24.11.2014 Views

კითხვები

კითხვები

კითხვები

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

პროექტი: ინტელექტის დღე

ფინალი

11 მაისი 2013, 14:00

შეკითხვები (36 ძირითადი + 8 პენალტი)

მთავარი რედაქტორი: ლაშა კილაძე

1. თედო სახოკია წერდა, რომ ამ კუთხემ სახელწოდება მიიღო იმ პერიოდში, როცა

საქართველოს საზღვრები აღმოსავლეთით კასპიის ზღვას წვდებოდა, დასავლეთით

კი - ტრაპიზონამდე მიდიოდა. მაშინ სწორედ ეს კუთხე ითვლებოდა ქვეყნის

შუაალაგად, გულად. კითხვა: დამისახელეთ საქართველოს ეს ისტორული (და

ამჟამინდელი) კუთხე!

- გურია

კომენტარი: მეგრულად გური - გული

წყარო: თედო სახოკია, „მოგზაურობანი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1985, გვ.24

ავტორი: ლაშა კილაძე

2. თანამედროვე ავსტრიელი მჭედლები - ძმები შმიდბერგერები - შუასუკუნეების

საჭურველის აღიარებული სპეციალისტები არიან. მათ მიერ გამოჭედილი

საჭურველი პრაქტიკულად არ განსხვავდება 500 წლის წინანდელისაგან. ამჟამად

ძმები კონკრეტულ შეკვეთას ასრულებენ და მთელი არმიის გადაიარაღებას

ახდენენ. კითხვა: რომელი სახელმწიფოს არმიის გადაიარაღებაზე მუშაობენ

ამჟამად შმიდბერგერები?

- ვატიკანის

კომენტარი: ვატიკანის არმია წარმოადგენს ტრადიციული შუასაუკუნეების იარაღით

აღჭურვილ შვეიცარიელ გვარდიელთა რაზმს. ძმები შვეიცარიელი გვარდიელების

გადაიარაღებაზე მუშაობენ.

წყარო: http://daypic.ru/about-all/133338

http://guraran.ru/news/newsread/news_id-3933

ავტორი: ლაშა კილაძე

3. მოსკოვის ცენტრში მდებარე სტაროვაგანკოვის შესახვევი 1926-1996 წლებში იქსის

და იგრეკის სახელს ატარებდა. საინტერესოა, რომ ფილოსოფიის დოქტორი იქსი და

ფაბრიკის კლერკი იგრეკი ერთმანეთს პირველად 1842 წლის 16 ნოემბერს, ქალაქ

კიოლნში შეხვდენ. კითხვა: დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც!

- მარქსი და ენგელსი

კომენტარი: სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შესახვევს თავისი ისტორიული სახელი

დაუბრუნეს.

წყარო: ბმული / Вокруг Света 2009 №11(2830) ст 72

ავტორი: ლაშა კილაძე

4. ერთ-ერთ ინტერვიუში, შვედი მწერალი სტიგ ლარსონი ამტკიცებდა, რომ წიგნის

„გოგონა დრაკონის ტატუთი“ პერსონაჟები ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების

გავლენით მოიფიქრა. ასე, მაგალითად, მიქაელ ბლუმკვისტის პროტოტიპი

ლინდგრენის კალე ბლუმკვისტია. კითხვა: რომელი პერსონაჟის მიხედვით შეიქმნა

ლისბეტ სალანდერი?

- პეპი გრძელიწინდის

კომენტარი: ორივე მათგანი მარტოხელა და დიდი შესაძლებლობების მქონე გამხდარი

გოგონაა.

წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Девушка_с_татуировкой_дракона

ავტორი: ლაშა კილაძე

5. ბევრი იაპონური ტრადიცია ჩინურიდან იღებს სათავეს. ასე მაგალითად, ბრინჯის

მოსაყვანი მინდვრების დატბორვის დროს წარმოქმნილ გუბეებში ჩინელები კობრს

(თევზს) აშენებდენ ხოლმე. კითხვა: დამისახელეთ კერძი, რომელსაც ჩინელები

ტრადიციულად მოსავლის აღების ზეიმზე მიირთმევენ!

- სუში

კომენტარი: სუში არის ბრინჯისა და თევზისაგან დამზადებული კერძი. ფიქრობენ,

რომ იგი იაპონიაში ჩინეთიდან მოხვდა

წყარო: BBC. Дикий Китай. Часть 1.

