლენას ახდენდნენსარეკლამო რგოლებიდან შემოსავალზე კომპანიის მფლობელებთან პირადიკონტაქტების საშუალებით. იყო ცნობები იმის შესახებაც, რომ ჟურნალისტებსადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიაყენებდნენ ფიზიკურ შეურცხყოფას ან უბიძგებდნენ განცხადებების გაკეთებისკენ.ქვეყანაში გამოდიოდა დაახლოებით 200 დამოუკიდებელი გაზეთი, თუმცაუმრავლესობა იყო ადგილობრივი პრესა, რომელიც ძალზე მცირე ტირაჟით გამოდიოდადა დიდი გავლენით არ სარგებლობდა. წლის განმავლობაში ბეჭდვით მედიაში ხშირადგაისმოდა მაღალჩინოსნების კრიტიკა. იყო ისეთი ცნობები, რომლის თანახმადაც,ზოგიერთ მათგანზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, დაშინებას ან ძალადობას. უნდააღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი გაზეთებიდან ცოტაა კომერციულად რენტაბელური.პოლიტიკისა და ბიზნესის მფარველები როგორც წესი, აფინანსებენ იმ გაზეთებს,რომლებიც მათი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.30 ნოემბერს, მზია ამაღლობელმა, ბათუმის გაზეთის, „ბათუმელების“ გამომცემელმაგააკეთა განცხადება, სადაც იგი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, დაეცვათშინაგან საქმეთა სამინისტროსგან. გამომცემელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბერს, შინაგანსაქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარისსამმართველო შეეცედა დაეშანტაჟებინა გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, რათა იგიდაეთანხმებინათ მათთან თანამშრომლობაზე. ამაღლობელმა აღნიშნა, რომ მიუხედავადმუქარებისა, რაც ადრეც ყოფილა, ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მათ არასდროსუგრძვნიათ და არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საქმის გამოძიება კანონიერადწარიმართებოდა. 1 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათიოპერატიული განყოფილება იკვლევდა ამ ინციდენტს. გამოძიება წლის ბოლოსაცგრძელდებოდა.2008 წლის ივლისში, გაზეთმა ბათუმელებმა მიიღო შეტყობინება ელ-ფოსტით სადაციმუქრებოდნენ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის და თანამშრომლის მოკვლით.გაზეთმა გამოაქვეყნა ეს ამბავი და მუქარის შესახებ შეატყობინა პროკურატურასა და


ომბუდსმენს. ამის შემდგომ გაზეთ ბათუმელებში მიიღეს კიდევ ერთი ელ-ფოსტამუქარის წერილით. აჭარის პროკურატურამ მალევე დაიწყო გამოძიება ამ ინციდენტისშემდეგ. წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტი კვლავაწარმოებდა გამოძიებას.6 აპრილს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტებს ანახავთასსა და ნინო კომახიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ოპოზიციის მიტინგისდროს საზოგადოებრივი მაუწუებლის შენობის წინ. სამართალდამცავმა ორგანოსწარმომადგენლებმა გასცეს განკარგულება რომ მიტინგის მონაწილეები დაშლილიყვნენ.ანა ხავთასი იღებდა ფოტოებს თუ როგორ სცემდა პოლიცია დემონსტრანტებს.სავარაუდოდ, პოლიციამ გადაწყვიტა წაერთმია მისთვის კამერა, მაგრამ ორივეჟურნალისტმა წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ დაარტყა ხავთასს შუბლში დაკომახიძე თმით მოქაჩა. ჟურნალისტებმა მოახერხეს კამერის შენარჩუნება და მეორედღეს დაბეჭდეს ფოტოები გაზეთ „ვერსიის“ პირველ გვერდზე. პარლამენტის წევრებმადაგმეს ეს ინციდენტი. საქმეს გამოძიება არ მოჰყოლია.ნანა ფაჟავა, ინტერნეტ გაზეთის Presa.ge-ს ჟურნალისტი იუწყებოდა, რომ ზუგდიდისმუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ გასცა ბრძანება მის დაკავებაზე,რადგან ფაჟავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაჟავამ და მისმა კოლეგამ ილიაჩაჩიბაიამ, ზუგდიდის გაზეთ ასავალ-დასავალის კორესპონდეტმა, გააშუქეს 31დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ზუგდიდში. ფაჟავას სიტყვებით, მისიბენზინის ავზში ჩაყრილი იყო შაქარი, მაგრამ პოლიციამ უარი თქვა ამ საქმისგამოძიებაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივენი, ფაჟავა და ჩაჩიბაიადააჯარიმა 100 ლარით (59 აშშ დოლარი) ქობალიას შეურაცხყოფისთვის და მეორე დღესდილის საათებში ისინი გამოუშვეს.Presa.ge-ს ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, მაკა წიკლაური და ირაკლი გოგუაძეაცხადებდნენ, რომ ქვემოთ მოყვანილი მთავრობის მიერ მათზე ზეწოლის შემთხვევებიუშუალოდ უკავშირდებოდა მათ სამუშაოს 2007 და 2008 წლებში. გოგუაძის თქმით, 2008წლის მაისში იგი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს იორმუღალოში (კახეთში),როდესაც ადგილობრივმა აქტივისტებმა ორჯერ მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა,წაართვეს კასეტა და ვიდეო კამერა. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდებოდა წლის ბოლოს.2008 წლის აგვისტოში გოგუაძე ფირზე იღებდა თბილისში რუსთაველის პროსპექტზედევნილთა პროტესტს, როდესაც რამდენიმე გაურკვეველმა პიროვნებამ ამოიღოაკუმულატორი მისი კამერიდან და გაიქცა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით,გამოძიება დაიწყო <strong>2009</strong> წლის 26 მარტს, როდესაც სამართალდამცავებმა პირველადმიიღეს ინფორმაცია ამ საქმის შესახებ და წლის ბოლოს საქმე კვლავ ძიებაში იყო. 2008წლის აგვისტოში, ტყვიავში (შიდა ქართლი) წიკლაური და გოგუაძე იღებდნენ ვიდეოს,როდესაც მათ თავს დაესხნენ და გოგუაძეს კამერა და ვიდეოკასეტები წაართვეს.იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ტყვიავი იმ დროს რუსეთის ძალებს ეკავათ და


ჟურნალისტების განცხადების თანახმად, თავდამსხმელები ცხინვალისკენ წავიდნენ,რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაღმაა. გოგუაძისგანცხადებით 2008 წლის დეკემბერში, თბილისში, რამდენიმე გაურკვეველმაპიროვნებამ სცადა მისი მანქანაში ძალით ჩაგდება მას შემდეგ, რაც მათ პირადობისმოწმობის ჩვენება მოსთხოვეს. თუმცა იუსტიციის სამინისტროს თანახმად, გოგუაძესუთქვამს ინტერვიუში, რომ გატაცების მცდელობა არ ყოფილა, უბრალოდ, პოლიციისოფიცერმა მას პირადობის მოწმობა და მისი მისამართი მოსთხოვა და რომ ამინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი წავიდნენ.2007 წელს ორივე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ზეწოლასგანიცდიდა იმის გამო, რომ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ქვეყანაში მიმდინარემოვლენების შესახებ. სახალხო დამცველმა წერილით მიმართა იუსტიციისსამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი პროკურატურის უფროსს, სადაცმან აღწერა ზემოთ მოყვანილი შემთხვევები და გამოძიებები ამ საქმეებთანდაკავშირებით გაგრძელდა წლის ბოლომდე.საინფორმაცია სააგენტოების ინფორმაციით, 16 მაისს, გიო თავაძემ, ქუთაისისმუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლებისდეპარტამენტის უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზვიადხუჯაძეს, ქუთაისის რადიოსადგურის, ძველი ქალაქის, ახალი ამბების სამსახურისჟურნალისტსა და რედაქტორს. როგორც იუწყებიან, თავაძე შეხვდა ხუჯაზესრადიოსადგურთან, ჩასვა მანქანაში და დიდი სიჩქარით წაიყვანა წყალტუბოსკენ.თავაძემ გააჩერა მანქანა, აიძულა ხუჯაძე დაეგდო ტელეფონი და სილა გააწნა. ხუჯაძემხელი შეუბრუნა. მაშინ თავაძემ ძალით გადმოიყვანა ხუჯაძე მანქნიდან, დატოვახუჯაძე და თვითონ კი უკან გაემგზავრა ქუთაისისკენ. ხუჯაძის აზრით, თავაძეუკმაყოფილო იყო მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების კრიტიკით, რომელიცრადიოს ეთერის გადაცემაში გავიდა. 8 ივლისს, ხუჯაძემ შეიტანა სარჩელი თავაძისწინააღმდეგ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისადა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 27 ნოემბერს, პროკურატურისმიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ თავაძის დამნაშავედ ცნობისარავითარი საფუძველი არ არსებობდა.თებერვალში სახალხო დამცველის სამსახურმა სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთშიმომუშავე ჟურნალისტებს და დაგმო ინალ ხაშიგის, სოხუმის გაზეთ ჩეგემსკაია პრავდასმთავარი რედაქტორის მიმართ ჩადენილი ძალადობა. როგორც იუწყებიან, ხაშიგიაფხაზეთის „პრეზიდენტის“ ბაგაფშის ნათესავებმა წაიყვანეს ტყეში და სიკვდილითდაემუქრნენ თუ ის არ შეწყვეტდა ისეთი მასალების გამოქვეყნებას, სადაც აკრიტიკებენსოხუმის ადმინისტრაციას.10 თებერვალს ხუთმა შეიარაღებულმა სამხრეთ ოსეთიდან დააკავა ეუთოს ორიმონიტორი აძვში, ადმინისტრაციულ საზღვართან; ისინი გამოუშვეს სამ საათში. იმავე


დღეს, იმავე ადგილას, სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს ხუთიჟურნალისტი, რომლებიც აპირებდნენ ეუთოს მონიტორების დაკავებასთანდაკავშირებით რეპორტაჟის გაკეთებას. ეუთოს ვარაუდით ეს ჟურნალისტებიც სამხრეთოსეთის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდნენ.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 20 ნოემბრის ანგარიშში ამტკიცებს,რომ ქვეყნის მედია ბევრად უფრო ნაკლებადაა თავისუფალი და პლურალისტული,ვიდრე 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე იყო. „თუმცა ქვეყანაში არსებობსპლურალისტული მედია, თუნდაც მცირე რაოდენობით პრესის სახით, საქართველოშიარ არსებობს პლურალისტული ტელევიზიის სექტორი“, - ნათქვამია ანგარიშში.გაუმჭვირვალობა მედიის მფლობელებთან დაკავშირებით კვლავაც სახეზე რჩება, რაცგარკვეულ ინტერესს იწვევს იმ საკითხების მიმართ, თუ ვინ ფლობდა დააკონტროლრბდა ქვეყნის სატელევიზიო სადგურებს, რომლებიც ინფორმაციის მთავარწყაროს წარმოადგენდენენ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. წლის განმავლობაშისახალხო დამცველი და სხვები მოუწოდებდნენ მედია სააგენტოების მფლობელებსცვლილებები შეეტანათ სამაუწყებლო კანონში და გაეზარდათ გამჭვირვალობა, აგრეთვეუზრუნველეყოთ ინფორმაციის მიწოდება ლიცენზიის მფლობელ აქციონერებზე დამათ მფლობელებზე. თუმცა, მრავალი მედია სააგენტოს მფლობელობა წლის ბოლომდეგაურკვეველი დარჩა.მიიჩნევდნენ, რომ კერძო მფლობელობაში მყოფი „რუსთავი-2“ და „იმედი“ - ქვეყანაშიორი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სადგური, აგრეთვე საზოგადოებრივიტელევიზია, სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.2008 წელს „რუსთავი-2“-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდაბრალდებით, რომ ხელისუფლებამ სატელევიზიო სადგური მას 2004 წელს ჩამოართვა.2008 წლის დეკემბერში, „რუსთავი 2“-ის მომდევნო მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმაპროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც წერდა, რომ 2006 წელს იგი მთავრობისოფიციალურმა პირებმა აიძულეს უარი ეთქვა სადგურის მფლობელობაზე. წლისბოლოს არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა წერილთან დაკავშირებით.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 20 ნოემბრის ანგარიშში მედიას შესახებნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ჩანაწერებისთანახმად, ბრიტანეთის ვირგინის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია„დეგსონ ლიმიტედ“ არის „რუსთავი-2“-ის 70-პროცენტიანი სააქციო პაკეტისმფლობელი. სხვა სახის ინფორმაციის მოპოვება კომპანიის შესახებ ვერ მოხერხდა.აქციების დანარჩენ 30%-ს ფლობდა ჯორჯია ინდასტრიალ გრუფ - ჯი აი ჯი (GIG).ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კომპანია დაარსდა ბიზნემენისა და მმართველიპარტიის წევრის, დავით ბეჟუაშვილის მიერ, რომელიც არის დაზვერვის სამსახურისუფროსის, გელა ბეჟუაშვილის ძმა.


2008 წლის ნოემბრიდან მაისის დასაწყისამდე, სატელევიზიო სადგურის აქციების 30%ფლობდა რუსთავი-2-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ირაკლი ჩიქოვანი; 40%სფლობდა მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიაგეომედია ჯგუფი და დანარჩენი 30% ეკუთვნოდა ჯი აი ჯის. 2007 წელს რუსთავი -2-სდამფუძნებელის და ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებისმიხედვით, გეომედია ჯგუფის უკან პრეზიდენტი სააკაშვილი იდგა.25 თებერვალს ჯოზეფ კეიმ გამოაცხადა, რომ მან მიყიდა იმედის ტელე-რადიოკომპანიის ჰოლდინგის 90 პროცენტი რააკ ჯორჯია ჰოლდინგს - ს.ა.-ს, თუმცაფასი არ გაუმჟღავნებია. არავითარი ცნობები არ არსებობდა რააკ-ის მფლობელი პირებისშესახებ. დანარჩენი 10% აქციებისა დარჩა ჯოზეფ კეის მფლობელობაში, რომელიცთავდაპირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ბიძაშვილისშვილი იყო.იმედის ოფიციალურ მფლობელად ითვლებოდა ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფი,რომელიც შეიქმნა რააკისა და ჯოზეფ კეის აქციებით. 18 მარტს, თავდაცვისსამინისტროს სპიკერი, ნანა ინწკირველი გახდა იმედის ახალი ამბების რედაქციისდირექტორი. 5 მაისის ინფორმაციით, დაახლოებით 50-მა იმედის თანამშრომელმაშეიტანა ერთობლივი განცხადება იმედის ხელმძღვანელობაში, სადაც ისინი წერდნენ,რომ ეჭვი ეპარებოდათ ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობაში 2008 წლისსექტემბრის შემდეგ, როდესაც განაახლეს ახალი ამბების პროგრამები; მათ მოიყვანესმიკერძოებული შემთხვევების მაგალითები, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციისლიდერებთან ინტერვიუების აკრძალვისა, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულპირთა პრობლემების გაშუქების და ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმებისგაშუქებისა. საპასუხოდ, იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვაგანცხადების შეტანის ორი ინიციატორი და სხვა ხელმომწერებზე ახორციელებდაზეწოლას, რათა მათ უკან გამოეთხოვათ მათი ხელმოწერები. საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციის მიხედვით, ყველა ხელმომწერმა ამოშალათავისი გვარი განცხადებიდან, ხოლო ოთხმა მათგანმა დატოვა სამსახური რისმიზეზადაც ცენზურა დაასახელა. 13 ივლისს, იმედის გენერალურ დირექტორადდაინიშნა გიორგი არველაძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.იმედის ტელკომპანიის ეთერში მაუწყებლობა შეწყდა 2007 წლის დეკემბერში, მასშემდეგ, რაც რამოდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა იგი, რადგან მთავრობამ ორიდღით ადრე გამოაქვეყნა მტკიცებულებები, სადაც ჩანდა როგორ ამზადებდატელევიზიის მფლობელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილისახელმწიფო გადატრიალებას. იმედი - ბოლო დამოუკიდებელი ეროვნულიტელევიზია, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ მაუწყებლობდა.2008 წლის თებერვალში, პატარკაციშვილის უცაბედი გარდაცვალების შემდეგ, იმედი2008 წლის აპრილამდე არ გასულა ეთერში, ხოლო ახალ ამბებს აგვისტომდე არაშუქებდა. სადგურის მფლობელობა გაურკვეველი რჩებოდა, ხოლო პატარკაციშვილისქვრივმა, 2008 წლის დეკემბერში, მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში


შეიტანა სარჩელი. გოგი ჯაოშვილმა, იმედის ტელევიზიის ერთ-ერთმარეგისტრირებულმა ყოფილმა მეპატრონემ, 10 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ გადასცა იმედის ჰოლდინგის აქციები ჯოზეფ კეის დაგადადგა იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ფსიქოლოგიურიზეწოლის გამო, რომელსაც მასზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიახორციელებდნენ. ამ საჯარო განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში ჯაოშვილმადატოვა ქვეყანა.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიხედვით, საქართველოსსაზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ) ქვეყანაში რიგით მესამე ყველაზე ყურებადიეროვნული ტელევიზია იყო. აპრილის ბოლოს ოთხი სსმ-ს საბჭოს წევრი გადადგაპროტესტის ნიშნად, რადგან მიიჩნევდნენ, რომ არხი არაადექვატურად აშუქებდამიმდინარე არასაპარლამენტო ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. 20 ივლისს, გადადგასსმ-ს გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი; ოპოზიციის საპროტესტო აქციისმონაწილეები მოითხოვდნენ ყუბანეიშვილის გადადგომას მისი მთავრობისადმიმიკერძოებული დამოკიდებულების გამო. 31 ივლისს, საბჭოს წევრების სამი ვაკანსიადაიკავეს პარლამენტის წარმომადგენლებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტისმიუხედავად, რომლებიც მოითხოვდნენ მეტ დროს დებატებისთვის კვალიფიციურიკანდიდატის გამოსავლენად. საზოგადოება ითხოვდა ახალი კანდიდატის დასახელებასდა 10 აგვისტოს, საბჭომ აირჩია სსმ-ს ახალი გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია.ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომრადგანაც ჭანტურია ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლისპრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა მაინც არ შეიცვლებოდა. ჭანტურიამპირობა დადო, რომ გაზრდიდა ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟებისრაოდენობას და უზრუნველყოფდა ტელეარხის ბიუჯეტის გამჭვირვალობას. წლისბოლოსთვის ცვლილებები ხორციელდებოდა.22 სექტემბერს, პარლამენტის თანხმობით გაიზარდა საბჭოს წევრების რაოდენობაცხრიდან თხუთმეტ წევრამდე იმ მოსაზრებით, რომ საბჭო უფრო მეტადწარმომადგენლობითი გამხდარიყო, სადაც შვიდ ადგილს დაიკავებდნენ ოპოზიციისმიერ დასახელებული კანდიდატები, შვიდს მმართველი პარტიის და ერთს სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენელი. რადგანაც იმ დროისთვის ერთი ვაკანტური ადგილიიყო, საბჭოში გაჩნდა შვიდი ვაკანსია. აგვისტოში სსმ-ს დირექტორის შერჩევისპროცესში, მედია აქტივისტების ერთმა ჯგუფმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია,სადაც პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობდნენ მედიის თავისუფლებისა დაგანვითარების საკითხებზე. ჯგუფი მხარს უჭერდა ახალი დირექტორის გამჭვირვალედა სამართლიან არჩევნებს. ახლად შექმნილმა "მედია კლუბმა" განაგრძო მუშაობა.ისინი იღწვოდნენ სმს -ს საბჭოს დეპოლიტიზაციისთვის და ვაკანსიების დასაკავებლადპროფესიონალი კანდიდატების შესარჩევად. 25 დეკემბერს, მედია კლუბმაპარლამენტის მიერ შერჩეულ ხუთიდან კანდიდატიდან სამს დაუჭირა მხარი. 25დეკემბერს, პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სმს-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით,


რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტი უნდა უდრიდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის„არა ნაკლებ“ 0.12 პროცენტს. ეს ცვლილება უზრუნველყოფს სმს-ს მყარი ფინანსურიგარანტიით და იმ საშუალებებით, რომ იგი აღარ იქნება ფინანსურად დამოკიდებულისახელმწიფოს კეთილ ნებაზე.2008 წლის იანვრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციისსაპროტესტო გამოსვლები იმართებოდა სსმ-ს შენობის წინ. არასაპარლამენტოოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომელთა შორის იყო გაერთიანებული ოპოზიციისპრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეც, შეუტიეს 20 სსმ-ს ჟურნალისტს დამოითხოვეს, რომ ხელისუფლებას შეეცვალა სსმ-ს დირექტორი და საბჭო. ესცვლილებები განხორციელდა 2008 წლის თებერვალში მთავრობასა და ოპოზიციასშორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ოპოზიციურმა პარტიებმა შეარჩიესოთხი კანდიდატი მაშინდელი ცხრა წევრიანი საბჭოსთვის, საბჭოს თავმჯდომარისირაკლი ტრიპოლსკის ჩათვლით. თუმცა, 2008 წლის მაისში ოპოზიციამ გამართასამსაათიანი პროტესტი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და შედეგებისწინააღმდეგ და მოითხოვა ამ საპროტესტო აქციის გადაცემა პირდაპირ ეთერში. სსმ-მდა სხვა სადგურებმა ფართოდ გააშუქეს საპროტესტო აქცია, თუმცა, არც ერთმა არგააშუქა ის მთლიანად პირდაპირ ეთერში. ოპოზიციის მიერ დასახელებული სსმ-სთავმჯდომარე გადადგა, რადგან მისი მოთხოვნა, გადაეცათ საპროტესტო აქციაპირდაპირ ეთერში, არ დააკმაყოფილეს. და გამოაცხადა, რომ სსმ იყო მიკერძოვებულისატელევიზიო სადგური.„საერთაშორისო გამმჭვირვალობა-საქართველოს“ ნოემბრის ანგარიშის მიხედვით,ყველა ეროვნულმა სატელევიზიო არხმა უარი თქვა ეთერში გაეშვა დასავლეთისდონორების მიერ დაფუძნებული ორი სტუდიის დამოუკიდებელი გამოძიების მიერგადაღებული ფილმები. მხოლოდ "კავკასიამ" და "მაესტრომ", რომელთა გეოგრაფიულიდაფარვის არეალი ძალზე შეზღუდულია და აშკარად პრო-ოპოზიციური სარედაქციოპოლიტიკას ატარებენ, გადასცა აღნიშნული ფილმები. ზოგიერთმა ეროვნულიტელევიზიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ არ გაუშვეს ფილმები ეთერში, რადგანაცმიაჩნდათ, რომ მათ აკლდათ ობიექტურობა, თუმცა „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და სსმ-ს არგაუკეთებიათ მათი საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიების რეპორტაჟი.15 ივნისს, პოლიციამ იერიში მიიტანა ჟურნალისტებზე, რომლებიც აშუქებდნენარასაპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლას თბილისის პოლიციის შტაბ-ბინის წინ (იხ.ნაწილი 2.ბ.).ოპოზიციური არხები ტელევიზია „მაესტრო“ და ტელევიზია „კავკასია“ აცხადებდნენ,რომ ინციდენტის დროს მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს. ზურაბ ქურციკიძე,ევროპის პრესფოტო სააგენტოდან, სცემეს. პოლიციამ წაართვა ვიდეო და ფოტოკამერები რამოდენიმე ჟურნალისტს და წაშალა გადაღებული მასალა და ფოტოები. 16ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ მათმა ძალებმაშეუტიეს ჟურნალისტებს და ბოდიში მოიხადა მომხდარი ინციდენტის გამო. მან


აგრეთვე განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა ეწარმოებინა შიდა გამოძიებააღნიშნულ საქმეზე და რომ ორ თანამშრომელს მკაცრი საყვედური გამოუცხადეს, ოთხთანამშრომელს გამოუცხადეს საყვედური პირად საქმეში შეტანით, სამს შეუჩერესსამსახურებრივი უფლებამოსილება გამოძიების მსვლელობისას. პოლიციის მიერწართმეული აღჭურვილობა დაუბრუნდათ ჟურნალისტებს, მათ შორის ვიდეოკამერა,რომელიც რეიტერის თბილისის ოფისის კორესპონდენტს ეკუთვნოდა.როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ნოემბრის ანგარიშში აღნიშნა,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ითვლებოდა ნამდვილადდამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ, რადგანაც, გადაწყვეტილებებსპოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე იღებდა. საქართველოს კომუნიკაციებისეროვნულმა კომისიამ უარყო მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები, განაცხადა რა,რომ იგი ყველა სამაუწყებლო არხს ერთნაირად ეპყრობოდა. საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისია 2008 წლის მაისიდან მოყოლებული ხელსუშლიდა ახალი სატელევიზიო სადგურების დაარსებას ლიცენზიების გაცემისშეყოვნების საშუალებით, ირწმუნებოდა რა, რომ იგი ატარებდა სამაუწყებლო ბაზრისკვლევას. კომისია შედგებოდა ხუთი წევრისგან, და თითოეული მათგანი ექვსი წლისვადით იყო არჩეული. 2008 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებებისამაუწყებლო კანონში, რომლის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის წევრების დასახელება შეეძლო როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევეუმრავლესობას. 13 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა კომისიის ორი ახალი წევრი (ერთიმათგანი დაასახელა მმართველმა პარტიამ, ხოლო მეორე, ოპოზიციამ). 12 ივნისსირაკლი ჩიქოვანი, ყოფილი გენერალური დირექტორი და „რუსთავი 2“-სთანამფლობელი დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალითავმჯდომრის პოსტზე.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გარკვეულად აკონტროლებდაპროგრამებს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ იგი უშვებდა ლიცენზიებს ინფორმაციისშინაარსზე დაყრდნობით, მაგალითად „ზოგადი ლიცენზია“ იძლევა ახალი ამბებისა დაპოლიტიკური პროგრამების გაშვების საშუალებას, და მკაცრი „მხოლოდ გასართობიგადაცემების“ ლიცენზიაა. ამდენად იგი ამ უკანასკნელს უფრო გასცემდა სატელევიზიოარხებზე ვიდრე ზოგადს. 3 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმაკომისიამ მიანიჭა პრო-ოპოზიციურ ტელესადგურ მაესტროს სატელიტურიმაუწყებლობის ლიცენზია 10-წლიანი ვადით. მანამდე ტელეარხის მიღება მხოლოდსაკაბელო ტელევიზიით იყო შესაძლებელი თბილისსა და რამოდენიმე სხვა ქალაქში.ახალი ლიცენზიით შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა. მაესტრომგანაცხადი შეიტანა ლიცენზიის შეცვლაზე 2007 წლის ნოემბერში, რათა პოლიტიკურითოქ-შოუ გასულიყო ეთერში, მაგრამ ასეთი ლიცენზია 2008 წლის დეკემბრამდე არგაუციათ. წლის ბოლოს სატელევიზიო არხი ახალი სატელიტური მომსახურებისდასაწყებად საჭირო ფონდების მოზიდვით იყო დაკავებული. წლის განმავლობაშირამოდენიმე საკაბელო კომპანიამ შეწყვიტა მაესტროს მაუწყებლობის გადაცემა. თუმცა


