24.11.2014 Views

კითხვები

კითხვები

კითხვები

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ავტორი: ლაშა კილაძე

28. თავიანთი კრებული „სულ ახალი ზღაპრები“, მწერლებმა - ნილ გეიმანმა და ელ

სარანტონიომ მიუძღვნეს ალექსანდრ დიუმას, მარკ ტვენს, ჩარლზ დიკენსსა და

ბარონესა ორცის. წიგნის შესავალში მოხსენიებულია იქსი - შესანიშნავ მთხრობელი

და თავადაც ზღაპრის გმირი. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- შაჰერეზადა

კომენტარი: 1001 ღამის პერსონაჟი, რომელიც ძირითადად ზღაპრების თხრობითაა

დაკავებული. ჩამოთვლილი მწერლები კრებულის ავტორთა აზრით, საუკეთესო

მთხრობელები არიან.

წყარო: http://flibusta.net/b/321378/read

ავტორი: ლაშა კილაძე

29. ყურადღება, კითხვაში ცვლილებაა!

1787 წლის მაისში ნაპირზე გადასული 1487 ინლისელიდან 778 ჯენტლმენი იყო. ორი

კვირის შემდეგ იმავე ნაპირს ქალი-ჯენტლმენებით დატვირთული გემები მიადგნენ.

ჯენტლმენები გახდენენ პირველი მეთუნეები, სასტუმროს მეპატრონეები და

პოლიციელებიც კი. დამისახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვაში ჩვენ შევცვალეთ

სიტყვით „ჯენტლმენი“.

- კატორღელი

ითვლება: დამნაშავე, პატიმარი, გადასახლებული და სხვა აზრობრივად სწორი პასუხი.

კომენტარი: ეს იყო კატორღელების პირველი ნაკადი ავსტრალიაში.

წყარო: "Русский репортер", N3(232), 26 января-2 февраля 2012.

ავტორი: ლაშა კილაძე

30. ზოგიერთი მკვლევარი ეთიოპიის, ერითრეისა და ჯიბუტის ტერიტორიაზე

მცხოვრებ აფარების ტომის ქალებს ერთი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის

პროტოტიპებად მიიჩნევს. თეორიის სასარგებლოდ ლაპარაკობს აფარი ქალების

წვრილი ნაწნავები და თევზის ქერცლივით პრიალა კანი. კიტხვა: დამისახელეთ ეს

მითოლოგიური პერსონაჟი!

- მედუზა გორგონა

კომენტარი: აფარის ქალების მესამე ნიშანია მომნუსხველი გამოხედვა. მოგეხსენებათ,

მედუზა გორგონას მომნუსხველი მზერა ყველას აქვავებდა. თეორიას ამყარებს ისიც,

რომ გორგონას მკვლელმა პერსევსმა ეთიოპიის დედოფალი, ანდრომედა გადაარჩინა.

წყარო: Вокруг Света, 2003 №2 (2749) ст. 19

ავტორი: ლაშა კილაძე

31. გერმანული ზმნა Sparen (შპარენ) ქართულად ეკონომიას ნიშნავს. ერთ-ერთი

ვერსიით იქსმა თავისი სახელი სწორედ ამ ზმნისაგან მიიღო. აქვე გეტყვით, რომ

2012 წლის მაისის ბოლოს ერთმა თქვენმა ყაზახმა კოლეგამ შექმნა იქსი სიგრძით 11

მეტრი. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- შპარგალკა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!