ავტორი: ლაშა კილაძე

6. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია ნედლეულის კრიზისმა მოიცვა. ამასთან

დაკავშირებით, ოპელმა ავტომობილების დამზადება იქსისაგან დაიწყო. ალბათ,

აქედან გაჩნდა ანდაზა: „ყველა ავტომობილი საბოლოოდ ოპელად გადაიქცევაო“.

კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- ჯართი

კომენტარი: ბუნებრივია, საბოლოოდ ყველა ავტომობილი ჯართად იქცევა,

ჯართისაგან კი იმპერიოდში მზადდებოდა ოპელი

წყარო: http://chistoprudov.livejournal.com/114795.html

ავტორი: ლაშა კილაძე

7. ყურადღება, ნაწყვეტი შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან:

„...არ აკლდება საქართველოს მადლი, ციდან გადმოსული,

ბნელშიც ელავს ხვითოსავით სიტყვა მისი ჯადოსნური.

ჰე, ბიჭებო, გზაზე დახვდით, მცხეთას დახვდით უთენია,

მარჯვენაზე ეამბორეთ, ეს რა კარგად უწერია!“

კითხვა: ვის მიუძღვნა ეს სტრიქონები შოთა ნიშნიანიძემ?

- კონსტანტინე გამსახურდიას

წყარო: შ. ნიშნიანიძე, უპირეველეს ყოვლისა, „საბჭ.საქ“, 1988, გვ.495

ავტორი: მაგდა ბებიაშვილი, ფრაიბურგი, გერმანია

8. ადრე ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ამ მითოლოგიური

პერსონაჟის სახელს ატარებდა. დაახლოებით იგივე მეტსახელს უწოდებენ ამჟამად

საბერძნეთის საავიაციო ინსტიტუტის კურსანტებსაც. კითხვა: დამისახელეთ ეს

მითიური პერსონაჟი!

- იკაროსი

ითვლება: მხოლოდ ზუსტი პასუხი.

კომენტარი: ბერძნული მითის მიხედვით ზღვის სწორედ ამ ნაწილში ჩამოვარდა და

დაიხრჩო იკაროსი. კურსანტებს მოიხსენიებენ მეტსახელით „იკაროი“ (ს-ს გარეშე).

წყარო: http://www.lib.ru/POEEAST/SOFOKL/sofokl4_3.txt_Piece100.02

ავტორი: ლაშა კილაძე

9. ბრუკლინში ახლახანს გაიხსნა მარტოხელა იქსების კედელი. კედელზე

გამოფენილმა იქსებმა თავიანთი მეორე ნახევრები დაკარგეს და ეს კედელი

დაკარგულთა ხსოვნას ეძღვნება. დამისახელეთ იქსები ერთი სიტყვით!

- წინდები

კომენტარი: კედელზე დაკიდებულია ცალი წინდები, რომლებმაც თავიანთი ცალები

დაკარგეს.

წყარო: http://pikabu.ru/story/stena_odinokikh_noskov_v_brukline_796379

ავტორი: ლაშა კილაძე

10. ალექსანდრ მორიც ფრაი თავისი ცნობილი თანაპოლკელის შესახებ იხსენებდა, რომ

თავდაპირველად იგი ვილჰელმ მეორის მსგავსად დიდ ულვაშებს ატარებდა.

მაგრამ მოგვიანებით უფროსის ბრძანების გამო იძულებული გახდა, შეეცვალა მათი

ფორმა აირწინაღის უკეთ მოსარგებად. კითხვა: ვინ იყო ფრაის თანაპოლკელი?

- ადოლჰ ჰიტლერი

კომენტარი: დიდი ულვაში აირწინაღის მჭდროდ მორგებას უშლის ხელს.

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Toothbrush_moustache

ავტორი: ლაშა კილაძე

11. ცნობილი ფაქტია, რომ კაზინოს რულეტკაზე გამოსახული ყველა რიცხვის ჯამი 666

შედგენს. ამიტომ რულეტკას ხშირად უწოდებენ იქსს. ცნობილია, რომ მსოფლიოში

ყველაზე დიდი იქსი სინგაპურში მდებარეობს და მისი დიამეტრი 160 მეტრს

აღწევს. კითხვა: დამისახელეთ იქსი ორი სიტყვით!

- ეშმაკის ბორბალი

კომენტარი: სინგაპურში დგას ყველაზე მაღალი ატრაქციონი - „ეშმაკის ბორბალი“.

წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Рулетка

2. http://ru.wikipedia.org/wiki/Сингапурское_колесо_обозрения

ავტორი: ლაშა კილაძე

12. ევროკავშირის ეთნოგრაფიულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევები და განსაზღვრა

ევროკავშირის ოფიციალური ენების ნათესაობის ხარისხი. კვლევის შედეგად

აღმოჩნდა, რომ იტალიურ და ფრანგულ ენებს 89% ლექსიკური თანხვედრა აქვთ.

კითხვა: დამისახელეთ ევროკავშირის კიდევ ორი ოფიციალური ენა, რომელთაც

ასევე 89 პროცენტიანი თანხვედრა აქვთ ერთმანეთთან და 80%-იანი იტალიურ-

ფრანგულთან!

- ესპანური და პორტუგალიური

კომენტარი: ძალიან მსგავსი ენებია.

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Lexical_similarity

ავტორი: ლაშა კილაძე

13. ნიკო ნიკოლაძე იგონებდა, რომ პეტერბურგში სწავლის დროს ხშირად

კითხულობდა ოპოზიციურ ჟურნალ „სოვრემენნიკს“. ერთხელაც უნივერსიტეტის

ცენზორებმა ჟურნალის კითხვაზე წაუსწრეს და უთხრეს: „შენც ისე წახდები,

როგორც ის სტუდენტი წახდა. ისიც შილერს, ბაირონს და სკოტს კითხულობდა და

ამიტომაც დაესხა თავს ლაფი, უდიპლომოდ წავიდა აქედანო“. კითხვა: ვინ

მოუყვანეს ასე ცუდ მაგალითად ნიკოლაძეს? ვინ იყო ის სტუდენტი?

- ილია ჭავავაძე

წყარო: „აკაკის ლანდი, ქუთაისი, 2012, გვ. 203

ავტორი: ლაშა კილაძე

14. 1606 წლის 12 აპრილს წმინდა ანდრიას იქსზე დაიტანეს წმინდა გიორგის იქსი. 1801

წლის პირველ იანვარს მათ წმინდა პატრიკის იქსიც შეუერთდა. მე არ გეკითხებით

რა არის იქსი. დამისახელეთ ის, რამაც ყოველივე ამის შედეგად თანამედროვე სახე

მიიღო!

- დიდი ბრიტანეთის დროშა

ითვლება: იუნიონ ჯეკი, გაერთიანებული სამეფოს დროშა.

კომენტარი: წმ.ანდრიას ჯვარი შოტლანდიის სიმბოლოა, ისევე როგორც წმ. გიორგის

ჯვარი ინგლისის, ხოლო პატრიკის ჯვარი - ირლანდიის. სწორედ მათი კომბინაციით

მიიღება დიდი ბრიტანეთის თანამედროვე დროშა იგივე „იუნიონ ჯეკი“.

წყარო: ბმული

ავტორი: ლაშა კილაძე

15. წიგნის წარმატებით ფრთაშესხმულმა ავტორმა 1719 წელს მისი გაგრძელება

გამოსცა. ამ გაგრძელებაში მთავარ გმირს სწყინდება სახლში ჯდომა და ჩინეთში

ამოყოფს თავს, საიდანაც სახლში დაბრუნება ციმბირის, ურალის და სხვა ასეთივე

უკაცრიელი ადგილების გავლით უხდება. კითხვა: დამისახელეთ ამ გმირის სახელი

და გვარი!

- რობინზონ კრუზო

კომენტარი: კითხვაში ხაზგასმული სიტყვა „უკაცრიელი“ დამატებითი მინიშნებაა.

დანიელ დეფომ მართლაც გამოსცა „რობინზონ კრუზოს“ გაგრძელება

წყარო: http://www.lib.ru/PRIKL/DEFO/crusoeall2.txt

ავტორი: ლაშა კილაძე

16. მათ შორის გვხვდებიან კონუსი, ფონტანი, ახალი ფონტანი, გიგანტი და

ორთქლმავალი. მათგან ყველაზე დიდი სიმაღლეში 90 მეტრს აღწევს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2018 წლისთვის რეალური იქნება მათი გამოყენება

ელექტრო და სითბური ენერგიის წყაროდ. კითხვა: დამისახელეთ ისინი

ისლანდიური წარმოშობის სიტყვით!