კომპანიებმა თითქოს და ბიზნესის მოსაზრებების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება,7 ოქტომბერს მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბრალი დასდო ამ კომპანიებისმფლობელებს, რომ მათ მთავრობის ზეწოლის ქვეშ თქვეს უარი მაესტროს პროგრამისჩვენებაზე. 2 სექტემბერს, ვლადიმერ მამონტოვს, რუსეთის ყოველდღიური გაზეთის,იზვესტიას მთავარ რედაქტორს და მაქსიმ შევჩენკოს, რუსეთის პირველი არხის თოქ-შოუს წამყვანს უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. ორივე მათგანს უნდა მიეღომონაწილეობა მრგვალი მაგიდის დისკუსიაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მათი არ შემოშვების მიზეზად მოიყვანაშევჩენკოსა და მამონტოვის აფხაზეთში ვიზიტი, რომლითაც მათ დაარღვიესოკუპირებული ტერიტორიების კანონი, რომელიც კრძალავს არასანქციონირებულშესვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტერიტორიიდან. მეორე რუსჟურნალისტს, რომელიც ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, მისცეს ქვეყანაში შემოსვლისუფლება.9 ოქტომბერს, ბათუმის ტელეკომპანია 25-ე არხმა წააგო აპელაციაზე შეტანილისარჩელი, რომლითაც ასაჩივრებდა აჭარის შემოსავლების სამსახურის მიერდაკისრებულ ძველი საგადასახადო დავალიანების გადახდას, რომელიც ჯერ კიდევმაშინდელი აჭარის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის დროს დაუგროვდათ (1994-2004).თუ სატელევიზიო სადგური არ გადაიხდის საგადასახადო დავალიანებას,ხელისუფლებას შეუძლია აუქციონზე გაუყიდოს ქონება. სატელევიზიო სადგური დაადგილობრივი ოპოზიციის აქტივისტები ირწმუნებოდნენმ რომ ეს საქმე პოლიტიკურიმოტივით იყო აღძრული და რომ ეს იყო მცდელობა დაეხურათ ერთადერთიდამოუკიდებელი სატელევიზიო სადგური რეგიონში წინასწარ, ადგილობრივიარჩევნების დაწყებამდე.27 აპრილს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ მათ თავსდაესხნენ პარლამენტის შენობასთან, როდესაც აშუქებდნენ არასაპარლამენტოოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს. ოპერატორ ლევან კალანდიას სიტყვებით, სამიახალგაზრდა მიუახლოვდა მათ და დაიწყეს ჟურნალისტის, ნათია ლეკიშვილისშეურაცხყოფა, რომელიც შემდეგ აყალ-მაყალში გადაიზარდა. ტელევიზიით გასულივიდეომასალიდან ჩანდა როგორ ურტყამდა მუშტებს ახალგაზრდა კაცი ოპერატორს.სახალხო დამცველის სამსახურმა 28 აპრილს განაცხადა, რომ პრაიმ ნიუსის სააგენტოსჟურნალისტს, თეონა მანაგაძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა ოპოზიციისსაპროტესტო აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ.ოპოზიციის ერთერთი აქტივისტი მიუახლოვდა ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებიცარჩევდნენ ინციდენტს, რომელიც Lჟურნალისტებს შეემთხვათ საპროტესტო აქციებისდროს. აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა მანაგაძეს და ხელი გადაუგრიხა. მეორე დღესორი ადამიანი გენერალური პროკურატურიდან მივიდა პრაიმ ნიუსის ბიუროშიმანაგაძის დასაკითხად, რომელიც დავალების შესასრულებლად იყო გასული. გამოძიებაწლის ბოლომდე არ დასრულებულა.


5 მაისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის სამი წევრი დააპატიმრეს ხულიგნობისთვის,როდესაც მათ, როგორც ამბობენ, სილა გააწნეს და მუშტები ურტყეს სსმ-ს ჟურნალისტს,ნიკა ავალიანს. გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს,არასაპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გააკეთა, როგორცთვითონ დაარქვეს „სირცხვილის კორიდორი“ და სსმ-ს თანამშრომლებს შენობაშიშესასვლელად ამ კორიდორში უნდა გაევლოთ. სწორედ მაშინ მოხდა ნიკა ავალიანისინციდენტი. აქციის სამმა მონაწილემ, მელორ ვაჩნაძემ, გიორგი ონიანმა და რევაზრევაზიშვილმა აღიარეს დანაშაული და ისინი დააჯარიმეს 200 ლარით (118 აშშდოლარი). 7 მაისის პრესკონფერენციაზე, აქციის სამმა მონაწილემ განაცხადა, რომ 5მაისს, ისინი დააკავეს და სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოკვლითა დაგაუპატიურებით დაემუქრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ ბრალდებისგამოძიება 25 მაისს; გამოძიება წლის ბოლომდე გაგრძელდა.საერთაშორის კვლევებისა და გაცვლების საბჭოს <strong>2009</strong> წლის მედია მდგრადობისინდექსი აცხადებს, „პოლარიზებული პოლიტიკური მოვლენების მოქმედებებისასახვისას, ახალი ამბების საინფორმაციო სამსახური არსებითად ორ საპირისპირობანაკად გაიყო, სადაც არ დარჩა ადგილი ნეიტრალურობისა და წონასწორობისთვის“.ეუთო მის საბოლოო ანგარიშში 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებმიუთითებს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქება ახალ ამბებში ყველაზე მეტადკონტროლირებად სატელევიზიო სადგურებში, საზოგადოებრივი ტელევიზიისჩათვლით, არ იყო დაბალანსებული. საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2008 წლის მაისისსაპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დასაწყის პერიოდს შორის არსებობდა შედარებითთავისუფალი მედია სივრცე. იმ დროს საზოგადოებრივ არხს ახალი ხლემძღვანელობაჰყავდა და ზოგადად აბალანსებდა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობისგაშუქებას. საპარლამენტო არჩევნების დროს, ეუთომ შენიშნა საზოგადოებრივიტელევიზიის მიერ მოვლენების გაშუქებაში გაუმჯობესება და გარკვეული ბალანსისაპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა დაასკვნა, რომ სხვა კონტროლირებადტელევიზიებს ეს ბალანსი აკლდათ.2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიის თავისუფლებაშესამჩნევად შესუსტდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები მიუთითებდნენშეზღუდულ შემოსავლებზე და სარეკლამო ბაზრის შესუსტებაზე (ჭარბმა პროდუქციამდასწია ფასები), რის შედეგადაც ალტერნატიული ხმა ნაკლებად მიეწოდებოდასაზოგადოებას, განსაკუთრებით ტელევიზიით და ახალი ამბები შეიცვალა გასართობიპროგრამებით და თოქ-შოუებით. 2008 წლის გვიან შემოდგომამდე დამოუკიდებელიმედიის მრავალფეროვნება შემცირდა, თუ არ ჩავთვლით თბილისში მაუწყებელკავკასიის სატელევიზიო სადგურს. ალტერნატიული აზრი ნაკლებად გაისმოდა დადანარჩენი მედია უფრო მეტად კონცენტრირებული იყო მთავრობის საქმიანობისა დამათი პოზიციის გაშუქებაზე.


წლის დასაწყისისთვის თოქ-შოუები განახლდა ქვეყნის ყველა სატელევიზიო არხებზე.მათ აღდგენას მოჰყვა 2008 წლის ივნისის ბოლოს ახალი ამბების მოცულობის შეკვეცადა ყველა თოქ-შოუსა და ანალიტიკური პროგრამის მაუწყებლობიდან ამოღება.არასამთავრობო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ ახალი ამბების პროგრამებიშეიკვეცა მედიაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად. ამოჭრილ პროგრამებსშორის იყო „შვიდი დღე“. ტელეკომპანია „მზემ“, პრო-სამთავრობო ეროვნულმა არხმა,რომელსაც ბაზრის 2 პროცენტი ეკავა, ფინანსური მიზეზების გამო 2008 წელს შეაჩერათავისი საქმიანობა ახალი ამბების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ „მზე“ აღიქმებოდა,როგორც პრო-სამთავრობო არხი, ოპოზიციის ბევრმა წარმომადგენელმა დაგმო მათიგადაწყვეტილება ახალი ამბების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დააღნიშნა, რომ „მზემ“, „რუსთავი-2“-ისაგან განსხვავებით, 2007 წლის 7 ნოემბრისსაპროტესტო მოვლენები პირდაპირ ეთერში გააშუქა. 2008 წლის ივნისში რადიო„იმედის“ დირექტორი შეიცვალა მთავრობის ყოფილი წარმომადგენლით. დაახლოებით100 ჟურნალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა 3 ივნისს გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც ამქმედებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დაარქვა. 2008 წელს „იმედის“ ტელევიზიისდროებით დახურვის შემდეგ, რადიო „იმედი“ დარჩა ერთადერთ ეროვნულ მედიად,რომელიც ოპოზიციური აზრის გამოხატვის საშუალებას იძლეოდა. მაშინ, როდესაც ისჯერ კიდევ ღია იყო ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის, რადიო „იმედმა“ ზოგადადშეამცირა ახალი ამბების გაშუქება.2008 წლის ბოლოს, იმედის ტელევიზიამ დაიწყო თოქშოუ დღის ქრონიკის გადაცემაკვირაში ორჯერ. ეს პროგრამა რადიო იმედშიც გადიოდა პირდაპირ ეთერში. აგვისტოშიდღის ქრონიკა დაიხურა და შეიცვალა ყოველკვირეული თოქშოუ სპეციალურირეპორტაჟით, რომელსაც იგივე წამყვანი უძღვებოდა. 2008 წლის სექტემბერში, რუსთავი2-მა გამოაცხადა, რომ პოპულარული თოქშოუ „პრაიმ-ტაიმი“, რომელიც ივნისშიშეჩერდა, აღარ განახლდებოდა. თუმცა იყო დაპირებები, რომ პროგრამადაბრუნდებოდა ეთერში, რუსთავი 2-მა წლის ბოლომდე „პრაიმ-ტაიმის“ მაუწყებლობაარ განაახლა. თებერვალში, რუსთავი 2-მა დაიწყო ახალი თოქშოუ, პოზიციატელემაუწყებლობის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო შუბლაძესათანერთად.ტელევიზია „კავკასიამ“ ორჯერ შეწყვიტა მაუწყებლობა 2008 წლის სექტემბერში,როგორც ამბობენ, ტექნიკური მიზეზების გამო. კავკასია-ს დირექტორს ეჭვი ჰქონდა,რომ შეწყვეტა დაემთხვა პირველ სექტემბერს სადგურის მიერ 2008 წლის აგვისტოსრუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მთავრობის ქმედებების კრიტიკას. ამ დღესსაქართველოს ყველა სატელევიზიო არხით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდაკონფლიქტის დროს რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ მიმართული მთელი ქვეყნისმასშტაბით ცოცხალი ჯაჭვის სამშვიდობო პროტესტის გაშუქება. კავკასიისდირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ივნისში ფინანსური პოლიცია კომპანიებზეზეწოლას ახდენდა და უკრძალავდა მათ ამ სადგურზე სარეკლამო დროის ყიდვას. ამისშედეგად, რამდენიმე კომპანიამ გაწყვიტა არხთან არსებული ხელშეკრულებები, ხოლო


დანარჩენებმა ივლისში კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტეს, არგაეგრძელებინათ ისინი. კავკასიის დირექტორს გვარები არ დაუსახელებია.2008 წლის აგვისტოში, საქართველოსა და რუსეთს შორის გაჩაღებული კონფლიქტიმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსული ძალები არ აძლევდნენ ჟურანლისტებსსეპარატისტულ რეგიონებში ან რუსული გამშვები საგუშაგოების იქით საქართველოსტერიტორიაზე შესვლის საშუალებას. ცეცხლი შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ რუსეთისმიერ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს ეძლეოდათ სეპარატისტული რეგიონისტერიტორიებზე შესვლის უფლება. 2008 წლის აგვისტოში, რვა მშვიდობიანი მოქალაქედა ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა გორის ცენტრში კასეტური ბომბისაფეთქების შედეგად. კონფლიქტის დროს მოკლული იყო კიდევ სამი ჟურნალისტი,ხოლო 14 დაიჭრა. სხვა ჟურნალისტები დააყაჩაღეს, გაიტაცეს, ან მძევლებად აიყვანეს.ჟურნალისტების თქმით, აღნიშნული თავდასხმები ჩადენილი იყო რუსი ჯარისკაცებისან რუსეთის მიერ დაქირავებული მეომრების მიერ.ამ პერიოდში ხელისუფლებამ შეზღუდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ომისდასრულებამდე არ აქვეყნებდა მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა მაგალითად,დაღუპულების რაოდენობა და ვინაობა. ჟურნალისტებისთვის ინფორმაციისმისაწოდებლად მთავრობამ გორში მედიაცენტრი დააარსა, რომელზეც რუსულიძალების შეტევა განხორცელდა.საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთვლებით, თბილისის გარდა სხვარეგიონებში მუშაობდა 45-ზე მეტი სატელევიზიო სადგური, აქედან 17 გადასცემდაყოველდღიურ ახალ ამბებს, უმეტესი მათგანი ძალზე დაბალი პროფესიონალურიდონით გამოირჩეოდა და უმეტესად წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლებისპოზიციას.2008 წლის აპრილში, მადონა ბათიაშვილმა, დამოუკიდებელი რეგიონალური რადიოსადგურის, რადიო ჰერეთის სიღნაღის ბიუროს უფროსმა, გააგზავნა სახალხოდამცველის აპარატში განცხადება, რომელშიც იგი ბრალს სდებდა ლევან ბეჟაშვილს -კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს, ზეწოლაში, რადგან ბეჟაშვილიითხოვდა მხოლოდ პოზიტიური ინფორმაციის გაშუქებას და მისი და მისი მეგობრებისშესახებ ინფორმაციის ეთერიდან ამოღებას. იუსტიციის სამინისტროს თანახმად,პროკურატურას არ მიუღია რაიმე განცხადება ამ საქმის შესახებ და შესაბამისად,გამოძიებაც არ ჩატარებულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათ გამოიძიეს ესსაქმე და დაასკვნეს, რომ მუქარის მტკიცებულება არ არსებობდა. 2008 წლისდეკემბერში, თამარ ოქრუაშვილი, "ხალხის გაზეთის" კორესპონდენტი, გაჩერდა გორისმუნიციპალიტეტთან, რათა სურათები გადაეღო და გასაუბრებოდა სამხრეთ ოსეთიდანდევნილებს. ზოგიერთი მათგანი პრეტენზიებს გამოთქვამდა საცხოვრებელიპირობების გამო. ამის დანახვაზე, ქალაქ გორის საბჭოს თავმჯდომარემ, დავითხმიადაშვილმა, უთხრა ოქრუაშვილს, რომ წასულიყო. ამას მოჰყვა ცხარე კამათი და


შედეგად, ხმიადაშვილმა გაარტყა ოქრუაშვილის, კამერა ხელიდან გააგდებინა დადაუმტვრია. ოქრუაშვილმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა. მეორე დღეს, თავმჯდომარემბოდიში მოუხადა მას პირადად და ოფიციალურად - გაზეთ რეზონანსის მეშვეობით.აგრეთვე, ხმიადაშვილმა მას ახალი კამერა გაუგზავნა. ოქრუაშვილმა საჩივარიგამოიტანა.2007 წელს, ელისო ჯანაშია, გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" რედაქტორი, გამოვიდაბრალდებით, იმის თაობაზე, რომ გუბერნატორის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და დაემუქრა მას მერე, რაცგაზეთში გამოქვეყნდა სტატია სხვა გაზეთის ჟურნალისტის შეურაცხყოფის შესახებ.იმავე თვეში, სახალხო დამცველმა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვაამ ბრალდების გამოძიება. გამოძიებამ აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთისგუბერნატორის ქმედება არ წარმოადგენდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას,რადგან სადაო საუბარი ჯანაშიას სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შედგა. 2008 წლისოქტომბერში გამოძიება შეწყდა.ჟურნალისტები ხშირად კონტრაქტის გარეშე მუშაობდნენ, რაც თავისთავად მათ თვით-ცენზურისკენ უბიძგებდათ. ჟურნლისტები ცდილობენ, არ გააშუქონ ისეთი რამ, რაც არშეესაბამება მფლობელის ხედვას, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. სამხრეთოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში მედია კვლავ ძალზეშეზღუდულია დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.ინტერნეტისთავისუფლებამთავრობა ინტერნეტის ხელმისაწვდომობას არ ზღუდავს აფხაზეთისა და ოსეთისგარეთ, ამასთან, არც იმის შესახებ არ ყოფილა შეტყობინება, რომ მთავრობაელექტრონულ ფოსტას ან ინტერნეტ ჩატებს აკონტროლებდეს. ოკუპირებულიტერიტორიების შესახებ ინფორმაცია არ იყო საკმარისად ხელმისაწვდომი. ცალკეულპიროვნებებსა და ჯგუფებს შეეძლოთ სურვილისამებრ გამოეხატათ თავისი აზრებიინტერნეტში, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელ-ფოსტა წლისგანმავლობაში ოდნავ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ უფრო მეტად თბილისსადა დიდ ქალაქებში. გამოთვლების მიხედვით, ინტერნეტით სარგებლობდამოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტი. საერთაშორისო ტელეკომუნიკაციებისკავშირის 2008 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 24პროცენტი იყენებდა ინტერნეტს.1 ნოემბერს, მთავრობამ დაიწყო გამოძიება ფეისბუქზე დადებული პატრიარქისა დასაქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხმყოფელი ვიდეოების სერიისა.პროკურორებმა დააკავეს ორი პიროვნება, რომელთაც ჩამოართვეს კომპიუტერები და


ვიდეო აპარატურა. ამ ინციდენტმა გამოიწვია საზოგადოების დისკუსიები სიტყვისთავისუბლების შეზღუდვის შესახებ.აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის კიბერ-იერიშების შედეგად მწყობრიდანგამოვიდა ან ოფფ-ლაინ რეჟიმში გადავიდა ოფიციალური ქართული ვებ-გვერდები,რამაც ხელი შუეშალა მობილური ტელეფონების ქსელის გამართულ მუშაობას.საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მთავრობამ დაბლოკა რუსეთის ახალი ამბებისსაკაბელო ტელევიზიის და რუსეთის ინტერნეტ საიტები. 2008 წლის ოქტომბერშიხელისუფლებამ აღადგინა შესვლა ახალი ამბების რუსულ ინტერნეტ-გვერდებზე.აკადემიური თავისუფლება და კულტურული მოვლენები მთავრობის მხრიდანაკადემიურ თავისუფლებასა და კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები არ ყოფილა.ბ. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაშეკრების თავისუფლებაკონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს შეკრების დამანიფესტაციების თავისუფლებას; თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციაიყენებდა გადამეტებულ ძალას საპროტესტო აქციების დასაშლელად. კანონისმიხედვით, პოლიტიკურმა პარტიამ ან სხვა ორგანიზაციამ წინასწარ უნდა აცნობოს დამიიღოს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა საზოგადოებრივ ადგილასთავშეყრისთვის. წლის განმავლობაში შეკრებაზე ნებართვები დაუბრკოლებლადგაიცემოდა ხოლმე და მთავრობა რთავდა საპროტესტო ბარიერებით ქუჩებისგადაკეტვის ნებას გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს, მიუხედავად ნებართვისვადის გასვლისა. თუმცა 17 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა პოლიციის,დემონსტრაციების და ადმინისტრაციული დანაშაულის კანონებში შეტანილიცვლილებები. მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნისა, რომკანონში შესული ცვლილებები ძალაში შესვლა გადაედოთ იქამდე, სანამ ევროპისვენეციის კომისიის იურიდიული ექსპერტები არ განიხილავდნენ და რეკომენდაციებსარ მიაწვდიდნენ, შესწორებული კანონი აგვისტოში შევიდა ძალაში. კანონში შესულიცვლილებებით იკრძალება ქუჩების გადაკეტვა „ხელოვნურად“ თვითდემონსტრანტების მიერ ან "სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციებით/საგნებით".ცვლილებები პოლიციის კანონში სხვა სპეციალურ აღჭურვილობასთან ერთადითვალისწინებს პოლიციელებისთვის არალეტალური იარაღის გამოყენებისდაკანონებას, მათ შორის არეულობის გასაკონტროლებლადაც. ადმინისტრაციულისამართალდარღვევების კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით მთელ რიგადმინისტრაციულ დარღვევებზე გაიზარდა პატიმრობის ვადა 30-და 90 დღემდე. ამისსაპირისპიროდ, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, წინასწარი პატიმრობსისხლის სამართლის დანაშაულისთვის 60 დღეა.რამოდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისოგამჭვირვალობა-საქართველომ, ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ დასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნეს ერთობლივი


განცხადება რომელშიც ცვლილებათა პაკეტს უწოდებდნენ "ერთ ნაბიჯს უკანდამოკრატიის გზაზე" და აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილებები ზრდიდაადმინისტრაციული სასჯელის ვადას ყოვლად გაუმართლებლად, აწესებდა მკაცრსანქციებს ისეთ ქმედებებზე, რაც მცირე რისკს შეიცავდა საზოგადოებისთვის, უფლებასაძლევდა არალეტალური იარაღის გამოყენებისა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნასადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და არაპროპორციულად ზღუდავდაშეკრების თავისუფლებას. მთავრობამ განაცხადა, რომ მან განსახილველად გადასცაცვლილებების პაკეტი ევროპის საბჭოს მრჩეველ ორგანოს კონსტიტუციონალურ დაიურიდიულ საკითხებში, ვენეციის კომისიას. წლის ბოლოს ვენეციის კომისიისოფიციალური პასუხი ჯერაც არ იყო მიღებული.წლის განმავლობაში ხელისუფლება იძლეოდა დემონსტრაციების გამართვის ნებართვასდა რამოდენიმე მსხვილი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო მიუხედავად იმისა, რომხშირ შემთხვევაში ნებართვის ვადა გასული იყო. 25 აპრილს, არასაპარლამენტოოპოზიციამ ციხის საკნების ქალაქის იმიტაცია შექმნა რუსთაველის გამზირსა დათავისუფლების მოედანზე, რაც ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა და კეტავდათბილისის ცენტრალურ ქუჩას. 26 მაისს ათობით ათასი მომიტინგე შეიკრიბა ეროვნულსტადიონზე ქვეყნის დამოულიდებლობის დღის აღსანიშნავად, სადაც მოუწოდებდნენსააკაშვილს გადადგომისკენ. 27 მაისს, ასობით არასაპარლამენტო ოპოზიციისსაპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თბილისის ცენტრალური რკინიგზისსადგურის ხაზი სამი საათით, რასაც რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი არ მოჰყოლია.თუმცა წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების პოლიციასთან ან არაფორმიანთავდამსხმელებთან შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ პასუხი თითქმის არავის არუგია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ძალის გადამეტების შემთხვევებსადგილი არ ჰქონია გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს და რომ პოლიციამოქმედებდა კანონიერ ფარგლებში როდესაც აქციის მონაწილეები პირადად მათმიმართ ავლენდნენ პროტესტს.არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები მოაწყო 9აპრილიდან 24 ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიებიმოუწოდებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ; ძირითადად მთავრობას არშეუფერხებია მიტინგების მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მთავარი გზებიდა გზაჯვარედინები თბილისში. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხოდამცველის აპარატი იუწყებოდნენ, რომ ათობით შემთხვევა იყო, როდესაცგაურკვეველი ნიღბიანი პირები რომლებსაც ჰქონდათ ბლაგვი საგნები თავს ესხმოდნენადამიანებს და აიძულებდნენ მიტინგის დატოვებას. HRW-ს 11 მაისის წერილშიშიინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრებისადმი წერია, რომ HRW-სმიერ დაფიქსირებულ უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იღებდნენდაზარალებულებისგან ცნობებს, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ არაფერიმოუმოქმედებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულები კიდევაც ასახელებდნენთავდამსხმელებს ან მათი მანქანის ნომრებს, და მაინც, პოლიცია თავდამსხმელს არ


იჭერდა და არც რაიმე სხვა ზომებს მიმართავდა." შინაგან საქმეთა სამინისტრომგანაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულები უარს ამბობდნენინფორმაციის მიწოდებაზე ინციდენტების შესახებ, როდესაც პოლიცია მათ გამოძიებასცდილობდა.12 ივნისს, არასაპარლამენტო ოპოზიციის კოალიციურმა პარტიებმა გამოაქვეყნესერთობლივი განცხადება, სადაც ბრალს სდებდნენ ხელისუფლებას აქციების დროს„პირდაპირ ტერორსა და თავდასხმებში“ ოპოზიციის მხარდამჭერებისა დააქტივისტების მიმართ. განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ძალადობის 200-მდეშემთხვევა“ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ აქციებისმსვლელობისას პოლიციას არ გამოუძიებია. სახალხო დამცველის სამსახურმა დასხვებმა გამოიკვლიეს ძალადობის მრავალი შემთხვევა, მათ შორის უცნობითავდამსხმელების მიერ დემონსტრანტების ცემის. წლის ბოლოს შინაგან საქმეთასამინისტროს არავინ დაუკავებია ამ ინციდენტების გამო.6 მაისს, პოლიციამ დააკავა სამი ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებიც შემდგომირწმუნებოდნენ, რომ მათ სცემდნენ და ემუქრებოდნენ პატიმრობაში ყოფნისას. იმავედღეს, მოგვიანებით, როდესაც აქტივისტები თბილისი პოლიციის მთავარისამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ, არასაპარლამენტო ოპოზიციის რამოდენიმეაქტივისტი და პოლიციის ოფიცერი დაშავდა მთავარ სამმართველოს შენობასთანმომხდარი დაპირისპირების შედეგად. როგორც ამბობენ, პროტესტანტები, ითხოვდნენრა სამი დაკავებული აქტივისტის გამოშვებას, გაემართნენ მთავარ სამმართველოსკენ დადაიწყეს შენობის ირგვლივ რკინის ღობის რყევა და ღობის შიგნით მყოფიპოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულიპოლიციის რაზმი პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში იყო განლაგებული.ცნობების თანახმად, პოლიცია ურტყამდა ხელკეტებს რკინის ღობეს პროტესტანტებისპერიმეტრიდან გასაყრელად. თუმცა, საპროტესტო აქციის ერთმა ლიდერმა მოახერხაღობის იქეთ გადაძრომა და შეიჭრა ეზოში. მხოლოდ ერთერთი ლიდერი მოუწოდებდადემონსტრანტებს უკან დახევას.ამ ინციდენტის შემდეგ, როგორც პოლიციის ისე აქტივისტებს შორის იყვნენდაშავებულები. უახლოესი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, რომ სულ ცოტა 17-მაადამიანმა მიმართა ჭრილობების გადასახვევად. დაშავების გამომწვევი მიზეზები არიყო ნათელი. არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა, რომ პოლიციამ რეზინისტყვიები გამოიყენა. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფდა ამბრალდებას. თუმცა, 2 ივნისს, სამინისტრომ აღიარა არალეტალური ტყვიებისგამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა,რომელიც მივიდა ინციდენტის ადგილზე თქვა, რომ მან დაინახა როგორ ისროდნენპოლიციის ოფიცრები ქვებს. სუბარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორმა ადამიანმა დაკარგამხედველობა ერთ თვალში ტყვიის მოხვედრის შედეგად, თუმცა შემდგომში ესგანცხადება არ დადასტურებულა. დემონსტრანტები ესროდნენ სხვადასხვა საგნებს


პოლიციის ოფიცრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ინციდენტისშედეგად დაშავებული იყო სულ 22 დემონსტრანტი, ერთი საზოგადოებრივიმაუწყებლის ჟურნალისტი და ექვსი პოლიციის ოფიცერი. პოლიციის მონაცემებიემყარებოდა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც საავადმყოფოს მიმართესდახმარების აღმოსაჩენად. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებამ პოლიციისოფიცრების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევებზე დაასკვნა, რომპოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.28 მაისს, რამოდენიმე დემონსტრანტი და ხუთი პოლიციის ოფიცერი დაშავდაშეტაკების დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მსვლელობისას. შინაგან საქმეთასამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სამინისტროს თანამშრომელი, რომელიცვიდეოკამერით იღებდა საპროტესტო აქციას, "დააკავეს" დემონსტრანტებმა და ძალითშეიყვანეს უახლოესი შენობის სადარბაზოში. განცხადების თანახმად, როდესაცპოლიციის ოფიცრებმა სცადეს მისი გათავისუფლება, დემონსტრანტებმა მათწინააღმდეგობა გაუწიეს და დაჭრეს ხუთი პოლიციის ოფიცერი, რომლებსაცსაავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ორ ოფიცერს ბასრი იარაღით ჰქონდამიყენებული ჭრილობა. 29 მაისს, პოლიციამ დააპატიმრა ინციდენტში მონაწილე ორიპიროვნება. არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს მისიდაპატიმრება და ამბობდნენ, რომ პოლიციას არ ეცვა ფორმა და ეს თავდასხმახელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.12 ივნისს, მოხდა შეხლა-შემოხლა პარლამენტის დაცვასა და დემონსტრანტებს შორის,რომლებიც კვერცხებს ისროდნენ და ცდილობდნენ მიახლოებოდნენ პარლამენტისსპიკერის მანქანას. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გია თორთლაძესადა ერთერთ დემონსტრანტს შორის მოხდა ჩხუბი, როდესაც, როგორც ამბობენთორთლაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტის გამო აქციის ექვსიმონაწილე დააპატიმრეს და მიუყენეს სასჯელი. აგრეთვე, 12 ივნისს, პოლიციამ დააკავაადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა რუსთაველის თეატრის წინ უცხოურისალეჩოს მიღების დროს. როგორც იუწყებიან, ამ ადამიანმა ფიზიკური თავდასხმაგანახორციელა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, ლევანთარხნიშვილზე. მას 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ციხეში.15 ივნისს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ მოხდა შეტაკება თბილისისპოლიციის მთავარ სამმართველოსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომშეტაკება გამოიწვია პოლიციის მცდელობამ გაეწმინდა პოლიციის შენობის შესასვლელიდა საავტომობილო ტრასა. სამინისტროს ბრალდების მიხედვით, დემონსტრანტებმაწინააღმდეგობა გასწიეს მათი დაკავებისას და არ დაემორჩილნენ მათ ბრძანებებს.


არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტები ბრალს სდებდნენ პოლიციასდემონსტრანტებზე შეტევაში. დაშავებულებს შორის იყო ზურაბ აბაშიძე, ოპოზიციურილიდერის ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი. აბაშიძეს გაუტყდა ცხვირი და აღმოაჩნდამრავალჯერადი დაზიანებები თავის არეში. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. აგრეთვეიუწყებოდნენ, რომ პოლიციის მიერ შეტევები განხორციელდა ჟურნალისტებისწინააღმდეგაც. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათი რწმუნებული,ვახტანგ მენაბდე სცემა პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მას "სახალხო დამცველის"სპეციალური ფორმა ეცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულიიყო 39 დემონსტრანტი პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო. ხუთიაქტივისტი, მათ შორის ოპოზიციის მომხრე ახალგაზრდების ჯგუფის ლიდერი დაჩიცაგურია მოათავსეს ციხეში 30 დღით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დანარჩენებიდააჯარიმა 400 ლარით (237 აშშ დოლარი) და გაათავისუფლა. სახალხო დამცველისსამსახურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი პირებისწინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გამოძიება წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყოდასრულებული.19 ივნისს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ დაადანაშაულა მთავრობა, რომ მან გაგზავნაპოლიცია საპროტესტო მოქმედებების ადგილზე რეიდის ჩასატარებლად. თუმცა,შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერიყო მცდელობა ძალით აეღოთ "საკნების" მეშვეობით შექმნილი ბარიკადები, რომლებიცქუჩას კეტავდნენ და პოლიცია ამის გამო ჩაერია, რომ არ მომხდარიყო შეხლა-შემოხლადემონსტრანტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის.21 ივლისს, პოლიციამ დააპატიმრა შვიდი აქტივისტი ოპოზიციის მომხრეახალგაზრდების ჯგუფიდან, რომლებიც მიტინგს აწყობდნენ პარლამენტის შენობის წინ.შინაგან საქმეთა სამინსტრომ განაცხადა, რომ ყველა აქტივისტს ბრალი წაუყენეს მცირეხულიგნობაზე, პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობასა და პარლამენტის შენობისშესასვლელის ბლოკირებაზე. ერთ-ერთი აქტივისტი დააჯარიმეს 400 ლარით (237 აშშდოლარი); სხვებს კი მიუსაჯეს 12-14 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციულიდარღვევებისთვის.Civil.ge-ს ცნობით, 23 ნოემბერს პოლიციამ დააპატიმრა სამი ოპოზიციონერიახალგაზრდა აქტივისტი, რომლებმაც მათი განცხადებით დაარღვიეს მიტინგის შესახებკანონში შესული ცვლილება და წინააღმდეგობა გასწიეს დაკავებისას. იმავე დრეს,მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ახალგაზრდა სცნოდამნაშავედ, მიუხედავად გადაღებული ფირის არსებობისა, რომლიდანაც, როგორცამბობდნენ მოსჩანდა, რომ მათ მიერ კანონის დარღვევას ან წინააღმდეგობის გაწევასადგილი არ ჰქონია. 24 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამდაგმო მათი დაპატიმრების ფაქტი და სასამართლო გადაწყვეტილება და შეაფასა ეს,როგორც შეკრების თავისუფლების „უხეში დარღვევა“. სახალხო დამცველის აპარატმაგანაცხადა, რომ ამ სამ აქტივისტს არ დაურღვევია კანონი, არამედ დაირღვა „დაჩი


ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას უფლებები კონსტიტუციითმინიჭებული შეკრების თავისუფლების შეზღუდვით“.ნოემბერში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიისწარმომადგენლებმა თბილისში რამოდენიმე პიროვნებას მიაწოდეს ინფორმაცია იმისთაობაზე, რომ მათ გააჩნდათ ამ ადამიანების გაზაფხულის საპროტესტო აქციებშიმონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც მათთვის სავალალოშედეგები მოყვებოდა.2008 წლის დეკემბერში, მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებდა,რომ როდესაც იგი ნახევარი წლის ანგარიშს აბარებდა ადამიანის უფლებებზე, მასჰქონდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მაღალი რანგის ჩინოსნები, შინაგან საქმეთამინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩათვლით, წინასწარგამიზნულად გეგმავდნენგადამეტებული ძალის გამოყენებას საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ 2007წლის ნოემბრის მიტინგის დროს. სუბარის რეკომენდაციით უნდა შექმნილიყოსპეციალური საპარლამენტო კომისია ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მსგავსიკომისია არ შექმნილა.2007 წელს ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება7 ნოემბრის დემონსტრაციის დროს მიყენებული დაზიანებების საქმეებზე. გამოძიებამთავარ პროკურატურაში წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა. შემდგომი ინფორმაცია იმისშესახებ, თუ რა სტადიაში იყო გამოძიება, წლის ბოლომდე არ გავრცელებულა.მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2008 წლის მეორე ნახევრისანგარიშში, რომელიც მან 31 მარტს წარუდგინა პარლამენტს, მან ისევ აღნიშნა, რომპროკურატურამ არ აღძრა საქმები თავდამსხმელების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთასამინისტრომ განაცხადა, რომ 11 პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდანდემონსტრაციების დროს შეუფერებელი ქცევის გამო.გაერთიანების თავისუფლებაკონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებას და მთავრობაზოგადად პატივს სცემს ამ უფლებას, თუმცა გაისმოდა მთავრობის მიმართბრალდებები ზოგიერთი აქციის მონაწილის დაშინების თაობაზე და მთავრობამ ვერშესძლო არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკურთავდასხმებზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რასაც არასაპარლამენტოოპოზიცია პოლიტიკური მოტივის არსებობით ხსნიდა. ხელისუფლება გაერთიანებებისდარეგისტრირების ნებართვას თვითნებური დაბრკოლებების ან დისკრიმინაციისგარეშე გასცემდა. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების ცნობებით, მათიპარტიის წევრებს იტაცებდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიტიკური მოტივით. ისინი ასევეაცხადებდნენ, რომ ასეთ თავდასხმები ხორციელდებოდა უცნობი პირების მიერ,რომლებსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აბრალებდნენ მთავრობასთან კავშირს


რომლებიც სამაგიეროს უხდიდნენ ოპოზიციონერებს გაზაფხულის საპროტესტოაქციების გამო. სულ ცოტა 40 ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი არასაპარლამენტოოპოზოციის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.სახალახო დამცველის წლის პირველი ნახევრის ანგარიშში მოყვანილია გაზაფხულისსაპროტესტო აქციებში მონაწილეთა მიმართ პოლიციის უკანონო ქმედებებისრამოდენიმე მაგალითი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უცნობი პირები მათაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. სახალხოდამცველის სამსახურში 32 მსგავსი საქმეა აღრიცხული. ამ საქმეთა უმეტესობა ეხებაადამიანების ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც დაფიქსირებულია სამედიცინოჩანაწერებში.შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუპატიმრებია და არც გამოძიება დაუნიშნავსაღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით. მსგავსი საქმეების მაგალითებია: მოძრაობა"რატომ"-ის ოთხმა წევრმა აცნობა სახალხო დამცველის სამსახურს, რომ 9, 10 და 15აპრილს ნიღბიანებმა გააჩერეს მანქანა და რატომ-ის ორი წევრი ძალით გადმოსვესმანქანიდან და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა. რატომ-ის წევრებმა განუცხადესსახალხო დამცველს, რომ თავდამსხმელებმა გააფრთხილეს ისინი აღარ დასწრებოდნენსაპროტესტო აქციას და დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად შურს იძიებდნენ მათზე, თუკიდაესწრებოდნენ. 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ ინციდენტისგამოძიება, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.10 აპრილს, არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის "ალიანსი საქართველოსთვის"ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების შმაგი გელბახიანის, ივანე გობეჯიშვილის დასხვა წევრების მონათხრობით, ისინი მიდიოდნენ პარლამენტის წინ მიმდინარემიტინგზე, როდესაც მათ შავმა ჯიპმა გზა გადაუღობა. მანქანიდან გადმოვიდა 5 კაცი,რომლებმაც მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემეს რეზინის ხელკეტებით.შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა ამ შემთხვევას.საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, გოჩა სახლთხუციშვილმაგანუცხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ 15 აპრილს, მან დააყენა მანქანა ქუჩაშიდა სანამ გადმოვიდოდ მას თავს დაესხა სამი თუ ოთხი კაცი, რომლებმაც იგიგადმოათრიეს მანქანიდან და სცემეს. ამის შემდეგ თავამსხმელები გაიქცნენ მისიმანქანით. მოგვიანებით პოლიციამ მანქანა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოსაქმის გამოძიება 15 აპრილს. წლის ბოლოს საქმე კიდევ ძიებაში იყო.ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები უცნობითავდამსხმელების მიერ 2008 წელსაც აღინიშნებოდა. მაგალითად, 2008 წლის ივნისში,გენერალი გია შერვაშიძე, ქრისტიან დემოკრატიული ალიანსის ერთერთი ლიდერი,გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას მერე რაც თავს ოთხი ნიღბიანი დაესხა. იუსტიციისსამინისტროს თანახმად, გამოძიება ჩატარდა, რომლის დროსაც შერვაშიძემ უთხრა


გამომძიებელს, რომ არ შეეძლო თავდამსხმელების ამოცნობა და იგი არ თვლიდა რომ ესთავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამოძიებამ ვერ მიაგნო თავდამსხმელთაკვალს.2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში სახალხო დამცველმა მოიხსენია ოპოზიციისმხარდემჭერი პირები, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმები, მაგრამპროკურატურას ეს შემთხვევები არ გამოუძიებია: მამუკა ხუცურაული, გიორგითავდგირიძე, გიორგი შერვაშიძე, ბორის ძანაშვილი, ლევან ჯღარკავა, ლევანგვარჯალაძე, დავით მეტრეველი, იოსებ ბორცვაძე, ზურაბ გიგუაშვილი და ნონასაგარეიშვილი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყველა ინციდენტთან დაკავშირებითდა გამოძიება მიმდინარეობდა წლის ბოლომდე. ერთ შემთხვევაში დაზარალებულმაუარი განუცხადა სამართალდამცავებს ჩვენების მიცემაზე საქმის გარემოებებთანდაკავშირებით.გ. რელიგიის თავისუფლებაკონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას და მთავრობა ზოგადად ამუფლებას პრაქტიკაში იცავს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის არრეაგირებდნენ რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფის საჭიროებებსა და პრობლემებზე.კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის (სმე)განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში პატრიარქის წინამძღოლობით, მაგრამცალცალკე გამოყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს. პრეზიდენტსა დამართლმადიდებელ პატრიარქს შორის ხელმოწერილი კონკორდატი (საკონსტიტუციოშეთანხმება) ეკლესიას კანონიერ სტატუსს ანიჭებს. კონკორდატში შესულია რამდენიმეწინააღმდეგობრივი დებულება, რაც პატრიარქს სამართლებრივ იმუნიტეტს ანიჭებს,ეკლესიას სამხედრო კაპელანებით დაკომპლექტების ექსკლუზიურ უფლებას აძლევს,ეკლესიის მსახურებს სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებს და ეკლესიასმთავრობაში უნიკალურ კონსულტაციურ როლს ანიჭებს, განსაკუთრებით, განათლებისსფეროში. თუმცა, ეს დებულებები ძალაში არ იყო იმის გამო, რომ არ არსებობდა ამკანონის განმახორციელებელი ნორმატიული აქტები. 24 აპრილს, მთავრობამ დასაქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხელი მოაწერეს სპეციალურშეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც ეკლესიას მიენიჭაგანსაკუთრებული როლე მსჯავრდებულების რესოციალიზაციაში მათი საეკლესიო დასაზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის გზით. საგადასახადო კოდექსი ათავისუფლებსსაქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დამატებითი ღირებულებისგადასახადისაგან (დღგ) რელიგიური ატრიბუტიკის იმპორტზე (ჯვრები, სანთლები,ხატები, წიგნები და კალენდრები, რომლებიც რელიგიური დანიშნულებითგამოიყენება), თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებისგან მოითხოვს დღგ-ს გადახდას დაანაზღაურების გაფორმებას.


ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს უფლება აქვს დარეგისტრირდეს, როგორცარაკომერციული იურიდიული პირი. რეგისტრაციის განცხადებაში უნდა იყოსმითითებული ორგანიზაციის სახელი, ადგილმდებარეობა, საქმიანობის მიზანი,ინფორმაცია დამფუძნებლის შესახებ, ორგანიზაციის მმართველი ერთეულის შესახებდა მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ჯგუფისდარეგისტრირება შესაძლებელია ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით,როგორიცაა კავშირი ან ფონდი, რათა მიიღოს სამართლებრივი სტატუსი ანსაგადასახადო შეღავათები. კავშირი დამყარებულია წევრების რაოდენობაზე (საჭიროამინიმუმ ხუთი წევრი), მაშინ როდესაც ფონდის დასაარსებლად საჭიროა ერთი ან მეტიდამფუძნებელი, რომლებიც ქმნიან ფონდს გარკვეული მიზნით, კონკრეტული ჯგუფისან ფართო საზოგადოების დასახმარებლად. რეგისტრაციას ახორციელებს ფინანსთასამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, რომელმაც განცხადების შეტანიდან სამიდღის განმავლობაში რეგისტრაციაზე თანხმობა ან უარი უნდა განაცხადოს; უარისგასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.ზოგიერთი რელიგიური ერთობა გამოთქვამდა უკმაყოფილებას რეგისტრაციითმინიჭებულ სტატუსთან დაკავშირებით. რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და სომხურსამოციქულო ეკლესიას არ სურთ სამოქალაქო ორგანიზაციად დარეგისტრირება დაურჩევნიათ დარეგისტრირდნენ როგორც რელიგიური ორგანიზაცია ან უკიდურესშემთხვევაში მიენიჭოთ იგივე სტატუსი, რაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასგააჩნია. რომაული კათოლიკური ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია, ორივეამტკიცებდნენ, რომ წარმოადგენდნენ საქართველოში ტრადიციულ ეკლესიას დაასოციაციად ან ფონდად დარეგისტრირება მათ სტატუსს დააკნინებდა. თუმცა, ბევრისხვა რელიგიური ჯგუფი ამ კანონის მიხევით დარეგისტრირდა და ამის შედეგად მათირელიგიური საქმიანობა არანაირად არ იყო დისკრიმინირებული. იეღოვას მოწმეებმა,რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ეს უარყვეს,რადგან, როგორც თავად ამბობენ, ყველა გადასახადი გადაიხადეს და ანაზღაურებისპროცესი არ განხორციელბულა. ებრაული თემის წარმომადგენელთა მიხედვით, მათრელიგიური ნივთები ჰუმანიტარული კატეგორიის ქვეშ შემოიტანეს. ჩვეულებრივ,ნებისმიერი კომპანია, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს, დღგ-ს საზღვარზეიხდის, მაგრამ თუ ეს საქონელი იმპორტიორისთვის შემდგომი გაყიდვის საგანს არწარმოადგენს, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, დააბრუნოს დღგ.სახელმწიფო სკოლებისა და რელიგიური სწავლების ერთმანეთისაგან დაცალკევებამკიდევ უფრო შეავიწროვა სახელმწიფოსა და მართლამდიდებლურ ეკლესიას შორისდადებული კონკორდატის ინტერპრეტაციის საშუალება, სკოლის პროგრამაშიმართლმადიდებლობის, როგორც არჩევითი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით.კანონში მითითებულია, რომ მართლმადიდებლური სწავლების გაკვეთილებისჩატარება შეიძლება მხოლოდ სასკოლო საათების შემდეგ და არ უნდა გაკონტროლდესდირექტორის, ან მასწავლებლების მიერ. გარეშე პირებს, სამღვდელოების ჩათვლით, არაქვთ რეგულარული დასწრების, მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობის, სტუდენტთა


კლუბების ან მათი შეკრებების წარმართვის უფლება. ასეთ საქმიანობას უძღვებიანსაერო თეოლოგები და არა მღვდლები. რელიგიური უმცირესობები მიესალმებიანსკოლებში რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს,მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნავენ,რომ ხშირად პრაქტიკა არ შეესაბამება კანონს. მაგალითად, კანონი ირღვევა, როდესაცსაქმე შეეხება ლოცვებს და ჯვრებისა და სხვა რელიგიური ატრიბუტების გამოფენას.სახალხო დამცველის სამსახურმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებითშეიმჩნეოდა აჭარაში, სადაც მუსულმან მოსწავლეებზე ხშირად ხდებოდა რელიგიურიზეწოლა მართლმადიდებელი მასწავლებლების მხრიდან. თუმცა, განათლებისა დამეცნიერების სამინისტრომ აღნიშნა ამ ტენდენციის შესამჩნევი კლება სკოლებშიმასწავლებლების მიერ რელიგიურ სიწმინდეებსა და სხვა შეზღუდვებთანდაკავშირებით ქვეყნის სხვა ნაწილებშიც.საჯარო სკოლები მოსწავლეებს აძლევდნენ საშუალებას დასწრებოდნენ შერჩევითკურსს "რელიგია საზოგადოებაში", რომელიც მოიცავს ძირითადი რელიგიებისისტორიას. მშობლები ჩიოდნენ, რომ მასაწავლებლები, ისევე როგორცსახელმძღვანელო, ყურადღებას ძირითადად მართლმადიდებლურ ეკლესიაზეამახვილებენ. წლის შუაში განათლების სამინისტრომ შეაჩერა იმ ახალ სასწავლოპროგრამაზე მუშაობა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღნიშნულისაჩივრები. სამინისტროს გარკვეული სიძნელეები ჰქონდა კურსის შეტანაში როგორცდამოუკიდებელი და პროგრამით გათვალისწინებული საგნისა. თუმცა, მთავრობამშესძლო დაემატებინა ეს კურსი არსებულ არასავალდებულო ისტორიის პროგრამაში,რომელიც შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეებს და მათ საშუალება აქვთ,აირჩიონ ეს კურსი.სარიტუალო დარბაზის აშენების ლიცენზიის მიღების დაგვიანების გამო იეღოვასმოწმეები აგრძელებენ კერძო სახლებში შეკრებებს, რომელსაც ისინი ყიდულობდნენერთი რომელიმე წევრის სახელზე. იეღოვას მოწმეთა ხელმძღვანელები აღნიშნავდნენ,რომ როცა მათ სცადეს ნაგებობის ყიდვა მათი ორგანიზაციის სახელზე, დადგნენ ისეთიპრობლემების წინაშე, როგორიცაა ნებართვის დაყოვნებით გაცემა, მაცხოვრებლებისა დაკომპანიების პროტესტი სამეზობლოში. თებერვალში ადმინისტრაციულმასასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იეღოვას მოწმეთა სასარგებლოდ, როდესაცმათ გაასაჩივრეს თბილისის მუნიციპალური სამსახურისგან მშენებლობაზე უარისმიღება; თუმცა გადაწყვეტილება შეტანილი იქნა აპელაციაზე და წლის ბოლომდე საქმეარ დამთავრებულა.იეღოვას მოწმეებმა წარმოადგინეს 35 შემთხვევის ჩამონათვალი, მათ შორის დევნისშემთხვევები, რომელთა შესახებ მათ აცნობეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.იეღოვას მოწმეების ცნობით, მხოლოდ ორ საქმეზე მოხდა პირის მიმართ ბრალისწაყენება, დანარჩენი საქმეები გამოუძიებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომსამართალდამცავებმა იცოდნენ იმ პირების ვინაობა, ვინც მათზე დევნას