- გეიზერი

კომენტარი: ისლანდიაზე განსაკუთრებით ბევრი გეიზერია.

წყარო: http://www.history.vn.ua/book/100prirodi/62.html

ავტორი: ლაშა კილაძე

17. გეიზერები არა მარტო ენერგიის წყაროდ გამოდგებიან. ასე მაგალითად,

იელოუსტოუნის პარკში მდებარობს გეიზერი სახელად „მართალი მოხუცი“,

რომელიც ყოველი 65,5 წუთში ამოიფრქვევა ხოლმე. კითხვა: რა ნივთის ნაცვლად

იყენებდენ „მართალ მოხუცს“ ინდიელები?

- საათის

კომენტარი: შესაძლებელი ხდება დროის დანიშვნა გეიზერის შესაშური

სტაბილურობის გამო.

წყარო: http://1001fact.info/o-prirode/interesnye-fakty-o-jelloustone/

ავტორი: ლაშა კილაძე

18. როგორც ამტკიცებენ მოდის მკვლევარები, იქსები საჭირო გახდა მხოლოდ მას

შემდეგ, რაც ანტიკური ჩაცმულობა შუა საუკუნეების ტანისამოსმა შეცვალა. შუა

საუკუნეების მოდის თანახმად კი პოპულარული გახდა ფიგურაზე ზუსტად

მორგებული ტანისამოსი. აქვე გეტყვით, რომ იქსების კოლექციონერებს

ფილობუტონისტები ქვიათ. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- ღილი

კომენტარი: სწორედ ღილები საშუალებით იყო შესაძლებელი ტანზე მომდგარი

ტანისამოსის შეკვრა.

წყარო: Вокруг Света 2010 №2 ( 2833) ст.70

ავტორი: ლაშა კილაძე

19. ძველად, საქართველოში უკვე გამოწურულ იქსს მზეზე ახმობდნენ, ფქვავდნენ და

მცირე ოდენობით ხარების საკვებში ურევდნენ. ხარი ამის შემდეგ საგრძნობლად

უკეთ ეწეოდა გუთანს. კითხვა: დაასახელეთ იქსი, რომელიც 4-ასოიანი სიტყვაა!

- ჭაჭა

წყარო: ჟურნალი „TV კარუსელი“. N78. 2005წ.

ავტორი: ხვიჩა კუკავა, პედაგოგი, წალენჯიხა

20. 1998 წელს სანკტ პეტერბურგის ობსერვატორიის პრაის-ლისტის მიხედვით,

ტელესკოპში მთვარის ნახვის ფასი იყო 100 მანეთი. კითხვა: რისი ნახვა ღირდა

იგივე პრაის-ლისტის თანახმად 50 მანეთი?

- ნახევარმთვარის

კომენტარი: ნახევარფასად)))

წყარო: http://terricola.livejournal.com/362581.html

ავტორი: ლაშა კილაძე

21. ახლახანს კომპანიამ Rentokil-მა შექმნა ამ უძველესი მოწყობილობის თანამედროვე

ვარიანტი. ახალი მოდელი შესაბამისი მექანიკური ზემოქმედების შედეგად მყისვე

ჰერმეტულად იხურება, რასაც მოჰყვება მხუთავი აირის გამოყოფა, ყველაფერი კი

ესემეს შეტყობინების გაგზავნით მთავრდება. კითხვა: დამისახელეთ ეს

მოწყობილობა ერთი სიტყვით!

- სათაგური (ხაფანგი)

კომენტარი: თაგვის მოწამვლის შემდეგ მოდერნიზებული სათაგური პატრონს ესემეს

შეტყობინებას უგზავნის.

წყარო: http://www.topwords.ua/mob_news/4125/

ავტორი: ლაშა კილაძე

22. ერთობ სიმბოლურია, რომ ამ დღეს უკრაინაში, სომხეთში, რუსეთსა და

ბელორუსიაში ენერგეტიკოსების პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს

თითქოს მინიშნებაა, რომ ამ დღიდან სინათლე დასძლევს ბნელს. კითხვა:

დამისახელეთ ეს თარიღი (დღე და თვე)!

- 22 დეკემბერი (21 დეკემბერიც ითვლება)

კომენტარი: ამ დღე-ღამეში ყველაზე მოკლე ნათელი დღეა წლის განმავლობაში. ამის

შემდეგ იწყება დღის მატება და ღამის კლება. კითხვაც რიგით 22-ეა.

წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/День_энергетика

ავტორი: ლაშა კილაძე

23. ავსტრალიელი პროფესორი ჯოზეფ მონაგანა ამტკიცებს, რომ ამ ადგილზე უამრავი

ვულკანური წარმონაქმნია, რომლებშიც ათასწლეულების განმავლობაში დიდი

რაოდენობით მეთანი დაგროვდა. ამოტივტივებულ მეთანის ბუშტებს კი

შეუძლიათ ჩაძიროს გემი, გათიშოს თვითმფრინავის ძრავი ანაც უბრალოდ

მოწამლოს ხალხი. კიტხვა: დამისახლეთ გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც

მხვედველობაში აქვს ავსტალიელ პროფესორს?

- ბერმუდის სამკუთხედი

წყარო: http://www.aif.ru/society/news/269767

ავტორი: ლაშა კილაძე

24. მოისმინეთ ციტატა ილია ჭავავაძის წერილიდან „პატარა საუბარი“: „ქალისათვის ეს

წუთისოფელი სასეირნო წალკოტია, იქსისთვის - სახელია პატიოსანი შრომისა,

მინდორია სახნავ-სათესი, სარბიელია საომარი ჭკუითა და მარჯვენითა... ვაი, რომ

„იქსნი“ წავიდნენ, აღარ გვყვანან და მარტო „ქალებიღა“ დაგვრჩნენ და, ჩვენის

ფიქრით, აქ არის სხვათა შორის სათავე ჩვენის უბედურებისა“. კითხვა:

დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- დედაკაცი

ითვლება: მხოლოდ ზუსტი პასუხი.

კომენტარი: ილიას ცნება „დედაკაცი“ მნიშვნელოვნად მეტი ფუნქციისა და

დატვირთვის მაჩვენებლად მიაჩნდა, ვიდრე ცნება „ქალი“.

წყარო: ნადია შალუტაშვილი, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“,

ხელოვნება, 1969, გვ.36

ავტორი: ლაშა კილაძე

25. თედო სახოკია იხსენებდა ლეგენდას, რომლის თანახმადაც ძველ დროში ოსმალთა

ჯარი მხოლოდ ამ ქართულ დასახლებულ პუნქტამდე თუ მიატანდა, ამას იქით კი

სიარული აღარ შეეძლო, რადგან გურულებს ზურგი ყოველთვის მაგრად ჰქონდათ

გამაგრებული და მტერი ვერაფერს აკლებდა. კითხვა: დამისახელეთ ეს

დასახლებული პუნქტი!

- ოზურგეთი

კომენტარი: მეგრულად ო-ზურგეთი იგივე რაც ქართულად სა-ზურგეთი

წყარო: თედო სახოკია, „მოგზაურობანი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1985, გვ.26

ავტორი: ლაშა კილაძე

26. ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) რომანში „შავი ქალაქი“ ფიგურირებს

რევოლუციონერი მეტსახელებით „შაშვი“, „ნამგალა“ და „შევარდენი“, რომელიც

პოლიციას არაერთხელ მიაჩნდა მოკლულად. მთავარი გმირი ამბობს, რომ ალბათ

პოლიციას მისთვის მეტსახელად სხვა ფრინველის სახელი უნდა შეერჩია. კითხვა:

დამისახელეთ ეს ფრინველი!

- ფენიქსი

კომენტარი: მოგეხსენებათ, ფენიქსი სიკვიდილის შემდეგ ხელახლა აღდგება ხოლმე.

წყარო: Борис Акунин. Черный город.

ავტორი: ლაშა კილაძე

27. 1924 წელს მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ხურალმა (პარლამენტმა)

გადაწყვიტა ქვეყნის დედაქალაქისთვის სახელი ამ ისტორიული პიროვნების

პატივსაცემად დაერქმია. შემდგომში პარლამენტმა მეზობელ სახელმწიფოსთან

მიმართებაში პოლიტკორექტულობა დაიცვა, გადაწყვეტილება შეცვალა და

დედაქალაქს ულან-ბატორი უწოდა. კითხვა: ვისი სახელის მინიჭებას აპირებდა

პარლამენტი დედაქალაქისთვის?

- ჩინგის ყაენი

კომენტარი: მოგეხსენებათ, ჩინგის ყაენის და მისი მემკვიდრეების ლაშქარმა

რამდენჯერმე დაიპყრო და დააწიოკა რუსეთი.

წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Чингисхан

2. http://ru.wikipedia.org/wiki/История_Улан-Батора

ავტორი: ლაშა კილაძე

28. თავიანთი კრებული „სულ ახალი ზღაპრები“, მწერლებმა - ნილ გეიმანმა და ელ

სარანტონიომ მიუძღვნეს ალექსანდრ დიუმას, მარკ ტვენს, ჩარლზ დიკენსსა და

ბარონესა ორცის. წიგნის შესავალში მოხსენიებულია იქსი - შესანიშნავ მთხრობელი

და თავადაც ზღაპრის გმირი. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- შაჰერეზადა

კომენტარი: 1001 ღამის პერსონაჟი, რომელიც ძირითადად ზღაპრების თხრობითაა

დაკავებული. ჩამოთვლილი მწერლები კრებულის ავტორთა აზრით, საუკეთესო

მთხრობელები არიან.

წყარო: http://flibusta.net/b/321378/read

ავტორი: ლაშა კილაძე

29. ყურადღება, კითხვაში ცვლილებაა!

1787 წლის მაისში ნაპირზე გადასული 1487 ინლისელიდან 778 ჯენტლმენი იყო. ორი

კვირის შემდეგ იმავე ნაპირს ქალი-ჯენტლმენებით დატვირთული გემები მიადგნენ.

ჯენტლმენები გახდენენ პირველი მეთუნეები, სასტუმროს მეპატრონეები და

პოლიციელებიც კი. დამისახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვაში ჩვენ შევცვალეთ

სიტყვით „ჯენტლმენი“.

- კატორღელი

ითვლება: დამნაშავე, პატიმარი, გადასახლებული და სხვა აზრობრივად სწორი პასუხი.

კომენტარი: ეს იყო კატორღელების პირველი ნაკადი ავსტრალიაში.

წყარო: "Русский репортер", N3(232), 26 января-2 февраля 2012.

ავტორი: ლაშა კილაძე

30. ზოგიერთი მკვლევარი ეთიოპიის, ერითრეისა და ჯიბუტის ტერიტორიაზე

მცხოვრებ აფარების ტომის ქალებს ერთი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის

პროტოტიპებად მიიჩნევს. თეორიის სასარგებლოდ ლაპარაკობს აფარი ქალების

წვრილი ნაწნავები და თევზის ქერცლივით პრიალა კანი. კიტხვა: დამისახელეთ ეს

მითოლოგიური პერსონაჟი!

- მედუზა გორგონა

კომენტარი: აფარის ქალების მესამე ნიშანია მომნუსხველი გამოხედვა. მოგეხსენებათ,

მედუზა გორგონას მომნუსხველი მზერა ყველას აქვავებდა. თეორიას ამყარებს ისიც,

რომ გორგონას მკვლელმა პერსევსმა ეთიოპიის დედოფალი, ანდრომედა გადაარჩინა.

წყარო: Вокруг Света, 2003 №2 (2749) ст. 19

ავტორი: ლაშა კილაძე

31. გერმანული ზმნა Sparen (შპარენ) ქართულად ეკონომიას ნიშნავს. ერთ-ერთი

ვერსიით იქსმა თავისი სახელი სწორედ ამ ზმნისაგან მიიღო. აქვე გეტყვით, რომ

2012 წლის მაისის ბოლოს ერთმა თქვენმა ყაზახმა კოლეგამ შექმნა იქსი სიგრძით 11

მეტრი. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- შპარგალკა

კომენტარი: რთული სათქმელია, რის ეკონომიას ახერხებს შპარგალკა. ალბათ

სწავლისთვის განკუთვნილი დროის.

წყარო: http://echo.msk.ru/pda/programs/radiodetaly/899458-echo/text.html

http://www.078.com.ua/blogs/vinipuh-i-vse-vse-vse-yumor/pravilnaja-shpargalka.html

ავტორი: ლაშა კილაძე

32. მოგეხსნებათ, ჩინური მოძღვრება ფენ-შუი განსაზღვრავს საგნების სწორ

მდებარეობის სივრცეში. სწორედ ფენ-შუის მიმდევრებს მიეწერებათ ოთხი

ცნობილი ჩინური გამოგონებიდან ერთ-ერთის გამოგონება. კითხვა: რა მოიგონეს

ფენ-შუის მიმდევრებმა?