ახორციელებდა. 2007 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანაგადაწყვეტილება მთავრობის წინააღმდეგ, რადგან მან არ დაიცვა ჯგუფი მათზეგანხორციელებული დევნისაგან 1999 წელს. დამატებით ოთხი საქმე იეღოვას მოწმეებისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მსვლელობაში იყო ევროპის ადამიანისუფლებათა სასამართლოში შეტანამდე, ზოგიერთი საქმე აღძრული იყო წინახელისუფლების დროს. ერთერთი ამ საქმეთაგანი ეხებოდა 2001 წელს უზენაესისასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას ჯგუფის რეგისტრაციასთანდაკავშირებით. თუმცა, 2007 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა ახალისარეგისტრაციო კანონის საფუძველზე. ეს სტატუსი მათ, როგორც იურიდიულერთეულს, აძლევს მასალების იმპორტის, შენობის დაქირავების და სხვა საქმიანობისწარმართვის საშუალებას.იეღოვას მოწმეების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები აყოვნებდნენგადაწყვეტილების გამოტანას თბილისში მათი შეკრებების ჩატარების ნებართვაზე დამათ არ მიუწვდებოდათ ხელი ასეთ ნებართვებზე 2004 წლიდან. იეღოვას მოწმეებიაგრეთვე აცხადებდნენ, რომ კერძო შენობების მფლობელები უარს ამბობდნენ მათთვისფართის მიქირავებაზე მათი საქმიანობის განსახორციელებლად.რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ვერდაიბრუნეს ეკლესიები, რომლებიც დაიხურა ან გადაეცა საქართველოსმართლმადიდებლურ ეკლესიას საბჭოთა კავშირის დროს. 2007 წელს იუსტიციისსამინისტრომ მიიღო გეგმა, რომლის მიხედვით ქონებრივი დავა უნდაგადაწყვეტილიყო მიუკერძოებელი ექსპერტის აზრზე დაყრდნობით და არა ამჟამადარსებული ინერტული კომისიის მეშვეობით, რომლის ერთერთი წევრი საქართველოსმართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი იყო. რომაული კათოლიკურიხუთი ეკლესიის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ ყოფილა რაიმე ზომები მიღებულიდა ვატიკანიდან მიღებული დირექტივების გამო, ეკლესიამ შეწყვიტა ყოველგვარი დავა.რომაულ კათოლიკურ ეკლესიას აგრეთვე ხელს უშლიდნენ ახალი ეკლესიების აგებაშიდა 2008 წელს ერთერთი ეკლესია მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან გააგზავნესნებართვის მისაღებად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმაშეთავაზა მათ ძველი ეკლესიის აღდგენა, და ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო ესწინადადება. თუმცა, იმისათვის რომ დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები, მიწა,რომელზეც ეკლესია იყო აშენებული უნდა გადასულიყო რომაული კათოლიკურიეკლესიის მფლობელობაში. წლის ბოლომდე სახელმწიფოს არ გადაუცია მიწის ნაკვეთირომაული კათოლიკური ეკლესიისთვის.სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარ პრობლემად დარჩა თბილისში ხუთიეკლესიის და ახალციხეში ერთი ეკლესიის დაბრუნება. თუმცა მთელ საქართველოშიარსებული სულ ცოტა 30 ეკლესიის სტატუსი კვლავ გაურკვეველია. კამათიგრძელდება ნორაშენის ეკლესიის ირგვლივ, რომელსაც ითხოვს როგორც სომხურისამოციქულო ეკლესია, ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც. 2008 წლის


ნოემბერში მამა ტარიელ სიკინჭილაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებლურიეკლესიის მღვდელმა, მოიყვანა ბულდოზერი ქართული ეკლესიის და ნორაშენისეკლესიის საზიარო ეზოში მიწის ნაგვისგან გასაწმენდად. მამა ტარიელი ამბობდა, რომგასასვლელი ვიწრო იყო ბულდოზერისათვის და ამიტომ მან რამდენიმე სომხურისაფლავის ქვა დროებით აიღო, ხოლო შემდეგ თავის ადგილას მოათავსა. ამისდანახვისას, სომეხი ეკლესიის მსახურები აღშფოთდნენ და ამ ქცევას უწოდესუპატივისცემლობა იქ დამარხული სომხების მიმართ. წლის განმავლობაში სამუშაოებიშეწყდა და სომეხთა საფლავები გაიწმინდა მათზე დაყრილი რიყის ქვებისგან.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შესთავაზაეკლესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა, რომელიც პრიორიტეტულსაკითხებს გადაწყვეტდა, ასეთი ნაბიჯები არც ერთ მხარეს არ გადაუდგავს წლისბოლომდე.19 ნოემბერს, თბილისში დაინგრა ეკლესია, რომლის გადმოცემასაც სომხურისამოციქულო ეკლესია ედავებოდა. ცნობების მიხედვით, ეკლესია აშენებული იყო 1356წელს, მაგრამ იგი დახურეს საბჭოთა პერიოდში და მას საწყობად იყენებდნენ. ეკლესიააღარ გაუხსნიათ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც კი, და მისიქონებრივი უფლება საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეცა. 20 ნოემბერს.სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგიადანაშაულებდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მართლმადიდებლურეკლესიას, რომ ისინი არ იცავდნენ სომხების წმინდა ადგილებს და არ უბრუნებდნენეკლესიებს საქართველოში სომხეთის ეპარქიას. წლის ბოლოს თბილისის მერიამ დაიწყოადგილის გასუფთავება ნანგრევებისგან.საზოგადოებრივი ძალადობა და დისკრიმინაციაწლის განმავლობაში, რელიგიური უმცირესობის რამოდენიმე ჯგუფის მიმართგახორციელდა დევნა და თავდასხმები საქართველოს მართლმადიდებელთა ორიფუნდამენტალისტების ჯგუფის მიერ, რომელიც შედგებოდა როგორც საერო, ისესასულიერო პირებისგან. დევნა მიმდინარეობდა სხვადასხვა საშუალებებით,მაგალითად, იბეჭდებოდა მშობლებისთვის გამაფრთხილებელი ბროშურები რომაულკათოლოკურ ეკლესიაში არსებული პედოფილიის შესახებ, რაზედაც უცხოური პრესაწერდა; ტარდებოდა ქუჩის საპროტესტო აქციები თბილისში, მუსულმანური თემისსაზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალურ ადგილზე, სადაც ეთნიკურიაზერბაიჯანელები აცხადებდნენ, რომ მთვრალი პროტესტის მონაწილეები მათ აბუჩადიგდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოშორებულიყვნენ საქართველოდან (მათი თქმით,მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მოვიდა სიტუაციის დასაწყნარებლად, არავინდაუკავებიათ); აღიმართა უზარმაზარი თეთრი ჯვრები ტრადიციულად ეთნიკურაზერბაიჯანულ მუსულმანურ სოფლებში; და მოეწყო დიდი საპროტესტო აქციარომაული კათოლიკური ეკლესიის გახსნისას. ქართულმა მართლმადიდებლურმაეკლესიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფებში იყვნენ სასულიერო


პირები, ისინი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები არ იყვნენ.ქვეყანაში რამდენიმე თემში იუდაიზმს მისდევენ, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში,როგორიცაა თბილისი და ქუთაისი. ქყვეყანაში იყო დაახლოებით 8,000-დან 10,000-მდეებრაელი. წლის განმავლობაში ანტისემიტური ვანდალიზმის შესახებ ებრაულითემებიდან არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. სინაგოგები, არ წარმოადგენდნენებრაელთა თემის საკუთრებას, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც კავშირი. მათიჯარით ჰქონდათ ისინი აღებული მთავრობისგან, სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად(69 ცენტი). 2008 წლის აპრილში პოლიტიკურმა მოძრაობამ "ახალი სიტყვა" თბილისისმეტროებში გაავრცელა ანტი-სემიტური ბუკლეტები; ებრაულმა ლიდერებმა ესბუკლეტი მიიჩნიეს როგორც ეროვნული გრძნობებით მანიპულირების მცდელობამაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.ებრაული თემის განცხადებით, 2008 წელს ეკონომიკის სამინისტრომ თბილისშიებრაელებს 25-წლიანი იჯარით მეორე სინაგოგაც გადასცა. 150 წლის აშკენაზის სინაგოგათავიდან გაიხსნა თბილისის ძველ უბანში. სინაგოგა ძლიერ დაზიანდა მიწისძვრისგან1991 წელს და მას გაუკეთეს რესტავრაცია ევრაზიის ებრაელთა კონგრესის დახმარებით.მიუხედავად ზოგადი ტოლერანტობისა ქვეყანაში არსებული "ტრადიციული"რელიგიური უმცირესობების, კათოლიკების, სომხური სამოციქულო ქრისტიანების,ებრაელებისა და მუსულმანების მიმართ, მოქალაქეებს მაინც აქვთ შიში"არატრადიციული" რელიგიების მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი მოსახლეობისეკონომიკური სიდუხჭირით სარგებლობენ და წევრებს იზიდავენ ეკონომიურიდახმარების დაპირების გზით. მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წევრი დასაზოგადოება აღიქვამს არამართლმადიდებლურ რელიგიურ ჯგუფებს დაგანსაკუთრებით კი, არატრადიციულ ჯგუფებს ან სექტებს, როგორც საშიშროებასეროვნული ეკლესიისა და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისათვის და მიაჩნიათ,რომ უცხოელი ქრისტიანი მისიონერების საქმიანობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდარაქრისტიანული ტერიტორიებით.მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც სასულიერო წოდებაჩამორთმეული ჰქონდა, გაათავისუფლეს ციხიდან 2008 წლის ივლისში, ექვსწლიანისასჯელის მოხდის შემდეგ. მკალავიშვილი დააპატიმრეს 2004 წელს და დაადანაშაულესიეღოვას მოწმეებისა და ბაპტისტ-ევანგელისტების წინააღმდეგ ორგანიზებულძალადობაში და მათი რელიგიური ლიტერატურის დაწვაში. მკალავიშვილი მოკვეთესეკლესიიდან 1995 წელს, მას მერე, რაც მან გააკრიტიკა ქართული მართლმადიდებლურიეკლესიის წინამძღოლობა, რომ მათ არ დაიკავეს "რადიკალური პოზიცია" რელიგიურიუმცირესობების მიმართ. მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან შექმნა მისისაკუთარი მრევლი. 22 დეკემბერს მამა მკალავიშვილისთვის საეკლესიო ჩინის აღდგენაშეკრებაზე განიხილა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა,მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდა.


მუსულმანი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ დაპოლიციამ 22 დიდი ჯვარი აღმართეს ბოლნისის რაიონში მუსულმანურ დასახლებაში.საქართველოს მართლმადიდებელმა საპატრიარქომ მოიწვია ბოლნისის ეპისკოპოსითბილისში და აუხსნა, რომ ჯვრების აღმართვა პროვოკაციული ქმედება იყო და უნდამოეხსნათ ისინი. როდესაც რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები მეორედჩავიდნენ იმ რეგიონში, ჯვრები აღარ დახვდათ. თუმცა, მუსულმანურ სოფლებს გარეთმაინც იყო ნათურებით განათებული დიდი ჯვრები იმ რაიონში. ადგილობრივმამაცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათი ამ ჯვრების ჩამოხსნის მცდელობის მიუხედავათ, მათმაინც აღმართავენ ხოლმე. ოფიციალურად, საჭიროა ნებართვა გზის პირას რაიმესტრუქტურის ასაგებად; თუმცა ამ ჯვრების აღმართვაზე პასუხისმგებლობა არავისაუღია თავის თავზე. ბოლნისის რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაცუარს ეუბნებიან ოფიციალურ ნებართვაზე მინარეთიდან ლოცვისკენ მოწოდებაზე,თუმცა ამის მიუხედავად ლოცვისკენ მოწოდება კვლავ გრძელდება.16 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალურიფუნდამენტალისტების ჯგუფების წარმომადგენლებმა შეაჩერეს მეჩეთის მშენებლობატრადიციულად ეთნიკურ აზერბაიჯანულ სოფელში. ჯგუფის წევრები მოითხოვდნენმშენებლობის ნებართვის ნახვას, მიუხედავად იმისა რომ მათ ამის მოხოვნის უფლება არჰქონდათ და დაემუქრნენ თემის წევრებს, რომ თუ არ შეწყვეტდნენ მშენებლობას, მათზეძალას იხმარდნენ. სოფლის თემის წევრები მათი 104 წლის მეჩეთის სახურავსარემონტებდნენ და მათ განაცხადეს, რომ მიიღეს ნებართვა ადგილობრივიხელისუფლებისგან სახურავის შეკეთებაზე. წლის ბოლოს სახურავის შეკეთება არგაგრძელებულა, რადგან ოფიციალური ნებართვის საკითხი ვერ გადაიჭრა.მართლმადიდებელი ჯგუფის წევრებმა თვალყურს ადევნებდნენ მეჩეთს, რათა არგაგრძელებულიყო შემდგომი სამუშაოები.სახალხო დამცველის აპარატმა 41 მიმართვა მიიღო რელიგიური უმცირესობებისგანმათი უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. წლის განმავლობაში თავს ესხმოდნენრელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის იეღოვას მოწმეებს. პოლიცია სწრაფადრეაგირებდა მომხდარზე, მაგრამ უფრო ნელა მოქმედებდა დანაშაულის წინააღმდეგზომების მიღებაში, რომელსაც მცირე ხულიგნობად თვლიდა- საზოგადოებრივიწესრიგის დარღვევად ან საზოგადოების ღიად უგულებელყოფად ძალადობის ანძალადობის მუქარის გზით.წლის განმავლობაში მთავრობამ გამოიძია რამდენიმე ჩარევის, დაშინების, მუქარის ანძალადობის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, გაიხსნა ცხრა სისხლისსამართლის საქმე ქონების დაზიანების გამო, 10 სისხლის სამართლის საქმე ფიზიკურშეურაცხყოფაზე, და ერთი სისხლის სამართლის საქმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ხუთიადმინისტრაციული სანქცია იქნა დაწესებული. გენერალურმა პროკურატურამისარგებლა პროკურორის დისკრეციული უფლებით და საგამომძიებლო და


პროკურორული რესურსების სიმწირის გამო ყურადღება გაამახვილა საქმეებზე,რომელიც 2003 წლის შემდეგ მოხდა. 2003 წლამდე დაწყებული გამოძიებაგაგრძელდებოდა შეძლებისდაგვარად, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭებოდა ახალსაქმეებს. რელიგიური უმცირესობების ჯგუფებმა აღნიშნეს, რომ ამას შეიძლებამოყოლოდა საბოლოო ჯამში ისეთი საქმეების დახურვა, რომელიც 2003 წლამდეარსებული კანონმდებლობით უნდა გამოძიებულიყო. თუმცა იუსტიციის სამინისტროირწმუნებოდა რომ 2004 წლიდან რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულიინციდენტების გამოძიება პრიორიტეტს წარმოადგენდა.დაფიქსირდა იეღოვას მოწმეების დევნის ოცდათხუთმეტი შემთხვევა. მათ შორის 10შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს და იეღოვას მოწმეების რიტუალისდარბაზებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათგან გამოძიება დაიწყო ექვს საქმეზე დაერთი საქმე გადაეცა სასამართლოს. იყო რვა ფიზიკური ძალადობის შემთხვევა.სისხლის სამართლის პროცედურები დაიწყო ოთხ საქმესთან დაკავშირებით; პოლიციამერთერთ სამართალდამრღვევს მისცა გაფრთხილება. ორი საქმე ეხებოდა დევნას. ერთშემთხვევაში ბორჯომის სასამართლომ დააჯარიმა და ოფიციალური გაფრთხილებამისცა ორ სამართალდამრღვევს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს იეღოვას მოწმეებს.მეორე საქმე ეხებოდა მთავრობას, რომელსაც 2007 წლის ევროპის ადამიანის უფლებებისსასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გადაეხადა კომპენსაცია ბრბოს შეტევისშედეგად 97 დაზარალებულებისთვის.2007 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წინსვლა არ დაფიქსირებულა. ამინციდენტში მონაწილეობდა ორი ამოუცნობი ადამიანი, რომლებმაც ფიზიკური დასიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იეღოვას მოწმეებს დავით შერმადინსა და დავითკარამიანს, წაართვეს მათი კუთვნილი იეღოვას მოწმეების ლიტერატურა და იქვეგაანადგურეს. წლის ბოლოსთვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.დე-ფაქტო ხელისუფლება სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმაა და შესაბამისად, სანდო ინფორმაცია ამრეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ძნელი მოსაპოვებელი იყო. მიუხედავადიმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს სეპარატისტულრეგიონებში ეკლესიებზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისუფლებამოსილებას, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლურიეკლესია იქ აგზავნის მოსკოვის საეკლესიო პარტიარქატის ერთგულ მღვდლებს,აფხაზურ ეკლესიების გახსნის საბაბით.2008 წელს რუსეთის წმინდა სინოდმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ის ოფიციალურადცნობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთსა დასამხრეთ ოსეთში წლის განმავლობაში. თუმცა 16 სექტემბერს აფხაზეთისმართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოაცხადა "დამოუკიდებლობა" ქართულიმართლმადიდებლური ეკლესიისგან.


4 აპრილს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გამოაძევა სამი ქართველიმართლმადიდებელი მღვდელი დასდო რა ბრალი ჯაშუშობაში. აპრილში დე ფაქტოხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრეთვე გამოაძევეს ქართველიმართლმადიდებელი ბერები და სამი მონაზონი კოდორის ხეობის სოფელ აჟარისწმინდა გიორგის ეკლესიიდან, როგორც ამბობენ იმისათვის, რომ მათ არ აღიარესაფხაზეთის დე ფაქტო იურისდიქცია მათ ტერიტორიაზე. მონაზვნებმა გადაკვეთესადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე და გადმოვიდნენ საქართველოს მიერკონტროლირებად ტერიტორიაზე. გადმოსვლისას, რუსულმა ძალებმა დაიწყეს ჰაერშისროლა, რომელიც ხუთ წუთს გაგრძელდა.აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების 1995 წლის განკარგულება, რომელიც რეგიონშიიეღოვას მოწმეების არსებობას კრძალავს, ძალაში რჩება, თუმცა იგი ჯერ არგაუტარებიათ. წლის განმავლობაში იეღოვას მოწმეებს აფხაზეთში, სადაც 1, 500 იეღოვასმოწმეა, პრობლემების შესახებ არ განუცხადებიათ, მაგრამ ამასთან მათ აფხაზეთშითავიანთი მსახურება ღიად არ ჩაუტარებიათ. თუმცა, ბაპტისტები, ლუთერანები დარომაული კოთოლიკები აცხადებენ, რომ რეგიონში თავისუფლად მუშაობდნენ, ხოლოსაქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოაცხადა, რომ მას თავისუფალიმოქმედების საშუალება არ ჰქონია.სამხრეთ ოსეთში, მართლმადიდებელი მორწმუნეები ვერ ატარებენ მსახურებასქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, რომელიც განლაგებულია ნულის,ერედვის, მონასტერის და გერას სოფლების მიდამოებში იმ მიზეზით, რომ ესტერიტორიები ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.უფროდეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ <strong>2009</strong> წლის საერთაშორისო ანგარიშირელიგიის თავისუფლების შესხებ წწწ.სტატე.გოვ/გ/დრლ/ირფ/რპტ.დ. გადაადგლების თავისუფლება, იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილთადაცვა, პირები მოქალაქეობის გარეშეკანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით გადაადგილების თავისუფლებას,საზღვარგარეთ გასვლას, ემიგრაციასა და რეპატრიაციას, მთვარობა ზოგადად ამუფლებებს პრაქტიკაში იცავს. მთავრობა თანამშრომლობდა გაერო-ს დევნილთაუმაღლეს კომისართან (UNHCR) და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იძულებითგადაადგილებულ პირთათვის, დევნილებისათვის, დაბრუნებული დევნილებისათვის,თავშესაფრის მაძიებელთათვის, უსტატუსო პირთათვის დახმარების გაწევისა დადაცვის პროცესში.ე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებშიდა რუსული სამხედრო ძალები - აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველოსდაკავებულ ტერიტორიებზე - გადაადგილების უფლებას ზღუდავდნენ. დე-ფაქტო


მილიციის და რუსული ჯარების მიერ დაწესებული გამშვები პუნქტები ხშირადადამიანების გადაადგილებას კრძალავდნენ დაკავებულ და საქართველოს მთავრობისქვეშ მყოფ რეგიონებს შორის. ივნისში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაკეტაცეცხლის შეწყვეტის ზოლი სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობისათვის.აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ძალებმადაიკავეს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისგარეთ. 2008 წლის ოქტომბრისთვის რუსეთის და არარეგულარული შეიარაღებულიძალები მეტწილად დაბრუნდნენ კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე.გამონაკლისი იყო რუსეთის საგუშაგო სოფელ პერევთან და ახალგორის ველზე და ზემოაფხაზეთში კოდორის ველზე დარჩენილი რუსეთისა და ოსეთის სამხედრო ნაწილები.ახალგორის ველი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის1991 წლიდან, მეტწილად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული. რუსულიძალები მკვეთრად ზღუდავდნენ ველიდან გასვლას და შესვლას; საერთაშორისოდამკვირვებლები ვერ შედიოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ოსეთის ხელისუფლებაზეწოლას ახდენდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზედა ოსეთის ხელისუფლების აღიარებას და რუსული პასპორტების აღებას ან წასვლასაიძულებდა.2008 წლის ოქტომბერში, პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიებისშესახებ, რომელიც ზღუდავს უცხოელების მოძრაობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშითბილისის ხელისუფლების ორგანოებიდან გაცემული ნებართვის გარეშე. მან ასევედააწესა რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც ამ ტერიტორიებზეეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლებმა უნდა დააკმაყოფილონ. წლისბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამ კანონით რაიმე ზედმეტი შეზღუდვისშესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეტყობინება არ შემოსულა. რუსეთისადა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ზოგადად უშვებდნენ საერთაშორისოორგანიზაციებს აფხაზეთში ფუნქციონირებას, მაგრამ შეზღუდვებით; რუსეთისა დასამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ბლოკავდნენ ფაქტობრივად ყველასაერთაშორისო ორგანიზაციას, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით და არუშვებდნენ სამხრეთ ოსეთში.აფხაზური "მოქალაქეობის" შესახებ კანონი იძლევა ორმაგ რუსულ-აფხაზური და არაქართულ-აფხაზური მოქალაქეობის უფლებას. აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურიქართველებისგან მოითხოვდნენ აფხაზი "მოქალაქეობის" მიღებას ბიზნესის, საბანკოანგარიშის, ხმის მიცემის და საკუთრების ფლობისათვის. თუმცა ეთნიკურ ქართველებს"ლეგალურად" შეეძლოთ აფხაზურ პასპორტზე განცხადების შეტანა, ამ პასპორტისგაცემის პროცედურა იწელებოდა ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ბოლომდე არცსრულდებოდა.


აფხაზეთის დეფაქტო მილიცია ატარებდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩხრეკას დადააწესა თვითნებური გამშვები პუნქტები. იმ ქართველებს, რომლებსაცსაიდენტიფიკაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ დარღვევებს აბრალებდნენ,ართმევდნენ ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს.საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით გალის მაცხოვრებლები გამოძალვისსერიოზული საფრთხის ქვეშ დადგნენ, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში,მაგრამ შურისძიების შიშით ამის შესახებ ხმამაღლა ვერ აცხადებდნენ. კანონითაკრძალულია იძულებითი გადასახლება და მთავრობას მსგავსი ქმედება არგანუხორციელებია.იძულებით გადაადგილებული პირებილტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიხედვით, 2008 წლის აგვისტოსშეიარაღებულ კონფლიქტამდე 1992 და 1993 წლების კონფლიქტებიდან ქვეყანაშიდაახლოებით 235, 000 იძულებით გადაადგილებული პირი (იგპ) იყო. UNHCR-ისმიხედვით, დაახლოებით 127,000 პირი იძულებით იყო გადაადგილებული აგვისტოსკონფლიქტის შედეგად, <strong>2009</strong> წლის სექტემბრისთვის დაახლოებით 7,893 ადამიანიდარჩა გადაადგილებული საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.ამასთანავე, UNHCR -ის გამოთვლით, სექტემბერში 106, 134 პირი იმყოფებოდა"იძულებით გადაადგილებულ პირთა მსგავს" სიტუაციაში, რომლებიც საჭიროებდნენდაცვას და ჰუმანიტარულ დახმარებას; მათ შორის იყვნენ პირები, რომლებიცდაბრუნდნენ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე,აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ იყვნენ იძულებითგადაადგილებულები, რომლებსაც შემდგომ შეუცვალეს ადგილმდებარეობა.წლის განმავლობაში იყო კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო იგპ, მაგალითად ესსტატუსი ენიჭებოდა იმ პირების ბავშვებს, ვინც პირადად იყო გადაადგილებულიკონფლიქტის გამო და ვინც შეიძლება არასოდეს ყოფილიყო იძულებითგადაადგილებული. მათ რიცხვში აგრეთვე შედიოდნენ ადამიანები, რომლებიცსრულად იყვნენ რეინტეგრირებულნი საზოგადოებაში, თუმცა არა თავიანთ მშობლიურქალაქში ან რეგიონში. სხვადასხვა უწყებები, მათ შორის სამთავრობო ორგანიზაციები,UNHCR, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ იგპ-სრაოდენობის დასადგენად.2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირებიწლის განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ როგორც სახელმწიფოსგან,ისე დონორებისგან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განაგრძობდა"სამოქმედო გეგმის" შესრულებას 2008 წლის დეკემბერში იძულებით გადაადგილებულპირთა სახლემწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად. გეგმის სამ მთავარ ამოცანასშეადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებისგაუმჯობესება, სოციალურ-ეკონონმიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი


გათვითცნობიერების დონის ამაღლება არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. წლისგანმავლობაში მთავრობამ გადადგა ნაბიჯები არსებული კოლექტიური ცენტრებისრეაბილიტაციის მიმართულებით, ახალი საცხოვრებლების შესყიდვისა დამშენებლობის, ან სამაგიეროდ ბინის შესასყიდად საჭირო ფულით უზრუნველსაყოფად1990-ანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტის შედეგად აღმოცენებული იგპ-თათვის.მთავრობამ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია იგპ-თა საცხოვრებლით უზრუნველყოფისსფეროში და ომის რეაქტიული მიდგომიდან (რაც მდგომარეობდა საცხოვრებელისახლების უსწრაფეს ტემპში აშენებაში) გადავიდა პრობლემის გრძელვადიანგადაწყვეტაზე ( ორივე კონფლიქტის შედეგად არსებული იგპ-ს საცხოვრებლითუზრუნველყოფა გრძელვადიანი პერსპექტივით).აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აბრკოლებდა 1992-93 წლის ომის დროსგადაადგილებული 235,000 პირის რეპატრიაციას, 1994 წელს საქართველოს, რუსეთსადა UNHCR-ის შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, სადაც საუბარია ომისდროს გადაადგილებული იგპ-ების უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე.დაახლოებით 40,000 იგპ, რომელთაგან უმეტესობა მუშაობს სეზონურ მუშად,დაბრუნდა აფხაზეთის გალის რეგიონში, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაარ აძლევს იგპ-ებს აფხაზეთის სხვა რეგიონებში დაბრუნების საშუალებას. კანონიქონების შესახებ დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის სხვა კუთხეებში მცხოვრებ იძულებითგადაადგილებულ პირებს მოითხოვონ თავიანთი სახლების დაბრუნება აფხაზეთში,განსაკუთრებით გალის გარეთ. დევნილთა დაცვა საქართველო გაეროს 1951 წლისკონვენციის მონაწილე ქვეყანაა. კანონი უზრუნველყოფს თავშესაფრისა დალტოლვილის სტატუსის მინიჭებას გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსისკონვენციისა და მისი 1967 წლის პროტოკოლის თანახმად, ხოლო მთავრობამ შექმნალტოლვილთა დაცვის სისტემა.პრაქტიკაში, მთავრობამ უზრუნველყო ლტოლვითა დაცვა ექსტრადიციის ანდაბრუნებისაგან, თუ თავიანთ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხეემუქრებოდა რასობრივი, რელიგიური, ნაციონალური, კონკრეტული ჯგუფის წევრობისან პოლიტიკური მოსაზრებების ნიშნით. თუმცა, 2008 წლის აპრილის ანგარიშში, გაერო-ს ადამიანის უფლებების კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომმოქმედი კანონმდებლობა არასრულად ასახავდა იძულებით რეპატრიაციას დარეკომენდაცია გაუწია დამატებითი კანონმდებლობის და პროცედურული დამცავიმექანიზმების, ასევე მესაზღვრეების ტრენინგის შემუშავებას და თავშესაფრისმაძიებლების სწრაფი გადამისამართების მექანიზმის შექმნას. მთავრობამ უზრუნველყოდევნილები პოლიტიკური თავშესაფარით და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებით.პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების სიტუაცია იმდენად შესამჩნევადგაუმჯობესდა, რომ დეკემბრის ბოლოს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ დატოვაპანკისის ხეობა. გაერო-ს ადამიანის უფლებების კომიტეტი, ნორვეგიის ლტოლვილთასაბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებულად მუშაობდნენ


ჰუმანიტარული დახმარებიდან განვითარების პროექტებზე გადასვლისუზრუნველყოფაზე. 15 აპრილს მთავრობამ პირველად გასცა სამგზავრო დოკუმენტებიჩეჩენ ლტოლვილებზე, რაც მათ აძლევდა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას.ორი რუსი ჯარისკაცი რომელიც სამხრეთ ოსეთში მსახურობდა გაიქცა, ერთი ივნისშიდა მეორე დეკემბერში, და ორივე შემთხვევაში მთავრობამ იგი დროებით შეიფარა სანამთავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა დაიწყებოდა. წლის ბოლომდე ორივე საქმემსვლელობის პროცესში იყო და ორივე პირი დარჩა საქართველოში თავშესაფრისმაძიებლის სტატუსით. მოქალაქეობის არმქონე პირები UNHCR-ის მიხედვით წლისბოლოს ქვეყანაში 1,600-ზე მეტი მოქალაქეობის არმქონე პირი იყო. თუმცა მათი ზუსტირაოდენობა არ იყო ცნობილი, რადგანაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვებისმოუქნელი პროცედურა ართულებდა ამ პროცესს. მოქალაქეობის არმქონე პირებისდოკუმენტაცია მწირია. მოქალაქეობის არმქონე პირთა შორის არიან ჩეჩნები, ვინცრუსეთში რეპატრიაციაზე ნებაყოფლობით დათანხმდა, მაგრამ ვისაც უარი ეთქვა იმისგამო, რომ ისინი რუსეთში არასდროს ყოფილან რეგისტრირებული და არ ჰქონდათსაქართველოს დოკუმენტირებული მოქალაქეობა. ამ გაურკვევლობას ემატებიან პირები,რომლებიც არაღიარებულ, სეპარატისტულ რეგიონებში ცხოვრობდნენ.კანონით მოქალაქეობის მიღება ხდება დაბადებისთანავე, ეს ვრცელდება მოქალაქეობისარმქონე მშობლების შვილებზეც, თუ ისინი დაიბადებიან საქართველოს ტერიტორიაზე.პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იბადებიან, კანონი აძლევსმოქალაქეობის მიღების საშუალებას ნატურალიზაციის პროცესის გავლის შედეგად, რაცგულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში უწყვეტ ცხოვრებას,ქართული ან აფხაზური ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას, მუდმივიდასაქმების მტკიცებულებას, ან უძრავი ქონების მფლობელობას.ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ დაბადების მოწმობა, ვერ იღებენ მონაწილეობასსოციალური დახმარების ან საგანმანათლებლო პროგრამებში. ხშირად ბავშვები ვერრეგისტრირდებოდნენ, რადგან მათ მშობლებს საბუთები არ ჰქონდათ. 2008 წლისივლისში, სამოქალაქო რეესტრმა დაიწყო ქვემო ქართლში მცირეწლოვანი უსაბუთობავშვებისა და მათი ოჯახების რეგისტრაციის პროექტი. 14 მაისს სამოქალაქო რეესტრისახალი ოფისები გაიხსნა ხელვაჩაურსა და ფოთში.1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, ბევრი ბოშა გავიდა ქვყნიდან, თუმცა,სავარაუდოდ რამდენიმე ათასი მაინც დარჩა. წლის განმავლობაში უმცირესობათასაკითხების ევროპული ცენტრის გაანგარიშებით ბოშური მოსახლეობა სულ 1,500შეადგენს და ერთ ადგილას მათი მაქსიმალური რაოდენობა 300-ია. ბოშები ძირითადადთბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, კახეთსა და სოხუმის რეგიონებში ცხოვრობენ.ბევრი ბოშა შემოვიდა აფხაზეთიდან, სადაც ისინი ზუგდიდიდან და თბილისიდანმოხვდნენ და გარდა ამისა, მუსულმანი ბოშები შემოვიდნენ სომხეთიდან დააზერბაიჯანიდან. შიდა სეზონური მიგრაცია შეიმჩნეოდა შავი ზღვის სანაპიროზეზაფხულში. ბოშური წარმოშობის იგპ-ები აფხაზეთიდან ვერ იღებდნენ იგპ-ს


დახმარებას, რადგან მათ სტატუსის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდათ.სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ბოშებს, რომლებსაც ძველისაბჭოთა პასპორტები აქვთ, საქართველოს საბუთების მიღებასთან დაკავშირებითპრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ ამასთან აღნიშნეს, რომ ბოშებს თავად არ სურთოფიციალური საბუთების მიღება. წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობები მთავრობისმიერ ბოშების მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტების შესახებ.ნაწილი 3. პოლიტიკური უფლებების დაცვა: მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოსმთავრობისშეცვლაშიკანონის თანახმად, მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი გზით შეცვალონმთავრობა; თუმცა, მთავრობის მოქმედებები ბოლო არჩევნებში არაერთგვაროვანი იყო.2004 წელს მიღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა,გააძლიერა პრეზიდენტის ძალაუფლება და მას მიენიჭა პარლამენტის დათხოვნისუფლება ორ შემთხვევაში: თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერნომინირებულ კაბინეტს სამი მცდელობით, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოსპარლამენტი და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი ერთპიროვნულად; ან თუპარლამენტი დროულად არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, პრეზიდენტს უფლება აქვსბიუჯეტი დადგენილებით მიიღოს. ორივე შემთხვევაში ახლად არჩეულ პარლამენტსარც კაბინეტზე და არც ბიუჯეტზე კენჭისყრის უფლება არა აქვს. თუმცა, პრეზიდენტსარ მიუმართავს არც ერთი კონსტიტუციური უფლებამოსილებისთვის.არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობაპარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში 28 დეკემბერს; მასში შემავალიდებულებები ითვალისწინებდა თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს, ცენტრალურისაარჩევნო კომისიის ადგილების გაყოფას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაპოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელიცდეკემბერში იქნა მიღებული, შეიცვალა თავმჯდომარის შერჩევის პრინციპი.პრეზიდენტი ასახელებს სამ კანდიდატს თავმჯდომარის პოსტზე სამოქალაქოსაზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად, რომელთაგანაც ცენტრალურ საარჩევნოკომისიაში შემავალი ოპოზიციური პარტიები შეარჩევენ ერთს. თუ სამი კანდიდატიდანარც ერთი არ მიიღებს ოპოზიციის ხმების უმრავლესობას, პარლამენტი ირჩევს სამიდანერთკანდიდატს.2007 წლის ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ მთავრობა დათანხმდა ცენტრალურისაარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე და მასში შევიდა ოპოზიციურიპარტიის მიერ ნომინირებული ექვსი წევრი. წინა პროცუდურის მიხედვით ერთი წევრიინიშნებოდა მმართველი პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის მიერდა დანარჩენი ექვსი - პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ. ოპოზიციამ ასევე დანიშნაწევრები ყველა საარჩევნო ოლქების კომისიაში; თუმცა, შუალედურ რაიონულ


საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლები არ იყვნენ. 2008 წლის მაისისსაპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყველა დონეზე იყო უზრუნველყოფილიმრავალპარტიული წარმომადგენლობა, რაიონული საარჩევნო კომისიების ჩათვლით დაპარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებისშედეგად 7%-იანის ნაცვლად 5%-იანი ბარიერის გადალახვით პარტიას ეძლეოდაპარლმანეტში შესვლის უფლება. აღნიშნული რეფორმის განხორციელებამდეპრეზიდენტმა და პარლამენტმა დანიშნეს ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე, მაგრამოპოზიციური პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ კანდიდატი წინასწარ იყო პრეზიდენტისმიერ შერჩეული და რომ პროცესი არ შეესაბამებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილგამჭვირვალე პროცედურას.საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 5 იანვარს და 21 მაისს,შესაბამისად.ეუთო-ს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იანვრის საპრეზიდენტოარჩევნები ძირითადად შეესაბამებოდა ეუთო-ს და ევროსაბჭოს სტანდარტთაუმრავლესობას და წარმოადგენდა პირველ კონკურეტულ საპრეზიდენტო არჩევნებსდამოუკიდებლობის შემდეგ, მან აგრეთვე მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა.საარჩევნო კამპანიას თან სდევდა მუქარის და ზეწოლის ბრალდებები. სახელმწიფოსაქმიანობასა და მმართველი პარტიის კანდიდატის - მიხეილ სააკაშვილის საარჩევნოკამპანიას შორის საზღვარი თითქმის წაშლილი იყო; არჩევნებზე აღინიშნა სხვა სახისდარღვევებიც, მათ შორის ხმების დათვლის გაყალბება და არჩევნების შემდგომსაჩივრების და პრეტენზიების განხილვის პროცედურების უგულებელყოფა.2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გეგმის მიხედვით წლის ბოლოსუნდა გამართულიყო, ჩატარდა ვადაზე ადრე, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისპარალელურად ჩატარებული პლებისციტის საფუძველზე. ეუთო-ს შეფასებით,ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული პოლიტიკური მხარეები ყველანაირადცდილობდნენ ეს არჩევნები ეუთო-სა და ევროსაბჭოს წინაშე აღებულივალდებულებების მიხედვით განეხორციელებინათ; თუმცა, ეუთოს მიხედვით, მთელირიგი პრობლემების გამო ეს ვალდებულებები არათანაბრად და არასრულადგანხორციელდა. ეუთო-ს საბოლოო ანგარიშში ჩამოთვლილია ხმების დათვლასთან,დაანგარიშებასთან და სააარჩევნო საჩივრების დამუშავებასთან დაკავშირებულიპრობლემები. ეუთო ასევე აღნიშნავდა, რომ იყო ბევრი ბრალდება ოპოზიციისაქტივისტების, სახელმწიფო სექტორში მომუშავეებისა და სხვების დაშინების და მათზეზეწოლის შესახებ, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს.ასევე იყო საფუძვლიანი ბრალდება იმის შესახებ, რომ ბიზნესებზე ხორციელდებოდაზეწოლა და მათ აიძულებდნენ მმართველი პარტიის კამპანიებში წვლილის შეტანას.ეუთო აგრეთვე აღნიშნავდა ხარვეზებს საარჩევნო კომისიების მოქმედებებში.2008 წლის არჩევნების ჩატარებამდე პარლამენტმა მოახდინა მომავალი პარლამენტისრესტრუქტურიზაცია; ახალი პარლამენტი შედგებოდა 75 მაჟოროტარი დეპუტატისაგან,რომელიც არჩეული იყო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ხოლო დანარჩენი 75


დეპუტატის არჩევა მოხდა პროპორციული პარტიული სიების სისტემით. ეუთო-სსაბოლოო ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერია: "საარჩევნო სისტემაშეიცვალა გნმ-ს და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუნსის მიღწევის გარეშე...ოპოზიციურ პარტიები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ ერთმანდატიანი საარჩევნოოლქებისა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გნმ-ის სასარგებლოდ კეთდებოდა და ოპოზიციისდანაწევრებულობის გამო ერჩივნათ რეგიონალური პროპორციული საარჩევნოოლქები." ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ერთიანი საარჩევნო კოდექსი (ესკ)"არ მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან ფარდობითიზომის. აღნიშნული არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა ინდივიდუალურსაარჩევნო რაიონებში მერყეობდა 6,000-დან 140,000-მდე. ასეთმა დიდმა სხვაობამ,საარჩევნო უფლებების ძირეული პრინციპი შეარყია, კერძოდ კი, ხმების თანასწორობა.კონსტიტუციის და ესკ-ს შეცვლისას პარლამენტს არ ჰქონია მცდელობაგამოესწორებინა ეს დისბალანსი. 2008 წელს, ECHR-მა გამოიტანა გადაწყვეტილება,რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებებისკონვენციით განსაზღვრული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. საქმეზე"ლეიბორისტული პარტია მთავრობის წინააღმდეგ" სასმართლომ დაადგინა, რომამომრჩევლების რეგისტრაციის აქტიური საარჩევნო უფლების სისტემის დანერგვაშიდარღვევა არ აღინიშნებოდა არჩევნების წინ "პოსტრევოლუციურ" პოლიტიკურკონტექსტში, რომელიც მიმართული იყო ქაოტურად შედგენილი საარჩევნო სიებისპრობლემის გამოსწორებაზე; არ აღინიშნებოდა დარღვევა და ძალაუფლებისგადამეტების ან არჩევნების გაყალბების ფაქტები რაც შეიძლებოდა საფუძვლადდადებოდა საჩივრებს საარჩევნო კომისიებში საპრეზიდენტო უმრავლესობისარსებობაზე ყველა დონეზე. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევას ჰქონდაადგილი ორი საარჩევნო ოლქის საყოველთაო საარჩევნო პროცესიდან უკანონოდ დადაუსაბუთებელად ამოღებასთან დაკავშირებით.ECHR-მა მთავრობას მოსთხოვა ლეიბორისტული პარტიისათვის 1,043 ევროს(დაახლოებით 1, 460 დოლარის) გადახდა ხარჯებისა და ზარალის ასანაზღაურებლად.სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ არ დაიცვა კანონის უზენაესობისკონკრეტული მოთხოვნები, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით60,000 ამომრჩევლს წაერთვა საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიას ეს თანხა გადაუხადაელექტრონული გადარიცხვის მეთოდით.ამოუცნობი პირები თავს ესხმოდნენ პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს 2008 წლისიანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ დაშემდეგ. ოპოზიციის წევრები ადანაშაულებდნენ მთავრობას, რომ იგი არ ცდილობდადაედგინა თავდამსხმელთა ვინაობა, რომელთა უმრავლეობას ნიღბები ეკეთა,დაეპატიმრებინა და გაესამართლებინა ისინი. წლის ბოლოს რაიმე წინსვლა აღნიშნულიფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.


ეუთოს საბოლოო ანგარიშში 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებაღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართა ძალზე პოლარიზებულ გარემოში,რომელსაც ართულებდა ცნობები ოპოზიციის კანდიდატების, პარტიის აქტივისტებისდა სახელმწიფო მოხელეების დაშინების შესახებ მრავალ რეგიონში. ეუთოს არჩევნებისდამკვირვებელთა მისიის მიერ განხილული მრავალ ბრალდებიდან, რამოდენიმემათგანი დადასტურდა. ეუთომ განიხილა მთელი რიგი ცემის და სხვა ძალადობისშემთხვევები, მათ შორის ნიღბიანთა თავდასხმები სულ 13 ოპოზიციის აქტივისტზე,რომელთა უმრავლესობამ კანონის ზომას მიმართა არჩევნებთან დაკავშირებულიდარღვევების გამო. ეუთომ შეხვდა 13-დან შვიდ პირს და დაადასტურა მათი ბრალდებათავდასხმის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერიადანაშაულებდა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას იმ თავდასხმებში, რასაცარჩევნების შემდგომ ჰქონდა ადგილი. სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება სადაცმან გააკრიტიკა თავდასხმის ფაქტები და აღნიშნა, რომ ბევრმა მათგანმა, ვიზეცთავდასხმა განხორციელდა არ გაამხილა ვინაობა შიშის გამო.მთავრობას არ შეუზღუდავს პარტიების ჩამოყალიბება შესაბამისი მოთხოვნისსაფუძველზე; იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისა და ლიცენზიებისდეპარტამენტის მიხედვით, წლის ბოლოსთვის დარეგისტრირდა 200 პოლიტიკურიპარტია, ხოლო 2008 წელს 108 პარტია იყო დარეგისტრირებული. თუმცაარასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ სამ-თვიანი საპროტესტოაქციების შემდეგ მათზე ხორციელდებოდა შეტევები პოლიტიკური მოტივით.არასაპარლამენტო ოპოზიცია აგრეთვე აცხადებდა, რომ მათ წევრებს უსამართლოდდევნიდნენ, ძირითადად ვითომდა იარაღის ან ნარკოტიკების უკანონო ტარებაზე (იხ.ნაწილი 1.დ. და 1. ე.).აგრეთვე იყო შემთხვევა, როდესაც მთავრობა მათთვის სასურველ პოლიტიკოსებსგარკვეულ პრივილეგიებს და სარგებელს აძლევდა და შემდეგ, თუ ეს პოლიტიკოსიოპოზიციაში გადავიდოდა, მათ ამ ყველაფერს ართმევდა და ამრიგად სჯიდა. იმისშემდეგ, რაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე არასაპარლამენტოოპოზიციას შეუერთდა, მისი თქმით, მთავრობა მის წინააღმდეგ იღებდა ზომებს, რაცპოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მაგალითად, მას ჩამოართვეს 2008 წლისმაისში მთავრობისგან მიღებული რეზიდენცია პრეზიდენტის ბრძანებულებისსაფუძველზე, რომლის მიხედვითაც შენობა და მიწის ნაკვეთი მიეყიდა ბურჯანაძესერთ ლარად (69 ცენტი). ბრძანებულებაში ეწერა, რომ შენობა გადაეცა ბურჯანაძეს"საქართველოში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის განვითარებისთვის" მის მიერგაღებული ძალისხმევისთვის ნიშნად. 18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომგამოიტანა გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ ბურჯანაძისწინააღმდეგ აღძრულ საჩივარზე. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბურჯანაძესემართა სახელმწიფოსთვის 1. 25 მილიონი ლარი (739, 645 აშშ დოლარი) რაცწარმოადგენდა შენობაზე საგადასახადო დავალიანებას. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ


მისი საგადასახადო დავალიანება აღნიშნულ ქონებაზე შეადგენდა 300, 000 ლარს (177,500 აშშ დოლარი) და რომ ხელისუფლებამ საგადასახადო დავალიანება გამოთვალაგაზრდილი საბაზრო ფასით, და ეს მხოლოდ მას მერე, რაც იგი ოპოზიციას შეუერთდა.21 ოქტომბერს, მთავრობამ დაიბრუნა აღნიშნული ქონება, მას მერე, რაც ბურჯანაძისმრავალჯერადი აპელაციების შემდეგ შენობა აუქციონის წესით ვერ გაიყიდა.პროცედურა მიმდინარეობდა დარღვევებით, რადგანაც სასამართლომ არ მისცაბურჯანაძეს საკუთარი ექსპერტების მიერ ქონების შეფასების წარდგენის უფლება.2008 წლის ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლისმიხედვით ექვს ოპოზიციურ პარტიას უარი ეთქვა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანისინი არ დათანხმდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ადგილებისდაკავებაზე. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მთავრობამისინი დასაჯა, რადგან არ მიიღეს მონაწილეობა ახალ პარლამენტში. 2008 წლისდეკემბერში პარლამენტმა განაახლა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რომელსაცოპოზიციური პარტიებიც მიიღებდნენ და დააარსა ფონდი, ყველა პოლიტიკურიპარტიის კვლევითი საქმიანობის და მათი მომზადების უზრუნველსაყოფად. 27 ივლისს,პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება, რომ ოპოზიციის 10 წევრს მისცემოდაშესაძლებლობა დაეკავებინათ ადგილები პარლამენტში მათი ადრინდელი ბოიკოტისმიუხედავად. 24 სქტემბერს პარლამენტმა შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილება,რომელიც ამტკიცებდა პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ წინადადებას. წლის ბოლოს,კონსტანტინე გამსახურდია, ოპოზიციური პარტია თავისუფლების ლიდერი იყოერთადერთი ოპოზიციის წევრი, რომელიც დაბრუნდა პარლამენტში.150-ადგილიან პარლამენტში 7 ქალი იყო. შვიდი ვიცესპიკერიდან ერთ-ერთი ქალი იყო,და პარლამენტის საპროცესო კომიტეტის თამჯდომარეც ასევე ქალბატონია.პარლამენტში იყო ხუთი უმცირესობის წარმომადგენელი: ორი ეთნიკური სომეხი დასამი ეთნიკური აზერბაიჯანელი. 2006 წლის ადგილობრივი მთავრობის რეფორმირებისშედეგად ეთნიკური უმცირესობების მიერ დაკავებული ადგილები მუნიციპალურსაბჭოებში შეესაბამებოდა ქვეყნის თითოეული რეგიონის ეთნიკურ მოსახლეობას.ქალაქის ხელმძღვანელებს შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობების ლიდერებიც.აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა მოქალაქეების ხმის მიცემისა დაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას "მოქალაქეობისშესახებ" კანონის საშუალებით, რომელიც აიძულებდა ეთნიკურ ქართველებს უარიეთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლებარეგიონალურ არჩევნებში.ნაწილი 4. კორუფცია ხელისუფლებაში და მთავრობის გამჭვირვალობაკანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს ხელისუფლებისკორუფციისათვის; მაშინ როდესაც მთავრობა ამ კანონებს ეფექტურად იცავდა დაბალდონეზე კორუფციასთან ბრძოლაში, რაც შესაბამისად შემცირდა პრეზიდენტის მიერგანხორციელებული რეფორმების შედეგად, მაღალი დონის ოფიციოზი, ზოგიერთიარასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, დაუსჯელად ჩაერთო


კორუფციაში. მსოფლიო ბანკის სახელმწიფო მართვის ინდიკატორები აღნიშნავდნენკორუფციას როგორც სერიოზულ პრობლემას.საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ზოგადადთანხმდებიან, რომ მცირე კორუფცია 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგშემცირდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრისგამოკითხვის შედეგად, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა, რესპონდენტთა მხოლოდ 2პროცენტმა მიუთითა ქრთამის მიცემაზე გასული წლის განმავლობაში. ექსპერტებისაზრით, საჯარო პირებს შორის კორუფციის შეჩერების მიზეზია საჯარო მოხელეებისხელფასების მომატება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.მიუხედავად ამისა, მაღალი რანგის კორუფცია პრობლემად რჩება და ექსპერტებიფიქრობენ, რომ ანტიკორუფცული ბრძოლის მექანიზმი უფრო მეტად დასჯისაკენ იყომიმართული მაშინ, როდესაც უფრო დიდი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პრევენციაზედა ამასთან იგი იყო უფრო სპონტანური, ვიდრე სისტემატური და საზოგადოებაცნაკლებად იყო ჩართული პროცესში.პრობლემები დაკავშირებული იყო დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, საჯაროპოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობასთან, საკუთრების უფლებებთან და ელიტარულ კორუფციასთან.2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა ეროვნული ანტიკორუფციულისტრატეგია. ამ სტრატეგიის ზოგიერთი კონკრეტული შედეგი იყო ბიუროკრატიისდონის შემცირება სამთავრობო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურპარტიებში. 8 იანვარს, შეიქმნა ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭო ეროვნულიანტიკორუფციული სტრატეგიის ახალი ვერსიის შესამუშავებლად. საბჭოს მუშაობისკონკრეტულ მიღწევებს განეკუთვნებოდა ინსტრუქციების მიღება ისეთ პრაქტიკულსაკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გენერალური პროკურატურის მიერთებერვალში უკანონო ქონების დაყადაღებას და კონფისკაციას. 6 თებერვალს,პრეზიდენტის ორი ბრძანებულება შევიდა ძალაში, რომელთა მიზანი იყო საჯაროსამსახურის სამართლიანი და მიუკერძოებელი კადრებით უზრუნველყოფა."საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, საჯარო ოფიციალურმა პირებმათანამდებობის მიღებისთანავე უნდა წარადგინონ წლიური დეკლარაციები პირადი დამათი ოჯახის წევრების ფინანსურ შემოსავლებსა და ქონებაზე საგადასახადოინსპექციაში. ქონებრივი დეკლარაციების ბიურო არის ფინანსური ინფორმაციისმიმღები უწყება. მთავრობაში არსებული კორუფციის საქმეების გამოძიება ხდებაიუსტიციის სამინისტროსთან არსებული პროკურატურის მიერ.სასამართლო ხელისუფლების ამოცანას წარმოადგენდა კორუფციისადმი დაკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით უზრუნველყოფისადმიკომპლექსურ მიდგომა. სასამართლომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რაცმდგომარეობდა მოსამართლეების შესაბამისი ხელფასებით, პენსიებით, შეღავათებით