- კომპასი

კომენტარი: სივრცეში სწორად ორინტირებისათვის. დანარჩენი მნიშვნელოვანი

ჩინური გამოგონებებია დენთი, ქაღალდი და წიგნის ბეჭდვა (საბეჭდი მოწყობილობა).

წყარო: ბმული1 / ბმული2

ავტორი: ლაშა კილაძე

33. ჯანი როდარის ზღაპარში „ჩიპოლინო“, ფიგურირებს კოჭლი იქსი მეტსახელად

„შვიდნახევარი“, რომელმაც ტრამვა შვაბრასთან (იატაკის საწმენდ ჯოხთან)

შეჯახების შედეგად მიიღო. კითხვა: დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- ობობა

კომენტარი: მოგეხსენებათ, ჯანმრთელ ობობებს 8 ფეხი აქვთ.

წყარო: ბმული

ავტორი: ლაშა კილაძე

34. ძველ ბაბილონში ასტრონომია ძლიერ იყო განვითარებული. უძველეს ბაბილონურ

ჩანაწერებში მოიხსენიებული არიან „მოძრავი თხები“ და „მშვიდი ცხვრები“.

„მოძრავ თხებს“ ბაბილონელები მზის სისტემის პლანეტებს უწოდებდნენ. კითხვა:

რას მოიხსენიებდნენ ისინი, როგორც „მშვიდ ცხვრებს“?

- ვარსკვლავებს

კომენტარი: ბაბილონელი ასტრონომები იოლად ხედავდნენ ცაზე მზის სისტემის

პლანეტების მოძრაობას, ვარსკვლავები კი მათი აზრით არ მოძრობდნენ.

წყარო: http://www.bel-jurist.com/page/vavilon

ავტორი: ლაშა კილაძე

35. ისტორიკოსი არსენ სონღუაშვილი წერდა: „ზოგი ფიქრობს რომ ეს სიტყვა ახლად

მოქცეულს, მორჯულებულს ნიშნავს. სინამდვილეში, ეს სიტყვა სპარსულად

ამოძირკულის, ამოგდებული შესატყვისია. ხშირ შემთხევაში ამ სიტყვის შემოღებას

უკავშირებენ შაჰ-აბასის შემოსევას, რომლის დროსაც ქართველები

გამაჰმადიანდნენ“. კითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა?

- ინგილო

წყარო: საქართველოს ისტორია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო, ავტორები: ნინო

კვიტაშვილი, დავით მალაზონია, თამარ მალაზონია. გამომცემლობა ”ქართული

ბიოგრაფიული ცენტრი“

ავტორი: ნათია მაღლაკელიძე, მოსწავლე, ვანი

36. ...და ფინალის უკანასკნელი კითხვა: დამისახელეთ ნივთი, რომელიც ბრისტოლის

საქველმოქმედო აუქციონზე, როგორც წესი, ყოველთვის ბოლო ლოტად გადის

გასაყიდად!

- [აუქციონის] ჩაქუჩი

კომენტარი: ყველაფერს რომ ჰაყიდიან, ბოლოს ჩაქუჩსაც ყიდიან

წყარო: http://www.ntv.ru/novosti/128779/#ixzz2hBuLukqs

ავტორი: ლაშა კილაძე

პენალტები:

37. იქსი პირველად ტელევიზორში 1936 წლის 11 ნოემბერს გამოჩნდა. 6 წუთის

განმავლობაში მაყურებელი ხედავდა ხელს, რომელიც დიდი ბრიტანეთის რუკაზე

ციფრებსა და ისრებს ხატავდა. დამისახელეთ იქსი ორი სიტყვით!

- ამინდის პროგნოზი

კომენტარი: ამ დროს მოსალოდნელ ტემპერატურასა და ქარის მიმართულებას

უბრალოდ ხატავდენენ რუკაზე.

წყარო: http://www.bbc.co.uk/russian/multimedia/2011/08/110801_weather_birthday.shtml

38. მე-19 საუკუნის ინგლისელი პოეტი ჯონ კიტსი თავის პოემაში საყვედურობს

ცნობილ თანამემეულეს იმისათვის, რომ მან „მომხიბვლელობა წაართვა

ცისარტყელას“. კითხვა: დამისახელეთ კიტსის თანამემამულე!

- ისააკ ნიუტონი

წყარო: 1. http://lib.ru/POEZIQ/KITS/keats1_2.txt

2. http://receptidocs.ru/docs/index-9163.html?page=7

39. 2008 წელს ჯეიმს კუკის კუთვნილი იქსი აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. ამასთან

დაკავშირებით, ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელმა მერვ

რაიანმა იმედი გამოთქვა, რომ იქსი დაუბრუნდება ავსტრალიას, საიდანაც იგი

თავის დროზე წაიღო კუკმა. დამისახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

- ბუმერანგი

კომენტარი: ის, როგორც წესი ბრუნდება ხოლმე

წყარო: http://www.kommersant.ru/doc/1017784

40. კარიკატურაზე, რომელიც კოსმოსის ათვისებას ეძღვნება, იქსი გამოსახულია

როგორც ოკეანეში მაშველი რგოლით მოცურავე მსუქანი მამაკაცი. დამისახელეთ

იქსი ერთი სიტყვით!

- სატურნი

წყარო: http://img-fotki.yandex.ru/get/5303/strebkov1976.2/0_5bb7f_5d63c95b_XXL

41. მაშ, დავიძარით! გადმოგვცემენ, რომ გასული საუაუნის 60-იანი წლების დასაწყისში

ამ ადამიანმა იხუმრა: „კარგად არც კი ვიცი ვინ ვარ - პირველი ადამიანი, თუ

უკანასკნელი ძაღლი“. დამისახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი!

- იური გაგარინი

კომენტარი: გაგარინამდე კოსმოსში ძირითადად ძაღლებს უშვებდნენ ხოლმე. ხოლო

„დავიძარით!“ (პოეხალი) არის ცნობილი ფრაზა, რომელიც გაგარინმა გაფრენის წინ

წარმოთქვა.

წყარო: http://rocketpolk44.narod.ru/kosmos/sobaki.htm

42. ფლორენციაში პირველ იქსებს უმეტესად ანონიმური დამბეზღებლები იყენებდნენ,

იგივე პერიოდის პარიზში შეშინებული კურიერები იქსებში ცოცხალ თაგვებს

ყრიდნენ ხოლმე. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი ავსტრიაში ცისფერი იქსებიც

გამოჩნდა. კითხვა: დამისახელეთ იქსი ორი სიტყვით!

- საფოსტო ყუთი

კომენტარი: კურიერებს სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ და თაგვებს საფოსტო

ყუთებში ჩაყრილი წერილების დასაზიანებლად ყრიდნენ, რათა ყუთების უვარგისობა

ეჩვენებინათ.

წყარო: http://www.kostyor.ru/archives/11-11/history.php

43. 1978 წელს ლონდონში ოპერა „ფაუსტის“ დადგმის დროს ერთ დირიჟორს

სასწრაფოდ დასჭირდა მეფისტოფელის როლის შემსრულებელი. მან აჩქარებით

გადაათვალიერა მუსიკალური გამოცემები და შეცდომით მოსასმენად დაიბარა

ჯგუფ „ჯეტრო ტალის“ წევრი ჯონ გლესკოკი, რომელიც საერთოდ არ მღეროდა.

კითხვა: რომელ ინსტრუმენტზე უკრავდა თავის ჯგუფში ჯონ ლესკოკი?

- ბას გიტარაზე

ითვლება: ბასზე

კომენტარი: დირიჟორს მეფისტოფელის არიების შესასრულებლად სჭირდებოდა ბასის

ვოკალის მქონე მომღერალი და სიჩქარეში აერია ინსტუმენტ ბასზე შემსრულებელში

წყარო: Jethro Tull: Living with the past (25th Anniversary). London, Penguin, 1999.

44. ინგლისურ ენაში ამ სიტყვას ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე

თანამედროვე ქართულში. ის პირველ თვითმფრინავებთან ერთად გამოჩნდა, და

ერთი ვერსიით, გამომგონებლის პატივსაცემად „ჯორჯის სახელური“ უწოდეს.

მეორე ვერსიით, სახელწოდება მან ჯეიმს ჰენრი ჯოისის პატივსაცემად მიიღო,

მესამე ვერსიით კი ის უბრალოდ, ფრენით მოგვრილ სიხარულს ნიშნავს. კითხვა:

დამისახლეთ ეს სიტყვა!

- ჯოისტიკი

კომენტარი: ჯოი - სიხარული, სტიკ - ჯოხი)))

წყარო: ბმული

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!