უზრუნველყოფაში, რათა ქრთამი ნაკლებად მიმზიდველი ყოფილიყო მათთვის.სამუშაო პირობების გაუმჯობესება მათ გრძელვადიან და მყარ კარიერასუზრუნველყოფს. ტრეინინგების ახალი ეტაპი მომავალი მოსამართლეებისთვისფოკუსირებულია სასამართლო ეთიკაზე და ცალმხრივი კონტაქტების თავიდანაცილების მნიშვნელობაზე. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,მოსამართლე ჩამოშორებულია გამოძიების პროცესისგან, რაც ამცირებს ცალმხრივურთიერთობებს და არასათანადო გავლენას პროკურატურის მხრიდან. ახალიტრეინინგის პროგრამა მოსამართლეებს შეარჩევს მათი მიღწევების შეფასებისსისტემით, რაც ამცირებს პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობას.ინფორმაციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის შემთხვევებისრიცხვი მცირე იყო. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ორი სარწმუნოინფორმაცია სასამართლო კორუფციის შესახებ.12 დეკემბერს სამართალდამცავებმა დააპატიმრეს პროკურორი, რომელსაც ბრალიდასდეს 2, 000 ლარის (1, 180 აშშ დოლარი) ოდენობით ქრთამის აღებაში, რათაბრალდებულისთვის სასურველი სასჯელი შეეფარდებინათ (იხ ნაწილი 1. ე.). საქმეწლის ბოლომდე გაგრძელდა.იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, წლის განმავლობაში კორუფციული გარიგებებისბრალდებების შემდეგი შემთხვევები აღინიშნა: ქონების უკანონოდ მითვისება დასახელმწიფო ქონების გაფლანგვა, 217; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, 10; უკანონოშემოსავლის დაკანონება, 1; ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, 96;უფლებამოსილების გადაჭარბება, 30; ქრთამის აღება, 40; ქრთამის მიცემა, 47;ზეგავლენით სარგებლობა, 3; და სამსახურებრივი სიყალბე, 24.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სათამაშობიზნესის რეგულაციის განყოფილების უფროსი, მამუკა მაზიაშვილი, თბილისისსაქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო 1 მაისს ქრთამის აღებაში. მას მიუსაჯესხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხ-წლიანი პირობითი სასჯელი. იგიაგრეთვე დაჯარიმდა 30, 000 ლარით (17, 750 აშშ დოლარი).ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადოინსპექციის განყოფილების გამგე, ლაშა ლოლაძე, თბილისის სამოქალაქო სასამართლომდამნაშავედ სცნო 23 იანვარს. მას ბრალად დაედო გაყალბება და ქრთამის აღება. მასმიუსაჯეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთწლიანი პირობითი სასჯელი.იგი აგრეთვე დაჯარიმდა 200, 000 ლარით (118,000 აშშ დოლარი).ზვიად მერაბიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისსაგადასახადო ინსპექციის აუდიტის განყოფილების გამგე თბილისის სამოქალაქოსასამართლომ დამნაშავედ სცნო 23 იანვარს. მას ბრალად დაედო გაყალბება და ქრთამისაღება. მას მიუსაჯეს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და


ხუთწლიანი პირობითი სასჯელი. იგი აგრეთვე დაჯარიმდა 150, 000 ლარით (89, 000 აშშდოლარი).19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და პროკურატურასადა ბრალდებულს შორის საპროცესო გარიგება შედგა შემდეგ საქმეებთან დაკავშირებით:ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ბექა ოქროსცვარიძეს ბრალიწაუყენეს ქრთამის აღებაზე და მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა300, 000 ლარი (177,500 აშშ დოლარი); ეკონომიკური განვითარების სამინისტროსპრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ლაშა მოისწრაფიშივილსბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაზე და მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი დაჯარიმა 100, 000 ლარი (59, 000 აშშ დოლარი); ნიკოლოზ ჩანტლაძეს, ეკონომიკურიგანვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსს ბრალი წაუყენესქრთამის აღებაზე და მიუსაჯეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 100, 000ლარი (59, 000 აშშ დოლარი); თამაზ მაჩალაძეს ბრალი წაუყენეს ქრთამის შეთავაზებაშიდა მიუსაჯეს სამწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 500, 000 ლარი (296, 000 აშშდოლარი).კორუფციის ბრალდებით დაკავებული რამოდენიმე პოლიტიკურად აქტიურიბრალდებული აცხადებდა, რომ ისინი შერჩევითი დევნის მსხვერპლნი იყვნენ (იხ.ნაწილი 1. დ). 2007 წელს მიხეილ ქარელი, შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი მერი,დააკავეს ქრთამის აღებისა და უკანონო ბიზნეს-გარიგებების ბრალდებით. ცოტა ხნითადრე, ადგილობრივი ადმინისტრაციის რამოდენიმე წარმომადგენელი - გორისგუბერნატორი ვასილ მახარაშვილი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ პაპუნაშვილი და გაიოზ ძანადია, დააკავეს კორუფციის ბრალდებით.მოგვიანებით, იმავე თვეში ქარელი გირაოთი გამოუშვეს. იმავე წელს პროკურატურამქარელს კიდევ ოთხი დამატებითი ბრალდება წაუყენა. ქარელი ბრალდების მოსასმენადარ გამოცხადდა და მის დასაპატიმრებლად ორდერი გაიცა. 2008 წლის აპრილში გორისრაიონის სასამართლომ მიიღო ქარელის დაუსწრებლად გასამართლებისგადაწყვეტილება; სასამართლო წლის ბოლოსაც მიმდინარეობდა. 2008 წლის ივლისშისაფრანგეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ქარელი პარიზში და საქართველოს მხარემმისი ექსტრადიცია მოითხოვა. წლის ბოლოს საფრანგეთის ხელისუფლებამ ქარელიგაათავისუფლა პირადი თავდებობის ქვეშ; მიმდინარეობდა ექსტრადიციის შესახებთხოვნის განხილვა. პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარელმა პოლიტიკურითავშესაფარი მოითხოვა.2007 წელს, დავით კეკუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისუფროსის მოადგილე, წინასწარ პატიმრობაში იყო გადაცემული გახმაურებულიმკვლელობის გამოძიების პროცესში ნარკოტიკების ჩადების გამო. 2007 წლისოქტომბრში იგი იპოვეს გარდაცვლილი თავის კამერაში თბილისის #7 საპყრობილეში.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო


სასამართლომ მოიპოვა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათლად მოსჩანდა კეკუას მიერთვითმკვლელობის ჩადენის ფაქტი. 5 თებერვალს, საქმე დაიხურა.კანონით გათვალისწინებულია მთავრობის შეკრებებისა და დოკუმენტების საჯაროობა.თუმცა ზოგ შემთხვევაში მთავრობა ამ საჯაროობას არ იცავდა. კანონის თანახმად,სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემამოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღის მანძილზე; მოთხოვნილიიფნორმაციის გაცემა გაურკვეველი ვადით შეიძლებოდა გადადებულიყო, ხოლო ზოგშემთხვევაში მოთხოვნის იგნორირებაც კი ხდებოდა.ნაწილი 5. მთავრობის დამოკიდებულება საერთაშორისო და არასამთავრობოორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საეჭვო ფაქტებისგამოძიებისადმიადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფებიჩვეულებრივ მოქმედებდნენ მთავრობის მხრიდან შეზღუდვების გარეშე, იძიებდნენ დააქვეყნებდნენ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ შედეგებს. თუმცა,მაშინ როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ ურთეირთობდამთავრობასთან და ოფიციალური პირებიც მათთან ერთად იზიარებდნენ მათშეხედულებებს, სხვები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ არეძლეოდათ შესაძლებლობა მთავრობის წევრებთან შეხვედრისა და სამოქალაქოსაზოგადოების აზრი ნაკლებად იყო გათვალისწინებული.ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი საკითხები, რაც დაძაბულობას იწვევდაარასამთავრობოებსა და მთავრობას შორის, შეეხებოდა პატიმართა არასათანადომოპყრობას, დაშინებას და საპრეზიდენტო კამპანიის დროს ადმინისტრაციულირესურსების გამოყენებას, დაუსჯელ ძალადობას ოპოზიციის წარმომდგენლებისმიმართ, კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, პოლიტიკურად მოტივირებულდაპატიმრებებს და პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისდაუსჯელობას. არასამთავრობო ორგანიზაცია "FRONTLINE"-ის მიერ 11 ოქტომბერსგამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის"თავმჯდომარე, ადვოკატი ლია მუხაშავრია თბილისის საქალაქო სასამართლომდააჯარიმა "მცირე ხულიგნობის" და შეურაცხყოფის მიყენების გამო. "FRONTLINE"-ისგანცხადებით, მისი ბრალდება პირდაპირ უკავშირდებოდა მის ადამიანის უფლებათასფეროში მუშაობას. "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" დახმარებას უწევდაადამიანის უფლებების დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებს.გაერო და ეუთო კონფლიქტის სეპარატისტულ რეგიონებში მონიტორინგს დრო და დროატარებდნენ იქ შესვლასათან დაკავშირებული შეზღუდვების, კადრები ნაკლებობის, და


უსაფრთხოების არასათანადო პირობების გამო, თუმცა პერიოდულად აქვეყნებდნენდასკვნებს, ანგარიშებს და რეკომენდაციებს. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ,სიტუაცია უფრო გართულდა, რადგან რუსეთის ჯარები არ უშვებდნენ ან ზღუდავდნენდამკვირვებლების შესვლას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, აგრეთვე საქართველოსსხვა ტერიტორიებზე, სადაც, ცნობების თანახმად, შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზეკვლავ გრძელდებოდა. 15 აგვისტოს, გაეროს დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიასაქართველოში დასრულდა, როდესაც რუსეთმა ვეტო დაადო მათი მანდატისგაგრძელებას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. 30 ივნისს ეუთომ საქართველოშიუკანასკნელი პატრულირება ჩაატარა; რუსეთმა დაბლოკა ეუთოს 17-წლიანი მანდატისგაგრძელება. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეუთო-ს ადამიანის უფლებების დაცვისოფიცერი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს.ევროკავშირის მონიტორინგის მისია დახმარებას უწევდა საქართველოს, რუსეთსა დასეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის, კონფლიქტებისმოგვარებაში (მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებისგადაჭრაში) კონფლიქტური ზონის მიდამოებში პატრულირების მეშვეობით, აგრეთვემხარეებს შორის არაფორმალური კონტაქტების დამყარების მცდელობის საშუალებით.თუმცა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აუკრძალეს შესვლა სეპარატისტულრეგიონებში და პატრულებს უფლება ჰქონდათ ადმინიტრაციული საზღვრის აქეთ,საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისა.2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ფორმატში ჩატარებულიჟენევის დისკუსიების შედეგად, დაარსდა ინციდენტის პრევენციისა და რეაგირებისმექანიზმები, ერთი აფხაზეთის და მეორე სამხრეთ ოსეთისთვის, ადგილზე სიტუაციისპრაქტიკული და დეპოლიტიზირებული დისკუსიების წარმართვის ხელშესაწყობად.ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებმა ხელიშეუწყვეს ამ შეხვედრების ჩატარებას, რაც დიდად დაეხმარა დაძაბულობის შენელებას.ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაგანაცხადეს, რომ ისინი აღარ დაესწრებოდნენ ინციდენტის პრევენციისა და რეაგირებისმექანიზმის შემდგომ შეხვედრებს, სანამ 2008 წელს, სამი დაკარგული პიროვნების საქმეარ გადაწყდებოდა.ახალი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, 16 სექტემბერს შეუდგა სამსახურებრივიმოვალეობის შესრულებას. არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავდნენ სახალხოდამცველის აპარატს, როგორც ყველაზე ობიქტურ სახელისუფლებო ორგანოს ადამიანისუფლებების სფეროში. კონსტიტუციით მანდატირებული უწყება ახდენდა ადამიანისუფლებების მონიტორინგსა და იძიებდა ძალადობის და დარღვევების შემთხვევებს.სამსახური ზოგადად მთავრობის მხრიდან ჩარევების გარეშეE მუშაობდა და მისიმუშაობა ეფექტურად ითვლებოდა, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. წლისგანმავლობაში, სახალხო დამცველის სამსახური იღებდა მთავრობის დააფინანსებას 2მილიონი ლარის (1.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. 2008 წელს მათ მიიღეს 1. 9


მილიონი ლარი (1.1 მილიონი აშშ დოლარი). ეს ერთ-ერთი იმ რამოდენიმე სამთავრობოუწყებათაგანია, რომელსაც ბიუჯეტი გაუზარდეს.15 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელზე მოხდა პოლიციის მიერთავდასხმა, როდესაც იგი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიტინგზე მონიტორინგსატარებდა (იხ. ნაწილი 2. ბ.). სახალხო დამცველის სამსახურის მიერ მიღებულიინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ატარებდა გამოძიებას 15 ივნისსმომხდარ ყველა ინციდენტზე. წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა.წლის განმავლობაში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის მიერმაშინდელი სახალხო დამცველის სუბარის საჩივრის გამოძიება დიდად წინ არ წასულა;სუბარმა საჩივარში განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციის დროს იგისცემეს, როდესაც ის ცდილობდა დემონსტრანტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსსპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის წევრებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას.კანონის მოთხოვნისამებრ, სახალხო დამცველი წელიწადში ორჯერ წარუდგენსანგარიშს პარლამენტს. სახალხო დამცველმა უკანასკნელი ნახევარი წლის ანგარიშიჩააბარა 31 ოქტომბერს, რომლის მოსმენაც შედგა 18 დეკემბერს. ანგარიში ეხებოდა წლისპირველ ნახევარს. ანგარიში ძირითადად ეძღვნებოდა აპრილ-ივნისში გამართულანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებსა და მათთან დაკავშირებულ ინციდენტებს.ამასთან ერთად, სახალხო დამცველმა აღნიშნა უფლებამოსილების გადამეტება,დანაშაულში ეჭვმიტანილების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, პენიტენციალურიდაწესებულებების გადატვირთულობა და არასათანადო პირობები. მმართველიპარტიის წევრები უმეტესად აკრიტიკებდნენ ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულიიყო უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცველების მიერ და არასამართლიანისასამართლო პროცესები, მაშინ როდესაც, ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ იმნაწილს, რომელიც ეხებოდა რელიგიის თავისუფლების თანასწორობის საკითხებს.სახალხო დამცველის სამსახურმა აგრეთვე გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიუთითებდააპრილ-ივნისში საპროტესტო აქციების დროს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებზეგანხორციელებულ ყველა საეჭვო პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებისფაქტზე და ასეთი სულ მთლიანად 32 საქმე იყო. სახალხო დამცველის სამსახურისთანახმად, მათ ყველა საქმეებთან დაკავშირებით შეგროვილი ინფორმაციაგადააგზავნეს პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისთვის, რაც წლის ბოლომდეგაგრძელდა.ყოფილმა სახალხო დამცველმა, სუბარმა ჩააბარა 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშიპარლამენტს 31 მარტს. ანგარიში მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაასაკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებისკონსტიტუციური პრინციპები და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.2008 წლის იანვრის არჩევნების შემდგომ, სახალხო დამცველის სამსახურმა ცსკ-სმოსთხოვა ვიდეოჩანაწერები იმ საარჩევნო ოლქებიდან, სადაც დამკვირვებლებმაპრობლემები დააფიქსირეს. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველმა მიიღო


მოთხოვნილიდან რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი, ისიც საკმაოდ დიდი დაგვიანებით დასაჯარო კამათის შედეგად. ცსკ-მ ჩანაწერების გადაცემის დაგვიანება იმით ახსნა, რომთავად არ ჰქონდა ასობით ას-საათიანი ჩანაწერების განხილვის საშუალება.სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ მოიცავს დევნის ან სხვა სამართლებრივიქმედების განხორციელების უფლებას. სახალხო დამცველმა გააპროტესტა იუსტიციისსამინისტროს წესები, რომელიც კრძალავს პენიტენციალურ სისტემაში კამერებისა დაჩამწერების გამოყენებას, რადგან ეს აბრკოლებს ციხეებში მომხდარი ძალადობისშესახებ საჩივრების დასაბუთებას.ძალადობის ფაქტის გამოძიების უფლება აქვს ადამიანის უფლებების სამოქალაქოინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანისუფლებების დაცვის დანაყოფს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველს ადამიანისუფლებების დაცვის საკითხებში. კანონის მიხედვით, ადამიანის უფლებებსა დაძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიება ევალებაგენერალურ პორკურატურას.ოქტომბერში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დანაყოფი შევიდასამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტისშემადგენლობაში. სამართლებრივ დევნაზე და ადამიანის უფლებების ეროვნული დასაერთაშორისო სტანდარტებით კანონიერ ზედამხედველობაზე საყოველთაომონიტორინგის გარდა, დეპარტმენტს აგრეთვე ევალება სტატისტიკური დაანალიტიკური საქმიანობის ჩატარება პროკურატურის სისტემაში. იუსტიციისსამინისტროს თანახმად, ადამიანის უფლებების დანაყოფი აგრძელებდა "მონიტორინგსდა რეაგირებას ადამიანის უფლებების დარღვევების ბრალდებებზე პროკურატურისსამსახურის უწყებებში, დაკავების იზოლატორებში. იგი აგრეთვე ადგენდა დარეაგირებდა წამების, არაადამიანური, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდასჯის ფაქტებზე". ამასთან ერთად, დანაყოფს ევალება ადამიანის უფლებებისადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების განხილვა და ამუფლებების დარღვევაზე რეაგირების ზომების მიღება.2 თებერვალს, დიმიტრი შაშკინი დასახელებული იქნა ახლად შექმნილი პრობაციის დაიურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს მინისტრის პოსტზე. შაშკინს ასევეევალებოდა სამთავრობო დემოკრატიული რეფორმების ზედამხედველობა, მათ შორისრეფორმირებული საარჩევნო კოდექსის გამოცემა, ციხეებში ჯანმრთელობის სისტემისგაუმჯობესება და იურიდიული დახმარების მომსახურების საკითხები. 2007 წელსაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა გაერო-ს ადამიანისუფლებების დაცვის ოფიცრების დაშვებზე და გაეროს სამი სამოქალაქო პოლიციისოფიცრის განთავსებაზე გალის სექტორის შტაბბინაში. თუმცა ეს მანდატი შეწყდა 15ივნისს (იხ. ნაწილი 1. ზ.).


ნაწილი 6. დისკრიმინაცია, საზოგადოებრივი ძალადობა და ადამიანებით ვაჭრობა(ტრეფიკინგი)კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, უნარშეზღუდულობის,ენის, სოციალური სტატუსის ნიშნით; თუმცა, ხელისუფლება ხშირად კანონის ამაკრძალვებს ეფექტურად ვერ ასრულებს.ქალებიგაუპატიურება ითვლება კანონდარღვევად, თუმცა ცოლქმრულ ურთიერთობაშიმომხდარი გაუპატიურება სისხლის სამართლი კანონში არ არის კონკრეტულადგათვალისწინებული. გაუპატიურებაზე საქმე აღიძრება მხოლოდ დაზარალებულისმიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე. პირველი შემთხვევა ისჯება 7 წლამდეთავისუფლების აღკვეთით; განმეორებითი შემთხვევა ან სერიული გაუპატიურებაისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით; დაზარალებულის დაფეხმძიმება,შიდსის ვირუსით ინფიცირება ან განსაკუთრებული სისასტიკე ისჯება 15 წლამდეთავისუფლების აღკვეთით; მცირეწლოვანის გაუპატიურება ისჯება 20 წლამდეთავისუფლების აღკვეთით. წლის 11 თვის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 136გაუპატიურების საქმეზე. მათგან 46 საქმის წარმოება შეწყდა. სისხლის სამართლისდევნა აღიძრა 47 საქმეზე და სასამართლო პროცესი დაიწყო 28 საქმეზე 28ბრალდებულთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით, გაუპატიურების ბევრიშემთხვევა არ იყო გაცხადებული სოციალური სტიგმის გამო და აგრეთვე იმიტომ, რომპოლიცია ყოველთვის არ იძიებს გაუპატიურების შემთხვევებს.პრობლემას წარმოადგენდა ქალების მიმართ ოჯახური და სხვა ტიპის ძალადობა.შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში პოლიციამრეაგირება მოახდინა ოჯახური კონფლიქტების 1, 331 შემთხვევაზე, ხოლო 2008 წელსდაფიქსირდა 2, 576 და 2007 წელს 2, 056 შემთხვევა.ოჯახური ძალადობა სამართლებრივად განიმარტება როგორც ოჯახის ერთი წევრისკონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევა მეორე ადამიანის მიერ,ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის ან იძულებისგზით; თუმცა, ოჯახური ძალადობა თავისთავად არ არის კრიმინალიზირებული.ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირები ისჯებოდნენ არსებული სისხლის სამართლის იმმუხლების მიხედვით, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა ან გაუპატიურება. კანონიაძლევს უფლებას დაზარალებულს დაუყოვნებლივ მოითხოვოს დამცავი ორდერიმოძალადისაგან თავის დასაცავად, და აძლევს საშუალებას პოლიციეს გამოწეროსდროებით შემაკავებელი ორდერი ამგვარი მოძალადის წინააღმდეგ. შემაკავებელიორდერი წლის განმავლობაში გაიცა 176 შემთხვევაში, ხოლო 2008 წელს 141შემთხვევაში. დროებითი ორდერი სასამართლოს მიერ უნდა იქნას დამტკიცებული 24საათის განმავლობაში და ამ მომენტიდან ის მოქმედებს როგორც დამცავი ორდერი,რომელიც ექვსი თვის განმავლობაში უკრძალავს მოძალადეს დაზარალებულთან 100


მეტრის (310 ფუტის) სიახლოვეს მისვლას და ერთობლივი ქონებით (როგორიცაასაცხოვრებელი ფართი ან მანქანა) სარგებლობას. დაზარალებულს უფლება აქვსმოითხოვოს დამცავი ორდერის გაგრძელება შეუზღუდავად. შინაგან საქმეთასამინისტრომ შეიმუშავა ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს პოლიციამ შემაკავებელიორდერების გასაცემად, მაგრამ ამ საკითხებში პოლიციის ტრეინინგი თბილისის გარდაარსად ჩატარებულა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი დათავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ქალებსთვის, მაგრამ ფინანსებისა დასაშუალებების ნაკლებობის გამო მათი ფუნქციონირება შეზღუდულია.28 დეკემბერს, პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები არსებულ კანონში ოჯახურიძალადობის შესახებ. ცვლილებები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის ქმნისდაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის საფუძველს; უზრუნველყოფს სხვადასხვასამთავრობო უწყებათა თანამშრომლობას ოჯახური ძალადობის პრევენციისსაკითხებზე; აგრეთვე განსაზღვრავს სარეაბილიტაციო ზომებს ოჯახური ძალადობისჩამდენთათვის (მოძალადეებისთვის). იგი იძლევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლისუფრო ფართო განსაზღვრებას -"ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური,ფსიქოლოგიური, სექსუალური, ან ეკონომიკური ძალადობა და იძულება." კანონიაგრეთვე ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის კრიზის-ცენტრების დაფუძნებასშრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან არასამთავრობოორგანიზაციების ხელმძღვანელობით. კრიზის-ცენტრების დანიშნულებაა შესთავაზონოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიულიდახმარება.ამ ცვლილებებზე დაყრდნობით, პარლამენტმა სხვა კანონებშიც შეიტანა ცვლილებები,რომლებიც ემსახურება ოჯახური ძალადობის პრევენციას და მსხვერპლის დახმარებას,მათ შორის შრომის კანონთა კოდექსი, კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, კანონისაჯარო სამსახურის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. . სხვაცვლილებები ითვალისწინებს სასამართლო საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახურიძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარების გაწევას, სახელმწიფოგადასახადისგან გათავისუფლებას; მოქნილ და გამარტივებულ სასამართლოპროცედურას ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის; სასამართლოს ეძლევაშესაძლებლობა მხარის მოთხოვნის ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ჩაატაროსოჯახური ძალადობის საქმეების დახურული განხილვა; სასამართლოს ეძლევაშესაძლებლობა განიხილოს მოძალადე მშობლისგან ბავშვის განცალკევების საკითხი;და შეუზღუდოს ოჯახური ძალადობის ჩამდენს ცეცხლსასროლ იარაღზეხელმისაწვდომობა.2008 წლის დეკემბერში, # 625 პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩამოყალიბდაუწყებათაშორისი საბჭო, რომელიც იმუშავებს ოჯახური ძალადობის პრობლემატიკაზედა მოახდენს სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისკოორდინირებას პრობლემის აღმოსაფხვრელად. წლის განმავლობაში უწყებათაშორისისაბჭოს მიერ მომზადდა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა ოჯახურ ძალადობასთან


ბრძოლის <strong>2009</strong>-2010 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ეს უკანასკნელი შეიქმნა იმგეგმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვას. წლის განმავლობაშიუწყებათაშორისმა საბჭომ წამოიწყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია,პროკურატურასა და პოლიციასთან კოორდინირებული ტრეინინგები ოჯახურიძალადობის საკითხებზე, მოახდინა ფონდების მობილიზება სახლემწიფო ოჯახურიძალადობის მსხვერპლთა ორი თავშესაფარის რეაბილიტაციისთვის, და თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგა სპეციალური კურსი იურიდიულიფაკულტეტის კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის, რომელიც მათ შეასწავლისადამიანებით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და ოჯახური ძალადობის საკითხებს.ქალების მოტაცებას ოჯახის შექმნის მიზნით ჰქონდა ადგილი, თუმცა არა ფართომასშტაბით. ასეთი მოტაცებები უფრო ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა.პოლიცია ასეთ შემთხვევაში იშვიათადად იღებდა ზომებს, თუმცა კანონით, მოტაცებასისხლის სამართლის დანაშაულია. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასსამცხე-ჯავახთის რეგიონში გახსნილი ჰქონდა ცხელ ხაზი და თავშესაფარი მოტაცებისმცდელობის მსხველპლთათვის, რომლებსაც გამტაცებლისაგან გამოქცევის შემდეგთავიანთ ოჯახში დაბრუნების უფლებას ოჯახის წევრები არ აძლევდნენ.პროსტიტუცია წარმოადგენს არალეგალურია, მაგრამ ფართოდაა გავრცელებული,განსაკუთრებით თბილისში. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა, რომპროსტიტუციის პრობლემა კვლავაც აქტიურად დგას მძიმე ეკონომიკური პირობებისგამო.სექსუალური ზეწოლა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ სამუშაო ადგილზეპრობლემატური საკითხი იყო. კანონი კრძალავს სექსუალურ ზეწოლას სამუშაოადგილზე. თუმცა, ხელისუფლება ვერ ახერხებდა კანონის ეფექტურად გატარებას დაამგვარი შემთხვევების გამოძიება იშვიათად ხდებოდა.წყვილებსა და ინდივიდუალურ პირებს უფლება აქვთ მიიღონ თავისუფალიგადაწყვეტილება შვილების ყოლასა და ოჯახის დაგეგმვაზე. ოჯახებსა დაინდივიდუალურ პირებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია რეპროდუქციულიგადაწყვეტილების მისაღებად, ყოველგვარი დისკრიმინაციის, იძულების დაძალადობის გარეშე. კონტრაცეფტიული საშუალებები ფართოდ იყო ხელმისაწვდომი.მშობიარობისას კვალიფიციური სამსახური ხელმისაწვდომი იყო. ქალები და მამაკაცებითანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობდნენ სქესობრივი გზით გადამდებიინფექციების, მათ შორის შიდსის მკურნალობისა და დიაგნოსტირების მისაღებად.თუმცა კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზედამყარებული ოჯახური ნორმები ზოგ შემთხვევაში ზღუდავდნენ ქალთარეპროდუქციულ უფლებებს.კანონი ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას. თუმცა პრაქტიკაში ესკანონი ყოველთვის არ ხორციელდება. 2007 წელს მიღებული გენდერული


თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა ძალაში არ შესულა. არასამთავრობოებისგანცხადებით, ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე რეალობაში არსებობს, თუმცაკონკრეტული შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული. პარლამენტის სპიკერიკვლავაც ხელმძღვანელობდა გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს,რომლის წევრები არიან პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები. წლის ბოლოს საბჭო გახდა მუდმივმომქმედიორგანო. გენდერული თანასწორობოს სახელმწიფო კომისიამ სახელმწიფო მინისტრისმოადგილის თავმჯდომარეობით მოამზადა რეკომენდაციები გენდერულითანასწორობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების და კონვენციებისგანხორციელების თაობაზე. სახალხო დამცველის სამსახურში არსებობს სპეციალურიჯგუფი, რომელიც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშაობს.შრომის კოდექსი არ იცავს ფეხმძიმე ქალებს სამსახურიდან გათავისუფლებისწინააღმდეგ, იმ დროს როდესაც ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან. გაეროსგანვითარების პროგრამის თანახმად, დამქირავებლები ხშირად არ გასცემენფეხმძიმობისა და მშობიარობისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს. თუმცაზოგიერთი ექსპერტის მიხედვით, ქალთა მდგომარეობა დასაქმების ბაზარზესაგრძნობლად გაუმჯობესდა, ქალებს ძირითადად ეთმობოდათდაბალანაზღაურებადი და დაბალი რანგის სამუშაო ადგილები, მათიპროფესიონალიზმის და აკადემიური კვალიფიკაციის მიუხედავად; ქალთა ხელფასებიცჩამორჩებოდა მამაკაცთა ხელფასებს. ამის შედეგად მრავალი ქალი სამუშაოსსაზღვარგარეთეძებდა.ბავშვებიკანონი ითვალისწინებს ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას დაბადებისთანავე (ჯუსსოლი), მათ შორის მოქალაქეობის არ მქონე პირების ბავშვებისთვისაც, რომლებიცსაქართველოს ტერიტორიაზე დაიბადნენ.ბოშათა ბავშვები როგორც წესი სახლის პირობებში იბადებიან, ხოლო მათი მშობლებიხშირად მათი დაბადების ფაქტს ოფიციალურად არ არეგისტრირებენ იმის გამო, რომსამედიცინო დახმარების და სხვა საჯარო მომსახურების მისაღებად აუცილებელიასაიდენტიფიკაციო საბუთი; ხოლო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არქონის დამშობლების მხრიდან დახმარებისათვის მიმართვის სურვილის არარსებობის გამობევრი ბოშა ბავშვი ვერ სარგებლობს სამედიცინო და სხვა მომსახურებით.საშუალო განათლება ოფიციალურად უფასო იყო, მაგრამ პრაქტიკაში ზოგიერთრაიონებში, განსაკუთრებით კი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულრგიონებში, რესურსების ნაკლებობა აფერხებდა სკოლების ფუნქციონირებას დაგავლენას ახდენდა განათლების ხარისხზე. ზოგგან სკოლის შენობა არაადექვატურიიყო, იქ არ იყო გათბობა, ბიბლიოთეკა, დაფები. ხშირად მშობლებს უხდებოდათ


სკოლის სასარგებლოდ გარკვეული თანხების გადახდა. ბევრმა მშობელმა ვერ შეუძინაბავშვებს წიგნები და სასკოლო ინვენტარი და ზოგჯერ მოსწავლეები აიძულესსკოლიდან გასულიყვნენ იმის გამო, რომ ამ გადასახადს ვერ ან არ იხდიდნენ.განათლების სამინისტროს მიხედვით, მდგომარეობა სკოლებში გათბობისთვალსაზრისით გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში სასკოლო ინვენტარი,როგორიცაა დაფები, კვლავაც პრობლემატურია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისდროს დაზიანდა 55 სკოლა. იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრებიგანთავსდა 165 სკოლაში, 169 საბავშვო ბაღში და ცხრა უმაღლეს სასწავლებელში.ზოგიერთი მათგანიდან ხალხი არ გასულა, რამაც შეუძლებელი გახადა სასწავლოდაწესებულებების გამოყენება და ზიანი მიაყენა საგანმანათლებლო სტრუქტურას.ადგილობრივი მაცხოვრებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომაფხაზეთში, გალის ეთნიკურად ქართულ რეგიონში ზოგადად დაშვებული იყოქართულ ენაზე სწავლება, თუმცა არა ყველა საგანში, როგორიცაა ისტორია დაგეოგრაფია, რომლებიც რუსულ ან აფხაზურ ენებზე ისწავლებოდა მიუხედავად იმისა,რომ კანონით ეს იკრძალებოდა. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება არ უზრუნველყოფდაქართული ენის მასწავლებლებს ფინანსურად და ადგილობრივ მოსახლეობას უწევდამასწავლებლებისთვის თანხის გადახდა ან შეთანხმება ამ მასწავლებლებთან, რომ ისინიგადასულიყვნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქესწავლებინათ ბავშვებისთვის, ან თავიანთი ბავშვები გაეგზავნათ აფხაზეთისტერიტორიიდან ქართული ენის გაკვეთილების მისაღებად. რუსეთის სასაზღვროძალების მიერ სასაზღვრო რეჟიმის უფრო და უფრო გამკაცრებამ ზემოთ აღნიშნულიორი ტიპის შეთანხმებების განხორციელება უფრო გაართულა. იყო ცნობები იმისშესახებ, რომ რუსი მესაზღვრეები აკავებდნენ ბავშვებს, რომლებიც ცდილობდნენგადაეკვეთათ სასაზღვრო ზოლი გაკვეთილზე წასასვლელად.არსებობდა ცნობები ბავშვების, განსაკუთრებით ქუჩის ბავშვების მიმართ ძალადობისშემთხვევების შესახებ თუმცა ძალადობის ასეთი ტიპი არ არის ფართოდგავრცელებული საზოგადოებაში. დაფიქსირდა ბავშვების, განსაკუთრებით გოგონების,სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევები.არ არსებობს ცალკე კანონი გაუპატიურების შესახებ, მაგრამ სისხლის სამართლისკოდექსში შესულია მუხლი "გარყვნილი ქმედება", რომელიც 16 წლის ქვემოთმცირეწლოვანებს მოიცავს და ქმედება კრიმინალიზებულია. დანაშაულისაუცილებელი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ კანონდამრღვევებმა უნდა იცოდნენ,რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. ასეთ შემთხვევებში სასჯელი მდგომარეობსჯარიმის გადახდაში (რომლის თანხა არ არის განსაზღვრული) და/ ან ორი წლითთავისუფლების აღკვეთაში.ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა პორნოგრაფია ისჯება სამ წლამდეთავისუფლების აღკვეთით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა მცირეწლოვანთარეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ბავშვებს და მოზრდილებს უტარდებათ რეგულარული


სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარება მეურვეებთან დაბრუნებამდე. ქუჩისბავშვები და უპატრონო ბავშვთა სახლებში მცხოვრებნი ხშირად ტრეფიკინგისმსხვეპლი ხდებიან. ქუჩის ბავშვების რიცხვი არ იყო მაღალი და ყოველწლიურადმცირედბოდა. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა ხელი შეუწყო ამ პრობლემის გაღვივებას.1999 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) გამოკვლევის მიხედვით, დაახლოებით2,500 ბავშვი ცხოვრობდა და მუშაობდა ქუჩაში. არასამთავრობო ორგანიზაციამ"გადავარჩინოთ ბავშვები" 2007-2008 წლებში აღრიცხა, რომ მათმა რიცხვმა დაიწია 1,500-მდე. არასამთავრობო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემო" და ასევე განათლებისსამინისტროს გახსნილი აქვთ თავშესაფარი თბილისში, თუმცა ეს ორი თავშესაფარიქუჩის ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილის მომსახურებას ახერხებს. მთავრობას ქუჩისბავშვების დასახმარებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია. გაერო-ს დაფინანსებით"მინესოტას ადვოკატები ადამიანის უფლებების დაცვისათვის" მიერ მომზადებულიანგარიშის მიხედვით, განათლების სამინისტროს ქუჩის ბავშვების არსებობაადგილობრივ პრობლემად მიაჩნდა, რომელიც მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაწყვიტონდა არა სამინისტრომ.იყო დაუსაბუთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუჩის ბავშვები პოლიციისმხრიდან ძალადობის ობიექტები ხდებოდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციასრეგულარულად გადაჰყავდა ქუჩის ბავშვები 24-საათიან ცეტრში ან ბავშვთა სახლში.წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემო" გახსნილიჰქონდა ერთი ღამის ცენტრი და სამი დღის, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა350 ბავშვის დახმარებას ქვეყნის მასშტაბით. ამ ცენტრებს არ გააჩნდათ საკმარისირესურსი ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის, ბევრი მათგანიგასაბრუებელი ან ქიმიური საშუალებების მომხმარებელი იყო, ან გონებრივი აშლილობააღენიშნებოდა.აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად იძულებითგადაადგილებულთა შორის აღმოჩნდა მრავალი ათასი ბავშვი. რუსეთთან 2008 წლისაგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჯერ კიდევკონფლიქტამდე, UNICEF-ის განცხადებით ამ რეგიონებში ჯანდაცვის საკითხებიმოუგვარებელი იყო, იმუნიზაციის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო ვიდრე სხვაადგილებში, სკოლების მდგომარეობა უარესდებოდა და არსებობდა საკვებისუკმარისობის პრობლემა.თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფდნენ ბავშვებს სათანადო კვებით, ჩასაცმელით,განათლებით და სამედიცინო მომსახურებით. შენობები ცუდად იყოუზრუნველყოფილი გათბობით, წყლით და ელექტროენერგიით. პერსონალი ხშირადთავშესაფარის საკვებს და ფულს იყენებდა პირადი საჭიროებებისათვის.ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)


კანონი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას ნებისმიერი მიზნით; თუმცა არსებობდაცნობები ქალების და გოგონების ქვეყნის შიგნით ტრეფიკინგის ან ქვეყნიდან გაყვანისშემთხვევები სექსუალური, შრომითი ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით; ასევეხდებოდა ქალების და მამაკაცების ტრეფიკინგი შრომითი ექსპლუატაციის მიზნით.წლის განმავლობაში ტრეფიკინგის შემთხვევებმა იკლო. იმავე წლის განმავლობაშისაქართველო დარჩა ტრეფიკინგის წყაროდ, მაგრამ იყო რამოდენიმე შემთხვევაროდესაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა იქნა გამოყენებული დამიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, არ არსებობს სტატისტიკა,რომლის მიხედვითაც საქართველო დანიშნულების ქვეყანად ჩაითვლებოდა.ტრეფიკინგის ყველაზე გავრცელებული მიზანია სექსუალური და შრომითიექსპლუატაცია. წარსულში ხდებოდა შიდა ტრეფიკინგის გამოძიება დახორციელდებოდა სამართლებრივი დევნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაგრამწლის განმავლობაში ასეთი გამოძიებების შესახებ ცნობები არ ყოფილა. ქართულმედიაში იყო ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში და იშვიათადაფხაზეთში შრომითი ექსპლოატაციის მიზნით ადამიანების ვაჭრობის შესახებ 2008წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა,რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი სარწმუნო მტკიცებულება კონფლიქტის რომელიმეზონაში ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ.საქართველო ძირითადად იყო ტრეფიკინგის წყარო, შესაძლოა სატრანზიტო ქვეყანაც,მაგრამ იგი ძალზე იშვიათად წარმოადგენდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დანიშნულებისქვეყანას. ქალები გაჰყავთ თბილისიდან თურქეთში და არაბეთის ემირატებში, სადაცმათ სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა ან სახლებში მოსამსახურეებად ამუშავებენ.ბევრი მათგანი მუშაობდა გასართობ სექტორში ან იძულებით პროსტიტუციასეწეოდნენ. ქართველი ეროვნების მსხვერპლები უფრო ხშირად იყვნენ თბილისიდან ანგაღარიბებული ინდუსტრიული ცენტრებიდან, მაგ. ქუთაისი და რუსთავი.ადგილობრივი არასამთავრობოების მონაცემების მიხედვით, მამაკაცები გაჰყავთრუსეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც მათ მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და სხვაფიზიკურ სამუშაოზე ამუშავებენ. გამოვლენილია სხვა ქვეყნებიდან ქალებისსაქართველოს გავლით თურქეთში გაყვანის ფაქტები.სამართალდამცავების მიერ გამოძიებულ საქმეებზე არსებული ინფორმაციასა დამიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვისაღმოჩენილი დახმარების მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ტრეფიკინგიგანსაკუთრებით შეეხო ქალებსა და გოგონებს ეთნიკური აზერბაიჯანულიდასახლებებიდან ქვემო ქართლში. მიუხედავად ცნობებისა, რომ იძულებითგადაადგილებული პირები, კონკრეტულად, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისშედეგად 30, 000 გადაადგილებული პირი ადამიანებით მოვაჭრეთა სამიზნესწარმოადგენდა, წლის ბოლოს ტრეფიკინგის ფაქტების მატება იძულებით გადაადგილპირებთან მიმართებაში არ დაფიქსირებულა.


ბავშვები იშვიათად ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი, თუმცა, ქუჩის ბავშვები დაბავშვთა სახლებში მცხოვრებნი რისკის ჯგუფს წარმოადგენდნენ. ტრეფიკინგისმსხვერპლი მუშახელისა და პროსტიტუციაში გაყიდული ქალების სამუშაო დასაცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით მძიმე იყო.მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს ვერაკონტროლებდა და შესაბამისად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულრეგიონებში ტრეფიკინგის ბრალდებების გადამოწმება ვერ მოხერხდა.ტრეფიკერები არიან თავისუფალი ადგილობრივი გადამყვანები, რომლებსაც საჭიროკავშირები აქვთ საზღვარგარეთ. არსებობდნენ აგრეთვე საერთაშორისო მასშტაბისტრეფიკერებიც. ისინი მეგობრებისაგან, ოჯახებისაგან, ტურისტული ან დასაქმებისსააგენტოებიდან მიღებული დასაქმების პერსპექტივით იტყუებდნენ პოტენციურმსხვერპლს.სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას, მათი სექსუალური,შრომითი ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით. ადამიანებით ვაჭრობა ზრდასრულთაშემთხვევაში ისჯება 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, მცირეწლოვანთატრეფიკინგი ისჯება 8 წლიდან და ზევით, უვადო პატიმრობით, დამამძიმებელიგარემოებების გათვალისწინებით. მცირეწლოვანად ითვლება 18 წლამდე ასაკისნებისმიერი პირი. კოდექსი კრძალავს ტრეფიკინგის შიდა და გარე ფორმებს და არგანასხვავებს დანაშაულის ამ ორ ტიპს.კანონი ითვალისწინებს ტრეფიკერის, მისი ოჯახის წევრების, ნათესავების დატრეფიკერებთან კავშირში მყოფი პირების ქონების კონფისკაციას, თუ აღნიშნულიქონება შეძენილია ტრეფიკინგით ნაშოვნი თანხებით. ჩამორთმეული საკუთრებაგამოიყენება ტრეფიკინგის მსხვერპლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლოქონების დარჩენილი ნაწილი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. პროცესის დროსდაზარალებულს შეუძლია ტრეფიკერისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის სისხლისსამართლებრივი წესით ანაზღაურება. კანონი კრძალავს ტრეფიკინგის მსხვერპლისმომსახურებით სარგებლობას, რაც ისჯება სამიდან 15 წლამდე თავისუფლებისაღკვეთით.ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო კოორდინირებას უწევსსახელმწიფო ორგანოების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებულ ზომებს.ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურადმონაწილეობდნენ საბჭოს საქმიანობაში, რომელიც იკრიბებოდა კვარტალში ერთხელ.2007 წლის ივლისში საბჭომ დაამტკიცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დასაზოგადოებაში რეინტერგაციის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია არისტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების და დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილიდოკუმენტების სერიის ბოლო დოკუმენტი. გენერალურ პროკურატურას, ფინანსთა


სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობოორგანიზაციებს დაევალათ აღნიშნული სტრატეგიის სისრულეში მოყვანა, რომლისმიხედვით თითოეულ დაზარალებულზე, მისი საჭიროებების გათვალისიწნებით, უნდაშემუშავდეს კონკრეტული რეაბილიტაციის გეგმა. დაზარალებულთა დაცვისა დადახმარების სახელმწიფო ფონდი მეთვალყურეობას უწევს ინდივიდუალური გეგმებისმომზადებასა და განხორციელებას.მთავრობას გახსნილი ჰქონდა თავშესაფარები და ცხელი ხაზი ბათუმსა და თბილისში.ქვეყანაში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტიაციის და მათისაზოგადოებაში ინტეგრირების სისტემა.მესამე წელია, რაც საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კამპანია გრძელდება,რომლის ფარგლებშიც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადასამართალდამცავების ვებ-გვერდებიდან, საჯარო სამსახურების შესახებგანცხადებებიდან, ანტიტრეფიკინგული სატელევიზიო პროგრამებიდან დაბროშურებიდან ქვეყნის ყველა შემოსასვლელ წერტილში. გარდა ამისა, ადგილობრივმადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააგრძელეს თავიანთიინიციატივების განხორციელება ტრეფიკინგთან ბრძოლის ფარგლებში, ატარებდნენსემინარებს და ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. ამღონისძიებებს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ უწყებათაშორისი კოორდინაციისსაბჭოს წევრებიც.სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს ადამიანებით ვაჭრობის შესახებშეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გევრდზე: www.state.gov/g/tip. შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირებიკანონი კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაციას,თუმცა პრაქტიკაში ეს პრობლემა ნაკლებად პრიორიტეტულია მთავრობისთვის.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაცია დასაქმების,განათლების, ჯანდაცვის საშუალებების გამოყენების ან სხვა სახელმწიფო სამსახურისსფეროში წარმოადგენდა პრობლემას და საზოგადოების მხრიდან მათიდისკრიმინაციის ფაქტებიც ფიქსირდებოდა. ადმინისტრაციული კოდექსი ადგენსსაზოგადოებრივ შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისსპეციალური შესასვლელის შექმნას და ითვალისწინებს ჯარიმას ამ მოთხოვნისშეუსრულებლობისათვის. თუმცაღა, მხოლოდ რამოდენიმე საზოგადოებრივ შენობასაქვს ამგვარი შესასვლელი.წლის განმავლობაში სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებთან დაკავშირებით. 14 ივნისს,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეს ჩატარდა პირველიფორუმი თბილისში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეზღუდული


შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით.2008 წლის სექტემბერში, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების ცენტრიდაარსდა სახალხო დამცველის ოფისში. 23-25 ივლისს სახალხო დამცველისსამსახურში ჩატარდა სემინარები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებისთემაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა და პრეზიდენტის სასახლის კარიღია იყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.2008 წლის მარტში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა სამსახურში აიყვანაექვსი უნარშეზღუდული პირი, რომლებიც მუშაობენ სატელეფონო კონსულტაციებისსამსახურში, სადაც მოქალაქეებს უხსნიან თუ როგორ უნდა მიმართონ განცხადებითშეღავათების მისაღებად.პილოტური პროგრამის ფარგლებში, უნარშეზღუდულმა პირებმა გაიარეს ტრენინგი დამიიღეს საჭირო აპარატურა, რომელიც მათ აძლევს მუშაობის საშუალებას სახლიდანგაუსვლელად. იმავე თვეში, თბილისის მუნიციპალურ ავტობუსების პარკს დაემატა 40ახალი ავტობუსი, აღჭურვილი ვერტიკალური ლიფტით, რაც უნარშეზღუდულ პირებსამ ავტობუსებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 139, 354 შეზღუდული შესაძლებლობის პირიარეგისტრირებული. 2007 წლის მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანაშირეგისტრირებულია 8, 034 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ეს ციფრებიმოიცავენ მხოლოდ ოფიციალურად დარერგისტრირებულ მონაცემებს; თუმცარეალური ციფრი სავარაუდოდ უფრო მაღალია.ეროვნული / რასობრივი / ეთნიკური უმცირესობებიკანონის თანახმად, ყველა სახელმწიფო მოხელე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას,ქართულს, რაც ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენლის თქმით მათ სახელმწიფოსამსახურში მუშაობის საშუალებას არ აძლევს. მასალა, რომელიც საჯაროდვრცელდებოდა, ხშირად მხოლოდ ქართულ ენაზე გამოდიოდა. ხელისუფლებააცხადებდა, რომ იგი არ იყო ვალდებული ყველა ოფიცალური საბუთი უმცირესობებისენაზე გამოექვეყნებინა. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნების დროსბიულეტენები და საარჩევნო მასალები უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი იყო.2007 წელს განათლების სამინისტრომ გადათარგმნა პირველი, მეშვიდე და მეათეკლასების სახელმძღვანელოები უმცირესობების ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული დარუსული). 2008 წელს გადაითარგმნა მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასებისსახელმძღვანელოები, რომლებიც გადაეცა შესაბამის სკოლებს უმცირესობებითდასახლებულ რეგიონებსა და თბილისში.აფხაზეთში გალის რაიონში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველებისათვის არ იყოხელმისაწვდომი განათლების მიღება ქართულ ენაზე. პრაქტიკულად ის


მასწავლებლები, რომლებმაც არ იცოდნენ აფხაზური, გაკვეთილებს ატარებდნენქართულ ენაზე. თუმცა ეს მასწავლებლები ხშირად განიცდიდნენ აგრესიას და დევნასაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან.ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალქალაქის რაიონში, ბევრი ეთნიკური სომეხიითხოვს, რომ მთავრობამ სომხურ ენას მიანიჭოს პროვინციული ენის სტატუსი, რადგანძალზე ცოტა ფლობს ქართულს და ამიტომ ვერ აწარმოებს ყოველდღიურ საქმიანობასქართულად. თუმცა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იმ რეგიონში აცხადებდა, რომშეიმჩნეოდა მდგომარეობის გაუმჯობესება ქართული ენის სწავლების დაგაკვეთილების ხარისხის თვალსაზრისით. ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანულიმოსახლეობა დომინირებს, ეთნიკური აზერბაიჯანელებიც მსგავს პრობლემებსასახელებდნენ.2008 წლის ივლისში, ვაჰან ჩახალიანი, არმენ ჩახალიანი და რუბენ ჩახალიანი, სამივე"გაერთიანებული ჯავახის" წევრები (ადგილობრივი არასამთავრო ორგანიზაცია,რომელიც ქვეყანაში ეთნიკური სომხებისათვის ავტონომიას ითხოვს), გაასამართლესსაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის, დაკავების დროს წინააღმდეგობისგაწევისათვის, სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრების დაშინებისა დაცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისათვის. 2006 წელს ისინი შეეცადნენახალქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრას, რა დროსაც დაჭრეს პოლიციელი.დანაშაულის ადგილას ასევე იმყოფებოდა მეოთხე პირიც, და იუსტიციის სამინისტროსმიხედვით, მას ბრალი დასდეს ორგანიზებულ დანაშაულში, რაც მდგომარეობდასაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისუკანონო შეძენასა და შენახვაში. მისი საქმე გადაეცა ახალქალაქის საოლქოსასამართლოს, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ განხილვის პორცესში იყო.7 აპრილს, ახალქალაქის საოლქო სასამართლომ ვაჰან ჩახალიანი დამნაშავედ სცნო.სახელმწიფო პროკურატურამ მას 12 ბრალდებიდან ექვსზე ბრალი წაუყენა. იგიგასამართლდა შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის: საზოგადოებრივიწესრიგის დარღვევისთვის, ხულიგნობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოშეძენისა და შენახვისთვის. მას მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუბენჩახალიანს ბრალი წაუყენეს ოთხიდან ორ ბრალდებაზე, კერძოდ, საზოგადოებრივიწესრიგის დარღვევაზე და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაზე.იგი დაჯარიმდა 5,000 ლარით (2, 960 აშშ დოლარი). არმენ ჩახალიანი დამნაშავედ სცნესცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაზე და დაჯარიმდა 2, 000ლარით(1, 180 აშშ დოლარი).ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ეთნიკური სომხები,აზერბაიჯანელები, ბერძნები, აფხაზები, ოსები და რუსები საუბრობენ ან თავიანთმშობლიურ ენაზე ან რუსულად. კანონი ავალდებულებს ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენელ მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლას, ხოლომთავრობამ დააფინანსა 200-ზე მეტი დაწყებითი და საშუალო რუსული,


აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლა, რათა იქ ესწავლათ ისეთ ადამიანებს, ვისიმშობლიური ენაც არ არის ქართული. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მართვისსკოლა ქუთაისში უმცირესობების წარმომადგენლებს სპეციალიზირებულ კურსსსთავაზობს. სკოლა ასევე ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულიტერიტორიებიდან მომავალი საჯარო მოხელეების ინტეგრაციას ზოგადად ქართულსაზოგადოებაში. თბილისში, ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა ყოველდღიურურთიერთობებში ქართულ ენას იყენებს.მთავრობამ, ეთნიკური უიმცირესობების ინტეგრაციის მიზნით გარკვეული ზომებიმიიღო, მაგ. ქართული ენის სწავლება, განათლება, პოლიტიკური დიალოგის გამართვა,ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 2008 წელს ზოგადი უნარებისგამოცდები პირველად ბარდებოდა ეროვნული უმცირესობების ენებზეც. მთავრობამმეტი ყურადღება დაუთმო შეიარაღებულ ძალებში და პოლიციაში მომსახურეპირებისათვის ქართული ენის სწავლებას.2007 წლის ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი მუსულმანი მესხების - 1944 წელსსტალინის მიერ გადასახლებული ეროვნული უმცირესობის ჯგუფის, რეპატრიაციისშესახებ. კანონი მიღებული იქნა 1999 წელს ევროსაბჭოს მიმართ ნაკისრივალდებულებების ფარგლებში, როდესაც საქართველომ ვალდებულება აიღო 2011წლისათვის დაესრულებინა მესხების გადმოსახლების პროცესი. ამ კანონისსაფუძველზე მთავრობამ 2008 წლის იანვარში დაიწყო რეპატრიაციის შესახებგანცხადებების მიღება იმ მესხებისაგან, ვისაც გადასახლების დამადასტურებელისაბუთები ჰქონდა. აღნიშნული კანონის მიღება გახდა პარლამენტის ოპოზიციურიწევრებისა და მედიის კრიტიკის საგანი, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მესხებითდასასახლებელ ტერიტორიებზე ეთნიკური და დემოგრაფიული ბალანსი ძალზესათუთი იყო და ამ ტერიტორიაზე ეთნიკურად საგრძნობლად დიდი სომხური თემიიყო დასახლებული. წლის ბოლოსათვის რეპატრიაციის შესახებ განცხადებაშემოტანილი ჰქონდა 1,700-ზე მეტ მესხს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად,ახალციხესა და აბასთუმანში დაბრუნდა და დასახლდა 150 მეტი მესხი. 2008 წლისდეკემბერში პარლამენტმა კენჭი უყარა განცხადებების მიღების ვადის გაგრძელებას<strong>2009</strong> წლის 1 ივლისამდე.საზოგადოებრივი ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალურ ორიენტაციასა დაგენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული ძალადობრივი ქმედებებიკანონის მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია, სქესობრივი კავშირის დამყარებამამაკაცებს შორის ან ქალებს შორის არ ითვლება დანაშაულად, თუმცაჰომოსექსუალიზმი საზოგადოებაში არ იყო ფართოდ გავრცელებული.არსებობდა ლესბოსელთა, ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთარამოდენიმე ორგანიზაცია; თუმცა მათი მუშაობა უფრო იმაში მდგომარეობდა, რომაემაღლებნათ საზოგადოების ტოლერანტობა სექსუალური უმცირესობებისადმი. ამისერთერთი მიზეზი იყო ძლიერი სოციალური სტიგმის არსებობა ჰომოსექსუალების


მიმართ, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ამმოვლენის გაკიცხვა. ახალმა სახალხო დამცველმა (იხ. ნაწილი 5) განაცხადა, რომ მისერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა სექსუალური უმცირესობათა ჯგუფებისა დაცალკეული პირების დაცვა და 31 ივლისს სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულსხვა კანდიდატთან გამართულ დებატებში, მან განაცხადა, რომ სექსუალურიორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია მიუღებელი იყო.15 დეკემბერს, პოლიციამ გაჩხრიკა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი, რომელიცმხარს უჭერს სექსუალური უმცირესობების თანასწორი უფლებების დაცვას. ცნობებისმიხედვით, სამართალდამცავები მიმართავდნენ ანტიჰომოსექსუალისტურცილისმწამებლურ ბრალდებებს, მოხდა მათი გაშიშვლება სხეულის დათვალიერებისმიზნით, დააზიანეს ორგანიზაციის პლაკატები, დაარბიეს ოფისი, ყოველგვარიმიზანშეწონილი მიზეზის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ რაიმეპროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და ამტკიცებდა, რომ ამ ორგანიზაციისპროფილი არაკანონიერი იყო. სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ გენერალურიინსპექციის სამსახურმა ერთ თანამშრომელს გამოუცხადა "სასტიკი" საყვედურიპოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან მისი საქციელიშეფასდა, როგორც არაეთიკური და პოლიციის ოფიცრისთვის შეუფერებელი. დანარჩენორ პოლიციის ოფიცერს აგრეთვე გამოუცხადეს "სასტიკი" საყვედური, რადგან მათ არაღკვეთეს ზემოთ ხსენებული პოლიციის ოფიცრის არაეთიკური ქმედება.სხვა საზოგადოებრივი ძალადობა და დისკრიმინაციაკანონი კრძალავს დისკრიმინაციას შიდსის ნიშნით. თუმცა ამგვარი დარღვევისწინააღმდეგ სასჯელი არ არსებობს. არასამთავრობოების განცხადებით სოციალურისტიგმა მრავალ ადამიანს აიძულებს უარი თქვას ტესტირებაზე ან მკურნალობაზედისკრიმინაციის შიშით. ზოგი სამედიცინო სამსახური, განსაკუთრებით, კბილისექიმები ხშირად უარს ეუბნებოდნენ შიდსის ვირუსის მქონე პაციენტებსმკურნალობაზე. ადამიანები ხშირად მალავდნენ დაავადებას სამსახურის დაკარგვისშიშით.ნაწილი 7. დასაქმებულთა უფლებებია. ასოციაციების შექმნის უფლებაკანონის თანახმად, ყველა დასაქმებულს, მათ შორის საჯარო მოხელეს, უფლება აქვსშექმნას ან გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირში, ყოველგვარი წინასწარი ნებართვის დაზედმეტი მოთხოვნების გარეშე და მშრომელები სარგებლობენ ამ უფლებით. თუმცაკანონი ზღუდავს სამართალდამცავი უწყებების, ექიმების, მეხანძრეების, გენერალურიპროკურატურის და გარკვეული სამინისტროების (მაგ., თავდაცვის სამინისტრო)კავშირებში გაერთიანების და გაფიცვებში მონაწილეობის უფლებას. პროფკავშირების


წარმომადგენლების განცხადებით, შრომითი კოდექსი ზღუდავს მათი უფლებებისგანხორციელების მექანიზმებს. პროფესიული კავშირის შესაქმნელად სულ ცოტა 100ადამიანია საჭირო - ასეთი მოთხოვნა მიზანშეუწონლად მიაჩნია შრომის საერთაშორისოორგანიზაციის ექსპერტთა კონვენციებისა და რეკომენდაციების განცხადებებისკომიტეტს.საქართველოს პროფესიული კავშირების კონეფედერაცია ძირითადი პროფესიულიგაერთიანებაა, რომელიც წარმოადგენს პროფკავშირებს 23 სექტორში და აერთიანებს252.900 მუშაკს. არსეობობდა საჯარო მოხელეების, სოფლის მეურნეობის დახელოვნების სფეროს მუშაკთა რამოდენიმე მცირე კავშირი; ისინი არ არიანკონფედერაციის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ორგანიზაციების მუშაკთაუმეტესობა პროფკავშირის წევრი იყო, მათი ძალაუფლება მაინც არ შეესაბამებოდა მათმრავალრიცხოვან წევრობას. წევრთა ძალზე მცირე ნაწილი აქტიურობდა და,კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ეს აძლევდა ხელმძღვანელობას თავისუფლადმოქმედების საშუალებას.კანონი უზრუნველყოფს პროფესიული კავშირების საქმიანობაში ჩაურევლობას.კანონის თანახმად კავშირის წევრებს აქვთ გაფიცვის უფლება; თუმცა, გაფიცვისმაქსიმალური პერიოდი კანონით 90 დღეა. არსებული ინფორმაციის მიხედვითგაფიცვები ეწყობოდა უფლებების კონფლიქტთან და არა ინტერესთა კონფლიქტთანდაკავშირებით. მშრომელები ზოგადად სარგებლობდნენ შრომის კოდექსითმინიჭებული გაფიცვის უფლებით, თუმცა გაფიცვებს იშვიათად ჰქონდა ადგილი.საქართველოს პროფესიული კავშირების კონეფედერაცია ამტკიცებდა, რომ გაფიცვებისიშვიათობა შეზღუდვებითა და სამსახურის დაკარგვის შიშითაა განპირობებული.ბ. კოლექტიური ორგანიზების და გარიგების უფლებაკანონი აღიარებს დასაქმებულთა უფლებას გააფორმონ ერთობლივი გარიგება, დაითვალისწინებს სასჯელს მათთვის, ვინც უარს განაცხადებს მოლაპარაკებაზე. თუმცა,სახელმწიფო ხშირად არ იცავდა ამ უფლებას. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა,რომ შრომის კოდექსის ერთ-ერთი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ დამსაქმებლებს არმოეთხოვებათ ხელქვეითებისთვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წინასწარიშეტყობინების გადაცემა. შრომის კოდექსი აგრეთვე საშუალებას აძლევს დამსაქმებელსშეწყვიტოს შრომითი კონტრაქტი თავისი სურვილისამებრ, ყოველგვარი მიზეზისახსნის გარეშე. ეს საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დაითხოვოს მუშაკი სამსახურიდანდისკრიმინაციის საფუძველზე (მაგ., სქესი, პოლიტიკური კუთვნილება, და ა.შ.) ანკავშირში აქტიური საქმიანობის გამო.კოლექტიური გარიგებების პრაქტიკა არ იყო ფართოდ გავრცელებული. დამსაქმებლებიარ არიან ვალდებულნი კოლექტიურ გარიგებებში მიიღონ მონაწილეობა, მაშინაც კიროდესაც პროფკავშირები ან მოსამსახურეების ჯგუფი გამოხატავს ასეთ სურვილს.


წლის განმავლობაში სპკკ-მ დადო დაახლოებით 80 კოლექტიური გარიგება და სამიშეთანხმება სექტორის დონეზე. ცუდი მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, ისევე როგორცკოლექტიური შეთანხმების პროცედურების შესახებ ცოდნის ნაკლებობა ზღუდავდა ამგარიგებების ეფექტურ განხორციელებას.კანონი კრძალავს დამსაქმებლების მხრიდან კავშირის ან მისი წევრების მიერორგანიზებული საქმიანობის დისკრიმინაციას და დამსაქმებლები შეიძლება დაისაჯონამგვარი დარღვევებისთვის და დაევალოთ სამსახურში თანამშრომლების დაბრუნება დამათთვის ხელფასების გადახდა. თუმცა შრომის კოდექსი აძლევს დამსაქმებლებსშრომითი ხელშეკრულების თავიანთი სურვილით შეწყვეტის საშუალებას, რაც ამკანონის ხარვეზს წარმოადგენს. მიუხედავად ამ კანონისა, სპკკ და მისი ეროვნულიკავშირები კვლავ იუწყებოდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მენეჯმენტიაფრთხილებდა თანამშრომლებს და უკრძალავდა მათ პროფესიული კავშირების შექმნასდა სპკკ-მ აღნიშნა რამოდენიმე შემთხვევა წლის განმავლობაში, როდესაცდამსაქმებლები კავშირის წევრებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით კავშირშიმონაწილეობისთვის. სპკკ-ს გამოთვლით, მათ დაკარგეს დაახლოებით 20, 000 წევრი,იმის გამო, რომ მათ ავიწროებდნენ ან სამსახურიდან ითხოვდნენ. იყო უწყვეტი ცნობებიიმის შესახებ, რომ ზოგიერთი მოსამსახურე, მათ შორის საჯარო მოსამსახურეებიც,ჩიოდნენ დამსაქმებლის მიერ მათ მიმართ დაშინების და მუქარის გამოყენების გამო,რადგან ისინი კავშირის საქმიანობის ორგანიზაციაში იღებდნენ მონაწილეობას. ესაგრეთვე შეეხო მასწავლებლებს, სამთო სექტორში, ნავთობსადენსა თუ პორტშიმომუშავე ადამიანებს; აგრეთვე თბილისის მუნიციპალურ მთავრობას. სპკკ-ს მიხედვით,წლის განმავლობაში 51-მა ადამიანმა სამსახური სავარაუდოდ დაკარგა იმის გამო, რომპროფესიული კავშირის წევრი იყო. სხვა შემთხვევებში შეუძლებელი იყო იმისდასაბუთება, რომ გათავისუფლება კავშირში წევრობის გამო მოხდა, რადგან კონტრაქტიუმეტეს წილად მოკლევადიანი იყო (ერთ თვიანი) და კონტრაქტის ვადის ამოწურვასახელდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად.2007 წელს, ფოთში, კავშირის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს პროფკავშირულისაქმიანობისათვის, ხოლო მათი ოფისი დაილუქა. პორტის ხელმძღვანელობასთანმოლაპარაკებების შემდეგ მუშაკთა უმრავლესობა სამსახურში აღადგინეს და ოფისიგაიხსნა. სასამართლომ, სადაც პროფკავშირებმა შეიტანა სარჩელი 11 თანამშრომლისსამსახურში არ აღდგენასთან დაკავშირებით, გამოიტანა გადაწყვეტილება კავშირისწინააღმდეგ და 4 მაისს, სპკკ-მ საქმე აპელაციაზე შეიტანა ევროპის ადამიანისუფლებების სასამართლოში, რომელმაც მიიღო სპკკ-ს საჩივრის განცხადება და საქმისგანხილვა უნდა დაწყებულიყო 2010 წლის დასაწყისში.სპკკ-ს მიხედვით, 2008 წლის მარტში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში BთMტექსტილის თანამშრომლებმა ჩამოაყალიბეს პროფკავშირი, რომელიც აჭარის სპპკ-სგანყოფილების ფილიალს წარმოადგენდა. იმავე დღეს, ცხრა მოსამსახურე, რომლებიც ამკომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდნენ აირჩიეს პროფკავშირის კომიტეტის წევრებად.


კომპანიის გენერალურ დირექტორს გაეგზავნა ოფიციალური შეტყობინება კავშირისჩამოყალიბების შესახებ ელექტრონული ფოსტით. მეორე დღეს, დამსაქმებელმადაითხოვა ცხრავე მოსამსახურე შრომის კოდექსის 37 (დ) და 38 (გ) მუხლებისსაფუძველზე, რომელთა მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია თავისი სურვილისმიხედვით შეწყვიტოს მოსამსახურესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. სპკკ-სმიერ ამ ფაქტის გასაჩივრება ბათუმის სასამართლოში წარუმატებლად დამთავრდა.წლის ბოლოს საქართველოს უზებნაესმა სასამართლო იხილავდა ზემოთაღნიშნულსაქმეებს. სპკკ-მ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების გამო მოსამსახურეებს აღარჰქონდათ კავშირში შესვლის და აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი.სპკკ-მ აღნიშნა შემთხვევები, როდესაც მოსამსახურეები ვერ იხდიდნენ სავალდებულოსწევროებს კავშირის საბანკო ანგარიშზე, რომელიც ხელფასიდან უნდაგადარიცხულიყო. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კომპანია საქართველოს ფოსტამდაბლოკა 38,000 ლარის (22,485 აშშ დოლარი) საწევროების გადარიცხვა მოსამსახურეთახელფასებიდან პროფკავშირის საბანკო ანგარიშზე. სპკკ-ს მიხედვით, წლის ბოლოსსაწევროების გადარიცხვის მსგავსი პროცესი კვლავ გრძელდებოდა.საექსპორტო ზონები არ არსებობს.გ. იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვაკანონი კრძალავს იძულებით ან სავალდებულო შრომას, და ასეთი შემთხვევები არდაფიქსირებულა; თუმცა იყო ქალების და ბავშვების ტრეფიკინგის შემთხვევებიქვეყნიდან ან ქვეყნის გავლით - სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ხოლომამაკაცების შემთხვევაში - იძულებითი შრომის მიზნით (იხ. ნაწილი 5).არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები აპროტესტებდნენ შრომისკოდექსის დებულებას, რომლის მიხედვით სავალდებულო შრომა ნებადართულიასაგანგებო ვითარების ან ბუნებრივი კატაკლიზმების დროს და რომელიც არითვალისწინებს ასეთი შრომის ანაზღაურებას. შრომის კოდექსის თანახმად,დამსაქმებელს უფლება აქვს 90 წუთით გაზარდოს ან შეამციროს სამუშაო დღე,შრომითი ხელშეკრულების პირობების შეუცვლელად. არასამთავრობო ორგანიზაციებისაზრით, ეს პირობა ხელქვეითებს აიძულებს იმუშაოს დამატებითი საათები ყოველგვარიკომპენსაციის გარეშე, რაც არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ იძულებითიშრომის აკრძალვას.წლის განმავლობაში, აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც საქართველოსიურისდიქცია არ ვრცელდება, დაფიქსირდა ბიჭების იძულებითი შრომის გამოყენებისშემთხვევები. იმის დადგენა, იყვნენ თუ არა ეს ბიჭები 18 წელს ქვემოთ, ვერ მოხერხდა.დ. არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი


არსებობს კანონები და ნორმები, რომლებიც არასრულწლოვნებს იცავენ სამუშაოადგილზე ექსპლუატაციისაგან, თუმცა დაფიქსირებულია არასრულწლოვნებისექსპლუატაციის ფაქტებიც.სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მოზარდთა უფლებებს არ ეთმობასათანადო ყურადღება და ეს არის შრომის კოდექსის ერთერთი უმთავრესინაკლოვანება. თუმცა უმუშევრობის მაღალი დონე განაპირობებს, რომ უამრავიზრდასრული მუშა-მოსამსახურე თანახმაა იმუშაოს დაბალ ხელფასზე და ამიტომაცარასრულწლოვანთა შრომა იშვიათობას წარმოადგენდა ქვეყანაში. შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია იზრუნოსარასრულწლოვანთა შრომის მარეგულირებელი კანონების აღსრულებაზე. მიუხედავადიმისა, რომ ოფიციალური მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი, 2007 წლეს ჩატარებულიგამოკითხვის შედეგების მიხედვით დასაქმებულ არასრულწლოვანთა დაახლოებით77.4 პროცენტი პერიოდულად მუშაობდა საოჯახო ფერმებში, ხოლო 18.4 პროცენტისაოჯახო საწარმოებში. საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ცნობით,სოფლად მცხოვრები ბავშვები ოდნავ უფრო მეტად იყვნენ დასაქმებულნი. ქალაქშიმცხოვრები ბავშვებს კი იყენებდნენ ტრეფიკინგში, ისინი მუშაობდნენ ქუჩაში,მათხოვრებდნენ ან წვრილმანებით ვაჭრობდნენ.დასაქმების მინიმალური ასაკი კანონით არის 16 წელი; თუმცა გამონაკლისშემთხვევებში 14-15 წლის ბავშვებს უფლება აქვთ იმუშაონ მშობლების თანხმობით. 18წლამდე მოზარდებს ეკრძალებათ არაჯანსაღი ან მისწისქვეშა სამუშაოების შესრულება,ხოლო 16-დან 18 წლამდე მოზარდებმა უნდა იმუშაონ შემცირებული სამუშაო საათებიდა აკრძალული აქვთ ღამე მუშაობა. შრომის კოდექსით ნებადართულია 14 წლამდეასაკის ბავშვებთან შრომითი ხელშეკრულების დადება სპორტის, ხელოვნების,კულტურისა და სარეკლამო სფეროებში. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტემენტს ევალება შრომითი დარღვევებისაღმოჩენა, პრეტენზიების განხილვა და შრომით კანონმდებლობასთან დარეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სოციალური დაცვის დეპარტამენტსაქვს ბავშვთა დაცვისა და სოციალური პროგრამების ქვეგანყოფილება, რომელშიცმუშაობს 12 სპეციალისტი, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან ისეთისაკითხებით, როგორიცაა ბავშვის შვილად აყვანა, უპატრონო ბავშვების მოვლა-პატრონობა, ბავშვთა უფლებები, მათ შორის ბავშვთა შრომა. ქვეგანყოფილებისინფორმაციით, წლის განმავლობაში მათთან არ შემოსულა საჩივარი ბავშვთაშრომასთან დაკავშირებით. ქვეგანყოფილების მიერ შემუშავებული პოლიტიკახორციელდება იმავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოციალურიმომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილიექნება ბავშვთა შრომის კანონის დარღვევას, კანონი ითვალისწინებს დამსაქმებელზესანქციის დაწესებას სასამართლოში გადაცემით. სოციალური დაცვის დეპარტმენტსზოგადად არ მიუღია ასეთი ზომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დარღვევა


ეხებოდა სამუშაოსთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს.ე. მისაღები სამუშაო პირობებიარც სახელმწიფო მოხელის მინიმალური ხელფასი, დაახლოებით 115 ლარი (70 აშშდოლარი) თვეში, და არც კერძო სექტორის მუშაკის მინიმალური ხელფასი,დაახლოებით 20 ლარი (12 აშშ დოლარი) თვეში, არ შეესაბამებოდა ცხოვრების მისაღებსტანდარტს. მინიმალური ხელფასი დაბალი იყო თვიურ საშუალო ხელფასზე, როგორცკერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. ოფიციალური საარსებო მინიმუმი იყოდაახლოებით 124 ლარი (74 აშშ დოლარი) ერთ სულზე, და 209 ლარი (124 აშშ დოლარი)ოთხსულიან ოჯახზე. არადეკლარირებული სავაჭრო საქმიანობა, ოჯახის წევრების დამეგობრების დახმარება, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გაყიდვა ხშირადწარმოადგენდა ხელფასის დანამატს. შრომის, ჯანდაცვის და სოციალურიუზრუნველყოფის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მინიმალური ხელფასი.ხელფასის მინიმალური დონე არ შეცვლილა 2005 წლიდან საჯარო სექტორში და 1990წლიდან კერძო სექტორში და საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა მინიმალური ხელფასისმოთხოვნების არსებობის შესახებ.შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებს 41-საათიან სამუშაო კვირას და კვირაში 24საათიან დასვენების პერიოდს, თუ შრომით ხელშეკრულებაში არ არის მითითებულისხვა პირობები. სახალხო დამცველის სამსახურმა აღნიშნა ორსული ქალებისუფლებების უგულებელყოფა, რაც შრომის კოდექსის მნიშვნელოვანი ნაკლია. კოდექსიარ იცავს ორსულ ქალებს სამსახურიდან დათხოვნისაგან დეკრეტული შვებულებისდროს. კოდექსის თანახმად, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება 41 საათითსამუშაო კვირაში, შესვენებებისა და გამოსასვლელი დღეების გარეშე, თუსაწინააღმდეგო არ არის დადგენილი შრომითი ხელშეკრულებით. სამუშაო დღეებს(ცვლებს) შორის შესვენება არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შრომის კოდექსის დებულებისმიხედვით დამსაქმებლებს ნება ეძლევათ ცალმხრივად შეცვალონ სამუშაო საათებისრაოდენობა 90 საათით, რის შედეგადაც მოსამსახურეებისგან შეუძლიათ მოითხოვონდამატებითი საათების მუშაობა კომპენსაციის გარეშე. (იხ. ნაწილი 7. გ.). ფეხმძიმე ანახლად ნამშობიარები ქალებისთვის აკრძალულია იმუშაონ დამატებითი საათები მათითანხმობის გარეშე. დამატებითი სამუშაო საათები გულისხმობს შრომითიხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო საათების მიღმა ნამუშევარ დროს. თუშრომითი ხელშეკრულება არ განსაზღვრავს კონკრეტულად სამუშაო საათებისრაოდენობას, მაშინ დამატებით სამუშაო დროდ ითვლება საათების ის რაოდენობა,რომელიც აჭარბებს 41 სამუშაო საათს კვირაში. დამატებითი საათების მუშაობისპირობები განისაზღვრება მხარეების მიერ დადებულ ხელშეკრულებაში.დამსაქმებელი, როგორც წესი, არ არის ვალდებული აანაზღაუროს დამატებითისაათების რაოდენობა ან გასცეს მომატებული ანაზღაურება.


მთავრობამ დააწესა შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტები. თუმცა,სახალხო დამცველის აპარატი უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნასთანდაკავშირებულ წარუმატებლობებს ასახელებს შრომის კოდექსის განხორციელებისყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებად. ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ დამინისტრის მრჩეველმა გაამახვილეს ყურადღება შრომის პრობლემებზე. სამინისტრომონიტორინგს უწევს მიღებული შრომითი სტანდარტების დაცვას და იმუშავებსწინადადებებს საჭიროებისამებრ. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისსაპარლამენტო კომიტეტი ზედამხედველობას უწევს შრომითი პოლიტიკისგანხორციელებას და განიხილავს სამინისტროდან მიღებულ შრომასთან დაკავშირებულწინადადებებს.სპკკ-ს მიხედვით, წლის განმავლობაში მთავრობას არ ჩაუტარებია სამუშაო ადგილისჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინსპექტირება. უფრო მეტიც, წლის განმავლობაშიპრემიერ მინისტრმა გააუქმა ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფოდეპარტამენტი, სამთავრობო უწყება, რომელიც ადრე პასუხისმგებელი იყო სამუშაოადგილის მონიტორინგზე, როგორც იუწყებიან, არსებული კორუფციის გამო დაამდენად აღარ არსებობს სამთავრობო უწყება, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს.კანონი ითვალისწინებს მაღალ ანაზღაურებას საშიში სამუშაოებისათვის და უფლებასაძლევს მუშაკს უარი თქვას სიცოცხლისათვის სახიფათო ვალდებულებისშესრულებაზე, სამსახურის დაკარგვის საფრთხის გარეშე; თუმცა პრაქტიკაშიმოსამსახურეებს არასდროს უსარგებლიათ ამგვარი უპირატესობით მათიუსაფრთხოების დასაცავად, რაც განპირობებული იყო სამუშაოს დაკარგვის შიშით.ორიგინალი: http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/<strong>2009</strong>/eur/136032.htm

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!